თანამედროვე კე–R.I.P–თაყვანისმცემლები და სხვა

ყველა კერპი საფრთხეშია
“პოპულარობა დამოკიდებულია არა შემოქმედის ნიჭზე, არამედ – მომხმარებელთა გემოვნებაზე”ჯემალ ქარჩხაძე
“ეს ქარჩხაძე ვინღა არის? გამოჩნდა კიდევ ერთი შურიანი რა…” – დაბნეული ნინო ჩხეიძე

 “არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსნი… არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ”მეორე მცნება

აქა თეო–რია ნაცვლად შესავლისა:

ჰიპოთეზა –  ”იმ წუთებში, როდესაც მოსე სინას მთაზე ალპინიზმის საფუძვლებს ეუფლებოდა, ღმერთმა უკვე კარგად იცოდა, რომ ებრაელთათვის განკუთვნილი ათი მცნება დასაბამშივე დასარღვევად იყო განწირული.”

არგუმენტი #1:  ღმერთი ყოვლისმცოდნეა.
არგუმენტი #2:  დეკალოგის გადასაცემად ღმერთმა სპეციალურად “sin”–ას მთა შეარჩია.
(შენიშვნა: შესაძლოა, ქართული “სინა–ნული”– სინას მცნებების ანულირების” ლოგიკური შედეგია).

ფაქტი: უკან დაბრუნებულ მოსეს მისი ლოდინით დაღლილი ებრაელთა ერი უკვე “ოქროს ხბოს” კერპის წინაშე დახვდა დამხობილი.

დასკვნა: ღმერთი მართალი აღმოჩნდა…  

მეორე მცნების პირველი დარღვევიდან დღემდე არსებითად ბევრი არაფერი შეცვლილა. ერთი ის არის, ადამიანებმა გაუთლელი არმაზი – დახვეწილი მაიკლ ჯექსონით, უცნობი გაცი და გაიმი – ცნობილი საფეხბურთო კლუბებით, ოქროს ხბო კი – “ოსკარის” მოოქროვილი სტატუეტით თანდათანობით რომ ჩაანაცვლეს.  თუმცა, გარკვეული ცვლილება ლექსიკაშიც მოხდა, რადგან მეოცე საუკუნის ტექნოლოგიურმა რევოლუციამ კერპი თაყვანისმცემელს (როგორც ფიზიკურად, ისე ვერბალურად) კიდევ უფრო მეტად დააშორა და ორივე განყენებულ ცნებებად აქცია. მოგვიანებით კი, კაცობრიობის წარმომადგენლებმა ”კერპს” არქაული სახელიც დაუწუნეს და ბრწყინვალე კარიერის (ან, სხვათა დამჩრდილავი დიდების გამო) თანამედროვე “ვარსკვლავი” უწოდეს.

“აჭყლოპინებული მნათობი”

ხოლო, ვინაიდან გაყოფა დასაბამიდანვე (“და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი“) ჩვენი ცხოვრების  ერთ–ერთ მთავარ კომპონენტად იქცა, ამ ციური ცნების რამდენიმე ნაწილად დაყოფა ჩვენთვისაც თავისუფლადაა შესაძლებელი:  

ა) მოკაშკაშე ვარსკვლავები

გალაქტიკა: “ჰოლივუდი”, მსოფლიო ესტრადა;
ტემპერატურა: hot!
სტატუსი: “მე ვარ და ჩემი ნაბადი”
მიმდევარი: თაყვანისმცემელი 

ჩვენ (“მდაბიონი”) პოპულარული ადამიანების ჩრდილში ცხოვრებას ისე მივეჩვიეთ, რომ თითოეული მათგანი ქვეცნობიერად ჩვენზე  ბევრად აღმატებული გვგონია.  ამის გამო, ჩვენს ფსიქიკაში ისინი “მიუწვდომელის” სტატუსს იმკვიდრებენ  და მათი გაცნობის ოცნება (შეხებაზე რომ არაფერი ვთქვათ) თანდათანობით უტოპიაშიც გადაგვდის.   თუმცა, იმედის სიცოცხლისუნარიანობიდან გამომდინარე, ჩვენ მაინც დავდივართ მათ კონცერტებსა, თუ, პრემიერებზე, სადაც ყურადღების მიქცევის მიზნით (ან, კაცმა არ იცის, რატომ) ტანზე მაისურებს უყოყმანოდ ვიხევთ, სახეებს რატომღაც უმოწყალოდ ვიღადრავთ და საბოლოოდ, ისტერიკულ ცრემლთაღვრამდეც კი მივდივართ. პარალელურად, რა თქმა უნდა, ყველა შესაძლო ტექნოლოგიას (რომელსაც ეკრანი აქვს) ჩვენი კუმირების დამდაგველი სურათებით ვაჭრელებთ, მათ ყოველ ახალ ფილმზე ჭკუას ვკარგავთ და შემდეგ დიდხანს ვეღარ ვპოულობთ,  ზეპირად ვიცით მათი ყოველი სიმღერა (თუნდაც ენა არ ვიცოდეთ), მათ გამონაცვალ კბილის ჯაგრისსა თუ უნიტაზში უამრავ ფულს ვიხდით, სხვადასხვა სოციალურ ქსელში ჩვენი ვინაობის შუა მათი პიროვნების მაიდენტიფიცირებელ ჩანართსაც (ვაჟა ჯექსონ ჭავჭავაძე) ვაკეთებთ და (ღმერთო, დიდებულო!) ხანდახან მათთვის ვლოცულობთ კიდეც.

