“ვაჟამანია”, ანუ, სოფო, ბედია მთავარი!

მუსიკალური ასტრონომია

"მუსიკალური ასტრონომია"

      წარმოუდგენელია!!! გუშინ, ვიღაც ბრაზიანი კაცი დამიკავშირდა რომელიღაც სამთავრობო სტრუქტურიდან და  კატეგორიულად მოითხოვა ბლოგი დამეხურა!

       ეს ისე, ყურადღების მისაქცევად, თორემ ხომ გითხარით, წარმოუდგენელია – მეთქი.
     რეალური კი ის არის, რომ ახალი წლის ღამეს, “ჯეოსტარის” მორიგი სერიის დასრულებისთანავე, ქართული ესტრადის გალაქტიკაში  ერთი კაშკაშა და თერთმეტი მოკიაფე ვარსკვლავი აინთო… 
       თუმცა, რაღა ბოლოდან ვიწყებ…

პატივცემული ჟიური

     “ისტორია იწყება შუმერებისგან” – ნოა კრამერი
     “ჯეოსტარი იწყება მარინა ბერიძისგან” – მე

      მაშინაც კი, თუ ოდესმე არქეოლოგია “კრამერისეული ისტორიის” დასაწისს ეჭვქვეშ დააყენებს, თავად ისტორია ვერასოდეს შეძლებს ჩემს ნათქვამს ქირურგიულად შეეხოს (მომიტევეთ მცირეოდენი ჩახლართვა). მარინა ბერიძე ჟიურის კრიტიკული იდეოლოგი, მარადიული წევრი და შესაბამისად იმ ანდაზის “ქვიშანია”, რომლის წყლებიც უგზოუკვლოდ დაბოდიალობენ.
    თუმცა, ბოლო “ჯეოსტარში” ეს “ვერბალური კანიბალიც” “გაადამიანურდა”. ამგვარმა მეტამორფოზამ კი, ჟიური იმ სტუდენტს დაამსგავსა,  რომელსაც სასურველ ფაკულტეტზე ჩაბარების მიზეზს ყველა ლექტორი სათითაოდ ეკითხება და ისიც იძულებულია მრავალფეროვნებისთვის, ერთი და იგივე პასუხის რამდენიმე ვარიანტი მოიფიქროს. 
     თავის მხრივ, ქართული ენა, ლექსიკის უკანასკნელ სინონიმამდე ცდილობდა ჟიურის წევრებს (განსაკუთრებით, ბუბა კიკაბიძეს) მხარში ამოსდგომოდა. ამის დასტურად – “ბრწყინვალე”, “შეუდარებელი”, “საოცარი”, “ჟრუანტელისმომგვრელი”, “ფანტასმაგორიული”, “დიდებული”, “შესანიშნავი”, “აღმაფრთოვანებელი” –  საქებარი სიტყვების ჩამოთვლა ერთი აბზაცით შორს წაგვიყვანს და არ გვინდა.

დაგვიბრუნეთ ძველი მარინა!

"დაგვიბრუნეთ ძველი მარინა!"

    მართალია, დროდადრო იყო კრიტიკული “გამონათებები” (ანუ, ძველი მარინა ბერიძის აგონიური წამოძახილები), მაგრამ ამ ”დროდადროსაც” დრო გაუვიდა და “და”–ღა დარჩა: ლამაზი და ნიჭიერი, სცენიური და ბრწყინვალე, მშვენიერი და საყვარელი, სუხიტაშვილის და და ა.შ
        ბუბა კიკაბიძეს რაც შეეხება.  ნოდარ დუმბაძეს ერთი ფერადკანიანი სტუდენტის “საყვედურზე”, ამერიკელი მწერლების არცოდნას რომ ეხებოდა, თავი ასე გაუმართლებია: მე მწერალი ვარ და არა მკითხველიო. “ჯეოსტარმაც” გვაჩვენა, რომ ბუბა კიკაბიძის საქმე სიმღერაა და არა მათი შეფასება.
      კარგი შემფასებელი იყო, მაგალითად, ნიკა მემანიშვილი, მაგრამ “მოსიყვარულე”, “თბილმა”, “ჩვენმა” ქსელმა “ბალის” რეკლამაში “მოცარტობა” არ აპატია.

მონაწილეები

     “ჯეო–სტარი” ქმნის ვარსკვლავებს!  თუმცა, თუ დაფიქრდეთ, შეიძლება, წინა შოუების მონაწილეები კი არა, გამარჯვებულებიც ვეღარ გაიხსენოთ.
        სად არის აჩიკო ნიჟარაძე? “პატრინოტზე” იმღერა და ჩაქრა…
        სად არის გიორგი შარაბიძე? “ჯეოსტარის” ფინალზე იმღერა და იქვე ჩაქრა…
        სად არის თინათინ ჭულუხაძე? “გამარჯობა აფხაზეთო შენი”–ში წაიმღერა და ჩაქრა…
        სად არის ანი კეკუა? ჩა–აბარა და… ჩა–ქრა!  
        სად არის გიორგი სუხიტაშვ… არა, “პროფილში” მღერის და საახალწლო კონცერტზე კიდევ. თუმცა, გავა რამდენიმე თვე და… ესეც ჩაქრება!

