ჩვენ ევროპელები (?) ვართ – პოლონეთიდან დანახული საქართველო

"თორმეტი მოციქული" – კრაკოვი

“მე ძილში, სიზმრად ვხედავ ვარშავებს
რა დავაშავე… რა დავაშავე?!”
მატარებელში, კრაკოვი-ვარშავას გზაზე დაწერილი

“ედგარ ალან პო ამერიკაში დაიბადა, მდინარე პო იტალიაში მოედინება და ვინ ოხრობისღა გამო ეწოდა ამ ქვეყანას PO – land ღმერთმა იცის” – დაბნეული ადამიანი

“მე ცოცხალი ვარ” – ჯეოსტარის ბენდი

“თუ გინდა რომ ბლოგი უმოწყალოდ მოკლა, ევროკავშირის პროექტით პოლონეთში გაემგზავრე და იქ უბრალოდ ათი დღით დარჩი”პირადი გამოცდილება

როდესაც საზღვარგარეთ პირველად მიდიხარ, გინდა, არ გინდა (ეს ძალიან ლიბერალური გამოთქმა გვაქვს) მაშინვე ამ ქვეყნის საქართველოსთან შედარებას იწყებ. თუმცა, მე კიდევ უფრო შორს წავედი (ეს მეტაფორულად, თორემ პოლონეთი ახლოს არის) და ამ უკანასკნელის სახით მთელი ევროპის წარმოდგენა გადავწყვიტე.

"საიდან უბერავს ნიავი?!"

ევროპელებს ბევრი რამ უკვირთ.

“This is the second biggest shopping center in Krakow, but you will not have time for shopping” – მეთიუ, კოორდინატორი, სავაჭრო ცენტრის დერეფანი, დღე 1.

უკვირთ, რომ საზღვარგარეთ “შოპინგი” ჩვენი ამოსავალი წერტილი, ჩვენი ნირვანა, ჩვენი ექსტაზი, ჩვენი ჩრდილოეთის ვარსკვლავი და ჩვენი ოაზისია. შესაბამისად, ისიც უკვირთ თუ რატომ გვრჩება ფეხები უკან და თვალები – ტანსაცმელზე, რომელსაც გაგიკვირდებათ, მაგრამ შუაში თეთრი ასოებით “United colors of benetton” არ აწერია. თუმცა, იმათ აბა რა იციან, რომ ჩვენთან ყველაზე პოპულარულ დიზაინერად უკვე ბიჭოლა ითვლება, რომ რაც არ უნდა იყიდო, მეორე დღეს ყოველ მეხუთე შემხვედრს ის ეცმევა და რომ ყვითელ პრესაშიც კი “ტანსაცმელს აქ ყიდულობთ თუ უცხოეთში?” ერთ–ერთ ყველაზე საჭირბოროტო შეკითხვად ითვლება.

"მახმარა" – სუბიექტის ოცნებანარევი სურვილი ამ ბრენდის ტანსაცმელი პირად საკუთრებაში გამოიყენოს

“How can you [Georgia] still exist in civilization?” – არეკი, კოორდინატორი, განცვიფრებული, მორიგი 15 წუთიანი დაგვიანების შემდეგ.

ევროპელებს უყვართ პუნქტუალური ადამიანები და შესაბამისად, არ უყვართ ქართველები. თუმცა, მათ არ იციან, რომ GMT” რეალურად Greenwich Mean Time”- კი არა “Georgia Maybe Time”-ს ნიშნავს და ამის გამო ეპატიებათ. ისე კი, დიდი მიღწევაა, რომ აფრიკიდან მომავალი ზეზვა და მზია მაინცდამაინც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსხდნენ დასასვენებლად და ევროპელებს დასაბამი საქართველოდან დაუდეს, თორემ მაგათი ყბიდან არათუ დანიშნულ დროს მისვლა, არიადნეს ძაფიც კი ვერ ამოგვიყვანდა.

ჩვენ ხომ ისევე განვსხვავდებით ევროპისგან, როგორც ბამბუკის (უფრო სწორად, იმ მცენარის, რომელსაც ჩვენ ბამბუკს ვეძახით) თავი – კუბური სიგარისაგან.

პოლონური სამტრედია

ევროპაში ბევრი ველოსიპედია და ცოტა… ვიმეორებ ცოტა… და კიდევ ერთხელ… ცოტა ჯიპი. აქ შეგიძლია თამამად იარო ტროტუარზე და საერთოდ არ გქონდეს შიში იმისა, რომ უკნიდან მოულოდნელად (ან, რატომღაც) მანქანა (!) დაგეჯახება.

