“შავად გაფერადებული კვადრატი მალევიჩისთვის – შედევრია, ბიულერბიუელი ლასესთვის – ხუთი ზანგი შავ ოთახში, გარი კასპაროვისთვის – ჭადრაკის დაფის ნახევრის 1/32 ნაწილი და ძუნწი ადამიანისათვის – ტყუილად დახარჯული მელანი. ასეა, ვის როგორ…” – ვაინშტაინის ფარდობითობის თეორიიდან
ჩვენი შეხედულებები, როგორ წესი, “სახელების ტყვეობაში” იმყოფება და მათ მოფერებით “პატივ–მრებიც” კი შეიძლება ვუწოდოთ…
მაგალითისათვის – რამდენჯერ გქონიათ ისეთი შემთხვევა, რომ რომელიმე რომანი, ნოველა, ლექსი, ან, ფრაზა ბოლომდე ვერ გაგიგიათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც “ძალიან მაგარია”–დ შეგიფასებიათ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ცნობილ სახელს და გვარს ეკუთვნის. ასეთ მომენტებში მწერლის ვინაობის გავლენა გაფიქრებინებთ, რომ ამ გაუგებრობის პრობლემა თქვენშია და არა ავტორში, რადგან დამკვიდრებული სტერეოტიპით, ასეთმა გენიოსმა შეუძლებელია რაიმე ცუდად დაწეროს.
ექსპერიმენტისათვის ერთი უაზრო ლექსი ავიღოთ:
“ქარი ზოგს ართმევს, ზოგსაც მიუტანს
განმგები იყოს მათი დაე, ცა…
ქარი უქროდა თავში ნიუტონს
და ქარის გამო, ვაშლიც დაეცა!”
თუკი გავკადნიერდებით და აღნიშნულ სტროფს გალაკტიონს მივაწერთ, მაშინ ბევრი შემფასებელი იტყვის, რომ ”ამ მართლაც დიდი პოეტის ერთი შეხედვით არასერიოზულ ლექსშიც რაღაც ფილოსოფიური – კერძოდ კი ბედისწერის გარდაუვალობა – იგულისხმება. თუმცა, თუ მოკრძალებით აღვნიშნავთ, რომ იგი “ჩვენმა ძმაკაცმა” დაწერა, ან, მეტროში, ვაგონის კარზე იყო მიჩხაპნილი, მაშინ მას სერიოზულად აღარ მიიღებენ და ირონიულად დასძენენ, რომ “ლექსის ავტორს წერისას თავში ნიუტონზე არანაკლებ უქროდა”. მსგავსი დამოკიდებულებაა ნახატების მიმართაც. მოლბერტზე მითხაპნილი რამდენიმე ლაქა მხოლოდ იმიტომ შეიძლება შეფასდეს რამდენიმე მილიონად, რომ თავის დროზე პიკასომ ზედ ფუნჯი გაწმინდა და სრულ იდიოტობად, თუ ის ჩემი მეზობლის ბიჭის ნახატია.

პიკასოს ნატურა
ჩვენს უმეტესობას ეშინია ფრაზების: “ღმერთო ჩემო, ეს რა თქვი”, “წადი, ლექს–სენს მოუსმინე”, “აბა რა მოგწონს, გოჩა მანველიძე?” და ა.შ. ანუ, ვირტუალური ბორკილი “რას იტყვის ხალხი” მეტნაკლებად აქაც მოქმედებს და ჩვენც საკუთარ თავს უფლებას ვერ ვაძლევთ, რომ დოჩანაშვილისეული “ხელმძღვანელის” ანალოგიურად ვისაუბროთ:
ამონარიდი:
“– ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი – ჩურჩულებს რესპონდენტი – რა უნდა იყოს ამაზე საზარელი, ამაზე იდუმალი რამ…
– წაიქცა, წაიქცა – ინადით იძახის ხელმძღვანელი – დიდი ამბავი თუ წაიქცა… წაიქცა და კეთილი გამვლელები ისევ წამოაყენებენ… ბავშვობაში ვინ არ წავქცეულვართ, მაგრამ დადებითი გამვლელების მეშვეობით ისევ წამოვმდგარვართ, დიდი ამბავი…”
იგივე მიზეზის გამო, წარბშეუხრელი, ამაყი სახით ვამბობთ, რომ ინგლისი ალჟირს გადაუვლის (“ჯერ მარტო იმიტომ რომ ალჟირი ჰქვია”), რომ ესპანეთი შვეიცარიას ბურთს თავზე დაახევს და რომ მარტო “გერმანიის” გაგონებისას სერბები უკვე შიშით უნდა თრთოდნენ. თუმცა, როდესაც ჩვენ მწარედ ვცდებით (ანუ, ტოტალიზატორში ვაგებთ), იხტიბარს მაინც არ ვიტეხთ და ვამბობთ არა იმას, რომ ალჟირმა კარგად ითამაშა, არამედ იმას, რომ ინგლისი იყო ცუდ ფორმაში.

