ოცნების ქალაქის პროფილური რეალობა

      (შენიშვნა: პოსტი არ არის სარეკლამო და ჩემი იმედგაცრუებული საფულის ინტერესების გარდა, სხვას არაფერს ემსახურება)

      ”ოსკარის” მიღება ჩვენ კიდევ დიდხანს არ გვემუქრება…

      არადა, ისეთი “პრომოუშენი” გაუკეთეს  პროდუქტს და ისეთი “პრომო” “უშინეს” საზოგადოებას, რომ ქართულ ფილმთან მიმართებაში “ფენიქსი” და  ”რენესანსი” ერთდროულად გამახსენდა. 

     ამ დროს,  “ოცნების ქალაქი” იმ ტიპის “ჰოლივუდური” საქვითინო ჟანრის ფილმი აღმოჩნდა, რომლის სანახავად არც მთლად მხოლოდ “რუსთაველის” გემრიელი ბატი-ბუტის ხათრით წახვალ და არც იმდენად დაგაინტერესებს, ჭამა სულ რომ გადაგავიწყოს.

     მოკლედ, ეს არის მელოდრამა, რომელიც ადამიანმა ერთხელ, ისიც შეყვარებულთან ერთად და ისიც რომანტიკულ ხასიათზე უნდა ნახოს…

   შენიშვნა # 1: “ფილმია თუ რეკლამა?!” - გინახავთ ფილმი, სადაც მთავარი გმირი “სნიკერსს” კბეჩს, მერე ყბების ქნევითა და ტუჩების ლოკვით ეკრანს აჩერდება და “იცით, მე სნიკერსს ვჭამ“-ს ამბობს? ან, გინახავთ ფილმი, რომლის მსვლელობისას მუდამ ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ მსახიობი წუთი წუთზე კამერისაკენ მობრუნდება, სანდომიანი ღიმილით რომელიმე პროდუქტს შემოგთავაზებთ და “მაღალი ხარისხი დაბალ ფასად, შეიძინეთ ჩვენთან”,”ჩვენი მისამართია…” ან, რამე ასეთს იტყვის?
    ეს ისე,  უტრირებული სახით… თუმცა, ფაქტია, რომ “ოცნების ქალაქის” ყურებისას, ძალიან ძნელია გაერკვე სად მთავრდება რეკლამა და იწყება სიუჟეტი;

    მაგალითი ფილმიდან:

  •    კადრში ჩანს კედელი, სადაც ყველა შესაძლო ადგილზე “ნატალი”-ა მიწერილი. თუმცა,  როგორც ჩანს რეჟისორი ჩვენს მხედველობას არ ენდობა და ორივე ყურისადმი გამოხატული პატივისცემის გამო, ეპიზოდს: “აუ, რა მაგარია არა ეს ნატალი?!” - თი იწყებს.
  •     ფილმში რამდენიმეწუთიანი ეპიზოდია მათთვის, ვისაც “ფლაერების”/ბუკლეტების/მოსაწვევების დაბეჭდვა, ან, გავრცელება სურს და როგორ მოიქცეს, არ იცის.
       თუმცა, სიუჟეტის განვითარებისათვის სასიცოცხლოდ გადამწყვეტი არც “print.ge”-ში დავბეჭდე“-ს აღნიშვნაა და არც შემდეგი დიალოგის გამართვა:
    ჯეკო: “ამათ სამ დღეში გაავრცელებ!”
    ოფიციანტი: “კი, მაგრამ როგორ გავავრცელო?
    დუტას გმირი: “ჰო, ჰო, როგორ გაავრცელოს”
    ჯეკო: “მიდი ჯეოპლიუსში და ადნაკლასნიკებზე აგიტვირთავენ”  

  •     “ლოტო”-სა და “პრაიმ-ტაიმის” რეკლამას ფილმში მხოლოდ სლოგანები აკლია. ყურადღებას თუ არ მივაქცევთ იმას, რომ “ლოტოს” გათამაშება სამშაბათსა და პარასკევს ტარდება და შესაბამისად, მისი შედეგები მეორე დილის, ორშაბათობით გამომავალ ”პრაიმ-ტაიმში” ვერანაირად ვერ იქნება, თვითონ რეკლამა მაინც ძალიან ხელოვნურია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ გამყიდველისათვის ლოტოს ბილეთის თხოვნა და ციფრების კარნახი აშკარად რეკლამისკენ მიანიშნებს და მეორეც,  როდესაც ხედავ თუ როგორ დევს “პრაიმ-ტაიმი” მაგიდაზე მთელი  სამწუთიანი ეპიზოდის განმავლობაში, აღარ არის საჭირო, რომ მეოთხე წუთს ეს გაზეთი ხელში თითქმის უშინაარსოდ აიღო და მაყურებელს თვალებში შეაჩეჩო.
  •     ღვინის რეკლამა საერთოდ ყველა ფანტაზიის ზღვარს სცდება:  
    ოფიციანტი: რას დალევთ?
    ნანკას გმირი: ღვინოს
    აჩიკოს გმირი: წითელი თუ თეთრი?
    ოფიციანტი: ქარვისფერიც გვაქვს…
    აჩიკოს გმირი: ქარვისფერი?
    ოფიციანტი: ჰო “თელიანი ველის” ღვინო…
  •    აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ყოველ მეორე სცენაში აუცილებლად რაღაცის რეკლამა უნდა იყოს. თან კადრი ამ “რაღაცაზე” ისეა მიბჯენილი, რომ ცალკე თვალები გვეჭედება კადრით და ცალე ყურები – ფრაზებით: “რა მაგარია ლუტეცია”, “ვაუ, პრადა, ყოჩაღ ნინი”, “სტუდია პიქსელის დახმარებით რემონტდება” და სხვა.

