B(ათ)OOM(ი)!!! – ალოგიკური ცნებებით შეკრული კვანძი
“იასონის ტურფა”

“ღმერთი კამათელს არ თამაშობს” – ალბათობის თეორიაზე შემომწყრალი ალბერტ აინშტაინი

სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება. უბრალოდ, ადამიანებს უჭირთ, რომ მომავალი მეუღლის ინტერნეტში გაცნობას, წლობით უნახავ მეგობართან ქუჩაში შეხვედრას, ან, მათი ფეხების წინ წუილით დაფშხვნილი ქოთნის ტრაექტორიას კანონზომიერება  უწოდონ. თუმცა, რეალურად, მიზეზ–შედეგობრივ ჯაჭვს  უკუმიმართულებით თუ გავყვებით, აღმოვაჩენთ, რომ ერთი შეხედვით ალოგიკური ცნებებიც კი ზოგჯერ ისე ლოგიკურად უკავშირდება ერთმანეთს, როგორც დაგვიბარებია (ყოველთვის მინდოდა, ეს  ბატონყმური ეპოქის ფრაზეოლოგიზმი სადმე გამომეყენებინა და აი, შემთხვევით ამის შანსიც მომეცა).

მოკლედ, ფსევდოფილოსოფიურმა შესავალმა ცოტა დამთრგუნველად რომ არ იმოქმედოს, სჯობს პირდაპირ მაგალითზე გადავიდეთ:

კვანძის გახსნა:

ბ(ათ)უმ(ი) - ათი = BOOM!

“ერთი შეხედვით ალოგიკური ცნებები”:

ვარსკვლავი აჭარიდან

“ბათუმი” (ძვ. პორტო ფრანკო) – თემურ დიასამიძის ტელევიზორში გამოჩენის ყველაზე ხშირი საბაბია.  თუმცა, ბათუმის მთელი ეშხი და პეწი (რაც თავისთავად ერთი და იმავე აზრის მატარებელი სიტყვებია და მხოლოდ ჩემ მიერ ლექსიკური მარაგის გამოჩენის დილეტანტურ მცდელობას უსვამს ხაზს) ის არის, რომ იგი ერთდროულად რამდენიმე ქალაქს – მათ შორის ბარსელონას, პარიზსა და ლონდონსაც – აერთიანებს (აჭარის დედაქალაქის ევროპულ დედაქალაქებთან მსგავსება მთლიანად მისი აღმატებულება საქართველოს “ეპითეტების კონვეიერის” უახლოეს საზღვარგარეთულ ვიზიტებსა და მდიდარ ფანტაზიაზეა დამოკიდებული).

"ლედი რედი"

თუკი “ზოგადაბსტრაქტული” კონტურებიდან “ვიწროკონკრეტულ” საკითხებზეც გადავინაცვლებთ, აუცილებლად აღმოვაჩენთ, რომ ბათუმი მეტად დემოკრატიული კურორტია. ეს არის ადგილი, სადაც სომხები და აზერბაიჯანელები ერთად ისვენებენ (სუსტი ალუზია მიწიერ სამოთხეზე), სადაც, ერთი მხრივ, ეკლესიის წინ მეძავები დგანან და მეორე მხრივ, დაუდასტურებელი გეი “პარადის გმობა” “პარადიგმობაში” გადადის, სადაც “ზღვის ხალხი” და “ხალხის ზღვა” ერთმანეთს დროის მხოლოდ ერთ (სამთვიან) მონაკვეთში კვეთს, სადაც ზოგი ტყავის გაშავებაზე ფიქრობს და ზოგიც ტყავის გადარჩენაზე, სადაც ერთ დღეს კონცერტებზე ტრანსში, ან, ნირვანაში (გეთანხმებით, ვაჭარბებ) “ცვივიან” და მეორე (უფრო სწორად, ყოველ მომდევნო დღეს) “ამ გადაღრძუებული ბერიკაცის ჩამოყვანას” ხელისუფლებას ფინანსების დეფიციტით გამოწვეული ნებისმიერი პრობლემის დროს თანდართული ლანძღვა–გინებით უხსენებენ.

და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ეს  ბათუმია – საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი და ვინძლო საუკეთესო ქალაქი…

“სექტემბერი” (ძვ. ენკენისთვე) – წელიწადის მეცხრე და გაზულუქებული კაცობრიობის ცხოვრებისკენ შემობრუნების პირველი თვეა. ალბათ, სიმბოლურიცაა, რომ ადამიანი სწორედ მეცხრე თვეს “იბადება თავიდან” და ენერგიით იმდენადაა სავსე,  რომ მთასთან მისი მიშვება (სასიხარულო იმპულსების დაგროვებით მთების გადადგმის მეტაფორულობისდა მიუხედავად) მაინც სახიფათოა. გარდა იმისა, რომ სექტემბერი ნარუჯით თავის მოსაწონებლად საუკეთესო (და ალბათ, ერთადერთი) პერიოდია, ის სხვა ბევრ ცვლილებასაც უდებს სათავეს: სასექტემბროდ  ბავშვები ალაგებენ ჩანთებს, ფრინველები – ჩემოდნებს, ორგანიზაციები – გეგმებს, მათი ხელმძღვანელები – აზრებს, მამაკაცები – ღვინის ბოთლებს (სარდაფში, რათა შემდეგ მთელი წელი უზრუნველად გამოთვრნენ), “ხაზეიკები” – ნატურისტალ ოთახებს და სხვა.

ალბათ, ფენიქსიც სექტემბერში "ღდგებოდა" ფერფლისგან

ამბობენ, ბათუმი სექტემბერში ისევე განსხვავდება აგვისტოს ბათუმისგან, როგორც  ჯანსაღი კბილები პროტეზისგან, ანუ, ნაკლებ ხელოვნურიაო. თუმცა, “ამბობენ” ხომ მეტისმეტად ზოგადი სიტყვაა იმისთვის, რომ ჩვენი ნდობა დაიმსახუროს და “ერთგზის ნანახით დამარცხებული ათასი გაგონილის” ანდაზა არ გაგვახსენოს.

თუმცა, კი ამბობენ და…

კინო (ძვ. სინემა) – სპეციალური დანიშნულების შენობაა, სადაც ბატი-ბუტს ახრამუნებენ,  “კოკა კოლას” ხვრეპენ, ფილმებს უყურებენ და შიგადაშიგ ერის დემოგრაფიული პრობლემატიკის მოგვარებასაც უყრიან საფუძველს. აქ ძირითადად ორი ტიპის მაყურებელი გვხვდება: 1. ადამიანურად (ანუ, ჩუმად) მჯდომი და 2. პირში ჩალაგამოვლებული “ენამახვილი”, რომლის ენაც იმდენად მახვილია, რომ ფილმის მიმდინარეობისას წამოსროლილ რეპლიკებს მყისვე “წვეტიანად” გარდაქმნის.

უკატეგორიო მაყურებელი

ცნება “კინო” შიგადაშიგ ცნება “ფილმშიც” ერევათ ხოლმე (როგორც მაგალითად, თეატრი – სპექტაკლში). ეს ერთგვარი პარადოქსია, რადგან თუ “დღეს, მაგარი კინო ვნახე” შეიძლება ბევრმა თქვას, “წამოდი, საღამოს ფილმში წავიდეთო” თითქმის არავის წამოსცდება.

ცნობიერების ნაკადით, კინოზე ემილ კიოც შეიძლება გაგვახსენდეს. ერთი ვერსიით, ცნობილმა ილუზიონისტმა თავისი ფსევდონიმი ხომ სწორედ მოკაშკაშე აბრისა და მისი ჩამქრალი მესამე ასოს შთაგონებით აიღო. თუმცა, ცნობიერების ნაკადი, ყველაზე არასასურველი რამ არის, რაც ფილმის მსვლელობისას სავარძელში (და სიბნელეში) ჩაფლულს შეიძლება გონებაში დაუკითხავად შემოგვეჭრას და სჯობს, ჩვენც შევეშვათ…

კინოფესტივალი (ძვ. კინოფესტივალი) – ძირითადად, იმ ტიპის ფილმების “გალერეაა”, რომელთა დასასრულმა შესაძლოა საუკუნოდ… თუ არა (კვლავ ვაჭარბებდი), მინიმუმ, ერთ საღამოს მაინც ისე ღრმად ჩაგვაფიქროს, რომ აზრზე (ა)მოსასვლელად რაციონალური კიბე დაგვჭირდეს. აქ ხომ ფილმები, როგორც წესი, გემოვნებით (ღმერთო, რა ფარდობითი ცნებაა, მაგრამ მაინც) არის შერჩეული და შესაბამისად, “რამე კაი ფილმი მირჩიეთ რა” თხოვნას დასაბამშივე ბრუტალურად კლავს.

კინოფესტივალზე ყველა ფილმი მეტ–ნაკლებად კარგია, მაგრამ “მჯობზე მჯობის” პრინციპით საუკეთესოთა გამოვლენა მაინც ოქროს “რაღაცის” გადაცემის შედეგად ხდება. ეს “რაღაც” კი, როგორც წესი, ფლორისა და ფაუნის (ლომი, დათვი, პალმის რტო) მეტად ელიტარული წარმომადგენელია და ზოგი იმდენჯერ კოცნის, რომ მავანს შესაძლოა “ზოოფილიის” ცნება გაახსენდეს

როდესაც პრიზიორები ნანატრ ჯილდოს ხელში მოიგდებენ ხოლმე, თითქმის ყოველთვის ჩვენ ერთი და იმავე სამადლობელი ტექსტის მომსწრენი ვხდებით. გამოსვლა სულაც წინასწარ რომ ჰქონდეს მომზადებული, გამარჯვებულმა თავისი დაბნეულობა მაინც უნდა აღნიშნოს (“არც კი ვიცი, რა ვთქვა”) და სრულიად უმიზეზოდ საკუთარ ლექსიკას კიდევ ერთი შეურაცხყოფა მიაყენოს  (“ამ გრძნობის გადმოსაცემად სიტყვები არ მყოფნის”). ნერვების პირველადი დაშოშმინების შემდეგ კი მან აუცილებლად უნდა გადაუხადოს მადლობა ყველას – დაწყებული მშობლებიდან (რომლებმაც ამქვეყნად მოავლინეს), დამთავრებული იმ ადამიანის ენით (რომელმაც კონვერტის თავი დააწება) და ქვეცნობიერად თავის წარსულ ცხოვრებაზეც დაიწუწუნოს (“ამაზე ბედნიერი დღე ჯერ არასდროს მქონია”).  რა თქმა უნდა, სასურველია  მცირე თავმდაბლობა  (“ამ ჯილდოს ნამდვილად არ ველოდი”) და აღნიშნული შემთხვევით სარგებლობა, რაც მეგობრისათვის დაბადების დღის მილოცვაში, ოჯახის წევრებისათვის ხელის დაქნევასა და გულისსწორისათვის სიყვარულის მორიგ ახსნაში გამოიხატება.

ჰო, მართლა, ჩემი ერთი ფილმების მოყვარული, მაგრამ ლოთი მეზობელი ამბობს ხოლმე: კინოფესტივალი წითელი ხალიჩის გარეშე ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ჩემი ცხოვრება – წითელი ღვინისაო…

მოდი და ნუ დაუჯერებ!

კვანძის შეკვრა:

ბ(ათ)უმ(ი) - ათი = BOOM!

როდესაც ქათქათა ქალაქი სექტემბრის პირველ დეკადას (მეტი სიმარტივისთვის, ათ დღეს) მოილევს და მეორეს (მეტი სიზუსტისათვის, 12 რიცხვიდან) შეუდგება, ბათუმის მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალი აიღებს სტარტს. ეს კი, თავში ნახსენები მიზეზ–შედეგობრივი კავშირით, ფილმების  ბუმს ყოველ ეჭვ(დუბლ)გარეშე აუცილებლად გამოიწვევს…

"ოჰ, ეს ცნობიერების ნაკადი"

…სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება და ერთი შეხედვით, ალოგიკური ცნებებიც უბრალოდ ზარმაცების მიერ მოგონილი მორიგი ტერმინია…

ოფიციალური პ.ს:  დაინტერესების შემთხვევაში, წმინდა ინფორმაციული დეტალებისათვის ეწვიეთ საიტს (www.biaff.org), გამწურეთ კომენტარებში, ან, ბოლო დროს ყველაფრისთვის გამოსადეგი “facebook”-ის განახლებად გვერდზე ( http://www.facebook.com/BIAFFBATUMI) შეიჭყიტეთ. რა იცით, რა ხდება, სექტემბრის ბათუმი ხომ ასეთი მშვიდი და განსხვავებულია.

თანამედროვე კე–R.I.P–თაყვანისმცემლები და სხვა
ყველა კერპი საფრთხეშია

“პოპულარობა დამოკიდებულია არა შემოქმედის ნიჭზე, არამედ – მომხმარებელთა გემოვნებაზე” – ჯემალ ქარჩხაძე

“ეს ქარჩხაძე ვინღა არის? გამოჩნდა კიდევ ერთი შურიანი რა…” – დაბნეული ნინო ჩხეიძე

“არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსნი… არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ” – მეორე მცნება

აქა თეო–რია ნაცვლად შესავლისა:

ჰიპოთეზა –  ”იმ წუთებში, როდესაც მოსე სინას მთაზე ალპინიზმის საფუძვლებს ეუფლებოდა, ღმერთმა უკვე კარგად იცოდა, რომ ებრაელთათვის განკუთვნილი ათი მცნება დასაბამშივე დასარღვევად იყო განწირული.”

