
"ეს ის არ იყო, რაც მას ეგონა"
“დამპირდი, რომ მოკვდები!” – რომეოს უკანასკნელი (და ამავე დროს) ანტიჰოლივუდური სიტყვები მძინარე ჯულიეტასადმი
“–რას კითხულობთ, უფლისწულო?
–სიტყვებს, სიტყვებს, სიტყვებს…” – ლექსიკურად დაუკმაყოფილებელი ჰამლეტი
მართალია, შექსპირის შემდეგ ბევრმა ტემზამ ჩაიარა, მაგრამ კომუნიკაციის ყველაზე გავრცელებულ ფორმად დღემდე კვლავაც სიტყვები რჩება. უფრო მეტიც, “ასოთა ამ მოწესრიგებული დაჯგუფებებით” (ფეხაკრეფით ვუვლით გვერდს ტავტოლოგიას) ისევე მარტივად შეგვიძლია შევქმნათ ფრაზები, როგორც თავად ეს ფრაზები ქმნიან ისტორიას. თუმცა, ვინაიდან სამყარო ისე უკუღმართადაა მოწყობილი, რომ ზოგჯერ ნახევარი სამეფოს ერთ ცხენში გაცვლას გაიძულებს, ავტორის როლს პერიოდულად თავად ისტორიაც ითავსებს ხოლმე. ანუ, ეპოქა ხდება მშობელი ისეთი ცნობილი ფრაზებისა, როგორიც მაგალითად დეზდემონას ძილისწინა რელიგიური რიტუალების ეჭვქვეშ დაყენების საკითხია.
შექსპირი იქით იყოს და… ამ მცირე დრამატურგიული შესავლის შემდეგ, უკვე დროა ერთი – ამჯერად “ჰოლივუდური” - ეპოქის მიერ შექმნილ პოპულარულ ფრაზებზეც გადავინაცვლოთ:
1. “Hallo, anybody home?” - ჭიშკარმონგრეულ, გავერანებულ და გაძვალკარკასებულ სახლში ხელისცეცებით შესული პერსონაჟების საყვარელი (და როგორც წესი, რიტორიკული) შეკითხვა. ასეთ შემთხვევაში თვალშისაცემი ხდება უდრეკი სიჯიუტე შარისა თუ შურის მაძიებელი გმირისა, რომელიც სამარისებურ სიჩუმეში უკმეხად შარი–შურობს და საიდანღაც გამომხტარი დუჟმდინარი ჰიბრიდისგან გულ(ან, თავ)გახეთქილი სიცოცხლეს უგვირგვინოდ (ორივენაირი გაგებით) და უსახელოდ ასრულებს;

"anybody home?!"
2. “გთხოვ, არ მოკვდე/დამპირდი, რომ არ მოკვდები” – სასიკვდილოდ განწირული გმირის სხეულთან მოქვითინე მიჯნურის ფრაზა, როდესაც ამ პერსონაჟს ერთი მცირე “გპირდები”-ს სათქმელად პირიდან რამდენიმე ლიტრი სისხლის გადმოღვრა უწევს. (ლირიკული წიაღსვლა: ასეთ დროს, გულწრფელ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ადამიანი სიკვდილისაგან თავის დასახსნელად, მაინცდამაინც სხვათა ხვეწნა-მუდარას საჭიროებს);
3. “თქვენ წადით! ამათ მე შევაჩერებ!” – ფილმის მეორეხარისხოვანი გმირის არაფრისმომცემი გულადობა, როდესაც ის იმდენად მრავალრიცხოვანი არმიის წინაშე გადაწყვეტს მარტო დარჩენას, რომ 300 სპარტელის გმირობა მსოფლიოსათვის უკვე კანონზომიერების ფარგლებში გადადის. (ფაქტის გამართლება: სხვაგვარად ამ პერსონაჟის სიკვდილზე გული არც არავის დასწყდებოდა);
4. “ეს ის არ არის, რაც შენ გგონია” – სერიალებამდე დასული და ერთი წლის ჩინური კედივით გაცვეთილი ფრაზა, როდესაც “საკვების გადამუშავებული ვარიანტის” მეტაფორულად “დამაგემოვნებელი” გმირი ამ ფიასკოს გამოსწორებას უმოწყალო თვითდამცირების მიუხედავად, მაინც ამაოდ ცდილობს.