            შენიშვნა # 2: ფილმია თუ პროფილ(მ)ი?!

    საქართველოში უკვე ”ასათიანი-მა(ნ)ია”-ა  მოდებული და თუ ასე გაგრძელდა, საზოგადოებას  ფსიქიკური პროფილ-აქტიკაც კი შეიძლება დასჭირდეს. თუმცა, არსებობს მოწინააღმდეგე ბანაკიც, სადაც მაია ასათიანი მისი ხელოვნურობის გამო აღიზიანებთ.   ახლა წარმოიდგინეთ როგორი იქნება მაია ასათიანი, რომელიც ფილმში თამაშობს წამყვანს იმ გადაცემისა, რომელშიც ის რეალობაში ისედაც თამაშობს… ან, ნუ წარმოიდგენთ, ცოდოა ფანტაზია. 
   ასევე, მესიჯი ფილმში, რომ მეძავებიდან დაწყებული, ტაქსის მძღოლით გაგრძელებული და საზოგადოების ნებისმიერი ფენით დამთავრებული, “პროფილს” ყველა უყურებს (რამდენადაც ეს მათი აცრემლებული თვალებიდანაა შესაძლებელი) უკვე ცოტათი მოსაბეზრებელია, ცოტა მეტი თუ არა.  მით უმეტეს მაშინ, როდესაც “კაი, ჩემო ბატონო”-ს ტიპის ფრაზები არც ფილმში დადგმულ გადაცემას აკლია.

         შენიშვნა #3: მაყურებელი ვარ თუ ინტრიგანი?! (ფილმისმიერი შეცდომები)

  • ვიტრინებსა თუ სახლებში მდგარ ტელევიზორებში, “პროფილისა” და “კურიერის” კორესპონდენტის პირდაპირი ჩართვის შემთხვევაში, კუთხეში “რუსთავი 2″-ის ლოგო არ არის;
  • “პროფილი” გადის პირდაპირ ეთერში;
  • ნანკას გმირი, რომელსაც საკუთარი მანქანა ჰყავს, მას მხოლოდ ერთხელ იყენებს და ძირითადად ტაქსით, ან, მამის ავტომობილით მოძრაობს;
  • მგზავრების” თხუთმეტივე წევრი ერთ პატარა ბინაში ცხოვრობს;

  • “ნაით-ოფისის” სამზარეულოში ვიღაც მზარეულის ტიპაჟის ადამიანი, რატომღაც ცომს ზელს და აბრტყელებს… (დისკოთეკაზე, კოქტეილს თუ ხაჭაპური არ დააყოლე, რაა გართობა?!”) ;
  • “პსპ”-ს აფთიაქარი საოცარი სუპერძალით გამოირჩევა, იმიტომ რომ ერთ წამში  სამი ნივთის სამ პარკში მოთავსება უპრობლემოდ შეუძლია;
  • ერთ ეპიზოდში, ნანკას პერსონაჟს ჩაის რაღაც გამურული და ჟანგიანი ჭიქით ასმევენ, რათა, სავარაუდოდ, ხაზი გაესვას იმას, რომ მან - ლონდონში მყოფმა გოგომ, ჩვეულებრივ ხალხს თავი გაუყადრა. თუმცა, როდესაც მის გვერდით აჩიკოს პერსონაჟი  სასმელს ერთჯერადი, სუფთა ჭიქით სვამს, ჩნდება მარტივი შეკითხვა: რა დააშავა ნანკამ?
  • მდიდარი მამის შვილი თითქმის მთელი ფილმის მანძილზე, ერთი და იგივე წითელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დადის;
  • ფილმის აშკარა საახალწლო განწყობა გაგანია გაზაფხულს არ უხდება;
  • ერთ-ერთ ეპიზოდში ნანკას ანერვიულებული პერსონაჟი, ტაქსს აჩერებს და სახლის ნაცვლად, რატომღაც პარლამენტის წინ მიდის…

      ჰო კიდევ… ცუდია, რომ  სექსის სცენები საბნის ქვეშ აღარ მიმდინარეობს და კარგია, რომ სექსის სცენები საბნის ქვეშ აღარ მიმდინარეობს.

      რა მომეწონა:

  • მუსიკალური გაფორმება – მგზავრების ნაცნობი სიმღერები + ახალი საუნდტრეკი, რომელსაც უდავოდ “ასაკვიატებელ” მელოდიათა ჟანრს მივაკუთვნებ;
  • შიგადაშიგა კარგი იუმორი 
  • მსახიობთა ნაწილის სამსახიობო ოსტატობა
  • დანარჩენი იხილეთ სხვა ბლოგებზე :)

    მოკლედ, “ოცნების ქალაქი”  – ბილეთებზე რიგების არარსებობის მიუხედავად –  რიგ შემთხვევებში ურიგო ფილმი ნამდვილად არ არის და გათვალისწინებით იმისა, რომ ამ ტიპის ბანალური  რომანტიკული ფილმები ჩემს შეძვრას ვერ ახერხებს ხოლმე, შეგიძლიათ კინოში მაინც შეიაროთ… ბატი-ბუტი ხომ ასეთი გემრიელია!

 

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
120 Responses
  1. Snitch says:

    უკვე აღარ ვიცი რაღა დავწერო რა.
    “მამა ხარ” ბანალურია
    ჩემივე applaud-იც უკვე ბანალურია
    საღოლ მაგარიაც და მისთანებიც.
    სახინკლეში დაგპატიჟებ :)

    • მჩხაპნელი says:

      :D :D მადისაღმძვრელად განსხვავებულია!