       ჯეო–სტარი აღმოაჩენს ახალ ვარსკვლავებს! ნოდიკო ტატიშვილი მართალია ვარსკვლავი არ იყო, მაგრამ არც ახალი ყოფილა. ამის მოწმობს ის, რომ მისი ჩაცმულობის სტილით, უცხოური ვოიაჟებითა და არაფრისმთქმელი ინტერვიუებით ქართული პრესა ჯერ კიდევ “ჯეოსტარამდე” იყო დაინტერესებული.

     “ჯეოსტარი” ეხმარება ქართული პრესის განვითარებას – წარმოიდგინეთ, ყოველ სეზონზე, თორმეტი ახალი სახე, რომელიც შეგიძლია ყველა რუბრიკაში ატრიალო + ამას, შესაძლებელია, სპეციალურად “ჯეოსტარიდან გამოვარდნილის” რუბრიკაც კი შექმნა. მითხარით, ვის არ აინტერესებს, რა ტიპის ჩექმებს იცვამს სალომე ბაკურაძე და ვინ გულშემატკივრობს დარბაზში დათუნა გელაძეს. ვის არ?!

      დათუნაზე გამახსენდა. არ ვიცი, მონაწილეების მოთხოვნაა, თუ, პროდუსერის სურვილი, მაგრამ ამხელა ბიჭს, წამდაუწუმ “დათუნა” ეძახო, რაღაც არ გამოდის კარგად. თუ ვაჟა შეიძლება “უვაჟიკოდ” გამოითქვას და სოფო “უსოფიკოდ”, რითია დათო ცუდი სათქმელი. თუნდაც, ნოდიკო დუმბაძე რომ გვყოლოდა მწერალი, კარგი იქნებოდა?

ნოდ–იკო და დათ–უნა

"ნოდ–იკო და დათ–უნა"

      ვაჟა მანიას ”ვაჟამანია”. ვაჟას სულ სლოკინ–ხველებით რომ ემღერა, ჟიური და განსაკუთრებით მარინა ბერიძე, მაინც აღფრთოვანებული დარჩებოდა. დარბაზი იფიქრებდა, რომ ესეც “რაღაც განსხვავებული” იყო და ისიც ბედნიერი სახით დაუკრავდა ტაშს. აი, მაგალითად, “ივერიის” “არგონავტების” (თუ როგორც ჰქვია) მღერისას (თუ როგორც არის), ვაჟა ყოველ მეორე ფრაზას ისეთ “ააჰ”–ს უმძღვარებდა წინ, მეგონა ჟიური სცენასთან გაასწორებდა, მაგრამ ერთი ჩემი ნაცნობისა არ იყოს, ნურას უკაცრავად!

   გენდერული დისბალანსი.  ”ჯეოსტარი” უფრო მეტად “ფულიანი ფანების” კონკურსია, ვიდრე მომღერლების. აქ გასამარჯვებლად, სულ მონსერატ კაბალიესა და ლუჩანო პავაროტის ჰიბრიდი რომ იყო, შეიძლება ამანაც ვერ გიშველოს. ასეთ შოუებში, სადაც შედეგს “მესიჯი” წყვეტს, ძირითადად, მთავარია იყო ბიჭი, უცოლო, ზომიერად სიმპათიური და მღეროდე ნორმალურად.
      რას იზამ სოფო, ბედია მთავარი!

წამყვანები

    დუტა, “ჯეოსტარის” კი არა, “ჯეოსელის” კი არა, “რუსთავი 2″–ის კი არა, საერთოდ ქართული ტელესივრცის ეპოქალური აღმოჩენაა. ამწისა და ტანკის გარდა, მგონი ყველაფერი წაყვანილი აქვს და თან არცთუ წარუმატებლად. ჯეოსტარის სულისჩამდგმელი თუ მარინე ბერიძეა, მაშინ ამ სულზე ზრუნვა მთლიანად დუტას დამსახურებაა. 
   ანანოს რაც შეეხება –  ასეთი შემთხვევა თუ გქონიათ: საჭმელს სინჯავთ, ხვდებით, რომ რაღაც აკლია და ზუსტად არ იცით რა. თითქოს ყველაფერი აქვს, გარეგნულადაც კარგია,  მარილიც ზომიერია, მაგრამ აი მაინც რაღაც… 
   ზუსტად ასევე ვარ მეც ანანოს მიმართ. მომღერალი უფრო მომწონდა.

                                                                                                                 დნნ… დშნ
                                                                                                             
   “გაივლის კიდევ რამდენიმე წელი…”მარკესი
  “გეივლის კიდო რამდენიმე წელი…”ქუთაისელი

  … და ამ უკანასკნელს “დნნ, დშნ” უფრო მეტად ემახსოვრება, ვიდრე ის დათუნა გელაძე, რომელიც ასევე იმერეთიდან იყო და თან “ჯეოსტარის” სამეულშიც კი მოხვდა.

  … და ნოდიკო გაიხსენებს ელ–ტონ ონის კონცერტს, ვაჟა –  ელეროსი, ხალხს კი ვაჟასა და ნოდიკოს ნაცვლად “დნნ…დშნ” ემახსოვრება.

