
"ო, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი..."
“მე ამ ცხოვრებამ
ჩ ა მ ი კ ვ ა ნ წ ა ლ ა
ღაწვი გუგაში
და გამოშთენის მიზნით
წამწამი წამწამს ვაჯახე…
წუთისოფლისთვის თუმც არ ღირდა
თ ვ ა ლ ი ს
მოხუჭვა.”
სასოწარკვეთილმა მიმოვათვალიერე დარბაზი. მეგობართაგან ქებული “პოეტის” “კალმის ნაჩორკნს” ყველა სულგანაბული ისმენს. თუმცაღა, ამ სულგანაბულთა უმეტესობის ეგზომ მშვიდი მდგომარეობა მხოლოდ “რეინკარნირებული გალაკტიონის” ” პოეზიური ევერესტის” დამსახურება როდია. მათი რიტმული ფშვენა და უფრო მეტად კი დახუჭული თვალები, იმის მანიშნებელია, რომ ისინი, რაოდენ საშინელ კოშმარსაც არ უნდა ხედავდნენ, ჩემზე გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში, მაინც იმყოფებიან.
წაიკითხე მეტი »

(დღეს, შემთხვევით ჩემს ძველ ნაწერებს გადავაწყდი. რა თქმა უნდა, ჯერ სიცილით კინაღამ მოვკვდი იმაზე, რაც ადრე ჩემი შემოქმედების აპოთეოზად მიმაჩნდა და შემდეგ სიკვდილის ამ რეალურ საფრთხეს უვნებლად რომ გადავურჩი, ჩემი პირველი ლიტერატურული ნაშრომის გამოქვეყნება გადავწყვიტე)
წაიკითხე მეტი »

"დიდ კაცთან პატარა კაცსა..."
ჭიანჭველამ ხვნეშით მოიკიდა ზურგზე შაქრის ნატეხი და შინისკენ მიმავალ გზას დაადგა.
“- მთელი დღე შრომა და შრომა, უზრუნველი ცხოვრება მომენატრა” – ბუზღუნებდა გაბრაზებული ჭიანჭველა და მაგიდაზე მიცოცავდა – “რა მოხდება რომ ერთხელ საჭმელი თავისით მოვიდეს, სულაც ციდან ჩამოვარდეს. ღმერთო, მომეცი პური… თუნდაც ერთი ნაჭერი პური!”
უეცრად ზევიდან ზუზუნი გაისმა. ჭიანჭველამ რაღაც მძიმე იგრძნო.
“-დედა, სამი პური ამოვიტანე, მაგიდაზე დავდე და ეზოში მივდივარ” – მხოლოდ ესღა მოესმა საბრალო მწერს და სული განუტევა…