
"ცდების და ცდების სიკვდილსა, ვინც არ მოელის წამისად"
(ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ – ეს პოსტი საკონკურსოა და მხოლოდ ჯანის დაცვას ემსახურება)
ადამიანს ერთი ოპტიმისტური თვისება აქვს: ჰგონია, რომ ის ყოველთვის “ბევრად უკეთესს იმსახურებს” და იშვიათად ფიქრობს, რომ “რაიმე ცუდი მაინცდამაინც მას დაემართება”. მაგალითად – ოცნებობს “C კლასის მერსედესის ყიდვაზე”, მაგრამ ნაკლებად უშვებს ალბათობას იმისა, რომ ოდესმე “C ჰეპატიტი დაემართება”.
more »
Category: სხვადასხვა
Tags: დაინფიცირების საფრთხე, მანიკური, მკურნალობა, პედიკური, სილამაზის სალონები, სტატისტიკა, სტიგმა-დისკრიმინაცია, სტომატოლოგიური კლინიკები, ღვიძლის დაავადება, ცე ჰეპატიტი, ციროზი, ჰეპატიტი
ღამე 4: “ძირს სინაზე! წინ სინაზე!”

სინანული სინაზე
01:00 – „Sinners to Sinai Mount”
თბილად შევი-მოსე-თ და სინას მთისაკენ მიმავალ ბილიკს მოსეს კვალდაკვალ დავადექით. განსხვავება ერთია – მოსე გულანთებული მიდიოდა, ჩვენ კი გულზე მეტად გზას მთვარე და ფანრები გვინათებს. ამინდი კარგია. ცაზეც იმდენი ვარსკვლავია, რომ რაოდენობით მთელი მსოფლიოს შოუბიზნესსაც კი ბევრად გადააჭარბებს.
ერთი სიტყვით, იდეალური ღამეა იმისათვის, რამდენიმე კილომეტრი უდრტვინველად რომ (გ)აიარო.
more »
Category: მოგზაურობა, მოდღიურო
Tags: აეროპორტი, აისი, აქლემები, ბაზარი, ბედუინები, გიდი, დაისი, ეგვიპტე, ეგვიპტელები, ევროპელები, ვაჭრობა, კვადროციკლი, მოგზაურობა, მოსე, მოტოსაფარი, მუსლიმანები, პაპირუსი, პირამიდები, სასტუმრო, საჩუქრების ყიდვა, სინას მთა, სურათები, სფინქსი, უდაბნო, ულისე, შარმ ელ შეიხი, შოპინგი, წმინდა ეკატერინეს მონასტერი

+18
მაგარი რამეა რეკლამა. სარეკლამო სააგენტოებსაც აჭმევს პურს და ჩვენც… “გვაჭმევს”. ყველამ იცის, რომ არ არსებობს იდეალური წამალი, რომელიც ყველაფერს კურნავს და გაციებას ორ წამში აქრობს, არ არსებობს ისეთი უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც არასოდეს ფუჭდება და მთლიანად ჩვენს სურვილებზეა მორგებული, არ არსებობს ისეთი საჭმელი, რომელიც ღვთაებრივად გემრიელია და არ არსებობენ უნაკლო ადამიანები. თუმცა, ჩვენ მაინც გვჯერა რეკლამის და თავსაც ადვილად ვატყუებინებთ.
სარეკლამო ბიზნესში ჩართული არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ დღეს დილით გადავწყვიტე ცოტა ხნით თავი სხვადასხვა ცნობილი (თუ უცნობი) კომპანიის რამედ (თუნდაც დარაჯად) წარმომედგინა და რამდენიმე სარეკლამო იდეის მოფიქრება მეცადა. ჰოდა, სანამ დამძრახავდეთ, აქვე დავძენდი, რომ განსაკუთრებული სარეკლამო მიგნებების პრეტენზია (ისევე როგორც პრეტენზიის ქონის უფლება) საერთოდ არ მაქვს.
more »

მონე
მათთვის, ვისაც დიდი რაღაცეების კითხვის დრო აქვს და არც ეზარება.
1. ანი
პარიზი.
საღამო.
წვიმა.
მონე.
მარტი.
მონმარტრი.
კაფე.
მაგიდა ერთისთვის და…
…ანის სჯეროდა, რომ სამყაროში შეუძლებელი არაფერი იყო. მათ შორის, არც ნოველისათვის ამაზე უფრო ბანალური დასაწყისის მოფიქრება და არც სიყვარულის ქალაქად სტერეოტიპიზირებულ პარიზში მარტო სიარული. ჰო, ზუსტად იმ პარიზში, რომლის მოედნებზეც ადამიანები მუდამ თავს კარგავდნენ. საუკუნეების წინ – გილიოტინის, საუკუნეების შემდეგ კი უკვე – სიყვარულის გამო.
more »

