“ყვითელი პრესის” ათი ყველაზე ყელში ამოსული შეკითხვა

ყვითელი პრესის ნაწილი

“ქაღალდი არ წითლდება”ყვითელი პრესა
“ქაღალდი ყვითლდება” – დრო

პარადოქსია, მაგრამ  “ყვითელი პრესა” სწორედ ის ქაღალდია, რომლის გაყვითლებასაც ბევრი არავინ უცდის და ხშირად ისეთი პრაქტიკული მიზნებისთვისაც იყენებს, როგორიც ღუმელში ცეცხლის დანთება, ან კანალიზაციის გავლით, მტკვრისაკენ სამოგზაუროდ გზის დალოცვაა.

თუმცა, სანამ თბილისელი ჟურნალისტების რეიტინგული ღვაწლი საგაზეთო სტელაჟებიდან მდინარის ფსკერამდე არსებულ გზას გალევდეს, სჯობს სარკეში ჩავახედოთ და მათ მიერ დასმულ ათ ყველაზე გაცვეთილ, უაზრო თუ უსარგებლო შეკითხვას გადავხედოთ:

1. “ტანსაცმელს აქ ყიდულობთ თუ უცხოეთში?”

თანამედროვე ქართულ ტრადიციებსა თუ ვაგზლის ბაზრობაზე დაყრდნობით შექმნილი შეკითხვა, რომლის პასუხად ნებისმიერი ევროპელი უბრალოდ თბილად გაგიღიმებთ და სიბრალულით თავზე ხელსაც გადაგისვამთ. არა, საზღვარგარეთულ მაღაზიებს, რა თქმა უნდა, ევროპელებიც ხშირად სტუმრობენ, მაგრამ ისეთი ინდივიდები, რომელთათვისაც უცხოეთი, უპირველეს ყოვლისა, სარფიან (ან, სარაფნიან) “შოპინგებთან” ასოცირდება, ალბათ, მხოლოდ ჩვენ ვართ. მთავარია, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩვენს ტანსაცმელს ვიღაც ხელს რომ გაუგლასუნებს, ხარისხს მოიწონებს და ქვედა ტუჩის ამობურცვის პარალელურად  “ვა, რა კარგი რამეა”–თი შეგვაქებს, “ჰო, გოგო, პარიზში რომ ვიყიდე ეს ის არის”– ჩვენც გაბრწყინებული და ამაყი სახით ვახაროთ.

რესპონდენტის სავარაუდო პასუხი: რა თქმა უნდა უცხოეთში… აბა აქ სად ვიყიდო – ლი-LOL-ში?!”


2. ბავშვის სქესი წინასწარ თუ იცით/ სახელი თუ გაქვთ შერჩეული/გოგო უფრო გინდათ თუ ბიჭი?

რაღა თქმა უნდა, მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაა, როდესაც რომელიმე ტელე–ბრითის (“ტელე–bright”) მომავალი შვილის სქესს(ჩვენი გულების გასახარად) წინასწარ ვიგებთ და მის მშობიარობამდე ნერვების დაწყვეტა აღარ გვიწევს. თუმცა, ჟურნალისტის, როგორც “მკითხველის ექოსკოპის” როლი მხოლოდ მაშინ ხდება განსაკუთრებული ხოტბა-დიდების შესხმის ღირსი, როდესაც ის მარტოდენ სქესს აღარ დასჯერდება და ბავშვის სავარაუდო სახელებსაც დაადგენს (როგორც წესი, ჩვენი რუბრიკის სტუმარი ერთ სახელს ვერასოდეს არჩევს და ცდილობს უდიდესი ინტრიგა ბავშვის დაბადებადებამდე შეგვინარჩუნოს). ამასთან, გარდაუვალია იმის აღნიშვნაც, რომ მის ქმარს პირველი ბიჭი უნდა, “აი, მისთვის კი ბავშვის სქესს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს”.

