“კვირის პლაგიატი”

“პლაგიატსა და უსინდისობას შორის ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ “პლაგიატი” უფრო თავაზიანი სიტყვაა” - ვინმე

პლაგიატია, როდესაც ცერა თითს აიშვერ და საზოგადოებას ისეთი გაბადრული სახით დაპირდები ცვლილებებს, თითქოს ამგვარი საარჩევნო კამპანიით მეორე ველოსიპედი კი არა, ტრისიპედი, ან, პიპედი (არც ერთი არ არსებობს) გამოიგონე.

პლაგიატია, როდესაც “შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, გვანცი… გვანცი, იმ ღამეს იყავი ანცი” – ს დაწერ და განაცხადებ, რომ ეს ლექსი არავის მიბაძვა არ არის.

პლაგიატია, როდესაც “კოკა-კოლას” ჩამოასხამ და “კოლა-კოკა”-ს დაარქმევ.

და ბოლოს, პლაგიატია, როდესაც საქართველოს ერთ-ერთ მაღალტირაჟიან გაზეთში მუშაობ, ვინმეს პოსტს გადაწერ და  შემდეგ, ისე ჯეკ-მფატრავისეულად დაჩეხავ, რომ ბლოგზე პატრონმა ვეღარ იცნოს…

ვანგა არა ისა -ს პოსტს, რომელიც განახლებული სახით ბლოგზე 2009 წლის 26 ოქტომბერს გამოქვეყნდა, შემდგომში “ჩემად” მოვიხსენიებ, ხოლო, მცირე წინასწარმეტყველებები კი, რომელიც “კვირის პალიტრის” დღევანდელ ნომერში დაიბეჭდა, პირობითად “მათ”-ად იქნება წოდებული:

მათი სტატიის დასაწყისი: “იმის გამო, რომ წინასწარმეტყველება მომგებიანი ბიზნესი გახდა, ჩვენც გაგვიჩნდა სურვილი გვეწინასწარმეტყველა. დავიწყეთ და მშვენივრად გამოგვივიდა…” – მეც მიყვარს “Google”

მათი: “2013 წელს კონსტიტუცია შეიცვლება და ქვეყნის პრეზიდენტად ერთი და იმავე პირის უკვე მესამედ არჩევა შეგვეძლება”
ჩემი: “2047 წელს მიხეილ სააკაშვილი მორიგ შესწორებას შეიტანს კონსტიტუციაში და კანონის მიხედვით, შესაძლებელი გახდება ერთი და იგივე პრეზიდენტის ზედიზედ მეცხრედ არჩევა” – მართალია მათი ფრაზა კვადრატული ფესვია ჩემი ფრაზიდან, მაგრამ საკითხს თუ არამათემატიკურად შევხედავთ, მსგავსება ცხადია.

მათი: 2014 წელს ამერიკის კინოაკადემია დააწესებს ოსკარის ახალ ნომინაციას – “ყველაზე საწყალი ფილმი”. 2015 წელს ,”ოსკარს” აიღებს “ოცნების ქალაქი”.

ჩემი: 2016 წელს ოსკარების ცერემონიაზე დააწესებენ ახალ ნომინაციას: “ყველაზე საწყალი ფილმი”, 2017 წელს კი ქართული ფილმი პირველად აიღებს “ოსკარს” –  ამას ჰქვია ზუსტად “დროს ფეხი უნდა აუწყოო”

"აბა თქვენ იცით..."

მათი: 2017 წელს ბუდაპეშტის სამიტზე მივიღებთ ნსმგ-ს (ნატოში სულ მალე გაწევრების) პროგრამას.
ჩემი: 2022 წელს მოგვცემენ “ნეწგპ”-ს (”ნატოში ერთ წელში გასაწევრიანებელ პროგრამას”) – ასოების გადანაცვლებით ჯამი კი იცვლება, მაგრამ არა ამ შემთხვევაში;

მათი: 2021 წელს ბრაზილიაში მოხდება უდიდესი წყალდიდობა და მიწისძვრა, რის შედეგადაც საქართველოში ჩამოსახლდება  5000 ბრაზილიელი, 2022 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშებს საქართველოს ეროვნული ნაკრები.
ჩემი: 2049 წელს ბრაზილიაში მოხდება დიდი წყალდიდობა და მთელ ბრაზილიას ჩვენ შევიფარებთ, 2052 წელს კი  ჩვენ მოვიგებთ მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში – მათი მხრიდან მცდარი წარმოდგენა ბრაზილიის მოსახლეობის რაოდენობაზე…