  2. : )))) გრეით : ))))
    მაგარი მიმოხილვაა როგორც ყველა სხვა პოსტი ამ ბლოოგზე!!!

    • მჩხაპნელი says:

      სენქ you ამ და სხვა პოსტების სახელით :)

  3. აი ყოჩაღ, უდიდესი რისფექთი შენ! ეგრეც ვიფიქრე, რომ ცარიელი პიარი იყო ეს ფილმი და მაგიტომაც არ გავხდი პიარის მსხვერპლი.

    • მჩხაპნელი says:

      მე მიმსხვერპლა,სამწუხაროდ :) არადა, როგორ ვამაყობდი, რომ “თბილისურ love story”-ზე ჩემი შეცდენა და შეტყუება ვერ მოახერხეს :)

  4. მინდია says:

    ამიტომ მიყვარს შენი პოსტები ;) ))

  5. ნუცა (N.TABA) says:

    ძალიან კარგი პოსტია, როგორც ყოველთვის!
    დიდი მადლობა ინფორმაციის მოწოდებისათვის : )გავითვალისწინებ, ნახვად ღირს ( ალბათ 17 დიუმიან ეკრანზე, ასე აჯობებს)…

    • მჩხაპნელი says:

      ნუ, ზედმეტი მაგდენივე ლარი თუ გაქვს კინოეკრანზე სჯობს :) და ამ მცირე კრიტიკის გამო, ნაკლები მოლოდინის შემთხვევაში, საბოლოოდ შეიძლება ფილმი მოგეწონოს კიდეც :)

  6. teona says:

    დღეს ვნახე ეს ფილმი და ერთ რამეში გეთანხმები, საშინლად მაღიზიანებდა რეკლამები, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან კარგი განწყობა დამიტოვა მთელი დღის მანძილზე და კარგი საყურებელი იყო!!! ნუ დაუჯერებთ doin.ge-ს ხალხნო :D

    • მჩხაპნელი says:

      :D მე ღამე ვნახე და განწყობა კინოთეატრის კარამდეც ვერ მიმყვა. ალბათ, იმიტომ რომ ამ ჟანრზე არ ვგიჟდები მაინცდამაინც. რატომღაც მგონია, რომ გოგოებს უფრო მოეწონებათ. საყურებლად ცუდი ნამდვილად არ არის, “პროფილს”, რეკლამებს და ზოგიერთი მსახიობის საოცარ ხელოვნურობას თუ არ ჩავთვლით :)

  7. გაბო says:

    ბექა ვერ ვხვდები რატომ არ მოგეწონა ??? ერთი მსუბუქი გასართობი ფილმია კარგი იომორით და თბილისური ისტორიებით ოსკარი აქ რა შუაშია მე პირადად ვისიამოვნე მისი ნახვისას და არც მომრიდებია ჩემს პოსტში ამის აღნიშვნა. გადამეტებული მოლოდინი არაა კარგი ღრმააზროვან ფილმებს კი აქ დიდი ხანი არ გადაიღებენ და ოსკარიც არსად გვეჭყანება. ამ ჟანრის ქართულ ფილმებში საუკეთესოა.

    • მჩხაპნელი says:

      მე, ზოგადად, არ მომწონს ამ ტიპის ფილმები. ამ შემთხვევაში კი რეკლამა და “პროფილი” დაერთო ამ ყველაფერს :) ოსკარზე კიდევ, ისე დავწერე, სხვა დასაწყისზე ამაო ფიქრით რომ დავიღალე და შევეშვი :) გეთანხმები, ამ ჟანრში ნამდვილად საუკეთესოა, იმიტომ რომ სხვა ქართული მელოდრამა კომედიის ელემენტებით არც მახსენდება :) (დავაბრალებ ღამეს) :P

    • Andy says:

      არ მესმის მართლა რაა…. შეიძლება ვარსკვლავებს არ ეთამაშება და კინო აკადემიის ჯილდოზე პრეტენზია არ აქვს ,

      სარეკლამო ტრიუკები კი ყველა ფილმში მიღებული პონტია , უბრალოდ აქ გადაამეტეს ნამეტანი , მართლა კომპანია არ დარჩა ვისი რეკლამაც არ იყო.

      • მჩხაპნელი says:

        თან მგონი არც ერთი არ იყო ქვეცნობიერისთვის გათვლილი, პირდაპირ შემოგვაჯახეს :)

  8. გეორ.გე says:

    ხო ისე ინფორმაციისთვის მაგ ფილმში 30 ბრენდის რეკლამა კეთდება და საერთო ჯამში რეკლამებით 240 000 გელ შემოუვიდათ..

    მე არ ვყოფილვარ კინოთეატრში, მაგრამ ფილმის ნახევარი პროფილში ვნახე სინაარსი და ფინალიც გავიგე და მეორე ნახევარი რეკლამა იქნება,ასე რომ არანაირი აზრი არ აქვს ზედმეტი ფულის გადახდას..