არგუმენტი #1:  ღმერთი ყოვლისმცოდნეა.

არგუმენტი #2:  დეკალოგის გადასაცემად ღმერთმა სპეციალურად “sin”–ას მთა შეარჩია.

(შენიშვნა: შესაძლოა, ქართული “სინა–ნული”–ც “სინას მცნებების ანულირების” ლოგიკური შედეგია).

ფაქტი: უკან დაბრუნებულ მოსეს მისი ლოდინით დაღლილი ებრაელთა ერი უკვე “ოქროს ხბოს” კერპის წინაშე დახვდა დამხობილი.

დასკვნა: ღმერთი მართალი აღმოჩნდა…

მეორე მცნების პირველი დარღვევიდან დღემდე არსებითად ბევრი არაფერი შეცვლილა. ერთი ის არის, ადამიანებმა გაუთლელი არმაზი – დახვეწილი მაიკლ ჯექსონით, უცნობი გაცი და გაიმი – ცნობილი საფეხბურთო კლუბებით, ოქროს ხბო კი – “ოსკარის” მოოქროვილი სტატუეტით თანდათანობით რომ ჩაანაცვლეს.  თუმცა, გარკვეული ცვლილება ლექსიკაშიც მოხდა, რადგან მეოცე საუკუნის ტექნოლოგიურმა რევოლუციამ კერპი თაყვანისმცემელს (როგორც ფიზიკურად, ისე ვერბალურად) კიდევ უფრო მეტად დააშორა და ორივე განყენებულ ცნებებად აქცია. მოგვიანებით კი, კაცობრიობის წარმომადგენლებმა ”კერპს” არქაული სახელიც დაუწუნეს და ბრწყინვალე კარიერის (ან, სხვათა დამჩრდილავი დიდების გამო) თანამედროვე “ვარსკვლავი” უწოდეს.

“აჭყლოპინებული მნათობი”

ხოლო, ვინაიდან გაყოფა დასაბამიდანვე (“და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი“) ჩვენი ცხოვრების  ერთ–ერთ მთავარ კომპონენტად იქცა, ამ ციური ცნების რამდენიმე ნაწილად დაყოფა ჩვენთვისაც თავისუფლადაა შესაძლებელი:

ა) მოკაშკაშე ვარსკვლავები

გალაქტიკა: “ჰოლივუდი”, მსოფლიო ესტრადა;

ტემპერატურა: hot!

სტატუსი: “მე ვარ და ჩემი ნაბადი”

მიმდევარი: თაყვანისმცემელი

ჩვენ (“მდაბიონი”) პოპულარული ადამიანების ჩრდილში ცხოვრებას ისე მივეჩვიეთ, რომ თითოეული მათგანი ქვეცნობიერად ჩვენზე  ბევრად აღმატებული გვგონია.  ამის გამო, ჩვენს ფსიქიკაში ისინი “მიუწვდომელის” სტატუსს იმკვიდრებენ  და მათი გაცნობის ოცნება (შეხებაზე რომ არაფერი ვთქვათ) თანდათანობით უტოპიაშიც გადაგვდის.   თუმცა, იმედის სიცოცხლისუნარიანობიდან გამომდინარე, ჩვენ მაინც დავდივართ მათ კონცერტებსა, თუ, პრემიერებზე, სადაც ყურადღების მიქცევის მიზნით (ან, კაცმა არ იცის, რატომ) ტანზე მაისურებს უყოყმანოდ ვიხევთ, სახეებს რატომღაც უმოწყალოდ ვიღადრავთ და საბოლოოდ, ისტერიკულ ცრემლთაღვრამდეც კი მივდივართ. პარალელურად, რა თქმა უნდა, ყველა შესაძლო ტექნოლოგიას (რომელსაც ეკრანი აქვს) ჩვენი კუმირების დამდაგველი სურათებით ვაჭრელებთ, მათ ყოველ ახალ ფილმზე ჭკუას ვკარგავთ და შემდეგ დიდხანს ვეღარ ვპოულობთ,  ზეპირად ვიცით მათი ყოველი სიმღერა (თუნდაც ენა არ ვიცოდეთ), მათ გამონაცვალ კბილის ჯაგრისსა თუ უნიტაზში უამრავ ფულს ვიხდით, სხვადასხვა სოციალურ ქსელში ჩვენი ვინაობის შუა მათი პიროვნების მაიდენტიფიცირებელ ჩანართსაც (ვაჟა ჯექსონ ჭავჭავაძე) ვაკეთებთ და (ღმერთო, დიდებულო!) ხანდახან მათთვის ვლოცულობთ კიდეც.

შესაბამისად, როდესაც ჩვენი თაყვანისცემის ობიექტის სახელს მარმარილოს ქვაზე ამოტვიფრავენ (და განგება მართლაც საძაგელი რამეა), ჩვენ მყისვე  რამდენიმეკვირიან დეპრესიაში ვიწყებთ ვარდნას (ალტერნატივა: ვიკლავთ თავს), ყოველწლიურად ცრემლით ვეგებებით მათი გარდაცვალების დღეს და აღვნიშნავთ (გულში მაინც) – დაბადებისას, მაზოხისტურად ვუსმენთ მათ სიმღერებს (ფილმი, რაც არ უნდა იყოს, მაინც გრძელი და მოსაწყენია), რის გამოც განუზომლად ვიტანჯებით და ჩვენს ვარამს (ტრაგიკული სტატუსებითა თუ გადაღუშული სმაილებით) “ამ უსამართლო სამყაროს” სხვა წარმომადგენლებსაც ვუზიარებთ.

სადამდე მივიდა ტექნიკა!

საბოლოო ჯამში ისე გამოდის, რომ ჩვენ ჩვენივე თანასწორ ადამიანებს “უღმერთოდ ვაღმერთებთ” და ვერ წარმოგვიდგენია, რომ ბრედ პიტს ოდესმე შეიძლება თვალზე ჯიბლიბო გამოუვიდეს, რობი უილიამსის წინდა მოულოდნელად ნეკა თითთან გაიხეს, ან, ნახევრად მძინარე რობერტ პატინსონი  ღამღამობით ფეხშიშველი (შესაძლოა, უკანალის ფხანითაც კი) საპირფარეშოში დადიოდეს.

ბ) მოკიაფე ვარსკვლავები

გალაქტიკა: საკუთარი ქვეყანა

ტემპერატურა:  cool!

სტატუსი: “მგონი, თავში მივარდება”

მიმდევარი: გულშემატკივარი

ამ ასპარეზზე ჩვენი ვნებები უკვე შედარებით ჩამცხრალია (დროდადრო, მხოლოდ მოვალეობის მოხდის გამოღა ვაგინებთ ჩეპმენს). თუმცა, მაინც ერთი სული გვაქვს, რომ რომელიმე ცნობილ ადამიანთან სურათი გადავიღოთ და ქაღალდის ნაგლეჯზე მიჩხაპნილ ავტოგრაფთან ერთად უსაფრთხო ადგილზე სათუთად, მოწიწებით შევინახოთ (ჩვენთვის არა, რა თქმა უნდა. მოგვიანებით მეგობრებს რომ თავი მოვაწონოთ, იმ მიზნით!). პერიოდულად, ჩვენს სულში მიძინებული კერპთაყვანისმცემელის გაღვიძებაზე უკვე მედია ზრუნავს: საკმარისია, ადამიანი ტელევიზორში თუნდაც რამდენჯერმე გამოჩნდეს, რომ ჩვენთვის ის უკვე რაღაც არამიწიერ ასტრალებში გადადის და თუკი შემთხვევით ქუჩაში გადავეყარეთ (სახელიც რომ არ გვახსოვდეს) მეგობრებში ან ოჯახურ წრეში მაინც აღვნიშნავთ, რომ “ჩვენ დღეს, აი ის შეგვხვდა…”

ათასში ორჯერ გული უცნაურადაც გვიტოკდება, რადგან რომელიმე ფანატიკოსი განაცხადებს, რომ “გასუქებული, მაგრამ საღსალამათი ელვის პრესლი ნახა”, რომ “2pac-მა” სიკვდილი გაითამაშა” და ყველა “დააბოლა”, რომ “ჯექსონის სასახლეში მისი სული დღემდე დახეტიალობს” და სხვა მრავალი. თუმცა, გული და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში მალევე დგება და ჩვენც კვლავ ადამიანურ გულშემატკივრობას ვუბრუნდებით, ანუ, მოგვწონს და არ ვგიჟდებით, მოგვწონს და არ ვიციკლებით, მოგვწონს და არ ვაკერპებთ. მოკლედ, მოგვწონს რა…

გ) ვარსკვლავები?!

გალაქტიკა: სატელევიზიო შოუ

ტემპერატურა: ცვალებადი (სავარაუდოა, ნისლი და მოღრუბლულობა)

სტატუსი: “სანამ გამდის, ვახურებ”

მიმდევარი: “ფანი”

ამ სარტყელში ვარსკვლავების ყოფა უკვე მოციმციმე არითმიას ემსგავსება. პარადოქსია, მაგრამ შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათი გამარჯვებისათვის ათობით ლარი ვფლანგოთ, მათ სახელს დარბაზში შეუპოვრად ვსკანდირებდეთ და რამდენიმე თვის შემდეგ კი, ქუჩაში “აუ, ეს საიდან მეცნობა” ფიქრითღა ჩავუაროთ.

პრინციპში, ჩვენი გულების გალაქტიკაში ეს ყველაზე მწირი თანავარსკვლავედია. შესაბამისად, (კერპ)თაყვანისცემის საკითხიც (თუკი, საერთოდ გაბედა ამ ცნებამ თავის გამოყოფა) მხოლოდ წამიერია და ფესვების განტოტვას აღარ ექვემდებარება.

აქა დასკვნა, ნაცვლად დემაგოგიისა:

რეალურად კი ვარსკვლავებს ჩვენ ვქმნით და ჩვენვე ვუწყობთ ხელს იმაში, რომ მოგვიანებით ზემოდან ყურება, ან ჭკუის სწავლება დაგვიწყონ. მართალია, მათი “მოღვაწეობა” გარკვეულწილად  ჩვენ ქვეცნობიერზე მოქმედებს და გვაიძულებს, რომ აღზევებაში დავეხმაროთ, მაგრამ “აქციების საკონტროლო პაკეტი” მაინც ჩვენს ხელშია (ანუ, სურვილის შემთხვევაში თავისუფლად შეგვიძლია, რომ სამარშრუტო ტაქსებში ერთი დარდიმანდი მომღერლის “ღიღინობებს” აღარ მოვუსმინოთ და ისიც ათსიმღერიან პროგრამაში 5 000–ს ევროს ვეღარ აიღებს). აქედან გამომდინარე, თუკი ვინმეს სურათების გადაღება, ავტოგრაფის მიცემა, შეხება, ან, სულაც ჩვენი გაცნობა უნდა აწყობდეს – ეს ისევ ცნობილი ადამიანები არიან. ბოლოსდაბოლოს,  ჩვენ სხვა კერპის პოვნაც თავისუფლად შეგვიძლია, ის კი სხვას ჩვენნაირს ვეღარსად იპოვის.

"თხევადი მოწყალება"

პ.ს: ისე კი, სანამ შლეგურ თაყვანისცემის შევუდგებოდეთ,  არც “ყველა კერპის გარდაუვალ მსხვრევაზე” არსებული ერთი საყოველთაო შეგონება უნდა დაგვავიწყდეს. განგებამ (რომელიც ხანდახან მეტისმეტად ცინიკოსია) ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაწყვიტოს ეს ბავშვური თამაში და დამსხვრეული იდეალების ფონზე: “GAIM over“ დაწეროს…

პ.პ.ს: ინგლისური მესმის, უბრალოდ კერპი “გაიმი” და ზოგადად, კერპის მსხვრევის საფრთხე ვიგულისხმე

“დამპირდი, რომ არ მოკვდები” და “ჰოლივუდში” დაღეჭილი სხვა ფრაზები
"ეს ის არ იყო, რაც მას ეგონა"

“დამპირდი, რომ მოკვდები!” – რომეოს უკანასკნელი (და ამავე დროს) ანტიჰოლივუდური სიტყვები მძინარე ჯულიეტასადმი

“–რას კითხულობთ, უფლისწულო?

–სიტყვებს, სიტყვებს, სიტყვებს…” – ლექსიკურად დაუკმაყოფილებელი ჰამლეტი

მართალია, შექსპირის შემდეგ ბევრმა ტემზამ ჩაიარა, მაგრამ კომუნიკაციის ყველაზე გავრცელებულ ფორმად დღემდე კვლავაც სიტყვები რჩება. უფრო მეტიც, “ასოთა ამ მოწესრიგებული დაჯგუფებებით” (ფეხაკრეფით ვუვლით გვერდს ტავტოლოგიას) ისევე მარტივად შეგვიძლია შევქმნათ ფრაზები, როგორც  თავად ეს ფრაზები ქმნიან ისტორიას.  თუმცა, ვინაიდან სამყარო ისე უკუღმართადაა მოწყობილი, რომ ზოგჯერ ნახევარი სამეფოს ერთ ცხენში გაცვლას გაიძულებს,  ავტორის როლს პერიოდულად თავად ისტორიაც ითავსებს ხოლმე. ანუ, ეპოქა ხდება მშობელი ისეთი ცნობილი ფრაზებისა, როგორიც მაგალითად დეზდემონას ძილისწინა რელიგიური რიტუალების ეჭვქვეშ დაყენების საკითხია.