"რატომ იღიმოდა მონა ლიზა სინამდვილეში"
სახელია მიზეზი იმისაც, რომ ვიღაც გადარეული ბრიტნი სპირსის დანაღეჭ კევში ას დოლარზე მეტს იხდის, რომ აუქციონებზე ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ნახატები მილიონებად იყიდება, რომ ამ სახელის მქონე პირის სიტყვას დიდი ფასი აქვს, რომ მათ ციტირებენ და მობილურების ეკრანებზე უყენიათ, რომ ერთდროულად თან აღმერთებენ და თან ანგელოზსაც უწოდებენ, რომ მათ კონცერტებზე ცრემლებისგან თავისუფლდებიან, რომ მათი სიკვდილის გამო თავს იკლავენ, რომ მათ ავტოგრაფებზე ნადირობენ, რომ მათთან გადაღებული სურათი ცხოვრების ყველაზე საჩარჩოვე მოვლენაა და რომ ასე შემდეგ…
ერთ–ერთ პუნქტზე შევჩერდები. სულ მაინტერესებდა, რატომ იხდიდნენ მილიონებს თუნდაც ძალიან ცნობილი ადამიანების ნახატებში. მაშინ, როდესაც ხელოვნებათმცოდნეების გარდა ცოტა თუ ახსნის იმას, თუ რატომ არის პიკასოს “ბიჭი ჩიბუხით” ასეთი განსაკუთრებულად საოცარი, რომ მასში ას ოთხი მილიონი დოლარის გადახდა ღირდეს.
- “ბიჭი ჩიბუხით”
დარწმუნებული ვარ, აღნიშნული მილიონერი, ვის საფულესაც ზუსტად ამ რაოდენობის თანხა მოაკლდა, ტილოს საკუთარ კაბინეტში დაკიდებდა და მოწვეულ სტუმრებს ნახატის დასახელებაზე ადრე იმას ეტყოდა, რომ “ეს პიკასოა”.
სახელის ძალას დადებითთან ერთად უარყოფითი შედეგის მოტანაც შეუძლია, რადგან ასეთ დროს, რიგ შემთხვევებში ადამიანები უკვე “მაინც მოეწონებათ”–ის პრინციპით მოქმედებენ. ანუ, მათთვის მთავარი არის არა ის, თუ რას ქმნიან, არამედ ის, რომ ქმნიან (და აქ ერთი სერიალის მაგალითი, რომელსაც აღარ გავიმეორებ). ამ მიზეზის გამო გამოდის გახმაურებული ფილმების უხარისხო მეორე ნაწილებიც, სადაც ხან მკვლელს აცოცხლებენ, ხან – პირველ ნაწილში მოკლულ ადამიანს და ხან მათი შვილების ისტორიას გვიყვებინ, რომ წინა ფილმის სახელის ხარჯზე როგორმე ფული აქედანაც იშოვონ.
