
1. “ლოგიკური შეკითხვა, ანუ, ინგლისური ენის ბნელი მხარე”
“board of” – “საბჭო, არჩეული ან დანიშნული წევრებისა, რომლებიც ერთობლივად განიხილავენ კომპანიის მიმდინარე ქმედებებს” - ინგლისური “ვიკიპედია”
თუ დავაკვირდებით (ან, დავა-ყურ-დებით), შევამჩნევთ, რომ “ბორდი” ქართულ სამეტყველო ლექსიკაშიც შემოიჭრა და როგორც ჩანს, ტურისტის სტატუსს არც ის დასჯერდება. (აბა ჩვენს კბილებშიდა ორგანოს, ოდინდელ და ძირმოჭმულ ”საბჭოს” როგორღა ვაკადრებდით?).
მე კი მიჩნდება, ერთი “ეგზომ ლოგიკური” შეკითხვა: “თუ ჩვენ, სხვა სიტყვების მსგავსად, სალაპარაკო ენაში ”ბორდს“-აც დავამკვიდრებთ, მაშინ მის წევრებს რაღა უნდა ვუწოდოთ – ბორდელი?”
2. “საწყალი ბავშვები”
“ყველა ადამიანში არის მზე, ოღონდ აცადეთ აინთოსო” - ამბობდა სოკრატე და ”კვირის პალიტრის” საბავშვო გვერდის ავტორში, საბოლოოდ აინთო კიდეც. შემოქმედებითი ნათების ციალმა კი ”ნახატებიანი ზღაპრის” იდეა შვა. თუმცა, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ზღაპრის ილუსტრირების მთავარი აზრი მხოლოდ იმ სიტყვების შეცვლაა, სადაც ლომი და აქლემია ნახსენები. (ბრუნვას კი ბავშვი, კონტექსტის მიხედვით, თავად უნდა მიხვდეს). კიდევ უფრო, სახალისოა ზღაპრის (თუ იგავის) შინაარსი.

"ფსევდო-ეზოპე"
”ლომი და აქლემი დაობდნენ: - ნილოსი ტბაში ჩადისო – ამბობდა ლომი, - არა, ზღვას ერთვისო – ჯიუტად გაიძახოდა აქლემი. გაბრაზებულმა ლომმა თათი მოიქნია და აქლემს ხერხემალი ჩაუზნიქა . იმ დღიდან აქლემს ზურგი მრუდე აქვს. გავიდა ხანი. აქლემი და ლომი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. -მოგირჩა ზურგი? – ჰკითხა ლომმა (რომელიც, ალბათ ამასობაში დაბრმავებულიყო – ჩემი ვარაუდი) - არა, წელი მრუდე დამრჩა – მიუგო აქლემმა – მაგრამ ნილოსი მაინც ზღვაში ჩადის. ზურგის გამრუდება კი შეძელი, მაგრამ სიმართლეს ვერ გაამრუდებო”
(აქ უნდა იყოს სულხან-საბა ორბელიანის საფლავთან დაკავშირებული კომენტარი)
3. “რას გვეტყვი მამაო” – კიდევ ერთი გაკვეთილი ცრუმორწმუნეთათვის

- “სათანადო პასუხი”
“როგორც წესი, ნებისმიერი სახელის მატარებელი კვდება” – უბრალოდ, ძალიან მაგარი და ზუსტი პასუხია ამ ტიპის შეკითხვაზე
4. “ფანტაზიის ზეიმი”
ზოგადად – ქართულ “ჟურნალებში” და ამ შემთხვევაში - “გზაში” არსებობს ერთი საოცარი რუბრიკა: “ფსიქოპორტრეტი”. ჟურნალისტები სვამენ სხვადასხვა ტიპის შეკითხვებს, როგორებიცაა მაგალითად: “ცხვირი რომ გეფხანებოდეთ და ორივე ხელი დაკავებული გქონდეთ, რას იზამდით?”, “დილით, ლოგინში რომ გუბე დაგხვდეთ, რას იფიქრებთ”, “თვალზე წამწამი რომ აღმოგიჩინონ, წერილს ისურვებთ თუ სიხარულს”, ტრადიციული “რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს” (ტრადიციულივე “ტყუილითა”, ან,”ღალატით”), “და სხვა. მოკლედ, რესპონდენტი ამ შეკითხვებს პასუხობს და მერე მკითხველმა ფსიქოპორტრეტი თავად უნდა შეადგინოს.
