
- “რისკი ყოველთვის შამპანურით არ ჯილდოვდება”
დღემდე:
საუბედუროდ, გამოცდები მქონდა და დეკემბერში ”შუა ქალაქის” კონცერტებს ვერ დავესწარი.
საბედნიეროდ, ”იმედმა” ამ კონცერტის ჩვენება გადაწყვიტა
დღეის შემდეგ:
საბედნიეროდ, გამოცდები მქონდა და დეკემბერში “შუა ქალაქის” კონცერტებს ვერ დავესწარი.
საუბედუროდ, “იმედმა” ამ კონცერტის ჩვენება გადაწყვიტა.
- ქართველ ხალხს უყვარდა კახა კალაძე, მაგრამ ერთ დღეს ორი გოლი გაიტანა და აითვალწუნეს;
- ქართველ ხალხს უყვარდა მერაბ სეფაშვილი, მაგრამ ერთ დღეს “ჩემი გმირი გიწოდე” იმღერა და აითვალწუნეს;
- ქართველ ხალხს უყვარდა ლევან გაჩეჩილაძე, მაგრამ ერთ დღეს სააკაშვილთან შეხვედრა გადაწყვიტა და აითვალწუნეს;
- ქართველ ხალხს უყვარდა გიორგი ასანიძე, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობაში” შევიდა და აითვალწუნეს;
- ქართველ ხალხს უყვარდა უცნობი, მაგრამ თურქეთში გაფრინდა და აითვალწუნეს…
არ შეიძლება:
- მთელი კონცერტის მანძილზე გაუთავებლად იხუმრო გოგის ღვინოზე, ლაშას წონაზე, სამტრედიაზე, კალაძეზე, ირაკლის პერანგებზე და თან ხელოვნურად იცინო ამაზე, მაშინ როცა დარბაზს აღარ ეცინება;
- კონცერტზე რაღაც ახლის სანახავად მოსული მაყურებელი სანდროს “მე ლონდონში ვსწავლობდი”–თ, ქეთევანის “რა ვიცი, ვიცი, რა ვიცი”–თ, დათოს “ტინგიცით”, ირაკლის “ბუ–ზუ–ზუ–ზუ”–თი და ოდესღაც მოგონილი “დღეს დიდი დღეა, დიდი”–თი “გააცინო”;
- ხალხის სიყვარულით ისარგებლო და ამავე ხალხის დაცინვით (ან, ამ დაცინვისთვის “კონცერტის” დარქმევით) ფული იშოვო;
ჩანართი # 1: “ხუმრობები” “კონცერტიდან”
- დათო: – შეხედე ლაშიკომ რა ზანგივით იმღერა…
ირაკლი: – ლაშა ზანგი იყო თავიდან და მერე ღლონტებმა გაათეთრეს! - ირაკლი: – სად წავიყვანოთ ეს ხალხი?
ქეთევანი: – დავპატიჟოთ ჩვენთან, სამტრედიაში, მეორე სართული დასამთავრებელი გვაქვს, ეზოში ბევრი აგური ყრია, თითომ თითო რომ დადოს, თითომ თითო, თითომ თითო” - თამარი: – ოოჰ, არსენა რობინ ჰუდი, სპაიდერმენი… ჰა ჰა, გამეცინა, ეს სპაიდერმენი საიდან მოვიგონე…
ლაშიკო: ბეტმენი,ბეტმენი
თამარი: ჰო, ჰო, ჰა ჰა ჰა ჰა…

"ეს უკვე სასაცილო არ არის"
რატომ იყო ცუდი შუა ქალაქის კონცერტი:
- ანანოს სიმღერა – რაღაცის ხარჯზე რაღაცის “პატიება” ყოველთვის შეიძლება. მაგალითად, სცენარისტებს შეიძლება აპატიო ნომრის დადგმის სისუსტე, თუ სიმღერა კარგი იქნება, ანანოს შეიძლება აპატიო სმენის პრობლემა, თუკი სასაცილო, ან მინიმუმ კარგ ტექსტს იმღერებს და ტექსტის ავტორს შეიძლება აპატიო სისულელის წერა, რადგან სერიალს პატივს სცემ. თუმცა, პატივისცემის გამო, აპატიო მთელი ნომერი, სადაც ანანო სევდიანი სახით ველოსიპედთან ერთად დადის, თავისი გმირის მოკლე შინაარსს ყვება და თან აშკარად საშინლად მღერის, უკვე შეუძლებელია.
- არანაირი სიახლე – არ ყოფილა არც ერთი ახალი ხუმრობა. ყველა მათგანი იმდენჯერ იყო გადაღეჭილი კონცერტამდე, რომ იგივეს გამეორება, სასაცილოს ნაცვლად გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. რამდენიმე ეპიზოდში ხუმრობა ისეთი სუსტი იყო, რომ დარბაზიდან არანაირი რეაქცია არ მოყოლია. ხანდახან კი, მხოლოდ ირაკლის “ბუ–ზუ–ზუ–ზუ”–მ და ლაშას ე.წ. “კაკანმა” გახადა ნათელი, რომ მათ წინ ხუმრობა იყო და ხალხს უნდა გაეცინა.