    • მჩხაპნელი says:

      სრულიად ჭეშმარიტი ლოგიკაა. ამ ინფორმაციით, საშუალოდ სამ წუთში ერთი რეკლამა გამოდის. თითოს საშუალოდ 20-30 წამი მიაქვს და საბოლოო ჯამში სუფთა რეკლამა არცთუ ცოტა ადგილს იკავებს :)

  9. k@NudoSel! says:

    ჰააჰ, მე არ მინახავს და აღარც მაქვს სურვილი რეკლამების პოპური ვნახო ფილმის ნაცვლად
    :) ოსკარზე ალბათ ოცნებაც კადნიერება იქნებოდა

    • მჩხაპნელი says:

      თუ რამე “სტრანნი” ნომინაციები არ დაამატეს, ნამდვილად ასე იქნება :)

  10. PXAKO says:

    აუ ეს ასათიანი სუფთა კინდერ სურპრიზია რა

    • მჩხაპნელი says:

      “ქინდერ სიურპრიზი” ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი დიდი სიხარული იყო და ნუ გარდამიქმნი ბავშვობის ასოციაციებს სისასტიკეებში! :P

      • Snitch says:

        კი კი ეგრე იყო ჩემთვისაც და ძალიან გთხოვ ასეთ რაღაცას ნუ ადარებ არ გამდის :D

      • მჩხაპნელი says:

        კბილს ორი “ქინდერის” ხათრით ვიღებდი ხოლმე, თორემ ისე ვერარა ძალა გამაღებინებდა პირს :P

  11. lex tempus says:

    :) :)კარგია, რომ არ დაიზარე, არც ფული და დრო დაინანე და წახვედი:) მოსაწვევებით წასულ ბლოგერებს მხოლოდ კარგი ეწერათ და გასაგებიცაა…

    • მჩხაპნელი says:

      მოსაწვევი ძალიან არადემოკრატიული რაღაცაა :) მაგალითად, მე რომ მაგითი წავსულიყავი, შეიძლება თვითცენზურა გამჩენოდა

    • Katieé.Ge says:

      კარგი ეწერათ, მაგრამ ცოტა კრიტიკა ნათელი წარმოდგენის შესაქმნელად ყველას ჰქონდა ობიექტურად შეპარებული :) )

      • მჩხაპნელი says:

        ჰო, მთლად კარგის დაწერა ძნელი იყო მაგაზე :)

  12. lasha_i says:

    ვაი ბეჩავო ჩემო თავო. ამათ სუყველას ერთ ოთახში გამოვკეტავდი და გადავასხავდი “სალიარკას” !!!

    • მჩხაპნელი says:

      მთავარია, ასანთი არ აანთო, თორემ მერე უკვე ბრუტალური ქმედება გამოდის :P

  13. ფილმსაც გავეცანი..

    მიყვარს ეს ბლოგი !! :)

    • მჩხაპნელი says:

      თუმცა, ფილმის ნახვა უკეთესია, ვიდრე წაკითხვა :)
      (ნუ, ფილმს გააჩნია) :P
      პ.ს: ბლოგსაც უყვარს მკითხველები :)

  14. lylite says:

    :) ქართულ კინოზე დიდი ხანია აღარ წავსულვარ “ცამეტის” შემდეგ, და ასეთი ჟანრის ფილმებზე ხომ მითუმეტეს (შენს ნაწერს თუ გავითვალისწინებთ ხომ საერთოდ წასვლის სურვილი არ მიჩნდება :D :D )

    • მჩხაპნელი says:

      “ცამეტის” შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ არც არაფერი დაუტოვებია ისეთი, რომ მაინცდამაინც გული დაგწყვეტოდა, მისი უნახავობით :) ასე რომ, ესეც ერთ-ერთი ეგ “არაფერთაგანია”. ახალ წელს აჩვენებენ ტელევიზორშიც :)

    • Katieé.Ge says:

      13, მემკვიდრეობა და ბაბლუანების სხვა ფილმები, მე მგონი ქართულ კინოში აღარ ითვლება. სამწუხაროდ :) )

      • მჩხაპნელი says:

        მაშინ არც ოთარ იოსელიანის ფილმები უნდა ითვლებოდეს ჩვენად… :P

  15. ananiko says:

    ჩემი აზრით უფრო მაგრად უნდა დაგეცინა!!!

    • მჩხაპნელი says:

      მთლად ასეთი ცუდი ფილმიც არ არის. რიგ ეპიზოდებში მომეწონა, რამაც კრიტიკა ოდნავ გაანეიტრალა :)

  16. საბაჩკა says:

    არც ვაპირებიდ წასვლას და ეხლა უფრო არ წავალ,ხო პროფილი შენც თუ გაღიზიანებდა არ ვიცოდი,პროფილია კი არა ასათიანი

    • მჩხაპნელი says:

      დიდი ხნის მანძილზე არ მაღიზიანებდა, მერე ერთი-ორი გადაცემა ვნახე და… :)

  17. Tekla Kanudoseli says:

    მოკლედ ქართული კინო “აღმავლობის” გზაზეა =]]] რაღად გვინდა “ამარკორდი” ან “ამადეუსი”,თავზე საყრელად გვყოლია ქართველი ფელინები და ფორმანები და ვერც გაგვიგია =]]] კინომოყვარულები “პიონერფილმში” (ძალიან საბჭოთა სახელის მიუხედავად) ბევრად უკეთეს ფილმებს იღებენ =]]] კიდევ უფრო მეტად მიყვარხართ გრიშა მაასწ =]]]

    • მჩხაპნელი says:

      დაგეთანხმებოდი, ან, შეგეწინააღმდეგებოდი “პიონერფილმის” ფილმებიც რომ მქონდეს ნანახი, მაგრამ ახლა ერთადერთი იმაში შემიძლია დაგეთანხმო, რომ “გრიშა მასწ”-ი სიყვარულს ნამდვილად იმსახურებს :)

  18. ილია says:

    დაველოდები როდის გავა ტელევიზორში,თუ მანამდე ინტერნეტში გამოჩნდა ვუყურებ.ამისათვის არ ვაპირებ კინოში წასვლას.