კაპიტანი – "ორი ამბავი მაქვს: კარგი და ცუდი"
5. “ორი ახალი ამბავი მაქვს: კარგი და ცუდი. რომლით დავიწყო?” – ფრაზა, რომელიც ადამიანებისათვის ცუდი ამბის შესაპარებლადაა გამოგონილი, ვინაიდან ასეთ დროს, კარგი ინფორმაცია ყოველთვის თითიდანაა გამოწოვილი და მხოლოდ ცუდის ოდნავ შემსუბუქებას უწყობს ხელს.
(ილუსტრირებისათვის:
ღმერთი: ცუდი ის არის, რომ თქვენ სამოთხის დატოვება მოგიწევთ!
ადამი: და კარგი რაღაა?
ღმერთი: შეგიძლიათ, ეგ ლეღვის ფოთლებიც თან გაიყოლოთ…)
6. “ყველა კაცი ერთნაირია” – თავის დასამშვიდებლად შექმნილი და კოსმოსის მასშტაბით გავრცელებული სტერეოტიპი, რომლის განმტკიცებასაც ტირილით დაოსებული გოგოს დაქალები მის მხარსა თუ თავზე ხელის პერმანენტული თათუნის პარალელურად, მედგრად და შეუპოვრად ცდილობენ.
7. “გთხოვ, არ აიღო” – ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეყვარებული წყვილი კოცნას (ან, მერე, ღმერთმა იცის კიდევ რას) აპირებს და თვალებდაცქვეტილი მაყურებლის ესთეტიკურ სიამოვნებას მოულოდნელი სატელეფონო ზარი ჩანასახშივე ვანდალურად კლავს. ერთ–ერთი მიჯნურთაგანი, რა თქმა უნდა, გაიფართხალებს და ცდილობს პარტნიორი ზემოთ ნახსენები ფრაზით შეაჩეროს. თუმცა, ეს უკანასკნელი პასუხისმგებლობის გრძნობით იმდენადაა გაჟღენთილი, რომ მყისვე ყურმილს ეძგერება და ისეთ ამბავს გაიგებს, რომელიც სიუჟეტის განვითარებისათვის საკვანძო აღმოჩნდება.
8. “ჯეკ, დედაშენი ვარ. როცა მოიცლი, დამირეკე” – სახლში დაბრუნებული მთავარი პერსონაჟის ავტომოპასუხეზე დატოვებული პირველი შეტყობინება, რომელზეც, ან, შვილის უყურადღებობით შეშფოთებული დედის ნომერი ფიქსირდება, ან, ყოფილი და უკვე კარგად დავიწყებული გოგოსი, რომელთანაც მან ოდესღაც სასტუმროში ერთი (არა)ჩვეულებრივი ღამე გაატარა. მნიშვნელოვანი ზარი კი, რომელიც ფილმის მიმართულებას ცვლის, მხოლოდ მესამე, ან, მეოთხეა.

"ნაადრევი სიხარული"
9. “თქვენ გაქვთ დუმილის უფლება, თქვენს მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა, სასამართლოზე შეიძლება თქვენს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული” – ამერიკელი პოლიციელების კეთილისინდისიერების აპოთეოზი, რაც გამოიხატება იმაში, რომ ბრალდებულისათვის საკუთარი უფლებების გაცნობას სამართალდამცავები ჯერ კიდევ მის “დაბორკილებამდე” იწყებენ.
