“ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ…”

"...ხოლო დუმილი ოქროჲ რჩეული"

     ”no comment”-იც კომენტარია” – ჟურნალისტური ანდაზა

      ადამიანები იღებენ სურათებს, რადგან არ ენდობიან მეხსიერებას.
      ადამიანები იღებენ სურათებს, რათა სხვებს თავიანთი ცხოვრების ერთი გამორჩეული დღე უჩვენონ.
      ადამიანები იღებენ სურათებს, იმიტომ რომ ფოტოაპარატი აქვთ.
      ადამიანები იღებენ სურათებს იმ მიზეზით, რომ საკუთარი თავის თვალიერება მოსწონთ. 
      ადამიანები იღებენ სურათებს იმისთვის, რომ მოგვიანებით ისტორია გააცოცხლონ…

    …და ბოლოს, ადამიანები იღებენ სურათებს იმიტომ, რომ შემდეგ სხვათა შეფასების მოსმენის სურვილით აღტკინებულებმა, ისინი რომელიმე სოციალურ ქსელზე ატვირთონ.
    კომენტარებიც, რა თქმა უნდა, მოდის… მოდის, მინიმუმ მეგობრებისგან და მინიმუმ, იმიტომ მაინც, რომ ”დაკომენტებას” სთხოვ. ასე - ადამიანის, ან, ვალდებულების გრძნობის იძულების გამო – შექმნილი კომენტარები კი ისეთია, რომ ნებისმიერი “პროფილის” გამოხმაურებებში შეგიძლიათ იხილოთ.  
      მათ, შორის ყველაზე პოპულარული კომენტარების ოცეული ასეთია:

    1. “ზი dzersk,  ზი tesl” – სურათზე გამოსახულია:
ა) მამრი – თავზე ბენდენით, ცეცხლის ამაგიზგიზებელი მწველი მზერით, ტანსზევით შიშველი, ხელში ფულის კუპიურებით, დანით, ლუდის ბოთლით, ან სხვა ტიპის იარაღით, ჩაცუცქული, ან გადაჯვარედინებული მკლავებით… 
ბ) მდედრი - წინ წამოწეული ტუჩებით, მოჭუტული თვალებით და ვნებიანი გამოხედვით, ხის გვერდზე მიყუდებული, ხის გრძელ სკამზე მჯდომი, სადაც ერთი ფეხი აკეცილი აქვს, და როგორც “ზეპურნი ამა სოფლისანი” იტყოდნენ “ზმანზე მდგარი”

   საინტერესოა, თვითონ ის ტენდენციაც, რომ ”ზი თესლ” უკვე დადებით შეფასებად ითვლება.  

   2. “ძალიან უხდებით ერთმანეთს” – მთავარია, რომ სურათზე გამოსახულ წყვილს ერთმანეთი უყვარდეს და მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, მართლა შეეფერებიან თუ არა ისინი ერთმანეთს.

    3.”აუ, ამ სურათში ძალიან მაგრად ხარ” - ქვეცნობიერი ხაზგასმა იმაზე, რომ ესა თუ ის ადამიანი, ცხოვრებაში უფრო ცუდია, ვიდრე ამ სურათზე და გამოხატვა გაკვირვებისა ასეთი სურათის გამოსვლის გამო.  

   4.”ძაან მაგარი დღე იყო” – ფოტოები ძირითადად ექსკურსიას, დაბადების დღეს, ლაშქრობას, ლოთობას, ან რაიმე მსგავსს ასახავს. ამ “ღონისძიებების” მონაწილეები გადაღებულ სურათებს საჩქარო ტემპით ტვირთავენ საიტზე და მერე ერთმანეთს უწერენ, თუ რა “საოცარი დრო გაატარეს”, სხვებს კი გული სწყდებათ, რომ “ისინიც იქ არ იყვნენ”. ხოლო, მთლად გარეშე პირები, რომელთაც ამ აქტივობებზე დასწრების შანსი საერთოდ არ ჰქონდათ, დასტურს იძლევიან, რომ მათ “მართლა მაგარი დრო უტარებიათ”

   5. “ჩემი სიცოცხლე/სიხარული/ლამაზი/ლამაზუნა/ანგელოზი ვინ არისოო?… მიკალქალ” – “დაქალთშორისო კავშირების” დამადასტურებელი ფრაზები, რაშიც კოდირებულია მოთხოვნა: “ახლა შენც შემოდი ჩემთან და იგივე გააკეთე”. მსგავსი კომენტარი ასევე აუცილებლად მოითხოვს კომენტატორის მიერ გამოხატული სიყვარულის განმამტკიცებელ გამოხმაურებას, რომ “სურათირებულის” სიყვარულიც ასევე უსაზღვროა.