ასე იწყებოდა...

"ასე იწყებოდა..."

       ჯეოსტარი ზოგჯერ მართლა ქმნის ვარსკვლავებს…  

კონცერტები

      “ჯეოსტარის” დადებითი ნაწილი, როდესაც თითქმის ყველა კმაყოფილია.
    “ჯეოსელი” – ორ–სამ საათიანი უფასო რეკლამით, დუტა – ხელფასით, (კონკურსანტებს – 1) – შემდეგ ეტაპზე გადასვლით, მაყურებელი – კარგი შოუთი, მსმენელი – კარგი მუსიკით, ოსმან თურანი – ქსელში ჩართული ახალი აბონენტებით, ოსმან თურანის საფულე – სიმძიმით (მიუხედავად იმისა, რომ “ჯეოსელში” “ჯეოსტარს” წარმატებულ, მაგრამ წამგებიან პროექტს ეძახიან) და ა.შ.          
     არა, კონცერტები მართლა კარგია.

დასკვნის ნაცვლად

      “ჯეოსტარი” არათუ ქმნის ვარსკვლავებს, არამედ ერთი იდიომის მსგავსად, “ციდანაც კი წყვეტს მათ”.
     მაგრამ იცით, რა მოსდის ციდან მოწყვეტილ ვარსკვლავს გალაქტიკაში? ცოტა ხანს იქროლებს, მცირე კვალს დატოვებს და ქრება… გამონაკლისი კი ჯერჯერობით, არც ჯეოსტარისეული გალაქტიკაა.  :)

პ.ს: საერთოდ არ ვაპირებდი “ჯეოსტარზე” რამე დამეწერა, მაგრამ მომავალმა ტელეპროექტმა “ნიჭიერმა” კონკურსი გამოაცხადა და გადავწყვიტე ბედი მეცადა… ამჯერადაც, ბედია მთავარი! :)

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
103 გამოხმაურება
  1. Landish says:

    ანანო ისეთი კერძია, რომელსაც მიირთმევ და ვერ ნაყრდები… (ოღონდ არადადებითი გაგებით) :) )

    იმედი მაქვს გაისად მაინც შეცვლიან წამყვან გოგოს : )
    სხვა მხირვ უდაჩი წიბე ნა კონკურსე კანკურენტ მოიჰ : )))

    • Mchxapneli says:

      დაახლოებით ისეთი ვარიანტია, “იმედზე” თაკო ჩხეიძეს გაყინული სახით და დაზეპირებული ტექსტი რომ მიყავდა, რაღაც მუსიკალური კონკურსი :) წამყვანობისთვის, მარტო სხვა სფეროში წარმატება არ არის საკმარისი :)

      კონკურენცია კარგი რამეა, ხარისხს ზრდის :) you too!

  2. mr.picasso says:

    კარგი პოსტია, წარმატებებს გისურვებ. ხო, ანანო მეც მომღერლად მერჩივნა. წამყვანობა არ გამოსდის, ან რავი, გამოსდის და მე არ მომწონს.

  3. nino says:

    უნამუსობა იქნება, თუ ამ პოსტის შემდეგ ნიჭიერის ბლოგერად არ აგიყვანენ :)

  4. Taboo says:

    “წარმოუდგენელია!!! გუშინ, ვიღაც ბრაზიანი კაცი დამიკავშირდა რომელიღაც სამთავრობო სტრუქტურიდან და კატეგორიულად მოითხოვა ბლოგი დამეხურა!” – კინაღამ დავიჯერე :D
    წარმატებები, ახალი პროექტის ბლოგერობაში. დიდი სიამოვნებით დაგიჭერ მხარს, თუ ამის საშუალება არსებობს.
    პ.ს. ვაჟას “არგონავტები” მე ძალიანაც მომეწონა :)

    • Mchxapneli says:

      მადლობა (თუ ამიყვანეს) და მაინც მადლობა (თუ არ ამიყვანეს) :)
      “არგონავტებზე” “აა”–ები მარტო მე მომხვდა ყურში, დავიჯერო? :P

  5. Babuta says:

    ვეთანხმები ნინოს :D

  6. salinka says:

    ჩემი სათქმელი თქვი რა :D ეჰ…

  7. nino says:

    ალაგ-ალაგ ჩახლართვებს თუ არ ჩავთლით, საერთო ჯამში კარგი პოსტი იყო :) მაგრამ ხანხან არასაჭიროდ ართულებ ხოლმე “ლირიული გადახვევებითა” და მისთანანებით :)

    რაც შეეხება, ნიჭიერის ბლოგერობას, არა მგონია, აგიყვანონ :( ასეთი კრიტიკული პოსტის მერე!!!

    თუ რა ვიცი,,, იქნებ ზედმეტად სკეპტიკურად ვარ განწყობილი “ქართული ბლოგიზმის” გაგებისკენ… რა ვიცი, ვნახოთ!

    როგორც ავტორი იტყოდა, ბედია მთავარი!