მათი: 2024 წელს ვიქტორია რუფოს 3400-ე საიუბილეო სერიალში გადაიღებენ
ჩემი:  2024 წელს მეტიუ ფოქსი უარს განაცხადებს “დაკარგულების” მე-20 სეზონში გადაღებაზე – გემოვნებაზე არ დაობენ

მათი: 2025 წელს მსოფლიოს ყელში ამოუვა “ნოკიას” საფირმო ზარი.
ჩემი: 2027 წელს ყველას ყელში ამოუვა “ნოკიას” საფირმო მუსიკა - ნეტავ მუსიკამ რა დაუშავათ?

მათი: 2026 წელს ჯოან როულინგი განაცხადებს, რომ წიგნი “ჰარი პოტერი და მეჭეჭიანი სოკო” მისი ბოლო წიგნია.
ჩემი: 2028 წელს გამოვა ახალი ბესტსელერი “ჰარი პოტერი და მუწუკებიანი სოკოს ნახარში”. ჯოან როულინგი დაგვპირდება, რომ ეს ჰარი პოტერზე შექმნილი ბოლო წიგნია – ნუ, აქ ვერ ვადგენთ სრულ სიმართლეს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სოკოს აუცილებლად სჭირდება ერთი კარგი დერმატოლოგი…

მათი: 2029 წელს “კომედი შოუს” კოლექტივი გადაწყვეტს ახალი გადაცემის შექმნას
ჩემი: 2038 წელს “კომედი შოუს” კოლექტივი გადაწყვეტს ახალი გადაცემა გააკეთოს – ასე მგონია, ორივე ფრაზა მე დავწერე…

მათი: 2055 წელს მარსიდან ჩამოვა ვაჟთა ვოკალური ანსამბლი და იმღერებს “ჩაკრულოს”
ჩემი: 2029 წელს მარსიდან ჩამოვა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი და იმღერებს “ჩაკრულოს” – სქესზე მე მაინც თავი შევიკავე, უცხოპლანეტელს სად რა აბია, კაცმა იცის…

მათი: 2060 წელს გაერო მიხვდება, რომ ტყუილად არსებობს და დაიშლება.
ჩემი: 2031 წელს “გაერო” მიხვდება, რომ ტყუილად არსებობს - პრინციპში, წლებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გაერო დღესაც ხვდება, რომ ტყუილად არსებობს…

მათი: 2050 წელს დედამიწას დაერქმევა ჩინეთი
ჩემი: 2058 წელს დედამიწას დაერქმევა ჩინეთი – იპოვეთ ერთი განსხვავება

მათი: 2065 წელს მთვარიდან ჩამოვა კომბოსტოსთავიანი არსება, რომელიც განაცხადებს, რომ ეძებს მამას, გვარად არმსტრონგს.
ჩემი: 2060 წელს მთვარიდან ჩამოვა ორკბილა, ოთხნესტოიანი არსება და განაცხადებს, რომ ეძებს მამას, რომლის გვარია არმსტრონგი – აი, ხომ ვამბობ, უცხოპლანეტელს სად რა აბია, მაგის ჩხრეკვა არ ღირს - მეთქი…

მათი: 2100 წელს ამ სტატიის მკითხველო, რაში გაინტერესებს რა მოხდება?
ჩემი: 2103 წელს…
           ….არ გკიდიათ რა იქნება?! – ჰო, რა თქმა უნდა, გაზეთი მეტ კულტურას მოითხოვს…

პ.ს: არ ვიცი, რას შვრებიან ასეთ დროს, მაგრამ პრესაში ერთი ასეთი პრაქტიკა: “შეცდომის აღიარება” არსებობს და ამისათვის შემდეგი ნომერი გამოიყენება ხოლმე… :)

 

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
106 Responses
  1. ცინოზა says:

    :-) დათუკა გამოქლიავებული ხარ თქო გეტყვი ახლა და ზუსტად იგივე შეურაცხყოფას მოგაყენებ რაც ამ ბიჭს გაუკეთეს და უკეთებ ამ უაზრო კომენტარებით!
    ანუ ვიღაც “მინას” მიწერეს პირადში ჩვენ ვბეჭდავთ თქვენს ნააზრევს ჩვენს რუბრიკაში, ცოტას გადავაკეთებთ, ჩვენს სახელს მივაწერთ ქვემოთ, კარგად იყავითო! ჰო???