    • მჩხაპნელი says:

      “რუსთავი 2″-სა და “იმედზე” უნდა გამოჩნდეს წესით, კინოთეატრებში რომ შეწყდება ხალხთა მიმოსვლა ამ ფილმზე. (არც ახლა აწყდებიან მაინცდამაინც) :) ინტერნეტში თუ დაიდო, ალბათ, ისეთი ხარისხით იქნება, რომ მაგას ისევ კინოში ნახვა სჯობს :)

  19. რამონა says:

    კარგი იყო, მაგრამ შენიშვნა: ბატიბუტი 50თეთრადაც იყიდება 10 ლარი რომ არ მიაბრდღვნა… (თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ კინოში მარტო თითქმის არავინ დადის..)

    • მჩხაპნელი says:

      “რუსთაველის” ბატიბუტი ცოტათი განსხვავდება 50 თეთრიანისაგან. ნუ, მთლად 2 ლარის ექვივალენტური განსხვავებაა – მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ თუ ფილმი, მაინცდამაინც “გოგონა სლაიდიდან” არ არის, ღირს მაინც იქ წასვლა :P

  20. MamuuK says:

    არც მწვადი დაწვი და არ ც შამფური :D

    არ მაქ სურვილი რო ვუყურო :) ………

    • მჩხაპნელი says:

      რომ დავუკვირდი, დაახლოებით ეგრე ჰქვია ამგვარ პოსტს :) ვეცადე ორივე მხარე მეტ-ნაკლებას (ერთი მეტად, მეორე ნაკლებად) წარმომეჩინა :P

  21. მე ამ ფილმზე არ წავალ და არ ვუყურებ იმიტომ, რომ მაია ასათიანი თამაშობს ერთ-ერთ როლს! არააააააა! არააააა! არაააა! ძირს ასათიანი! ვაიმე ყველგან როგორ არის ეს? რა დავაშავეთ?

    • მჩხაპნელი says:

      მის გადაცემას რეიტინგი მივეცით, მეტი არაფერი :)

  22. მე ვარ says:

    არ მინახავს ფილმი და არც საკუთარი აზრი გამაჩნია შესაბამისად. რეკლამებს რაც შეეხება, ბიზნეს კურიერს ვუყურე სადაც რეჟისორი ამბობდა რომ ზოგიერთი კომპანიის პირდაპირი მოთხოვნა ყოფილა მათი პროდუქტის სახელის ხაზგასმით ვერბალურად დაფიქსირება. (რათქმაუნდა შესაძლებელი იყო ნაკლებად გამაღიზიანებლად გაეკეთებინათ) მაგრამ დაიღალა ხალხი საკუთარი ჭიის გასახარებლად ფილმის გადაღებით. არც ისე საოცარი და დასაძრახია ის ფაქტი რომ კომერციული მიზნით იღებენ ფილმებს, უბრალოდ ვაცალოთ ცოტა და ისწავლიან მჯერა :) პროფილს რაც შეეხება, გადაცემა რომელიც ამ ფილმს ეძღვნებოდა მარაზმის ფეიერვერკი იყო და მეტი არაფერი :dull:

    • მჩხაპნელი says:

      30-ივემ ხომ არ იძალადა, თითქმის ყველა ჩამოთვალეს იმ ფილმში. მაგალითად, “პრაიმ-ტაიმი” რომ არ აეღოთ ხელში ყურადღების მისაქცევად, ისედაც ვხედავდი, რომ იქ იდო, ისევე როგორც ლოტოს ბილეთები, ვისოლის სამანქანო დასაკიდი, ლუტეცია, ნატალი, ბაგრატიონი და სხვა :)

      თუმცა, რეკლამა რომ უნდა იყოს ფილმის კომერციულობისათვის, ამაში ყველანაირად გეთანხმები :) შეფუთვასაც ვისწავლით იმედია :P

      • David says:

        ვისოლი კი არა ლუკოილი :) ) თანაც რაკურსის ცვლილების დროს ამ საკიდს ატრიალებდნენ უკეთესად რომ გამოჩენილიყო :) )

      • Katieé.Ge says:

        გახსოვთ რომელიღაც ბანკის ბარათის რეკლამა ბარი უაითის სიმღერის ფონზე? 212-ს ისხამდა ტიპი უბრალოდ გარეთ გასვლამდე სოლიდურობის ხაზგასასმელად.
        212 ყველას მოხვდა თვალში და დაამახსოვრდა, თვითონ ბანკი და რეკლამის მთავარი იდეა უკანა პლანზე გადავიდა.
        ნუ, ის ალბათ არასწორად გაკეთებული რეკლამა იყო ბანკის პოზიციიდან მაგრამ სამაგიეროდ თვალსაჩინო ნიმუშია, როგორ შეიძლება გააკეთო ეფექტური რეკლამა ირიბად :)

        • მჩხაპნელი says:

          ამ ისტორიის მიხედვით გამოდის, რომ უფრო ბანკის რეკლამა გაუკეთებიათ ირიბად, ვიდრე სუნამოსი :P

  23. zurriuss says:

    ვაიმე, გავგიჟდები უკვეეეეე!!! :) ))
    მე იმაზეც ვიკაიფე, ყველა ხედი რაღაც საგნის უკნიდან იყო ამოფარებული :) )

    • მჩხაპნელი says:

      აი, ამას კი არ დავკვირვებივარ :)
      ნუ, მეორედ მე მაგაზე წამსვლელი არ ვარ და ტელევიზორში ჩავუღრმავდები მერე :)

  24. David says:

    ეს პოსტი რომ წავიკითხე, იგივე თემაზე გამზადებული პოსტის დრაფტი ჩემს ბლოგზე ავიღე და წავშალე… :)

    • მჩხაპნელი says:

      არ ვიცი, “მადლობა” ვთქვა პოსტის მოწონებისთვის თუ “მაპატიე” შენი ბლოგისათვის “აბორტის გაკეთების” გამო :)