10. “არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი” – ფრაზა, რომელშიც პერსონაჟი წუთისოფლის ბორბლის წაღმა ტრიალის გამო ჩივის და ცდილობს, მსხვერპლისადმი მიყენებული ზიანი ამ ცხოვრების უკუღმართობის ილუსტრირებით შეძლებისდაგვარად მაინც დააბალანსოს.
11. “ალო პოლიციაა?! მიშველეთ, ჩემს სახლში მკვლელია!” – სიტყვები დაფეთებული ქალისა, რომელიც იქამდე აღწერს მის სახლში მყოფი მკვლელის ქმედებებს და ჯიუტად დუმს მისამართზე, სანამ თავმობეზრებული მანიაკი დანით ტელეფონის კაბელს არ გადაუსერავს.
12. “აქ დამელოდე. გპირდები, მალე დავბრუნდები” – პარადოქსული შემთხვევა, როდესაც მამაკაცი ფეხებზე იკიდებს საკუთარ შეყვარებულს, ათასი სისხლმოწყურებული არსებით სავსე სახლში, ან, ეზოში ტოვებს და თვითონ გაურკვეველი მიზნით, ღმერთმა უწყის, საით მიემართება. ისე კი, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ამ ათას მონსტრთან გამკლავება ისევ საწყალ გოგოს უწევს და როგორც წესი, თავის მიჯნურს, ცოტა ხანში, სადმე აცმულს, ან, ჩამოკონწიალებულს აღმოაჩენს ხოლმე.
13. “ჯეკ/დედა შენ ხარ?…. ჯეკ/დედა?” – ძირითადად, საშინელებათა ჟანრის წილხვედრი ფრაზაა, როდესაც შეშინებული გოგონა სახლში რაღაც ჩქამს გაიგებს და თავის დამშვიდებას ამ ხმაურის გამომწვევი მიზეზის დედასთან, სატრფოსთან, ან, კატასთან იდენტიფიცირებით ცდილობს.

"ყველაფერი დამთავრდა" – ცინიკოსი
14. “ყველაფერი დამთავრდა” – აღნიშნულმა ფრაზამ, ფილმის ჟანრიდან გამომდინარე, სხვადასხვა დატვირთვა შეიძლება შეიძინოს:
ა) მძაფრსიუჟეტიანი, საშინელება – წარმოითქმის მაშინ, როდესაც თავგაჩეხილი და სარგაყრილი ურჩხული მესამე სართულის ფანჯრიდან შუშების ლაწალუწით გადაიჩეხება და მთავარი გმირი ათრთოლებულ გოგონას დამშვიდების მიზნით მკერდზე მიიკრავს.
ბ) რომანტიკული, მელოდრამა, სერიალი – წინა პლანზე აქაც აქვითინებული ქალი გამოდის, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ტირილს ამჯერად გულის რეცეპტორები იწვევს და არა თვალისა (რომელიც ურჩხულს სარის გაყრამდე ხედავდა). ფრაზის ადრესატი, რა თქმა უნდა, მამაკაცია, რომელიც გამოტანილ განაჩენს მორჩილად იტანს და ხშირ შემთხვევაში, თქეშსა თუ თავსხმა წვიმაში სარგადაყლაპული (და არა გაყრილი) იდიოტივით ილუმპება.
15. “ჯეკ, ახლა რაღა ვქნათ?” – ფრაზა, რომელიც ფილმის გმირთა სასოწარკვეთის პირველი და პირდაპირი მანიშნებელია. ეს ის წამია, როდესაც გადარჩენის უკანასკნელი შანსიც გაშვებულია (ტყვიები აღარ არის, ვამპირები ახლოვდებიან, მეგობართა ჯგუფი ჩიხში ექცევა) და სასიცოცხლო მნიშვნელობას მათი ლიდერის (რომელმაც ყველაზე კარგად იცის ის, თუ “რაზეც ზიან”) სიტყვა იძენს.