    • Mchxapneli says:

      “პოსტი უნდა ეხებოდეს რუსთავი2-ის პროექტს, „ჯეოსტარს“. შეგიძლია დაწერო ნებისმიერი სახის მიმოხილვა (review) — დადებითი, უარყოფითი, მთელი შოუს ან მხოლოდ ერთი გადაცემის, ერთი ნომრის ან მონაწილის შესახებ.”

      აი, ეს მქონდა წაკითხული და მაგის იმედად დავწერე :P

  8. - N.B says:

    “სად არის თინათინ დალაქიშვილი?” :? ოჰო, ეს რაღაც ახალია. :D :D თინათინ ჭულუხაძე ჰქვიან მაგ გოგოს. ;) :D
    ანანოზე გეთანხმები, ამოვიდა მახოლები თვალებში და ვაჟა მანიას არგონავტები მეც ძალიან მომეწონა. შენი არ იყოს Taboo. ; ))

    • Mchxapneli says:

      ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ აზრს, რომ გამარჯვების შემდეგ ვარსკვლავი ქრება :P თორემ გვარი ხომ არ უნდა დამვიწყებოდა წესით :)

  9. - N.B says:

    მახოლები რა უბდურებაა, მაზოლებi. :D :D :D

    • ნუგი says:

      მაზოლები რა ნაკლები უბედურებაა?! :D ისე პოსტს რაც შეეხება მაგარი პოსტი როგორც ყოველთვის

      • Mchxapneli says:

        ქვედა კომენტარი თითქმის იგივე იყო და მგონი, მართებულად წავშალე :) მაზოლებია უბედურება თუ არის, თვალზე, მით უმეტეს (კი, ვერ წარმომოდგენია, მაგრამ მაინც) :)

  10. vulkani_lava says:

    ჯეოსტარი მაინც პოლიტიკუ-კომერციულ შოუდ მიმაჩნია მე :P :P

    • Mchxapneli says:

      პოლიტიკური არ ვიცი, მაგრამ კომერციულ მხარეზე ჯეოსელის წარმომადგენელმა ილაპარაკა, რომ დიდ წაგებაში არიან ფინანსურად , რაც “მესიჯებიდან” შემოდის, იმას მარტო სცენის დაქირავება–მოწყობაში ვიხდითო :)

  11. ვინც შენ მუშაობას არ დაგაწყებინებს… ბევრს წააგებს ;)

  12. ninuca says:

    შენ შემოგევლე რა. გენაცვალე მაგ ოქროს ხელებში ! :D :D:D
    ძალიან ძალიან მაგარი ხარ და გააგრძელე წერა!
    პ.ს: არასდროს არცერთ ჟურნალში თუ ტელევიზიაში ესე საყვარლად და გემრიელად არ მინახავს გაჟღერებული სიმართლე :*:*:*:

  13. akaki_G says:

    წარმატებებ გისურვებ კონკურსში

    საიტზეც წინსვლაა : ახალი ფუნქცია დამატებია :cool :P

  14. lashakila says:

    წარმატებები ნიჭიერში :) :*

  15. Theo says:

    შენ სოფოს გულშემატკივრობდი ხო?: ))) ზეე–კრიტიკული პოსტია :D

    • Mchxapneli says:

      გულშემატკივრობა ხმამაღალი ნათქვამია :) ერთი მესიჯი არ გამიგზავნია, მაგრამ მომწონდა “მისი მღერა”

  16. Snitch says:

    და როგორც ყოველთვის ჩემგან applaud

    მე მომწონს მჟავია რას ერჩით :)
    პახმელიაზე გაასწორებს :)

    მჟავე ხო ასწორებს.. :)

  17. mmmarrriii says:

    მომეწონა:) ისე ჭოლას ბოდიალებზე მოვისმენდი კიდევ რამეს შენებურად :D

    • Mchxapneli says:

      მანდ მთავარი ბერიძეა :) რასაც იტყვის ჟიურის დანარჩენი ორი წევრი ცდილობს იგივე განსხვავებული სიტყვებით თქვას :) თან წარმოიდგინე, როგორია 10–11 ერთნაირი კომენტარის სხვადასხვა სიტყვებით გამოთქმა და ეგ “ბოდიალიც” ეპატიება ყველას :)

  18. წარმატებები პროექტში… :>

    სი იუ – ელი ხარ? :D

  19. suxotuzeli says:

    ყველა კომენტარზე “გეთანხმებით” რომ არ ვიძახო “ზოგს გეთანხმებით ზოგს არა”-მირჩევნია :)
    მთლიანად გადაცემა 2009 წლის სეზონში არ მიყურებია, უბრალო მიზეზის გამო “ზოგიერთებივით” მხოლოდ რადიოში შემიძლია “ანანოს” ვუსმინო როგორც დავინახავ მაშინვე სხვა არხზე მინდება გადართვა + II კატასტროფა ბუბა კიკაბიძე ერთი შემსრულებლის შეფასებას როგორღაც ვუძლებდი აი მეორეს რომ დაიწყებდა იგივეს “ნიკა მემანიშვილი მენატრებოდა” და ბალის რეკლამის ძიებაში ყველა სხვა არხს ვნახულობდი რ2(იგივე ERROR)-ის გარდა.
    კაცი ცნობილო რომ გახდა დ და შ კომბინაციით ისეთი თვალებით მიყურებდა როცა მის სამსახურში “შევირბინე” “სადღაც გეყოლები ნანახი და მკითხე რაც გინდა” ეწერა ღიმილზე მაგრამ ქართველი არა ვარ “ნურას უკაცრავად” არაფერიც არ ვკიხე და “არ მეცნო” :)
    მანიაკალურ სიმღას ერთხელ მოვუსმინე და რატომ იყო აურზაური ამ ბიჭზე ვერ მივხვი აშკარად უკეთესად ასრულე/მღერო-დნენ სხვები.
    ანუ მეორე ბლოგი გამომივიდა :)

