ჩემი პირველი შემოქმედებითი წვის შედეგი

მდიდრების ქალაქი

(პირველი ქმნილება. დაწერილია 1995 წელს, 4-5 წლის ასაკში. ტავტოლოგიები, სტილური ხარვეზები და მსგავსი ჯიშის გრამატიკული წარმონაქმნები ჯერ არ ვიცოდი)

იყო ერთი კაცი, ჰყავდა ერთი იხვი. ეს იხვი ისეთი იხვი იყო, რომ დადიოდა გარეთ თუ შიგნით სულ ოქროებს ყრიდა. გამდიდრდა კაცი და მეზობლებიც გაამდიდრა. მერე ამ იხვმა ჭუჭულები დაჩეკა. ამ კაცმა იხვის შვილები (აქ ტავტოლოგია რეფლექსურად ავირიდე, ეტყობა კალამმა მიგრძნო ) გაყიდა. რა ქვეყნიდან აღარ მოდიოდნენ. ის იხვი კი სულ პირიდან, ხან იხვს და ხან ოქროს აგდებდა. ასე გამდიდრდა ქალაქი. იხვი სულ ყრიდა და ყრიდა იხვებს და ოქროებს (ეს ეტყობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ორჯერ რომ ვიმეორებ თითქმის ზედიზედ). ერთხელ ამ კაცმა იფიქრა, მე ამ იხვმა სიკეთე მიყოო და იხვს საჩუქრად ერთი პატარა სახლი აუშენა. მერე აშენა და აშენა შიგ მაღაზიები, პური  (პურის დეფიციტის გავლენა იგრძნობა) და ყველა საჭმელი იყო, სასმელები და კანფეტები თავზე ჰქონდა საყრელი. ამის შემდეგ ის იხვი სახლიდან აღარ გამოდის, ამიტომ საქართველოში ფული აღარ არის და ხალხი მათხოვრობს…

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
58 Responses
  1. temqofilia? says:

    შენ პატარაობიდანვე მაგარი მჩხაპნელა იყავი გეტყობა

    • Mchxapneli says:

      პირდაპირი მნიშვნელობით თუ გავიგებთ კი :) რაც მე წიგნები და რვეულები მაქვს ნაჩხაპნი… :)

  2. kate_alukard says:

    ეჰ ჩემი ბავშვობა გამახსენდა ჩემი ტანძია :( ((

  3. Blackiii says:

    ბავშვობიდანვე მოგდგამს რა :D

    • Mchxapneli says:

      არა, ამის მერე ცოტა ხანი “შემოქმედებითი კრიზისი” მქონდა :D

  4. ნ10ა says:

    გრამატიკული წარმონაქმნები კი არა წერა რო იცოდი არ გიხარია? :) მე არ ვიცოდი მაგ ასაკში, ეს მშიერი ბავშვი ,,პურსაც,, ვერ დავწერდი არათუ ,,იხვის ჭუჭულს,, :)

    • Mchxapneli says:

      რომ დავუფიქრდე, კი! :)
      ეტყობა ძალიან გულდათუთქული ვიყავი მე… :)

  5. frida says:

    ძალიან საყვარელი ზღაპარია :)

    შტერულად კარგი :)

    მეც დავწერე ზღაპარი 15-20წლის წინ :D როგორ ვიპოვე ნატვრის თვალი და როგორ უცებ გაქრა უსინათლო,უასფალტო,უფერული თბილისი და მის ნაცვლად ისეთი გაჩნდა,როგორიც მე მინდოდა ყოფილიყო…
    და ამ ზღაპრის ბოლოს, ყველა ქუჩაში გამვლელი იღიმებოდა :D

    (უნატვრისთვალოდ კი ახდა ბევრი რამ ამ ზღაპრიდან,მაგრამ მთავარი მაინც აუხდენელი დარჩა-ღიმილიანი სახეები :( )

    • Mchxapneli says:

      იმედი ვიქონიოთ, რომ ის შენი ნატვრისთვალი ცოტასაც გაიჭირვებს და ერთ ღიმილს გაიმეტებს თბილისისათვის:)

  6. ჯიო says:

    მადლობა.მე მაგრად ვიხალისე :D :D
    ეს კარგად გიწერია”მერე აშენა და აშენა შიგ მაღაზიები,პური(პურის დეფიციტის გავლენა იგრძნობა) :D :D :D
    ეხლაც კი ვკითხულობ ხოლმე ბავშვობისდროინდელ ზღაპრებს,საოცარ სითბოს და სიბრძნეს ვგრძნობ ხოლმე :P :)

    • Mchxapneli says:

      ჰო, ზღაპრები მხოლოდ ბავშვებისთვის არ არი, ბევრის სწავლა შეიძლება იქიდანაც :)

  7. niniko says:

    ვა მაგარი იყი, აი ეგეთი უნდა 4 წლის ბავშვი, განსაკუთრებით პური მომეწონა. ძაან სოციალური ზღაპარი იყო

    • Mchxapneli says:

      არადა, რიგებში არ ვმდგარვარ არასდროს… ალბათ, ჩამესმა, რომ “პური ჩვენი არსობისა” არ “არს(ებ)ობდა” იმ დროს :)

  8. lylite says:

    ეჰ, ჩვენი მთავრობა ჩვენზე ამდენს რომ ფიქრობდეს საქართველო ჩამოლაბორანტების გზაზე ნამდვილად არ იქნებოდა……..