"მაგალითისთვის"
16. “არაჩვეულებრივად გამოიყურები” – გაცვეთილი შეფასება ქალისა, რომელიც პაემანზე წასასვლელად მთელი საათის მანძილზე დიდი მონდომებით ემზადებოდა და ახლა ახალი კაბით მაყურებელსა თუ მთავარ გმირზე შთაბეჭდილების მოხდენას ერთნაირი მონდომებით ცდილობს. (შენიშვნა: ქალის ჩვენებისას, აუცილებელია, კადრი ფეხებიდან სხეულის ზედა კიდურებისაკენ ნელა და ყველა შესაძლო ნაკვთის მაქსიმალური გამოკვეთით დაიძრას)
17. “იცოდე, ამას მწარედ ინანებ” – პარადოქსული მუქარა, რომლის პარადოქსულობაც იმ ლულის ადგილმდებარეობითაა გამოწვეული, რომლის ბოლოც აღნიშნული სიტყვების მთქმელს შუბლზე აქვს მიბჯენილი. რიგ შემთხვევებში მუქარა უფრო მძაფრ სახეს იძენს და გამოიხატება აღშფოთების მაჩვენებელ ისეთ ფრაზებში, როგორებიცაა: ”მოგკლავ, შე ნაბიჭვარო” (ხელჩართული ბრძოლისას) და “ჩათვალე, რომ უკვე მკვდარი ხარ” (სატელეფონო საუბრისას, როდესაც მოწინააღმდეგე თვალსაწიერს მიღმა იმყოფება).
18. “იცოდეთ, თუ პოლიციას შეატყობინებთ…” – ტრადიციული სიტყვები, რომელიც საკუთარი შვილის სიძულვილისა, თუ, კაცმა არ იცის რა მიზეზის გამო, გატაცებული ბავშვის მშობლებს არასოდეს უშლით ხელს იმაში, რომ ტელეფონის გათიშვის შემდეგ მაშინვე სამართალდამცავთა ნომერი აკრიფონ…
პ.ს: ლეგენდარული “ამის დედაც, ჯეკ” პოსტში შეგნებულად არ არის ნახსენები. “ჰოლივუდელი” რეჟისორები ვალდებულები არ არიან გაითვალისწინონ ის, რომ საქართველოში ყველანაირი გინების სათარგმნად, ამ ორ ჯადოსნურ სიტყვას სრულიად საკმარისად მიიჩნევენ ხოლმე…
პირველი ვარ : )) რა სასიამოვნოა : )) ისე ეს ფრაზები მართლა ყელშია ამოსული! კაი პოსტია მალადეც მჩხაპნელ
არა, დიდი ხანია, ასცდა ყელს და ავიდა მახსოვრობაში
იმიტომ, რომ ზუსტად ორი–სამი წუთი გახდა საჭირო ამ თვრამეტი (და ცოტა მეტი) ფრაზის გასახსენებლად
ამ დღეებში ბევრი საშინელებათა ფილმი გინახავს =)
“ეს ის არ არის, რაც შენ გგონია” ეს უფრო სერიალებში მესმის.
კიდევ ერთი–ორი:
1. ნება მომეცი აგიხსნა!
2. კიდევ ერთი შანსი მომეცი, გთხოვ…
და ა.შ.
მაგ კატეგორიისავე ფრაზებს მიეკუთვნება: “გეფიცები, შევიცვლები” – “ნუ მეფიცები”-ს წყვილი და “მე შენი ღირსი არ ვარ”
ეგ ჟანრი მეც ძალიან მიყვარს და შენ წარმოიდგინე სცენარიც მაქვს მზად(მთლად მზად არა =)) ექსპერიმენტალური ფილმისთვის.