შექსპირი იქით იყოს და… ამ მცირე დრამატურგიული შესავლის შემდეგ, უკვე დროა ერთი – ამჯერად “ჰოლივუდური” - ეპოქის მიერ შექმნილ პოპულარულ ფრაზებზეც გადავინაცვლოთ:

1. “Hallo, anybody home?” - ჭიშკარმონგრეულ, გავერანებულ და გაძვალკარკასებულ სახლში ხელისცეცებით შესული  პერსონაჟების საყვარელი (და როგორც წესი, რიტორიკული) შეკითხვა. ასეთ შემთხვევაში თვალშისაცემი ხდება უდრეკი სიჯიუტე შარისა თუ შურის მაძიებელი გმირისა, რომელიც სამარისებურ სიჩუმეში უკმეხად შარი–შურობს და საიდანღაც გამომხტარი დუჟმდინარი ჰიბრიდისგან გულ(ან, თავ)გახეთქილი სიცოცხლეს უგვირგვინოდ (ორივენაირი გაგებით) და უსახელოდ ასრულებს;

"anybody home?!"

2. “გთხოვ, არ მოკვდე/დამპირდი, რომ არ მოკვდები” – სასიკვდილოდ განწირული გმირის სხეულთან მოქვითინე მიჯნურის ფრაზა, როდესაც ამ პერსონაჟს ერთი მცირე “გპირდები”-ს სათქმელად პირიდან რამდენიმე ლიტრი სისხლის გადმოღვრა უწევს. (ლირიკული წიაღსვლა: ასეთ დროს, გულწრფელ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ადამიანი სიკვდილისაგან თავის დასახსნელად, მაინცდამაინც სხვათა ხვეწნა-მუდარას საჭიროებს);

3. “თქვენ წადით! ამათ მე შევაჩერებ!” – ფილმის მეორეხარისხოვანი გმირის არაფრისმომცემი გულადობა, როდესაც ის იმდენად მრავალრიცხოვანი არმიის წინაშე გადაწყვეტს მარტო დარჩენას, რომ 300 სპარტელის გმირობა მსოფლიოსათვის უკვე კანონზომიერების ფარგლებში გადადის. (ფაქტის გამართლება: სხვაგვარად ამ პერსონაჟის სიკვდილზე გული არც არავის დასწყდებოდა);

4. “ეს ის არ არის, რაც შენ გგონია” –  სერიალებამდე დასული და ერთი წლის ჩინური კედივით გაცვეთილი ფრაზა, როდესაც “საკვების გადამუშავებული ვარიანტის” მეტაფორულად “დამაგემოვნებელი” გმირი ამ ფიასკოს გამოსწორებას უმოწყალო თვითდამცირების მიუხედავად, მაინც ამაოდ ცდილობს.

კაპიტანი – "ორი ამბავი მაქვს: კარგი და ცუდი"

5. “ორი ახალი ამბავი მაქვს: კარგი და ცუდი. რომლით დავიწყო?” – ფრაზა, რომელიც ადამიანებისათვის ცუდი ამბის შესაპარებლადაა გამოგონილი, ვინაიდან ასეთ დროს, კარგი ინფორმაცია ყოველთვის თითიდანაა გამოწოვილი და მხოლოდ ცუდის ოდნავ შემსუბუქებას უწყობს ხელს.

(ილუსტრირებისათვის:

ღმერთი: ცუდი ის არის, რომ თქვენ სამოთხის დატოვება მოგიწევთ!

ადამი: და კარგი რაღაა?

ღმერთი: შეგიძლიათ, ეგ ლეღვის ფოთლებიც თან გაიყოლოთ…)

6. “ყველა კაცი ერთნაირია” – თავის დასამშვიდებლად შექმნილი და კოსმოსის მასშტაბით გავრცელებული სტერეოტიპი, რომლის განმტკიცებასაც ტირილით დაოსებული გოგოს დაქალები მის მხარსა თუ თავზე ხელის პერმანენტული თათუნის პარალელურად, მედგრად და შეუპოვრად  ცდილობენ.

7. “გთხოვ, არ აიღო” – ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეყვარებული წყვილი კოცნას (ან, მერე, ღმერთმა იცის კიდევ რას) აპირებს და თვალებდაცქვეტილი მაყურებლის ესთეტიკურ სიამოვნებას მოულოდნელი სატელეფონო ზარი ჩანასახშივე ვანდალურად კლავს. ერთ–ერთი მიჯნურთაგანი, რა თქმა უნდა, გაიფართხალებს და ცდილობს პარტნიორი ზემოთ ნახსენები ფრაზით შეაჩეროს. თუმცა, ეს უკანასკნელი პასუხისმგებლობის გრძნობით იმდენადაა გაჟღენთილი, რომ მყისვე ყურმილს ეძგერება და ისეთ ამბავს გაიგებს, რომელიც სიუჟეტის განვითარებისათვის საკვანძო აღმოჩნდება.

8. “ჯეკ, დედაშენი ვარ. როცა მოიცლი, დამირეკე” – სახლში დაბრუნებული მთავარი პერსონაჟის ავტომოპასუხეზე დატოვებული პირველი შეტყობინება, რომელზეც, ან, შვილის უყურადღებობით შეშფოთებული დედის ნომერი ფიქსირდება, ან, ყოფილი და უკვე კარგად დავიწყებული გოგოსი, რომელთანაც მან ოდესღაც სასტუმროში ერთი (არა)ჩვეულებრივი ღამე გაატარა. მნიშვნელოვანი ზარი კი, რომელიც ფილმის მიმართულებას ცვლის, მხოლოდ მესამე, ან, მეოთხეა.

"ნაადრევი სიხარული"

9. “თქვენ გაქვთ დუმილის უფლება, თქვენს მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა, სასამართლოზე შეიძლება თქვენს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული” – ამერიკელი პოლიციელების კეთილისინდისიერების აპოთეოზი, რაც გამოიხატება იმაში, რომ  ბრალდებულისათვის საკუთარი უფლებების გაცნობას სამართალდამცავები ჯერ კიდევ მის “დაბორკილებამდე” იწყებენ.

10. “არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი” – ფრაზა, რომელშიც პერსონაჟი წუთისოფლის ბორბლის წაღმა ტრიალის გამო ჩივის და ცდილობს, მსხვერპლისადმი მიყენებული ზიანი ამ ცხოვრების უკუღმართობის ილუსტრირებით შეძლებისდაგვარად მაინც დააბალანსოს.

11. “ალო პოლიციაა?! მიშველეთ, ჩემს სახლში მკვლელია!” – სიტყვები დაფეთებული ქალისა, რომელიც იქამდე აღწერს მის სახლში მყოფი მკვლელის ქმედებებს და ჯიუტად დუმს მისამართზე, სანამ თავმობეზრებული მანიაკი დანით ტელეფონის კაბელს არ გადაუსერავს.

12. “აქ დამელოდე. გპირდები, მალე დავბრუნდები” – პარადოქსული შემთხვევა, როდესაც მამაკაცი ფეხებზე იკიდებს საკუთარ შეყვარებულს, ათასი სისხლმოწყურებული არსებით სავსე სახლში, ან, ეზოში ტოვებს და თვითონ გაურკვეველი მიზნით, ღმერთმა უწყის, საით მიემართება. ისე კი, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ამ ათას მონსტრთან გამკლავება ისევ საწყალ გოგოს უწევს და როგორც წესი, თავის მიჯნურს, ცოტა ხანში, სადმე აცმულს, ან, ჩამოკონწიალებულს აღმოაჩენს ხოლმე.

13. “ჯეკ/დედა შენ ხარ?…. ჯეკ/დედა?” – ძირითადად, საშინელებათა ჟანრის წილხვედრი ფრაზაა, როდესაც შეშინებული გოგონა სახლში რაღაც ჩქამს გაიგებს და თავის დამშვიდებას ამ ხმაურის გამომწვევი მიზეზის დედასთან, სატრფოსთან, ან, კატასთან იდენტიფიცირებით ცდილობს.

"ყველაფერი დამთავრდა" – ცინიკოსი

14. “ყველაფერი დამთავრდა” – აღნიშნულმა ფრაზამ, ფილმის ჟანრიდან გამომდინარე, სხვადასხვა დატვირთვა შეიძლება შეიძინოს:

ა) მძაფრსიუჟეტიანი, საშინელება – წარმოითქმის მაშინ, როდესაც თავგაჩეხილი და სარგაყრილი ურჩხული მესამე სართულის ფანჯრიდან შუშების ლაწალუწით გადაიჩეხება და მთავარი გმირი ათრთოლებულ გოგონას დამშვიდების მიზნით მკერდზე მიიკრავს.

ბ) რომანტიკული, მელოდრამა, სერიალი – წინა პლანზე აქაც აქვითინებული ქალი გამოდის, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ტირილს ამჯერად გულის რეცეპტორები იწვევს და არა თვალისა (რომელიც ურჩხულს სარის გაყრამდე ხედავდა). ფრაზის ადრესატი, რა თქმა უნდა, მამაკაცია, რომელიც გამოტანილ განაჩენს მორჩილად იტანს და ხშირ შემთხვევაში, თქეშსა თუ თავსხმა წვიმაში სარგადაყლაპული (და არა გაყრილი) იდიოტივით ილუმპება.

15. “ჯეკ, ახლა რაღა ვქნათ?” – ფრაზა, რომელიც ფილმის გმირთა სასოწარკვეთის პირველი და პირდაპირი მანიშნებელია. ეს ის წამია, როდესაც გადარჩენის უკანასკნელი შანსიც გაშვებულია (ტყვიები აღარ არის, ვამპირები ახლოვდებიან, მეგობართა ჯგუფი ჩიხში ექცევა) და სასიცოცხლო მნიშვნელობას მათი ლიდერის (რომელმაც ყველაზე კარგად იცის ის, თუ “რაზეც ზიან”) სიტყვა იძენს.

"მაგალითისთვის"

16. “არაჩვეულებრივად გამოიყურები” – გაცვეთილი შეფასება ქალისა, რომელიც პაემანზე წასასვლელად მთელი საათის მანძილზე დიდი მონდომებით ემზადებოდა და ახლა ახალი კაბით მაყურებელსა თუ მთავარ გმირზე შთაბეჭდილების მოხდენას ერთნაირი მონდომებით ცდილობს. (შენიშვნა: ქალის ჩვენებისას, აუცილებელია, კადრი ფეხებიდან სხეულის ზედა კიდურებისაკენ ნელა და ყველა შესაძლო ნაკვთის მაქსიმალური გამოკვეთით დაიძრას)

17. “იცოდე, ამას მწარედ ინანებ” – პარადოქსული მუქარა, რომლის პარადოქსულობაც იმ ლულის ადგილმდებარეობითაა გამოწვეული, რომლის ბოლოც აღნიშნული სიტყვების მთქმელს შუბლზე აქვს მიბჯენილი. რიგ შემთხვევებში მუქარა უფრო მძაფრ სახეს იძენს და გამოიხატება აღშფოთების მაჩვენებელ ისეთ ფრაზებში, როგორებიცაა:  ”მოგკლავ, შე ნაბიჭვარო” (ხელჩართული ბრძოლისას) და “ჩათვალე, რომ უკვე მკვდარი ხარ” (სატელეფონო საუბრისას, როდესაც მოწინააღმდეგე თვალსაწიერს მიღმა იმყოფება).

18. “იცოდეთ, თუ პოლიციას შეატყობინებთ…” – ტრადიციული სიტყვები, რომელიც საკუთარი შვილის სიძულვილისა, თუ, კაცმა არ იცის რა მიზეზის გამო, გატაცებული ბავშვის მშობლებს არასოდეს უშლით ხელს იმაში, რომ ტელეფონის გათიშვის შემდეგ მაშინვე სამართალდამცავთა ნომერი აკრიფონ…

პ.ს: ლეგენდარული “ამის დედაც, ჯეკ” პოსტში შეგნებულად არ არის ნახსენები. “ჰოლივუდელი” რეჟისორები ვალდებულები არ არიან გაითვალისწინონ ის, რომ საქართველოში ყველანაირი გინების სათარგმნად, ამ ორ ჯადოსნურ სიტყვას სრულიად საკმარისად მიიჩნევენ ხოლმე…

დაღუპული “Nokia” და გა–ბურგ–ული ტვინი, ანუ, პოსტსაზღვაო პოსტი
"სიყვარულით ბულვარიდან"

“ცხოვრებაში შეცდომები რომ არ დაუშვა, ამისათვის გამოცდილებაა საჭირო, გამოცდილების მისაღებად კი შეცდომები უნდა დაუშვა” – პარადოქსული გამონათქვამი

“სულელები ხშირად ცდებიან, ჭკვიანები კი ამ შეცდომებზე სწავლობენ” – ვიღაცამ თქვა

ადამიანს ერთი მეტად საინტერესო უნარი აქვს: შეუძლია დროის მოზრდილი მონაკვეთი ორიოდსიტყვიან ზოგად შეკითხვაში  ისე მოხერხებულად ჩაატიოს, რომ თავის ტეხვის მთელი ვალდებულება კისერზე შეკითხვის ადრესატს დააწვეს (“თავსატეხიდან კისრისტეხვამდე ზუსტად ერთი მტკაველია” – სფინქსი).  “როგორ დაისვენე?!“-თი გადმოცემული დაუოკებელი ინტერესი კი აღნიშნული უნარის ილუსტრირების საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, როგორც “დემოკრატიის შუქურა სახელმწიფოს” შეშვენის, ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად რამდენიმე ალტერნატიული გზა მაინც არსებობს:

ა) უნამუსობა – გამოხატული სიტყვებით: “გმადლობთ, მშვენივრად”, სადაც მკაფიოდ იგრძნობა ადამიანის ტაქტი, ზრდილობიანად მიანიშნოს მოსაუბრეს მასთან მასლაათისა და სიზარმაცის ურთიერთკავშირზე;

ბ) ზოგადი მიმოხილვა - ამ შემთხვევაში, აქცენტი ამინდზე (“გამიმართლა, მზეები დაემთხვა/ჯანდაბა, სულ წვიმდა”), ნარუჯსა (“აუ, “რაზნიცა” მაქვს ისეთი, ჭადრაკის დაფას შეშურდება”) და “პონტის” ყოფიერების საკითხებზე (“მაგარი პონტი ეძრობოდა/უპონტოდ ვიჯექი მთელი კვირა”) კეთდება.

