Archive for » 2009 «

ცნობილი ადამიანების გონებამახვილური პასუხები (შეკითხვების პაკეტი)

მსოფლიო ისტორია ერთ ტილოზე

"მსოფლიო ისტორია ერთ ტილოზე"

იქამდე, სანამ მე გამოცდების გამო ვცდები, შეკითხვების კიდევ ერთ პაკეტს შემოგთავაზებთ:  

 

1. ერთმა მაღალი წრის ქალბატონმა მწერლობის დაწყება გადაწყვიტა. რჩევისათვის მან მიმართა ბერნარდ შოუს და ჰკითხა:
– მითხარით, გეთაყვა, როგორ სჯობს ვწერო?
   რა რჩევა მისცა მწერალმა ამ ქალს?

2. ერთხელ ბერნარდ შოუ რესტორანში თავის მეგობრებთან ერთად შევიდა. მაგიდასთან  ახალი წიგნების შესახებ საუბარი გაიმართა, მაგრამ ამ ლაპარაკს  რესტორნის ხმაურიანი მუსიკა ხელს უშლიდა. ბერნარდ შოუმ უკმაყოფილოდ გახედა ორკესტრს. კალპმაისტერმა შენიშნა ცნობილი დრამატურგის მზერა, დაუყოვნებლივ გაჩნდა მასთან და ჰკითხა:
- “what should we play?” (“რა დავუკრათ?”)
რა “შეუკვეთა” ბერნარდ შოუმ?

წაიკითხე მეტი »

რა? სად? როდის?

შეკითხვების ახალი პაკეტი
“შეკითხვების ახალი პაკეტი”

1. “X ვერასოდეს იქნება პასუხი, ის უბრალოდ შეკითხვას გავიწყებს” – რა არის ახსნილი ასე, ერთ–ერთ ინგლისურ საიტზე?

2. როდესაც ტროელები ფიქრობდნენ, გაეკეთებინათ თუ არა ეს, საბოლოოდ მათ გადაწყვეტილება ერთი  ანდაზიდან გამომდინარე მიიღეს :P როგორ ჟღერს ეს ანდაზა ქართულ ენაზე? :P

წაიკითხე მეტი »

შორ(ს) ენა, შორენა…

გადაცემაა ცუდი, თორემ...

"გადაცემა არ უვარგა, თორემ..."

     “უსაშინლესი სექსუალური ცხოვრება მაქვს. უკანასკნელად ქალში მაშინ შევედი, როდესაც თავისუფლების ქანდაკებას ვესტუმრე” ვუდი ალენი

       “რატომ არის ტაბუდადებული ყველა ის სიტყვა, სადაც გვხვდება ჯადოსნური ბგერები: “ს”, “ე”, “ქ”, “ს” და “ი” – შორენა ბეგაშვილი

        “სეროქსი, სექსტეტი, სასექსი” – ჩემი კონტრარგუმენტი.

         რა ასოციაცია მოგდით თავში პირველად, როდესაც “შორენა ბეგაშვილი” გესმით?
         ჰო, ეგ… და ამიტომაც, პირველივე გადაცემაში ბევრი მისგან წარმოუდგენელ ფურორს ელოდა. თუმცა, შოკამ ერის და–შოკვა რამდენიმე მიზეზის გამო ვერ შეძლო:

წაიკითხე მეტი »

დღე სასწაულს შორდება…

წყალი დალიე, შეგერგება...

"წყალი დალიე, შეგერგება..."

     “არსებობს მხოლოდ ორი დღესასწაული: ახალი წელი და ყოველი დღე”თანამედროვე რუსული გამოთქმა

      ჩვენ ძალიან გვიყვარს დღესასწაულები, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ამ დღესასწაულების მილოცვა გვიხარია. თორმეტს ჯერ გადაცილებული არ არის ხოლმე, რომ “სკაიპში”, “facebook”–ზე, მობილურში და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებში უკვე ჩნდება შემდეგი სახის სტატუსები/”მესიჯები”: “ყველას გილოცავთ :* :* :*” , “გილოცავთ all” , “მრავალს დაესწარით” , “ყველა გიორგის გილოცავთ გიორგობას” და ა.შ.
     თუმცა, რა თქმა უნდა,  ეს გლობალური მილოცვა საკმარისი არ არის და აუცილებელია, რომ შენს “სკაიპში” აბიბინებულ თითოეულ ნაცნობ–მეგობარ–ახლობელს (თუკი დაასწარი) ასეთი დიალოგი გაუმართო:

შენ: – გილოცაააავ! :* :* :* : )
ის: – სპს/–გაიხარე/(ან თუ მაინცდამაინც ღმერთი გაუწყრა) – “გმადლობთ”, შენც ასევე!
შენ: – : )

წაიკითხე მეტი »

“C-овиет U-nion” – ისეული ჰიმნი

"ფოტოშოფი უპირველეს ყოვლისა"