ევროპაში ოფიციანტები ხშირად იღიმიან (თუ თავში ლანგარი არ ჩაარტყი, რა თქმა უნდა).

ევროპაში მაღაზიაში როცა შედიხარ არ გეშინია, რომ გამყიდველი თავს წიწილამოწყურებული ქორივით დაგაცხრება, “ჰა, აბა, რა გინდაო”-ს გეტყვის და უკან ხელ-ჩანთა-ცარიელი გამობრუნების შემთხვევაში (ჩუმად, მაგრამ მაინც) რამე საშინელებას მოგაწყევლის.

"People want shit and we are bullshiting" - ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი პოლონური არხის ხელმძღვანელის კონცეფცია

ევროპულ კლუბებში ზომბებივით (პოზა: წინ გაშვერილი ხელების ზემოთ–ქვემოთ არარიტმული მოძრაობა) არ ცეკვავენ და არც იმას გაფიქრებინებენ, რომ ცეკვა ნამდვილად პირველყოფილი ადამიანების “გაუაზრებელი რიტუალებიდან” განვითარდა.

ევროპაში იმდენს არ (ან, ვერ) სვამენ, რომ ცოტა ხანში “აე, მთვრალი არა ვარ მე” იძახონ და ღმერთმა იცის ვის უმტკიცონ, რომ რაც უფრო მეტს დალევენ, მით უფრო “მაგარი ტიპები” არიან.

ევროპაში ამბობენ, რომ ქართული ლაპარაკის გაგონებისას რატომღაც “ბითბოქსინგი” ახსენდებათ. ქართველები კი მუდამ იმას ცდილობენ, რომ მათ “ბაყაყი წყალში ყიყინებს” ათქმევინონ და შემდეგ -ს წარმოთქმისას დაშვებელ შეცდომებზე ხითხითი ატეხონ.

When we come to Georgia, we will have DARDIMANDI” – არეკი, ქართულის შესწავლის პროცესში

"განსხვავებული ნიშანი"

ევროპაში ჭამისას, ან, მგზავრობისას არავინ გეტყვის: “თუ გიყვარდე გამიშვი, მე გადაგიხდიო” და ამის გამო დაფიცებებით არც ოჯახის წევრებს (ძირითადად, შვილებს) შეუქმნიან საფრთხეს.

“ჩემოდნები, ჩემოდნები… ხელში როდის შემოდნები?”აეროპორტი – სასტუმროს გზაზე ორი ჩემოდნით და ერთი ზურგჩანთით მოძრაობისას დაწერილი;

ევროპაში ურჩევნიათ დროდადრო გაჩერდნენ და დაუცადონ როდის მოლასლასდება მძიმე ჩემოდნით დატვირთული გოგო, ვიდრე მისი ბარგი წამოიღონ.

ევროპაში რომ გაგიცნობენ და გაიგებენ საიდან ხარ, იმავე წუთში არ გკითხავენ: “უი, საქართველოში იმას ხომ არ იცნობ, ჩემი ნათესავი/ახლობელიაო”

ევროპაში ძეგლებზე “მარი მიყვარხარ”, “დიტო, შე ჩემა”, “გოგოებო დამირეკეთ”, “აბა ვისაც გინდათ მაგარი სიამოვნება, დაამესიჯეთ” არ წერია და არც კვარცხლბეკზე მდგართა ფეხსაცმლების ყვითლად შეღებვის სურვილი უჩნდება ვინმეს.

ადამ მიცკევიჩი – კრაკოვი

ევროპაში შენს ღირსებას მზაკვარი მზერით არ უღიტინებენ და ბრუტალური ქმედებებით არ გაძალებენ: “დალიე, დალიე… კაცი ხარ თუ რა ხარო?!”

ევროპაში მძღოლები ქუჩაში გზას რომ გითმობენ, ისეთი თვალებით არ გიყურებენ თითქოს მათი ძერა გყავდეს მოკლული.

ევროპაში ტუალეტი და მიწისქვეშა გადასასვლელი აბსოლუტურად სხვადასხვა ცნებებია.

ევროპაში ტელევიზორს რომ ჩართავ სააკაშვილი არ დაგხვდება.