შესაბამისად, როდესაც ჩვენი თაყვანისცემის ობიექტის სახელს მარმარილოს ქვაზე ამოტვიფრავენ (და განგება მართლაც საძაგელი რამეა), ჩვენ მყისვე  რამდენიმეკვირიან დეპრესიაში ვიწყებთ ვარდნას (ალტერნატივა: ვიკლავთ თავს), ყოველწლიურად ცრემლით ვეგებებით მათი გარდაცვალების დღეს და აღვნიშნავთ (გულში მაინც) – დაბადებისას, მაზოხისტურად ვუსმენთ მათ სიმღერებს (ფილმი, რაც არ უნდა იყოს, მაინც გრძელი და მოსაწყენია), რის გამოც განუზომლად ვიტანჯებით და ჩვენს ვარამს (ტრაგიკული სტატუსებითა თუ გადაღუშული სმაილებით) “ამ უსამართლო სამყაროს” სხვა წარმომადგენლებსაც ვუზიარებთ.

 

სადამდე მივიდა ტექნიკა!

საბოლოო ჯამში ისე გამოდის, რომ ჩვენ ჩვენივე თანასწორ ადამიანებს “უღმერთოდ ვაღმერთებთ” და ვერ წარმოგვიდგენია, რომ ბრედ პიტს ოდესმე შეიძლება თვალზე ჯიბლიბო გამოუვიდეს, რობი უილიამსის წინდა მოულოდნელად ნეკა თითთან გაიხეს, ან, ნახევრად მძინარე რობერტ პატინსონი  ღამღამობით ფეხშიშველი (შესაძლოა, უკანალის ფხანითაც კი) საპირფარეშოში დადიოდეს.

ბ) მოკიაფე ვარსკვლავები

გალაქტიკა: საკუთარი ქვეყანა
ტემპერატურა:  cool! 8-)
სტატუსი: “მგონი, თავში მივარდება”
მიმდევარი: გულშემატკივარი 

ამ ასპარეზზე ჩვენი ვნებები უკვე შედარებით ჩამცხრალია (დროდადრო, მხოლოდ მოვალეობის მოხდის გამოღა ვაგინებთ ჩეპმენს). თუმცა, მაინც ერთი სული გვაქვს, რომ რომელიმე ცნობილ ადამიანთან სურათი გადავიღოთ და ქაღალდის ნაგლეჯზე მიჩხაპნილ ავტოგრაფთან ერთად უსაფრთხო ადგილზე სათუთად, მოწიწებით შევინახოთ (ჩვენთვის არა, რა თქმა უნდა. მოგვიანებით მეგობრებს რომ თავი მოვაწონოთ, იმ მიზნით!). პერიოდულად, ჩვენს სულში მიძინებული კერპთაყვანისმცემელის გაღვიძებაზე უკვე მედია ზრუნავს: საკმარისია, ადამიანი ტელევიზორში თუნდაც რამდენჯერმე გამოჩნდეს, რომ ჩვენთვის ის უკვე რაღაც არამიწიერ ასტრალებში გადადის და თუკი შემთხვევით ქუჩაში გადავეყარეთ (სახელიც რომ არ გვახსოვდეს) მეგობრებში ან ოჯახურ წრეში მაინც აღვნიშნავთ, რომ “ჩვენ დღეს, აი ის შეგვხვდა…”

ათასში ორჯერ გული უცნაურადაც გვიტოკდება, რადგან რომელიმე ფანატიკოსი განაცხადებს, რომ “გასუქებული, მაგრამ საღსალამათი ელვის პრესლი ნახა”, რომ “2pac-მა” სიკვდილი გაითამაშა” და ყველა “დააბოლა”, რომ “ჯექსონის სასახლეში მისი სული დღემდე დახეტიალობს” და სხვა მრავალი. თუმცა, გული და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში მალევე დგება და ჩვენც კვლავ ადამიანურ გულშემატკივრობას ვუბრუნდებით, ანუ, მოგვწონს და არ ვგიჟდებით, მოგვწონს და არ ვიციკლებით, მოგვწონს და არ ვაკერპებთ. მოკლედ, მოგვწონს რა…

 

გ) ვარსკვლავები?!