    რას ჰქვია “მაგარი კიდიათ”? დაადგინე ავტორი, აიღე ნებართვა და გამოაქვეყნე მერე, ერთი თვის მერე, ეერთი კვირის (არსად გაიქცევა ვანგა!)
    და არა ასეთი შეგნებით: გადავაკეთ-გადმოვაკეთებ რაღაცებს და მერე მე ვერ ვიპოვე ამის პატრონი და სხვა რას იპოვნისო. . . თუ ნორმალური ქვეყანაა , თუ ნორმალური გაზეთია, თუ კვირის პალიტრაა და არა “ზეინდარის ქრონიკები” :) (სოფელი ვანში ან რაიონი ხ.ე.ზ.)

    მაგრამ (ყველაზე კორექტული “მაგრამ”) ეს ისევე არის გაუგებრობა და წინდაუხედავად გაკეთებული როგორც შენა ხარ აქ ამ ბლოგზე “შემთხვევით” მოხვედრილი…

  2. დათუკა says:

    რა სასტავი ხართ ხალხო თქვენ? მე არ მიმიყენენებია აქ არავისთვის შეურაცხყოფა, უბრალოდ ვამბობდი, დაგაკავშირებთ იმათ და გავარკვიოთ მეთქი. როგორც შენ ამბობ ,,მაგ ბიჭმა” არ ისურვა, ნომერიც დავწერე ჩემი. შენც იგივეს გეუბნები ცინოზ..დამირეკე და ნახავ როგორი გამოქლიავებული ვარ, იმასაც გაიგებ აქ შემთხვევით მოვხვდი თუ როგორ, არ გაინტერესებს?
    ან შენი ნომერი დაწერე

    უი, მგონი ვხვდები რა ,,სასტავიხ” ხართ…პოსტებით რომ ბუინობენ მხოლოდ…

    პ.ს. კირის პალიტრაც მკიდია, მისი წერილებიც, პლაგიატებიც და ნამდვილი ავტორებიც ამ შემთხვევაში, შენ დამირეკე ცინოზა ოღონდ, საქმე გამომიჩნდა შენთან, თუ ბიჭი ხარ რა თქმა უნდა(სქესს ვგულისხმობ).

  3. ცინოზა says:

    ვახ დათუკ ძმაო ჩემო. . . როგორც შენ თქვი თურმე “მაგ ბიჭმა” უნდა არკვიოს ვინაა ის კაცი ვინც პატივი დასდო და მისი ნააზრევი საქვეყნოდ გაავრცელა :D (თუ “ცვეტში” ყოფნა არ უნდა რას წერს მაშინ ამ პოსტებს და ბუინობს?! :) :) :) ) და ჩემს ნომერს დავსსსტოვებ ძმაო დავით! დარეკვას და შარვლის ჩახდას ნუ მომთხოვ. შენ კი არა მამაჩემს ვერ ვურეკავ წელიწად ნახევარია =D აბა გაკოცე კისერში დზმავო ;) +491742121762

  4. [...] “კვირის პალიტრის” საქმის შემდეგ კიდევ უფრო წარმატებულად თუ გავიქურდებოდი ნამდვილად აღარ მეგონა. თუმცა, “ბჭობის პირდაპირპროპორციულად განვითარებული სიცილის” ანდაზამ თავი აქაც ღირსეულად წარმოაჩინა. [...]

  5. მძიმე) says:

    “კვირის პალიტრა” ძალიან მიყვარს და არ მინდა აზრი შემეცვალოს .ნუთუ მათ ჟურნალისტებს გამოელიათ ფანტაზია და არ იციან რაზე წერონ?:(

  6. ქრისტინე says:

    ბატონო დავით მეილზე მოგწერეთ :) ) შევეცადე მეპასუხა თქვენი კითხვებისთვის :) ))

Leave a Reply

Current month ye@r day *