ისე ამ ბოლო დროს კაი ფილმის ძებნა ჭირს და თუ იცი რამე “შემაძრწუნებელი” მირჩიე თუ ძმა ხარ
=) სერიოზულად (რეკლამაში არ ჩაგეთვლება…)
გელოდებიიიიიიიიიიიიიიიი…
ასე ერთი გახსენებით გონებაში ამომიტივტივდა შემდეგი ფილმები:
1. მეექვსე გრძნობა (sixth sense)
2. სხვები
3. გორაკებსაც თვალები აქვს
4. ცვილის ფიგურების მუზეუმი (ახალი)
5. ზარი 1, ზარი 2;
6. დანიშნულების ადგილი (1, 2)
7. ხოცვა–ჟლეტა ტეხასში ბენზინის ხერხით (ახალი)
8. სარკეები
თუ ესენი უკვე ზეპირად იცი, ვეცდები სხვა მოვჩხრიკო
მართლაც რომ თითქმის ყველა მაქვს ნანახი =) და როგორც მახსოვს შამალანის მეექვსე გრძნობა საშინელება არ უნდა იყოს
))
დანიშნულების ადგილი 3 “იშიო”
“ხოცვა–ჟლეტა ტეხასში ბენზინის ხერხით (ახალი)” აუფ, ეს მაგარი იქნება
ესეთი სათაური დიდი ხანია არ შემხვედრია
საშინელება იქნება ღამით და უკიდურესად აწეული ხმით თუ უყურებ
რამდენიმე მომენტში შევცბი მე ასეთ პირობებში
მესამე კიდევ ჰო და მეოთხე დანიშნულების ადგილი იმდენად აღარ მომეწონა, როგორც სხვები
“ჰოსტელია” კიდევ საინტერესო ფილმი, დაჰკრავს საშინელებათა ჟანრის ელემენტები
სიამოვნებით აღვივსე
და თანაც პირველ ადგილზე…
ესეიგი ჰქონდა სათანადო შტაბეჭდილებები
კი, მეგონა მოსაწყენი ფილმის მსხვერპლი გავხდი და ისეთი დასასრული ჰქონდა, ყველაფერი გადაძალა
ერთი პერიოდი საშინელებათა ჟანრის ფილმში ფრაზა ‘მი ვსე ვდოხნიმ!!’–ს თუ ვერ გავიგონებდი, ვთვლიდი, როპმ სულ ტყუილად გადავყარე ტემზაში დრო))))
თან რუსები სასწაული გრძნობით კივიან ხოლმე:
მი ვსე ვდოხხხხხნიიიიიიიმ!!!
რუსული გამხმოვანების მომხრე ვარ !
კანონი უფრო მაღლა დგას!
ახლა მიიღებენ მგონი მალე (თუ არ მიიღეს უკვე) ორიგინალი გახმოვანებისა და ქართული სუბტიტრების (ვალად) დადების შესახებ
ისე “მი ვსე სდოხნემ” არის რუსიჩულზე – мы все сдохнем….
http://www.translit.ru ავტომატურად დაწერ რასაც გსურს რუსულადაც და სხვა ენებზეც.
ეს ისე ინფორმაციისტვის
-ეს ის არ არის, რასაც შენ ფიქრობ
-მე არ ვფიქრობ, მე ვხედავ
მომენტი: როდესაც ვიღაც ჯეკი ხვდება რომ ვიღაც კრისტი სწორედ მისთვის არის შექმნილი და ამას რატომღაც მაშინ ხვდება, როდესაც კრისტი სამუდამოდ მიემგზავრება გრელანდიაში და უკვე რეგისტრაციას გადის აეროპორტში.
ჯეკი თავგუდმოგლეჯილი მირბის აეროპორტისკენ, ჯერ არ უჩერებს არც ერთი ტაქსი, მერე მისი “რჩეული” ტაქსი საშინელ საცობში იჭედება და ჯეკი ფეხით აგრძელებს გზას. აეროპორტში კი სწორედ მაშინ მიდის როდესაც კრისტინას თვითმფრინავს უკვე ტრაპს ხსნიან.
ბოლოს აღმოჩნდება, რომ კრისტინა იმ თვითმფრინავში არ მჯდარა და რომანტიული მუსიკის ფონზე სახლში დაბრუნებულ ჯეკს იქ ხვდება.
აი ეს მომენტი ყველაზე მეტად მიშლის ნერვებს.