        ”მაინტერესებს საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზი” – ჩემი პასუხი შეკითხვაზე “თუ რატომ ვკითხულობდი “სსრკ–ის პოლიტ–ეკონომიკურ გეოგრაფიას” ოთხი წლის ასაკში”

პროლოგი:

          მას შემდეგ რაც ხსენებულ წიგნს სასწრაფოდ მომარიდეს, ისევ ზღაპრებზე გადავერთე და საბჭოთა კავშირისადმი ინტერესი თანდათან გამინელდა. თუმცა, ხშირად მესმოდა (განსაკუთრებით მოხუცებისგან)  “კომუნისტების დროის სიაფსუსის”  შესახებ, ძირითადად “ამ მთავრობის სილაფსუსესთან” შედარების კონტექსტში; ვიცოდი,  რომ “ხრუშჩოვკა”, სადაც მე ვცხოვრობდი, ვიღაც დიდი კაცის სახელობის იყო, რომ გორბაჩოვს თავზე ლაქა ჰქონდა, რომ იმ დალოცვილ დროს ცოტა მანეთად ბევრი რამის (ან “ვინმის”) გაკეთება იყო შესაძლებელი, რომ პიონერობა “კარგ ტიპობას” ნიშნავდა, რომ სტალინმა ჰიტლერი “კატუშას” წყალობით დაამარცხა და ერთი (ან ცოტა მეტი) სიტყვით, განელებული ინტერესის კვალობაზე, ინფორმაციულ ვაკუუმში ინტელექტს მაინც არ ვღაფავდი. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგა, გაირკვა, რომ საბჭოთა ეპოქაში, ამ ყველაფრის გარდა, არსებობდა ისეთი რაღაცაც, რაზედაც წარმოდგენა საერთოდ არ გამაჩნდა. ეს “რაღაც” კი “კომუნისტური პოეზია” აღმოჩნდა. ამ ტიპის პოეზიის საილუსტრაციოდ რამდენიმე ლექსის სათაურს მოვიტან:

წაიკითხე მეტი »

მოგცლი – ა, შ(1)ენ ერთი…

scH(1)weiN(1)

scH(1)weiN(1)

     “ძაღლები ყოველთვის დაბლიდან გვიყურებენ. კატები, პირიქით – ზემოდან დაგვცქერიან. მხოლოდ ღორი გვექცევა ისე, როგორც თანასწორს” – უინსტონ ჩერჩილი

    ბოლო პერიოდში თბილისი სახეაბიბინებულთა ქალაქს დაემსგავსა. პირზე ყველას ან “ღორის გრიპი” აკერია, ან, ღორის გრიპისაგან დამცავი მწვანე ნიღაბი. მოსახლეობა პანიკის ზღვარზეა და ალბათ, მალე გადააბიჯებს კიდეც. ვინმეს ქერტლი რომ გაუჩნდეს, ან, მარჯვენა იდაყვი მოეფხანოს, ლამისაა ესეც ღორის გრიპის სიმპტომად ჩათვალონ. დაცემინებაზე ხომ უკვე “ჯანმრთელობის” თქმის ნაცვლად, საგონებელში “ცვივიან”, “ამას შემთხვევით ღორის გრიპი ხომ არ სჭირსო”. მეტიც, თუ ვინმე პირზე ხელის მიფარების გარეშე წამოახველფხუკუნებს, დიდი შანსია, რომ წამიერად სერიულ მკვლელად შერაცხონ და სხვა.

      საყოველთაო სიმხურვალეს “ნავთით აღჭურვილი” მედია  საღამოობით გვარიანად აძლიერებს ხოლმე. თუმცა, ჩემი აზრით, ყველანაირი შიში აბსურდულია, რადგან თქვენ, ალბათ, გინახავთ:

წაიკითხე მეტი »

ვის “აბოლებთ”?!… და რამდენიმე სხვა ბრილიანტი

ცხოვრებაში ყველაფერი დასწრებაზეა – ვინმე იტყოდა

"ცხოვრებაში ყველაფერი დასწრებაზეა" – ვინმე იტყოდა...

         ”ლამრიკოს არაფერი უპასუხია. დეამ ხელში აიყვანა თავისი პატარა ბიჭი და მალე თვალს მიეფარა”რომან “როცა ყველა გზა დანაღმულია”–ს დასასრული (ჟურნალი “რეიტინგი”)      

        “ქველმოქმედება მაინცდამაინც მატერიალურ დახმარებას არ გულისხმობს. ამისათვის სრულიად საკმარისია ისიც, რომ ყვითელ პრესაში გამოქვეყნებული რომანები იკითხო”ჩემი მოკრძალებული აზრი       