   6. “მაგარი კაციიი/ქალიიი” – ამ ტიპის კომენტარებისას, სურათზე გამოსახული პიროვნება და სიტუაცია რაიმე ნიშნით გამორჩეული არ არის. ეს ის კატეგორიაა, როცა არ იცი რა დაწერო, მაგრამ მეგობრობის გამო, ამის ვალდებულება გაკისრია.

   7. “საყვარელიი” – სურათზე გამოსახულია ბავშვი, რომელიც ალბომის ავტორის შვილი, ძმიშვილი, მამიდაშვილი, ან, რაღაცნაირი ნათესავია. ხალხი კი სკანდირებს, რომ ეს ბავშვი “ძალიან საყვარელი”, ან, “ანგელოზია” და დედას/მამას/მამიდას, ან,რაღაცნაირ ნათესავს ჰგავს. 

ჩემი ფავორიტი პასუხი ამ ტიპის კომენტარებზე

   8. “მევასება ეს კაცი/ქალი/როჟა/ხალხი/ნაროდი” – სიყვარულის ახსნის ირიბი მეთოდი, როდესაც კომენტატორი უშუალო ადრესატის ნაცვლად საზოგადოებას მიმართავს.

  9. “გაკოცეეეე” – ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველანაირი სათქმელი უკვე ნათქვამია, ყველანაირი კომენტარი გამოყენებული და დახარჯულია, ყველანაირი ფანტაზია ამოწურული და მეგობრებს შორის სიყვარულის დამტკიცების ერთადერთი საშუალებაღა არსებობს. კომენტარს თან “კოცნის” ვიზუალურად ასახული მხარეც, აუცილებლად თან ახლავს. თუმცა, ისეთი შემთხვევებიც არის, როცა სიტყვების ნაცვლად მხოლოდ სმაილებისღა იყენებენ.

   10. “უმაგრესი ფოტოა და შენც ძალიან საყვარელი ხარ” – მიზეზ-შედეგობრივი კავშირიდან გამომდინარე ლოგიკური კომენტარი, სადაც ერთადერთი ალოგიკური ის არის, რომ მიზეზსა და შედეგს წყობა არეული აქვთ.  

    11. “აუ, ძაან მაგარ ვიდზე ხაააარ” – სურათზე გამოსახულია შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი/”ჯაანმაგარსათვალეებიანი” და უცნაური ფორმის თმების მქონე, გარუჯული ბიჭი, ან, საბანკეტოდ და მსგავსი შემთხვევებისთვის სპეციალურად გამოწყობილი, იგივე ტიპის სათვალიანი გოგო. კომენტარის ეს სახეობა პირველადი შეხედვის ეფექტითაა გამოწვეული.  

   12. ლექსები – კატეგორია კომენტარისა, რომელსაც პრეტენზია აქვს იყოს განსხვავებული, მაგრამ ხშირად “პრეტენ”-ის “ფანტა”-თი შეცვლა არცთუ სახარბიელო შედეგს იძლევა:

   13. “ფოტო by me…” – სადაც, სურათის გადამღები ხარობს რა სხვათა დადებითი კომენტარებით, აღნიშნავს რომ ეს შედეგი მხოლოდ კადრში მყოფი პირის დამსახურება არ არის.

  14. “კაცი/ქალი ლეგენდა…” – კატეგორია კომენტარისა, სადაც სურათზე მყოფ პირს ფანტაზიის მრავალფეროვნების მიხედვით სხვადასხვა მეტაფორული რეგალიებით ამკობენ. მაგალითად: “კაცი – ქარიზმა, კაცი – ვნება, კაცი – გოგოების რისხვა, კაცი – მუსუსი, კაცი – საოცრება, კაცი – უბრალოდ მაგარი კაცი…” და სხვა.

   15. “ყველაზე მაგარი” – კონსტრუქცია, სადაც აღნიშნავენ, რომ ესა თუ ის პირი მსოფლიოში “ყველაზე მაგარი ტიპია”. ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად არის, სანამ იგივე პირი იგივე კომენტარს კიდევ ცხრა სხვა ადამიანს არ დაუტოვებს.  ამის შემდეგ კი ის, თუ ვინ არის რეალურად “ყველაზე მაგარი” ბუნდოვანი რჩება.  

