ჭიანჭველამ ხვნეშით მოიგდო ზურგზე შაქრის ნატეხი და შინისკენ მიმავალ გზას დაადგა.
“- მთელი დღე შრომა და შრომა, უზრუნველი ცხოვრება მომენატრა” – ბუზღუნებდა გაბრაზებული ჭიანჭველა და მაგიდაზე მიცოცავდა – “რა მოხდება, ერთხელ საჭმელი თავისით მოვიდეს, სულაც ციდან ჩამოვარდეს. ღმერთო, მომეცი პური… თუნდაც ერთი ნაჭერი პური!”
უეცრად ზევიდან ზუზუნი გაისმა. ჭიანჭველამ რაღაც მძიმე იგრძნო.
“-დედა, სამი პური ამოვიტანე, მაგიდაზე დავდე და ეზოში მივდივარ” – მხოლოდ ესღა მოესმა მწერს და სული განუტევა.
საღოლ ძაან მაგარია
დანკე შონ
საწყალი
ნუ, შემაცოდებთ ეხლა
აუ, შენც კაი სადისტი ხარ – ვიღაცა ხარ
ეხლა რომ ვუკვირდები, მეექვსე კლასში საიდან მაწუხებდა ასეთი აზრები, არ ვიცი
ნუ შემაცოდებთ ამ ჭიანჭველას მართლა
უჰ, რაც მე მაღაზიაში მაქვს ნასიარულები, ჭიანჭველების სერიოული მკვლელი გამოვდივარ :d
ერთი მეორეს არ გულისხმობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არც გამორიცხავს
ამიტომ დიდია შანსი იმისა, რომ მართლაც სერიული ჭიანჭველთმმუსრავი აღმოჩნდე
აი მესმის ოცნების ასრულებაა
))
ოცნებასაც რომ შერჩევა უნდა რა…
ითხოვდა და მიეცა
ნუ, ფორმა გამოდგა ცოტა უხეში
სადაა აბა უზრუნველი ცხოვრება
საწყალი
შრომამ შექმნა…ჭიანჭველა (და ადამიანიც)
ნუ ჭიანჭველამაც რაც მთავარიაა : )))))
ისე, ჭიანჭველას კი აქვს საწუწუნო, მასზე 4-ჯერ მძიმე ტვირთს რომ ექაჩება. ადამიანს რა უჭირს
ფილოსოფიურად მივუდგეთ, ხალხო! :–)
აი, ქვემოთ არის ფილოსოფია, თუ არის
ეტყობა, პურზე სულ შენ დადიოდი. თან, “ბექა, პური ამოიტანეო”, აივნიდან ზუსტად იმ დროს გადმოგძახებდნენ, როცა ბიჭები ორ გუნდად იყავით დაყოფილი და ის-ის იყო, “სტო პიატის” (თუ რაც იყო შენს დროს) თამაში უნდა დაგეწყოთ. ჰოდა, შენც შინაგანი პროტესტი გაგიჩნდა მაღაზიიდან პურის ამოტანის მიმართ. ცნობიერებაში ეს განმეორებადი მოვლენა რაღაც ტრაგიკულს დაუკავშირე – მას რაღაც უნდა შესწირვოდა. ცხადია, საკუთარ თავს ან მათ, ვინც გგზავნიდა, ვერ გაიმეტებდი და დარჩა ვინ? – საბრალო ჭიანჭველა. მეტიც, ჭიანჭველის ნატვრა: “რა მოხდება, ერთხელ საჭმელი თავისით მოვიდესო”, შენი სურვილის გამოხატულბა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი იქნებოდა, მაღაზიიდან პური თავისით ამოსულიყო. ალბათ, შენც ისევე ხვნეშით მოიკიდებდი ზურგზე სამპურიან პარკს, როგორც ამ იგავის გმირი – შაქრის ნატეხს. თან, მაშინ, ასე, 12 წლის იყავი – პატარა და სუსტი მხრები გქონდა.. ერთი სიტყვით, მაღაზიიდან პურის ამოტანა ცხოვრების კოშმარად გექცა და ვინაიდან ნიჭიერი ბიჭი იყავი, ეს გრძნობა შემოქმედებით წვაში გადაზარდე. სხვანი, ასეთ დროს, ე.წ. “ქუჩის გზას” ადგებიან. შენ მათზე ერთი თავით მაღლა იდექი და ხსნა ლიტერატურაში ჰპოვე. რას ჰგავს, იცი, ეს მბავი? აი, მწრლებზე რომ იტყვიან, თუ რამე არ აწუხებთ, ვერ დაწერენო: დავუშვათ, მწერალს თუ ბუნება არ ენატრება, ის ბუნებაზე ვერ დაწერსო. მაგ ამბავს ჰგავს. ეგ კოშმარი რომ არ არსებულიყო, შეიძლება, წერა არც დაგეწყო. შენც ამ ჭიანჭველასავით ბუზღუნებდი, გაბრაზებული, ალბათ, კიბეზე მიიზლაზნებოდი და როცა უკვე პურს აიტანდი, მხოლოდ ესღა მოგესმებოდა: “ხურდა შენი იყოსო…”
ხედავ, როგორ შეიძლება, საკუთარი გმირი შენვე განგასახიერებდეს?
არის ამაში რაღაც სიმართლის ელემენტები, მაგრამ ასეთი ფსიქოლოგიურად შეშფოთებულიც არ ვყოფილვარ
საცოდავი ჭიანჭველა
თვითონ ისურვა ასე
ვაიმეეეეეეეეეეეეეეე
ეს შეცხადება გამოიწვია როგორც ამ ნოველის ფინალის წაკითხვამ აგრეთვე lali-ს კომენტარმა
ჩემი ნაწერია უფრო მეტად კომენტარი მის ფსიქო-ანალიტიკურ განხილვაზე, ვიდრე მისი – ჩემს ნაწერზე
“ეძიებდე და ჰპოვებდე” …
“მოითხოვე და მოგეცემა…”
მომეწონა შენი ბლოგი და ისიც, როგორ წერ. კარგად ღადაობ
დაგამატე ჩემს ბლოგზე საკითხავთა სიაში.
ახლა წავაწყდი ამ კომენტარს და იმედია, მისი მეორე ნაწილი – კვლავაც ასეთია
ინატრა და მოვიდა კიდეც თავისით ნანატრი პური
მორალი: დაფიქრდი, სანამ რამეს ინატრებ