        როგორც თავში მოგახსენეთ, ჩამოჰკრეს ავბედითმა ზარებმა და რომანი “როცა გზები დანაღმულია”  დასრულდა. ამ ტრაგედიით  გამოწვეული სულიერი დეფიციტის ამოსავსებად, მხოლოდ მეორე რომანი “შორეული ძახილი” საკმარისი ვეღარ იქნებოდა. სწორედ ამიტომ მკითხველებზე მზრუნველმა “რეიტინგის” ერთ–ერთმა ჟურნალისტმა ახალი პროექტი შემოგვთავაზა. “გამხელილი საიდუმლო” რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და დიალოგის (რომელიც გაცნობის ერთ–ერთ საიტზე შედგა) სახითაა წარმოდგენილი.  ჟურნალისტი შესავალშივე გვაინტრიგებს, ამბობს რა რომ, დღეს ყველაფერი ვირტუალური, მათ შორის “ვირტუალური სექსიც” კი მოდაშია და ამბავში ასე შევყავართ:     

წაიკითხე მეტი »

10 ყველაზე “რატომ გადაიღეს საერთოდ” რეკლამა საქართველოში

რეკლამა – ტელევიზიის ბენზინია

“როცა არ იცი ფული როგორ გადაყარო, გააკეთე რეკლამა”საქართველოში არსებულ კომპანიათა უმეტესობის დევიზი

1. “ფაღარათის სამკურნალო წამლის რეკლამა” –  ალბათ ყველას გახსოვთ, სულით ხორცამდე ტანჯული მამა, უკიდურესად სევდიანი დედა და ამნაირი მშობლების ხელში, შედარებით ნორმალური ბავშვები. თუმცა, თუ თქვენმა კუჭმაც გადაწყვიტა, რომ საკუთარ დაბადების დღეს შეხვდეთ იქ, სადაც “ჯერ არს”, წამლის სახელს, სავარაუდოდ, ვეღარ გაიხსენებთ.
მეტად საინტერესოა ისიც, თუ რაში ჭირდება საპირფარეშოს ჭუჭრუტანა უნიტაზის წინ და როგორ შეიძლება ამ პატარა ხვრელიდან, ჭინთვებისგან გატანჯულმა ადამიანმა ამდენ სანთელს, სიცოცხლე ერთი შებერვით მოუსწრაფოს :)

2. წამლები – თუკი  ”ბრილიანტებით” დამძიმებულ თემას განვაგრძობთ, დასაწყისშივე გადავაწყდებით ერთ სუპერ–სარეკლამო ფრაზას: “ეძებთ თავის ტკივილის საშუალებას?” (მიზნობრივი სეგმენტი – ალბათ მაზოხისტები); აღსანიშნავია, ანიმაციური რეკლამაც, სადაც ორი კაცი ხვდება ერთმანეთს და ერთი მეორეს პირში, კერძოდ კი ხახაში ახველებს, აცემინებს, აფურთხებს და ყველაფერს უშვრება იმის გარდა, რაც თქვენმა უმეტესობამ ახლახანს გაიფიქრა;  ნახველის თემას თუ განვავრცობთ, სავარაუდოდ, გაგვახსენდება მწვანე, ქონიანი და ჯიბლიბოიანი არსების სოლო–გამოსვლა “მე ვარ ბლანტი ნახველი, ბევრი რამის მნახველი…”; მეტად ღრმააზროვანია ის რეკლამაც, “დაკვირვებული” და ცნობისმიყვარე ბავშვი მამას რომ ეკითხება “რატომ აღარ ახველებო?” , მამა კი თაფლისა და გამხმარი პურის მაგალითზე ფილოსოფიურად უხსნის, თუ როგორ ფხაჭნის ხველა ყელს.

წაიკითხე მეტი »

პოსტკოლაჟი

“პოსტთახორა”

მინი პოსტი # 1: ერთი “აღმოჩენის” შესახებ

“საინტერესო” = “ჰაგიოგრაფია”

“saint” - წმინდანი;
“ერესი” – მწვალებლობა;
ჰაგიოგრაფია – თხზულება წმინდანის მოწამეობაზე

შესაბამისად, “saint–ერეს–ო” – წმინდანთა წვალების შესახებ :)

წაიკითხე მეტი »

“დედის ენა”, ანუ, რა გვე–team-team-ება…

ძახილის ნიშანი

"ძახილის" ნიშანი

  ”თიმთიმი” (ჟარგ.) – სხეულის რაიმე ორგანოს თამაში

– შენ ჩემს “თიმში” (team) ხარ?
– აუ, აზრზე არ ვარ, ”ვაფშე” “თიმი” კი არა, ჩემი “თიმ–მემბერები” (team members) ვინ არიან ეგეც არ ვიცი…
   (უნივერსიტეტში გაგონილი)

    “სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება და თუ ამასაც არ ვუპატრონეთ, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?” – ილია

    ”ომგ, ჯაან, ძაან ქუუულია” – შთამომავლობა…

წაიკითხე მეტი »