    • Mchxapneli says:

      მანიაც ისევე მღეროდა, როგორც სხვები, უბრალოდ დროდადრო რაღაც უცნაურ ინტერპრეტაციებს აკეთებდა და ხალხს მოეწონა ეს განსხვავებულობა :)
      “ნ” გამოგრჩა ასოთა ჩამონათვალში. როცა ქუჩაში მასთან ერთად სურათის გადაღების სურვილი ბევრს უჩნდება, მერე ეჩვევა ადამიანი და ეგეთ ღიმილს სწავლობს :)

  20. Leni says:

    ძალიან მაგარი ბლოგია!
    მადლობა
    დშნ-ს გაპიარებას რაც შეეხება რ2-ს ეხერხება ჯერ ცინელების, ახლა ჩამოსული შავკანიანების, დშნ-ების დაცინვა-”გაპიარება”
    გინდა არ გინდა გაგეცინება, და აი ამ საბედისწერო შეცდომას თუ დაუშვებ შენც ხდები მათი ფარული თანამზრახველი თუ თანამოაზრე, თუნდაც წამიერად – სიცილის დროს!

    • Mchxapneli says:

      :) და არამხოლოდ სიცილით. ატაცებული ფრაზებით: “ეს არის ჩემი კომენტარი”, “დებილო ვარ მე” (სპეციფიკური ინტონაციით), ატაცებული სტატუსებით (+ მითითებული ლინკებით)

  21. ananiko says:

    შენი (ან უფრო სწორად თქვენი) პოსტებიდან ისეთი შტაბეჭდილებ მრჩება თითქოს ყველაფერი ქართულის დაცინვა მოდაშია!!! არა რათქმაუნდა კარგია ნაკლების დანახვა, აღიარება,მოკლედ გააზრებული კრიტიკის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს მაგრამ ყველაფერში ცუდის დანახვით და შემდეგ ამ ცუდის მჭერმეტყველურ და ზმებით გაწყობილ წინადადებებში ჩაქსოვა ჩაწერით მგონი ჩვენს ისედაც პესიმისტ ახალგაზრდობას სრულიად უკარგავ იმის იმედს,რომ ოდესმე საქართველოშიც შეიძლება დამთავრდეს {ბრაზიანი კაციების}ეპოქა!!!!არ მინდა მოგეჩვენო თავხედი მაგრამ,ვფიქრობ ოსმან თურანს აქვს უფლება გაისქელოს ჯიბე რადგან ჭკვიანი კაცია და ფულის შოვნის ის აქვს ჩვენ რომ ვიცით!მარინა ბერიძესაც შეუძლია იყოს უკმეხი თუნდაც იმიტომ რომ ზოგმა გულახდილობაში ჩამოართვას და ზოგმა პოსტი დაწეროს!! მოკლედ იმედია მიმიხვდი რისი თქმა მინდა ამ {ციცქნა გოგოს}(შაბლინიც გამოვიყენე!!ბოდიში!!)ყველაპერი უფრო მარტივატგასაგებია{ ვიდრე მაშინაც კი, თუ ოდესმე არქეოლოგია “კრამერისეული ისტორიის” დასაწისს ეჭვქვეშ დააყენებს, თავად ისტორია ვერასოდეს შეძლებს ჩემს ნათქვამს ქირურგიულად შეეხოს}იმედია არ გაბრაზდები!! ნიჭიერი მართლა ხარ წარმათებებს გისურვებ და ბოლოს უკვდავი ფრაზა “მომტყდა თითები”!!!!!!!!!

    • Mchxapneli says:

      უპირველეს ყოვლისა – “შენი” :)
      მეორე – სწორია: ფაქტია, რომ ოსმან თურანი ჯიბეს ისქელებს; არასწორია: ცუდია, რომ ოსმან თურანი ჯიბეს გაისქელებს :) მე ფაქტს ვამბობ და არ ვაფასებ. ასევეა მარინე ბერიძის შემთხვევაშიც, არ ვამბობ, რომ კარგია “კეთილი” მარინა ბერიძე, პირიქით, ცუდია, ის რომ კრიტიკული არ არის და ჟიურის ფუნქციას უკარგავს. :)
      ჩახლართვაზე გეთანხმები, ხანდახან ზედმეტად მომდის :p

    • suxotuzeli says:

      დაცინვას ცოტა სხვა სახე აქვს, ჩვენ (უმრავლესობა) ვეცადეთ გამოგვეხატა ის რაც არ მოგვწონს ან უკვე გამაღიზიანებლად ქცეულა ჩვენს დროში. აშკარად გვყავს მუსიკის “კარგად” მცოდნეები ვიდრე მომღერლები და როცა კაცი აშკარად მასაზე გათვლილ სიმღერებს მღერის და უბრალოდ ჟანრებში ვერ ერკვევა მარტო მისი ცნობილობის გამო არ უნდა დასვა და სიშტერეები ალაპარაკო. მარინა ბერიძის კრიტიკულობა აშკარად უფრო მისაღები იყო ვიდრე გენაცვალე, შემოგევლე ფრაზები. მეც მოველოდი ერთი “კრახი” გამოსვლის შემდეგ ახლა ამ საწყალს წყალს გაატანენ მეთქი მაგრამ იმდენი აქო მე შემეპარა ეჭვი “ალბათ ყურის ექიმთან ვარ წასაყვანი” მეთქი დავასკვენი. მე აშკარად ბლოგის ავტორის მხარეს ვარ და მაგრამ ვერავის დავაძალებ ჩემს მხარეს გადმოსვლას.

  22. Belkka says:

    ბექა, მართლა გადიხარ “ნიჭიერზე”?

  23. Andy says:

    მე ნოდარი მქვია და ვიღაცამ ნოდიკო რომ დამიძახოს გადავამტვრევ თავზე რაღაცას , ეს კო და ენის მოჩლიქვაღა გვაკლია რაა… ! :mrgreen:

    • Mchxapneli says:

      ნოდიკო პირიქით–ა აზრისაა, როგორც ერთ–ერთ კონცერტზე დუტასთან (თუ ანანოსთან) დიალოგში გამოჩნდა :)

  24. სალომე says:

    კარგი პოსტი იყო, როგორც ყოველთვის :) მაგრამ “წარმოუდგენელია!!! გუშინ, ვიღაც ბრაზიანი კაცი დამიკავშირდა რომელიღაც სამთავრობო სტრუქტურიდან და კატეგორიულად მოითხოვა ბლოგი დამეხურა!” რომ წავიკითხე, კინაღამ გული გამიჩერდა. :D მეორედ ნამდვილად ინფარქტი დამემართება :D

  25. niniKo16 says:

    აბა შენ იცი წარმატებები და პასუხი გაგვაგებინე :-)

  26. ubralod geniosi adamiani says:

    მდუდღვნელ, იმედი გამიცრუე სასწაულად.. : (
    დუტაზე მეტ გესლს მოველოდი.. შეიძლება ითქვას, რომ მაგის გამო არ ვუყურებ “ქართულ ვარსკვლავს” : (
    პ.ს ბავშვებო ამდენ კომპლიმენტს ნუ ეუბნებით, თორემ შუა ქალაქშის არ იყოს ესეც.. : P

    • Mchxapneli says:

      თქვენ მეკაიფებით მე მგონი :)
      ცუდს დავწერ და ამოვიდა ყელშიო, კარგს დავწერ და მეტ გესლს ველოდიო :)
      ისე, “ჯეო–სტარს” თუ არ უყურებ, ძნელია ცოტა ავ–კარგიანობა შეაფასო ამ თემის :)
      პ.ს: მიმართვის ფორმაში, თუ მაინცდამაინც კრეატივის გამოჩენა გინდოდა, მაშინ უფრო უკეთესის სურვილს ტოვებს :P

  27. vasasi says:

    უი, ჰხო…

    წარმატებებს გისურვებ..

    დარწმუნებული ვარ, გულგრილად ვერ აგივლიან გვერდს ჟიურის წევრები, თუ, რა თქმა უნდა, ჯეოსელის რომელიმე წარმომადგენელს არ ჩაუვარდა ეს პოსტი ხელში.. :D

  28. Cyborg says:

    ნუ აფიციალნიე პაზდრავლენია.

  29. Kate says:

    არაჩვეულებრივი პოსტია.
    გილოცავ გამარჯვებას.

  30. Kate says:

    საწყენია, რომ შენი ბლოგი აქამდე არ ვიცოდი.
    ახლა დაგამატებ.

  31. ზინა says:

    ნიჭიეროოოო! :)

  32. 13thCinnamon says:

    “საწყენია, რომ შენი ბლოგი აქამდე არ ვიცოდი.
    ახლა დაგამატებ.”
    “არაჩვეულებრივი პოსტია.
    გილოცავ გამარჯვებას.”
    რისი თქმაც მინდოდა, უკვე ნათქვამია კომენტარებში. აღვფრთოვანდი პოსტით. ნამდვილად დაიმსახურე, რომ აგარჩიეს ”ნიჭიერის” ერთ-ერთ ბლოგერად.

  33. თაკა says:

    გაღიარებ! ძალიან კარგად წერ და გამოსცემ სათქმელს..
    ეს იორნიული ელფერი ხომ საერთოდ რაღაც საოცრებაა და გიხდება – ))
    მოკლედ რესპეკტზ და ცონგრეტზ..

