მდიდრების ქალაქი
(პირველი ქმნილება. დაწერილია 1995 წელს, 4-5 წლის ასაკში. ტავტოლოგიები, სტილური ხარვეზები და მსგავსი ჯიშის გრამატიკული წარმონაქმნები ჯერ არ ვიცოდი)
იყო ერთი კაცი, ჰყავდა ერთი იხვი. ეს იხვი ისეთი იხვი იყო, რომ დადიოდა გარეთ თუ შიგნით სულ ოქროებს ყრიდა. გამდიდრდა კაცი და მეზობლებიც გაამდიდრა. მერე ამ იხვმა ჭუჭულები დაჩეკა. ამ კაცმა იხვის შვილები (აქ ტავტოლოგია რეფლექსურად ავირიდე, ეტყობა კალამმა მიგრძნო ) გაყიდა. რა ქვეყნიდან აღარ მოდიოდნენ. ის იხვი კი სულ პირიდან, ხან იხვს და ხან ოქროს აგდებდა. ასე გამდიდრდა ქალაქი. იხვი სულ ყრიდა და ყრიდა იხვებს და ოქროებს (ეს ეტყობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ორჯერ რომ ვიმეორებ თითქმის ზედიზედ). ერთხელ ამ კაცმა იფიქრა, მე ამ იხვმა სიკეთე მიყოო და იხვს საჩუქრად ერთი პატარა სახლი აუშენა. მერე აშენა და აშენა შიგ მაღაზიები, პური (პურის დეფიციტის გავლენა იგრძნობა) და ყველა საჭმელი იყო, სასმელები და კანფეტები თავზე ჰქონდა საყრელი. ამის შემდეგ ის იხვი სახლიდან აღარ გამოდის, ამიტომ საქართველოში ფული აღარ არის და ხალხი მათხოვრობს…
შენ პატარაობიდანვე მაგარი მჩხაპნელა იყავი გეტყობა
პირდაპირი მნიშვნელობით თუ გავიგებთ კი
რაც მე წიგნები და რვეულები მაქვს ნაჩხაპნი…
ეჰ ჩემი ბავშვობა გამახსენდა ჩემი ტანძია
((
ბავშვობა მართლაც დიდი განძია
ბავშვობიდანვე მოგდგამს რა
არა, ამის მერე ცოტა ხანი “შემოქმედებითი კრიზისი” მქონდა
გრამატიკული წარმონაქმნები კი არა წერა რო იცოდი არ გიხარია?
მე არ ვიცოდი მაგ ასაკში, ეს მშიერი ბავშვი ,,პურსაც,, ვერ დავწერდი არათუ ,,იხვის ჭუჭულს,,
რომ დავუფიქრდე, კი!
ეტყობა ძალიან გულდათუთქული ვიყავი მე…
ძალიან საყვარელი ზღაპარია
შტერულად კარგი
მეც დავწერე ზღაპარი 15-20წლის წინ
როგორ ვიპოვე ნატვრის თვალი და როგორ უცებ გაქრა უსინათლო,უასფალტო,უფერული თბილისი და მის ნაცვლად ისეთი გაჩნდა,როგორიც მე მინდოდა ყოფილიყო…
და ამ ზღაპრის ბოლოს, ყველა ქუჩაში გამვლელი იღიმებოდა
(უნატვრისთვალოდ კი ახდა ბევრი რამ ამ ზღაპრიდან,მაგრამ მთავარი მაინც აუხდენელი დარჩა-ღიმილიანი სახეები
)
იმედი ვიქონიოთ, რომ ის შენი ნატვრისთვალი ცოტასაც გაიჭირვებს და ერთ ღიმილს გაიმეტებს თბილისისათვის:)
მადლობა.მე მაგრად ვიხალისე


ეს კარგად გიწერია”მერე აშენა და აშენა შიგ მაღაზიები,პური(პურის დეფიციტის გავლენა იგრძნობა)
ეხლაც კი ვკითხულობ ხოლმე ბავშვობისდროინდელ ზღაპრებს,საოცარ სითბოს და სიბრძნეს ვგრძნობ ხოლმე
ჰო, ზღაპრები მხოლოდ ბავშვებისთვის არ არი, ბევრის სწავლა შეიძლება იქიდანაც
ვა მაგარი იყი, აი ეგეთი უნდა 4 წლის ბავშვი, განსაკუთრებით პური მომეწონა. ძაან სოციალური ზღაპარი იყო
არადა, რიგებში არ ვმდგარვარ არასდროს… ალბათ, ჩამესმა, რომ “პური ჩვენი არსობისა” არ “არს(ებ)ობდა” იმ დროს
ეჰ, ჩვენი მთავრობა ჩვენზე ამდენს რომ ფიქრობდეს საქართველო ჩამოლაბორანტების გზაზე ნამდვილად არ იქნებოდა……..