      • David says:

        ჩვენ ყველანი ერთი ბედკრული ბლოგოსფეროს წევრები ვართ :) სანამ შენი პოსტი დაიწერებოდა, დიდი სურვილი მქონდა რამენაირად გამეზავებინა მოსაწვევმიღებული ბლოგერების აღფრთოვანებული პოსტები 0 კრიტიკით. როცა შენ დაწერე, საქმე გაკეთდა :) ასე რომ, მე წავალ ისევ ისეთ რამეზე დავწერ, რაც სხვას არავის მოუვა თავში – მაგალითად მარშრუტკებზე ისრაელში :) )

        • მჩხაპნელი says:

          მართალია, არც კი დამესიზმრებოდა :D (არადა, ისეთი რამეები მესიზმრება ხოლმე…) :P

  25. dj-guro says:

    ჯიგარი ხარ! აი ასეთი პოსტები ჭირდება საზოგადოებას, საქართველოს და ერს.. ანუ მე. :D

    • მჩხაპნელი says:

      მუდამ საზოგადოების, საქართველოს და ერის სამსახურში მიგულე :)

  26. რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს
    უამრავი რეკლამა ფილმში
    თან საოვრად ხელოვნურად, ისე რომ რთულია გაარჩიო რეკლამას უყურებ თუ ფილმს
    “90/60/90″ -ში იყო კიდევ ბევრი ასეთი მომენტი :D

    • მჩხაპნელი says:

      მე საერთოდ მაგ ფილმმა გამაღიზიანა ისე, რომ ბოლომდე ვერ გავქაჩე :)
      დასტინ ჰოფმანის გმირი კიდევ ჰგავდა ქალს და ეს რაღაც ძალიან კაცურნაკვთიანი ქალი იყო :P

      • უი უი უი დასტინ ჰოპმანის გმირი არ ახსენო
        ნანუკას შოუში ზუზუმ გაიბრდღვნა ყველაფერი დასტინის გმირს რატომ მადარებთო :D :D

        • მჩხაპნელი says:

          მართალია, ის უფრო უკეთესად ასრულებდა ქალის როლს. რა შედარებაა :P

  27. ნინუცა says:

    ისედაც ბატი-ბუტის საჭმელად დავდივარ ხოლმე კინოში :D

    • მჩხაპნელი says:

      იდეალური ფილმია ეს ბატი-ბუტის საჭმელად :)
      ადვილად მოახდენ საკვებზე კონცენტრირებას :)

  28. betxovena says:

    საიტის დროს ვამოწმებ

    • მჩხაპნელი says:

      ვერ მივხვდი ეს შენიშვნაა, შეკითხვა თუ რაიმე ასეთი, თორემ გიპასუხებდი :) (შეიძლება სამი საათი რომ ხდება, მაგიტომ ვერ გავიგე) :)

  29. პაპა says:

    მე ვიცი, ესენი დაგემოწმებიან, გეტყვიან მართალია, ცუდი ფილმიაო და ყოველი შემთხვევისათვის გადაამოწმებენ!

    • მჩხაპნელი says:

      მე ისედაც აღვნიშნე, რომ ამ ტიპის ბანალური რომანტიკული მელოდრამები დიდად არ მიზიდავს, ამიტომ ჩემი ნდობა ამ მხრივ, არც ისე სასურველია. ჰოდა, დაე, გადამოწმდეს :)

  30. ლინა says:

    რა თქმა უნდა “წაკითხულს” ნანახი ჯობია :) რეკლამების ამბავში მეც დავეთანხმები “მე ვარ”-ის მოსაზრებას :) მეც მინახავს
    ფილმში არაერთი პროდუქციის თუ ბრენდის რეკლამა. თუ ზედმეტი არ არის ცუდს ვერაფერს ვხედავ. შეიძლება მარტო ამ შემოსავლით შეძლო ფილმის გაკეთება და რატმოაც არა. ერთი ფილმი მახსოვს, რომელიც ცნობილი ქერთლის საწინააღმდეგო შამპუნის “ჰედ ენდ შოულდერსის” დიიიიიდი რეკლამით მთავრდება, უფრო მეტიც სწორედ ამ შამპუნის წყალობით ფილმს ჰეფფი ენდი აქვს:) მოკლედ იმდენი საშინელი სიტყვა გამოვიყენე, სავარაუდოდ ბექას კრიტიკის ობიექტი გავხდები :) აქვე დავადასტურებ რომ პოსტი მომეწონა :)

    • მჩხაპნელი says:

      :D არანაირი კრიტიკა!
      რეკლამის ამბავს მეც ვეთანხმები, უნდა იყოს აუცილებლად. ნებისმიერ ფილმშია და ამაში ცუდი არაფერი არ არის :) უბრალოდ ისე უნდა შეფუთონ, რომ გამაღიზიანებელი არ აღმოჩნდეს. როცა მაგალითად ვხედავ, რომ მსახიობი “კენტს” ეწევა, გაფუილებასა და გაფუილებას შორის არ უნდა თქვას, რომ ეს “კენტია”, ან “კენტი რა მაგარია” (ეს კიდევ შეიძლება, კონტექსტში თუ ჩაჯდა) :) ამ ფილმში ეგეთი თვალშისაცემი არაერთი მომენტი იყო და ამიტომ არ მომეწონა რეკლამის გადმოცემა, თორემ აქვე კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ ნორმალურად გაკეთებულ რეკლამას ვემხრობი :)

  31. ქრისტინე says:

    ფილმი გამოსული არ იყო კინოთეატრებში და… ბექამ უკვე მოასწრო გაკრიტიკება :D არა კარგი პოსტია :) თუმცა არაფერია იმაში ახალი,რომ ქართველებმა კიდევ ერთი ბანალური და საყურებლად უვარგისი,ფილმი რა შუაშია და “რაღაც” გადაიღეს :(

    • მჩხაპნელი says:

      სხვათა შორის, მეც გამიკვირდა. საერთოდ, როგორც წესი, თუ სანახავად მივდივარ, 2 თვის მერე ხოლმე, მთელს თბილისს რომ მოსწყინდება ლაპარაკი :P ახლა უბრალოდ გამოცდების დამთავრების “აღსანიშნავ ღონისძიებას” დაემთხვა და ბარემ შემთხვევით ვისარგებლე,სანამ ცხელი იყო. :)

      პ.ს: როგორც საშინელებათა ჟანრის მოყვარული ველოდები “სპამს”. ნუ, არ მგონია, პირველივე მცდელობა შედევრი იყოს, მაგრამ მაინც, ახალი სიტყვა იქნება :)

  32. ვასს says:

    ეს ფილმი არ მიყურებია მარა რაც შეეხება პროფილს:რაც ეგ გადაცემა გადის ყოველთვის რაღაც მიშლიდა ნერვებს და არც იმდენად ერთგული მაყურებელი ვარ რომ ამ რაღაცით ბევრჯერ მომშლოდა ნერვები და მისთვის რაიმე სახელი დამერქმია, ახლა მივხვდიიი: წამყვანის ხელოვნურობაააა!!! სააგლთ:))))

    • მჩხაპნელი says:

      იმედია, “ხელოვნურია”, თორემ რეალურ ცხოვრებაშიც თუ ასე ლაპარაკობს და იქცევა, არ გამოდის მთლად კარგი :)

  33. მე ჯერ ვიყურე და მერე წავიკითხე შენი პოსტი:))))))))))მაგარი პოსტიაააა:)))))))))))))

    • მჩხაპნელი says:

      მეც გავითვალისწინე შენი კომენტარი “facebook”-ზე და მას შემდეგ დავწერე, რაც უყურე (სიზარმაცემაც შემიწყო ხელი, რა თქმა უნდა) :)

  34. lylite says:

    მჩხაპნელო, დამიჯერე, არც ახალ წელს ვუყურებ შენი მიმოხილვის წამკითხავი…

    ნუ, არ მგონია, პირველივე მცდელობა შედევრი იყოს, მაგრამ მაინც, ახალი სიტყვა იქნება :)

    რატომღაც მგონია , რომ ეგ სიტყვა გრამატიკულად გაუმართავი იქნება :P
    პ.ს. ტეგებს ვფლობ :D

    • მჩხაპნელი says:

      ჰო, იმ უცნაურად ჩასმულ მოჩვენებას თუ ვნახავთ ტრაილერში, მთლად მაღალი ხარისხის არ უნდა იყოს ტექნიკურად და შინაარსით თითქმის ყველა საშინელება ერთნაირია :P

  35. lafiett says:

    აუ მგონი ძალიან ზედმეტად ცოდოები ვართ ეს ქართველები მარტო იმიტომ რომ სრული მეწვრილმანეობით ვართ დაავადებულნი, არ გაგიგიათ? საკონდიტროში ხორცი არ უნდა იკითხოო, უბრალოდ დაჯექი უყურე თუნდაც ერთხელ და განიტვირთე, თუ ზედმეტი ძიება და ფსიქოლოგიური სიღრმეები გიზიდავთ სამაგისო ფილმი ბევრია… კარგით რა… და ბრმა ფანატები კიდევ ერთი ჩვენი სენია :D :D:D

    • მჩხაპნელი says:

      რომ ვერ განვიტვირთე, მაგაშია საქმე :)
      როგორც უკვე აღვნიშნე, შეიძლება ამისი მიზეზი უბრალოდ ჩემი დამოკიდებულებაა ამ ჟანრის ფილმების მიმართ :)

  36. - N.B says:

    მდაა .. მაოცებს ეს ყმაწვილი .. :P

  37. ქეთი says:

    მინდოდა ამ ფილმის ნახვა,მაგრამ მაია ასათიანის დანახვა აღარ შემიძლია!საინტერესო მიმოხილვა იყო.

    • მჩხაპნელი says:

      ეპიზოდური როლი რომ ჰქონდეს, კიდევ ჰო :)
      მაგრამ მთელი თავისი გადაცემით, ნამეტანია :)

  38. dreamar says:

    ფილმისმიერი შეცდომები არის გენიალურიიიი :) ბევრი ვიცინე. ყოჩაღ. მეც მიყვარს ასეთი შეცდომების ძიება ფილმებში :)

    • მჩხაპნელი says:

      ხანდახან მგონია, რომ ინტრიგანი ვარ, როცა ასეთ დეტალებს ვეძებ :P
      მგონია რა… ასე გამოდის :)

  39. ირინკა says:

    არგუმენტირებული პოსტია. მომეწონა ძალიან.