გალაქტიკა: სატელევიზიო შოუ
ტემპერატურა: ცვალებადი (სავარაუდოა, ნისლი და მოღრუბლულობა)
სტატუსი: “სანამ გამდის, ვახურებ”
მიმდევარი: “ფანი”

ამ სარტყელში ვარსკვლავების ყოფა უკვე მოციმციმე არითმიას ემსგავსება. პარადოქსია, მაგრამ შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათი გამარჯვებისათვის ათობით ლარი ვფლანგოთ, მათ სახელს დარბაზში შეუპოვრად ვსკანდირებდეთ და რამდენიმე თვის შემდეგ კი, ქუჩაში “აუ, ეს საიდან მეცნობა” ფიქრითღა ჩავუაროთ.  

პრინციპში, ჩვენი გულების გალაქტიკაში ეს ყველაზე მწირი თანავარსკვლავედია. შესაბამისად, (კერპ)თაყვანისცემის საკითხიც (თუკი, საერთოდ გაბედა ამ ცნებამ თავის გამოყოფა) მხოლოდ წამიერია და ფესვების განტოტვას აღარ ექვემდებარება.

 აქა დასკვნა, ნაცვლად დემაგოგიისა:

რეალურად კი ვარსკვლავებს ჩვენ ვქმნით და ჩვენვე ვუწყობთ ხელს იმაში, რომ მოგვიანებით ზემოდან ყურება, ან ჭკუის სწავლება დაგვიწყონ. მართალია, მათი “მოღვაწეობა” გარკვეულწილად  ჩვენ ქვეცნობიერზე მოქმედებს და გვაიძულებს, რომ აღზევებაში დავეხმაროთ, მაგრამ “აქციების საკონტროლო პაკეტი” მაინც ჩვენს ხელშია (ანუ, სურვილის შემთხვევაში თავისუფლად შეგვიძლია, რომ სამარშრუტო ტაქსებში ერთი დარდიმანდი მომღერლის “ღიღინობებს” აღარ მოვუსმინოთ და ისიც ათსიმღერიან პროგრამაში 5 000–ს ევროს ვეღარ აიღებს). აქედან გამომდინარე, თუკი ვინმეს სურათების გადაღება, ავტოგრაფის მიცემა, შეხება, ან, სულაც ჩვენი გაცნობა უნდა აწყობდეს – ეს ისევ ცნობილი ადამიანები არიან. ბოლოსდაბოლოს,  ჩვენ სხვა კერპის პოვნაც თავისუფლად შეგვიძლია, ის კი სხვას ჩვენნაირს ვეღარსად იპოვის.  

"თხევადი მოწყალება"

პ.ს: ისე კი, სანამ შლეგურ თაყვანისცემის შევუდგებოდეთ,  არც “ყველა კერპის გარდაუვალ მსხვრევაზე” არსებული ერთი საყოველთაო შეგონება უნდა დაგვავიწყდეს. განგებამ (რომელიც ხანდახან მეტისმეტად ცინიკოსია) ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაწყვიტოს ეს ბავშვური თამაში და დამსხვრეული იდეალების ფონზე: “GAIM over დაწეროს…

პ.პ.ს: ინგლისური მესმის, უბრალოდ კერპი “გაიმი” და ზოგადად, კერპის მსხვრევის საფრთხე ვიგულისხმე :)

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
64 Responses
  1. სალომე says:

    რა მწარეა სინამდვილეე :S პ.ს. როგორ მომწონს სიტყვებით თამაში :D ყოველ ჯერზე ,,ვღფრთოვანდები” :D :D

    • მჩხაპნელი says:

      “sin–ამდვილე” – ამაზეც გამოვა, ადამიანმა რომ მოინდომოს :D

  2. vasasi says:

    ახლავე მითხარი, რომ ეს პოსტი ბითლზებს არ ეხება.. :|

    პრინციპში, თუნდაც ეხებოდეს, აქ აღწერილ ადამიანთა კატეგორიას, ვგონებ, არ განვეკუთვნები..

    (რას, ამოვიჩემე ”ვგონებ”??)