"USA-სრულოდ ჩვენთან"
(დაიბეჭდა ჟურნალში “დრო მშვიდობისა/Peace Times” # 4)
რას იტყვის ამერიკა?
ჩვენ გრანტებსა და ემიგრანტებზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ. ანუ, დონორებს ჯერ ტვინს ვუჭამთ, შემდეგ – ფულს. იმათაც, ბოლოს, ალბათ, ყელში ამოვუვალთ ან ისე გადაგვყლაპავენ, ყელზეც რომ არ დავადგებით. ჩვენ ორივე ვარიანტის გვეშინია: ფულის სანაცვლოდ თავისუფლების წართმევა არ გვიღირს, მაგრამ თავი არც უფულობისთვის გვემეტება. სხვა თუ არაფერი, გრანტია გარანტი ჩვენი არსობისა.
more »

"გაჭირვება მიჩვენე და..."
(დაიბეჭდა ჟურნალში “დრო მშვიდობისა/Peace Times” # 4)
ჩვენ ჯერ კიდევ ბავშვობიდან გვაშინებდნენ.
გვაშინებდნენ გაურკვეველი სქესისა და წარმომავლობის ბუათი, რომელიც აუცილებლად მოვიდოდა და საჭმლის უგულვებელყოფის შემთხვევაში, თავად დაგვაგემოვნებდა. გვაშინებდნენ გუდიანი კაცითაც, რომელსაც უძირო ტომარა ჰქონდა და მისი საშუალებით გაჯიქებული ბავშვების ტრანზიტს სადღაც (ღმერთმაც კი არ უწყის – სად) ყოველთვის დაუზარებლად ახორციელებდა (ადგილს – მეტი სიმძაფრისათვის – მშობლები არასდროს გვიკონკრეტებდნენ), გვეშინოდა სიბნელის (სანამ შევეჩვეოდით) და კბილის ექიმების (რომელთა ოთახებიდან მუდამ ბურღის დამთრგუნველი ზუზუნი გამოდიოდა), ასაკის მატებასთან ერთად სკოლის დირექტორის (ან “მის კაბინეტში შეყვანის” ალბათობის), ანჩხლი მეზობლისა და რუსთაველი მანიაკისაც გვეშინოდა, გვეშინოდა ინსპექტორების (რომლებიც ითხოვდნენ ფულს) და ძველი ბიჭების (რომლებიც – მოითხოვდნენ), გვეშინოდა, რომ არასოდეს გვეყოლებოდა კარგი მთავრობა და ყოველთვის გვეყოლებოდა შევარდნაძე (პრინციპში, ეგ შიში დღემდე შემოგვრჩა. უბრალოდ, სახეობა იცვალა ოდნავ), გვეშინოდა, რომ გვექნებოდა ჩინური გვარი და ამერიკული კულტურა. შიშის გამო უმოწყალოდ ვკლავდით ქათამს, ღორს და დროს (აპოკალიფსის მოლოდინში), გვეშინოდა საზოგადოებრივ ადგილებში დარბევების და საზოგადოებაში ადგილების დაბევების, გვეშინოდა კეტებისა (რელიგიური ფანატიკოსების ხელში) და საკეტების (რომელთა მიღმაც საკანი იწყებოდა), ხელისუფლებისაც გვეშინოდა და ეს შიში სულაც არ შეიქმდა სიყვარულს. პირიქით…
more »