ჰო, ძნელია შენს თავთან ერთად სხვაზეც იფიქრო და რა ქნან?
უნდა გავუგოთ
მაგარი ხარ რაა..
ყოჩაღ!! წითელი +5 შენ
ახლა მე წესით უნდა ვთქვა: “დიახ! რაც სააკაშვილი მოვიდა, მას მერე სიტუაცია შეიცვალა და გავბრწყინდით” – მეთქი
ჩემი გაჭირვებული (ლტოლვილი ბავშვის) ბავშვობა თვალწინ დამიდგა
:D:D შენ აშკარად აკვნიდან გეტყობოდა, რომ ნიჭი გქონდა
ძაან ბევრი ვიცინე, საღოლ
შენ ჩვენზე მძიმე ბავშვობა გქონია.
პურთან ერთად, არც აკვანი მქონდა, მე მგონი
ჩემი ცოდოები, რა რთული ბავშვობა გვქონდა:((( ისე ბევრი ვიხალისე
DDDDDDD
“წავიდნენ ბავშვობის დღეები, მინდვრები, ჭალები, ტყეები”
მაინც კარგი იყო
ჩემნაირი ყოფილხარ ძმა მეც 4-4 წლისა ლოცვებსვამბობდი და ლექსებს ვთხზავდი ვყვებოდი უკალკულატოროდ ვითვლიდი ვანგარიშობდი და ინგლისური ასოები ვიცოდი
მე მაგ ჩამონათვალიდან, მარტო ლექსების ცოდნას ვაკმაყოფილებდი (დუმბაძის)
აშკარად იგრძნობა უპურბა-უფულობის გავლენა ))
მაგ პერიოდში ორი წლის ვიყავი დაახლოებით, უფრო პატარაც კი და დავყავდი ასე პურის რიგებში ნათესაობას, მაყოებდნენ პოემებს და ურიგოდ უშვებდათ ხალხი
რა უბედური ბავშვობა მქონია
რა კარგია, რომ ლექსები ვიცოდი მაგ დროს და რა უფრო კარგია, რომ ამას არ იყენებდნენ
ძალიან ძალიან ბევრი ვიცინეეეე
ძალიან კარგი
ძალიან კარგი პოსტები გაქვს მუდამ.
ეს იცი???
http://forum.ge/?f=25&showtopic=34029714
კი, მინიშნებებს ვწერდი ხოლმე ფარული სახელით, სანამ ერთ-ერთმა “სკაიპში” ორმაგი ძალებით ეტაპებზე გადასასვლელად ბრძოლა არ შემომთავაზა
შენ არ ხუმრობ რა
ჰო, არ მეხუმრებოდა მაშინ აშკარად
4 წლისამ ეს დაწერე? :0 მე შვიდის ვიყავი პირველად მოლექსო რაღაც რომ დავწერე და მთელი ოჯახი დამცინოდა,მაგრამ მე მთელი გულით მჯეროდა,რომ ოდესმე მეც დავწერდი ტარიელ ჭანტურიასავით
(ის იყო ჩემი მაგალითი,”სალამი სალამს” მომწონდა რატომღაც,ვერანაირად ვერ ვხვდები რატომ
)ხო,ისა,4 წლის რომ ვიყავი,ნესტან-დარეჯანის წერილს ვყვებოდი მაგრად(ანდა რას მერჩოდნენ,რას მასწავლიდნენ,რატომ მტანჯავდნენ
):”მძღენნი” იცნობენ,სწუნობენ და ა.შ.