ვარშავა – რაღაცის კოშკი

“გაზით  გაზით რუსეთი თავზე და საქართველოზე იდარდებთ თქვენ?”ამონარიდი ჩემი ფიქრებიდან, შეხვედრა ევროკავშირის რაღაც ოფისში, დღე მე-4

ჰოდა, ევროპაშიც სულ პუტინზე ჰკიდიათ საქართველო. ოფიციალური შეხვედრებისას პირდაპირ ამბობენ, ახლა რუსეთი უფრო გვჭირდება და ყველაფერი აირის ბრალიაო. თუმცა,რა იციან, რომ ქართველები ყველაფერს (ისევე, როგორც ამ მიზეზს) უკუღმა ვიგებთ, ან, ვკითხულობთ.

ევროპაში შუქნიშანზე მნთებარე მწვანე კაცს თავის ქმედითუნარიანობასა და სარგებლიანობაში ეჭვი არ ეპარება.

ევროპაში უცხო ადამიანს თუ სურათს უღებ, არ გეშინია, რომ ეს შეიძლება შენი ფოტოაპარატის ბოლო გაჩხაკუნება აღმოჩნდეს.

ყველაზე არამარკეტინგული ნიშანი ნებისმიერი დაწესებულების წინ

“და მაინც… გავარტყი ევროპას!”ტირში მსროლელი, რომელიც სავარჯიშოდ მსოფლიო რუკას იყენებს

ყოველივე ამის შემდეგ, ვართ თუ არა ევროპელები, უკვე ჩვენი სინდისის გადასაწყვეტია.

პ.ს: თუმცა, სხვა თუ არაფერი, miss გამო წასვლა ხომ ნამდვილად ღირდა… :ინტრიგანი სმაილი:

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
88 Responses
  1. ნათია says:

    ვაა ახალი პოსტი :) მომეწონა :)

    • მჩხაპნელი says:

      მე ზოგადად ცნება “ახალი პოსტი” მომწონს, თორემ მავიწყდებოდა უკვე ეგ რა იყო :P

  2. აირის -სირია lol

    ღირდა წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველმეორე დღეს ვამოწმებდი საიტს, რამე ახალი ხომ არ დაწერა -მეთქი :>

    • მჩხაპნელი says:

      აი, ხომ ვთქვი უკუღმად ვკითხულობთ – მეთქი 8-)
      მინდოდა დაწერა, მაგრამ სხვებს სმა და გართობა უნდოდათ. მე კი ძალიან კონფორმული ვარ :D

  3. :D :D კაი შედარებები იყო ღმერთმანი :D
    განსაკუტრებით ველოსიპედების და ჯიპების შედარება მომეწონა (ნოდ)

    • მჩხაპნელი says:

      ეგ საკითხი დიდად მაწუხებს (მიუხედავად იმისა, რომ ველოსიპედის ტარება არ ვიცი) :) სპეციალური ტრასებია ტროტუარსა და სავალ გზას შორის ველოსიპედებისათვის გამოყოფილი და პენსიონერებიც კი ველოსიპედებით დადიან wasntme

  4. Tamuna says:

    ევროპას რომ კაცი პოლონეთით გაზომავს (თვალით), დაუმიზნებს და გაარტყამს (იარაღით), სულ იმ ქართული ჭინჭრით უნდა სცემო, მშობლიური თემქის ორღობეებში რომ ამოზრდილა

    • მჩხაპნელი says:

      :D რაც არ უნდა იყოს, პოლონეთიც ევროპაა (წყარო: მსოფლიო რუკა) :)
      ჰო და თემქის ჭინჭარი ნამდვილად დამსახურებული სასჯელი არის ჩემთვის, იმიტომ რომ არ ვარ მე არსად გასაშვები და უნდა მიმახვედროს ვინმემ ამას :P

  5. Kes-kes says:

    იფ, კარგია… ღირდა ლოდინად :)

    • მჩხაპნელი says:

      მიხარია, რომ ამდენი ხანი იცდიდი wasntme მეგონა, რომ ჩამოსულს ვიზიტორთა რაოდენობაც ქვემოთ ჩამოსული დამხვდებოდა wasntme

  6. რამონა says:

    ვაიმე დავწყდით ხალხიიი! ნუ ვერაფერს იტყვი, ჩვეულ ფორმაში ხარ!