ამ ყველაფერს ბოლოს აუცილებლად  უნდა მოჰყვეს რესპონდენტის წინასწარმეტყველურ უნარზე ორიენტირებული შეკითხვა: რამდენი შვილის ყოლას აპირებთ?”, რაზედაც ის უფლებამოსილებას მთლიანად ღმერთს მიანიჭებს და შვილების რაოდენობასაც მისი სურვილიდან გამომდინარე განსაზღვრავს: იცით, რამდენსაც ღმერთი მოგვცემს…”

(სასიხარულო ამბავი: დღეს წავიკითხე, რომ ანრი ჯოხაძის იტალიაში მცხოვრებ ძმას – ომარს (დარწმუნებული ვარ, ყველამ იცით)თურმე ბიჭი შესძენია და მისთვის ნიკოლა დაურქმევია. მინდა მოგილოცოთ და დანარჩენ ჟურნალებსაც ვთხოვო, რომ თუ ვინმეს დედმამიშვილს ან მინიმუმ, ალალ ბიძაშვილს მაინც, ოჯახში მსგავსი მატება ექნება, არც მათ გამოგვაპარონ ხოლმე)

"თქვენი წარმატების საიდუმლო, თუ საიდუმლო არ არის"

3. “რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?”

საიდუმლო – ადამიანის გულის ოთხივე საკნის პატიმარი და ენის თანამზრახველი

“სამ ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია საიდუმლოს შენახვა, თუკი ორი მათგანი მკვდარია” ბენჯამენ ფრანკლინი

ერთადერთი, რაც სათაურში მოყვანილ ფრაზას სრულ გაბრწყინებამდე აკლია, ბოლოში “თუ საიდუმლო არ არის”–ის დამატებაა. თავად შეკითხვა კი, თავისი არსით სიტყვა “საიდუმლოს” პატივისა და ღირსების აყრაზე პირდაპირ რომ მიუთითებს, ესეც ფაქტია. როგორც ჩანს, ამ სიტყვას ჟურნალისტებისათვის სხვაგვარი დატვირთვა აქვს და არც მაინცდამაინც ისეთი რესპონდენტი გამოჩენილა ვინმე, მზაკვრული ხითხითის პარალელურად “იცით, საიდუმლოა”–ო რომ განეცხადებინა.

რესპონდენტის სავარაუდო პასუხი: “ნუ, პირველ რიგში, ალბათ, შრომისმოყვარეობა, ბევრი მუშაობა და მერე, ცოტა იღბალიც, რა თქმა უნდა”

პირველად იყო "სიტყვა"...

4. “მომიყევით, როგორ დაიწყო ყველაფერი?”

ქვეცნობიერი გამოძახილი ჟურნალისტის მიერ საკუთარი თავისათვის დასმული შეკითხვისა – “როგორ დავიწყო ინტერვიუ?”. რა თქმა უნდა, არაფერია იმაზე მარტივი, რომ ეს შეკითხვა დასვა და შემდეგი ხუთი წუთის მანძილზე ისმინო, თუ როგორ გაუსვა პირველი ხაზი ერთი მეზობლის ფლომასტერით მეორე მეზობლის შპალერზე ცნობილმა მხატვარმა, როგორ დაწერა პირველ სტრიქონში “ძ”–ს მაგივრად “ხ” და შესაბამისად “ძროხას”  ნაცვლად “ხროძა” გამოჩენილმა პოეტმა, როგორ ჩამოვარდა სკამზე ბობღვის დროს ლეგენდარული მოცეკვავე და როგორ დაეცა მუხლებით იატაკზე ისე, ბაბუამისს: “ეს ბიჭი მსოფლიოს დაიპყრობსო” მყისიერად რომ ათქმევინდა…

5. “რა რჩევას მისცემდით დამწყებ…”

“რომ ჰკითხო, ყველა პროფესორია…” – ქუჩაში მიმავალი აღშფოთებული კაცი

შეკითხვა, რომლის დასასრული მთლიანად რესპონდენტის პროფესიაზეა დამოკიდებული. ეს უკანასკნელიც “ექსპერტის როლს” ამაყად ირგებს და ისეთი ზოგადსაკაცობრიო თვისებების (“ბევრი იშრომოს, ბევრი იკითხოს, ბევრი ივარჯიშოს…”) ჩამოთვლას იწყებს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ნებისმიერ საშუალო სტატისტიკურ დედამიწელს რომ წაადგებოდა.