რა კარგი რამაა ეს დაპოსტვა,ამას ადამიანს პირდაპირ როგორ ვეტყვი
თუ მაინცდამაინც წერილი იყო სასწავლი, ავთანდილის დანატოვარი სჯობდა
მე მარტო “იყო არაბეთს როსტევანის” სტროფი ვიცოდი
და მაინც,შენს ზღაპარში ყველაზე საინტერესო ამოცანის ამოხსნა იყო
ჩემს “სათუთ ფსიქიკაზე” იმოქმედა მათხოვრების მუდმივმა შეხვედრებმა ქუჩაში, ალბათ და პასუხის ძიებაში გაჩნდა ეს იდეა
აუ რა
(( მართლაც რომ გვჭირდება ეხლა ეგეთი იხვი… :_)
არა, ინფლაციას გამოიწვევს და ოქროს გაუფასურებას
ეკონომიკის კუთხიდან თუ შევხედავთ
მე არა მარტო შენს პოსტებზე ვხალისობ არამედ შენს კომენტარებზეც… ლაპრაკისასაც ესე ელვისსიწრაფით სცემ “ხოხმა” პასუხებს, თუ ფიქრდები ხოლმე ცოტა??? რაღაცით ჰაუსს მაგონებ (იმედია შენთვის ეს კომპლიმენტია და არა შეურაცხყოფა)… და ვამაყობ რომ ერთი უნივერსიტეტის წარმომადგენლები ვართ
შემოვიბენი ცოტა
მადლობა. ძირითადად ექსპრომტად ხოლმე, მაგრამ რამდენად ამართლებს ეს ცალკე საკითხია
ნუ საიტზე აშკარად ამართლებს, ერთადერთი საიტია სადაც კომენტარებსაც ვკითხულობ
რაღაც ისე გამოვიდა, ათასში ერთხელ, რომელიმე საზამთროს კურკებიანად რომ ჭამენ ხოლმე, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოაო
გავიგუდე სიცილით
ძალიან მაგარი იყო
მე 4–5 წლის რომ ვიყავი, მარტო მაშინ ვწერდი ლექსებს
სასწაული ლექსები იყო: რა რითმა, რა რიტმი
“კედლები მოდიან”.. და მეტი აღარ მახსოვს
ნათესავები მარცხვენენ ხოლმე
შენ როცა დაწერე ეგ ლექსი მე მაშინ დავიბადე
4–5 წლისას რიტმა და რითმი რომ გქონოდა, ის იქნებოდა გასაკვირი
ეგრე იმდენი შემარცხვენელი კომპრომატი მაქვს შენახული დღემდე, დაცინვას ვერ აუხვალ
ხო, ანუ, ჩვენი დაშანტაჟება შეუძლიათ
ახლაც ვწერ ლექსებს, ოღონდ მარტო რითმა და რიტმი აქვს, აზრი არა
ასეთი პროგრესით თუ გააგრძელე შენ მალე პოეტი გახდები წესით
ოჰ! ^^ :დარცხვენილი სმაილი: თვეში ერთხელ 1 ერთსტროფიან ლექსს სულ ვწერ
ერთადერთი ის გაცვეთილი ფრაზაღა დამრჩა არსენალში, რომ “მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა”
ძირითადად, კლავიატურით
გენიალურია…ჩვენ კი აკვანს ვეძებთ ბაზალეთის ტბის ძირას…..კვატი, კვატი გვინდა….
კვატიც მანდ იქნება – ოქროს აკვნის სიახლოვეს
დასკვნა არის ზალიან მაგარი
:D:D:D
და შევარდნაძის ეპოქისეული
კაი ხანია ამ საიტის ხშირი სტუმარი ვარ, და აი ამან “დაგლიჯა”…. საღოლ ძმაო მაგარი ხარ:)))
ამ კომენტარიდანაც კაი ხანია გასული და იმედია, “ორი კაი ხანია” უკვე სტუმრობის
ქართულის დავალებად გამომადგება :დდ მადლობა :დდ