ყავის დეფიციტი
“ისე მეძინება, რომ თვალის დახამხამებისაც კი მეშინია” – ხალხური
სამყაროსეული კანონზომიერებაა: დღისით უნდა გეღვიძოს და ღამით - გეძინოს.
თუმცა, კანონის ზომიერება სამყაროში ხშირად ირღვევა და თუ დღისით ძილი ბევრს არავის უკვირს, ღამის გათენებას გაცილებით უფრო ეგზოტიკური ელფერი ენიჭება. შესაბამისად, “აუ, გუშინ ღამე გავათენე, ორი ღამეა არ მიძინია” “შუადღისას მეძინა, ორზე გავიღვიძე”-ზე გაცილებით ხშირად გვესმის და თანაც ეს სიტყვები თითქმის ყოველთვის რაღაცნაირი სიამაყით არის ნათქვამი. ღამისთევას კი ბევრი მიზეზი აქვს: მოვალეობის ძახილი (“ჩვენ გვიცავს ჩვენ პოლიცია”), რწმენის ყოველწლიური დასტური (“აუ, გოგო ღამისთევაზე ვიყავი გუშინ და…”), ბიბლიოფილია (“ისეთი საინტერესო წიგნი იყო, რომ აი, აი… სანამ უკანა ყდა არ დავხურე, იქამდე საბანი არ დამიხურავს”), უკიდეგანო სევდა (“იცის, როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე…”), სადღეღამისო საქმე (“რა ძილი? ღადაო-ობ… ისეთი დაკავებული ვარ, თავსაც გრაფიკით ვიფხან”), ჭარბი ალკოჰოლი (“მთელი ღამე უნიტაზს ვიყავი ჩახუტებული”), ვერაგი ინტერნეტი (“შევყევი ჭორაობას, ფილმებს, რაღაცეების თვალიერებას”) და სხვა მრავალი.
more »

"შენ რომ არა"
1. ”ღმერთმა ადამიანს რვა თითი იმიტომ მისცა, რომ კლავიატურით ათასი სისულელე დაეწერა, ნეკა თითები კი იმიტომ დაუმატა, რომ ამ “ათასი სისულელის” გამოსწორება ყოფილიყო შესაძლებელი” – სერიიდან “ნეკი ნეკისა”
2. “…დღეს კი იქცა
“LIE” – “ქებად”,
“მეგობრობა” -
“ლაიქებად” – ამონარიდი ლექსიდან “როგორ ხარ? აუ, PLZ, კონკურსში ვმონაწილეობ და…”
more »

"მაია ასათიანს წააგავს პროფილში"
“მაინც ვერ გავიგე რა საჭიროა ორი სათაური” – კ/ფ “ცისფერი მთები”
თანამედროვე სამყაროში, სადაც მწერლობის უამრავი მსურველი დაფრინავს ღრუბლებში და არავის სურს კლავიატურა ლურსმანზე დაკიდოს, წიგნის სათაურს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დღეს უკვე იშვიათად გაყიდი ისეთ წიგნს, რომელსაც სიზარმაცის გამო სათაურად მთავარი პერსონაჟის სახელს არქმევ (“მადავ ბოვარი”, “დევიდ კოპერფილდი”, “მარტინ იდენი”), ან, რომლის სათაურშიც ინტრიგის მისხალი არ არის ჩადებული (“ნათლია”, “თეთრი თათმანი” “ტრიუმფალური თაღი”). მოკლედ, ან ისეთი სახელი უნდა გერქვას მწერალს, რომ შენი დაწერილი “Like”-ც ძვირად ფასობდეს, ან, თავად ამ წიგნს უნდა დაარქვა რამე ისეთი.
“რამე ისეთი” – “ანდრო, მე და ანდრომედა”, “ციკლოპი მაკდონალდსიდან”, “როცა ჭრილობიდან კოკა-კოლა ჟონავს”, “მაქციის დღიურები”, “ვამპირი, სახელად პილატე” და სხვა.
more »

"დეტალებია მთავარია"
“ერთი დღის აღწერას შეიძლება ორმოცდაათი წელი მოუნდე, ორმოცდაათ წელიწადს კი ერთ წუთში აღწერ” – ჯემალ ქარჩხაძე
ადამიანის ხასიათი რაღაცით “ფორმულა 1″-ის ბოლიდის საბურავებს წააგავს – ზოგჯერ ისე სწრაფად იცვლება, თვალის სამჯერ დახამხამებასაც რომ ვერ ასწრებ. ხასიათის “ცვალებადი მოღრუბლულობის” ძირითადი მიზეზი კი ის ყოველდღიური შეგრძნებებია, რომელთაც ხშირად ვამჩნევთ, მაგრამ იშვიათად ვუკვირდებით. როგორც წესი, ისინი ისეთივე წამიერია, როგორც ცრუცემინების იმპულსი და ისეთივე გაუცნობიერებელი – როგორც კინოეკრანზე მიშტერებისას ბატიბუტის ჭამის პროცესი.
more »