“მგონი, პრეზერვატივი მჭირდება” - საავტორო უფლებები
“ჩვენთან კანონი “canon”-ის აპარატებზე თუღა შეგვხვდება” – ყველაფრის გამზვიადებელი ადამიანი
ამონარიდი ქართული სერიალიდან “დეტექტივები”
ამონარიდი ბლოგზე არსებული კატეგორიიდან “ვინ ვარ მე”
მე მშობლებისთვის შვილი ვარ და კოსმოსისთვის – ტყუპები, დედამიწისთვის – ზედმეტი 64 კილოგრამი და გარშემომყოფთათვის – ცოტა მოსამატებელი, პედოფილებისთვის – ნამეტანი გვიან და ნეკროფილებისთვის – ნამეტანი ადრე, ზოგიერთი ჯგუფელისთვის – 09, ზოგიერთისთვის კი – მეგობარი, დაინტერესებული პირებისათვის - სამუშაოს მოსურნე ახალგაზრდა და უმუშევრებისთვის – კონკურენტი, სარკისათვის – საკუთარი თავი და საკუთარი თავისათვის – წყალწაღებული ოპტიმისტი, კოღოებისათვის – უფასო დონორი და უფასო დონორებისაგან ღმერთმა დამიფაროს, რამდენიმე პიროვნებისთვის – ყველაფერი და არაფერი – ანჯელინა ჯოლისათვის.

"სტატისტიკა"
შენიშვნა #1: არანაირი შეხება არ მაქვს დეტექტივებთან, გარდა იმისა, რომ ხშირად ვკითხულობ.
შენიშვნა #2: დააკლო ჩვილს – დედის ალერსი, ლობიოს – მარილი, პუტინს – წყევლა–კრულვა და მე – წონა აბსოლუტურად ტოლფასი დანაშაულია.
შენიშვნა #3: ხსენებული “ვინ ვარ მე”–ს მიწურულს შავით ღია ყავისფერზე მითითებულია ელექტრონული ფოსტა.
ელექტრონული ფოსტა – ასევე ცნობილი, როგორც “მაილი” – კომუნიკაციის ერთგვარი გაიოლებული ფორმაა, რომლის საშუალებითაც ადამიანები ერთმანეთს ეკონტაქტებიან და ხანდახან რაღაცის ნებართვასაც იღებენ.
“კვირის პალიტრის” საქმის შემდეგ კიდევ უფრო წარმატებულად თუ გავიქურდებოდი ნამდვილად აღარ მეგონა. თუმცა, “ბჭობის პირდაპირპროპორციულად განვითარებული სიცილის” ანდაზამ თავი აქაც ღირსეულად წარმოაჩინა.
ისე კი, ნამდვილად ვერ ვხვდები ხოლმე, თუ რაზე ფიქრობენ ადამიანები მაშინ, როდესაც ტელევიზიაში რაიმეს “აკოპირებენ”. ეს ხომ დაახლოებით იგივეა, ავტობუსში გვერდზე მჯდომს რომ უთხრა: “უკაცრავად, თქვენს ჯიბეს ვერაფერი მოვუხერხე და შემთხვევით, ბრიტვა ხომ არ გექნებათო?”.

"copy, cut, paste"
გმადლობთ, რომ ზრუნავთ ჩემზე და ცდილობთ სიურპრიზებით გამახაროთ.
გმადლობთ, რომ ჭრით (cut) და გაგაქვთ (paste) პოსტები.
გმადლობთ ყურადღებისათვის.

პ.ს: ვის შევჩივლო, რუსთავ–ელი “მკვდარია”
No related posts.
კიმარა შენ საერთოდ არაფერი გითხრეს?