დაახლოებით იგივე მეწერა “ჰოლივუდური” ერთნაირი სიუჟეტების აღწერისას ერთ-ერთ პოსტში:
9. რომანტიკულ ფილმებში, სულ ერთი ტიპის სცენარია. მთავარ პერსონაჟებს ერთმანეთი უყვარდებათ, მერე რიგი მიზეზების გამო, აუცილებლად ჩხუბობენ, ბოლოს, გოგო, ან ბიჭი, ან ორივე ხვდება, რომ „იდიოტურად მოიქცა“ და რატომღაც გონების ეს განათება მაინცდამაინც ისეთ დროს ხდება, როდესაც სიყვარულის გადასარჩენად წუთებიღაა დარჩენილი. მერე ირთვება მხიარული მუსიკა და მთავარი გმირი გარბის ეკლესიაში, სადაც მისი მიჯნური ჯვარს იწერს ან აეროპორტში, საიდანაც სამუდამოდ მიფრინავს სხვა ქვეყანაში და ზუსტად იმ დროს გამოეცხადება, როდესაც მან ვიღაცის ცოლობაზე თანხმობა უნდა განაცხადოს ან თვითფრინავში ავიდეს
შენი უფრო მძაფრია
მატყუარა მატყუარაში მასე არაა
ამიტომ მირჩევნია ჯიმი სხვებს
საერთოდ, ჯიმ ქერის ფილმთა დიდ ნაწილს იმდენად ვაფასებ, რომ მზად ვარ ასეთ შემთხვევებზე (თუ იყო საერთოდ) თვალ(ებ)ი დავხუჭო ხოლმე
მართალი ხარ 100%, მაგრამ ზოგჯერ მიუსწრებს ტრაპთან და მტელი აეროპორტი მომსწრეა მათი სიყვარულის ხმამაღალი ახსნის და ყველა ბოლოში ტაშს უკრავს და რომანტიული მუსიკა უკრავს და ა.შ. და ა.შ.
უფრო რომანტიკულია სტადიონზე რომ მიუვარდება ხოლმე და მერე დიდ ეკრანზე ჩანს მათი კოცნა
ეეე ის გამოგრჩა: “ჯოჯოხეთში შევხვდებით”
მაგარი მომენტია ეგ: სადღაც ფრიალოზე, ან, ასსართულიანი სახლის სახურავზე რომ არის გადმოკიდებული ცუდი ბიძა და მეორე მისი სულის სამყოფელს წინასწარ განსაზღვრავს
მე თუ 10 წუთში არ დავბრუნდი,პოლიციას გამოუძახეთ
არა ჯეკ?… სადაა ჯეკი? – როდესაც გარშემომყოფები აღმოაჩენენ რომ ჯეკი მათ შორის აღარააა, ამ დროს კადრი გადადის ჯეკზე, რომელიც მოტოციკლეტით მიქრის რაიმე გმირობის ჩასადენად..
აქსეეს დინაიდ! — ამ ფილმებში რა ჯურის კომპიუტერები აქვთ ხოლმე, ყველა ლაპარაკობს (ყოველთვის ქალის ხმით), ყველა პაროლს ითხოვს ჩართვისას (მარა მეორე ცდაზე კეთილები მაინც იცნობენ პაროლს), და არცერთს არ ჭირდება მაუსი.. ხო კიდევ, რა სისტემა აყენია ვერ გავუგე
) ვინდოუსი არ იციან მანდ?
ვინდოუსი მანდ თუ არ იციან, სხვაგან სადღა უნდა იცოდნენ
შეიძლება რეკლამას ერიდებიან და რაღაც ახალ ჩხლართს მაგ მიზნით იგონებენ
აი, ქალის ხმაზე და მთავარი გმირის გულთმისნობაზე არაფერი გასამართლებელი საბუთი არ მაქვს
და პაროლი ყოველთვის კომპიუტერთან ახლომდებარე სურათზე გამოსახული ქალის სახელია
ან შვილის სახელი
ნუ, ოჯახის წევრი რომ არის ეს გარდაუვალია
მე როგორც ვხვდები მაუსი ჰოლივუდის თითქმის არც ერთ ფილმში არაა საჭირო, ეტყობ მარტო განვიტარებადი ქვეყნები ხმარობენ.