  34. საბრინა says:

    გამარჯობა Mchxapnelo, თუ გაინტერესებს ჩემს აზრასაც გეტყვი, ოღონ ნუ გამიბრაზდები კაი?
    სიმართლე გითხრა ისეთი შთამეჭდილება დამრჩა, რომ შენი პოსტი “თბილისელ პროლებზე” იყო გათვლილი. თანაც ის თქვი რასაც ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე იტყოდა ან უბრალოდ ის ადამიანი, ვინც თვალს ადევნებდა ამ პროექტის მიმდინარეობვას. არ მინდა უხეშად გამომივიდეს მაგრამ კითხვის პროცესში სულ ვემზადებოდი რომ გაიხსნებოდი და რაიმე ისეთს იტყოდი რასაც აქამდე ყურადგებას არ ვაქცევდი, მაგრამ ამასობაში წავიკითხე “დასკვნის სანაცვლოდ” და სიმართლე გითხრა იმედი გამიცრუვდა.
    მაინც მადლობ, რომ არსებობ. :)

    • რატომ უნდა გავბრაზდე? :)
      უბრალოდ, ვერ მივხვდი “თბილისელი პროლი” რას ნიშნავს. :)
      განსხვავებულს რაც შეეხება, “რევიუ”- პოსტი იყო მოთხოვნილი და ის, რაც აგურისფერი იყო, იმაზე იასამნისფერი როგორ მეთქვა? :) აი, მაგალითად, ბუბა კიკაბიძეზე განსხვავებულს ვერაფრით ვერ დავწერდი, იმიტომ რომ ფაქტია ასეთი.
      ვეცადე დამეწერა განსხვავებულად და არა განსხვავებული :)

      • საბრინა says:

        პროლი ანუ პროლეტარიატი :) ადამიანი რომელიც მხოლოდ გათხოვებაზე, ბავშვების გაჩენასა და ჰარმონიულ ოჯახზე ოცნებობს. აქ შეიძლება ცოტა გადამეტებულად ვახსენე და ყველა მანდილოსანს “უკაცრავად”.
        ხოდა სწორედ ეგ ვთქვი მე, რომ განსხვავებულობა არ ჩანდა ნაწერში.ის თქვი რასაც ყველა იტყოდა. ამიტომაც გირჩიე, თუ გრიტიკა გინდა მიდი და ისაუბრე პოროფილზე. მე მაგალითად არ დავიღლებოდი ასათიანისა და მისი სტუმრების “გაშუქებით”, მაგრამ სამწუხაროდ ახლა პრეზენტაციას ვწერ სატანიზმზე და მაგისთვის ვერ მოვიცლი.

        • Mchxapneli says:

          ოდესმე ხომ ამოიწურება ეგ “სატანიზმი”, “პროფილს” კი ისეთი პირი უჩანს, რომ ამოწურვას ჯერ არ აპირებს :) ასე რომ, დრო გაქვს :P

  35. ხატუსია says:

    ძალიან მაგარი პოსტია და ნამდვილად იმსახურებდა გამარჯვებას! ბრავო ჟიური :) ))))

  36. მანია says:

    აუჰ,ძალიან დაბოღმილია ეს კაცი. რა გინდათ, იმღერონ მათ, ვისაც ემღერება და ვინც მსმენელს იპოვის. ამაზე მეტი სადარდელი არაფერი ჰქონებოდეს ამ ქვეყანას :-)

    • Mchxapneli says:

      დაე, იმღერონ:)
      საქმეც მაგაშია, რომ აღარ მღერიან საბოლოო ჯამში, რაც პროექტი დასრულდება იმის შემდეგ :)

  37. nino says:

    გილოცავ:)

  38. ნინი says:

    გილოცავ, ძალიან მაგარი პოსტია :)

  39. საბრინა says:

    იცი რა! შეიძლება ჩემი აზრი არც გაინტერესებს Mchxapnelo, მაგრამ დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი რეცებნზიას “პროფილზე” ან “სამოთხის ვაშლები” როა გადაცემა პირველ არხზე.
    კიდევ ერთი, თუ დაგაინტერესებს გრუპა არის ერთი facebook-ზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დკავშირებით და იქაც შემოგვიერთდი, საინტერესო პოსტებს ჩხაპნიან ფორუმელები და შენ დაგაინტერესებს.
    ნუ ყოველ შემთხვევაში ჯეოსტარის, როგორც პროექტიდსა და მარინა ბერიძის ლანძღვას ჯობია.
    მეგობრული რჩევაა, ნუ დამარტყამთ!

    პ.ს. არაკომპეტენტური პირები ნუ გაბრაზდებით ჩემს წინა პოსტზე, ავტორი მიხვდებოდა რატომაც დავწერე ის. :)

    • Mchxapneli says:

      ვარ მაგ ჯგუფში, ოღონდ მხოლოდ გაწევრიანებული, მეტი არაფერი.
      “სამოთხის ვაშლებს” ერთხელ ვუყურე და არსს ვერ ჩავწვდი, განსაკუთრებით იმ მომენტს, ვიღაც რომ რეკავს, ყურმილს იღებენ და ხელოვნური სახით (რაღაც წერტილზე მიშტერებული თვალებით) ვითომ იმ ყურმილში საუბრობენ. :)
      “პროფილზე” ბევრი დაიწერა უკვე, მაგრამ კარგი თემაა მაინც.
      ლანძღვას რაც შეეხება, ილიას განმარტებით, ეს იმ შემთხვევაშია “როცა იტყვი და არას დაამტკიცებ”, მე კიდევ, თუ რამე ცუდი მიწერია, ვცდილობ რაიმეთი დავასაბუთო :)