“საერთოდაც” კი არა, მარტო “არაფერი”
აუ მე ვნახე ეგ სერია და აბსოლიტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ შენგან ნებართვა აიღეს… რა მწარედ შევცდი…. არა ლექციაზე კი გვეუბნებოდა ლექტორი ინტელექტუალური სამართალი დღეს არ არსებობსო მაგრამ მე მაინც უკეთესის იმედი მქონდა…
ჰო, ამ დღეების განმავლობაში ვეძებ და ჯერჯერობით ვერ ვიპოვე. მე მგონი, კარგად არის შენიღბული და კარგადაც იმალება
მჩხაპნელო შენ უფრო “წარმატებულად გაიქურდე” მაგრამ “ჯონი რომ უყვარდა და მიიბრიდა” – იმ გოგომ რა დააშავა??? :-) მეფიქრება ამდენი ხანია (რიგით მესამე კომენტარს ვწერ, არ ვცდები:)) და ვკვდები სიცილით (სამწუხაროდ)
“ჯონი მიყვარდა მიიბრიდა,
კურტი მიყვარდა წაიშალა
ფრედი მიყვარდა დაიბრიდა
აღარასოდეს აღარ შეგხვდები რადგან ეხლა შენ მიყვარდები. . .
უცნაური ლექსია (!) არა?! ” – ნაწყვეტი შ.ს.ს-ს არქივიდან, საქმე N 911
დღეს ვუყურე კიდევ ერთჯერ რუსთავი 2 და თურმე “ქორწილამდე ლექსი მართლა არ შეიძლება საქართველოში” გაფუჭდა ეს ახალგაზრდობა სულ. . . :-)
კარგი ეს ამის დამწერს ვუკბინე, მაგრამ არ არის გამორიცხული ესეც სადმე ჰქონდეთ “ჩაჭრილი” და “გატანილი” . . .
ჰოდა მაშინ ხთFუი ბაბაია ხთFუი
ლექსის გარჩევა:
როგორც ჩანს, ამ ლექსის ავტორი გოგონა დაწყევლილია, რაც შეგვიძლია დავადასტუროთ მისი სიყვარულის ავბედითი შედეგით სამ მამაკაცზე, რომელთა სახელები გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ საუბარია ჯონ ლენონზე, კურტ კობეინსა და ფრედი მერკურზე. თუმცა, აქ საქმე გვაქვს ფაქტობრივ შეცდომასთან – ჯონი კი არ მიიბრიდა, არამედ მიბრიდეს, კურტი ნარკოტიკებმა შეიძლება წაშალა, მაგრამ ის ჩვენი გულებიდან არასოდეს წაიშლება და ფრედი კი არ დაიბრიდა, არამედ გარდაიცვალა. ჩემი ღრმა რწმენით, აქ დევს სიმბოლური აზრი, რომ ამ გოგოს შეყვარებული (ალბათ ის ფეხბურთელი ბიჭი, რომელიც სერიალის რეკლამის მიხედვით, მოკლეს) გოგოსავე მიზეზითაა მოკლული. საქმე გახსნილია
შეგიძლია მიმართო სახალხო დამცველს,ანდა შესაბამის ორგანოებს და კომპენსაციას მაინც აუცილებლად მიიღებ…ვიღაც აუცილებლად უნდა დაისაჯოს,თორემ კიდევ მრავალჯერ განმეორდება იგივე….
შესაბამისი ორგანოებიდან ერთ–ერთს მივმართე და გამომისტუმრეს უკან ხელცარიელი
ორგანოების ძიებას ვაგრძელებ
შენი პოსტი ძალიან დიდი ხნის წინ მქონდა შემთხვევით წაკითხული, სერიალის ამ სერიასაც შემთხვევით ვუყურე და მაშინვე ვიცანი, იმიტომ რომ თავის დროზე შენი პოსტი ძალიან მომეწონა, ახლა შემოვედი შენთვის რომ მეცნობებინა პლაგიატობის შესახებ და უკვე ახალი პოსტი გაგიშანშალებია
ანჯელინა ჰქონდათ ბრედით შეცვლილი და ვიხალისე
მოთხოვნა მიწოდებისა და ადამ სმიტის შესახებ რა გითხრა არ ვიცი, მით უმეტეს უხილავი ხელის რომელიც უხილავად რჩება დღემდე საქართველოში
, მაგრამ რეალურად არც უნდა გიკვირდეს ეს ფაქტი.