"კლიმატი იცვლება"

6. “წარსულში დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?”

კარგი ფსიქოლოგიური შეკითხვაა, რომელიც ადამიანის ქვეცნობიერზე პირდაპირი იერიშის მიტანასა და წარსული ცოდვ(ებ)ის ამოტივტივებას ისახავს მიზნად. თუმცა, არა საქართველოში, სადაც შეცდომას თითქმის არავინ აღიარებს და მთელი თავისი “შეგნებული არსებობა” (ეს კარგი სიტყვათშეთანხმება გვაქვს) სხვებისათვის “ცხოვრების ეტალონად” მიაჩნია. ასეთი შემთხვევებისას რესპონდენტი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ცუდი ცხოვრებისეული ეპიზოდების მიუხედავად  “მაინც არაფერს შეცვლიდა, რადგან ყველაფერი, ასეც და ისეც, ღვთის ნებაა”

7. “რას გრძნობთ?”

“ძალიან უბედური ვარ ამ პროექტში გამარჯვების გამო და რომ არ მეზარებოდეს, თავსაც მოვიკლავდი” სასოწარკვეთილი მაზოხისტი

ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე, რა პასუხს ელიან ჟურნალისტები მაშინ, როდესაც რომელიმე კონკურსში გამარჯვებულს მიკროფონებით მიადგებიან და სათაურში ნახსენებ შეკითხვას უსვამენ:

ა)  მხატვრული აღწერა – “როდესაც დამასახელეს, სიხარულის ტალღა ფეხებიდან დაიძრა, თავისუფლად გაიარა არტერიებში, ნიშნისმოგებით დაეჯღანა ნაღვლის ბუშტს, ბრაილის შრიფტით შედგენილი წერილი დაუტოვა ბრმანაწლავს, შვებით ამოისუნთქა ფილტვებში, გაძვრა საყლაპავ მილში, ეძგერა ენას და ხორხის უშუალო ჩარევის შედეგად  ხმამაღალ “YE–ES”–ად გარდაიქმნა.”

ბ) ოფიციალური აღწერა – “მოხარული ვარ, რომ დღეს ამ კონკურსში გავიმარჯვე. მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად არ ველოდი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო… [და "არაფრის"–მთქმელი ადამიანების გრძელი ჩამონათვალი]“

გ) ლაკონიური აღწერა – “ძალიან მიხარია, დიდი მადლობა”.

"შეწყვიტეთ ჩემი დევნა" – ევოლუციის თეორია

8. “რომელ ცხოველს მიამსგავსებდით საკუთარ თავს?”

აქ ჟურნალისტი ყოველგვარ ზეციურ ძალას უარყოფს და აღიარებს რა, ევოლუციის დარვინისეულ განმარტებას, რესპონდენტისაგან მისი უშუალო წინაპრის დასახელებას მოითხოვს. გამომდინარე იქიდან, რომ საკუთარი თავის ცხოველებთან გაიგივება ჩვენი ლექსიკისთვისაც ორგანული ნაწილია (“გააფთრდა”, “მაიმუნობს”, “გაღორდა”, “ძროხა ეგ”, “კამეჩივით/აქლემივით იცოხნები”, “შველივით კისერი”, “გაძაღლებული”, “გამგელებული”, “ლომგული” და ა.შ.) ოთხფეხა არსებებთან შინაგანი შტრიხების დაჭერა არც რესპონდენტებს უჭირთ ხოლმე.