ყოველივე აქედან გამომდინარე: იქნებ, ცნობილი ხელოვანების აღიარებული ნამუშევრების მიღმა არსებული საშუალო დონის ნაწარმოებებიც მხოლოდ იმიტომ მოგვწონს, რომ ის ამ სახელის მქონე ადამიანს ეკუთვნის. იქნებ, სწორედ სახელი ქმნის შედევრებს და არა ავტორი, ან, იქნებ ამის გამოა, რომ დიდება ხშირად მხოლოდ მას შემდეგ მოდის, როდესაც ხელოვანს იგი უკვე აღარაფერში სჭირდება. ვინ იცის?!
პ.ს: მე მიყვარს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი, რომელიც ჩაქუჩით ხელში სტერეოტიპებს უმოწყალოდ დასდევს!
ალჟირიიიი!!! =)) მომეწონა, (გ)მადლობ.
რაც მე ახალმა ზელანდიამ, ალჟირმა, სერბეთმა და ეგეთმა ერთი შეხედვით განწირულმა გუნდებმა გამახარა, სულ მცირე მაგისი გულისთვის ღირს მსოფლიო ჩემპიონატის ყურება
ისე, მესამე აბზაცის მტკივნეულობა საკუთარ თავზე მაქვს განცდილი
მსოფლიოს მკითხველთა ნახევარი დღესაც ასე არის “მარტოობის 100 წელიწადზე”, მაგრამ ეს სულ არ უშლით ხელს, იმაში რომ ეს ნაწარმოები განადიდონ. რამეთუ მეორე ნახევარი (რომელმაც, ასე თუ ისე, გაიგო) სკანდირებს ამ სიდიადეს და ენდობიან
პ.ს: მე დიდად ვერ გავიგე. ალბათ, მხოლოდ ერთხელ რომ წავიკითხე, იმიტომ
მეჩვენება თუ გგავარ(თუ მგავხარ,რა მნიშვნელობა აქვს)
შეუძლებელია შენ ეგ ვერ გაიგო(მაგასაც ვაღიარებ,ზედიზედ ორჯერ წავიკითხე,რომ სასურველი შედეგისთვის მიმღწია და რამე მაინც გამეგო
),უბრალოდ მართლა მეორედ წაკითხვა გჭირდება(ბევრივით),მეც მხოლოდ მეორედ წაკითხვამ მიშველა,ისიც ნაწილობრივ,აშკარად ვერ ჩავწვდი ბოლომდე(ესეც დიდი ღირსებაა,ხო იცი
)…მაგრამ რაღაც ნაწილის აღქმაც კი მათქმევინებს,რომ გენიალურია
მე,სიმართლე გითხრა,გონებაჩლუნგთათვის განკუთვნილი(როგორც კრიტიკოსები ამბობენ) ცვაიგი მირჩევნია,მარტივი და “პროფილურია” (კარგი გაგებით,თუ აქვს პროფილს ეგეთი გაგება
)
არა, ძირითადი არსი გავიგე. სიღრმეებს ვგულისხმობ მეც
საერთოდ, ყველაზე რთული მაგ “სიღრმეების” მარტივად გადმოცემა მგონია და თუ ცვაიგი ახერხებს, დაე (კარგი სიტყვაა) ეძახონ “პროფილური”
მართლა,მართლა მართლა კარგია პოსტი იყო!