  7. modebilo elementi says:

    ისა,ბიძია,ბიძია,ისევ დიიიიდი კომენტარი უნდა დავწერო და,შეიძლება,ხო? :P
    “თუმცა, მათ არ იციან, რომ “GMT” რეალურად “Greenwich Mean Time”-ს კი არა “Georgia Maybe Time”-ს ნიშნავს და ამის გამო ეპატიებათ”-აქედან რომ დავიწყე სიცილი,ბოლომდე გამყვა :D
    და ეს “აირის” ჯერ “აი,რის ბრალია” მეგონა,მერე უკუღმაო და მეთქი სირია(ქვეყანა ანუ :D ) რაღა შუაშია-თქო :) ) აი,რას ნიშნავს,შინაგანად ზრდილი რომ ხარ ადამიანი :D :D
    ძეგლებეზე წარწერებს ეძებდი და ვერ იპოვე? hah
    მუჭანახევარა არ ვარ პირველი და უკანასკნელი რომ ვთქვა(პირიქით),მაგრამ საერთოდ არ მომეწონა ეს შენი “რაღაცნაირი” კომფერენციისთვის გამგზავრება :) მისავათებული და მიმკვდარუნებლი doin.ge აღარ მინდა :D

    • მჩხაპნელი says:

      :D :D მე მიყვარს შენი დიდი კომენტარები და საერთოდ კომენტარები (რაღაცნაირად – ნუ მკითხავ რანაირად – გამორჩეულია)

      ჰო, აირს რაც შეეხება. თვითონ თქვა იქ ერთმა კოორდინატორმა: “Guys in our parliament – all losers”-ო. არ თქვა უბრალოდ ბოლომდე რასაც ფიქრობდა, თორემ… wasntme

      ძეგლებზე ან არ არის მართლა წარწერები, ან მე დავდიოდი ცივილიზებულ ადგილებში :) სურათებშიც არ ჩანს :)

      კონფერენციაზე არ ვიცი იგივე როგორ ვთქვა, მაგრამ ფაქტია, რომ მთელი ცხრა დღით ჩამოვრჩი აქაურ ცხოვრებას :P

      • modebilo elementi says:

        wasntme
        ;) მერე ხელმოცარული და ეს არაჩვეულებრივად უჩვეულო ქვეყანა ერთმანეთთან გასაიგივეებელი იყო? :D :D

      • მჩხაპნელი says:

        ზუსტად ამის გამო არ ვაიგივებ ერთმანეთთან :P მეტი საქმე არ გვაქვს ახლა “რაღაც ევროპულ ქვეყანას”, რომელსაც ხელმოცარულთა ხუნტა მართავს, რამეთი დავემსგავსოთ :)

  8. BaT says:

    დაბრუნებას გილოცავ დოინ.

    • მჩხაპნელი says:

      danke :)
      ესე იგი უკვე იმდენი ხანი გასულა, რომ დაბრუნება მოსალოცი გამიხდა. რა მიქნა ამ პოლონეთმა wasntme

  9. Snitch says:

    აბა შენ ეგათქვი მჩხაპნელო! :)

    და აბა თქვენ ეგა თქვით კომენტატორებო!
    ანუ ყველას გეთანხმებით :)

    დიტო შე ჩემამ გამამხნევა და გამამხიარულა ეს სიცხიანი კაცი :)

    მოკლედ ჩვეულად კარგი და უჩვეულოდ ბილწსიტყვიანი პოსტია :)

    • მჩხაპნელი says:

      hah სად დაინახე ბილწსიტყვაობა? 8-)
      “გავარტყი” – მშვენიერი ზმნაა, როცა ისარს დაფას უმიზნებ და მაგალითად “ათიანში” ხვდება 8-)
      ისე კოლდრექსის რეკლამისა არ იყოს “მე მესმის შენი” იმიტომ რომ ასევე სიცხის (მართალია დაბალი, მაგრამ მაინც) მატარებელი ვარ ახლა მეც wasntme

  10. ცინოზა says:

    “ჰოდა, ევროპაშიც სულ პუტინზე ჰკიდიათ საქართველო” მიშას შვილი ვიყო. . .