როცა “საქართველოში” წერ რამეს საინტერესოს, ორიგინალურს და განსხვავებულს აუცილებლად მოგპარავენ თუ საავტორო უფლებები არ გაქვს დაცული, ამიტომ უკვე კვირის პალიტრის ინციდენტის შემდეგ აუცილებლად უნდა მიგეღო საჭირო ზომები – “მუქთა” ყველაფერი კარგია და თვალს იზიდავს, მით უმეტეს უმაქნისი ჟურნალისტების, რომლებიც ორ სიტყვას ვერ აბამენ დღეს ერთმანეთზე და პროვინციულ ხუმრობებს აფეტიშებენ
(თან როგორც აღმოჩნდა Copy+Paste ბრძანებას კარგად ფლობენ
)
მართლა ძალიან საწყენი ფაქტია შენს საკუთრებას რომ იპარავენ, მით უმეტეს ნაწერს და ხელებს გიფათურებენ ტვინში და არა ბლოგზე
ეს რაღაც ძაან მომივიდა მაგრამ აუცილებლად უნდა მეთქვა
წარმატებებს გისურვებ, კარგი ხარ და ბევრს მიაღწევ :*:*:*
ჰო, გეთანხმები, ოღონდ ეს “საჭირო ზომები” არ ვიცი, რანაირად ხდება
მე როგორც ვიცი, თუ რამის დაცვა გინდა, სათითაოდ უნდა დააპატენტო და ნამეტანი იქნებოდა ყოველ ახალ პოსტზე 30 ლარით საქპატენტში რომ მერბინა
ისე იმან სხვა უჩინარი ხელი იგულისხმა, მაგრამ ჩვენთან სახე იცვალა საერთოდ, უბრალოდ უჩინარ ხელადვე დარჩა
იჩივლე.
ჯერ დავეძებ კომპეტენტურ ადამიანს, ვინც მეტყვის ღირს თუ არა
იჩივლე, თუ სხვა არაფერი პოპულარული მაინც გახდებიიიიიი
ჩვენ ყველა წამოგყვებით სასამართლოზე მოწმეებად
ვოტ ტაკ. არა მართლა არაფერს არ აპირებ? იქნებ ნიჭიერის კონკურსზე რო გეწერა უკვე აქვთ გამიყენების უფლება. აუ ნერვები მეშლება რა
ჩემი, როგორც დილეტანტი კანონთმცოდნის აზრით, მაგას დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. იქაც იყო მითითებული წყარო და არც “რუსთავი 2″–ს გადაუხდია ფული მაგ დახასიათებისთვის
ჰმმ, სავარაუდოდ სცენარისტს ღამით გაეღვიძა, მაგარი იდეა მაქვს და სასწრაფოდ უნდა ჩავწეროო, კომპიუტერს მიუჯდა, შენს ბლოგზე შემოვიდა, გულდასმით წაიკითხა, მერე ჩაწერა
და ტკბილად დაიძინა აღფრთოვანებულმა. რა შესანიშნავი რამაა მუზა
ოი ბლინ
p.s.: უჩივლე!
პ.ს: ვცდილობ რაღაცეებს, ვნახოთ თუ გამოვა. მშვენიერი კომენტარი იყო
ეს არის მარაზმი უკვე, ამათაც იმ რაღაც ფორუმზე ხო არ მოგწერეს შემთხვევით, როგორც “ვანგა არა ისა”-ზე??? საშინელება!!! მაინცდამაინც არც იმ “ვანგა არა ისა”- ზე მჯერა, მაგრამ ეს უკვე მარაზმის და რას ფიქრობენ, რომ შენ განუვითარებელი ადამიანი ხარ და სახლში ტელევიზორი არ გაქვს თუ უბრალოდ ფეხებზე კიდიათ??? მე რაღაც უფრო მეორე ვარიანტი მგონია!!! ეს არის მარაზმი!!!!!
:@
მოკლედ უნდა უჩივლო, რამე უნდა ქნა!!!