გასაგებია, რომ ლაშას ჭამა უყვარს, რომ იუზა, რომ პრებედინა, რომ გოგი, რომ ღლონტებს ყველაფერი გააქვთ, რომ კალაძე სამტრედიელია, რომ ბუზუზუზუ… მაგრამ გაუგებარია, რატომ მიაჩნიათ სცენარისტებს, რომ ეს ჯერ კიდევ სასაცილოა. - დანაწევრებული სტრუქტურა – კონცერტი არ იყო შეკრული და ისე ჩანდა, რომ თითქოს ცალ–ცალკე გაკეთებული ნომრები უაზროდ იყო ჩაყრილი და აზელილი. მათ შორის, გადაკეთებული, არასასაცილო ტექსტის მქონე სიმღერები (“გეტყობა შენ მწარე ხელი მოგენატრა, გამომივიდა ესეც თბილისელი ფრენკ სინატრა”/”სადაც არ უნდა იყო, მაინც დამიბრუნდები, შენ კი ჩემთვის ყოველთვის მაინც ვახუშტა იქნები), ცეკვა (კარგი, მაგრამ კონტექსტიდან ამოვარდნილი), მუსიკის აწყობა (შეფასება იგივე), ნომრიდან ნომერზე გადასვლა (ასევე არასასაცილო დიალოგებით) და სხვა.
- ლათინური შუა ქალაქში – დამეთანხმებით, ბევრი ფიქრი არ უნდა იმას, რომ დასაწყისში უაზრო ლათინური გვარ–სახელების ჩამოწერით “იხუმრო”, “სახლი” “ფაზენდით” შეცვალო, “გოგი” – “ხორხეთი”, “ღვინო” – “ტეკილათი”, “ბიძაშვილი” – “კუზენით”, “ლოქო” – “ელ–ლოქო”–თი, “სანდრო” – “სანდრინიოთი” და ა.შ. სად იყო ის, რასაც ბევრი ფიქრი სჭირდება?
- ჰელიუმიანი ბუშტები – “ღამის შოუს სტუდიაში”, ალბათ ფიქრობენ, რომ ჰელიუმიანი ჰაერით ხმის შეცვლა მათი აღმოჩენაა. დუეტი “ჯორჯია” როცა ამღერეს ამ ბუშტებით – გავიცინეთ, “ღამის შოუს” წამყვანები რომ დაგვემშვიდობნენ ასე–გავიცინეთ… მაგრამ კონცერტებზე ამის გამოყენება ფანტაზიის სიმწირის დაფარვისა და საკონცერტო დროის გაზრდის მიზნით, უკვე ზედმეტია.
- ფოტოაპარატის სცენა – გადავეკიდე ამ ლაშას წონას, მაგრამ სცენარისტები მაიძულებენ.
ხუმრობა სურათის გადაღების წინ: “ცოტა შორს გადი, კადრში რომ ჩაგსვაო” – კარგია, მაგრამ მომდევნო ფრაზა: “მოდი, აი, ნახე, კადრში ძლივს ჩაგატიეო” უკვე ზედმეტი და გამაღიზიანებელია.

ეს ისე
ჩანართი # 2: კვლავ “ხუმრობები”
- დათო: – მემუქრები?
ირაკლი: – არა გაფრთხილებ… - ირაკლი: რატომ დააბრუნეთ ცხენები?
ღლონტები: –ბევრს ჭამენ;
ირაკლი: თქვენი ელ–ლოქო ხომ ნაკლებს ჭამს; - მარიკა: ჩუმად იყავით, გვადეს და ლუპეს ძინავთ;
- ქეთევანი: ახალი წელი მოდის;
ლაშა: ჰო, თუ არ გააქცია თქვენმა ნამღერმა! - ლაშა: ჩამოდით დაბლა, რას დადიხართ და აწუხებთ ხალხს?
თამარი: ვეძებთ კატლეტი ხომ არ აქვს ვინმეს წამოღებული შენთვის;
ქეთევანი: ან ქათმის ხორცი; - თამარი: თქვენ სად ცხოვრობთ, ა, ავჭალა… უი, არა, არა მე ჩემს ანანოს რაიონში ვერ გავათხოვებ!
- თამარი: დაბლები, მელოტები და ცხვირიანები ნუ გამოგვეხმაურებით;
- თამარი: მეძლეოდა მილანელი სამტრედიელი.
რა იყო შედარებით კარგი:
- რითმები – შექსპირისეულ დადგმაში;
- დათოს კონცერტის დასაწყისში რომ ეცვა ის ქურთუკი;
- “ორკარიაან” ტიპის სიტყვების არხსენება;
- ლაშას შეცდომა: “გილოცავთ მრავალს” (დარბაზისადმი ჯგუფური სენტიმენტალური მიმართვის დროს);
- კონცერტის მალევე დამთავრება;
პ.ს: ქართველ ხალხს უყვარდა, “შუა ქალაქში”, მაგრამ მისმა შემქმნელებმა კონცერტის ჩატარება გადაწყვიტეს და…
კარგი პოსტია
მადლობა ფრიად!
მე მეგონა მარტო ბიყავი ისეთი ვისაც არც ეს კონცერტი და არც “შუა ქალაქში”-ს ბოლო სეზონი არ მოსწონდა. აქამდე მართლა ძალიან კარგი იყო, ყოველ შემთხვევაში მე მომწონდა, მაგრამ ამ ბოლოს ძალიან გააფუჭეს. აღარაა სასაცილო მსახიობის ნათქვამი ხუმრობა, მაშინ როცა იცი რაც უნდა თქვას. ჩემი აზრით ეს სერიალი ისევ უნდა განახლდეს და არამარტო მსახიობებით, სცენარისტებითაც!
ბოლო სეზონს საერთოდ აღარ ვუყურებ და არც ბევრი მაკლდება, როგორც ვხვდები (ერთი-ორი სერიიდან)
რეკლამააზევე ეტყობოდა რაც იქნებოდ.. ძალით სიცილზე.. =))
ცუდი რეკლამა უფრო ცუდი პროდუქტის საწინდარია