მე კიდო ის მევასება, სამხერდო ფილმებში რაღაცა მაგარი სპეციალისტი – მაგარი ბირთვული ფიზიკოსი, ან ბიოლოგი, ან სამხედრო თავდასხმის სპეციალისტი ან რაიმე ეგეთი მაგარი ნაშა რომ ეძრობა, თან ისეთი ახალგაზრდა რომ კოლეჯი თუ ქნება დამთავრებული და წარადგენენ – დოქტორ რაღაცა ნაუკ.
“-მემუქრები?
-არა, გაფრთხილებ” < ესეც ხშირია ჰოლივუდურ ფილმებში.
კიდევ დაკვირვებული ვარ, რომ მთავარი პერსონაჟის უახლოესი მეგობარი არის ყოველთვის ექსცენტრიული, რაც გამოიხატება მის ბევრ ლაპარაკში, ხუმრობებში, თმის ვარცხნილობაში, მექალთანეობაში ან რამე მაგდაგვარში. ეს ალბათ იმიტომ, რომ მთავარი გმირი უფრო სრულყოფილი და გაწონასწორებული გამოჩნდეს – ანუ რადიკალურად განსხვავებული მისი მეგობრისგან. ცუდი მიდგომა არ არის პრინციპში, მარა უკვე ძალიან მოძველდა.
პ.ს ვიხალისე პოსტით.
სახალისო სტატიაა )) მიუხედავად იმისა რომ ზემოთ ხსენებული ბანალური ფრაზები იმდენად აღარ გვხვდება როგორც 90 წლებში,, ახლა უფრო ბრაზილიურ სერიალებშოა ,სგავსი ფრაზები.. და მე არ მახსოვს სერიას შევსწრებოდე და იქ ვინმე თავის თავს არ ეუბნებოდეს ხმამაღლა გაუთქმელ საიდუმლოს და ეგ საიდუმლო არ გაეგო მოსამსახურეს.. ხო შეიძლება შეცვალო და გაიგოს მეზობელმა.. მესაფლავემ. სანტექნიკმა.. არა.. მაინცდამაინც მოსამსახურემ რომელსაც მერე გააგდებენ სამსახურიდან.. ნუ ჩვენ რა უნდა ვთქვათ სხვის ფილმოგრაფიაზე როდესაც ყოველი მეორე ფილმი ნარკომანიაზეა და იდენტური სცენარია ))
კი, ადრინდელ ფილმებში იყო. იმ მარტივი ლოგიკით, რომ ბოლო პერიოდის ფილმები ბევრი არ მინახავს
სერიალს რაც შეეხება, მე ზოგადად ეგ მიდგომა მიკვირს – ხმამაღლა თვითიალოგის. ნეტავ რეალურ ცხოვრებაში ვინმე ასე ელაპარაკება ხოლმე საკუთარ თავს თუ მთლიანად ვიღაცის ფანტაზიის გაჭირვებულ მშობიარობას უნდა დავაბრალოთ?
ჰაააააააა, მაგარი ხარ! მაგრად ბურღავ ხოლმე ტვინს! უკვე მეცოდება შენი შეყვარებული, შენი გელფრენდი და… შენი ცოლი
კიდე სულმოუთქმელად ველოდი კიდევ ერთ ფრაზას: ტიპი რომ აილეწება სადმე, ან ფანჯიდან გადავარდება და ა.შ. და რომ ჩასძახებენ: Are U OK? და ის I’m Fine
ბექუშ, ბუასილი პროგრესირებადი ვეშჩია და სკამიდან ახევა შველის ხოლმე. თბილისს მოვუახლოვდები თუ არა, “დამპირდი, რომ დამიცდი”
))
ჰო, სკამს რაც შეეხება, მე უფრო სავარძელს დავარქმევდი იმას, რაც მაგ ფუნქციას ასრულებს და “დანარჩენი უკვე ღვთის ნებაა”
ნუ თითქმის ნახევარი პოსტის გასაბერად იყო მგონი დაწერილი
ძირითადად კარგია მაგრამ ზოგი ძალიან გაზვიადებულია. შემიძლია ნუმერაციაც მოვაყოლო
პირიქით, რამდენიმე გამოვაკლე კიდეც, რომ ბევრი არ ყოფილიყო

რა კარგია, რომ არ ვარ!
