- “როდემდე?”
ჩვენ შაბლონების სამყაროში ვცხოვრობთ. ყოველ შემთხვევაში, შაბლონების საქართველოში მაინც. ჩვენს ქვეყანაში შაბლონი უფრო მეტია, ვიდრე ჩინელი, რადგან თვითონ ეს შედარებაც, რომელიც სულ რამდენიმე ასოს წინ მოვიყვანე უკვე თავისთავად შაბლონია. ისევე როგორც შაბლონებია, ხუმრობა ლეიბორისტების უფულობაზე, საქართველოს ნაკრების უიმედო მდგომარეობაზე, ტაქსის ორდიპლომიან მძღოლებზე, ქართული სიმღერების ტექსტებში “წვიმისა” და “სევდის” სიჭარბეზე, აქუბარდიას ძილზე, “რუსთავი 2″-ის დეზინფორმატორობაზე, ლელა კაკულიაზე, ”გეპეის” სტუდენტზე (“გეპეი” იუმორის მარადიული მუზაა), სააკაშვილის ჰალსტუხზე, რუსების წაღებულ უნიტაზებზე, ჟირინოვსკის დედაზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყვითელ ავტობუსებზე, შადრევნებზე, მედვედევის არაპრეზიდენტობაზე, ევროპისა და ამერიკის შეშფოთებასა თუ აღშფოთებაზე, გლდანელებზე, “ფლეიბოისთვის” გახდილ ნინაზე და ა.შ.
აღარაფერს ვამბობ… ან, ჯობია ვთქვა შაბლონურ ფრაზებზეც:
“წინ დაჯექი, მალე მიხვალ” – მიმართვა პირისადმი, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებს;
“დაარტყი, შენ დაგარტყა “პარალიჩმა” – მიმართვა ჯოკრის თამაშის დროს მოთამაშისადმი, რომელიც კარტის ჩამოსვლას აგვიანებს (გამოთქმა ასეთივე წარმატებით შეიძლება შეგვხვდეს ფეხბურთის თამაშის ან ყურების დროსაც);
“აი ემ ე თეიბლ” – ფრაზა, რომლის საშუალებითაც პირს სურს, რომ მის მიერ ინგლისურის არცოდნა მახვილგონივრული ხუმრობით გადმოსცეს;
“რას გვიშვრება ეს მთავრობა? ამის გამო ვიდექით იმ წვიმაში?!” – ფრაზა, რომელიც ყველა რევოლუციონერის თუ არარევოლუციონერის მიერ, საკუთარი ხელისუფლების “უგვან საქმეთა” გამოსახატად გამოიყენება;
“საჰაერო გათხრებზე” – პასუხი “აღადავებული” აბიტურიენტის, ან, სტუდენტისა (დამოკიდებულია კითხვის ფორმულირებაზე: “სად აბარებ” თუ “სად სწავლობ“), რომელსაც აუცილებლად მოყვება რეაქცია: “არა, მართლა, მართლა?!” და კვლავ პასუხი: “ჰო, კარგი, წყალქვეშა მეხანძრეობაზე”;
“რატომ თავი არ დაგრჩა?!” – მასწავლებლების ყველაზე საყვარელი ფრაზა, როდესაც შენ დავალების არქონას საკუთარი სკლეროზით ამართლებ;
“ბოლო ჭიქა აღარ უნდა დამელია (დაგელია, დაელია)” - მიმართვა საკუთარი თავისადმი, ან, სხვისადმი, რომელიც გახლეჩილი მთვრალია, ან, ნაბახუსევია და სინანულის გრძნობა უჩნდება;

“ეს ერთხელ გადამარჩინა…”
“მთაწმინდიდან არ დაგანახებს” – მიმართვა მამაკაცისადმი, რომელსაც ვიღაცის გულის მოგებისა და მონადირების შანსს ჩანასახშივე უსპობენ;
“გუშინ რა ვჭამე ის არ მახსოვს” – ფრაზა, რომლის საშუალებითაც პირი საკუთარი მახსოვრობის სისუსტეს მაინცდამაინც კვების რაციონის მიხედვით განსაზღვრავს;
“არადა, გუშინ ვნახე იცინოდა” - ფრაზა, რომელიც რეფლექსურად მოდის თავში, როდესაც ვინმეს შესახებ ცუდ ამბავს შეიტყობ და გული მაინცდამაინც არ ჩაგწყდება;
“ვინ თქვა დინოზავრები გადაშენდნენო” – ირონიული გაკვირვება, როდესაც ბიჭს სურს მის პარამეტრებში ვერჩამჯდარი გოგო ზოოლოგიურად დაახასიათოს (შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი სიტყვები, როგორებიცაა: “კრაკაძილი”, “მანდილოზავრი”, “ზვიანგი”, “კაბიანი”, “ულვაშებგასაპარსი” და სხვა);