    • Mchxapneli says:

      ჰო, ძნელია შენს თავთან ერთად სხვაზეც იფიქრო და რა ქნან? :) უნდა გავუგოთ :)

  9. dgliump says:

    მაგარი ხარ რაა.. :D :D ყოჩაღ!! წითელი +5 შენ :) :)

    • Mchxapneli says:

      ახლა მე წესით უნდა ვთქვა: “დიახ! რაც სააკაშვილი მოვიდა, მას მერე სიტუაცია შეიცვალა და გავბრწყინდით” – მეთქი :)

  10. Babuta says:

    ჩემი გაჭირვებული (ლტოლვილი ბავშვის) ბავშვობა თვალწინ დამიდგა :S :D :D:D შენ აშკარად აკვნიდან გეტყობოდა, რომ ნიჭი გქონდა :D ძაან ბევრი ვიცინე, საღოლ :D

    • Mchxapneli says:

      შენ ჩვენზე მძიმე ბავშვობა გქონია.
      პურთან ერთად, არც აკვანი მქონდა, მე მგონი :P

  11. lady georgiana says:

    ჩემი ცოდოები, რა რთული ბავშვობა გვქონდა:((( ისე ბევრი ვიხალისე :D DDDDDDD

    • Mchxapneli says:

      “წავიდნენ ბავშვობის დღეები, მინდვრები, ჭალები, ტყეები”
      მაინც კარგი იყო :)

  12. ჩემნაირი ყოფილხარ ძმა მეც 4-4 წლისა ლოცვებსვამბობდი და ლექსებს ვთხზავდი ვყვებოდი უკალკულატოროდ ვითვლიდი ვანგარიშობდი და ინგლისური ასოები ვიცოდი

    • Mchxapneli says:

      :D ყოჩაღ!
      მე მაგ ჩამონათვალიდან, მარტო ლექსების ცოდნას ვაკმაყოფილებდი (დუმბაძის) :)

  13. knuti says:

    აშკარად იგრძნობა უპურბა-უფულობის გავლენა ))

    მაგ პერიოდში ორი წლის ვიყავი დაახლოებით, უფრო პატარაც კი და დავყავდი ასე პურის რიგებში ნათესაობას, მაყოებდნენ პოემებს და ურიგოდ უშვებდათ ხალხი :D

    რა უბედური ბავშვობა მქონია :(

    • Mchxapneli says:

      რა კარგია, რომ ლექსები ვიცოდი მაგ დროს და რა უფრო კარგია, რომ ამას არ იყენებდნენ :)

  14. SaLoMea_Mze says:

    ძალიან ძალიან ბევრი ვიცინეეეე :D :D :D :D

  15. Kate says:

    ძალიან კარგი პოსტები გაქვს მუდამ.

    ეს იცი???
    http://forum.ge/?f=25&showtopic=34029714

    • მჩხაპნელი says:

      კი, მინიშნებებს ვწერდი ხოლმე ფარული სახელით, სანამ ერთ-ერთმა “სკაიპში” ორმაგი ძალებით ეტაპებზე გადასასვლელად ბრძოლა არ შემომთავაზა :)

  16. lylite says:

    შენ არ ხუმრობ რა :D :D

  17. modebilo elementi says:

    4 წლისამ ეს დაწერე? :0 მე შვიდის ვიყავი პირველად მოლექსო რაღაც რომ დავწერე და მთელი ოჯახი დამცინოდა,მაგრამ მე მთელი გულით მჯეროდა,რომ ოდესმე მეც დავწერდი ტარიელ ჭანტურიასავით :) (ის იყო ჩემი მაგალითი,”სალამი სალამს” მომწონდა რატომღაც,ვერანაირად ვერ ვხვდები რატომ :) )ხო,ისა,4 წლის რომ ვიყავი,ნესტან-დარეჯანის წერილს ვყვებოდი მაგრად(ანდა რას მერჩოდნენ,რას მასწავლიდნენ,რატომ მტანჯავდნენ :) ):”მძღენნი” იცნობენ,სწუნობენ და ა.შ. :) რა კარგი რამაა ეს დაპოსტვა,ამას ადამიანს პირდაპირ როგორ ვეტყვი :)

    • მჩხაპნელი says:

      თუ მაინცდამაინც წერილი იყო სასწავლი, ავთანდილის დანატოვარი სჯობდა :P მე მარტო “იყო არაბეთს როსტევანის” სტროფი ვიცოდი :P