ფიქრობენ, რომ ტელევიზიას უყურებს ყველა და ბლოგებს კითხულობს – არავინ. შესაბამისად, სრული უფლება აქვთ აიღონ რაც უნდათ და თუ ეს ავტორმა გაიგონ, თქვან, რომ “ის პირიქით მადლობელიც უნდა იყოს მისი ნაწერის გამოყენებისთვის” (ამას რამდენად იტყვიან არ ვიცი, ჩემი ვერსიაა)
ახლა დავუფიქრდი და ცოტათი გადაეკეთებინათ მაინც, ეგეც ვერა??? მე კი მაინც მივხვდებოდი, და შენ მითუმეტეს ბექა, მაგრამ მეც კი wikipedia-ში მასალას რომ მოვიძიებ და ვა-copy-paste-ებ შემდეგ ცოტათი გადავაკეთებ ხოლმე და სცენარისტებმა სავარაუდოდ მართლა ბოლო ღამეს მოიძიეს ეს ინფორმაცია და word-ში ატვირთვის და “დასახიჩრების” დრო არ ჰქონდათ. ასევე შეიძლება ჭკუ არ ეყოთ…
ყოველშემთხვევაში შენ ჩივილის ყველანაირი უფლება გაქვს…
ცოტათი გადაკეთებულია
თან რაღაცეები ამოიღეს (აბა ამდენ დროს ხომ არ დამითმობდნენ ეთერში)
ნუ, მინიმუმ “მოსურნე” მაინც შეეძლოთ შეეცვალათ (ისეთი სიტყვაა, არასაეთერო). მადლობა ღმერთს, ლექსიკა მაინც გვაქვს მდიდარი, ფანტაზია თუ არა
რა იყო იქ გადაკეთებული??? ერთი- შეგამსუბუქეს (ვითომ ციფრებს რომ გადაანაცვლებ აზრი იცვლება??) მეორე- ბრედი ((ანჯელინასთან დაკავშირებული საპირისპირო სქესის ადამოანი მაინც არ შეერჩიათ!!! (თუმცა ეს არაფერს შეცვლიდა)) ცოტა რაღაც ამიოღეს ისეთი “არაჩვეულებრივი” სერიალი ასეთ “ჩვეულებრივ” ბლოგს დიდ დროს ხომ არ დაუთმობდა???
პ.ს. ისე ამ ჩვეულებრივს და არაჩვეულებრივს ადგილები უნდა გაუცვალო და მიიღებ… რელობას
ამაზე რა კომენტარი უნდა გააკეთო საერთოდსაც…:შ:შ
მაგალითად “ამაზე რა კომენტარი უნდა გააკეთო საერთოდაც”
სუფრაზე ვიჯექი ამ სერიის მსვლელობის დროს. ჯერ ყურებს არ დავუჯერე.. და როცა დავუჯერე ისე წამოვიყვირე ‘ეე დოინ.ჯი-ს მიბაძეს’ , რომ მთელი სუფრა მე შემომაშტერდა.
რა შენი ბრალია გარშემო ხალხს ფანტაზიის ნაკლებობა, რომ აქვს და ყველაფერუ მზამზარეულზე უნდათ
ნუ ეს ისე
ხოდა რას ვამბობდიი…
მოკლედ ეს მეორე ფაქტია და რამე უნდა იღონო… აბა ესე თუ გაგძარცვეს რა წესია
ჰო, სერიოზულად თუ შევხედავთ, ვცდილობ რამე ვიღონო, მაგრამ ღონეში მიჭირს ცოტა
იმდენი ნიჭი არ ეყოთ ცოტათი მაინც რომ გადაეკეთებინათ?
ან, სურვილი და სიბეჯითე
დაეზარათ უბრალოდ
ფრიად საინტერესოა პოსტის გახსნინსას სხვას ველოდი, აქ კიდევ უფრო საინტერესო დამხვდა…. არ არ გაიმტყუნება არც კვირის პალიტრა და არც “დეტექტივები”, საიდან იფიქრებდნენ რომ ან ერთს ვინმე წაიკითხავდა ან მეორეს ვინმე შეხედავდა….
თუ მასე გააგრძელეს ერთი სერია დაემატება ქვესათაურად “პლაგიატიზმის მსხვერპლნი”….