    • მჩხაპნელი says:

      :D ახალი მიმდინარეობა ქართულ გრამატიკაში – ზედსართავების ჩამნაცვლებელი კერძო სახელები, როგორც ვატყობ :P

  11. DJ ZaPa says:

    ევროპულ კლუბებში ზომბებივით (პოზა: წინ გაშვერილი ხელების ზემოთ–ქვემოთ არარიტმული მოძრაობა) არ ცეკვავენ და არც იმას გაფიქრებინებენ, რომ ცეკვა ნამდვილად პირველყოფილი ადამიანების “გაუაზრებელი რიტუალებიდან” განვითარდა. :D

    ეს ძალიან მომეწონა
    მაგ და კიდევ ბევრ საკითხში საკმაოდ შორს ვართ ევროპისაგან სამწუხაროდ

    • მჩხაპნელი says:

      …და საბედნიეროდ აზია სულ უფროდაუფრო ვითარდება :)

  12. ალუბალა says:

    ძალიან დარწმუნებული იყო იმის მტკიცება რომ ოFიციანტები მუდმივად იღიმიან თუ ლანგარი არ ჩაარტყი თავში…რა ხდება საერთაშორისო მაშტაბით ხო არ შეგვარცხვინეე?????????? lol

    • მჩხაპნელი says:

      :D არა, უბრალოდ სხვა მიზეზი ვერ ვიპოვე რატომ ა რ შეიძლება გაიღიმონ იქ ოფიციანტებმა :) მგონი, ეთიკის კოდექსში (ან რამე მსგავსში მაინც) აქვთ შეტანილი ეგ წესი, რომ სასმელთან ერთად შუბლიც გახსნან ხოლმე :P

  13. ქეთო ქალღ,ერთ პატარქალიშვილი says:

    ისე მოგატარებდა კაცი მსოფლიოს და უფრო მეტს გაიგებდა საქართველოზე ;) :) ))

    • მჩხაპნელი says:

      hah ქალი იყოს (ან, თვითმფრინავი), პრობლემა არ არის :P

  14. Kes-kes says:

    მე და სხვა ვიზიტორები ყოველთვის დაგელოდებით, დამიჯერე! :პათოსითგამსჭვალული

    • მჩხაპნელი says:

      :თვალზე მოწოლილი კურცხალის ნეკა თითით შეფერთხვის სმაილი: :)

  15. ძაააან მაგარი იყო :) გავსკდი სიცილით
    ძაან მიყვარს შენი ბლოგი … :)

    • მჩხაპნელი says:

      ბლოგსაც უყვარხარ :) ბლოგს ყველა უყვარს :მთვრალი ბლოგის სმაილი: :P

  16. antimelancholy says:

    მიხარია რომ დაბრუნდი 2ჯერ.

    • მჩხაპნელი says:

      ორჯერ რომ დავბრუნდი, ორჯერ გიხარია, თუ კომენტარი უნდა იყოს ორი ერთნაირი? :D

  17. piccolina says:

    გრეატ :) )
    კარგი პოსტი იყო

  18. St. Joke Maker says:

    მაგიტო არ ჩანდი? ყოველ დღე შემოვდიოდი და არაფერი რო არ იდებოდა მიკვირდა, ან მორალური ზიანი ამინაზღაურე ან (და) მალმალე დადე პოსტები!..

    • მჩხაპნელი says:

      :D მთელი ჩემი ფინანსური მხარე პოლონეთმა შეიწირა და სჯობს ისევ შემოქმედებითს “მივაწვე” :)

  19. ცინოზა says:

    “ზედსართავების ჩამნაცვლებელი კერძო სახელები”

    დეახ მაგრამ მაინცადამაინც არ მივესალმები. . . დროებით შეიძლება ამოვეღოთ ეს ზედსართავები ხმარებიდან და “ვიხმაროთ” ასეთი კერძო სახელები მაგრამ insgesamt ბევრად უკეთესები არიან ვიდრე ზემოთ ხსენებულნი… ნუ დავაბინძურებთ ენას :-) :-) ეგრე ვიაროთ და ჩვენს ბედს ედუარდი არ დაჰყეფს. . . :-)

    • მჩხაპნელი says:

      არც მე მივესალმები (მიუხედავად იმისა, რომ უზრდელი არ ვარ) :) ცალკე ენა ნადგურდება და ცალკე ეს კერძო სახელებიც გაცვდება, როგორც ბევრი სხვა სიტყვა გაცვდა :P

  20. Zurriuss says:

    და რა აზრის არიან პოლონეთში ქართულ ბუასილზე, ამას შემდეგ პოსტში გავიგებთ :)

    • მჩხაპნელი says:

      გადარეულები არიან :P “ბუების ძალის” (ეგენი ხო ნაწილობრივ რუსულად ლაპარაკობენ) დღემდე არ გვჯეროდა და ეს რა ყოფილა, კაცო–ო! – წამწამებს იხოკავდნენ :)

  21. უჰუუუ მმაგარი პოსტიაა..! როგორც ყოველთვის!!!!! devilsmile

    • მჩხაპნელი says:

      იგივე ზრდილობიანი საპასუხო სიტყვა, როგორც ყოველთვის :P

  22. JoLioNi says:

    სასიამოვნოდ გაოცებული და ყბაჩამოგდებული სმაილი :D :D:D აშკარად ღირდა ლოდინი… როგორც ჩანს, არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ, რაც ძალიააააან მახარებს :) :) :)

    • მჩხაპნელი says:

      ძალიან კარგია, თუ ლოდინის კომპენსირება წარმატებულად მოხერხდა :)

  23. gtkesh says:

    რა ტიპის ვიზიტი გქონდა? : )

    • მჩხაპნელი says:

      სასწავლო–სმითი :) სემინარები, სმა–ჭამა, ექსკურსია, ფულის ფლანგვა და მისთანი :)

  24. გვანცი says:

    მიხარია პოსტი o_O კიდევ 1 სასარგებლო პოსტი ;)

    • მჩხაპნელი says:

      ჰო, არ ვიცი რამდენად გამოდგება ევროპაში მოგზაურობისას, მაგრამ წესით საქართველოში მყოფებისთვის უფრო იყო გათვლილი :P უბრალოდ, აქ მაინც ყველა ისე იქცევა, როგორც თვითონ გადაწყვეტს :P

  25. Faust says:

    კარგია, რომ დაბრუნდი.
    გამიხარდა :)

    “აზრი არ აქვს ქართველი ხარ, გერმანელი თუ ეთიოპიელი, მთავარია ვინ ხარ პიროვნულად.”
    ჩემი ლექტორი.

    ნუ ინტონაციაზე და გამოთქმის სტილზე და თავად ეთიოპიის სტატუსზე ბევრი ვიცინეთ, მაგრამ მაინც.

    • მჩხაპნელი says:

      :D ეგ გამოძახილია მეორე ტრადიციული გამონათქვამისა, რომ: “არ არსებობს ცუდი და კარგი ერები. ყველა ერთი არის ცუდი და კარგი ადამიანი.” მათ შორის, ალბათ, ეთიოპიაშიც :)

  26. მეო says:

    “თუმცა, სხვა თუ არაფერი, miss გამო წასვლა ხომ ნამდვილად ღირდა… ” ინტრიგანი PS : D

    –––ძალიან მიყვარს მე დოინჯი –––

    “სიყვარული,სიყვარული,სიყვარული.”

    –––და ყოველთვის მახსოვს–––

    “მეხსიერება,მეხსიერება, მეხსიერება.”

    • მჩხაპნელი says:

      რა სასიამოვნო რეფრენებია wasntme re: ფრენის სურვილს ბადებს ისევ! :)
      “მადლობა, მადლობა, მადლობა”

  27. ალუბალა says:

    მშურს miss-ი….:(

    • მჩხაპნელი says:

      არადა არავის არ აქვს წარმოდგენა, თვით “მასაც” კი :)
      (პ.ს: ფრიად გამიჭირდა ამ კომენტარზე პასუხი გამეცა) :”>

  28. Doody says:

    “და მაინც… გავარტყი ევროპას!” – ტირში მსროლელი, რომელიც სავარჯიშოდ მსოფლიო რუკას იყენებს

    )))))))))

    • მჩხაპნელი says:

      ბოლო მომენტში შემომიტია ზრდილობის ელემენტებმა :P

  29. painter says:

    ეეჰ,მართალი ხარ ;(
    ინგლისში რომ ვიყავი იგივე სიტუაცია იყო.
    მაგ ყველაფერთან ერთად ისიც მომეწონა, ხალხი ნაგავს ქუჩაში რომ არ ყრიდა.
    ყველა უვლის იმ გარემოს სადაც უწევს ცხოვრება და მართლა სასიამოვნო ადგილი ხდება იმისთვის, რომ იცხოვრო.
    გამყიდველებში მართლაც რომ დიდი განსხვავებაა.. გეთანხმები..
    რავიცი იქ ყველა გიღიმის. და თუ ვინმე უცხოს გამარჯობას ეტყვი, ის არ გკითხავს გაოგნებული, საიდან micnobo..
    ყველგანაა კარგიც და ცუდიც, იმედია საქართველო ნელ-ნელა დაემსგავსება ევროპას :)

    • მჩხაპნელი says:

      ა, ჰო, ნაგავი დამავიწყდა. ჩვენი მთავარი პრობლემა. მართალია, იქაც ეყარა რაღაც–რაღაცეები ქუჩაში, მაგრამ ისე არა, რომ შესამჩნევი (თვალში გამოკვეტებული) ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, პარკები არ ფრენდა და ფანჯრიდანაც არ ისროდნენ არაფერს :)

  30. ცინოზა says:

    კიდე წავიკითხე ახლა ხასიათზე ვიყავი რაცხა . . . :-) რამდენი რრამე გამოგრჩა, რომ იცოდე (10 დღეში კიდე ბევრი მოასწარი მაგარი კაცი ხარ! ;-)) ევროპაში კოცნიდან ჟიმაობამდე 1 ნაბიჯია, საქართველოში – მმაჩის ბიურო :-) ეგი ჩემგან სმნ =)))

    • მჩხაპნელი says:

      hah და ამერიკაში საერთოდ (ჩემი წარმოდგენითა და სტერეოტიპებით) კოცნასაც აღარ უცდიან :P

  31. და ტრანსპორტს როგორ აჩერებენ ევროპაში
    რომ გადახვალ გამიჩერეო? თუ მანდ სადმე გამიჩერეო
    თუმცა იქ ხომ მარშუტკები არ დადიან ჰო
    wasntme
    და ავტობუსები იქაც სამი საათის დაგვიანებით მოდიან და როცა მოდიან სამი გაჩერებით იქით აჩერებენ?
    wasntme

    და საერთოდ კარგია ევროპაში? ღირს კი ევროპელობაზე ამდენი ჩალიჩი? :) ))

    • მჩხაპნელი says:

      არა, ერთადერთი რაც იმათ ავტობუსებს ცუდი აქვთ, არის გადამეტებული სიჩქარე და მის დაუკლებლად მანევრირება ქუჩებში, რაც იწვევს ფეხზე მდგომთა მიხეთქ-მოხეთქებას ავტობუსის კედლებზე, თუკი მათ ხელი რკინაზე არ უკიდიათ :D (რა გრძელი წინადადებაა)

      ევროპას რაც შეეხება, კი ღირს, მე რომ მკითხო. არც მთლად ევროპელობა ვარგა და არც მხოლოდ აზიიდან გამოხედვაო – ნათქვამია :P

  32. OchOkOchI says:

    ეხ ჟვანია საფლავში გადაბრუნდებოდა…
    ყველაზე მეტად მაინც ჩემი საყვარელი “გამონათქვამის” ხილვამ გამახარა: “გინდა არ გინდა” :) ))
    კარგი პოსტი იყო მაგრამ საწყენი :) ))

    • მჩხაპნელი says:

      ჟვანიამ რომ ის სიტყვები თქვა, მაშინ კიდევ უფრო დიდი სხვაობა იქნებოდა wasntme ასე რომ თუ განვითარების კუთხით შევხედავთ, იქნებ აღარც კი იყოს საწყენი :)

  33. ალუბალა says:

    როგორ შეიდზლება არ ქონდეს წარმოდგენაააააა??ტატო ხომ არ ხარ საფლავში ჩაიტანო გრძნობები?????????? o_O o_O

    • მჩხაპნელი says:

      არა, ეგრე სერიოზულადაც არ არის საქმე :) “საყურის” ან რამე მსგავსი ლექსის წერას თუ დავიწყებ, აი, მერე უკვე მიღირს დაფიქრება :P

  34. გიგა says:

    !!! ყოჩაღ

    • მჩხაპნელი says:

      :გაყოჩაღჩაღებული სმაილი: 8-)
      (ახალი სიტყვაა ასეთი, ჯერ არ დამკვიდრებულა ოღონდ) :P

  35. Net Wanderer says:

    უზადო იუმორის პატრონი ხარ !!!

    • მჩხაპნელი says:

      ვინაიდან ვერ შევძელი ამ კომენტარზე რაიმე განსაკუთრებული პასუხი მომეფიქრებინა, აღნიშნული დებულება სრულიად სამართლიანად დადგა ეჭვქვეშ :D

  36. გიგა says:

    მჩხაპნელ, Need You More Youmore? devilsmile
    თუმცა,არც ისე გაკლია,როგორც Net Wanderer-მა აღნიშნა :)

    • მჩხაპნელი says:

      :D ადამიანი ხომ ბუნებით ხარბია! რა თქმა უნდა, მინდა! devilsmile

  37. Tomushka says:

    არც ისე არაა ყველაფერი როგორც შენ წერ.
    იმისთვის რომ კარგად დაინახო ყველაფერი მინიმუმ ერთი წელი მიანც უნდა იცხოვრო და კარგად ყველანაირ საზოგადოებაში აითქვიფ. მერე ნახავ რა და როგორაა.