9. “საზაფხულო რომანი თუ გქონიათ?”

სკანდალური სათაურის (“ვის შეზლონგზე ეძინა შორენა ბეგაშვილს და რას აკეთებდა ის წყალქვეშ ახალგაცნობილ ბიჭთან ერთად?”) შეთხზვისაკენ მიდრეკილი შეკითხვა, რომელსაც ქართული მეობიდან თუ გაგებიდან გამომდინარე ღიად და გულწრფელად მხოლოდ ერთეულები პასუხობენ. თუმცა, მათი პასუხებიც, მხოლოდდამხოლოდ “კი”–სა და “არა”–ს შორიახლოს ტრიალებს და მაქსიმუმ “ერთი ბიჭი იყო რა”–მდე მივიდეს, რომლის იქითაც უკვე აკრძალული ზონა იწყება და უცხო დიქტოფონთა შესვლა სასტიკად აკრძალულია.

(შენიშვნა: შორენა ბეგაშვილზე არსებული სათაური ჩემს ფანტაზიას ეკუთვნის, თუმცა მასში დასმულ შეკითხვაზე პასუხი, ყველანაირ ვარიანტში, მაინც: “ნიჟარებს აგროვებდა” იქნებოდა)

10. “როგორი ბავშვი იყავით?”

რესპონდენტის მახსოვრობის შესამოწმებელი შეკითხვა, რომლის პასუხები, როგორც წესი გაჭრილი კარალიოკივით ჰგავს ერთმანეთს და “წყნარი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ხანდახან ვცელქობდი კიდეც”–ს ვერ სცდება. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთები სიამაყით იმასაც კი იხსენებენ, რომ სკოლაში კარგად სწავლობდნენ და შესაბამისად, მათ მიერ ორგანიზებული შატალოებისას მასწავლებლებს მათზე ეჭვი საერთოდაც არ მიჰქონდათ.

"რატომ საშინაო დავალება არ დაგრჩა?"

პ.ს: “რომ რა ხანია ყველა პასუხს კითხვა მოარგე…” – გიორგი საჯაია


You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
60 Responses
  1. მჩხაპნელი says:

    მინდა დიდი მადლობა გითხრათ ყველას, ვინც iPad-ისკენ მიმავალი გზის გაკაფვაში (რა მეტაფორულია, ღმერთო ჩემო) დამეხმარეთ :) მუჩო გრაციას! :)

    ჰო, კიდევ “რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს” და “რაიმე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით” სპეციალურად აღარ დამიწერია, იმიტომ, რომ ეგენი ყელსაც გასცდა უკვე :)

  2. მფრინავი სპაგეტის მონსტრი says:

    ნამდვილად მჭირდებოდა კარგ ხასიათზე დადგომა სანამ მათემატიკაზე წავიდოდი…
    შენ (ნაწილობრივ ყვითელმა პრესამ) ეს შეძელი(თ) :)

    • მჩხაპნელი says:

      გული ვით ელის
      პრესის ყვითელის
      გამოსვლას :)

      თანამედროვე ჰაიკუ :)

  3. St. Joke Maker says:

    არ მომეწონა, ამდენი გელოდე და ისევ დაცინვა და ირონია, თან მაგათ კიდე დაცინვა უნდათ? ეს კითხვები ყველამ კარგად ვიცოდით, ნუ შეიძლება მასე ლამაზად ვერ გაგვეფორმებინა მაგრამ ორი კვირა რო გვეფიქრა ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. რამე ისეთი დაწერე არავინ რო არ იცის და ვერავინ რო ვერ მოიფიქრებს. ოღონდ მალმალე.