გია სურამელაშვილთან შეხვედრისას კი ჟურნალისტის ფანტაზიამ ყველა საზღვარი გაარღვია, მერე გაჭირვებით იმშობიარა და დაბადა შემდეგი შეკითხვა: “მაგალითად, უკვე ქუჩაში გამოსულმა შეამჩნიე, რომ ქურთუკი უკუღმა გაცვია. რას იზამ?”
შეკითხვაც ასეთი უნდა. თან მოსალოდნელი ქმედებების რა ფართო არჩევანს გვთავაზობს: მაგალითად, გადმოაბრუნო და სწორად ჩაიცვა, მაგალითად… და სხვა. რესპონდენტიც დაახლოებით იგივეს პასუხობს და თან ერთ ისტორიაც აყოლებს: “ერთხელ მაისური მეცვა უკუღმა და ეს რომ შევამჩნიე, ისე გადავიხარხარე, მგონი, ირგვლივ ყველამ შეიტყო ამის შესახებ… ამ ფაქტმა კინაღამ სიცილით გამგუდა…” - ამას “კაცზე და 99 ხინკალზე” ანეგდოტი რომ მოუყვე, შეიძლება თან გადაიყოლოს…

- “თვით ის…”
5. “ბარემ პანდორას ყუთიც გახსენით”
“გახსნა რა ყუთი, ამოფრინდა ყველანაირი ბოროტება, სიავე, ავადმყოფობა და გავრცელდა მთელს მსოფლიოში. შეშინებულმა პანდორამ ყუთი დახურა და ერთადერთი რაც ყუთში დარჩა, აღმოჩნდა იმედი” – ბერძნული მითოლოგია
ბედის ირონიაა სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს. მაგალითად, მთელი წლის მანძილზე პარიზული, რომაული თუ ვენეციური შვებულებისთვის ფული აგროვო, მგზავრობისას კი თვითმფრინავი ტერორისტებმა გაიტაცონ და დააყაჩაღონ; სუფრაზე მეგობარი ადღეგრძელო, ვაჟკაცობა შეუქო და რამდენიმე დღეში, საკუთარ ცოლთან შეუსწრო; ახალი წლის ღამეს, ისე დალიო, რომ შემთხვევით სხვა ქალაქში გაფრინდე, ან, სულაც, დროის მოკლე მონაკვეთში ტელევიზიასთან აქციები ატარო, ჯერ “მისი გახსნის”, ხოლო მოგვიანებით კი ”მისი გადაცემების დახურვის” მოთხოვნით.

- “USნეობA”
სეზონი, როგორც ვივარაუდე, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა” გახსნა “შორენას ღამის” დახურვის კატეგორიული მოთხოვნით და სიტუაციისთვის შესაფერისი სლოგანით: “ნუ გვრყვნით!!!”. მოკლედ, ისე გამოიყვანეს საქმე, თითქოს ტელევიზორი მხოლოდ “იმედს” აჩვენება და თან ვიღაც გვაიძულებდა, რომ შაბათ საღამოს შორენას გადაცემით ”გავრყვნილიყავით”.
როგორც ზღაპრებში ამბობენ, “გამოხდა ხანი” და ”იმედთან” უკვე მეორე “აქციონერული საზოგადოება” გამოჩნდა, ამჯერად მანანა არჩვაძე-გამსახურდიას თაოსნობითა და მისიით: “დაიხუროს გადაცემა “სიმართლის დრო”.
ცოტა ხნის წინ კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვახო სანაიამ და მისი გადაცემის მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა, უარი თქვა “სპეციალური რეპორტაჟის” კეთებაზე. შესაბამისად ეს გადაცემაც, სავარაუდოდ დაიხურება.
რამდენიმე დღეში, ალბათ “იმედთან” შეიკრიბება “უხავსო პესიმისტთა კავშირი” და კატეგორიულად მოითხოვს, დაიხუროს “შუა ქალაქში.”
საიდანღაც გამოჩნდება “ალ კაპონეს წმინდა სახელის ქვეშ გაერთიანებულ ორდენოსან ძმათა დაჯგუფება” და მოითხოვენ, დაიხუროს “მაფიის ღამე”
მათ მოყვებიან “დახვეწილი გემოვნების მქონე საზოგადოების” აქტივისტები და გააპროტესტებენ უხარისხო სერიალების არსებობას.