    • მჩხაპნელი says:

      ჰო, რა თქმა უნდა, ათ დღეში აბსოლუტურად ზუსტი სურათის დანახვა შეუძლებელია :) უბრალოდ, პირველადი შთაბეჭდილებაა, რომელიც დროთა განმავლობაში (და სხვადასხვა ქვეყნებში) შეიძლება უკვალოდ გამქრალიყო wasntme

  38. Andy says:

    ველოსიპედმა პროსტატა იცის !!! hah

    • მჩხაპნელი says:

      მანქანასაც ექნება რამე უარყოფითი. იდეალური ხომ არაფერია ამქვეყნად :P

  39. ანიკა says:

    ჰოიიიი, ღმეერთთმანნი მჩხაპნელ “ვერ შემიძლიხარ”.. აქამდე ჩემიი თავიიი ენაკვიმატ ჰოოომოსაპიენსად მიმაჩნდა და შენი პოსტების ხილვის მერე დაკნინეებას ვგრძნოობ :D ქედდდსს ვიხრი მიის მჩხაპნელისა წინაშე :) )

    • მჩხაპნელი says:

      :D მაპატიე, არ მინდოდა. შემთხვევით მოხდა ყველაფერი :D მადლობა! :)

  40. თამუნიკო says:

    რაღაც განსაკუთრებულ ბლოგს გადავაწყდი როგორც ჩანს :) მიხარია :) მომწონს კრიტიკულად მოაზროვნე ხალხი, რაღაც მოაზროვნე ხალხის დეფიციტი შეინიშნება, არამცთუ კრიტიკულად მოაზროვნეების :) შენს სხვა პოსტებსაც გადავხედავ, იმედია მოლოდინი არ გამიცრუვდება! ასე განაგრძე :)

    • მჩხაპნელი says:

      მადლობა. იმედია, მოლოდინი არ გაგიცრუვდა, თორემ ასე გაგრძელებას კიდევ ეშველება რამე :)

  41. ლეო says:

    ტიპიური ქართველი რომელმაც ევროპა პირველად ნახა. ჩემო კარგო 7 წელია დროგამოშვებით დავდივარ საფრანგეთში და საერთოდ ევროპაში და დავრწმუნდი უამრავი საერთო გვაქვს ჩვენ და მათშ და საერთოდ მარტო ცენტრალურ უბნებს რომ ადარებ საქართველოს ცოტა გარეუბნებშIც გაგევლო და ნახავდიმინი აფრიკას

    • მჩხაპნელი says:

      საერთოც იქნება რამე. მე აღვნიშნე კიდეც, რომ ეს ზედაპირული დაკვირვების შედეგია და შეიძლება ჭეშმარიტებისგან შორს დგას :) მარტო ცენტრალური უბნები არ მინახავს ისე, ლუბლინშიც ვიყავი, რომელიც საშინელებათა ფილმის გადასაღებად იდეალური ადგილი იქნებოდა, მაგრამ მსგავსი ფაქტები, რაც თბილისის ცენტრშიც ხდება ხოლმე, არც იქ მინახავს :)

  42. ანი says:

    “და მაინც… გავარტყი ევროპას!” – ტირში მსროლელი, რომელიც სავარჯიშოდ მსოფლიო რუკას იყენებს
    საქართველოს ვერავინ ვერ გაარტყამს lol lol lol lol :D :P :P :P

    • მჩხაპნელი says:

      :D ჰო, ხანდახან კარგია, რომ ტერიტორიულად პატარა ქვეყანა ხარ. ოღონდ, მხოლოდ ხანდახან :)

  43. იმდენი ვიცინე ამ პოსტზე რომ ვერ აგიხწერთ. გაიხარე გენაცვალე,აი ზუსტად ეგრეაააა…..გერმანიაში კერძოთ ფრანკფურთში ვიცხოვრე4 თვე (და ვცხოვრობ უკვე 1 თვეა) პრაღაში 3 წელი,პარიზში 3 დღე :დ პარსელონაში 3 დღე დანიაში 1 :D …. და შენ რომ ამდენი გენახა წარმომიდგენია რას დაწერდი,გაიხარე შეეეეეეეეეეენ.

  44. mery says:

    vaime ramdeni vicine

Leave a Reply

Current month ye@r day *