Archive for the Category »სატირული პოეზია «

ყველაზე უტყუარი და ყველასგან განსხავავებული news-ები

"სიფრთხილეს თავი არ სტკივა"

     არარეალურმა 2012-მა წელმა მსოფლიოში უფრო მეტი გამოხმაურება ჰპოვა, ვიდრე ამავე წელს რეალურად ჩასატარებელმა ლონდონის ოლიმპიადამ. ამგვარი აჟიოტაჟის გამო, ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში ვანგას რძლის ახალი წინასწარმეტყველება გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოცაა ნახსენები:

წაიკითხე მეტი »

გამოსათხოვარი წერილი ანჯელინას…

ექვსი შვილის დედა ეძახეთ თქვენ და...
“ექვსი შვილის დედა ეძახეთ თქვენ და…”

მე გავიხურე ჩუმად კარები,
სათქმელი გულის აქ ვერ დავტიე,
ენჯი, ძვირფასო, სულ მეყვარები,
თუმც მიგატოვე და მაპატიე…

მიზეზი? გითხრა, ნეტავ რომელი?
მთავარი მაინც, ალბათ ბრედია,
შენ რომ გგონია კარგი მშრომელი,
მისატყეპი და “დასაბრედია”

წაიკითხე მეტი »

ზომიერად განათლებული შეყვარებულის წერილები

მაჩვიც კი შეიძლება გიყვარდეს... :)
“მაჩვიც კი შეიძლება გიყვარდეს…” :)
იცი, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი,
ხარ სასწაული სულშთაბერილი
და როცა გულში ცეცხლს ვერ ვიქრობდი
მაშინ შევქმენი შენთვის წერილი.

წაიკითხე მეტი »

გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა!

ამორძალის ოცნება

"ამორძალის ოცნება"

დილით, როგორც კი ავდექი,
პამელამ ყავა მომართვა:
“დალიე, საყვარელოო” -
ალერსიანად მომმართა.

წაიკითხე მეტი »

საზღაპრეთში “სანეტია”

ეძღვნება იმ დროს სანეტი რომ სანეტობდა და ვერც სანეტობდა

ეძღვნება იმ დროს "სანეტი" რომ "სანეტობდა" და ვერც "სანეტობდა"

სითბომ მოიცვა სამეფო
ალადინს კოცნის ჯაფარი:
“ხალხო, “სანეტი” ჩაირთო,
ზღაპარში ხდება ზღაპარი”

შინ იჩქარიან ყველანი
ფეხით, გემით, თუ მანქანით,
პრინცი ტვალეტში შესული,
ჩახდილი გარბის ქაქანით.
წაიკითხე მეტი »

საქართველოში გოლს ვერ იტანდნენ…

"გიყვარდეს ქართული ფეხბურთი - ეს ნეკროფილიაა" - © დავით პაიჭაძე

საქართველოში გოლს ვერ იტანდნენ,
და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე,
იყო სტვენა და ლანძღვა-გინება:
“იდიოტი ხარ, როგორ გამაზე?!”

წაიკითხე მეტი »

ცნობილი ადამიანების ბოლო ფრაზები

ჟაკ–ლუი დავიდი "მარატის სიკვდილი"

 ჟანა დარკმა სითბო იგრძნო,
თუმცა მწარედ გაეღიმა,
ცას ახედა, გაიფიქრა:
“წამოვიდეს ნეტავ წვიმა!”

სიმწრისაგან კივის ბრუნო:
“მე ხომ არ მაქვს, მართლა ბედი,
გამიშვით და დედამიწა,
იყოს თუნდაც ოთხკუთხედი.”

წაიკითხე მეტი »

“ვეიქ-ფართი”

ვაკელი ფოტოშოფის მოყვარულის ნაღვაწი
“ფოტოშოფის ვაკელი მოყვარულის ნაღვაწი”

დაბადების დღე აქვს ვაკეს,
არ გეგონოთ ლექსი “რიჟა”,
მოაწყო მან “ვეიქ-ფართი”
და უბნებიც დაპატიჟა.

დაღონებული დაბრუნდა გლდანი
ატყვია თითქოს გულზე იარა,
რადგან არ ჰქონდა მაგარი “ზმანი”
“Fეის-კონტროლი” ვერ გაიარა.

წაიკითხე მეტი »

ეჰ, რა ვართ ეს ქართველები…

შეჭამე, თორემ მოვიდა ჰოვარდ კარტერი - დედა-შვილი მუმიების დიალოგიდან (ეგვიპტეში გაგონილი)

"შეჭამე, თორემ მოვიდა ჰოვარდ კარტერი" - დედა-შვილი მუმიების დიალოგიდან (ეგვიპტეში გაგონილი)

ეგვიპტეში სკანდალია,
ჟურნალისტთა ბუმია,
აკლდამაში ადგა წეღან,
ფარაონის მუმია.

დაზაფრული გარბის ხალხი,
თითქოს ცხენთა დერბია,
გაგვატარეთ, ჩვენ საქმე გვაქვს“-
ქართველები შერბიან.

წაიკითხე მეტი »