ასეთია ჭიანჭველას ბედი

ჭიანჭველამ ხვნეშით მოიგდო ზურგზე შაქრის ნატეხი და შინისკენ მიმავალ გზას დაადგა.

- მთელი დღე შრომა და შრომა, უზრუნველი ცხოვრება მომენატრა” – ბუზღუნებდა გაბრაზებული ჭიანჭველა და მაგიდაზე მიცოცავდა  – “რა მოხდება, ერთხელ საჭმელი თავისით მოვიდეს, სულაც ციდან ჩამოვარდეს. ღმერთო, მომეცი პური… თუნდაც ერთი ნაჭერი პური!”

უეცრად ზევიდან ზუზუნი გაისმა. ჭიანჭველამ რაღაც მძიმე იგრძნო.

“-დედა, სამი პური ამოვიტანე, მაგიდაზე დავდე და ეზოში მივდივარ” – მხოლოდ ესღა მოესმა მწერს და სული განუტევა.

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
30 Responses
  1. Rafi says:

    საღოლ ძაან მაგარია :D

  2. ჯიო says:

    საწყალი :(

  3. Cardinal says:

    აუ, შენც კაი სადისტი ხარ – ვიღაცა ხარ :D

    • Mchxapneli says:

      ეხლა რომ ვუკვირდები, მეექვსე კლასში საიდან მაწუხებდა ასეთი აზრები, არ ვიცი :) ნუ შემაცოდებთ ამ ჭიანჭველას მართლა :)

  4. lylite says:

    უჰ, რაც მე მაღაზიაში მაქვს ნასიარულები, ჭიანჭველების სერიოული მკვლელი გამოვდივარ :d

    • Mchxapneli says:

      ერთი მეორეს არ გულისხმობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არც გამორიცხავს :) ამიტომ დიდია შანსი იმისა, რომ მართლაც სერიული ჭიანჭველთმმუსრავი აღმოჩნდე :)

  5. keet says:

    აი მესმის ოცნების ასრულებაა :) ))

  6. eka says:

    :D მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგია, მაინც არ მგონია, რომ ჭიანჭველა მაგას ნატრობდა :D

    • Mchxapneli says:

      ითხოვდა და მიეცა :)
      ნუ, ფორმა გამოდგა ცოტა უხეში :)

  7. fifi says:

    :) :)
    სადაა აბა უზრუნველი ცხოვრება
    საწყალი

  8. Babuta says:

    :D :D :D :D :D :D :D :D ეს არის იგავი, თუ რატომ არ უნდა იწუწუნოს ადამიანმა :D :D
    ნუ ჭიანჭველამაც რაც მთავარიაა : )))))

    • Mchxapneli says:

      ისე, ჭიანჭველას კი აქვს საწუწუნო, მასზე 4-ჯერ მძიმე ტვირთს რომ ექაჩება. ადამიანს რა უჭირს :)

  9. lui says:

    ფილოსოფიურად მივუდგეთ, ხალხო! :–)

  10. lali says:

    ეტყობა, პურზე სულ შენ დადიოდი. თან, “ბექა, პური ამოიტანეო”, აივნიდან ზუსტად იმ დროს გადმოგძახებდნენ, როცა ბიჭები ორ გუნდად იყავით დაყოფილი და ის-ის იყო, “სტო პიატის” (თუ რაც იყო შენს დროს) თამაში უნდა დაგეწყოთ. ჰოდა, შენც შინაგანი პროტესტი გაგიჩნდა მაღაზიიდან პურის ამოტანის მიმართ. ცნობიერებაში ეს განმეორებადი მოვლენა რაღაც ტრაგიკულს დაუკავშირე – მას რაღაც უნდა შესწირვოდა. ცხადია, საკუთარ თავს ან მათ, ვინც გგზავნიდა, ვერ გაიმეტებდი და დარჩა ვინ? – საბრალო ჭიანჭველა. მეტიც, ჭიანჭველის ნატვრა: “რა მოხდება, ერთხელ საჭმელი თავისით მოვიდესო”, შენი სურვილის გამოხატულბა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი იქნებოდა, მაღაზიიდან პური თავისით ამოსულიყო. ალბათ, შენც ისევე ხვნეშით მოიკიდებდი ზურგზე სამპურიან პარკს, როგორც ამ იგავის გმირი – შაქრის ნატეხს. თან, მაშინ, ასე, 12 წლის იყავი – პატარა და სუსტი მხრები გქონდა.. ერთი სიტყვით, მაღაზიიდან პურის ამოტანა ცხოვრების კოშმარად გექცა და ვინაიდან ნიჭიერი ბიჭი იყავი, ეს გრძნობა შემოქმედებით წვაში გადაზარდე. სხვანი, ასეთ დროს, ე.წ. “ქუჩის გზას” ადგებიან. შენ მათზე ერთი თავით მაღლა იდექი და ხსნა ლიტერატურაში ჰპოვე. რას ჰგავს, იცი, ეს მბავი? აი, მწრლებზე რომ იტყვიან, თუ რამე არ აწუხებთ, ვერ დაწერენო: დავუშვათ, მწერალს თუ ბუნება არ ენატრება, ის ბუნებაზე ვერ დაწერსო. მაგ ამბავს ჰგავს. ეგ კოშმარი რომ არ არსებულიყო, შეიძლება, წერა არც დაგეწყო. შენც ამ ჭიანჭველასავით ბუზღუნებდი, გაბრაზებული, ალბათ, კიბეზე მიიზლაზნებოდი და როცა უკვე პურს აიტანდი, მხოლოდ ესღა მოგესმებოდა: “ხურდა შენი იყოსო…”
    ხედავ, როგორ შეიძლება, საკუთარი გმირი შენვე განგასახიერებდეს? :D :P

    • Mchxapneli says:

      :D პურის ამოტანა (მაშინ მეექვსე სართულზე),რა თქმა უნდა,ერთგვარი სტრესი იყო, რასაც მე და ჩემი ძმა გმირულად ვინაწილებდით :) მაგრამ არა ფეხბურთის თამაშის დროს, იმიტომ რომ სტადიონი შორს იყო და იქამდე ხმა ვერ მოწვდებოდა :) თან არც სამი პურის ფუფუნება და საჭიროება არსებობდა :)

      არის ამაში რაღაც სიმართლის ელემენტები, მაგრამ ასეთი ფსიქოლოგიურად შეშფოთებულიც არ ვყოფილვარ :P :D

  11. knuti says:

    საცოდავი ჭიანჭველა :(

  12. SaLoMea_Mze says:

    ვაიმეეეეეეეეეეეეეეე :D :D :D ეს შეცხადება გამოიწვია როგორც ამ ნოველის ფინალის წაკითხვამ აგრეთვე lali-ს კომენტარმა :D :D :D

    • Mchxapneli says:

      ჩემი ნაწერია უფრო მეტად კომენტარი მის ფსიქო-ანალიტიკურ განხილვაზე, ვიდრე მისი – ჩემს ნაწერზე :)

  13. jesse says:

    “ეძიებდე და ჰპოვებდე” …

  14. katerina says:

    მომეწონა შენი ბლოგი და ისიც, როგორ წერ. კარგად ღადაობ :) დაგამატე ჩემს ბლოგზე საკითხავთა სიაში.

    • მჩხაპნელი says:

      ახლა წავაწყდი ამ კომენტარს და იმედია, მისი მეორე ნაწილი – კვლავაც ასეთია :)

  15. anoonymouss says:

    ინატრა და მოვიდა კიდეც თავისით ნანატრი პური

    • მჩხაპნელი says:

      მორალი: დაფიქრდი, სანამ რამეს ინატრებ :)

Leave a Reply

Current month ye@r day *