ერთადერთი პოსტი სადაც ზოგ რამეში არ გეთანხმები…
(ისე იმაზე მეც მეშლება ხოლმე ნერვები რომ აზრზე არ არიან არაფრის და მხოლოდ ავტორის გამო აფასებენ ხოლმე რაიმეს კარგად.. მაგრამ მე ეს პრობლემა აშკარად არ მაქ 8) )
ჯერ ერთი ის ტილო, რომელზეც “პიკასომ ფუნჯი გაწმინდა” დიახაც რომ ღირებულია, ბოლოს და ბოლოს პიკასომ ფუნჯი შეაწმინდა… და მეორე, კი ბეზ ბაზარ როდესაც ვკითხულობ ლექს და ვიცი რომ ის მაგალითად გალაკტიონისაა წინასწარ ვიცი რომ მომეწონება, მაგრამ ამ ადამიანებმა მანამდე ისეთები შექმნეს, რო მიჩვეული ვართ მათგან კარგს… დამიჯერე როდესაც პიკასო ხატვას იწყებდა მაშინ იმ ჭუჭყიანი ტილოს ნაზევარი ღირებულებაც არ ექნებოდა მის ნახატებს…
ამიტომ ასეთმა დიდმა ადამიანებმა იმდენი გააკეთეს, რომ ახლა მათ ყოველ შემოქმედებას არტყავს იარლიყი_გენიალურია! და ეს სწორიცაა
ზუსტად მაგას ვამბობ, რომ ნაწარმოები მისი ღირებულების მიხედვით უნდა შეფასდეს და არა ავტორის
რაც არ უნდა მაგარი ყოფილიყო პიკასო ბოლოს ორ-ორი ხაზის გავლება რომ დაეწყო, ვიღაცას წინა ნახატების ხათრით ამაზეც “გენიალურია” არ უნდა ეთქვა
(რა გადავეკიდე ამ პიკასოს.მომწონს არადა)
ჰო მაშინ აშკარად გეთანხმები
ყოჩაღ.აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმები
ჩავუჯექი პაროლინგს და ძალიან მომწონს და სხვათაშორის სამი დღეა აღარ გავიდა შენი ქამინგ ხვალ
მე რა პრეტენზიული ვარ თურმე
:D
არდადეგებით ვტკბებოდი
შევუდგები ახლა
პაროლინგში ჰელფ მწირდება :შ ხოლმე
მოკლედ, პოსტი ჩემთვისაა განკუთვნილი მთელი რიგი რაღაც-რუღაცეებისდა გამო.
პირველი რაღაცა: და მყავს მხატვარი და ვფიქრობ როგორ ვიშოვო მისით ბევრი ფული.. რომ მოვკლა დამიჭერენ, არადა თავსაც არ იკლავს, ე.წ. თავისი სიკვდილით სიკვდილზე ლაპარაკი ზედმეტია.
)
უკვე რამდენიმე წელია საგონებელში ვარ ჩავარდნილი, როგორ ვიშოვო ჩემი დის ხარჯზე ფული.. (არადა ეკონომისტი ვარ
მალევიჩის კვადრატი გაცილებით უფრო ამოუცნობი ფენომენია ვიდრე პიკასო, რენუარი და ა.შ.
კაცმა კვადრატი დახატა და 37 მილიონად გაყიდა
და აი მივადექით უმთავრეს რუღაცას.
მესიამოვნა, რომ წერის დროს ჩემზე ფიქრობდი, მაგრამ ვიცი იმას ხვდები რომ არ მესიამოვნა რაზეც ფიქრობდი
დამაინტრიგებლად ჟღერს თუმცა არა მჩხაპნელისთვის
როგორც ყოველთვის მომწონს
გადავწყვიტე, რომ თავი დავანებო მაგ სერიალს. ახლა გადაჩვევის პროცესში ვარ და მთლად ბოლომდე ვერ შევეშვი
მე მგონი მერე წითელი წრეც დახატა მალევიჩმა და იმასაც მაგ ფასად გაყიდიდა, მაგრამ მე მაინც გირჩევდი, რომ ფული შენი ეკონომისტობით გეშოვნა
ეგ რჩევა იმდენად გათავისებული მაქვს… შენი მხრიდან ჯობია მისურვო ვიდრე მირჩიო
იცი რატო მიყვარს შენი პოსტების კითხვა? იმიტომ რომ თითქმის ყოველთვის ვპოულობ ჩემს აზრებს აქ
იცი რატო არ ვაკომენტარებ ხშირად? იმიტომ რომ უკვე მე მომბეზრდა და შენ რა მოგივიდოდა, ყოველ ჩემს კომენტარში გამოხატული ემოციები “უიმე, დედა გადავირიე, რა მაგარი ხარ”-ის კონტექსტში
და ეხლა იცი რაზე დავფიქრდიი? მეც ხომ არ შემეყარა შენ პოსტებთან დაკავშირებით ეგ სენი: ” ნუ ეს ხომ გენიალური doin.ge-ა! ”
პირველი აბზაცი – მიხარია

მეორე აბზაცი – გეთანხმები
მესამე აბზაცი – წარმოდგენა არ მაქვს ჩემი მხრიდან რა შეფასება გავაკეთო
მე შემიძლია მესამის კონტრ არგუმენტი დავწერო…
ეეეერთხელ შევედი ნიჭიერის ბლოგზე. ნუ კითხვის მუღამზე ვიკავი და ყველაზე დიდი პოსტი მოვძებნე და ჩავუჯექი…
პერიოდულად ვამბობდი, რომ მაგარია, კარგად აკრიტიკებს, ყოჩაღ მის შეხედულებებს და ასე შემდეგ… ჩავამთავრე პოსტი და ნასიამოვნები გამოვედი იმ საიტიდან.