ბოლოს კი, აღარც ის იქნება გასაკვირი, თუ აქციას “ბრიჯიტ ჯონსის ფან-კლუბის” წევრები გამართავენ და მოითხოვენ, რომ აიკრძალოს “ჟურნალისტის დღიურები”, რადგან მასში რომანტიკის ნასახიც არ არის.
ჰოდა, პატივცემულო სხვადასხვა საზოგადოებებისა თუ კავშირების წევრებო, რატომ წვალობთ? უკეთესი არ იქნება საერთო სახალხო შეკრებაზე შეთანხმებულიყავით და ერთიანი ძალით, ან, მთლიანად “იმედი” დაგეხურათ, ან, უბრალოდ, თავზე – ქუდი და სამუდამოდ გაშორებოდით ტელეკამერებს…
პ.ს: ვულოცავ სრულიად საქართველოს - წელს ჩვენმა ქვეყანამ ”პირველად მიიღო უფლება, რომ “მისტერ მსოფლიოს” კონკურსზე მონაწილე გაგზავნოს!..” და შესარჩევი კონკურსისათვის მზადება უკვე დაწყებულია.
ვაშა! რადგან ამ დიად ფაქტსაც მოგვასწრო ღმერთმა, ახლა 2012 წლის 21 დეკემბერი, თუნდაც ხვალ გათენებულა…
პ.პ.ს: ცოტა ხნის წინ კბილი მომტყდა და თუ რაიმე “უკბილოდ ვიხუმრე” მეპატიება!
ბავშვისთვის საზიანოა ამგვარი გაურკვეველი წარმოშობის შეხედულებები და არა გარდაცვლილი ბებიის სახელი <<<
:D:D:D
1) ბორდერები ალბათ;
2) მორალი: თუ ვინმემ საკუთარი სიმართლით გაგაბრაზათ და მის სიმართლეს ვერაფერს აკლებთ, შეგიძლიათ უბრალოდ თავ-ყბა გაუერთიანოთ (ან ზურგი მაინც ჩაუზნიქოთ ”კაკ მინიმუმ”);
3) რა ნერვები უნდა ქონდეს მოძღვარს წარმოიდინეთ;
4) ასეთი ვაჟკაცი კაცისგან გამიკვირდა, ხმამაღლა გაცინება ხალხში რა ვაჟკაცის საქმეა;
5) ყველა ეს ორგანიზაცია ერთ ორგანიზაციად რომ გაერთიანდეს და მერე ის გაერთიანებული დავხუროთ მგონი ყველა დავისვენებთ.
პ.ს. მონაწილეობას არ მიიღებ მჩხაპნელ?
1. მე ქართული ვარიანტი ვიგულისხმე
მაგალითად, ხომ არის “თბილისი” – “თბილის-ელი”, “საბჭო” -”საბჭოელი”, “არმია” – “არმიელი”, “ქალაქი” – “ქალაქელი” და ა.შ. 



2.ჰოდა, ბავშვები ასეთ რამეს რატომ უნდა კითხულობდნენ და თან ასეთი ფორმით?
3.უფრო უცნაური შეკითხვებიც შემხვედრია და გეთანხმები
4.
5. მშვენიერი იდეაა, თუ განხორციელდება
პ.ს: ჰო, ხვალ მივდივარ სალონში, თმები უნდა გავისწორო და “ჩოლკა” შევიჭრა
ქართული ვარიანტი მომეწონა, ვერ მივხვდი მაგას თავიდან
ამიტომაც,ცხადი გავხადე უკვე ნაგულისხმევი
სხვა დროებშიც მზად ვარ, თუ შევძლებ
აუ გავერთე ფრიად!! განიალურია : )))))
ნიჭიერი ხარ და ფლანგავ ამ ნიჭის დაიწყე წიგნის წერა ან არ ვიც მე რამე ისეთი გლობალური
მომწონს
კარგი ნუ დატოვე ეს იმდეი ნანუკას შოუსა და ქრონიკის იმედზე
“ნანუკას შოუ” სულ გამომრჩა
მე მგონი სკლეროზი ცოტა ადრე დამეწყო
ძალიან ძალიან სახალისო პოსტი იყოოო
მე მართლა შენი ფანი ვარ
:*
მიხარია, თუ შენი ხალისის მდგომარეობაზე დადებითად ავისახე
როგორც ყოველთვის
ბრავოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო:*
გენიალური ხააარ და გელოდები დიდ ჟურნალისტიკაში
იმედია, დიდი ხანი არ დასჭირდება ამ ლოდინს
პ.ს: ვეძებ სამუშაოს!
