Archive for the Category »გასაღიმარი «

“მრცხვენია ჩემი ორიენტაციის”, ანუ, გულწრფელი აღიარება

ყოველგვარი პომპეზური შესავლის გარეშე, ბლოგოსფეროში ბოლო დროს გავრცელებული თამაშის ჩემეული ვერსია:

მიყვარს - როდესაც ხატის წინ, ანთია წმინდა სანთელი;
ვოცნებობ
2012 წლის 22 დეკემბერს დავამთქნარო, დავაცემინო, გავიზმორო ან პურის საყიდლად წავიდე;
ვფიქრობ – აქ რა დავწერო;

მძულსფაღარათის სამკურნალო წამლის რეკლამა, ხვნეშია მამა საპირფარეშოდან სანთლებს რომ აქრობს;
ვ-ნანობ -  ნანი ბრეგვაძეს;

more »

ვანგა არა, ისა

მდედრობითი ნოსტრადამუსი

მდედრობითი ნოსტრადამუსი

ბოლო პერიოდში საკუთარ თავს წინასწარმეტყველის ნიჭი შევამჩნიე. ყოველ ღამე მესიზმრება თეთრწვერებიანი მოხუცი და მეუბნება, რა მოხდება მომავალში. ჰოდა, მეც ამ ყველაფრის ერისათვის გადმოცემა გადავწყვიტე:

2014 წელს დასრულდება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და დაიწყება ჩემი წინასწარმეტყველებების ასრულება.

2015 წელს ჩვენ ვიქნებით ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც ეკონომიკური კრიზისი არ შეეხო.

more »

მათთვის, ვისაც ბავშვობაში ზღაპრები უყვარდა…

“იყო და არა იყო რა…”

10-15 წლის წინ
-ზღაპარი მომიყევი რა…
10-15 წლის შემდეგ:
-კარგი, კარგი, ზღაპრებს ნუ მიყვები..
©ცხოვრება

აი, ასეთი პარადოქსული რამ არის ზღაპარი. ბავშვობაში მოყოლას ითხოვ, მერე იზრდები და რატომღაც საწინააღმდეგო სურვილები გიჩნდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალობითი სქესი ხარ და შენი სატრფო ტიპური კაცია. აი, ყველა რომ ერთნაირია, ისეთი.

მოკლედ, გინდა და აღარ გინდა რა.

ქმრების ზღაპრები ძირითადად ერთნაირია და მათი შთამაგონებელი წყარო, როგორც წესი, ქეიფი, ფული, ან, ქალია. თუმცა, მსგავსების მოძებნა არც საბავშვო ზღაპრებშია ძნელი. ასე მაგალითად:

more »

“ჰოლივუდი” ფანტაზიის გარეშე

ეს ტყე უნდა გადაიწვას და ბოლი აუვიდეს - © ბოლი wood

“ეს ტყე უნდა გადაიწვას და ბოლი აუვიდეს” – © “ბოლი wood”

„ჰოლივუდის“ გაგონებისას ადამიანს თავში სხვადასხვაგვარი ასოციაცია შეიძლება გაუჩნდეს. მაღალინტელექტუალური შედარებებით გამორჩეულებს  – „კინოინდუსტრიის მექა“ ახსენდებათ, „გიტასა და გიტარის“ მოყვარულებს – „ბოლივუდი“, მზესუმზირის გამყიდველს – ე.წ. „სემიჩკა“ ფილმები, მსახიობებს – ოცნების ქალაქი, „ოცნების ქალაქის“ რეჟისორს – სიტყვა „შური“, მე კი, რატომღაც ის შაბლონებად ქცეული მსგავსებები მომდის თავში, რომლებიც „ჰოლივუდურ“ ფილმებს ახასიათებს:

1. ფილმის პერსონაჟი ტაქსის მძღოლს ყოველთვის იმდენ ფულს აძლევს, რამდენიც ხელს ჯიბიდან ამოყვება და როგორც წესი, ეს ფული ზუსტად საჭირო რაოდენობის აღმოჩნდება ხოლმე, ვინაიდან ტაქსის მძღოლი ხურდას უკან არასდროს აბრუნებს.

more »

შაბლონები 2: ტრადიცია

ისევ?!
“ისევ?!”