    • მჩხაპნელი says:

      ვეცადე, რომ მარტო დაუსაბუთებელი “ფუ,რა ბანძობაა” განწყობა არ ყოფილიყო და თუ გამოვიდა, ძალიან კარგი :)

  40. who cares says:

    ყველა სტატია შეიძლება ესე მაგრა გამოგდიოდეს???? მიყვარს დოინჯი =))))

    • მჩხაპნელი says:

      არ შეიძლება :) იხილე ამის ზემოთ არსებული სტატია :P

  41. WarrioR =]] says:

    ბექა, ყოჩაღ, კაი სტატიაა :) :) ძალიან მომეწონა …

    • მჩხაპნელი says:

      ის ზრდილობიანი სიტყვა, ამ დროს რომ ამბობენ ხოლმე :)

  42. გვანცი says:

    “გაღმა ნაპირი” ყველაზე მაგარი ფილმია. ოცნების საუნდრეკები არ მომეწონა. ის თუ შეამჩნიეთ 31 წლის ნანკა, რომ 19 წლის გოგოს ვერ თამაშობს სათანადოდ? :)

    • lylite says:

      მაგას ძალიანაც რომ მოუნდეს ვერ ითამაშებს :D

    • მჩხაპნელი says:

      მით უმეტეს მაშინ, როდესაც დაახლოებით იგივე ასაკის დუტა მისი მამის როლშია :)

  43. გვანცა says:

    თამამად შემიძლია ვთქვა რომ სრულებით ვეთანხმები ავტორს!!! პირადად მე გაოცებული დავრჩი იმდენადად ბანალური ისტორია იყო, აგარ ვლაპარაკობ სასმსახიობო ოსტატობაზე და რეჟისორის ხედვაზე…ეს სასაცილო კი არა სატირალია, რომ 21-ე საუკუნეში გამოდის ესეთი დაბალი დონის ვითომდა “მელოდრამა”, რომელსაც მასა აღფრთოვანებით უყურებს…რადგან ფილმის შემდეგ ბევრი კმაყოფილი სახის მომსწრე გავხდი… უბრალოდ ფილმი კი არა მარაზამია…

    • მჩხაპნელი says:

      ჩემი სეანსის დროს ბოლოში ტაშიც კი დაუკრეს :)

  44. Nicole says:

    ძალიან დიდხანს ვიმუშავე გამომცემლობებში, ვიცნობ უამრავ ჟურნალისტს, მეტ-ნაკლებად ცნობილსაც და ახალბედასაც, მაგრამ არ ვიცნობ არც ერთს, ვისაც შენსავით წერა შეუძლია!
    სასიამოვნოდ გაშტერებული ვარ!

  45. მიშკა says:

    გამიკვირდა 25-60-60_ის რეკლამა რომ არ იყო. გაეკეთებინათ რამე ავეჯის გადაზიდვის სცენა :D :D რეკლამებს სხვა ფილმებშიც აკეთებენ მაგრამ იქ არის მაგალითად BMW_ს ან აუდის რეკლამა რომელიც ფილმში მაგრად დადის და არა პროფილის და თელიანი ველის უაზრო რაგანცნაირფერი ღვინოს რეკლამას თან ისე რომ ბრაზილიურ სერიალშიც კი არ იკადრებენ :D საღოლ ძმაო. ნამდვილად რეალური შეფასება იყო. მე გეთანხმები

  46. თითების_ადმირალი says:

    მომწონს.. ))

  47. the vampire diaries says:

    ნეტა აქამდე წამეკითხა ეს პოსტი…ტყუილად არ დავკარდავდი დროს და ამავდროულად არ დავიზიანებდი ნერვებს……გეთანხმები ბოლო ასომდე(თუ სიტყვამდე,როგორცაა რაა) არ ღირს ყურება,ზედმეტად ბანალურია…..ბატიბუტზე მოვახდინე კონცენტრირება,თორემ ალბათ გამოვიქცეოდი….

  48. agata says:

    საქართველოში უკვე ”ასათიანი-მა(ნ)ია”-ა მოდებული და თუ ასე გაგრძელდა, საზოგადოებას ფსიქიკური პროფილ-აქტიკაც კი შეიძლება დასჭირდეს. თუმცა, არსებობს მოწინააღმდეგე ბანაკიც, სადაც მაია ასათიანი მისი ხელოვნურობის გამო აღიზიანებთ. ახლა წარმოიდგინეთ როგორი იქნება მაია ასათიანი, რომელიც ფილმში თამაშობს წამყვანს იმ გადაცემისა, რომელშიც ის რეალობაში ისედაც თამაშობს… ან, ნუ წარმოიდგენთ, ცოდოა ფანტაზია.

    ყველაზე ყველაზე წამყვანის, ყვლელაზე ყველაზე გადაცემა!!

    6 ორშაბათია, მაია ასათიანი ახალი სტატუსს “ყველაზე მაღალრეიტინგული გადაცემის” წამყვანობას ირგებს, და ვანოს (ჰმ, ვანიკო)ამ კომენტარზე ისე იღიმება, ვითომ მართლა საინტერესო და კარგი გადაცემის, ლამაზი ჭკვიანი და თავმდაბალი ავტორი და წამყვანია!

  49. ლაშა says:

    ჯერ თბილისში მე ადამიანი არ მინახავს ვისაც dream town არ მოსწონებოდა… ჩემი აზრით კაი კინოა , და ესეთ ბანალურ რომანტიკებზე უფრო ბევრი ხალხი მიდის ვიდრე სერიოზული შინაარსის მქონე კინოზე ;) თავისი გასაკეთებელი გააკეთა ამ ფილმმა, ბოლო 20 წლის განმავლობაში ამაზე უკეთესი კინო (ხარისხით , თუნდაც შინაარსით და მსახიობთა თამაშით) არ გადაუღიათ , და მგონი მართლა ფენიქსია ქართული კინო ინდუსტრიის ;) , ფილმისმიერ შეცდომებს ეგენი კი არა ჰოლივუდის რეჯისორები და ოპერატორები უშვებენ,,,,

    • the vampire diaries says:

      ლაშა მე მინახავს ადამიანები რომლებსაც “dream town” არ მოსწონთ….დამიჯერე ეგეთი ბევრია…..p.s მათ რიგებში ვართ მე და ჩემი მეგობრები

Leave a Reply

Current month ye@r day *