   16. “No Comment” - კომენტარი, სადაც მისი ავტორი თვლის, რომ სურათი ისედაც ყველაფერს ამბობს და ზედმეტი ხოტბა-დიდება საჭირო აღარ არის. თუმცა, ამგვარი კომენტარი ძირითადად მაინც სათქმელის არქონით არის გამოწვეული და ფოტოზე გამოსახულ ადამიანს ამაში ნაკლები წვლილი შეაქვს.

   17. “აუ რა შავი ხარ/როგორ გიხდება ზაგარი” – პოსტ-სექტემბრისეული კომენტარები, სადაც ფოტოს ავტორი თავისი ნარუჯით ამაყობს და უნდა, რომ ეს სიამაყე სხვათა აზრებითაც განიმტკიცოს.

   18. “რაღაცნაირი კომენტარები” - სმაილებითა თუ ათასი მასალით აგებული კონსტრუქცია, რომელიც კომენტარის ავტორის სურათზე გამოსახული პირისადმი უდიდესი სიყვარულის ნაცვლად უფრო მეტად იმაზე მეტყველებს, რომ მან სხვასთან ძრომიალისას ეს “რაღაც” აღმოაჩინა და აღფრთოვანებულმა, თავის გამოჩენა გადაწყვიტა.

   19. “მიყვარხააარ/გენაცვალეეე/შემოგევლეე” – უბრალოდ, გულის მგზნებარე გამოხტომების პროდუქტი, სადაც ერთ სიტყვაში მთელი გრძნობაა ჩადებული.

    20. “სად აქვთ ბიჭებს/გოგოებს თვალები?” – მაჭანკლობის ირიბი ფორმა, სადაც კომენტატორი გაკვირვებას ვერ მალავს იმის გამო, რომ მისი მეგობარი ჯერაც ეულად დაიარება და ამას სხვათა თვალების უადგილო ადგილზე ყოფნით ხსნის…

    პ.ს: და თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით? :)

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
119 Responses
  1. modebilo elementi says:

    ბექა,მაგარი კაცი ხარ :D :D :D საკალელი :D :D : (ვაიმე,მგონი პირველად დავწერე ეს სიტყვა :D )
    საქმე გამიჩინე,”ოდნოკლასსნიკებზე” და ფისებუკზე დავიწყე კომენტარების წაშლა :D :D :D აქამდეც მაღიზიანებდა,მაგრამ “მეგობრებს” ვიცოდებდი და ჩემს თავსაც(ხომ გიწერია,მემე რაც ხდება ამ შემთხვევაში :D )დაე,ვიყო ბანძი და გოიმი(კომენტარების სიმცირის გამო) ბანძებისთვის და გოიმებისთვის :D
    პოსტი იყო “The დერსკ” :D :D :D :D :D
    რაჭველი არ ვარ,უბრალოდ ახლახანს აღმოვაჩინე შენი ბლოგი :) :)

  2. modebilo elementi says:

    ” facebook” ra magrad miweria,ara ra,chemi komentaris gagzavnamde wakitxva unda viswavlo :D :D
    ან ეს “მემე” რას ნიშნავს ნეტავ? :D :D :D აუF,რა ზუსტად შევარჩიე ჩემი ნიკი :D

  3. JIBI says:

    შენ გამოგრჩა კომენტარი…” ეს სურათი ვინ გადაგიღოოო?? “…

  4. ubralod adamiani says:

    gadavwyvite adno gavauqmo :D tvali amixile raaaa…..

  5. ნათუ says:

    :D :D :D

  6. სალომე says:

    დღეს პირველად შემოვედი შენს ბლოგზე და თვალები დავითხარე კითხვით ისე დამაინტერესა :D ამის შემდეგ კარგად დავფიქრდები სანამ კომენტარებს დავწერ :D

  7. jesse says:

    …ცხოვრებაში კომენტარის დამწერი აღარ ვარ.. :D (:D თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთებს ნამდვილად არ ვწერ :D :D ალბათ ნაკლებად სარწმუნოა, მაგრამ ფაქტია:D )სხვას რომ გაეკრიტიკებინა ასე გასაკრიტიკებელი, კითხვა გამიჩნდებოდა, თვითონ კრიტიკოსი რითი შეაფასებდა-მეთქი, ‘რაღაცნაირი’ ნაცნობის თუ ახლობლის სურათს, მაგრამ შენთან მიმართებაში ეს კითხვა უბრალოდ ვერ გამიჩნდება. ზუსტად იცი, რა სად და როგორ(ასეთი შთაბეჭდილება მრჩება) ან რაში გჭირდება, ჩემი კომენტარი, მაგრამ მაინც დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. მაგარი ხარ. უდიდესი სიამოვნება იყო ამის წაკითხვა. :D !!! ცოტა გაურკვევლად დავწერე, მგონი, იმიტომ რომ ბევრის თქმა მინდა, მაგრამ ცოტას ვწერ. მოკლედ, წარმატებები !!!