ძაააანნნ მაგარიიი იყოოო
:D გაიხარეე მაგრად მახალისეე ….. ბრავოო ბენდუსიი ბრავოოო
:D:D დიდი მომავალი გაქ
დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემი მომავლის ზომაზე არსებული შეხედულება მართალი აღმოჩნდეს
მადლობა
“ბორდელები” ხელში რომ იქნება ქვეყანა რა მომავალზე უნდა ილაპარაკო კაცმა

მამაოს პასუხი მართლაც შესანიშნავი იყო
“თვით ის” გია მაგარი კაცია, ჯიგარი და კაცთმოყვარე
ისე, კაცთმოყვარე ძალიან ცუდი სიტყვა გამოდის სიღრმეებში თუ ჩავაკვირდებით
მჩხაპნელო, ნიჭიერის საიტზე დანარჩენი ორი ბლოგერის სტატიები ვნახე და შენ არ დაგიწერია თუ მე ვერ ვიპოვე?? თუ მე ვერ ვიპოვე იქნებ დამილინკო რა.
ჯერ არ გამოქვეყნებულა, მე ხუთშაბათობით უნდა დავწერო ხოლმე
წესით, დღეს უნდა დაიდოს…
ბევრი ვიცინე
კარგი იყო, ბრავო!!!
მადლობა, “ვსიგდა რად”
თვითონაც ხოიცი
წინა პოსტებზე არსებულ კომენტარებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, კი
მანანა არჩვაძე მკლავს თავისი იდიოტიზმით და რაც შეეხება მის რძალს, კარგად კი გაათახსირა მთელი გამსახურდია-არჩვაძეები, მაგრამ ვერც თვითონ ამოვიდა წყლიდან მთლად მშრალი
ნეტა ცოცხალია თუ გაწეწეს უკვე? ძალიან ბევრი თქვა
აწი რაღა მომკლავს რახან მისტერ საქართველოს მოვესწარი. გავიგე მთავარი შერჩევის კრიტერიუმი წელის გარშემოწერილობააო
ხო და რავი 13 წლის შემდეგ მგონი 28 ზომა შარვალს ჩემს გარდა არავინ იცმევს და ….
მმკ დამანახეთ
მისტერ გეი ევროპა არ გვეყო ქართველი რომ გახდა და ეხლა მეტი მოგვინდა უფრო
წელის გარშემოწერილობა, სპორტული/ათლეტური აღნაგობა, ვნებიანი მზერა, შარმიანი ღიმილი და უშრამო სახე
პირველი,რაც შენი ნაწერის წაკითხვისას დამეუფლა,იყო აღტაცებასთან შეზავებული გაკვირვება,რადგან მართლაც ძნელი წარმოსადგენია ახალგაზრდა პიროვნება ასე წარმატებით წერდეს.თუმცა დამრჩა შეგრძნება რომ ზოგჯერ გადაჩარბებულად იყენებ სარკაზმს და ირონიას.
მადლობა. შესაძლოა, დროდადრო მართლა გამოდის კონტროლიდან. ოღონდ ჩემდაუნებურად. სპეციალურად არ ვაკეთებ ხოლმე
როგორც ყოველთვის,არაჩვეულებრივი პოსტია.
თითქოს თავისუფალად წერ, მაგარმ იმ აუცილებელ ჩარჩოს ყოველთვის იყენებ…
მართლაც რაიმე დიდი საქმე უნდა წამოიწყო შენ…
იმ საქმისხელა მადლობა, რომელიც შესაძლოა მომავალში წამოვიწყო
რადგან ამ დიად ფაქტსაც მოგვასწრო ღმერთმა, ახლა 2012 წლის 21 დეკემბერი, თუნდაც ხვალ გათენებულა…
ვიხალისე, კარგი პოსტი იყო
ისე, რაც ფილმი გამოვიდა, გადაიარა 2012 წლის პანიკამ, მაგრამ მაინც…
მაგარია: ))
გმად!
არ მესმის რა თქვენი, თუ მართლმადიდებელი მოძღვრის პასუხმა ასე აღგაფრთოვანათ, მაშინ რატო უყურებთ ირონიით მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს. თქვენი აზრით, ის მოძღვარი ან ნებისმიერი სხვა განსხვავებულად ფიქრობს, ბეგაშვილის გადაცემაზე? ორგანიზაციების დახურვაზე მსჯელობას, მართლმადიდებლური ლიტერატურა ვიკითხოთ ჯობია.