მაგალითად: “ეს ჩემი სავიზიტო ბარათია, რამე ახალს თუ შეიტყობთ, დამიკავშირდით”
ახლა ინტრიგანი რომ ვიყო, ნუმერაციას მოვითხოვდი
და რას ხედავ თუნდაც მაგ ფრაზაში ბანალურს და დაღეჭილს?? მე ვერაფერს. ნუ რავიცი ეს პოსტი არ მომეწონა
“FBI”–ს ყველა აგენტი და საერთოდ ნებისმიერი გამომძიებელი ამას ამბობს და მაგიტომ, თორემ არაფერს ვერჩი
ვერც მოვიფიქრე ახლა უცებ, სხვა რა შეიძლება უთხრას მაგის ნაცვლად
ვერც მოვიფიქრე ახლა უცებ, სხვა რა შეიძლება უთხრას მაგის ნაცვლად
ხოდა აი მაგიტომ მიმაჩნია გაზვიადებულად ეს პოსტი. გეტყოდი ეხლა ძალიან მომწონს შენი პოსტებითქო მაგრამ მერე დაიწყებ ბანალურიაო. არაორიგინალურიაო… ამიტომ არ გეტყვი და იყავი ეგრე
:D
როგორც იტყვიან, ის ტოტი მოვხერხე, რომელზეც ვიჯექი
(აი, კიდევ ერთი შაბლონი იმ შაბლონთმებრძოლობის გასაბათილებლად)
წუნს ვერ უპოვნის ჩემნაირი ინტრიგანი…
გარკვეულწილად ისიც ინტრიგაა, რომ ინტრიგანი ინტრიგის დეფიციტზე (წუ)წუნებს
ღმერთი: ცუდი ის არის, რომ თქვენ სამოთხის დატოვება მოგიწევთ!
მაგარი პოსტია ძაან
ადამი: და კარგი რაღაა?
ღმერთი: შეგიძლიათ, ეგ ლეღვის ფოთლებიც თან გაიყოლოთ…) <<<< ეს შოკიაააა:
რაღაც ხომ უნდა დარჩენოდათ სუვენირი “იმ ტკბილი დღეების” მოსაგონრად
ეხლა ბოლომდე არ წამიკითხავს, მაგამ ტიტანიკზეც იგივე არ იყო?
კაპიტანი რომ გამოდის და კარგი და ცუდი ამბები მაქვს და რომელით დავიწყოო, ეკითხება ეკიპაჟს.
- ცუდით
- დამესიზმრა რომ დავიძირებით
- და კარგი რაღაა?
- 11 ოსკარს ავიღებთ
სტატია მაგარი ჩანს და აუცილებლად გადავიკითხავ ხვალ ფხიზელი გონებით. და ზოგადად ძალიან მომწონს ბლოგი ესე.
“სხვა ცხოვერბაში შევხვდებით” – ეგ გამოგრჩათ:)))))
- 2012 ჰეფი ენდ-ით რომ დამთავრდა მემგონი ჰოლივუდის ბანალურობაზე აღარაა საჭირო ლაპარაკი
რა ძალიან მაგარიააააააააააააააა
ამ ბლოგზე ყვეალზე კარგად ვერთობი ხოლმე : დ ცოლად არ მომიყვან ? :
მაგარი ხარ!!! ძალიან მომეწონა