“სუდია, პიდარასტ” – სახალხო ფრაზა, როდესაც მსაჯის ორიენტაცია ერთი ჩასტვენის (ან არჩასტვენის) გამო მყისიერად ეჭვქვეშ დგება;
“კაცი (თამადა) ვარ თუ “პრობკა” – როდესაც პირი საკუთარ სტატუსს, სხვებისთვის ამ მეტად მცირე ალტერნატივის შეთავაზებით, მეტისმეტად დიდ საფრთხეს უქმნის;
“რომ გადახვალ, გააჩერე” – სიტუაცია, როდესაც მგზავრს მძღოლის სწრაფ რეაქციაში ეჭვი ეპარება და სათანადო ზომებს წინასწარ იღებს;
“ერთი (ორი) კაციც და გავდივართ” – სამარშუტო ტაქსის მძღოლების მიერ დამკვიდრებული მარკეტინგული ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად სულსწრაფი ადამიანების დასაოკებლად იყენებენ;
“რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს?” - ყვითელი პრესის მასტიმულირებელი შეკითხვა, ტრადიციული პასუხით: “ღალატს”;
“გერეკება? - ფრაზა, რომლის ავტორიც სპარტელთა ლექსიკის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერებოდა;
“მაგარი კაცი ძაააან” – ვისიმესთვის ხოტბის შემსხმელი ამოძახილი, სადაც “ა”-თა რაოდენობა დასახასიათებელი პირის “სიმაგრეზეა” დამოკიდებული;
“ამ საღამოს რას აკეთებ?” – როგორც წესი შაბლონურივე პასუხით: “ხარჩოს”, ან, “ბორშს”;
“გსურთ ვისაუბროთ ჭეშმარიტ ღმერთზე?!” – ფრაზა, რომლითაც აუცილებლად უნდა დაიწყო საუბარი მაშინ, თუ იაღოველთა იმიტაციის დაუოკებელი სურვილი გაგიჩნდა;
- “ოდესმე ჩვენც გავფრინდებით…”
“დიდი მადლობა, რომ არსებობ” – გაურკვეველი სამადლობელი, სავარაუდოდ მიმართული ღმერთისა და შენი მშობლებისადმი;
დავშალოთ ფრაზები სიტყვებად. შაბლონური კი არა, უკვე გამაღიზიანებელია დაბეჩავებული და დაჭრილ-დაჩეხილი სიტყვები, რომელიც ამ ბოლო დროს არამხოლოდ “თინეიჯერებშია” გავრცელებული: “კომპი” (კომპიუტერი), “ნეტი, ინეტი” (ინტერნეტი), “უნი” (უნივერსიტეტი), “ლოვე” (მიჯნური, სატრფო, შეყვარებული – გააჩნია ლექსიკურ მარაგს), “მათი” (მათემატიკა), “სპ”, “სპს” (გმადლობთ!), “პკ” (აბა ჰე!), “ოკ, პკ” (რუსულისა და ინგლისურის ჰარმონიული სიმბიოზი), “პლზ” – please – გეთაყვა! (ქართულად რა კარგად გაიჟღერებდა: “გთყ”), “ომგ” – o, my, god (ღმერთო ჩემო!), “დაბდღე” – (დღე, როდესაც კიდევ ერთი წლით ბერდები), “გაიხარე” (“მადლობის” შემცვლელი, გამოიყენება ყოველ მეხუთე სიტყვაზე), “ადნა”, “ადნოები” – (“ადნაკლასნიკი”), “მპუა”, “პაჩი”, “მპუ” (კოცნის გამომხატველი უცნაური ნაწილაკები), “ძაააააააან” (საბრალო და ასგზის ნაწამებ სიტყვა “ძალიან”-ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსია. ასევე გვხვდება “დზნ” ან “დზ, დზ”), 10x (“მადლობის” გადახდის კიდევ ერთი, კრეატიული ფორმა);
რა თქმა უნდა, ენა ახალი სიტყვებით უნდა შეივსოს, მაგრამ ეს სიტყვები ყველაზე მინიმუმ, ყურს მაინც კარგად უნდა ხვდებოდეს. მაგალითად, ვერავის მოსთხოვ გამოიყენოს “დამამოკლეტექსტურშეტყობინებინე” “დამამესიჯებინეს” და “დაგვესაზოგადოებრივთავშეყრისადგილებინა” “დაგვებირჟავებინას” ნაცვლად.