    • მჩხაპნელი says:

      :D ორი კვირა არ მიფიქრია, უბრალოდ, ბლოგის გარდა, სხვა რაღაცეებიც ხდება ჩემთან :) თან ჩიტუნებზე და ყვავილებზე არასოდეს მიწერია, ახლა რომ გადავერთო :) ვეცდები შემდეგ პოსტში გავითვალისწინო :P

  4. Ronaldo says:

    კარგი იყო მომეწონა :D ერთი ხმაც ჩემგან ;)

    • მჩხაპნელი says:

      გმადლობთ ხმის ამოღებისთვის (კომენტარი) და გადმოცემისთვის (კონკურსი) :)

  5. Kes-kes says:

    ისა და, არ გინდა ისეთი რამე დაწერო, რომელიც არავის არ მოეწონება? ;)

  6. Cinoza says:

    “როდესაც დამასახელეს, სიხარულის ტალღა ფეხებიდან დაიძრა, თავისუფლად გაიარა არტერიებში, ნიშნისმოგებით დაეჯღანა ნაღვლის ბუშტს, ბრაილის შრიფტით შედგენილი წერილი დაუტოვა ბრმანაწლავს, შვებით ამოისუნთქა ფილტვებში, გაძვრა საყლაპავ მილში, ეძგერა ენას და ხორხის უშუალო ჩარევის შედეგად ხმამაღალ “YE–ES”–ად გარდაიქმნა.”

    ვაჰ მჩხაპნელო. .. მაშ ბრაილის შრიფტით ბრმანაწლავს არა? =) =)

    გამარჯობა თანადედამიწელო. . .

    როგორ შეგიძლია ასე გაუჩერებლად, წინ და წინ სიარული და სადამდე სმნ =) პლუს უსასრულობაში ხარ სადღაც. . .

    რამდენი ხანია არ წამიკითხავს ქართული პრრესა და ნერწყვს ვყლაპავდი. . . :)

    ისე კი დასაწყისშივე არ გეთანხმები – მართალია გამოცემისთანავე “თავს იწვავენ” საბრალო ფურცლები მაგრამ ცეცხლს ვერ დაანთებ ვერაფრით, თუ მთელი კვირის მაცნე არ შეაქუჩე ერთად და არ გადაასხი კახური (გა)ზეთი ზემოდან,,, არც ალიაქვს ისე და არც რეზონანსი. . . ფეხებს ვერ ჭამს ვერავის…

    მეორე კიდე ღმერთმა გვაშოროს. . . (“კანალიზაციის გავლით, მტკვრისაკენ სამოგზაუროდ გზის დალოცვას” ვგულისხმობ.) ჯერ ხო ჯანმრთელობისთვის საშიშია (ოღონდ მართლა) და მერე სულ გაგიჭედავთ წყალგაყვანილობის სისტემას თქვენც და მთელ სამეზობლოსაც. . . (ვინ იცის იქნებ ჯობია კიდეც წაკითხვამდე ამ სისტემის გაჭედვა , წაკითხვის მერე ნერვული სისტემისას.) თუმცა კი ფაქტი ერთია – (შენ თავშეკავებული ბიჭი ხარ და არ თქვი) ტ…ში ამოსასმევადაც არ ვარგა თვარა კი…

    უნდა გვიშველო რამე. . .

    პოსტ.სკრიპტ. ჰო მართლა სულ დამავიწყდა. რაც უფრო წინ და წინ ივლი, მით უფრო მეტი მტერი გეყოლება ისეთი საინფორმაციო ღრუ გიჩანს. . .

    თუმცა შენ უკვე გაქვს გამოსავალი და პასუხი ნაპოვნი მათვისს. (ევოლუციის თეორია:))

    • მჩხაპნელი says:

      :D :D

      შეიძლება ვერ აჩენს ცეცხლს, მაგრამ ხანდახან მათი კითხვისას ნამდვილად წაგეკიდება ადამიანს ცეცხლი (გულზე სიბრაზისგან) :) დიდი ხანია არ მიცდია ისე მაგით “ფეჩის” ანთება და გააფუჭეს ხარისხი ნუთუ? :)