გ) ჩემი თავგადასავალი - წინა პლანზე გამოდის ადამიანის ენთუზიაზმი, რომ მან ერთი და იგივე კონკრეტული ისტორია ყველა დაინტერესებულ მეგობარს უდრტვინველად და დაუღალავად მოუთხროს.

მე კი, მსურდა რა, რომ ჩემ (თუ სხვათა) მიერ დაშვებული შეცდომებით ჭკვიან ადამიანებს დავხმარებოდი, მესამე ვარიანტის მცირე რეკომენდაციებად გარდაქმნა გადავწყვიტე:

რეკომენდაცია # 1: ნუ იყიდით ჯიბეებიან საცურაო შორტს!

ქვერეკომენდაცია:  უკიდურეს შემთხვევაში, აღნიშნული ჯიბეები სასწრაფოდ ამოიკერეთ!

მოცემულია:

ვირი იმ გზაზე მეორედ აღარ გაივლის, სადაც ერთხელ უკვე ლაფში ჩაეფლო;

ზოგიერთი ადამიანი ვირია;

შარშანწინ ისე ცხელოდა, რომ ზღვაში გასაგრილებლად შესულს მობილურიც თან გამომყვა;

იყო და არა იყო რა...

ზემოთ მოყვანილი სამი პირობიდან ოდესმე ზოგადი უნარების ამოცანა თუ შეადგინეს, ვეჭვობ ჩემი წლევანდელი საქციელით მასში დადებითი კუთხით გამოვჩნდე (არადა, ისეთი საქმიანიც არ ვარ, მობილურს ზღვაშიც თან რომ ვატარებდე). თუმცა, ფაქტი ერთია და (შედარებისათვის ვირს კიდევ ერთხელ თუ მოვუხმობთ) ჯიუტიც: ჩემმა საბრალო ნოკიამ წელსაც ისევე მშვიდად (ყოველგვარი ვიბრაციის გარეშე) განუტევა ბატარეა, როგორც ორი წლის წინ და სახსოვრად ერთი ეპიტაფიის გარდა სხვა არაფერი დაუტოვებია:

“ცრემლშეუმშრალი დავალ და

წვერის მოშვების დრო კია,

გულგანგმირული დავარდა

პლაჟზე საბრალო “Nokia”

მისგან არ მახსოვს “reject”-ი,

მისთვის ყოველი “no” “კი”–ა

აფსუს, რა მჭახედ მიჭექდი

შენი “რინგტონით”, “Nokia”

აღარც ღილაკი “Yes” არის

აღარც ბრძანება “ok”–ია

ნაღდად ღირსი ვარ მე სარის,

შენი მოკვლისთვის, “Nokia”.

რეკომენდაცია # 2: “თუკი გეტყვიან: ზღვაზე წიგნები რა ჯანდაბადღა გინდა? წადი, დაისვენეო… - არ დაუჯეროთ! რა იცით, როდის იწამლებით”

“თუკი უეცრად მოიწამლები, შენ გიშველიან мой წამლები” – ბათუმელი აფთიაქარი

მე, ზღვასა და ადაპტაციას დიდი ხანია ერთმანეთთან არცთუ კეთილმეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. შესაბამისად, როდესაც ზღვაში ყოფნისას, საკუთარი პირის სტუმართმოყვარეობის გამო, შიგნით სხვათა კუჭებისა თუ თირკმელების ათასგვარი ძღვენი  (აქ მცირე ალუზიაცაა შესაძლებელი) ჩაგდის, დიდია შანსი იმისა, რომ ადაპტაცია ЯДაპტაციაში გადაიზარდოს. აქედან გამომდინარე, როცა დასვენების ბოლო ოთხი დღის გატარება სახლის მასშტაბით გიწევს, კრის დე ბურგის კონცერტს ტელევიზორში უყურებ და დედამიწის ბრუნვას პერიოდულად საკმაოდ მძაფრად განიცდი, წიგნები უსაქმურობის მოსაკლავად იდეალური იარაღი შეიძლება აღმოჩნდეს.

"კლდია–მოგლეჯილი" შვილი (ციკლიდან "მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ვანდალი")

რეკომენდაცია # 3: “მოჩხრიკეთ ხოლმე ინტერნეტი! შეიძლება კრის დე ბურგს ცხოვრებაში სხვა რამეც ჰქონდეს ნამღერი…”

ა) ქართულ ჟურნალისტიკაზე დადებითი აზრის არასოდეს ვყოფილვარ. თუმცა, პრებურგისეული სიუჟეტების აბსოლუტური უმრავლესობა ყველა არხზე  ”lady in red”-ით რომ იწყებოდა, გრძელდებოდა, ან, მთავრდებოდა, უკვე ყველანაირ საზღვარს უვიზოდაც ადვილად სცდება. სხვა თუ არაფერი ეს ფაქტი მავანთა სტერეოტიპულ აზროვნებაზე, სიზარმაცესა თუ ფანტაზიის სიმწირეზე ერთდროულად და  ნათლად მეტყველებს. ნუთუ ათეულწლოვანი კარიერის მანძილზე ამ მომღერალს სხვა ისეთი ღირებული არაფერი ჰქონდა შექმნილი,  ქართულ სიუჟეტებში ერთხელ მოხვედრის ღირსი მაინც რომ გამხდარიყო?!

ბ) გარდა ამისა, პატივცემულო ჟურნალისტებო, გთხოვთ, სიუჟეტებში მოერიდოთ გამოყენებას ისეთი სიტყვებისა, როგორებიცაა:

“ყველასათვის საყვარელი სიმღერები” – გაგიკვირდებათ და “ყველაში” რატომღაც ჩემს თავსაც მოვიაზრებ (ვისაც, კრის დე ბურგის შემოქმედება საერთოდ არ მიყვარს) და ბებიაჩემსაც (ვისაც, არათუ მისი სიმღერა, შესაძლოა თავად კრის დე ბურგიც არ ჰქონდეს გაგონილი). შესაბამისად, ინტრიგანი რომ ვყოფილიყავი, შემეძლო ამ ფრაზისათვის -“დისკრიმინაციული” სავსებით თამამად მეწოდებინა.

“ყველასათვის ცნობილი” – ტექსტი იხ. ზემოთ.  უბრალოდ, ამ შემთხვევაში უკვე ჩნდება რეალური შანსი იმისა, რომ საკუთარი თავის უმეცართან იდენტიფიცირება მოვახდინო.

“ცნობილი ჰიტები” – ეს დაახლოებით ისეთივე სიტყვათშეთანხმებაა, როგორიც “ქრონიკის” ჟურნალისტის მიერ ნათქვამი “ადგილობრივი აბორიგენები” იყო.

“დაუვიწყარი შოუ” – რომელიღაც კონცერტის შესახებ თქვეს ესეც… სიტყვა “რომელიღაც” წინა წინადადებაში ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ შოუ “დაუვიწყარი” სულაც არ ყოფილა.

რეკომენდაცია # 4: “გეთაყვა, ნუ შვრებით ზღვაში… მე მას ვყლაპავ!”

“მუსორი არ დაყაროთ” შეაჩერებს ქართველს?!

კაცობრიობას თუ არა, მინიმუმ ქართველს მაინც ჰგონია, რომ მას (ერთ ჩვეულებრივ ინდივიდს) არ შეუძლია რაიმე ზოგადსაკაცობრიო ცვლილება მოახდინოს და რომ ჰოლივუდი, სადაც უდრეკი გმირი მთელი სამყაროს გადარჩენას ახერხებს, უბრალოდ ფანტაზიაა. თუმცა, უბედურება ის კი არ არის, რომ “მინიმუმ ქართველს” თავდაჯერება, ან, საკუთარი თავის რწმენა აკლია, რომ მისი ხმა არჩევნებში თურმე არაფერს წყვეტს, რომ საპროტესტო აქციაზე მის გარეშე ისედაც ბევრი ხალხი მივა, რომ მისი ნაჭამი ვაშლი, მსხალი, ან, სიმინდი იმხელა პლაჟზე მხოლოდ ხრეშში კენჭია, რომ თვითონ თუ შეიკავა თავი, ზღვას სხვა მაინც წაბილწავს, რომ ნაგავი თავისით არ მივა ურნასთან და არც ურნაა მუჰამედი, რომ პლაჟს ღამით ბოროტი ჯადოქრები სულაც არ ანაგვიანებენ და რომ… ასე შემდეგ. უბედურება ის არის, ცალკე აღებული ასეთი ინდივიდი უკვე ძალიან ბევრი რომ დაგროვდა და თავიანთი “მე ზღვაში წვეთი ვარ” ფიქრებით ჯამში სწორედ ეს “ზღვა” (დაბინძურებული არეალითურთ) მოგვცა.

რეკომენდაცია # 5: “ნურასოდეს იტყვით, რომ თიკო სადუნიშვილზე აღარაფერს დაწერთ”

“სადა არ არის თუალაღებაჲ…” – “შუშანიკის წამება”

“სადა არ იყო რჩევა ზეპურისა და მდაბიოსი” – ჩემი სიხარულის კიჟინა და ბედნიერება

მე – ვიჯექი, ის – შემოვიდა;

მე – ბაზრობაზე ნაყიდი შორტი მეცვა, მას – რომელიმე კარგი დიზაინერის, ან, ბიჭოლას კაბა;

მე – მივხვდი, რომ ის ის არის, ის… – ვერაფერსაც ვერ მიხვდა (იმიტომ არა, რომ მისი ცხვირის დონიდან გაცილებით ქვემოთ ვისხედით. უბრალოდ, არ მიცნობს);

მე – ალმურ–ამურ–ული განწყობა დამეუფლა, მან – გლამურული შეინარჩუნა.

სამაგიეროდ, ჩვენ ერთ სივრცეში, ერთ ლიტერატურულ კაფეში, თითქმის ერთ მაგიდასთან ვისხედით…

ზღაპარი მართლაც ლიტერატურის ჟანრი ყოფილა!!!

"სიყვარულით ბულვარიდან 2"

პ.ს: ავად ყოფნის მიუხედავად მთლად ავად დავასვენე საკუთარი თავი – მეთქი ვერ ვიტყვი. თუმცა, “შესანიშნავად“–ამდეც რომ ბევრი აკლდა, ფაქტია.

პ.პ.ს: …და თავად როგორ დაისვენეთ?

“Вижу… Не вижу… Вижу…”, ანუ, გვირილის გარეშე გადაწყვეტილი პრობლემა
"ნე ვიჟუს" რამდენიმე სახესხვაობა (ან, "ლუმინალის" ტიპის წამლის რეკლამა)

“не вижу”–ს ჩარტყმა მხოლოდ ჰომეროსს ეპატიება” – ძვ.ბერძენ აედთა ჰეროიკული სიმღერებიდან

საქართველოში, ალბათ “მოხუცის კბილებზეა ჩამოსათვლელი” ისეთი ადამიანი,  ქუჩაში (ან, სადმე) შემხვედრი ნაცნობი (თუ, ახლობელი) მხედველობის არედან ძალადობრივი გზებით  რომ არ გაუძევებია. მეთოდი თვალზესაყრელი რაოდენობისაა:  უმარტივესიდან დაწყებული (საპირისპირო მხარეს არსებულ სივრცეში დაჟინებული ცქერა) – ურთულესით დამთავრებული (სამარშრუტო ტაქსის ფანჯარაში დიდი ხნის მანძილზე ყურება ისე, რომ ნაცნობმა არაფერი იგუმანოს).

მეთოდის მსგავსად, წამიერი სიბრმავის მიზეზიც ბევრი არსებობს: ზოგისთვის – ფულადი (“ჯერ კიდევ როდის ვუთხარი: “ხვალვე დაგიბრუნებო”), ზოგისთვის – პირადული (“ფუ, ვერ ვიტან მაგ ქაჯს”), ზოგისთვის – “თავდაჯერება დეფიციტური” (“იქნებ არც ვახსოვარ და რა ვიცი…”), ზოგისთვის – “საათობრივი” (“მეჩქარება და გამიბამს ახლა ეს თავისებურად” ), ზოგისთვის – “სიხალისე დაქვეითებული”  (“უF, ნაღდად მეზარება ამასთან ლაპარაკი”) და სხვა… თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ “არდანახვა” და თქვენს საერთო ნაცნობებში თქვენივე იმიჯის წამიერი მსხვრევა  (“დღეს ჩამიარა მაგ უზრდელმა და ზედაც არ შემომხედა… ფუ, გოიმი! არ დამიწყო აქ თავის დაფასება–ა…”) თითქმის თანადროული იქნება.