  40. თამუნა says:

    იცით რისი თქმა მინდა? აღფრთოვანებული ვარ წერის მანერით, გადასარევი ჟურნალისტი ბრძანდებით, სიამოვნებით ვკითხულობ ყველა პოსტს :)

  41. საბრინა says:

    ხოდა “სამოთხის ვაშლებთან” დაკავშირებით მეც ეგ მაწუხებს, უაზრო და უნორმოთ უინტერესო გადაცემაა. რაც შეეხება სატანიზმს თემა კიდე დიდხანს არ ამოიწურება, რადგან ეგ რელიგია ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული და დახვეწილი არ არის. არა მას თავს ვერ დავანებებ უამრავი ადამიანი ელოდება როდის დავამთავრებ :)
    ისე იმ გრუპში კარგ რამეებს წააწყდები თუ გადახედავ ;)
    პ.ს. ამ პოსტს ალბათ წამიშლიან, რადგან არაფერი აქვს საერთო შენ ბლოგთან. არა უშავს…. :) :):)

  42. საბრინა says:

    რატო ისიც ჩვეულებრივი რელიგიაა და ისევე ვითარდება როგორც ვთქვათ ქრისტიანობა. უბრალოდ ცოტა “ანტი”-ა და მაგის გამო არ შეიძლება მიმდევრების დისკრიმინაცია. :)

    • Mchxapneli says:

      არ ვერკვევი იმდენად კარგად ამ საკითხში, მაგრამ “ცოტა”-ზე ცოტა მეტი მგონია :) არანაირი დისკრიმინაცია, ისე მოიქცნენ, როგორც სწორი ჰგონიათ :)

  43. საბრინა says:

    გაიხარე:)

  44. keti says:

    ეს საუკეთესოა, რაც ჯეოსტარზე წავიკითხე!

  45. კუდა says:

    სუპერ!
    გამიხარდა, რომ გახვედი.

  46. tekla says:

    ბეეეეეეექ, გეთანხმებიიიიიიიიი, მიტ უმეტეს ვაჟა მანიაზე :D

  47. გიგუნა says:

    ვაი, ასე მგონია რომ იმ მასალის ავტორმა აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაციები პსიქოლოგთან და მე, მანამ, სანამ პსიქოლოგი ეტყოდეს რა აწუხებს და რის გამოა ასეთ აგონიაში ვეტყვი, რომ საშინლად სამკურნალო გაქვთ ნერვები.
    საშინლად ბოღმა ადამიანი ხარ, ამ წერილის ავტორო, დიდი სიამოვნებით მიგიგებენ ~იუმორინას~ სცენარისტად და ვიმედოვნებ იქიდანაც მალე გამოგიპინტრიშებენ, იმიტომ რომ როცა წერ ობიექტური უნდა იყო და არა ~სიფო, ბედია ყველაპერი~. წელს რომ ღირსეული გამარჯვებული იყო, მასეთი არ ახსოვს გეოსტარის ისტორიას. უნამუსო უნდა იყო, რომ არ აღიარო. თუ არ აღიარებ ასეა იცოდე.გეთანხმები მხოლოდ ერთ რამეში, რომ ფინალში ნოდიკოსთან ერთად დათუნა და სოფო უფრო იმსახურებდნენ ყოფნასვიდრე ვაჟა მანია.ცოტა სასაცილო იყო მანიას ჯერ სცენაზე დგომა როგორც მომღერლის და მერე ფინალში ყოფნა ნოდიკოს გვერდით ან დათუნას გვერდით ან სოფოს გვერდით.მე მაინც მგონია რომ შენ არ მიგიღეს ჯეოსტარში და ტან ზუსტად იცი რომ არც არასოდეს არ მიგიგებენ და გამწარებული და დაბოგმილი ბოღმას ანთხევ, იმიტომ რომ წარუმატებელი ადამიანი ხარ და სხვისი წარმატებით ცუდად ხდები, ასე თუ განაგრძობ უფრო მეტად წარუმატებელი იქნები:)) ასე არ შეიძლება.იფიქრე იმაზე რომ უფრო მეტად კორექტული იყო და ფრთხილი, სათუთად მიუდექი ყველა საკითხს, მით უმეტეს თუ ჟურნალისტობას აპირებ.

    • მჩხაპნელი says:

      I – ცხოვრებაში არ გამჩენია “ჯეო-სტარში” მონაწილეობის სურვილი, მით უმეტეს სიმღერის და კიდევ უფრო მით უმეტეს, კასტინგზე მისვლის :)
      II – ჟურნალისტიკა და ბლოგი სხვადასხვა რამეა :)
      III – ისევე, როგორც ბოღმა და კრიტიკა
      IV – არ ვთვლი, რომ ცხოვრებაში წარუმატებელი ვარ და შესაბამისად არ მაღიზიანებს სხვისი წარმატება
      V – ამ კომენტარის მერე “პსიქოლოგი” მეც გამახსენდა :)

გამოთქვი აზრი