“ადამი ბედნიერი იყო, რადგან როდესაც თავში რაიმე სასაცილო მოსდიოდა, შეეძლო დარწმუნებული ყოფილიყო იმაში, რომ ის არავის ხუმრობას არ იმეორებდა” - მარკ ტვენი
როგორც ზღაპრებში იტყვიან ხოლმე, ადამის შემდეგ ბევრმა წყალმა (და ერთმა წარღვნამაც) ჩაიარა. ადამიანებმა გამრავლების ტექნოლოგიებს თანდათანობით ალღო აუღეს და ხუმრობა-ხუმრობაში მათმა რიცხვმა – თუ გავრისკავთ და სტატისტიკას ვენდობით – ექვს მილიარდს გადააჭარბა. ამის გამო, თითქმის წარმოუდგენელია მოიფიქრო ისეთი ხუმრობა, რომელიც მილიარდობით ადამიანიდან თავში ჯერ არც ერთს არ მოსვლია. შესაბამისად, ხალხის დიდმა ნაწილმა სიზიფეს შრომაზე უარი განაცხადა, უკვე არსებული ხუმრობები აიტაცა და სხვადასხვა სიტუაციას მოარგო.
მაშ ასე. თქვენს წინაშეა, უკანასკნელი წლების ყველაზე პოპულარული გამონათებები იუმორის სფეროში:
“რამხელა ხარ… ბავშვობაში წყალს გისხამდნენ/სასუქს გიყრიდნენ?” - ადამიანის ორგანიზმში ზრდის ჰორმონების მოჭარბების აგრარულ-ბოტანიკური განმარტება;
“რამდენს ლაპარაკობ, ბაქო-ჯეიჰანზე ხარ შეერთებული?” - გულწრფელი გაკვირვება თქვენი ენის უწყვეტი მოძრაობისა და ფარული შური თქვენივე სატელეფონო ანგარიშის უსაზღვრობის გამო;
“შემოვდგი ფეხი, დაგეცეთ მეხი” – “გული-სული“, “სიყვარული-სიხარული” და “ბალახი-ტალახი“-ს რითმის შემქმნელების მიერ დამკვიდრებული ხუმრობა, რომელიც მეკვლის პაროდირებისას გამოიყენება.
“ნუ გეშინია… მეც მეშინია” - ხუმრობა, რომელიც ერთი სიტყვით შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც “პანიკა”;
განსაკუთრებით ბევრია ხუმრობა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. დავიწყოთ თავიდან:
-
“რა იყო ბალიში აგიფეთქდა?” - ყალყზე მდგარი და ეგზომ აბურდული თმის პატრონის მიმართ დედუქციური ნიჭის გამომჟღავნების სურვილი;
-
“რატომ თავი არ დაგრჩა?” - შეკითხვა, რომელსაც ერთადერთი გამართლება მხოლოდ მაშინ ექნებოდა, თუკი მას უთავო მხედრის მისამართის გამოიყენებდნენ;
-
“შენ თვალში ხომ არ გეპატარავები?” – ფრაზა, როდესაც ადამიანს საკუთარ ზომებში ეჭვი ეპარება და მოწინააღმდეგისაგან მისი ვარაუდის დადასტურებას, ან, უარყოფას მოითხოვს;
-
“თვალში რაზვალი ხომ არ გაქვს?” – ფრაზა, რომლის მიხედვითაც თქვენი მხედველობა, სხვათა აზრით, ოკულისტის ჩარევას საჭიროებს;
-
“ისე შემეშინდა, გული ნასკებში გამეპარა” – ხუმრობა, რომელიც გარეგანი ფაქტორებით გამოწვეულ, სხეულში მიმდინარე უხილავ პროცესებს მეტაფორულად ასახავს.