  8. ქევანა says:

    სიმართლეს ღაღადებს პოსტი შენი…

    მე4 და მე13 შემთხვევები მეც მქონია :დ

    გავწითლდი :>

  9. გიორგი says:

    ზი dziersk პოსტი xD მაგარია სგ

  10. Toma says:

    ძალიან ვიხალისე როცა ამ კომენტარებს ვკითხულობდი, სერიოზული ფსიქოლოგიური წიაღსვლებია გაკეთებული და რაც მთავარია ეს ყველაფერი ძალზედ მსუბუქად, იუმორით და ლაღად არის გადმოცემული. კარგია ასე გააგრძელეთ.

  11. tsitsi says:

    მე_2 ყველაზე ნაღდია:D:D:D

  12. ლევან says:

    უბრალოდ დამღლელია ყველგან ერთი და იგივე თემის კრიტიკა და მერე ამის მოსმენა… ისე, ზოგადად თუ შევხედავთ, საზოგადოების უმრავლესობა ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც ამავე საზოგადოების მცირე მაგრამ საღად მოაზროვნე ნაწილს არ მოეწონება – სოცქსელომანიის შემდეგაც იქნება რაღაც და აქამდეც იყო, ხოლო ჩემი აზრით არ ღირს ამ ყველაფრის ასეთი ისტერიული კრიტიკა (ვგულისხმობ იმას, რომ თითქმის ყველა ბლოგზე შეხვდებით მსგავს პოსტს, არაფერი პირადული. შენი წერის მანერა საკმაოდ კარგია)

  13. DOMENIKO says:

    ყოჩაღ ავტორს ))…. Mუუგარი ვიღადავე lol lol lol lol lol

  14. საინტერესოა კიდევ ერთი კატეგორია:ადამიანები რომლებიც გამუდმებით აკრიტიკებენ გარშემომოყოფებს მათი “ბანალური” პოსტების,”ბანალური” ურთიერთობების,”ბანალური” ცხოვრების წესის და ა.შ გამო რითაც ქვეცნობიერად ხაზს უსვამენ საკუთარ უსაზღვრო ფანტაზიასა და განსაკუთრებულობასა.უბრალოდ მოსაბეზრებელია მგონი=]

    • მჩხაპნელი says:

      არანაირი პრეტენზია არ მაქვს უსაზღვრო ფანტაზიასა და მით უმეტეს, განსაკუთრებულობაზე :) უბრალოდ, ფაქტია, რომ ასეთი ურთიერთობა მეტისმეტად ხელოვნური და ოდნავ გამაღიზიანებელია (პირადად ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში. სხვისი არ ვიცი) :)

  15. აბნ says:

    იუჰუჰუჰჰჰჰჰჰჰჰჰუუუუუუუუუუუუუუუუუუ ვიხალისეეეეეეეეეეეეეე

  16. რუსკა says:

    hah hah hah hah hah ვაიმე გალურჯებამდე ვიცინეეეეე :D :D :D :D :D :D

  17. Fan of Mchxapneel...=X says:

    Magari kacii the Dzeersk :D martla magari xar:*

  18. ლადი ღლონტი says:

    რაც მაწუხებდა და რაც ნერვებს მიშლიდა ყველაფერი აქაა … თავიდან მეცინებოდა მარა ეხლა უკვე გამაგიზიანებელია ეგეთი რაგაცეები : ) საგოლ ბლოგერს … დგეში მინიმუმ 2 3 მწერს დამიკომენტე რა გთხოვ… ვისაც ბევრი კომენტარი აქ “ოდნოებში” ის უფრო მაგარია :( :( :(

    • მძიმე) says:

      ეგ მართლა ნერვებისმომშლელია devil და სიტყვები:ცაკალელი,მიკალქალ,დაპალო რა ლამაზი ხარ და ა.შ (და ამას ბიჭი რომ წერს ხო ტვინში სისხლი უნდა ჩაგექცეს წესით devil )

  19. ნამე_ნამე says:

    ფეისბუქის აპლიკაციებზეც დაწერე რა რამე, იქნებ გადავეჩვიოთ… უკვე ნერვებს მიშლის

    • მჩხაპნელი says:

      მაქვს რაღაც მსგავსი დაწერილი :) იხილე “facebook”-მა რა ჰქმნა” :)