    • მჩხაპნელი says:

      hah
      “ბითლზები” მხოლოდ ჩეპმენზე და ლენონის უნიტაზზე შეიძლება გაახსენდეს ადამიანს :P თუმცა, აქ საქმე იმაში კი არ არის “ვინ მოგწონს”, მთავარია ამ მოწონებას რა დოზით გამოხატავ, თორემ გულშემატკივრის გარეშე (თუნდაც) სპორტის არცერთი სახეობა სრულყოფილი არ იქნებოდა :P

  3. vasasi says:

    დაანებე იმ უნიტაზს თავი, მე უკვე დავანებე, გადავწყვიტე, შევარგო მის ახალ პატრონს..

    ბოლობოლო იქნებ, განსხვავებულისთვის უნდა? wasntme

    • მჩხაპნელი says:

      hah
      სასმელის ცირკულაციის იდეალური მაგალითი იქნებოდა მაგ შემთხვევაში :P
      პ.ს: всё, შევეშვი :) შეერგოს ორივე – რასაც ჩაიშვებს (მუცელში) და რასაც ჩაუშვებს (შიგნით) :P

  4. Agasfer says:

    ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მთავარია, გემოვნება გქონდეს
    wasntme

    • მჩხაპნელი says:

      არც ვამბობ, რომ ცუდია :P
      მხოლოდდამხოლოდ ზედმეტი ფანატიზმია ხოლმე ცოტა გამაღიზიანებელი (პირადად ჩემთვის), თორემ დანარჩენი “სამყაროს კანონია” და მაგას ვერც შეეწინააღმდეგები :)
      უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ ადამიანი უკეთესია იყო ვინმეს “გულშემატკივარი”, ვიდრე ვინმესთვის “თაყვანის – მცემელი” wasntme

  5. რომ ვკითხულობდი, გულწრფელად მიხაროდა რომ მსგავსი მარაზმები არასდროს მახასიათებდა :)

    პ.ს. უკანალის ფხანით საპირფარეშოსკენ მიმავალი ნახევრად მძინარი პატტისონის წარმოდგენა კი ცოტა გამიჭირდა lol

    • მჩხაპნელი says:

      hah აბა საცოდავ დათვზე რომ ნადირობს და მერე სისხლს უწრუპავს, ეგ ადვილი წარმოსადგენია! :P საბრალო რობერტს ადამიანად აღარავინ მიიჩნევს ;(

      • დათვი არა, პუმა ყვარებია უფრო :)
        რა ყველა გებრალება ამ ბოლო დროს?
        lol

      • მჩხაპნელი says:

        :D ვითომ სენტიმენტალური და გულჩვილი ვხდები?! სასწრაფოდ უნდა ვუყურო “გლადიატორს”, ან, “ლეონს” და შევამოწმო ცრემლი თუ გადმომეკონება წამწამზე o_O

        ედვარდის მენიუ დავიწყების გამო კი მეშინია ახლა ჩემს თავს რამე არ ავუტეხო :P

  6. ნინო :) says:

    რა კარგია მე რომ არავის თაყვანისმცემელი არ ვარ :D ძალიან მაღიზიანებს ყოველი მეორე გოგო რობერტ პატინსონზე რომ გიჟდება და ყველა იმაზე რომ ლაპაარაკობს tუ როგორი კარგი ფილმია ბინდი და მსახიობების სანახავად ღამეებს რომ ათევენ lol მე პირადად სულ დამეკარგა სურვილი ეგ ფილი მენახა :D

    • მჩხაპნელი says:

      წიგნი წაიკითხე და მაგ სურვილს უკვე უკან მობრუნების შანსიც კი აღარ ექნება :P მართალია, ფილმს ბევრად სჯობს, მაგრამ ნებისმიერ ნორმალურ ზღაპარზე ბევრად უარესია :P

  7. ნინო :) says:

    მეც ეგრე მეგონა :D პირველი ნაწილი ვნახე შემთხვევით და მეორე და მესამე ნაწილის ნახვის სურვილი სავსებით დამეკარგა :D ნეტა პირველიც არ მენახა :D lol lol

    • მჩხაპნელი says:

      შეგიძლია თავი ჟურნალისტიკაში (და არამხოლოდ) გავრცელებული ერთი გამოთქმით დაიმშვიდო: “ენდე, მაგრამ გადაამოწმე” :P ვაიდა, კარგი ყოფილიყო და უბრალოდ კრიტიკოსები ცდებოდნენ :P

  8. რას ამბობთ “იმედმა” თქვა რომ ედვარდისა და ბელას ისტორია ყველა დროის ყველაზე რომანტიულ სიყვარულის ისტორიად დასახელდაო.
    საწყალო შექსპირო :)