-
ხუმრობებში რატომღაც პოპულარობით სარგებლობს კუჭი, რის შედეგადაც რამდენიმე ხატოვანი სიტყვათქმა წარმოიქმნა: “ჩემი კუჭი ნიორწყალში” (კულინარიული დაგინება), “ჩემი კუჭი ნაგვის ყუთში” (პოტენციური დონორის სურვილი), “ჩემი კუჭი ვაპოტინე” (გაურკვეველი წარმომავლობის ზმნის ზეობა), “ჩემი კუჭი ვჭამე” (კანიბალიზმამდე მისული მშიერი ადამიანის ღაღადისი), “რა იყო, რა კუჭი აიშალე” (საყვედური ვერბალურ ფაღარათზე) და “კუჭი მაგინებს” (შიმშილის გამოხატვა ორგანოთა ბილწსიტყვაობაზე დაყრდნობით);
-
“შენი ბიჭი აგერ მიზის” – ამ შემთხვევაში, ხუმრობის მთელი არსი გამოხატულია ხელების მოძრაობითა და ამ მოძრაობის ქვედა ეშელონებისაკენ მიმართვით;
-
“რას დამდგახარ, ბუასილი გჭირს?” – ფრაზა, რომელიც სკამისა და პიროვნების ურთიერთუნდობლის ერთ-ერთ მიზეზზე მიუთითებს;
-
“აბა თქვი “რვა”… - ვიქნები რა თქვენი მახსოვრობის იმედად, ამ ორგანოზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ;
“გაიწიე, გამჭვირვალე ხარ?” – მითითება ტელევიზორსა და თქვენ შორის ჩამდგარი პირისადმი იმაზე, რომ მისი სხეულის ატომები ერთმანეთთან მეტისმეტად მჭიდროდ არიან დაკავშირებული.
“შენ ოპერასთან არ გაიარო, თორემ უეჭველად შეგათრევენ” – ნამუსზე ასაგდები ფრაზა პირისა, რომელსაც ჰგონია, რომ ხორხებიდან დიდებული ხმა ამოსდის;
“სპილომ/დათვმა/დინოზავრმა (და ყოველივე მძიმე ტორის მქონე არსებამ) დაგაბიჯა ყურზე?” - “გეგმა B” იმ შემთხვევისათვის, თუკი ზემოთხსენებული ფრაზა ნამუსის მანიპულირებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდება.
“ისეთი ძუნწია, ზამთარში თოვლს არ მოგცემს” – მეტაფორული შედარება, რომელიც მთლიანად თოვლიან რეალობასაა მორგებული და მაგალითად აფრიკაში, მხოლოდ დაბნეულობას გამოიწვევს.
“შენი შვილი ტყეში დარბის” – მითითება იმაზე, რომ მოსაუბრეს აღმზრდელობითი ფორმის “შვილო”-ს ნაცვლად სახელით უნდა მიმართო;
“შენ უეჭველად ღადოს კურსებზე დადიოდი” – მინიშნება იმაზე, რომ ვიღაცის იუმორის გრძნობა საყოველთაოდ საგრძნობი არ არის. ექვივალენტურია ფრაზისა: “სად გავიცინოთ?”
“სახლში იციან აქ რომ ხარ?” – თანაგრძნობითი მიმართვა პირისადმი, რომელმაც რაღაც სისულელე თქვა, ან, ჩაიდინა და ამას მის გარდა ყველა მიხვდა;
“დაგშლი მარტივ მამრავლებად” – წმინდა მათემატიკური მუქარა, სადაც მოძალადე აგრესიასთან ერთად ალგებრის სიღრმისეულ ცოდნასაც ამჟღავნებს;
“რას მირტყავ, შენი გაზრდილი ვარ?” – პროტესტი იმაზე, რომ მოძალადეს საცემ ობიექტზე ამგვარი ქმედების განხორციელების არანაირი აღმზრდელობითი უფლება არ გააჩნია;
“დაგარტყამ და გაგაფრენ ამერიკაში” – იმდროინდელი მუქარა, როდესაც ამერიკა მიუწვდომელ კონტინენტად და ოცნების ქვეყნად მიგვაჩნდა. ეს სიშორე კი ჩვენს წარმოდგენას ჩვენივე ძალებზე კიდევ უფრო აზვიადებდა;
“სანამ შენ მაგას იზამ, ვირი ქოშებით ხეზე ავა” – ფრაზა, რომელიც ადრესატის სიზანტეზე მიუთითებს და ამ თვისების გასამძაფრებლად საქმეში “ქოშებსაც” კი რთავს.
“რა გჭირს, მოისვენე, შვიდთვიანი ხარ?” – ფრაზა, რომლითაც შვიდთვიანების დისკრიმინაციას ახდენენ და მათ ღრმა ბავშვობაში გამოვლენილ თვითუნებურ სისწრაფეს არ პატიობენ.
“თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში” - აღნიშნული ხუმრობა მხოლოდ მაშინ იძენს აზრს, როდესაც ის მასპინძლის მიმართ გამოიყენება და თან თავშეუკავებელი ხორხოცი მოსდევს;
“ხელები მაღლა, ტრუსიკი დაბლა” – პორნოგრაფი ტერორისტის მიერ დამკვიდრებული ხუმრობა, რომელიც ადამიანებს სწრაფი სტრიპტიზისაკენ მოუწოდებს.
დიალოგები
- 10 ლარი ხომ არ გაქვს?
-10 ლარი რომ მქონდეს, აქ კი არ ვიქნებოდი… (მინიშნება იმაზე, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა. თუმცა, არც ის კონკრეტდება, თუ როგორი გვინდა რომ ის იყოს);
- ბიჭო!
- ბიჭომ გირჭო!
- მე ამცდა და შენ შეგირჭო! (რითმის ფურჩქვნისა და ნიშნის მოგების დიდი ზეიმი, რომელიც დაახლოებით იმავე შინაარსის მატარებელია, როგორიც მაგალითად ფრაზა: “ვინც იცინის, იცინის, თავის თავზე იცინის!”)
- ვაკეში გიორგის იცნობ?
- ეგ რომელი, ჯინსები რომ აცვია? (დიალოგი, სადაც რთული გადასაწყვეტია პირველი ეხუმრება მეორეს, მეორე – პირველს, თუ, იუმორის ტრიუმფალური და მჩქეფარე ამოხეთქვის მომსწრეები ვართ)
-კოზირი?
-აგური…
-მოგხვდა ამხანაგური (თუმცა, არ კონკრეტდება რა და სად)
მინი – ფრაზები
- ჩაგეთვალა-ა - სიტყვა, რომელიც ხუმრობის ოსკარად შეგვიძლია მივიჩნიოთ;
- არც დაიგინო/დაიფიცო – დამოკიდებულია იმაზე, გარშემომყოფთაგან ნდობის უქონლობას მამრი უჩივის თუ მდედრი;
- კაი, ღადაო-ობ? – სასოწარკვეთილი შეძახილი, სადაც მხოლოდ მცირე დოზით “გამოსჭვივის” იმედი;
- ნუ ღადილაობ ერთი - ბედკრული “ღადაობის” კიდევ უფრო ბედკრული ვერსია;
- სად შეგვიძლია ამდენი? – მიმართვა პირისადმი, რომელსაც მის მიერ ჩადენილი “საქმენი საგმირონი” დიდად ეამაყება;
- შე ჩემა და ჩემის ჩემა – ტიპური ქართული მიმართვის ჰიპერბოლური ვარიანტი;
- დებილი თავი გაბია – ბუმერანგული კონსტრუქცია, რომლის მიხედვითაც თქვენს თავს ყველაფერ იმად ქცევა შეუძლია, რასაც თქვენივე პირი წარმოთქვამს;
- ამხელა, ფილარმონია კაცი – ფრაზა, რომლითაც ადამიანის გაბარიტები, ან, ღირსება, შენობის პარამეტრებით იზომება;
ხუმრობათა ჩამონათვალმა კი ამასობაში უკვე არასახუმარო მოცულობას მიაღწია და სანამ თქვენი მოთმინების ფიალის სიღრმეზე შექმნილი წარმოდგენა შემომმსხვრევია, სჯობს დასკვნითი წერტილი დავსვა.
მომეცონა
აპპლაუდ
სენქ იუ!
“დაგარტყამ და გაგაფრენ ამერიკაში” < ბავშვობაში მართლა მეგონა, რომ საქართველოს გარდა რაც იყო, სულ ამერიკა იყო = )))
პოსტი მომეწონა და ბაღის/დაწყებითი კლასების "ენამოსწრებულობებიც" გამახსენდა : ))
ჩემთვისაც ამერიკა რაღაც შორეულ,ბედნიერ და ზღაპრულ ქვეყანასთან ასოცირდებოდა რატომღაც
აი ძალიან ძალიან ბევრი ვიხალისე და ვიცინეე
კარგად გამოგდის
მიხარია, რომ კიდევ ერთხელ ვიზრუნე შენს განწყობაზე
აუუუ ყოჩაღ რა! შენებური პოსტია მართლა, მსგავს თემებზე წერა კარგად გამოგდის
მსგავსი თემები არ გამოილიოს, თორემ დაწერას რა უდგას წინ
“შენ ვისი ტიკი-ტომარა ხარ?”