სიტყვა “ტრადიცია” თავისთავად უკვე შაბლონურ, დამკვიდრებულ წესს ნიშნავს და ადვილი წარმოსადგენია, რამდენად გამაღიზიანებელი უნდა იყოს ტრადიცია, რომ იბოროტო და  წინ ზედსართავად კიდევ “შაბლონური” წაუმძღვარო.  განსაკუთრებით  შაბლონური კი მისალოცი ტექსტებია, რომელიც შეგიძლია ერთხელ დაწერო და შემდეგ სამუდამოდ გამოიყენო:

გილოცავ, დაესწარი მრავალს, სულ ჯანმრთელად და ბედნიერად, შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად, ღმერთი იყოს შენი და შენი ოჯახის მფარველი

მთავარია “გილოცავ“-ს შემდეგ დღესასწაულების სახელები ცვალო და უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს დაბადების დღეა, ცხრა მაისი , ნათლისღება თუ სხვა – ეს ტექსტი ნებისმიერ შემთხვევაში ამართლებს.

more »

ფრთხილად, პრესაში ბოტკინია!

ძეგლიც ცნობისმოყვარეა

“ცნობისმოყვარე ძეგლი”

ჟურნალისტიკა ორგანიზებული ჭორიაედუარდ ეგელსტონი

დღევანდელი ქართული პრესა რაღაცით შემოდგომის ფოთოლს ჰგავს – ყვითელია. სერიოზულ თემებზე უფრო მეტად კითხვადია ის, თუ სად ისუფთავებს ფრჩხილებს ჯაბა ქარსელაძე, ან, რა უდევს საძინებელი ოთახის კარის ხელმარცხნივ მდებარე ტელევიზორის მოჩუქურთმებული მაგიდის ყოველთვის ჩაკეტილ მესამე უჯრაში ქეთევან ღლონტს.

ქართულ ყვითელ პრესას რამდენიმე კომპონენტი ახასიათებს:

ა) გულისგამგმირავი სათაურები - ეს ის კატეგორიაა, რაც დღევანდელ პრესას ყიდის. ძირითადად დომინირებს “რომელ კბილში გაეჩხირა კალმახის ფხა კობა დავითაშვილს და რას ვერ აპატიებდა ბეჟან გუნავა მამიდაშვილს” ტიპის სათაურები, რომლებიც ცდილობენ (ხანდახან გამოსდით კიდეც) გარკვეულწილად დააინტრიგონ მკითხველი და დასმულ კითხვაზე პასუხის ძიებაში მთელი უაზრო ინტერვიუ წააკითხონ. მაგალითისათვის – იყო ერთი ასეთი სათაური: “ვანო ჯავახიშვილმა სიდედრი მოკლა” და   სტატიის კითხვისას “ფრიად შეშფოთებულმა” აღმოვაჩინე, რომ თურმე სიცილით.

more »

შაბლონები: “ფრაზები და სიტყვები”

როდემდე, კი მაგრამ...?! :)
“როდემდე?”

ჩვენ შაბლონების სამყაროში ვცხოვრობთ. ყოველ შემთხვევაში, შაბლონების საქართველოში მაინც. ჩვენს ქვეყანაში შაბლონი უფრო მეტია, ვიდრე ჩინელი, რადგან თვითონ ეს შედარებაც, რომელიც სულ რამდენიმე ასოს წინ მოვიყვანე უკვე თავისთავად შაბლონია. ისევე როგორც შაბლონებია, ხუმრობა ლეიბორისტების უფულობაზე, საქართველოს ნაკრების უიმედო მდგომარეობაზე, ტაქსის ორდიპლომიან მძღოლებზე, ქართული სიმღერების ტექსტებში “წვიმისა” და “სევდის”  სიჭარბეზე, აქუბარდიას ძილზე, “რუსთავი 2″-ის დეზინფორმატორობაზე, ლელა კაკულიაზე, ”გეპეის” სტუდენტზე (“გეპეი” იუმორის მარადიული მუზაა), სააკაშვილის ჰალსტუხზე, რუსების წაღებულ უნიტაზებზე, ჟირინოვსკის დედაზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყვითელ ავტობუსებზე, შადრევნებზე, მედვედევის არაპრეზიდენტობაზე, ევროპისა და ამერიკის შეშფოთებასა თუ აღშფოთებაზე, გლდანელებზე, “ფლეიბოისთვის” გახდილ ნინაზე და ა.შ.

აღარაფერს ვამბობ… ან, ჯობია ვთქვა შაბლონურ ფრაზებზეც:

more »

თბილისური ბრუკლინი

“ძალა ერთ უბანშია”

skype“-ში  თბილისელებთან საუბრისას ხშირად უბანთა ურთიერთგაცვლამდე რომ მისულა საქმე, “თემქაზე” უთქვამთ:  “გამიგია, მაგრამ აზრზე არა ვარ, სად არისო

ჰოდა, სპეციალურად მათთვის, მითიური თემქის მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები:

more »