    • მჩხაპნელი says:

      ვითომ “ტიტანიკის” ისტორიამ რა დააშავა? ნუთუ, ერთმა ფურთხების გაკვეთილმა ჩაკლა რომანტიზმი? :D

      ან, თუ მაინცდამაინც მონსტრი უნდოდათ, იმხელა კინგ კონგი რატომ ვერ შენიშნეს? :P სუბიექტურია ეს სამყარო :)

  9. ნინო :) says:

    hah hah lol ვაი რას აღარ გაიგებ :D

    • მჩხაპნელი says:

      “იმედს” თუ უყურებ ბოლო სიუჟეტებში ისეთი თემებია, ფანტაზიის უკიდურესი დაძაბვის შედეგადაც რომ ვერ წარმოიდგენ ხოლმე ადამიანი :P

  10. Faust says:

    ვაფანატებ, და ვაღმერთებ და ვეთაყვანები: ტვ შოუ FRIENDS-ს, ზემფირას, არქტიკელ მაიმუნებს, ვუდი ალენს, ულისეს, იუთუბერ შეინ დოუსონს.. რავი.
    კარგია ფანატიზმი )))
    მერე ვყბედობ ხოლმე ყველასთან და ყოველთვის ამათზე ://

    • მჩხაპნელი says:

      :D
      აქ კიდევ ბევრი ალტერნატივაა ჩამოთვლილი, თორემ ერთი რომ ყოფილიყო ვიღაცეები ცოტა ხანში მაგ “ერთს” “ტვინის წაღებასთან” ლოგიკურ კავშირს აუცილებლად გამოუძებნიდნენ :)

  11. Snitch says:

    მშვენიერი პოსტია…
    ძალიან მიყვარს შენი ირონიული ხუმრობები სიმარტლის ნაპერწკლებითა თუ მოგიზგიზე კოცონებით….
    ყველას გვყავს დარწმუნებული ვარ ეგეთი “კერპები”… (აი შენ კანონით ეგეთ “კერპად” ჰიჩკოკი უნდა გკავდეს ჩემო მჩხაპნელო :) )
    ეეჰ აი მე მაგალითად შანსი, რომ მქონდეს ეხლა ერთი 200 ლარს მივაფშვნიდი Nigthwish-ის კონცერტის სანახავად მაგრამ ვიცი, რომ საქართველოში მაგას ვერ ვეღრსები და უცხოეთში წასასვლელად 200 ლარი მგზავრობა პლიუს ბილეთი არ მეყოფა…. არა მეტი კი მიღირს, მაგრამ … ამ მთავრობის დედა ვატირე :D

    P.S. აუცილებლად ყველამ ნახეთ ეს ვიდეო —->> http://www.youtube.com/watch?v=Gs-P4uR_mLo ზუსტად ამ თემასტანაა კავშირში….
    თუ ყურება გეზარებათ პირდაპირ 3:00 წუთზე გადაახვიეთ და იქიდან იწყება მთავარი…. :)

    ეეხ ბექა რა … რა ბანალური მამა ხარ :D

    • მჩხაპნელი says:

      hah მე რონალდინიოს მერე ეგრე ჩაციკლული არავისზე ვყოფილვარ! იყო წამიერი აფეთქებები, მაგრამ მალევე ცხრებოდა :P ჰიჩკოკს რაც შეეხება, რატომღაც უფრო თანამედროვე საშინელებებისკენ ვიხრები ხოლმე მე, მაშინ როცა, შიშს ყველაზე მეტად ჰიჩკოკი ქმნიდა (კაცია და გუნება) :)

      პ.ს: ეგ კონცერტი მთლიანად მქონდა ნანახი და მაშინ ვიფიქრე, რომ ქართველ ოპოზიციონერებს ფულის ნორმალურად დაბანდების შემთხვევაში ერთი უპრეცენდენტო მიტინგის მოწყობა ნამდვილად შეეძლოთ hah

      • Snitch says:

        რონალდინოს მიმართ როგორ კაცო როგორც ის გოგო ვიდეოში?? :D

        ეეგ ასიანია :)

      • მჩხაპნელი says:

        :D კერპებს და ჰიჩკოკს მოვაყოლე, მაგრამ ინტრიგანზეა დამოკიდებული როგორ გაიგებს :D

  12. meanderdze says:

    ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ რა არის იმაში ცუდი რომ “მყავდეს” საყვარელი წიგნი ან კინო???