და რაღაცა “ნედასტატკის” გრძნობა დამეუფლა
ვიფიქრე ასე კარგად ნეტა რომელი ბლოგერი წერდა თქო (არ ვიცოდი საერთოდ თუ პოსტავდა იქ ჩვენი მჩხაპნელი) იქნება არის სხვა დოინჯივით თქო (არასდროს არ შევსულვარ და არ შევდივარ ბლოგებზე დოინჯის გარდა) ვიპყრე ხელთ ხელწრუწუნა და თავზე მოვფხანე (როლიკი დავატრიალე) და უიჰ დოინჯის მოზაიკა გაეძრო თავისი მჩხაპნელითურთ…
დასკვნები თქვენ გამოიტანეთ!
ეს კომენტარი რომ დავტოვე, მერე ვფიქრობდი ნეტა რას მიპასუხებსთქო (დაკვირვებული ვარ, უპასუხოდ თითქმის არავის ტოვებ
მომწონს ეგ ) ხოდა ვერაფერი მოვიფიქრე და მეთქვი ალბათ ჩემი კომენტარი გამონაკლისის სახით უპასუხოდ დარჩებათქო
ისე რატომ ქვია ამ ბლოგს <> ექსკლუზივი,სრულიად ექსკლუზივი არ არის?
:ინტრიგანისმაილი:
ხანდახან უცხოური საიტებიდან გადმოტანილი სურათები და ფრაზებია, რომელიც მოითხოვს სიტყვას “თითქმის”
მართალია, ზუსტად ამ სურათებით შედგენილი პოსტი სხვა საიტებზე არ არის, მაგრამ რისგანაც შედგება ის გვხვდება სხვაგან
:ვეცადეამომწურავივყოფილიყავისმაილი:
მაგ ლოგიკით კვირის პალიტრას და სხვა გაზეთებს თითქმის არაექსკლუზივი უნდა ეწეროს.
:აღმაფრთოვანებელპესიმიზმნარევარაოფტიმისტურნაღვლიანსაინტერესოსასაცილოთითქმისსაინტერესოსმაილი:
მომწონს ეს (რაღაც) ბლოგი და თითქმის ორიგინალურობა, თუ რათქმაუნდა(მაგარია,კარგია,მომწონს)და სხვა არაორდინალურ-არაკრეატიულ-არაექსკლუზიური სიტყვები საჭიროა ამ საიტზე.
:შევეცადეძაანმოწონებაგამომეხატასმაილი:
wow მაოცებ… ისე ამ საკითხს კიდევ უფრო თუ ჩაუღრმავდები კარგი იქნება
ეს ერთ-ერთი დიდი დაავადებაა თავისი მრავალმხრივი გამოვლინებებით.
თანაც გადამდებია ხო?
ისე სათაური , რომ წავიკითხე მაშინვე რატომრაც ეგ ნუკრისთვალებიანი ბავშვი ვიფიქრე
ძაან მაგარი პოსტია და რაც მთავარია ზუსტად არის ის დაავადება გადმოცემული და ახსნილი რომელიც ყველას სჭირს მაგრამ რატომღაც ყველა სხისკენ იშვერს ხელს
:ძალიანაღფრთოვანებულისმაილი:
ყოველთვის ვამბობდი რომ არ მიყვარს საყოველთაოდ აღიარებული ბესცელერები მთელი მსოფლიო რომ გიჟდება მათზე და გაუგებარია რატომ.