ბოლო დროს კი მსგავსი ტიპის “შეხვედრები” უკვე სხვადასხვა სოციალურ ქსელშიც მომრავლდა.  აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ისეთი ინსტრუქცია შემექმნა, რომლის შესრულებაც ამგვარ შემთხვევებში არც დიდ დროს დაგაკარგვინებთ და არც –ახლობლების პატივისცემას.  მაშ ასე:

"დიპლომატიური მამაკაცი"

ნაბიჯი #1: ეტიკეტური (გა)მოკითხვა – უპირველეს ყოვლისა, ნაცნობის დანახვისას, რაც შეიძლება ბუნებრივად და დამაჯერებლად უნდა გაიოცოთ (მიზნის მისაღწევად შესაძლებელია ისეთი დამარწმუნებელი ნაწილაკების თუ ფრაზების გამოყენება, როგორებიცაა “შენ აქ საიდან?”,  ”ვა–ა” და “ძლივს გიცანი, კაცო!”). ამის შემდეგ უკვე თბილი მზერით “დაათვალიერეთ” დამხვდური (ან, მისი სურათები) და აუცილებლად აღნიშნეთ ის ცვლილება, რომელიც მასში თქვენი უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ მოხდა (მაგალითად: “როგორ გაზრდილხარ, ბიჭო”, “ქალი ხარ უკვე, ფაქტობრივად”, “თმა შეგიღებია… გიხდება” და სხვა). რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს პარალელურად აუცილებლად თან უნდა ახლდეს მხარზე ხელის ინტენსიური, მეგობრული თათუნი (ილუსტრირებისათვის იმისა, თუ როგორ მოგენატრათ ეს ადამიანი) და ტრადიციული, ასევე პერმანენტულად განმეორებადი შეკითხვა: “რას შვები, ე?”

ნაბიჯი # 2: “რავი, შენ?”–ის პასუხად – პარადოქსია, მაგრამ რაც უფრო იზრდება ”დროითი მანძილი” (თქვენი ბოლო შეხვედრიდან დღემდე), მით უფრო ნაკლები რამ გაქვთ ერთმანეთისათვის მოსაყოლი. შესაბამისად, თქვენს ცხოვრებაში მომხდარი უამრავი ცვლილების მიუხედავად, თავში ნახსენებ შეკითხვაზე მაინც ისე უპასუხეთ, თითქოს აბსოლუტურ ვაკუუმში ცხოვრობდეთ (“რავიცი, არაფერს ისეთს”), ან, მთელი თქვენი ცხოვრების აკუმულირება ერთ ზოგად სიტყვაში მოახდინეთ (“რავი, ვსწავლობ და ვარ ასე”).

(შენიშვნა: ამ ეტაპზე სასურველია, რომ ყოველი პასუხი სწორედ “რავი”-ს საშუალებით დაიწყოთ… ტრადიციაა ასეთი)

ნაბიჯი #3: ვერბალური კრიმინალი (პირად ცხოვრებაში შეჭრა და იქიდან ინფორმაციის გამოტანა) – მოკითხვისა და ზოგიერთი არაფრისმთქმელი ფრაზის შემდეგ, რეფლექსურად უნდა გაგიჩნდეთ სამი შეკითხვა:

ა) “სწავლობ ხო?”, რომელსაც  ყოველ ჯერზე მოკრძალებული ხმით წამიერად უნდა მოაყოლოთ ქვეშეკითხვა: “გამახსენე ერთი სად სწავლო–ობ?”. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, “ა, ხო… მოგწონს მერე მანდ?”-ის დასმასაც უკვე ავტომატურად გულისხმობს.

ბ) “მუშაობა ხომ არ დაგიწყია?” – თუკი მახსოვრობა გიმუხთლებთ და ზედა შეკითხვაზე “არა, უკვე დავამთავრე”–თი გიპასუხებენ, მაშინ აუცილებლად უნდა დაინტერესდეთ იმ წყაროს სათავით, რომელიც საბოლოოდ თქვენი ნაცნობის საფულეში ჩაედინება.

გ) “ცოლი ხომ არ მოგიყვანია/ხომ არ გათხოვილხარ?” – დემოგრაფიულ პრობლემაზე მზრუნველი ეს შეკითხვა კი, მსგავსი შეხვედრების ჭეშმარიტად “თანმდევი, უკვდავი სულია”. თუმცა, მასზე საშუალო სტატისტიკური ნაცნობი, როგორც წესი, თითქმის ყოველთვის  “არა, ჯერ ადრეა”–თი გპასუხობთ,  რაზედაც თქვენ ღიმილნარევი ხმით უნდა შეშფოთდეთ (“რაღა ადრეა?!”) და იმ რომელიღაც ახლობლის მაგალითი გაიხსენოთ, ამ ასაკში უკვე ორი შვილი რომ ჰყავდა.

ნაბიჯი # 4: სახლეულის ურთიერთმოკითხვა – საუბრის  ამ ეტაპზე,  თქვენი ნაცნობის ოჯახის ის წევრები (თუ სხვა ნათესავები) გაიხსენეთ, რომელთაც წარსულში კარგად  იცნობდით და მათთან გულმხურვალე მოკითხვის დაბარებაც არ დაგავიწყდეთ (“ლილი დეიდა როგორ არის და მალხაზი ბიძია? მომიკითხე ორივე რომ ნახავ”, “შენი ძმა რას შვრება, დაამთავრა უნივერსიტეტი?” და სხვა). ამის შემდეგ, უნდა დადოთ ჯგუფური დაპირება, რომ “ამას აუცილებლად იზამთ” და როგორც წესი, ეს პირობა იქვე ფეხებზე დაიკიდოთ (შენიშვნა: აღნიშნული კიდვითი ქმედება, ჩვეულებრივ ნაცნობობის ხარისხის მიხედვით განისაზღვრება).

"ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახი"

ნაბიჯი # 5: “სხვა?!” – გილოცავთ! საუბრის სავალდებულო ნაწილი უკვე დასრულებულია! ახლა შეგიძლიათ მოსაუბრეს მშვიდი სინდისით გასცილდეთ კიდეც. თუმცა, დაოკებული სასაუბრო ვნებების მიუხედავად, სასურველია, რომ  აბზაცის დასაწყისში ნახსენები “ყოვლისმომცველად მცირე შეკითხვა” მაინც თამამად დასვათ. რიგ შემთხვევებში კი მისი სეზონურ  (“სად აპირებ დასასვენებლად წასვლას?”), კლიმატურ (“უჰ, როგორ ცხელა დღეს”), ან, სიტუაციურ (“რა წიგნი გიჭირავს? მანახე”) შეკითხვად გარდაქმნაც თავისუფლადაა შესაძლებელი.

(შენიშვნა: თუკი ძალიან არ გეჩქარებათ, უკიდურეს შემთხვევაში თქვენი საერთო წარსულის რამდენიმე სენტიმენტალური, ან, სახალისო ეპიზოდიც უნდა გაიხსენოთ)

ნაბიჯი # 6: კოორდინატების გამხელა – მობილურის ნომრის (ან, სკაიპის “ID”-ს) გამორთმევა, დამშვიდობების პარალელური და ამგვარი შეხვედრის აუცილებელი პროცედურაა. აქვე, უსიკვდილოდ უნდა აღნიშნოთ ისიც, რომ ”აუცილებლად შეეხმიანებით”, ხოლო მისი თხოვნის (“შენიც მითხარი ბარემ”) პასუხად, რა თქმა უნდა, თქმა უნდა დაიზაროთ და სთხოვოთ, რომ “ზარს გაუშვებთ და ისე ჩაიწეროს”.

"ყველაზე ხანგრძლივი დამშვიდობება"

ნაბიჯი # 7: ყოველივე ამის შემდეგ, აღნიშნეთ, რომ ცოტა გეჩქარებათ (თუ ინტერნეტში საუბრობთ მოიმიზეზეთ ჭამა ან ძილი – დამოკიდებულია დღის მონაკვეთზე), დაამშვიდეთ (რომ დაურეკავთ, ან, მიწერთ) და რაც შეიძლება თბილად დაემშვიდობეთ. აქვე, არ დაგავიწყდეთ, რომ ის კიდევ ერთხელ უნდა გადაკოცნოთ და მთელი თქვენი შეხვედრა ერთ მცირ, მაგრამ დადებითი ემოციების მატარებელ ფრაზაში (“გამიხარდა შენი ნახვა, მართლა”) ჩატიოთ.

პ.ს: ეს “მასიურად ერთნაირი შეხვედრები” კი რაღაცით წლინახევრის ბავშვს ჰგავს: პირველი ნაბიჯის გადადგმაა ძნელი, თორემ მერე ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

პ.პ.ს: როდესაც ეს პოსტი გამოქვეყნდება, მე “მცირე შემოქმედებითი პაუზის” ასაღებად უკვე უინტერნეტო სამყაროში ვიქნები. ასე რომ თუ რამეზე წამიერად ვერ გიპასუხეთ, “მთლად ნუ დამძრახავთ”; ხოლო, თუკი ეს ნაწერი კარგი არ აღმოჩნდა, მიზეზი და ამავდროულად მისი საჭიროება იხილეთ აბზაცის დასაწყისში

notebook? no, book!
“შეაჯიბრო “ვარეზს” ბლოგი, იგივეა რაც “ისედაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები” ბრაზილიასთან ცხრაკაციანი შემადგენლობით გამოიყვანო” -  მოდერნისტული ანდაზა

მრავალდღიანმა კონკურსმა სახელწოდებით ”აბა, ვინ უფრო მეტჯერ დააჭერს ამ ლინკს” მეტ–ნაკლები (“მეტი” – გამარჯვებულისთვის, “ნაკლები” – ყველა დანარჩენისთვის) წარმატებით ჩაიარა. ერთადერთი “შეუსაბამობა” (ან, რამე უფრო შესაბამისი სიტყვა) ის იყო, რომ ბლოგების დაპირისპირებაში “ვარეზმა” გაიმარჯვა.

აქედან გამომდინარე, როგორც კენგურუები იტყვიან – სანამ “ფეხს დავკრავ” და “თბილისისგან დასასვენებლად” გავიქცევი, მინდა ორიოდ (შესაძლოა, ცოტა მეტი) სიტყვით ამ კონკურსის დადებით და უარყოფით მხარეებსაც შევეხო.

დადებითი:

“Tweet.ge”  გახდა უფრო მეტად “ლინკგანთქმული”, ვიდრე მანამდე იყო;

მამაჩემმა პირველად ნახა მთაწმინდის განახლებული პარკი;

ჩემს ბიბლიოთეკას ერთი მეტად საინტერესო წიგნი შეემატა, რომელსაც ყდა უციმციმებს და პირველ გვერდზე გადაშლისას ჰორკრუქსში ჩამწყვდეული ვოლდემორის სულივით ღმუის;

"ყველაზე შთამბეჭდავი გვერდი"

აღმოვაჩინე რომ:

ა) “book”- იდან “Notebook”–მდე მხოლოდ ერთი NOTE–ა (“შენიშვნა”). (NOTE: “სხვა დროს რომ კონკურსები იქნება, უფრო მოინდომეთ და ლინკზე რაც შეიძლება მეტს დააჭერინეთ” – ოდნავ არაზუსტი ციტატა დღევანდელი დაჯილდოვებიდან)

ბ) აღარ ღირს მონაწილეობა ისეთ კონკურსებში, სადაც საბოლოოდ ყველაფერს მაინც ხმების რაოდენობა წყვეტს.

უარყოფითი, ან, უფრო ყოფითი საკითხები:

ბლოგების გათანაბრება (ან, “არათანაბარი კონკურენცია”) ვარეზ–საიტთან, სადაც დღეში დაახლოებით იმდენი ვიზიტორი შედის, რამდენიც ერთ “საშუალო სტატისტიკურ ბლოგს” მთელი თვის მანძილზე არ ჰყავს;

გამარჯვებული პოსტის  ენციკლოპედიურობა (მიუხედავად იმპერატრიცა ეკატერინეს სიტყვებისა, რომ “გამარჯვებულებს არ ასამართლებენ”);

აქედან გამომდინარე, საფრთხე, რომ დაპირებულ შემდეგ კონკურსზე (პირობების არშეცვლის შემთხვევაში), მონაწილეთა რაოდენობა (მინიმუმ ერთით მაინც) აუცილებლად  შეიცვლება;

და ბოლოს:

მადლობა ყველას ვინც ჩემს საკონკურსო ლინკს მაუსის კურსორით მკვეთრად შეეხო და მთელი ამ დროის მანძილზე გულითადად დამეხმარა (25 000 დაწკაპუნებამდე ასვლა კი, სიზიფეს თქმისა არ იყოს, “ჩემს ძალებს მაინც მკვეთრად აღემატებოდა”). სამაგიეროდ, ჟიურის მხრიდან მონიჭებული თითქმის მაქსიმალური შეფასება, მეტად სასიამოვნო აღმოჩნდა.

“პ.ო.ს.ტი დაწერილია ყოველგვარი ცინიზმის გარეშე და ამაში ეჭვის შემტანი ნებისმიერი ფრაზა, უბრალო დამთხვევაა” – “ჰოლივუდური” ფილმების დასაწყისიდან

პ.პ.ს: ვულოცავ გამარჯვებულს!

Must do It – ათი ფრაზა, რომელიც სიცოცხლეში აუცილებლად უნდა თქვა!
"შენ არ გინდა, ზურიკელას უნდა"

“გემოვნებაზე არ დაობენ… მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ეომებიან” - მარკ ტვენი

“იდავე გემოვნებაზე და “ვნების გემოს“ ძალიან ხშირად შეიგრძნობ” – უცნაური გემოვნებისა და სუსტი აღნაგობის მქონე ნაცემი მამაკაცი

ჩვენ, ერთდროულად, უნდო და “უნდა” სამყაროში ვცხოვრობთ.