    და განგებამ მგონი ინგლისური არ იცის, GAIm over თუ …აღარ გავაგრძელებ =)))))

    კიდევ ერთი შესანიშნავი პოსტი (თუმცა ცოტა გაწელილი, როგორც ყოველთვის=))

    hah hah hah

    • მჩხაპნელი says:

      hah
      სადმე ვთქვი, რომ ცუდია? :P თან, წიგნს და ფილმს არაფერს ვერჩი, ადამიანების გაკერპებაა მგონია მცირედ მიზანშეუწონელი :) (ისე კი, გულშემატკივრების არსებობა ნამდვილად აუცილებელია) wasntme

      განგებას რაც შეეხება, ინგლისური იცის, უბრალოდ პირველ სიტყვაში ერთ-ერთი კერპი (კერძოდ “გაიმი”) იგულისხმა და მიუთითა, რომ ყველა კერპს შეიძლება მსგავსი ბედი ეწიოს :D

      თუმდა, სჯობს, მაინც მივუთითო იქვე :P

      • meanderdze says:

        მართალია, გულშემატკივრები აუცილებელია, თანაც ეს სიტყვა არ ნიშნავს პირდაპირი გაგებით “ფანს”.

        თუ ქმნი, შემოქმედებასაც უნდა დაფასება (თუ კი ის ამის ღირსია)!

        “გაიმი” ნამდვილად კარგად იყო მოფიქრებული :)

        (viva L.O.T.R. & LOST) :)

      • მჩხაპნელი says:

        :) აი, ასე მივედით საერთო აზრამდე.
        “თუ ქმნი, შემოქმედებასაც უნდა დაფასება (თუ კი ის ამის ღირსია)!” – მოკლედ რომ გადმომეცა ჩემი დამოკიდებულება, “გულშემატკივრის” უპირატესობის აღნიშვნასთან ერთად, ზუსტად ეს იქნებოდა :P

        (მე “გაქცევასაც” დავამატებდი) :)

        • meanderdze says:

          :D ძალიან სასიამოვნოა!

          და ე.ი. L.O.T.R. & LOST მისაღებია შენთვის? კარგი #3 – prison break hah

          ამ თემას არ ეხება, მაგრამ თხოვნა იყო ხალხო :D :D:D:D:D

          • მჩხაპნელი says:

            L.O.T.R – ჯერჯერობით მხოლოდ ვკითხულობ და მერე ვაპირებ ყურებას. პირიქით – არ გამოვა :P
            (ანუ, ბეჭდურ ვერსიას მხარს ვუჭერ და “დაკარგულები” კი ბატონო) :)

  13. ანუკი says:

    მგონი შენც გყავს უკვე ტაყვანისმცემლები…

    თუმცა იმედია შეინთვის GAIM OVEრ არ დაიწერება .. .

    • მჩხაპნელი says:

      არა, ჩემთვის სიტყვა ნონ გრატაა ეგ :)
      აი, მკითხველის რაოდენობაზე, მეც იმავე იმედს დავიტოვებდი :)

  14. და ვინმემ რომ ელიავაზე უნიტაზი იყიდოს და ვინმე ზურგზევარსკავმიხატულიანს (სასურველია ცხვარი არ იყო) მაგაში ჩაიმასქნება თხოვოს, არა…. გამდიდრდებოდა და რამე… ;P

    • მჩხაპნელი says:

      სხვათა შორის, მეც სულ ეგ მიკვირდა :) ცნობილი ხალხის წერილები ელვის სისწრაფით იყიდება მილიონებად და დავუშვათ ერთ დღეს რომ დაგზავნონ დილიდან საღამომდე უსტრები, რამდენიმე წელიწადში გასაყიდად კარგი საქონელი იქნება.

      ყველაზე სარფიანი გზაა ოცდაოთხ საათში გასამდიდრებლად 8-)

  15. SaLoMea_Mze says:

    ვაიმეეე როგორ მომნატრებია შენი პოსტების კითხვაა wasntme

  16. Zurriuss says:

    სანამ კითხვას დავამთავრებდე, ბარემ დავწერ: თუ ვინმეს პოსტებისაგან შეიძლება, თავისუფლად აიწყოს წიგნი, ეს შენ ხარ. ჰოდა თუ ასე იქნება, აუცილებლად მიმიჩხაპნე ავტოგრაფი ყდის შიდა მხარეს :) )

    • მჩხაპნელი says:

      პირველ რიგში, მადლობა, რომ ერთი ვირტუალური დაავადება არ ახსენე :D
      მეორე რიგში, მადლობა, რომ სანამ ასეთი სასიამოვნო კომენტარი დაგავიწყდებოდა, არ დაუცადე და მაშინვე დაწერე :P
      მესამე რიგში, წიგნის მაცდური იდეა თან დამდევს, მაგრამ ყდისქვეშ რომ გამიგდოს სულ და თავი ფურცლებზე მარტყმევინოს, მაინც არ მივაქცევ ყურადღებას ჯერ :)