ჯობია ყველამ ჩვენ თვითონ აღმოვაჩინოთ ჩვენი შედევრი
და არც იმის აღიარება შეგვრცხვეს რომ არ გვესმის რატომ ითვლება მალევიჩის შავი კვადრატი საერთოდ ნახატად
ამასწინათ ზუსტად ამ საკითხზე ვფიქრობდი.ჩემთვის “გოგონა მარგალიტის საყურით” ყველაზე დიდი შედევრია, 10 მონა-ლიზაშიც არ გავცვლიდი და ძალიან მწყდება გული, ვერმეერს მცირე ჰოლანდიელს რომ უწოდებენ რემბრანდტის გამო
ისევე როგორც სელინჯერის “თამაში ჭვავის ყანაში” არ მომწონს. არადა, ერთხელ საჯაროში რაღაც ჟურნალი ვნახე, გადაძეძგილი იყო დადებითი რეცენზიებით. მიწოდონ გაუნათლებელი,მერე რა, მე წავალ და ჩემს “მარტინ იდენს” წავიკითხავ.ისე, ის საწყალიც ნაწილობრივ ამგვარ სტერეოტიპებს შეეწირა
ვაა რემონტს გილოცავ დოინჯ)
კომენტარებს გადავხედე და მაგრად გამეცინა
)) ბექა იმედია მიხვდება
)) პოსტში დაფიქსირებული აზრის ასე მალე განმტკიცება მარტო ამ საიტზე ხდება მემგონი
))
იმედია კიდევ ეძებ ბექა თორემ მაინც აქვს მინუსები
P.S. უკაცრავად დროულად ვერ მოვედი
მე მგონი, მჩხაპნელმა რაც არ უნდა დაწეროს, მომწონს, იმიტომ რომ მჩხაპნელმა დაწერა
პიკასოს იმიტომ ყიდულობენ 105 მილიონად, რომ შემდეგ 150 მილიონად გაყიდონ.
ბიზნესია და მეტი არაფერი.
და ლექსიც, რომანიც…
გენიოსად შერაცხვაც მხოლოდ მხოლოდ ფარსი და თამაშია, თანაც ცვედანი (არაფიზიკური გაგებით) ხალხის…
კაცობრიობის ისტორიას საბოლოოდ მაინც ნერონები, ჩინგიზ-ხანები, ნაპოლეონები, ჰიტლერები, ბენ-ლადენები განსახღვრავენ ……
დიზაინი ძალიან გადატვირთული ხომ არ არის?
ცოტათი შეიძლება იყოს კიდეც
ვიფიქრებ შემსუბუქებაზე
ოჰო, როგორც იქნა დავუბრუნდი ” სულის საზრდოს”

as usual ვეთანხმები ავტორს, მაგრამ პიკასოს ნამუშევრები მართლაც საინტერესო და აღმაფრთოვანებელა, როგორც ლიტერეტურაში ასევე მატვრობაში მოწოდებულლი პირდაპირი მნიშვნელბით არნ უნდა გავიგოთ ხოლმე, თუნდაც იგივე “ი.ა.-ს” მაგალითზე
p.s დიზაინით მოხიბლული ვარ
ალბათ ბანალურად ჟღერს, მაგრამ ძალიან კარგი პოსტია
))))
ძირს გალაქტიონი, ძირს გალაქტიონისტები….
) ინგლისი რო აგებს თამაშს ალჟირთან, ვინც ტოტალიზატორში დებს, არავინ არ ამბობს ინგლისი ცუდ ფორმაშიაო. ყველა იძახის ინგლისმა “იყომარა”-ო
ანუ ვინც ვერ გაიგო ეგ ნიშნავს რო სპეციალურად არ მოიგო
1 რაღაც არასწორედ დაწერე პოსტის ავტორო. (yeeessss ხო მაინც გამოგიჭირე
გაიხარე, ავტორო!! შემც ჩაქუჩით თუ არა კლავიატურით დასდევ სტერეოტიპებს და ეს მომწონს ძალიან!!