გვითხარი,ბექა,რამე ახალი ამ თემასთან დაკავშირებით რა
დაინტერესბული პირ(ებ)ი ვარ(თ)
რამე გაარკვიე?ან სცადე მაინც გარკვევა?
მივდექი, მოვდექი. ვკითხე კომპეტენტურ პირებს: ზოგმა თქვა აზრი არ აქვსო, ზოგმა – შეეშვიო, ზოგმა – უჩივლეო
ვიარე, ვიარე, ცხრა მთა გადავიარე და მივადექი “ავტორთა უფლებების დაცვის საზოგადოებას” (ზუსტი სახელი არ მახსოვს) და იქ გარკვეული გასაუბრების შემდეგ მითხრეს ძნელი იქნება იმის დასაბუთება, რომ ეს შენი დაწერილიაო და არა სხვისიო, თან არ ღირს ამ პატარა რაღაცაზე ჩივილიო. სჯობს წერილი მისწერო და გაარკვიოო
ჰოდა, გამოვბრუნდი უკან სხვათა იმედად
მე და ჩემი ახანაგი ვსაუბრობდით და დავასკვენით რომ იმედს უნდა მიაწოდო ინფორმაცია
ისსე დია სახალისო იქნება დღევანდელ სერიაში რომ აღმოჩნდეს, რომ თურმე მკვლელი თუ მოკლული პაროლინგის ეტაპების შედგენით ყოფილა დაკავებული
ჰაჰაჰაჰაჰააა, ამ სერიას ვუყურე, და ეს რომ წაიკითხეს, გამოვშტერდი…. სააააააააააააღოლ, ნამდვილად არ მეგონა თუ ნებართვის გარეშე გააკეთეს…
გეუბნები, დაარეგისტრირე ამ ბლოგზე საავტორო უფლება თორემ ხომ ხედავ საით მივექანებით….
რას ეღცი
ამდენის დაკლებას იცი ხალხი რამდენი ხანი უნდება ? : D
მიაწექი არ შეარჩინო
ისე რა ადვილი ყოფილა ფილმებისთვის სცენარის დაწერა, მეც ხო არ მეცადა??? doin.ge-ზე თითქმის ყველა პოსტი მაქვს წაკითხული და ამიტომ საუკეთესოც კი ვიქნები : DDDDD
uih… : )) sheni daxasiateba dzaalian ddidi xnis win wavikitxe kakk minimum sharshsan, rodesac pirvelad shemovichyite am saitze, nu ra mnishvneloba aqvs magram mashin dzaaalian momewona da dzaaan bevri vicine, tan kargad damamaxsovrda…xolo rodesac vuyurebdi am serials da igive sityvebi gavige shecvlili daboloebit da shereuli umarilo lobioti gadavwyvite uceb shemovsuliyavi da gamerkvia icodi tu ara es ambavi, magram gadamaviwyda
da exlac shemtxvevit movxvdi aq da dzalian gamixarda rom gcodnia…
shen ichivle chven gverdit dagidgebit…:D
მაგ სერიას მეც ვუყურე
((( და შენ გამახსენდი : @@@
შეკითხვა ბლოგის ავტორს : შემთხვევით ის “მჩხაპნელი” ხომ არ ხარ, რომელიც იგივე სახელით ლიტერატურა.გე-ზე აქვეყნებდა ნაწარმოებებს???
პ.ს ბოდიში ფამილარულობისთვის ,მარა ჩემი ასაკის ბიჭთან “თქვენობით” საუბარი მეუხერხულება.
ეგ არის: )) ბოდიში უტაქტობისთვის..მე ვინ მეკითხებოდა : D მაგრამ ამ ბლოგზე თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ ბლოგზე და.. : ))
ვაიმეეე რამდენი ხანია არ შემოვსულვარ და რა ნიუსი დამხვდა რააა


მერამდენედ უნდა გამოვხატო აღშფოთება ამ copy-paste_ზე?