ვეთანხმები, ქვედა კომენტარს. როცა ახალგაზრდა ბიჭები მიდიან პლაკატით “ნუ გვრყვნი”,ისე ჩანს, თითქოს შორენა იარაღით ადგეს თავზე და მუქარით აიძულებდეს ყურებას.ამ ლოგიკით, ინტერნეტის აკრძალვის მოთხოვნითაც უნდა გამოვიდნენ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი გარყვნილება მაქედან მოდის.
მართლმადიდებელმა მშობელთა კავშირმა კი არა ჩვენ, ამ კონკრეტულ შემთხვევში ამ ბლოგის სტუმრები და მასპინძელი დოგმებმა და თავისუფალი სიტყვის ასეთმა გვემამ გაგვაირონიულა, ნუ მე გამაბრაზა:))))))))))) არ მოგწონს და გადართე, არ მისცე შენს შვილს უფლება უყუროს. მე შენ გეტყვი დილის 12 საათზე ჩნდება შორენა თავისი დაკომპლექსებული ღიმილით ეკრანზე. მჩზაპნელი და მინდია დაიხარეთ:))))))))))
ზემოთაც დაგეთანხმე და აქაც დაგეთანხმები
ჩვენ ხომ უცნაური დემოკრატია გვაქვს (ალბათ, არამარტო ჩვენ), თან თავისუფლება გვინდა და თან ვზღუდავთ, ვინც ჩვენს “თავისუფლებაში” არ ჯდება
3-მე უკვდავი ვარ!!!
ვინმე “უკვდავი ქეთო” არსებობს თუ რატომ?
საქმეც მაგაშია ზუსტად, იმის პროპაგანდა მიდის რომ ეგ გადაცემა ხალხს მოაწონონ, როცა ადამიანი გამოდის და პირდაპირ მოუწოდებს ხალხს რომ ქალიშვილობა ცუდია ეს მე მგონი გარყვნილებაა; მე კი გადავრთავ მაგრამ მაგ გადაცემას სხვებიც ნახავენ, და რაკი ჩვენც საზოგადოების ნაწილი ვართ ე.ი. ჩვენც ვირყვნებით; ამის გაგება თუ უჭირს ვინმეს მაშინ არ ვიცი;
რაღაც დოზით შეიძლება გავლენა მოახდინოს, მაგრამ შორენა არ არის ისეთი ავტორიტეტი, რომ ძირეულად შეცვალოს ვინმე, თუ მანამდე ის
თავის პოზიციაზე მყარად დგას.
ხო და კიდევ, ზემოთხსენებული აქციის ორგანიზატორებს არა მგონია თავისუფლებაზე ძაან მისდიოდეთ გული. ამაში უფრო დარწმუნდებით თუ პირადად კითხავთ ამას;
ეგ სხვა საქმეა. მე მგონი, თავისუფლების შეზღუდვა უფრო ცუდია, ვიდრე შორენას გადაცემები
უბრალოდ, პირადი აზრია.
ინტუიციამ კვლავ არ მიმტყუნა
) უკვე რამდენი დღეა ეს ბლოგი ვიპოვე და რატომღაც ამ პოსტკოლაჟს არ ვკითხულობდი.. 
)
ჰოდა რახან კბილი მოტყდა, გეპატიება
არანაირად არ არის ეს სარკაზმი ზედმეტი, პირიქით, საჭიროცაა. ნეტა ვისაც ეხება ამგვარი სტატიები, ისინი თუ კითხულობენ
რას ერჩი კვირის პალიტრას, ბავშვს ანახეს როგორ გამოიყურბა აქლემი და ლომი და + ოდნავ გეოგრაფიაშიც გაანათლეს
დედამთილი კაი იყო
“რას გვეტყვი მამაო” ეჰ მანდ ერთი კითხვა იყო მარხვის დროს ცოლ-ქმრული ურთიერთობა თუ შეიძლებაო..
ნიჭიერ ადამიანს მეტი მოზომვა სჭირდება.
შორენა ქუჩაში უბრალოდ ქუჩის ბეგაშვილია, ხოლო ტელევიზიაში იგი საშიში პრპაგანდის იარაღია. (მემგონი)