)))
ერთის სიტყვით – ქედს ვიხრი შენს წინაშე
პ.ს: მე მიყვარს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი, რომელიც ჩაქუჩით ხელში სტერეოტიპებს უმოწყალოდ დასდევს >>
კი ბატონო!
რა არის ფეხბურთი?ჯერ აქედან უნდა დავიწყოთ საუბარი,რომ მივიდეთ იმ აზრამდე,ფეხბურთი მხოლოდ გრანდების თავშეყრის ადგილი არაა.და ის,რომ გაავრდა იტალია,ინგლისი და ა.შ. მხოლოდ ფეხბურთის გენიალურობას უსვამს ხაზს.ფეხბურთს ფეხებზე ჰკიდია ფავორიტები.იმარჯვებს იმ მომენტში უფრო ძლიერი. თუმცა როგორი რთული სათქმელია ბევრისათვის “განამ კი არ ითამაშა კარგად,ამერიკას არ გაუმართლა”. ამერიკა,ეს ხომ ოცნების ქვეყანაა,ყველაზე მყარი კონსტიტუციით.ზე სახელმწიფოა.”ამ პაპუასებმა როგორ უნდა მოუგონ(მოუგეს)”..რამდენმა მხოლოდ წელს ,ჩემპიონატზე გაიგო განას არსებობა..ამ ყველაფრის გაგებას და გააზრებასაც თავისებური კულტურა უნდა,საფეხბურთო კულტურა.
არაჩვეულებრივი იყო, აბსოლიტურად გეთანხმები. ხშირად, ქუჩაში გამოფენილი იაფასიანი ნახატები უფრო საინერესოა, ვიდრე რომელიმე ცნობილი მხატვრის ,,შედევრი” (ყანწებიანი ყარაჩოღელები და იდეალურად შესრულებული თბილისის პეიზაჟები არ მიგულისხმია). გენიოსის მიერ ჩადენილი ყველა ქმედება არაა გენიალური. თავად შენც კი, მართლა უნიჭიერესმა და გონებამახვილმა (:გეპათხალიმები:სმაილი) არა მგონია დილაობით ,,მშიაში” სულიერი შიმშილი იგულისხმო…
))
რაც შეეხება ლექსს ნიუტონზე, ძალიან მაგარია ვისი დაწერილიც არ უნდა იყოს: “მიუტანს” – “ნიუტონს” მაგარი რითმაა და ესეთ რითმებზე ვაბოდებ… ისე სახელების ტყვეობაში რომ ვართ ამას ლაპარაკიც აღარ უნდა (საღადმოაზროვნეებისთვის, დანარჩენებზე თავს ვერ დავდებ)… მარა არც მეორე უკიდურესობაა კარგი, მაგალითად, ფეხბურთის შემთხვევაში ინგლისის წაგება, რა თქმა უნდა, შეიძლება ალჟირის კარგმა თამაშმა განაპირობა, თუმცა ამავე დროს შეიძლება რომ ინგლისის ბრალიც იყო. არც ერთის და არც მეორეს თქმა გადაჭრით არ შეიძლება, სანამ თამაშს არ დავაკვირდებით ექსპერტის თვალით და ობიექტურად არ განვსჯით მას.
აი შავი კვადრატი კი პირდაპირ საშინელებაა, მაგ შემთხვევაში აბსოლიტურად გეთანხმები… P.S. მე მგონი, მალევიჩმა უბრალოდ დასცინა კაცობრიობას…
მომეწონა როგორც ყოველთვის!!! სხვა საიტზე წავიღებ ავტორის მითითებით, მადლობა წინასწარ!
პოსტის ბოლო აბზაცის კითხვისას პაოლო კოელიო გამახსენდა და მისი “11 წუთი”. რა ვქნა, უაზრობად მიმაჩნია და მარტო იმიტომ, რომ კოელიოს დაწერილა, ვერ დავიწყებ კარგია და ბრძნულია და ასეთია და ისეთია.