      • Zurriuss says:

        ჯერ ააარა. გავა ცოტა ხანი და თუ შენს ნაწერებზე აღარ გაგვეცინება (სავარაუდოდ, ეს ქვეყანაში მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებების შედეგად უნდა მოხდეს), დაანებე თავი მაგ იდეას. ხოლო, ვაცნობიერებთ რა საქართველოს ვეეეეეეჰეეებერთელა ნაბიჯებით წინსვლას, დარწმუნებული ვარ, კიდევ კარგა ხანს დავაკლიკავთ შენს პოსტებზე… დანარჩენი შენ გარდასწყუიტე hah

      • მჩხაპნელი says:

        ყველაფერი გამართული იყოს და გამოვძებნი მე სხვა საქმეს :სამშობლოსათვის თავგადადებული სმაილი: არადა, ფაქტია, ეკონომიკა გაიფურჩქნა უკვე, ისეთი კადრები მოვიდა. ვვითარდებით ნელ–ნელა :P

    • modebilo elementi says:

      ჰაჰა hah hah გაკეთილშობილებულხარ :D არაჩვულებრივი აზრია,თანაც შუა პოსტში შემოწოლილი,ანუ გულწრფელი :)
      მჩხაპნელო,”ვირტუალური დაავადება” მომეწონა lol
      თქვენი დიალოგით სულ ვინტერესდები(რატომღაც) :)

      • მჩხაპნელი says:

        :D ეს არის სერიალი სახელად: “როგორ მოვარგოთ სიტყვა ბუასილი თითოეულ პოსტს მისი თემატიკის მიხედვით” :)

  17. რამონა says:

    ახლა საქართველოს ნაკრების თამაში გადის და მიუხედავად იმისა, რომ მწარედ ვგულშემატკივრობ, (სამწუხაროდ, ჩემმა მცდელობამ ვერ გაავარსკვლავა იგი) ვზივარ და შენს პოსტებს ვკითხულობ! დაიფიცე კონსტიტუციაზე რომ ყოველთვის კრიტიკული დარჩები და არასდროს არავის განსადიდებელ სტატიას არ დაწერ!

    • მჩხაპნელი says:

      კონსტიტუცია არ მაქვს (თავის დაძვრენის ჩანასახშივე განწირული მეთოდი)! :D
      მაგრამ ძირს განსადიდებელი სტატიები: “მე თუ გინდა თავი მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად! ვინც არ არის კახაბერი, მე ვერ ვიტყვი კახაბერად” :P
      p.s: ნაკრებმა გამახარა, მაგრამ მაინც განდიდებამდე ბევრი უკლია :)

  18. oCHoKoCHi says:

    კერპოსნები ლინჩის წესით გაგასამართლებენ…. და დაიბინდება შენი “თითქმის ექსკლუზივური ბლოგი” lol lol lol lol

    • მჩხაპნელი says:

      :D ბინდის არ მეშინია მე! (უფრო სწორად, მიხარია, რომ ვამპირები მხოლოდ მითია და ამიტომ არ მეშინია) :D

      ჰოდა, მთავარია ლანჩზე არ შემექცეს ვინმე და ლინჩს გადავიტან როგორმე (ხალხი გულმოწყალეა) :D

  19. Azazello says:

    კაი იყო :D :D :D
    ვიქტორინა როდის განახლდება?

    • მჩხაპნელი says:

      ვიქტორინა განახლდება ილიას ახალ საიტზე, რომელსაც ახლა აკეთებს და თუ “კავკასუსმა” NS-ები შეუწყო, დღე დღეზე უნდა დარეგისტრირდეს :)

  20. modebilo elementi says:

    ამის შესახებ ჩემი აზრი (არცთუ ისე მოკლე) გამოვთქვი უკვე და მეზარება ახლა :) მაპატიე…ეჭვი არ შეგეპაროს, რომ ისევ არაჩვეულებრივი პოსტია, უბრალოდ, აღარ შემიძლია მერაღაცამდენედ ერთი და იგივეს წერა :P ეს თემა მტკივნეულია ჩემთვის, მაგიჟებს “გადარეული ტრფობა”, მაგრამ არის ერთი ადამიანი, ვის “ფანობასაც” ვამართლებ, ანუ, მისგან მესმის, რომ შეიძლება ვიღაცაზე თქვა “I love you…these much” და არა უბრალოდ “I like you”, მაგრამ…პატინსონო–ჯექსონო–პიტო-და ა.შ–ო–მანია მაღიზიანებს.
    პოსტი ჩვეულ სტილშია დაწერილი… ანუ, როგორც ყოველთვის, ირონიული ღიმილით საკითხავია :’