ანუ, დედამიწაზე იბადებიან მწერლები (“მაგალითად თ. დოსტოევსკი” – “გემოვნებიანი ლიტერატორის” ჩართვა), რომელთა ნაწარმოებები აუცილებლად უნდა წაიკითხო; იქმნება მუსიკალური კომპოზიციები (“M.J-ს ნებისმიერი” – ერთ–ერთი კერპთაყვანისმცემელის ჩართვა), რომლებიც მათი შემსრულებლის სიკვდილის მიუხედავად, მაინც “უსიკვდილოდ უნდა მოისმინო“; მზადდება ფილმები (“რომელი ერთი ვთქვა?! აი, თუნდაც “შინდლერის სია”… კლასიკაა, ღმერთმანი” – შარფშემოხვეული კრიტიკოსის ჩართვა), ყველა მიზეზგარეშე რომ უნდა გქონდეს ნანახი და ბოლოს – არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჯერ ამ “უნდა”–ს საკუთარი გემოვნების მიხედვით განსაზღვრავენ, შემდეგ კი “გოიმობის” იარლიყის მიკერების მუქარით საკუთარ აზრს თავზე სხვებსაც უპრობლემოდ ახვევენ.

შესაბამისად, დასაწყისში ნახსენები უნდობლობაც (ზოგიერთების გემოვნებისადმი) მავანთა მხრიდან ზუსტად ამ “უნდა”–სადმი უ(ნ)დიერად მოპყრობის, ან, რბილად თუ ვიტყვით, მისი “მაგრად დაკიდების”  შედეგია. თუმცა, სულაც არ ვაპირებ, რომ გავრცელებულ ტენდენციას ავყვე და სნობისტური სახით, რაღაცის არცოდნის გამო თქვენს დამუნათებას (ამ სიტყვის გამოყენება თავისთავად რაღაც სნობურ ელემენტებს უკვე ისედაც შეიცავს) შევუდგე. პირიქით, გადავწყვიტე, სამყაროსეული “უნდა”–ტენდენცია შედარებით გამემარტივებინა და მინდა, ის რამდენიმე საკულტო ფრაზა შემოგთავაზოთ, რომელიც ჭეშმარიტმა ქართველმა ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა თქვას:

"თანამედროვე ძველი რომი"

1. “ნ თუ ლ?”

“მოდი, ზაფხულის ერთ–ერთ თვეს ჩემს სახელს ვუწოდებ, რადგან არ მსურს მომავალში დავიწყების “ლუკმა” შევიქმნა” – თვალებგაბრწყინებული იულიუს კეისარი

“გემრიელი სალათია… მაგრამ ეს ცეზარი ვინ ოხერი იყო?” – გამაძღარი ქართველი

“მე რა, ზანგი ვარ?!” – იმპერატორი ავგუსტუსი

იულიუს კეისარი ვისთვის ბრუტუსის, ვისთვის კი – საკუთარ საკბილოსთან ასოცირდება და მხოლოდ ცოტა თუ არსებობს ისეთი ადამიანი, ვისაც “ივლისის” გაგონებაზე, მომავალი შვებულების ნაცვლად რუბიკონზე მოთხლაშუნე ეს რომაელი შეიძლება გაახსენდეს. არადა, “ივლისი” “ივნისს” სწორედ იულიუს კეისრის გამო ჩამოჰგავს  ასე საშინლად და უზარმაზარ სურვილსაც აჩენს იმისა, ავგუსტუსის მიბაძვით, “ივნისისათვის” საკუთარი სახელის დარქმევის პრეტენზია კიდევ ერთ რომაელს რომ გამოეთქვა. ჯერ ერთი “ანტონიუსი (კრასუსი, მარკუსი, ავრილი…), ივლისი, აგვისტო” უფრო ეგზოტიკური ჩამონათვალი იქნებოდა და მერე მეორე – ამგვარად ჩვენი ყურების გამართული ფუნქციონირებისადმი შესუსტებულ რწმენასაც მარტივად განვიმტკიცებდით. თორემ, სხვა მხრივ, უკვე ტრადიციაა, რომ “ივნისის” ან “ივლისის” გაგონებისას, თვის დაზუსტების მიზნით საკვანძო ასოს ცალკეული გამეორება დაჟინებით მოითხოვო.

2. “იყავი ის, რაც ხარ”

“იყავი ის, რაც ხარ

იყავი ის, ვინც იყავი

არ გინდა ნიღაბი…” – ლექს–სენის შემოქმედებიდან

პოპულარული (და ხშირი გამოყენებისგან უზომოდ გაცვეთილი) ფილოსოფიური რეკომენდაციაა, რომლის უნიკალურობასაც მისი ”ყველანაირ სიტუაციასთან თავსებადობა” განაპირობებს. იგი შეიძლება გამოიყენოს ედვარდმა, როდესაც ბელა დაკბენას  მოსთხოვს (“დაბინდული” განმარტება); ოქროს თევზმა – როდესაც რომელიმე მეთევზე ბრედ პიტად გადაქცევის სურვილს ჩაუთქვამს;  სოკრატემ – როდესაც მას “საკუთარი თავის შეცნობის” რეცეპტზე შეეკითხებიან; დონ დიეგომ (ან, სანტოსმა), როდესაც აღმოაჩენს რომ მისი “გულის მურაზი” სინამდვილეში დამლაგებელი კი არა, მილიარდელის მემკვიდრეა და ა.შ.

3. “ეგ (კონკრეტული სახელი) რომ კლდიდან გადახტეს, შენც უნდა გადაყვე?”

ინდივიდუალიზმის მხარდასაჭერად შექმნილი ყველაზე სიტყვამხურვალე ფრაზა, რომლითაც მავანს ვისიმე მიბაძვის  უმცირეს სურვილსაც კი ბრუტალურად, ჩანასახშივე უკლავენ. ეს გამოთქმა, სავარაუდოდ, მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც ყორღანაშვილის მეგობრები თუ ნათესავები სიტუაციის ამგვარი ჰიპერბოლიზებით ერთმანეთის ნუგეშისცემას ცდილობდნენ.

4.  ”არ წაიღო!”

უხამსი ქვეტექსტის მქონე ფრაზა. მისი საშუალებით ინდივიდი გამოხატავს აბსოლუტურ თავდაჯერებას იმისა, რომ შეტევაზე მუქარით გადმოსულ პირს მისი კასტრაციის არანაირი შანსი არ აქვს. მართალია, ამ ორ უბრალო სიტყვაში არ კონკრეტდება ის, რასაც მათი მთქმელი ასე გულმოდგინედ იცავს, მაგრამ ჟანრი, რომელშიც აღნიშნული “უწმაწური გამონათქვამი” ხშირად გვხვდება, სხეულის ამ ორგანოს უთქმელადაც განსაზღვრავს.

5. “ორი ცალი რომ ვიყიდო, რამდენს დამიკლებ?”, “ბოლო ფასი რა არის?”

“რა საერთოა ქართველსა და აუქციონერს შორის?” – გამოცანა

პროდუქტის საწყისი ფასი ჭეშმარიტ ქართველსაც არასოდეს აწყობს და დიპლომატიურ ომში გამყიდველისათვის, თუნდაც ერთი ლარის წასაგლეჯად ყოველთვის დაბეჯითებით მუშაობს. თუმცა, თავის მხრივ, გამყიდველიც ქართველია და ფონს გასვლას საკუთარი სანათესავოს (ძირითადად კი შვილის) ამოწყვეტა–გადაშენების ფონზე ცდილობს. აქვე, იგი აუცილებლად იყენებს ისეთ ფრაზებს, რომლითაც საკუთარი მოგების მიზერულობაზე წუწუნებს და მყიდველს გა-და-მყიდველებთან ვაჭრობის კონფედენციალურ დეტალებსაც (“ამა და ამ ფასში მაქვს აღებული მე თვითონ”) თავისუფლად უმხელს.

"ერთი ანძა ორ ეიფელს უდრის და ზედმეტი "ნძ"–ც კი რჩება"

6. “შენ არ იცი თბილისის ანძა ეიფელს რომ სჯობია?!”

თავის დასამშვიდებელი ეს გამონათქვამი ქართულ ფრაზეოლოგიაში ერთი ფრანგი გოგონას ავხორცული (უზნეო) ქმედების ამსახველი კლიპის მეშვეობით გამოჩნდა ( ჟანეტის გარყვნილება გამოიხატებოდა იმაში, რომ [ის უსირცხვილო] ერთდროულად ოთხ ბიჭს ეპრანჭებოდა და თან, როგორც კადრებიდან ჩანს, ქმარიც ჰყავდა – ავტ.შენიშვნა). აღნიშნული სიმღერის მეოხებით კი ყველა, ვინც თბილისსა და პარიზს ერთმანეთს ადარებს, ან,  უბრალოდ ეიფელის კოშკსა, თუ, სატელევიზიო ანძაზე ალაპარაკდება, ამ ფრაზას მინიმუმ – გაიფიქრებს და მაქსიმუმ – ეროვნულმოტივებშემოწოლილი აღმოთქვამს კიდეც.

7. “მაგის ყურებას “სვარკის” ყურება მირჩევნია”

“სვარკის” შეუიარაღებელი თვალით ყურება, მზის დაბნელებით უსათვალოდ ტკბობის ტოლფასია” – ლაქლაქა ოკულისტი

მეტაფორული ხუმრობა, როდესაც საცქერი ობიექტის უგვანობის სიმძაფრეს, საკუთარი თვალების მსხვერპლად შეწირვის დაუოკებელი სურვილით აბალანსებენ. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგება, (ორი “საქმის” არსებობის მიუხედავად) მეტი საქმე მაინც არავის ექნება, რომ თავისი დაჟინებული მზერა “სვარკას” მიუძღვნას.

"ცხოველური" რასიზმი

8. “ჩვენ რა, ზანგები ვართ?!” (ილუსტრირებისათვის იხ. დასაწყისი)

ურასისტულეს ხუმრობათაგან ერთ–ერთი. მისი გამოყენებისას ადამიანი უშვებს იმის ალბათობას, რომ იგი აფროამერიკელებთან შედარებით გარკვეული პრივილეგიებით უნდა სარგებლობდეს. განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც მისმა აღმატებულება საქართველოს კომიკოსმა კბილების დროულად და მყისიერად გამოყენება ვერ შეძლო.

9. “მთავარია, ბავშვი იყოს ჯანმრთელი/მეზობელს არ ჰგავდეს”

ა) იდეალური გაგრძელება ეპოქალური ნუგეშისცემისა: “ყველაფერი კარგად იქნება”.

ბ) მეზობლობის წმინდათაწმინდა ტრადიციის დაურღვევლობით გამოწვეული სიხარული.

გ) შესანიშნავი ილუსტრირება სიტყვებისა: “მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ, ისიც შინაურიაო”

10.  არ გინდოდა რძე და ყველი?!

სიტუაცია, როდესაც რაღაცაზე აღშფოთებული პიროვნება ამ აღშფოთების გამომწვევ მიზეზს ტუქსავს. ანუ, მზაკვრული ღიმილით  მის მიერ დაშვებულ შეცდომაზე მიუთითებს, წარსულის ტკბილი განვითარების პერსპექტივებს უნგრევს და აწმყოში ისეთ მენიუს სთავაზობს, რომ თქვენი მახსოვრობის იმედად, მის საჯაროდ გამოტანას მაინც მოვერიდები.

პ.ს: თუკი თქვენს ბაგეებს ამ “must-სათქმელ” ფრაზათაგან რომელიმე ჯერ კიდევ არ გადმოსდენია, ნუ შეშფოთდებით! როგორც ერთი, ამჯერად უკვე “მსოფლიო საკულტო ფრაზა” იტყოდა: დღეს, თქვენი დარჩენილი ცხოვრების პირველი დღეა!

მისია – “ღიმილი”
"ჩიტის" რეალური გამოფრენა

1. ერთხელ, ორი ბერძენი მხატვარი – ზევკსისი და პარასიუსი – დანაძლევდნენ იმაზე, თუ ვინ უფრო რეალისტურ სურათს დახატავდა. დათქმულ დღეს ზევკსისმა თავის ნახატს ფარდა მოაშორა და მასზე გამოხატული ყურძნის მტევანი იმდენად რეალური იყო, რომ ფრინველები ასაკენკად მიესივნენ. ზევკსისმა კმაყოფილი სახით სთხოვა პარასიუსს, ფარდა თავისი ნახატისთვისაც მოეხსნა.  “არ შემიძლია” – ამაყად უპასუხა პარასიუსმა – “მე ეს ფარდა დახატული მაქვს”

2. “–როგორ ქმნით შედევრებს?” – ჰკითხეს ერთხელ როდენს

–ძალიან მარტივად: ვიღებ მარმარილოს ნაჭერს და ვაშორებ ყველაფერს, რაც ზედმეტია – უპასუხა როდენმა

3. როსინის თაყვანისმცემლებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს იმის გამო, რომ კომპოზიტორისათვის ძეგლი სიცოცხლეშივე დაედგათ.  ”მომეცით ეს ფული და მე თვითონ დავდგები კვარცხლბეკზე” – იხვეწებოდა როსინი

4.

კეთილსინდისიერი "ბეიბისიტერი"

5. ბიძინა კვერნაძეს ერთ-ერთ რესტორანში ქეიფისას გვერდზე მჯდომმა დელიკატურად მიუთითა, რომ მას “დუქანი ჰქონდა გახსნილი”. “სადაც მიცვალებულია, იქ კარი ყოველთვის ღიაა” - მყისიერად უპასუხა კომპოზიტორმა.