ხო არ ჭმუჭნი/თერგავ/ძერწავ/ხერხავ/თელავ/ბერავ/წელავ/ღელავ/ქანცავ და მისთანანი
მრავლადაა
შენ ხომ არ გძმარავს/ჩუკნი/უბერავ/უსტვიკინებ…
“ტიკი-ტომარა” კიდევ უფრო ძველი ყოფილა, ადრე რაღაც გადასახადის ზომა იყოო, როგორც “რა, სად, როდის”-ში თქვეს
პური არა ვჭამოთ? შენ დაცურებული ხომ არა გაქ? შეგჭამ და აღარ მოგჯვავ , თავში .. ხო არ გეზრდება? რას მიყურებ ბეცივით შენ კი შე…. მხეცივით ადმინ აუ მაგარი რაღაცეები მაქ რომელიც ამ საიტს ძაან მოუხდებოდა აი ამ პოსტის მაგვარი მაგარი ღAდოები რომელიც ჩემი პირადი გამოცდილებიდანაა და მინდა ყველამ გაიგოს და ვერ ვპოსტავ არ შეგილიაო რა ცუდია მაგარი თემა მაქ რა
ახლა ვაკეთებ ქვებლოგს და იქ რასაც გინდა, როგორც გინდა და რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ დადებ
-მინდაააააა
-მოხარშული წაბლი არ გინდა?!
ამ დიალოგს როგორ ველოდებოდი
:D:D:D:D:D
:D:D:D:D ლოლ მაგრად ავხსენი მარა ვინც იცის მიხვდება
:D:D:D
კუჭზე ხუმრობები საიდან გაგახსენდა ღმერთმანი…
და კიდე ბავშვობაში იცოდნენ “ჩაარტყი” ანუ ხელზე რომ უნდა დაგერტყა და აგიცილებდა, ცერა თითს მხარზე გადაიქნევდა და კაბინეტშიო გეტყოდა
მაგაზე უფრო ნაკლებთავაზიანი პასუხი იყო ხოლმე:
-მინდააა
-ბებიაშენისა არ გინდა?
დღემდე არ ვიცი, რას ერჩოდნენ ბებიებს…
ეგ იყო ერთ-ერთი ქვემიზანი – ექსკურსი ბავშვობაში
შენა და.. პოსტსტზე ვიხალისე როგორც იტყვიან. მაგრამ აი გუშინ ვფიქრობდი, რომ ეს “ნიჭიერი” (რომლის საიტზეც ვერ შევდივარ) მემგონი ამ ბლოგისკენ ყურადღების მოქცევას გიშლის ხელს და.. კარქია ესა?
არა, “ნიჭიერის” ბრალი არ არის
სწავლა ერევა ხოლმე უხეშად ჩემს თავისუფალ დროში
“შევარდნაძის დრო” ანუ ჩემი ბავშობა გამახსენდა
ესე იგი, ჩვენ ერთი და იგივე ლექსიკაზე გავზრდილვართ
# ამხელა, ფილარმონია კაცი – ფრაზა, რომლითაც ადამიანის გაბარიტები, ან, ღირსება, შენობის პარამეტრებით იზომება;
ბექა ეს უკვე აღარ გეპატიება. შენობა და მისი პარამეტრები არაფერ შუაშია, უბრალოდ სიტყვა “ფილარმონია” ძველრომელიღაცულ ენაზე “პატივცემულს” ნიშნავს…
ფილარმონია (ბერძნ. philéo — მიყვარს და harmonía — ჰარმონია)
ეს ვიცი, მაგრამ ვიღაც ადამიანი ხსენებულ ფრაზას როცა ამბობს, გულისხმობს ზუსტად იმ ფილარმონიას, რომელიც თბილისის ცენტრში დგას და არა ძველბერძნულ “ჰარმონიის სიყვარულს”
ამ დიდაქტიკურ ჟამს ერთი კეთილშობილი პერიფრაზი მაგონდება “შენ ხო არ გეფხანება?” ცოტა უპატიოსნიდ ქე ჟღერს,მარა ასეა
მე არ მქონია ხშირი შეხება მაგ გამონათქვამთან
შეიძლება არ “მეფხანებოდა” ხოლმე
10 ლარი ხომ არ გაქვს?