კიდევ კარგი არ მიყურებია მაგ სერიისთვის თორე ალბათ TVს ვისროდი რააა
(ვაიმე ჩემი პლაზმური შემეცოდა უცებ)
აღმაშფოტებელი ფაქტია, ნამდვილად ძალიან გავბრაზდი! არ უნდა რჩებოდეთ ასე ხახვივით ყველაფერი. რახან მხლოდ ინტეექტუალური საკუთრებაა და ზომა-წონა არ აქვს ამიტომ უნდა მოიპარონ? დიახას, საკუთრებაა და შენი! ამ ქვეყანას რა ვუყოთ კანონი რო მართლაც მარტო canon-ია
როგორ ვერ დაამტკიცებ რო შენ დაწერე? რომ დაპოსტე თარიღი ჰომ დაფიქსირდა? ანუ შენთან პირველად იყო ნაწრმოები ვიდრე მათთან მოხვდებოდა, ანუ მატ მოიპარეს და არა შენ. და თუ ავტორი შენ არ ხარო მაგას გეტყვიან მაშინ თვითOნ მიუთითონ და თვითო დაამტკიცონვინაა ავტორი.
მე სენს ადგილზე არ დავნებდებოდი, ყველაფრის დამტკიცება შეილება თU მოინდომებს კაცი.
წარმატებებს გისურვებ
gvance აქაც მე ვარ, იქაც მე ვაროო
ნწ ეს ბავშვი ვერ მოვიშორე რაა
რა გადაწყდა?? იხურება რუსთავი 2 ?
უჩივლე მაგ ქაჯებს
ანუ შენ დაწერილი მოიპარეს? რა საზიზღრობაა …. ეკითხათ მაიც , (როგორც მე გკითხავ ეხლა ) შეილება გამოვიყენო?
(პ.ს ავტორს არ დავივიწყებ რა თქმა უნდა !
ბიჭო, ამხელა ჭკვიანი კაცი ხარ
))
მიდი იმედში (კონკურენტთან) და უთხარი ასე ასე მოხდაო
დიდი სიხარულით გაგაშუქებენ
ან რამე გადაცემაში მიგიწვევენ
მერე კიდევ უფრო პოპულარული გახდები
au sad xar amdeni xani, ჩქარ ჩქარა წერე ხოლმე, სისულელე დაწერე თუ გინდა ოგონდ დაწერე, მოვკვდი კომპთან ტყუილად ჯდომით.
მჩხაპნელ, შენი პოსტების მძიმე და უკვე დიდი ხნის ავადმყოფი ვარ
) მომცონს შენი პოსტები ვკიტხულობ და როგორც თქვი ვჭრი და ვაკოპირებ სენ პოსტებს
) თავიდან ერტი პესიმისტი უაზრო და სჰენივე თავზე გამწარებული ერთი რიგითი მჩხაპნელი მეგონე
:D მაგრამ როცა უკვე ჩავუღრმავდი შენ ფრიად მრავლფეროვან იუმორს მასინ მივხვდი რო დაბადებული ხარ იმისთვის რო წერო პოსტები და გვაბედნიერო ჩვენ
) მოგვაწოდო იდეები (მერე ჩვენ ის იდეები რო მოგპაროთ
) ) და ა.შ 
)
მოკლედ წარმატებებს ისურვებ და ვიმედოვნებ რო ჩემი კომპიუტერი ისევ გაივსება შენი ახალი სასაცილო და “ყველაფრის მჩხაპნელი”
P.S (სა-P.S-ო აღარ დავტოვე არაფერი )
)
შენი ვინ ვარ მე რო წავიკიტხე ბევრი ვიცინე და ძალიან მომეწონა მაგრამ ამ დეტექტივმა ისე ჩააქსოვა მთელი თავისი დრამატიზმი შიგნით რო შემეშინდა.თან ეს პლაგიატიზმი კიდევ ერთხელ ამტკიცებს რო ქარტველები დებილები ვართ მარტო ჩვენ თუ მოვახერხებდით საიტიდან იმის გადაღებას თუ როგორ აღწერს ვიღაცა თ ავის თავს.
