Author Archive

“გამარჯობა” – თქვა პრემიერმა

#გამარჯობა

#გამარჯობა

“უნახავმა რა ნახაო” - რეი ჩარლზი

სასაცილო ქართულ ნიუსებსა და ქართულივე ლუდების უმეტესობას ერთი საერთო თვისება აქვთ – “არცერთი არ დაილევა”. თუმცა, სასაცილო ქართულ ნიუსებშიც გამოერევა ხოლმე ძალიან სასაცილო ქართული ნიუსები. ისეთები, როგორიც მაგალითად ესაა:

more »

VICI, VIDI, VIENNA

(რედიქს თრეველის კონკურსში გამარჯვებული ეს-სე)

კარგი რამეა მოგზაურობა. ჯერ საქმეებს ალაგებ, მერე – გეგმებს, მერე – ჩემოდანს. ერთი სიტყვით, ყველაფერს გვერდზე დებ, ტანსაცმლის გარდა. აღარც იმაზე ფიქრობ, პარაფირების ათასგვერდიან დოკუმენტზე ხელმოწერა რა სარგებელს მოგვიტანს და აღარც იმაზე – საყვარელ ადამიანს რას ვერ აპატიებდი. მთლიანად  ჩართული ხარ სამზადისში – იქით დაზღვევაა გასაკეთებელი, აქეთ სასტუმრო დასაჯავშნი, იქით ბილეთების სურათი  გადასაღები და ფეისბუქზე ასატვირთი… ათასი წვრილმანი, მოკლედ. ასეთ დროს კი დიდი შანსია რამე გამოგრჩეს. ის ათი ოქროს ქმედება, მაგალითად, რომელიც მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ჩაიდინო, სანამ… ქართველი ხარ:

more »

ჯიპები, ჯიპები, ჯიპები ჩქარა

“სმა-ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულია…” – კმაყოფილი ხელისუფლება

“როცა რბილ სავარძელში ე ფ ლ ო ბ ი, ტელეფონიც შესაბამისი გჭირდება” - უფრო კმაყოფილი მაღალჩინოსანი

“ნუ დაუყრი ღორებს აიფონებს”სადღაც გაგონილი

კარგია ხელისუფლება. ზიხარ სავარძელში და ფუფუნებ. ხელფასი მშვენიერი. პრემია – არანაკლებ. ხანდახან კამერის წინ კამარასაც შეკრავ, ხალხს რომ არ დაავიწყდე და ეგ არის. სამაგიეროდ შენ თვითონ ივიწყებ ხალხს. აქამდე თუ შენზე ეკიდა ქვეყნის ბედი, ახლა უკვე შენ გკიდია. მთავარია შენ ხარ კმაყოფილი და შენი რამდენიმე ნათესავი კიდევ. იმიტომ რომ უკვე ისინიც სხედან სავარძელში და ფუფუნებენ. ხელფასი მშვენიერი. პრემია – არანაკლებ. თან იმათ კამერებთან გამოჩენაც აღარ სჭირდებათ. შენ იყო კარგად, მთავარია (“ყოველთვის ჰქონდათ შენი იმედი, გენაცვალოს, მამიდა”).

აკი ამბობდი კიდეც წინასაარჩევნოდ – უკეთესი ცხოვრება გვექნებაო. ჰოდა, გაქვთ. მერე რა რომ ოთხი წლის მერე არჩევნებია. იზამ რამეს. სადმე გზას დააგებ, რამე ქარხანას გაუხსნი… ჟურნალისტებს, საახალწლოდ ისეთ მომღერალს ჩამოიყვან ცალი ფეხი რომ სცენაზე უდგას და ცალი – სამარეში, პრესტიჟულ უცხოურ გამოცემაში იყიდი სტატიას, ერთ ისეთ ინვესტიციასაც მოიზიდავ – ოთხი წელი სალაპარაკოდ რომ გქონდეს და საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრით – ბედნიერი ცხოვრების ილუზიას შექმნი. აპრობირებულია. ამართლებს.

more »

ბლაჰ!

მე პოლი მქვია. ორმოცდათვრამეტი წლის ვარ.

ვიცი, ბანალური დასაწყისია, მაგრამ ვაღიაროთ, რომ შემეძლო უფრო ბანალურადაც დამეწყო: „მარტის ერთი მშვენიერი დღე იდგა“, მაგალითად.

ისე, განსაკუთრებული ორიგინალურობით არც ცხოვრებაში გამოვირჩევი: მძულს მუზეუმები, მეშინია ქოლგების (და სულ მგონია, რომ მათი წამახული წკირებით რომელიმე დაუდევარი გამვლელი ერთ წვიმიან დღესაც უნებლიეთ თვალს გამომთხრის) და მიყვარს ისეთი დეტალების აღმოჩენა, რომლებიც ერთი შეხედვით უმნიშვნელოა – სალვადორ დალის საათებიდან ერთ-ერთში შვიდს რომ ხუთი წუთი უკლია, თუნდაც იმის.

more »

XXVIII: წერტილი

(ლიტერატურული კონკურსის “შემოდგომის ლეგენდა” გამარჯვებული მოთხრობა ან მოთხრობის მსგავსი)