  18. modebilo elementi says:

    :D :D :D ეგ ხო,მაგრამ აბა ჩემს რომანტიკოს დედას ჰკითხე რა სჯობდა :) :):):)
    და მაინც,შენს ზღაპარში ყველაზე საინტერესო ამოცანის ამოხსნა იყო :D თურმე რატომ არიან მათხოვრები ყოველ ფეხის ნაბიჯზე :D :D და ის კიდევ,თურმე ბავშვმაც კი იცის,”ვინ” არის პური :D :D

    • მჩხაპნელი says:

      ჩემს “სათუთ ფსიქიკაზე” იმოქმედა მათხოვრების მუდმივმა შეხვედრებმა ქუჩაში, ალბათ და პასუხის ძიებაში გაჩნდა ეს იდეა :P

  19. tsitsi says:

    აუ რა :( (( მართლაც რომ გვჭირდება ეხლა ეგეთი იხვი… :_)

    • მჩხაპნელი says:

      არა, ინფლაციას გამოიწვევს და ოქროს გაუფასურებას wasntme ეკონომიკის კუთხიდან თუ შევხედავთ :)

  20. ეკოო says:

    მე არა მარტო შენს პოსტებზე ვხალისობ არამედ შენს კომენტარებზეც… ლაპრაკისასაც ესე ელვისსიწრაფით სცემ “ხოხმა” პასუხებს, თუ ფიქრდები ხოლმე ცოტა??? რაღაცით ჰაუსს მაგონებ (იმედია შენთვის ეს კომპლიმენტია და არა შეურაცხყოფა)… და ვამაყობ რომ ერთი უნივერსიტეტის წარმომადგენლები ვართ :)

    • მჩხაპნელი says:

      შემოვიბენი ცოტა :)
      მადლობა. ძირითადად ექსპრომტად ხოლმე, მაგრამ რამდენად ამართლებს ეს ცალკე საკითხია :P

  21. ეკოო says:

    ნუ საიტზე აშკარად ამართლებს, ერთადერთი საიტია სადაც კომენტარებსაც ვკითხულობ :D :D :D

    • მჩხაპნელი says:

      რაღაც ისე გამოვიდა, ათასში ერთხელ, რომელიმე საზამთროს კურკებიანად რომ ჭამენ ხოლმე, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოაო :P

  22. გავიგუდე სიცილით hah

    ძალიან მაგარი იყო hah hah

  23. MaRo...=X says:

    მე 4–5 წლის რომ ვიყავი, მარტო მაშინ ვწერდი ლექსებს :) სასწაული ლექსები იყო: რა რითმა, რა რიტმი :D “კედლები მოდიან”.. და მეტი აღარ მახსოვს :D ნათესავები მარცხვენენ ხოლმე :) შენ როცა დაწერე ეგ ლექსი მე მაშინ დავიბადე :D

    • მჩხაპნელი says:

      4–5 წლისას რიტმა და რითმი რომ გქონოდა, ის იქნებოდა გასაკვირი :D ეგრე იმდენი შემარცხვენელი კომპრომატი მაქვს შენახული დღემდე, დაცინვას ვერ აუხვალ :P

  24. MaRo…=X says:

    ხო, ანუ, ჩვენი დაშანტაჟება შეუძლიათ :D ახლაც ვწერ ლექსებს, ოღონდ მარტო რითმა და რიტმი აქვს, აზრი არა :D

    • მჩხაპნელი says:

      ასეთი პროგრესით თუ გააგრძელე შენ მალე პოეტი გახდები წესით 8-)

  25. MaRo...=X says:

    ოჰ! ^^ :დარცხვენილი სმაილი: თვეში ერთხელ 1 ერთსტროფიან ლექსს სულ ვწერ :D

    • მჩხაპნელი says:

      ერთადერთი ის გაცვეთილი ფრაზაღა დამრჩა არსენალში, რომ “მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა” :)

  26. MaRo...=X says:

    :D ამდენ კომენტარზე პასუხებს როგორ წერ :D

  27. ქეთი says:

    გენიალურია…ჩვენ კი აკვანს ვეძებთ ბაზალეთის ტბის ძირას…..კვატი, კვატი გვინდა….

    • მჩხაპნელი says:

      კვატიც მანდ იქნება – ოქროს აკვნის სიახლოვეს :)

  28. შუსტრიკელა = D says:

    დასკვნა არის ზალიან მაგარი :D :D:D:D

  29. ვასილიჩი says:

    კაი ხანია ამ საიტის ხშირი სტუმარი ვარ, და აი ამან “დაგლიჯა”…. საღოლ ძმაო მაგარი ხარ:)))

    • მჩხაპნელი says:

      ამ კომენტარიდანაც კაი ხანია გასული და იმედია, “ორი კაი ხანია” უკვე სტუმრობის :)

Leave a Reply

Current month ye@r day *