ჰმ… სცენარისტს როგორი ფანტაზიის უნარი აქვს კარგად გამოჩნდა ,, ბრედ პიტის ” -სახით
შენ თუ ანჯელინა გეწერა ..,, ახალ გამოღვიძებულმა სცენარიტმაც” ,,რატო უნდა ვიწვალო”-ო და ჯოლი-მისი მეუღლის სახელით ჩაანაცვლა..
შემდეგ რეჟისორი გაკვირვებული დატოვა ესეთი ორიგინალური ,,იდეით”, რომელიც თანამედროვე მოზარდის – ასე რომ ვთქვათ ორგინალურ ხასიათს,ან მსჯელობის უნარს ასახავს …
რა იდიოტობაა!!!!!! უფრო დებილობა ვერაფერი ვერ ნახეს ?!
ანუ, უფრო დებილური ნაწერი?
ბექა, საინტერესო და მართლაც ორიგინალური ჩანაწერი გაქვს, მაგრამ, არ ღირს მისი დაკოპირების გულისთვის ვინმესთან ჭიდილი და უსიამოვნებები, მით უმეტეს დამკოპირებელთან. შენც იცი რომ ვერც ვერას დააკლებ და რაღა თქმა უნდა ვერც მომატებ (შეგნებას ვგულისხმობ).
გააგრძელე წერა, მეგობრებს ასიამოვნებ, შენც წინ წახვალ და განვითარდები. ეგენი კი კოპი-პეისტს მთელი ცხოვრება ვერ გაცდებიან, ხომ იცი? ხოდა რაღას დარდობ აბა, შეიცოდე რომ ელემენტარული აზროვნების უნარი არ გააჩნიათ და შენ საქმე განაგრძე.
კი, მივხვდი მაგას და მაგიტომაც შევეშვი – “დროის, ნერვების, ხასიათის და ათასი რაღაცის ხარჯზე სავარაუდოდ არანაირი შედეგი” ცუდი პერსპექტივა იყო
დიდად არც მიდარდია, სიმართლე რომ ვთქვა.
სად ვნახო ეს სერია რომელი იყოო? ძაან მაინტერესებს….
რაღაც ძაან დაეჩვივნენ შენი ბლოგების “copy” & “paste” უნდა დაისაჯოონ უსამართლობაა ასეთი საქციელიი : @
ახლა მგონი ვერსად ვეღარ ნახავ, დიდი ხანია გასული
მე პირადად myvideo–დან ამოვჭერი ეს მონაკვეთი. სამართალს რაც შეეხება, ეგ ამ სივრცეში ეგზოტიკური ხილია
მეც ვუყურე მაგ სერიას და ეს საიტი გამახსენდა, მაგრამ მე მეგონდა ამხელა ტელევიზია ისინდისებდა და ავტორთან შეთაბხმებით გამოიყენებდა სერიალში..
რავიცი რავიცი..
პრინციპში “რუსთავი 2″ არაფერ შუაშია აქ, გარდა იმისა, რომ სერიალი დაუკვეთა
სცენარების სამუშაოში არ მგონია ერეოდეს, ისედაც ბევრი საქმე აქვს მიშას
ისღა დაგვრჩენია ევროპელებს მივბაძოთ (აღშფოთებას ვგულისხმობ), სხვა რა შევგვიძლია?!