წინაპირობა: წლევანდელი ლეგენდის თემა იყო: 28-ე. თემის მიღებამდე კონკურსანტებმა მუზეუმში გამოფენილი თანამედროვე არტის უჩვეულო კოლექცია იხილეს, რომელიც 27 ქვეყნის 27-მა ცნობილმა მოქანდაკემ შექმნა, ექსპოზიციას საფუძვლად იმპერატორ ცინის ტერაკოტის არმიის ისტორია დაედო. არმიას, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში იდებს ბინას, წვლილი შეაქვს დიალოგზე დაფუძნებული მსოფლიოს შენებაში. 27 განსხვავებული და ორიგინალური სათქმელი სხვადასხვა ქვეყნიდან. გაეცანით 28-ე ამბავს.

more »

რექსი, სექსი და ბენჯამინ ფრანკლინი

“ჩემს კარადაში ჩემი ბანკია”სამსახურში მოსმენილი

ქართული სარეკლამო ბაზარი ოთხმოცდაათიანელების თაობას ჰგავს – “ისეთები ახსოვს, რო ოჰ-ოჰ-ოჰ-ო… მტრისას”.

ჯერ მარტო ის რეკლამა რად ღირს, ფაღარათიანი მამა მისთვის გამზადებული ტორტის სანთლებს უნიტაზიდან რომ აქრობს ხვნეშის აკომპანიმენტით (“ფილტვები კი აქვს ლომივით, კუჭი არ უვარგა თორემ…”). ან ის – დედაბუდიანად ამოგდებული და სისხლში ამოსვრილი  კბილი დაჭრილი არწივივით რომ ეცემა პირსაბანში. ან ის ვიღაცები “წითელისა” და “თეთრის” გარჩევას აისბერგშეჯახებული ტიტანიკის მგზავრებივით – განწირული კივილით რომ ცდილობენ; ან თუნდაც ის, რაღაც უცნაური წარმონაქმნი “ეო, ეო, მოდი და იყიდეო”-ს ძახილით თავისთან რომ გვიხმობს… ერთი სიტყვით – “სისულელე” ან ორი სიტყვით – “სრული სისულელე”. როგორც არის. 

more »

ინი, იანი და ლუი ვიუტონის ვარდისფერი ჩანთა

ნოველა – ექსპერიმენტი, შექმნილი სამ საათში და პარალელურ რეჟიმში – ჩემი (იანი) და სალი ბაქრაძის (ინი) მიერ.

I

იანი

დიდი წუნია ვინმე ვარ. არაფერი მომწონს დედამიწის ზურგზე. მათ შორის – არც ეს გამოთქმა „დედამიწის ზურგზე“ არ მომწონს. არ მომწონს უზარმაზარი ბიჭი გოგოს პაწაწინა ჩანთას რომ დააპორწიალებს, არ მომწონს რაღაც-რაღაც გადაცემების ყურების აღიარება რომ რცხვენიათ და გვერდითა ოთახიდან გამომავალ ხმას ან ბებიის ცნობისმოყვარეობას აბრალებენ, არ მომწონს მეტროში ფეხსაცმელზე რომ გაშტერდებიან, ფეისბუქის „მომწონს“ ღილაკიც არ მომწონს და საერთოდ, ამდენი რამე რომ არ მომწონს, ეგეც არ მომწონს.

more »

“გადაბრუნდა და მოკვდა…”

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყვნენ თანამედროვე ბავშვები, რომლებმაც ტექნოლოგიების გამო ზღაპრები საერთოდ გადაივიწყეს…

more »

C’est La Vie

- მონადირეები თუ არიან იმ პლანეტაზე?
- არა
- ქათმები?
- არც ქათმები
- არაფერია სრულყოფილი – ამოიოხრა მელამ

არაფერია სამყაროში სრულყოფილი. მათ შორის, არც თავად სამყარო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სრულყოფილება ერთობ სუბიექტური ცნებაა და მეორეც იმიტომ, რომ ამ სამყაროში ბუზი არსებობს.

more »

“სუიციდი გემოვნებით”

(უცნაური ჟანრის კიდევ უფრო უცნაური მოთხრობა “შემოდგომის ლეგენდის” შესარჩევი ეტაპისათვის)

I თავი

იშმაილი

ჩემი სახელია იშმაილი. ახლა მე მკვდარი ვარ. თავი გუშინ მოვიკალი. დეპრესია და რაღაც ეგეთი არ მქონია. ისე – მოთხრობის პონტში. ჩემი პატრონი სულ იმას ამბობს, რომ თვითმკვლელობა უხდება მოთხრობას. რაც არ უნდა ცუდი იყოს სიუჟეტი, მაინც იმის ილუზიას გიქმნის, რომ რაღაც ღრმაა. ეგზისტენციალური.

ეს სიტყვაც ჩემმა პატრონმა მასწავლა. წაღებული აქვს კამიუთი ტვინი. შავი ჭირივით მეზიზღება უკვე. მთელი დღეები უაზროდ დადის და იმას ამბობს, რომ ცხოვრების აზრს მიაგნო. მე კიდევ მომბეზრდა. შეიძლება, ამიტომაც მოვიკალი თავი. ან იმიტომ, რომ ცხოვრებაში ერთხელ ყველაფერი უნდა გამოსცადო. მათ შორის, სუიციდიც. ჰოდა, მეც წინასწარვე დავიცალე ყველა ბრჭყალი, რითაც შეიძლებოდა სიცოცხლეს ჩავბღაუჭებოდი და „ემპაიარ სტეიტ ბილდინგიდან“ გადმოვხტი. ახლა მე მკვდარი ვარ, მაგრამ ეგ ერთხელ არაფერი – რვა სიცოცხლე  კიდევ დამრჩა…

more »