    • მჩხაპნელი says:

      :D შენ ის თქვი, რაზე არ გაქვს აზრი (თან არცთუ ისე მოკლე) გამოთქმული :P იმ ერთ ადამიანზე ვერ მივხვდი. სამი ვარიანტია: ან, საიდუმლოდ იტოვებ, ან, ზოგად დებულებას აყალიბებ, ან, მეძინება :)

  21. მეო says:

    : ))) აჰ..დავბრუნდი და დამხვდა “ჩვეულებრივი-არა” პოსტები.. gooT,very GoooooT : ))

    • მჩხაპნელი says:

      და რა ბანალური ვიქნები მე, როცა ამ კომენტარის შემდეგ ჩვეულებრივ “მადლობას” ვიტყვი :P რამე სხვა უნდა მოვიფიქრო , მაგრამ მანამდე ეს წინადადება იყოს დროებით :)

  22. არავის ფანი არ ვყოფილვარ, არ ვიხევ ტანსაცმელს , არ შემიგროვებია არასდროს პლაკატები…
    :|
    ასეც არ შეიძლება.
    სასწრაფოდ დავიწყებ ძებნას, ვისზე გავაფანატო.

    • მჩხაპნელი says:

      არადა, რამდენი კანდიდატურა გამოჩნდა ბოლო პერიოდში (თუნდაც, მთელი საკალთბურთო ნაკრები ჩვენი), ან, სხვა თუ არაფერი, რამე ახალი ფილმი ახალგაზრდა, სიმპათიური მსახიობით უეჭველად გამოვა მალე და დანარჩენი შენზეა! :P თაყვანისცემის წმინდა კანონები არ უნდა დაარღვიო ოღონდ :)

      • არ გამომდის რა :(

        ვერ ვფანობ.

        დავრჩები მე ისევ უკერპ-უსიმპათიურო-უმსახიობო-ჩამორჩენილ ყოვლად “უ”-დ lol

      • მჩხაპნელი says:

        :D “უ”–ს მთლად ასე ნუ უგულვებელყოფ. არსებობს “უჭკვიანესი”, “უძლიერესი”, “უმაგრესი” და სხვა მრავალი :)

  23. Anny ..! says:

    მართალი ხარ .. ნერვები მეშლება რომ აბოდებენ ვიღაცებზე.. “ჩემი ცხოვრება,ჩემი სიხარული,ვაბოდებ,ვაფანატებ, ა.შ .. მე მაგალითად რიკარდო კაკა მიყვარს , მაგრამ “კერპად” არ მყავს (მგონი) :D რადგან როგორც ფეხბურთელი ისე იმდენად აღ მიზიდავს, როგორც თავისი ადამიანობით .. უბრალოდ უმაგრესი ადამიანია და რატომაც არ უნდა მიყვარდეს .. <3

  24. გ.გ.გ. says:

    10 მცნებას დაღუპვა არ უწერია!)ნიშანდობლივი ის არის მჩხაპნელო სჯა_მუსაიფში ”ნებაყოფლობით” ჩათრეულ საზოგადოებას ამ დოზით რომ გაუხდია სამსჯელოდ ზემოთმოცემული თემა.-)(მოსეს ”ეპიზოდი” არ იყო ამ პოსტის შექმნის კუმულატიური პირობა)დანარჩენი კი მართლაც საფიქრებელია…გ.გ.გ.

    • მჩხაპნელი says:

      არა, მოსეს თემა უბრალოდ კერპთაყვანისმცემლობის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ბიბლიური მაგალითისთვის დამჭირდა, თორემ მთავარი აქ ის ხშირი “მანიაკალური” დამოკიდებულებაა ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანებისადმი, როგორიც მაგალითად ჯასტინ ბიბერია :)

  25. მარსიდან :) says:

    ა) კატეგორიას განვეკუთნები, მაგრამ მიუხედავად ამისა ვეთანხმები შენს მოსაზრებას. თუმცა ჩემი დამოკიდებულების შეცვლა არ მინდა :| იცი ეს ალბათ (შეიძლება დანამდვილებითაც ითქვას) ასაკის ბრალია. აბა სად გინახავს 30 წელს გადაცილებული ადამიანი, რომელიც ბითლზის ფანებისა არ იყოს ვენებს იჭრიდეს ვინმესთვის?!….

Leave a Reply

Current month ye@r day *