და თან სინდისიერად ბოლოს ანჯელინა ჯოლის მაგივრად ბრედ პიტი რო ჩაუსვიათ
))
სინდისიერად არ ვიცი და შინაარსობრივად ჯოლი ნამდვილად ვერ შეძლებდა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას
იდეების მოპარვა ყველაზე საშინელებაა რაც შეილება შენ თავს გაუკეთო და არა იმასს ვისაც პარავ
ბექა, ორი საინტერესო ამბავი მაქვს (ერთი დარწმუნებული ვარ იცი უკვე) ucnauri.com-ზე შევედი (იშვიათი სტუმარი ვარ) და ვნახე სტატია “ვანგა არა ისა” წავიკითხე (მიუხედავად იმისა, რომ ათიათასჯერ მაქვს წაკითხული შენს ბლოგზე) და ბოლოს დავინახე ჯადოსნური სიტყვა… წყარო.. ჩემს გონებაში შინაგანი დღესასწაული იყო, რომელიც წამის მეასეში დამთავრდა, რადგან წყაროსა და ორწერყტილის მერე დავინახე ასო “რ”, რაც ძალიან გამიკვირდა.. როდესაც ბოლომდე ჩავმთავრე “წყარის კითხვა” შინაგანი “party” დასრულდა, რადგან ბექა ადამაშვილის მაგივრად “რომელიღაც საიტი” ეწერა!! ეს ერთი
მეორე: კვირას 23-ში (თუ არ ვცდები) ვიყავი სკოლებს შორის შეჯიბრზე (ტუ რაღაც ამდაგვარზე) BGW-ზე (სხვათა შორის ამ კონკურსისათვის შენი ბლოგით ვემზადებოდით მთელი გუნდი) რომ დამთავრდა დაგვირიგეს რაღაც გაზეთები, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია ჩავიდე ჩანთაში.. მოკლედ მერე წავედით ბოტანიკურში (რა გვინდოდა ღმერთმა იცის) და ერთმა ჩემმა ასევე შენმაბლოგერისტმა მეგობარმა მითხრა: “ეეე, ნახე “facebookma რა ჰქმნა?” ეგ ბექამ არ დაწერაო?? მე გადავშალე მეცამეტე გვერდზე და ვნახე დიიიდი საოცრება: ავტორი მითითებული იყო (party) ოღონდ მართლა, კინაღამ party მოვაწყვეთ მაგის გამო!!!
მე არ შევარჩენდი!ინტელექტუალურ საკუთრებას აღიარებს და იცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,ამასთან საფუძვლიანი ვარაუდი მაქვს ,სახელდობრ ამ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმატება შესაძლებელია.(”მაგრამ ცუდად ხომ არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება და გზა უვალი შენგან თელილი მერანო ჩემი მაინც დარჩება”_ს პრინციპით იშვიათად ვსარგებლობთ ქართველები!)ჩავთვალე რომ ეს ციტატა ოპტიმალურად ერგება კაზუსს.გ.გ.გ.
რა კრეტინიზმია..
ისეთი სულწაწყმედილი როგორ უნდა იყო ადამიანი რომ სიტყვები ცხვირწინ ააცალო ასეთ ნიchier axalgazrdas.
daikide, mtavaria shen arasdros shemogelios aseti saintereso azrebi da imat utexiat kinchxi da kiseri
sheni avtobiografia iseti shedevria tavidan bolomde rom gamikvirda kidec marto es nawili rom mogpares
etyoba ragac momentshi sindisma sheawuxa qurdi..
an ubralod dz bevrma naxa da aitaca es sityvebi da romelime matgans mopares.. ras izav asetia nichieri adamianis xvedri, ityvi ragacas da is sityvebi shen aghar gekutvnis…ase rommm tuu geniosoba ginda pirze boqlomi daide(xelebzec
) da iqnebi sheni tavis gebiosi.. warmatebebs gisurveb gadzarcvulo genioso
ხომ შეიძლება შენთვის კი არა, კვირის პალიტრისთვის მოეპარათ ეს მონოლოგი?!
ამოცანა Nხზ
მოც: კვირის პალიტრა – ქურდი |
დეტექტივებმა კვირის პალიტრას |
მოპარეს მონოლოგი |
———————————————-|-
რა მოუვათ დეტექტივებს?
თეორემა: ქურდის ქურდი ცხონდაო.
თუ კვირის პალიტრა = ქურის ქურდს => დეტექტივები = ქურდის ქურდს.
პას: დეტექტივები ცხონდა
|
როცა ვხედავთ, რომ ჩვენს აზრებს იპარავენ, ყვირილის ატეხვამდე, უნდა დავფიქრდეთ — მართლა ჩვენია თუ არა ეს აზრი. ანატოლ ფრანსი
კიდევ რამე ხომ არ მოუპარავთ შენი ბლოგიდან?
მსხვილი მგონი აღარაფერი (კვირის პალიტრას თუ არ ჩავთვლით) – ისე სხვადასხვა საიტებზე გადაკოპირებული იყო პოსტები