ისე კი, ნათქვამია: “რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო” და რა ვიცი, მგონი სჯობს გავითვალისწინოთ, რამეთუ დაცემის შემდგომ ადგომა ცოტათი ძნელია ხოლმე.
მაგარი ხაააარ:) მომეწონა dz dz:D:D
dz dz გმადლობთ
“როგორც წესი არდაუწერელი დავალების შინ დარჩენაზე იტყუები.”
”არდაუწერელი” რას ნიშნავს ამიხსენი ჟურნალისტო
თუ ვინმეს შეატყვე რომ აბუჩად გიგდებს უნდა უთხრა „ეკაიფოს ჯოდასენს“ არ კონკრეტდება ჯოდასენის და შენი ნათესაური კავშირი
კიდე ერთს დავამატებ: თუ რაიმე კამათში დამარცხდი, მაშინ უნდა იძახო: “გურჯისტანში ბნელა”
ჰო, მსმენია ეგეც
ოღონდ არც ისე ხშირად…
“ისე კი, ნათქვამია: “რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო” და რა ვიცი, მგონი ჯობს გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ დაცემის მერე ადგომა, ცოტათი ძნელია!”
მართალი ხარ, მაგრამ ქართველები დანამ უფსკრულში არ ჩავვარდებით, მანამდე ვერ ვხვდებით, რომ თურმე მართებული გზა სხვა მხარეს უხვევდა
სააკაშვილს უთქვამს თურმე ერთხელ: “ჩვენ დიდი უფსკრულის წინაშე ვიდექით და დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ”–ო, თუ რაღაც ამის მსგავსი
უფსკრულზე და გადაჩეხვაზე გამახსენდა
ვერ ვიტან შაბლონებს… გაუმარჯოს გრიშა კეჟერაძეს!!!
მეც მომწონს შეძახილის ადრესატი
“დაბდღე” – (დღე, როდესაც კიდევ ერთი წლით ბერდები), რატომ ასეთი პესიმიზმი! ასე ცუდად არის საქმე??
ა, არც დავკვირვებივარ
არადა, ოპტიმისტი ვარ…
მეც მაღიზიანებს შაბლონები, მაგრამ ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ სიტყვები ისე შემეცოდნენ, როგორც ცოცხალი არსებები
აწი მაქსიმალურად გავუფრთხილდები
ჰო, დაჭრა-დაჩეხვის და სხვა ქირურგიული ოპერაციების გარეშე უფრო ჯანმრთელები და ყოვლისმომცველები არიან
ყველა ფენას თავისი შაბლონები აქვს და ძალიან ხშირად ძნელია ადამიანებს რამე გააგებინო თუ შაბლონებით არ ესაუბრები,თან იმასაც აფიქრებინებ რომ მისნაირი არ ხარ და საკუთარ თავს უფრო მაღლა აყენებ..
შეიძლება. ახლახანს წავიკითხე,რომ თურმე ბატონი რუსო უჩიოდა ფრანგ ფილოსოფოსებს და სთხოვდა, ხალხთან მაღალფარდოვნების ნაცვლად მათთვის გასაგებ, ადამიანურ ენაზე ელაპარაკათ და კიდევ, იქვე მოყვანილი იყო, რომელიღაც მედია-საშუალების ერთ-ერთი მთავარი წესი, რომ “ისე უნდა ეწერათ, ეს კანზას-სიტიში მცხოვრებ მერძევესაც გაეგო”
აჰა კიდევ ერთი ძველი შაბლონი: “აი სად შეცდა ბრუსლი” ამ შემთხვევაში თურმე სად შემცდარა რუსო… მომკალით და მაგის მერე მე მაგას ფრანგ განმანათლებელს ვეღარ დავუძახებ :::)))