  20. ომგ says:

    საღოლ რა შენ რეებს აკვირდები :D :D

  21. ნინიკუსი says:

    დღეს პირვეად შემოვედი შენს ბლოგზე და ძალიან ვიხალისე,ვისიამოვნე და საერთოდ კარგ გნწყობაზე დავდექი.ძალიან კარგად წერ.მოხიბლული ვარ.წარმატებებს გისურვებ.ერთხელ ახლობელმა მომწერა სურათებს რომ შLი კომენტარები მაინც არ გენანებაო? ეხლა მოვხვდი რაში ყოფილა საქმე :D :D:D გამოდის მაგარი გოიმი ვარ hah hah hah

  22. ანუშკა says:

    ერთი რაღაც გადავიწყდაა კომენტარებში რომ ჩატი აქვთ გამართული და ა.შ. ერთმანეთს ლამის ჩაათხლიშონ რაიმე თავში ეს რაზე მეტყველებსს???

  23. ანუშკა says:

    devil devil devil :D :D

  24. ქრისტინ''ა'' says:

    კომენტარის დაწერაა სრული იდიოტიზმია ჩემი აზრით wasntme

  25. ქრისტინ''ა'' says:

    yba . . . ))))))))))))))

  26. აქ იცინეთ ,დაწერეთ ღმერთო ჩემო რა გოიმობაა და ა.შ და მერე მიბრუნდით და იგივე გააკეთეთ თქვენ :D :D:D:D მართლა რა სასაცილოა ზოგი :) )

  27. ასმი says:

    ასეთ კომენტარებს მართლა წერს ვინმე?ვაიმე რა კარგია რო არა მაქვს ადნაკლასნიკები და არც არასდროს მქონია.ძალიან კარგად წერ.წარმატებებს გისურვებ

  28. კომენტარებს აღარ დავტოვებ!!! არსად!!! :D :D :D

  29. ანუკინუკა says:

    ძაან საინტერესოდ წერ, ახლახანს აღმოვაჩინე ეს საიტი და დრო რომ მაქვს სულ შენ პოსტებს ვკითხულობ

  30. Midnight Lady says:

    ღიმილის გარეშე ვერ წაიკითხავ ამ ყველაფერს :D ან სიცილის :D რაღაცებში ჩემი თავიც ვიპოვე, მაგრამ მხოლოდ რაღაცებში და უმრავლესობაზე მეც მსგავსი რეაქცია მაქვს. ოთახში მზის სათვალით გადაღებულ ფოტოებს დავამატებდი ამ სიას და კიდევ სურათებს სათაურით: “ერთის ხათრით” “ცოტა ხანს იყოს” და ა.შ. :)

  31. UNIcode says:

    ვიცინე ძაააააააააააააააააააააააააააააააააააან — ამ კომენტარს დავწერ… ჩემი ჯგუფელი მიწერს მუდმივად ჩემს სტატუსებზე,კომენტარებზე და ნუ მოკლედ ყელშია და ძლივს მომეცა საშუალება ამ კომენტარზე შურისძიების:D მადლობა ისევ შენ..

  32. აზერგოგო says:

    ჩემს ე.წ. საიტზე “ოდნოკლასნიკ”-ებში სტატუსად დავაწერე: “შეფასებებსა და კომენტარებს არ ვწერ, ყელში მაქვს ამოსული, სკოლაშიც მყოფნის”. მასწავლებელი ვარ. და თქვენ წარმოიდგინეთ, გაამართლა. გული აღარავის სწყდებოდა ჩემზე უკომენტაროდ დატოვების გამო. სურათებსაც ნაკლებად ვათვალიერებ და “ობსუჟდენიებსაც” არ ვკითხულობ. ვიურთიერთობოთ შეუფასებლად თუ ფასდაუდებლად. მზად ხართ?

  33. რუსო says:

    აუუ ძაააან მაგარე ნაროდეეეე…მიყვარხაართ ჩემებეეეე :D ეს გამოგრჩააა :D :D

  34. კატო says:

    ეს , რეალობაააააააააააა, სასაცილო რეალობა, სატირელი, რომ არ იყოს.

  35. მარი says:

    რაჭველი არც მე ვარ,მაგრამ აქ კომენტარის დაწერა ყველაზე ბოლოს მიწევს მგონი..მადლობა ავტორს იმდენი ვიცინე რომ არ ვიცი:DD.სწორედ ეს “კომენტარები”და მისი დამწერი ხალხია მიზეზი რატომაც არასოდეს მქონია მსგავსი საიტები.

Leave a Reply

Current month ye@r day *