-10 ლარი რომ მქონდეს, აქ კი არ ვიქნებოდი…– ამ ხუმრობაზე განსაკუთრებით ბევრი ვიცინეე:))) ეს დიალოგი აშკარად ახდენს იმის ილუსტრირებას, როგორ შეუძლია 10 ლარს ადამიანის ცხოვრების შეცვლა:D:D:D
მაგ ფორმულაში 10 ლარის გარდა კიდევ იმდენი რამ ჯდება, რომ ვერც მოთვლი
რა ცვალებადი ყოფილა ესე იგი ადამიანის ცხოვრება
გამოდი ქალო,ყანყრატო ჩამომპარსეე! ბაბუაჩემის ნამეტან გამწარებულ გულზე ნათქვამი მრავალაზროვანი შაირი
ყანყრატო შესანიშნავი სიტყვაა, მთელი ცხოვრება “ყარყატს” მაგონებდა ოღონდ, რატომღაც!
იმდენად მომეწონა რომ დაშეარება მომინდა და სა აქვს შეარის ზნაკი?
სერიოზულად შრომობს ეს ადამიანი და პირადად მე ძალიან გამიხარდება, როოცაა (არა “თუ”, არამედ “როცა) ეს დაუფასდება
ხანდახან როგორ მინდა ხოლმე, რომ წინასწარმეტყველებების მჯეროდეს
მადლობა
ან, როგორ ხარ? ხო ხარ ახალი გარეცხილი ნასკებივით?:))) ან ხო ხარ გაზგასული ბორჯომივით:))))
ფეხსათბურებისა და სარეცხი მანქანის ურთიერთკავშირზე არსებული მოკითხვა არ ვიცოდი
საინტერესო იყო, თუმცა საბედნიეროდ უმეტესობა ბნელ 90-იანებში დარჩა…და იმედი მაქვს ნელ-ნელა გაქრება ჩვენი ყოფიერებიდან.
ცნობიერებიდან არის მთავარი, თორემ ყოფიერებაში აღარ გვხვდება ისე ხშირად
ბექა დაგეწვას პოსტი რააა…
არადა, იმ უშუქობის პერიოდში რას წარმოიდგენდი, რომ ოდესმე ამ თემაზე გაგეცინებოდა
“რა არის ეს ცხოვრება” – ვინმე ფილოსოფოსი
შენ ბიჭო თმები ხო არ გატყუებს.. გრძელთმიანი ბიჭის მიერ მოწინააღმდეგის მიმართ ჩხუბში წამოსროლილი ფრაზა: )))
მაგ ფორმულაში “ასაკიც” ჯდება
“შენ, ბიჭო, ასაკი ხომ არ გატყუებს” – ასეც
ესეიგი, ეს ბავშვი ისე ჩამივარდა გულში, მეშინია შეყვარებულმა არ დამსაჯოს:DDDDDDDDD არადა ზემოსვანია და რაგა ვქნა აგარ ვიცი:))))
ჰაჰააა, ყველა ფრაზა გამოვლილი მაქ. ისე საინტერესოა ვინ იგონებდა ხოლმე ამ ყველაფერს. . .
როგორც სიბრძნის დიდი ნაწილი, ესენიც ხალხური იქნება
“ბალიშის” ნაცვლად მე პარიკმახერზე მეუბნებოდნენ, ხომ არ აგიფეთქდაო
ეს ინტერპრეტაცია არ ვიცოდი, მაგრამ აშკარად უფრო “მზაკვრული” და “სადისტურია”
გამარჯობა მე გადაცემა ჩვენი ექსპრესიდან, და დავინტერესდი შენი ბლოგით, დამიკავშირდი სკაიპში gionix-95
გამარჯობა, დაგიკავშირდი უკვე. რამე ფანჯარა თუ ამობლუყუნდა “სკაიპში” შესვლისას, მე ვიქნები
“ისე მშია ნერწყვს რომ ვყლაპავ კუჭი მაღლა ხტება ლუკმა გონია” ან “კუჭი დავალიანებაში გადავიდა” ესენი გამოგრჩა… ისე ამდენი “სიბრძნე” თუ არსებობდა კუჭთან დაკავშირებით არ მეგონა.