6. ალექსანდრე დიუმა ძალზე ხელგაშლილი ადამიანი იყო და მუდმივად ვალები ჰქონდა. “ფულზე უარს არავის ვეუბნები, ჩემი მევალეების გარდა” – ამბობდა მწერალი.

7.

"ან სტაფილო, ან, სითბო"

8. “წავალ, მსოფლიო გონს გავესაუბრები” - იძახდა ვოლტერი საპირფარეშოში წასვლის წინ

9. “რა ვუთხარი იმ ენას, რომ ვერ თრგუნავს “იმენას” – ჩემი მუზა

10.

"ბედის ირონია"

11. “ლუდი, люди!” – შეთავაზება ხალხისადმი, ალკოჰოლური სასმელით დარწყულების თაობაზე

12. კონკურენტი (“con” – უარყოფითი, წინააღმდეგობრივი ნაწილაკი, “current” –არსებული) – არსებული მოწინააღმდეგე (ციკლიდან “ინგლისური ქართულის ნათესავია”)

13.

"ამიტომ არის უცხო ენის ცოდნა საჭირო"

14.

"ეს დამიჭირე! მე ცოლის ამოსაყვანად უნდა დავბრუნდე"

15. “პროგრამისტსა და დიასახლისს შორის ის მსგავსებაა, რომ დროდადრო ორივე წმენდს ფანჯრებს (windows)” – ჩემი მუზა

16.

ფაქტი ჯიუტია

16. “დისერტაციის საუკეთესო ნაწილი – მისი შემდგომი დესერტაციაა!” – მსუნაგი მუზის ფიქრებიდან

ქერტლიანი რონალდო და “ჯინის ჯინაზე” ჩაფიქრებული სხვა სურვილები
“სურვილების ჭა”

“- რა მიყვარს მე? მე მიყვარს დისციპლინა, სიწყნარე, ბუზის გაფრენას რომ გავიგებ. კიდევ რა მიყვარს?

- მოხარშული წაბლი არ გიყვართ, მასწავლებელო? – ჰკითხა ხატიამ” – ნოდარ დუმბაძე (“მე ვხედავ მზეს”)

“აბა, აბა, მივულოცოთ იუბილარს! ვუსურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული, სიყვარული და რავიცი…” –  ამონარიდი ქართული სუფრიდან

ქართველების ხასიათში გამჯდარ სიზარმაცეს, ვისაც არ ეზარება ყველა ”დაბეჯითებით აკრიტიკებს”. ბოლო პერიოდში კი ეს ჩვევა ხასიათის გარდა უკვე აზროვნებაშიც “ამოიწვერა”. ასე მაგალითად, სადღეგრძელოების თქმისას, ხშირად გვეზარება, რომ ზოგად–აბსტრაქტული სურვილებისაგან (“წარმატება”, “ბედნიერება”, “სიხარული”) თავი შევიკავოთ და  შესაბამისად, მათი  შემადგენელი იმ კონკრეტული ქმედებების დაგეგმვა–განხორციელებას, რომელმაც სასურველი ბედნიერება უნდა მოგვანიჭოს, ღმერთის, ბედის, ან, განგების ძალას ვანდობთ.

ზარატუშტრამ რომ თქვას (აბა სულ “კაცი” ხომ არ იტყვის),  პრობლემა ხშირად მხოლოდ მდღეგრძელებელშიც არ არის. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც საკუთარ სურვილებს თავადვე გვეკითხებიან და ჩვენც ხანგრძლივი დაფიქრების გარეშე, როგორც წესი ასევე ზოგად პასუხებს (“საყოველთაო მშვიდობა”, “ბედნიერი ოჯახი”, “კარგი მანქანა”) ვიძლევით. ამ დროს კი გარშემო იმდენი კონკრეტული სურვილი “დაძრწის”, რომ ჯინისა თუ ნატვრისთვლის ზღაპრულობა გულის ჩასაწყვეტად საუკეთესო მაკრატელი შეიძლება აღმოჩნდეს.

თუმცა, სანამ გულის ძაფებს საბოლოოდ გადავწყვეტდე, გადავწყვიტე ჩემს სურვილებს “საჯარო”–ს სტატუსი მივანიჭო და “ჯინის ჯინაზე” (© ერთია რა)  მათი შესრულება, საკუთარი ძალებით ვცადო. მაშ ასე, მე მინდა რომ:

1. “გამოვთვალო ბერმუდის, ან, სასიყვარულო სამკუთხედის ჰიპოტენუზა”

ამ გეომეტრიული ამბიციების მქონე სურვილის ალტერნატივებად კი თავისუფლების ქანდაკების ჩირაღდანზე ხანძრის გაჩენა, ან, ჩინეთის დიდ კედელზე შპალერის გაკვრა შეიძლება მივიჩნიოთ.

(ინტრიგან მკითხველს: ვიცი, რომ ჰიპოტენუზა მხოლოდ მართკუთხა სამკუთხედში გამოითვლება და რომ ბერმუდის სამკუთხედი მართი არ არის)

2. “google”-მ დამირეკოს და რამე მკითხოს;

“რამე”–ში ყველაფრის კითხვა იგულისხმება – გამონაკლისის სახით, “რას ვშვრები, როგორ ვარ, სად დავიკარგე და რა არის ჩემკენ ახალი”–ც კი. მითხრას, რომ “ცუდ ხასიათზეა და რომელიმე კარგ ფილმს ხომ არ ვურჩევდი”. მთხოვოს, გავახსენო სად გამოტყვრა ასე წუხელ, რა გვარი იყო დამნაშავე “ბასკერვილების ძაღლში”, ან, “ვაბშე, რა დღეა დღეს”. მზაკვრული მზერით მომიყვეს გამოცანა, რომ “თუ წითელ სახლში წითელი კაცი ცხოვრობს, შავ სახლში –  შავი და მწვანე სახლში –  მწვანე, მაშ ვინ შეიძლება ცხოვრობდეს თეთრში” და მეც “თეთრ კაცს” რომ ვუპასუხებ ცინიკურად ჩაიხითხითოს. მოკლედ, მინდა, რომ ოდესმე “google”-ს ისე დავჭირდე, რომ ჩემს იქით “ლინკი არ ჰქონდეს”

(ინტრიგან მკითხველს: ვიცი, რომ “google” უსულო არსებაა და ვერასოდეს დამირეკავს. თუმცა, თუ მასთან სექსუალური კავშირების ალბათობას ვუშვებთ (იხ. მაისური), მაშინ გამორიცხული არც არაფერია)

3. “მოვიდეს კრიშტიანო რონალდო და პირადად ამიხსნას, თუ რა დამოკიდებულებაშია ფიზიკური დატვირთვა ქერტლთან” (ამბობენ “იცისო მაგან”)

სარეკლამო რგოლის სიკარგისათვის, რიგი შემთხვევებისას, მხოლოდ პოპულარული ადამიანის გამოყენება საკმარისი არ არის. ხშირად ტექსტს და უფრო მეტად კი ამ ტექსტის ადამიანურ თარგმანს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ამ ცნობილი რეკლამის ქართული ვარიანტი  დაახლოებით იგივე გამოდგა – უიტნი ჰიუსტონი კონცერტის გასამართად საქართველოში რომ ჩამოგვეყვანა და ნინო ჩხეიძის ფონოგრამებზე ემღერა.

(ინტრიგან მკითხველს: ვიცი, რომ რონალდოს განათლება ქერტლის დარგში სცენარისტების მოგონილია და ფეხბურთელი არაფერ შუაში არ არის)

4. “სტოუნჰენჯის შუაგულში ფეხბურთი ვითამაშო”

ჩვენს “ბედკრულ ბავშვობაში”, როდესაც ინკასატორი უფრო ხშირად მოდიოდა, ვიდრე შუქი და როდესაც “გიგის ფეშენებელური სტადიონები” ჯერ კიდევ არ არსებობდა, მოედნებს ოთხადოთხი ქვის გამოყენებით, საკუთარი ხელით ვამზადებდით ხოლმე.  ფეხბურთის თამაშისას, ბურთი კარისაკენ “დაბალი ტრაექტორიით თუ გაიგზავნებოდა” (© ქართველი კომენტატორები) ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ რაც უფრო შორდებოდა კარში გასული ბურთი მიწას, მისი “გასვლა–არგასვლაც” მით უფრო სადავო ხდებოდა. აი, მაშინ, ყველას მთელი არსებით გვსურდა, რომ ზედა ძელის ფუფუნება გვქონოდა.

სწორედ ამიტომ, ეს სურვილიც ბავშვობის ისეთივე გადმონაშთია, როგორც თავად ”სტოუნჰენჯი”  – ინგლისის ისტორიისა.

5. “ბიჭოლა თეთრაძემ თიკო სადუნიშვილი ცოლად მოიყვანოს და სადმე თაფლობის ოცწლეულში წავიდნენ”

“თვალზე ცრემლი მოოქროვდა…” – თიკოს წარსულიდან

პრინციპში, თიკოს აწმყოც ამ ფრაზასავით ბუნდოვანია. ერთ მწერალს აქვს ნათქვამი: “დაძინებამდე ყოველთვის არის გარდამავალი წამი, როდესაც საკუთარი თავი ყველამ ვიცითო”. ჰოდა, სრულიად გულწრფელად მაინტერესებს: როდესაც ბიჭოლასა და თიკოს ეს გარდამავალი წამები აქვთ ხოლმე, მართლა სჯერათ, რომ ისინი “ქართულ ბომონდის” (თავისთავად ეს ორი სიტყვა ერთად უკვე სასაცილოა) ჭეშმარიტი წარმომადგენლები არიან, თუ, ნიღაბს (როგორც კოსმეტიკურს, ისე ცხოვრებისეულს) ასეთ დროს მაინც იხსნიან ხოლმე?

(ინტრიგან მკითხველს: ჰო, თიკო, ვიცი, რომ  არ მეთანხმები)

6. “სიტყვა “საყვარელზე” დაწესდეს მკაცრი ლიმიტი”

ამ სიტყვის სამი განმარტება არსებობს:

ა) საყვარელი – პირი, რომელიც გაუკუღმართებული ქმედების გზით პირდაპირ მოქმედებს ოჯახურ ურთიერთობებზე;

ბ) საყვარელო – (წოდ) ადმ. ცენტრ ყვარლისათვის განკუთვნილი;

გ) საყვარელი – დადებითი ემოციების გამომწვევი, რაღაცნაირად კარგი;

სამი მნიშვნელობის არსებობის მიუხედავად, ჩვენთან ხსენებულ სიტყვას (აღარ დავაკონკრეტებ) უკვე იმდენად ხშირად იყენებენ, რომ ეს ან, სითბოს/ტაქტის სიჭარბეზე მეტყველებს, ან, ლექსიკის სიმცირეზე. “საყვარელია” ყველა ბავშვი, რომელსაც მეზობელი, ნათესავი, გამვლელი, ან, მსგავსი კომპიუტერსა თუ ქუჩაში გვაჩვენებს. “საყვარელია” ტანსაცმელი (“აუ, ძაან საყვარელი კაბა გაცვია”), ფეხსაცმელი, ოთახი, კომპიუტერი, ფეხბურთელი, მსახიობი, ფილმი, მოთხრობა, მაგიდის გადასაფარებელი, კბილის ჯაგრისი, ლეკვი, პატარა პანდა, ბებიის პროთეზი, ფუმფულა სათამაშო და მრავალი სხვა. არადა, “საყვარელის” გარდა კიდევ ასობით ზედსართავი სახელი არსებობს (იხ. “გონებრივი სიზარმაცის” პრობლემა)

(ინტრიგან მკითხველს: სანამ რამეს გაიფიქრებდეთ, მითხარით რომელი კრიტერიუმებით ფასდება ფილმი “საყვარლად”)

7. “Facebook” არ იყოს ჩვენი მასწავლებელი და შესაბამისად საშინაო დავალებად: “საკუთარი ცხოვრება მოყოლით” არ გვქონდეს

პარადოქსულია, მაგრამ დღეს უკვე სავსებითაა შესაძლებელი, რომ საერთოდ არ იცნობდე ადამიანს და ამავე დროს, მისი პირადი ცხოვრების შესახებ ხშირი სტატუსებით თითქმის ყველაფერი გაიგო. იცოდე, თუ როგორ ჩააბარა ეროვნული, ან, სამაგისტრო გამოცდები, რატომ გაებუტა შეყვარებულს გუშინწინ და როგორ შეურიგდა დღეს,  როდის ეძინება (“წავედი მე, მაგრა მეძინება”), როდის გაიღვიძა (“დილა მშვიდობისა, პირწიგნაკელო საზოგადოებავ”, ან, “აუ, რამდენი მეძინა”), როდის წავიდა სოფელში (“ხვალიდან ცოტა ხნით გტოვებთ, მაგრამ არ ინერვიულოთ, ტვიტერიდან მოგწერთ ხოლმე”), როდის ჩამოვიდა (“აი ემ ბექ…მომენატრეთ”), როდის შია (“ძაან მშია”) და ა.შ.

“ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და ჩვენ შორის დასამალი არაფერია”

არა, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა, როცა ვიღაცას შია და ნაცვლად იმისა, რომ ჭამოს, ამ წუხილს ყველას უზიარებს, მაგრამ

როგორც ერთი ძველი ანდაზა ამბობს: “სტატუსებით გამძღარი კაცი ჯერ არ მინახავს მე”

8. ”ბინდით” აღფრთოვანებამდე მოზარდებმა (და განსაკუთრებით გოგოებმა) ჯემალ ქარჩხაძე წაიკითხონ”

ჰემინგუეიმ ერთხელ განაცხადა, “კლასიკა ის არის, რომელსაც ყველა აქებს, მაგრამ არავინ კითხულობსო”. მიუხედავად ამისა, მაინც გასაკვირია ის, რომ ქარჩხაძის პროზას დღეს ფართო წრეებში (ძალიან ცუდი სიტყვათშეთანხმებაა) რატომღაც ისეთი პოპულარობა არ აქვს, როგორსაც იმსახურებს. არადა, სრულიად საკმარისია, რომ ის რამდენიმე სნობმა წაიკითხოს (უფრო სწორად, გაიგოს, რომ ქარჩხაძე კარგი მწერალია) და ისიც ისევე “შემოვა მოდაში” (სამწუხაროდ, დღეს კონკრეტულ წიგნებს უმეტესობა ამ მიზეზით კითხულობს), როგორც მარკესი, კოელიო, ან, დოჩანაშვილია.

(ინტრიგან მკითხველს:  აი, ახლა, მართლა ინტრიგანი თუ არ ხარ, ქარჩხაძეზე როგორ უნდა შემეკამათო?)

პ.ს: სანამ ჯინი ამ პოსტის წაკითხვას შეუდგება, ან, შემთხვევით სადმე ნატვრისთვალგადაყლაპულ ოქროს თევზს გადავაწყდები, იქამდე ზოგიერთი ტელეწამყვანის მსგავსად: “უკეთესი სურვილების იმედად, დროებით დაგემშვიდობებით“

თვით “tweet”-ის შესახებ, ანუ, “top lap” for “laptop”
"წეღან ვიღაცამ ჩემს ბუდეს გადაუფრინა" – @გუგული

“top lap” - ტოპ–რაუნდი

“დღეს მერცხალი შემოფრინდა,

ჭიკჭიკითა შემომძახა…” – @აკო1840

აჭიკჭიკდა თვით ერი: “რა კარგია twitter-ი” - @მე

“ტვიტერის”, როგორც “ამბის მომტანი ჩიტის” არსებობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. პირველ ოფიციალურ “მტვიტავად” კი  ნოეს ის მტრედი შეიძლება მივიჩნიოთ, რომელმაც “რამდენიმეკაციან კაცობრიობას” წარღვნის დასრულება ზეთისხილის ტოტით ახარა.  გამოხდა ხანი (“ზღაპრული” სიტყვებია) და რომის დიადი იმპერია დაცემას სწორედ “მოტვიტინე” ბატების წყალობით გადაურჩა. მოგვიანებით, ხოხობ–მიმინოს ტანდემური “შეტვიტებითვე” დაარსდა თბილისი – ვისთვის “სატახტო” და ვისთვის “ოცნების” ქალაქი. თუმცა, საუკუნეთა განმავლობაში, “ტვიტერი” მაინც საკმაოდ ნელა ვითარდებოდა: მისი ძირითადი “მოჭიკჭიკეები” (როგორც მაგალითებიდან გამოჩნდა) რეალური ჩიტები იყვნენ და მათ “follower”-ებს (“მდევრებს”) როგორც წესი, მხოლოდ კატები, ან, პატარა ბიჭები წარმოადგენდნენ. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ინფორმაციულ ვაკუუმს ქმნიდა და სიტყვის თავისუფლებასაც ზღუდავდა ( “ტვიტერი XII საუკუნეში” – სასახლის კარის ჟამთმტვიტავი, გვ.16)

მაგალითად: აკაკი წერეთლის დროს “ტვიტერის” ფართოდ გავრცელების შემთხვევაში, პოეტს უკვე აღარ მოუწევდა, რომ იმპერატორ ალექსანდრეს სიკვდილით გამოწვეული აღტკინება დასაწყისში ნახსენები სტრიქონით დაეშიფრა (ლექსი “გაზაფხული” სწორედ ამ ფაქტით მიღებული სიამოვნების პროდუქტია – შემეცნებითი ხასიათის შენიშვნა). თუმცა, თუკი ისტორიას ჩვეული “იმ დროს ტვიტერი რომ არსებულიყო…” ვარაუდებით კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით, მაშინ:

“ორი კაციც და შევდივართ” – “დატვიტავდა” ტროას მოძრავ ცხენში მჯდარი ოდისევსი;

“ვატერლოო         “ – დაწერდა ნაპოლეონი და საპასუხოდ – “ვატერ…Lool”–ით დასცინებდა გენერალი ველინგტონი;

“Just Marri–ed  ” – უზარმაზარი ლექსის ნაცვლად, ერთ წინადადებაში ჩაატევდა თავის იმღამინდელ განცდებს ნაბადშემოხვეული და კედელს მიყრდნობილი გალაკტიონი;

“მიწა!!! მიწა!!! Yohooo!!!” – პატარა ბავშვივით გაიხარებდა კოლუმბი და “წყალი!!! წყალი!!! წვიმა!!!” – სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ინატრებდა ჯორდანო ბრუნო;

“იცოდე, ძილის წინ ლოცვა არ დაგავიწყდეს!” – გააფრთხილებდა სამსახურიდან მომავალი ოტელო დეზდემონას;

“ნატურად ვიღაც იდიოტი ავიყვანე. თან, მგონი მეპრანჭება კიდეც. რატომღაც სულ უცნაურად მიღიმის” – გაიკვირვებდა ლეონარდო და ვინჩი

და ა.შ.

“Take it easy”

საერთოდ, ადამიანებს ყოველგვარი რთული საქმის მარტივად გარდაქმნის დაუოკებელი სურვილი გვწვავს. შესაბამისად, საკუთარი სიზარმაცის გასამართლებლად დავასკვენით, რომ  “ყველაფერი გენიალური მარტივია” და ეს ჩვენი ცხოვრების კრედოდ გავიხადეთ.  ანუ, ”yahoo”–ს გადატვირთული საძიებო სისტემის მაგივრად ვიყენებთ “google”-ს, დოსტოევსკის პაოლო კოელიოთი ვანაცვლებთ, სარეცხსაც და ჭურჭელსაც მანქანა გვირეცხავს, ერთეულების გადამრავლებისას კალკულატორს ვიყენებთ, სადილად ნახევარფაბრიკატებს ვყიდულობთ და ბევრი მსგავსი.

“ტვიტერიც” “facebook”–ისგან  ყველაზე მეტად სწორედ სიმარტივით განსხვავდება. აი, მაგალითისათვის, წარმოიდგინეთ, რომ მოულოდნელად ”სამყაროს ფილოსოფიური ხედვით” განიმსჭვალეთ და რა გასაკვირია, თუ თქვენი შეწუხება “გენიალურმა” აზრებმაც დაიწყო ( “აწმყო არ არსებობს! ის რაც ერთი წამის წინ იყო – უკვე წარსულია და ის, რაც ერთი წამის შემდეგ იქნება – მომავალი”, ან, “მკვლელობის ყველაზე მსუბუქი ცოდვა – დროის მოკვლაა”). ამ შემოქმედებითობის ზეიმის დროს კი, თქვენი საკაცობრიო იდეები “facebook”–ის ათასგვარი ტესტების, ვიდეოების, სურათების, ჯიკაობების და მსგავსი მაიმუნობების მიღმა უაპლოდისმენტოდ, მალევე იკარგება.

“ტვიტერი” “ფილოსოფიური ჭკნობის” თავიდან არიდების იდეალური ვარიანტია. ინტერნეტ–საზოგადოება აქედან უფრო ადვილად  გაიგებს იმას, თუ როდის გაიღვიძეთ, ქუთუთოები რომელი თითით მოიფხანეთ, ფრჩხილები როგორ დაიჭერით, ვაშლი მადის რა ხარისხით ჩაკბიჩეთ, ჭიანჭველა რა ნამუსით გაჭყლიტეთ, ოფლი როგორ დაგდით ღვარად, როგორ გინდათ, რომ საყინულეში შეჯდეთ და მრავალი სხვა. მარტივად რომ ვთქვათ ( “მარტივის სიყვარული” – იხ. ოდნავ ზემოთ), “ტვიტერი” სტატუსებისა და ლინკების “საზოგადოებრივი ბმულშეყრის ადგილია”.

"Facebook" vs "twitter"

“Tweet.ge” კი ”ტვიტერთან” სახელის ეტიმოლოგიური მსგავსების მიუხედავად, მაინც შედარებით ახლად წამო–ჩიტ–ული სერვისია (“ვინ არის ტვიტერის პატარა სიცოცხლე და სიხარული?” – ავტორთა ჯგუფი, გვ.4). ამასთან – მეტად საჭირო და შესაძლოა ოდნავ დაგვიანებულიც კი.  მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ბილ გეიტსის ეპოქის “ბებერი ჯართი” ლეპტოპის მინიმალურ ზომამდე დავიდა (სხვათა შორის, ძალიან მიყვარს ლეპტოპები), მაინც სირთულეს (!!!) წარმოადგენს, რომ ის ჯიბით ყველგან თან ატარო. არადა, ცხოვრება ისეთი მოულოდნელობებითაა აღსავსე!  ხანდახან ისეც ხდება, რომ ქუჩაში მიმავალს მოულოდნელად დაგამთქნარებთ… წარმოიდგინეთ, რამხელა ტრაგედიაა ის, რომ ამ ფაქტს სრულიად ინტერნეტ–სამყარო იმავე წამს ვერ შეიტყობს. მით უმეტეს, სახლში მისვლამდე შეიძლება დაგაცემინოთ, ან, საერთოდ დაგასლოკინოთ კიდეც. ამ დონისა და ზომის საჭირო ინფორმაციას კი თქვენი მეგობრების ტვინები ერთბაშად უკვე ვეღარ დაიტევს.

თუმცა, როგორც ერთი ჩემი ახლობელი (“ტელემარკეტის” გახმოვანებაზე მუშაობს) იტყოდა: “ნუ შეგეშინდებათ! თქვენი ქმედებების დასამახსოვრებლად ხელზე ჯვრის დასმა, ჩალურჯების მიზნით სადმე პწკენა, მობილურში რაიმეს ჩანიშვნა, საკუთარ მეილზე წერილის გაგზავნა და მსგავსი ქმედებები სრულებითაც აღარ არის საჭირო. “tweet.ge” ხომ თქვენს გვერდითაა.  მისი მეშვეობით თქვენ შეძლებთ, რომ სახლში შეუსვლელად, ერთადერთი “მესიჯის” წყალობით თქვენი გმირობები მთელს სოციალურ ქსელს მოსდოთ.

ერთი შეხედვით ეს ამბავი შეიძლება დაუჯერებლადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ მეორე შეხედვას თუ ამ ვიდეოს საყურებლად გამოიყენებთ, მაშინ tweet.ge–ს კომპლექტში ძაღლის თავის სათხრელი ვირტუალური ნიჩაბიც გამოჰყვება” ( ჩემი მეგობრის ციტატის დასასრული)

<object classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" width="603" height="408" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="allowFullScreen" value="true" /><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="src" value="http://www.youtube.com/v/2ep_l3LdmrM&hl=en_US&fs=1?rel=0" /><param name="allowfullscreen" value="true" /><embed type="application/x-shockwave-flash" width="603" height="408" src="http://www.youtube.com/v/2ep_l3LdmrM&hl=en_US&fs=1?rel=0" allowfullscreen="true" allowscriptaccess="always"></embed></object>

და რადგანაც თქვენ თეორიულად უკვე იცით (წესით, უნდა იცოდეთ), თუ რა არის tweet.ge, მისი სარგებლიანობის ილუსტრირებისათვის რამდენიმე მაგალითს მოვიტან. წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლებოდა ცნობილი ნაწარმოებების დასაწყისები ამ სერვისს ჯერ კიდევ მაშინ რომ ეარსება:

#1: “ტომ სოიერის თავგადასავალი”

”–ტომ!

პასუხი არ არის.

–ტომ!

პასუხი არ არის.

მოხუცმა ცხვირზე სათვალე ჩამოიწია, მობილური ტელეფონი ამოიღო და შეშფოთებულმა დატვიტა: “რა დაემართა იმ ბიჭს? ტომ!”

#2:  “მარტოობის 100 წელიწადი”

“გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში, კედელთან მდგომი (თუმცა, “ფეისბუქის” კედლიდან შორს მყოფი) პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს შესახებ “დატვიტავს”, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა პირველად:

"მარტოობის 100 წელიწადი"

#3: მოდელირებული დიალოგი

ჰენრი პოინდექსტერი = "უთავო მხედარი"

#4 – ბოლოსდაბოლოს, მავანთ ამ მომსახურების პრაქტიკული მიზნებისათვის გამოყენებაც კი შეეძლებოდათ:

"კონკია"

…და ყოველივე ამის შემდეგ, თუკი მაინც თვლით, რომ კვლავ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებითთ, მაშინ მასში “ჰაერის შესაშვებად” ამ ორ ბმულზე (Twitter.com/theTWEETge & Facebook.com/tweet.ge) “მაუსის” კურსორის უმოწყალო მიბჯენას გირჩევდით.

პ.ს: ცხოვრება კი მართლაც მოულოდნელობებითაა აღსავსე – ”დღევანდელ დღემდე მე ვწერდი “ლეპტოპში”, ახლა –  თავად “ლეპტოპი” (მისი სურვილი) მაწერინებს”. ხოლო, თქვენ – თუ ამ საკონკურსო პოსტის კითხვისას მინიმუმ ერთხელ მაინც გაგეღიმათ, მაშინ “ჰკლიკეთ” ქვემოთ მოცემულ  ბმულს და მომეცით საშუალება, რომ კონკურსის დასრულების შემდეგ, მეც გავიღიმო!

http://www.singular.ge/contest/r.php?link=00024