მაგარი კაციხარ ბექუშ…
ვიხალისე
მიხარია
კარგია
“ბალიში აგიფეთქდას” სინონიმად ხშირად გამიგია, ზარმაცი ციტი ბუდესავით გაქვს თმაო
რა შუაშია და… თეა თუთბერიძეზე რა აზრის ხართ? ეხლა ვნახე მაგის ვიდეოები… ეშმაკის მოციქულია
Mchxapnelო, უცნაურზე გადმო, შენ პოსტებს დებენ
ხალხი გაქებს, მადლობა მაინც უთხარი
მე რა მაინტერესებს იციიიიიიი
კაი, წერ წერ და ჩვენც სიამოვნებით ვკითხულობთ ხოლმე შენს ბევრ ნაწერს
მაგრამ როდესაც აწერ ამის მსგავს პოსტებს– მე მაინტერესებს – შენ არასოდეს გამოგიყენებია ეს ფრაზები?
მე საკმაოდ ხშირად, რამდენიმე განსაკუთრებით
კუჭთან დაკავშირებით ბევრი ვიიცინე…. და ისე ეხლა შემოვიდა მოდაში “ღადაობა.ge” და “იუმორი.com” ძაან ბევრი იყენებს მსგავსი სინაარსის ხუმრობებს და მგონი უკვე ამოვიდა ყელშიი
))
ზდაროვა! მოგახტა კაროვა..
)
აუუუ იმენა გამეგიმაააააააააააააააააა
ხააააააააააააააააააააააააახ მარტლა სერიოზულააად
ვიცი მემგონი ეგ ჯგუფი მარა შენი პოსტი ჯობია
საღოლ მჩხაპნელ იმენა გამოგდის რაა
ჯოკრის თამაშის დაწყებამდე :
რაზე ვითამაშოთ?
მაგიდაზე ))
იმდენი საქმე მაქვს, თავის მოსაფხანად არ მცალია/საკუთარი სახელი არ მახსოვს – დასაქმებული (ბედნიერი) კაცის თმაში მცხოვრები პარაზიტების (კერძოდ, ტილების) კბენისგან გამოწვეული მსუბუქი სკლეროზის ნიშანი. ))
მასწავლებელი გვეუბნებოდა პირველ კლასში, სად იყურებიდ, დაწერეთ, რას ელოდებით მოვა ამერიკის პრეზიდენტი და დაგიწერს
ეს ეცნობა ვინმეს თუ ერთი იყო ასეთი გენია
?
Civa tu me mcivaa?
შენ რა ლიფტში ცხოვრობ? კარoს დახურვის დავიწყებისას
აუ, აქ კი კარგად ვიცინე, მაგრამ ხვალ მე თვითონ ვიტყვი რამდეეეენს…
ესენი აღარც მახსოვს ყველა. ასე რომ მეც დიდი შანსი მაქვს, რომ ჩემივე თავის მსხვერპლი აღმოვჩნდე შემთხვევით
რამხელა ხარ… ბავშვობაში წყალს გისხამდნენ/სასუქს გიყრიდნენ? რა იყო ბალიში აგიფეთქდა Chemi ori tkivil bavshobidan am ori frazit megadavebodnen , albat gados kursebi qondat gavlili
da sheqmna ღმერთმა xumrobebi, rodesac dainaxa rogori mowyenilebi viyavit misganve movlenili gansacdelebisagan…
neta adamis pirveli xumroba raiyo? “saxaliso ki aris, magram mgoni davighale amdeni bavshvebis ketebit”??” : x
აუ, მართლა ტირილამდე ვიცინე
“რამხელა ხარ… ბავშვობაში წყალს გისხამდნენ/სასუქს გიყრიდნენ?”
ამის ალტერნატივა: “რამხელა ხარ… ბავშვობაში მძღნერიანი ნასკებით დადიოდი?” – ზრდის ჰორმონების მოჭარბების ბიოლოგიური განმარტება
-კოზირი?
-აგური…
-მოგხვდა ამხანაგური (თუმცა, არ კონკრეტდება რა და სად)
დაკონკრეტებულებიც ვიცი: კოზირი წკენტი – –ეზე მპწკენდი
კოზირი – ყვავი –ეზე გადამაძრე ტყავი (ამ უკანასკნელის ფსიქოლოგიური ახსნა იქნებოდა საინტერესო). ჯვარზე არ აქვთ ხუმრობები, ჩვენ ხო მართლმადიდებლები ვართ… გულზე ალბათ მიხვდებოდით მასზე მოსაქმება რომ ემუქრება გამომცხადებელს
ნუ ამოაქროლე რაა
ამაზე ღადაობენ ხოლმე ხსჰირად და ნეტა რატო???