      ჰო, მტკვარზე გეთანხმები, ზოგიერთი ჟურნალი ისედაც წყალწაღებულია, კიდევ მტკვარს რომ არ გავატანოთ და ამიტომ სჯობს ის 50 თეთრი, რასაც მაგაში ვიხდით ტუალეტის ქაღალდში დავაბანდოთ. უფრო პრაქტიკულია, ჩემი აზრით :)

      პოს სკრიპ: სხვა თუ არაფერი, იმით მაინც შეგვიძლია თავის დამშვიდება, რომ მტრიდან მტვრამდე ერთი ნაბიჯია :)

  7. ალუბალა says:

    დიდება შენს გამოჩენას,ლამის საკავშირო ძებნა გამოვაცხადეთ მე და მოდებილო ელემენტმა,აი რაც შეეხება პოსტს არაუშავდა…მაგრამ უმუზობის ელფერი დასდევს,რამე ხომ არ ხდება ბრდზანე…. devilsmile devilsmile devilsmile

    • მჩხაპნელი says:

      :D პრინციპში, არც არაფერი. შეიძლება იმიტომ, რომ მაინცდამაინც ხასიათზე არ ვიყავი პოსტის წერის, მაგრამ უბრალოდ ნამუსმა შემაწუხა :)

  8. მშვენიერი პოსტია. დავფიქრდი მეთქი მეც ხომ არ დამისვამს მსგავსი კითხვა ოდესმე მეთქი.
    “სამ ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია საიდუმლოს შენახვა, თუკი ორი მათგანი მკვდარია” – ბენჯამენ ფრანკლინი – ეს სიტყვები განსაკუთრებით მომეწონა. ყოჩაღ!

    • მჩხაპნელი says:

      :D ყველა ჟურნალისტს დაუსვამს რაღაც მსგავსი მინიმუმ თავისი ჟურნალისტური საქმიანობის მანძილზე თუ არა, კარიერის დასაწყისში მაინც, თუ ამგვარ თემებზე მუშაობდნენ, რა თქმა უნდა :)

  9. მძიმე) says:

    ა) მხატვრული აღწერა – “როდესაც დამასახელეს, სიხარულის ტალღა ფეხებიდან დაიძრა, თავისუფლად გაიარა არტერიებში, ნიშნისმოგებით დაეჯღანა ნაღვლის ბუშტს, ბრაილის შრიფტით შედგენილი წერილი დაუტოვა ბრმანაწლავს, შვებით ამოისუნთქა ფილტვებში, გაძვრა საყლაპავ მილში, ეძგერა ენას და ხორხის უშუალო ჩარევის შედეგად ხმამაღალ “YE–ES”–ად გარდაიქმნა.”

    ეს რომ არ გამომეყო არ იქნებოდა:D ფავორიტი ფრაზაა ამ სტატიიდან:)

    არ ყოფილა მოსაწყენი სტატია,როგორადაც მომეჩვენა სათაურიდან.

    ჰო და კიდევ უფრო განსხვავებული თემა მინდა:)არა ასეთი მობანალურო

    • მჩხაპნელი says:

      :D ესე იგი არამარკეტინგული სათაურია, ვეცდები შევცვალო, ან რამე დავამატო :)
      განსხვავებულს ვეცდები, მაგის ხშირ–ხშირად წერა ცოტა რთულია :)

  10. მძიმე) says:

    უი ეს უკვე უთქვამთ :>

  11. მედუჩა says:

    :D კაი პოსტი იყო, მე მომეწონა :*:*:*

    • მჩხაპნელი says:

      მომწონს შენი გრძნობების მიმართულება :P

  12. თეკლა says:

    მივეცი ხმა…

    პოსტი ძალიან მომეწონა(როგორც ყოველთვის)

    რაც შეეხება შენს iPad-ს არაფრის (ჩემს თავზეც მივიღე)

    სხვა დროსაც დაგეხმარები(თ) :***

    • მჩხაპნელი says:

      მეც გამიხარდება iPad-ს რომ საკუთარ თავზე მივიღებ :) მუჩო გრაციას :)

  13. antimelancholy says:

    მხატვრულ აღწერა კი არა კლინიკური სიმტომატიკაა გაქანებული ; დ

    ა) _“რამდენი შვილის ყოლას აპირებთ?”
    _ ღმერთი რამდენსაც მოგვცემს & მერე თუ რამეა აბორტს გავიკეთებთ

    ბ) _“რამდენი შვილის ყოლას აპირებთ?”
    _ ღმერთი რამდენსაც მოგვცემს.. ორივეს სიხარულით გავზრდით

    გ) _“რამდენი შვილის ყოლას აპირებთ?”
    _ ღმერთი რამდენსაც მოგვცემს + 2 ჩვენი ინიციატივით

    დ) _“რამდენი შვილის ყოლას აპირებთ?” (ჩინეთში[1ზემეტი იკრძალება])
    _ : |

    ე) _“რამდენი შვილის ყოლას აპირებთ?” (კანიბალებთან)
    _ ღმერთი რამდენსაც მოგვცემს – წელიწადში 1 საახალწლოდ

    ვ) _“რამდენი შვილის ყოლას აპირებთ?”( პესიმისტები)
    _ ღმერთი რამდენსაც წაგვართმევს იმის მიხედვით რა

    • მჩხაპნელი says:

      :D :D

      ზ) რამდენი შვილის ყოლას აპირებთ? (ანჯელინა და ბრედი)
      – რამდენჯერაც ღმერთი კამბოჯაში გაგვიშვებს

      თ) რამდენი შვილის ყოლას აპირებთ? (იეღოველებთან)
      -იეღოვას ნებით, შენც ჩემი შვილი ხარ, შვილო…

      და ა.შ :)

  14. აააი ამიტომ არ ვკითხულობ ყვითელ პრესას! ყოჩაღ ბექა! ის გამოგრჩა.. “რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს?” და პასუხი “ღალატს” სტანდარტულად რა თქმა უნდა.. აბა ღალატს როგორ აპატიებენ :D ძააან ბანალური და უაზროაა ქართული ყვითელი პრესის ეს სტანდარტული კითხვები.. მართლა ყელში ამოვიდა.. იმდენად უაზრო რომ მეცინება უკვე.. :სიმწრისსიცილისსმაილი:
    ეს მომეწონა:
    “თუმცა, სანამ თბილისელი ჟურნალისტების რეიტინგული ღვაწლი საგაზეთო სტელაჟებიდან მდინარის ფსკერამდე არსებულ გზას გალევდეს, სჯობს სარკეში ჩავახედოთ და მათ მიერ დასმულ ათ ყველაზე გაცვეთილ, უაზრო თუ უსარგებლო შეკითხვას გადავხედოთ:”

    • მჩხაპნელი says:

      ეგ სხვა პოსტში მეწერა უკვე და მერე მეტყოდნენ რას იმეორებო? :) თან პირველ კომენტარში მივუთითე კურიოზთან ერთად მაგისი უხსენებლობის სხვა მიზეზიც :) მე ასე მგონია, რომ წინასწარ გამზადებული აქვთ შეკითხვები და უბრალოდ რესპონდენტების სახელებს ცვლიან :)

  15. +1 ხმა შენს მეგობარს ჩემგან :)
    რაც შეეხება პოსტს, ფაქტია რომ შენს სტილშია ანუ კარგია wasntme
    ყვითელ პრესას ბავშობაში ვკითხულობდი ხოლმე და ზუსტად ეგ შეკითხვები მახსოვს, ოღონდ მართლა. ახლა კარგი ხანია არცერთი “ყვითელი” არაფერი წამიკითხავს და თურმე კარგადაც ვიქცევი, ფულს ჭკვიანურად ვზგოავ lol

    • მჩხაპნელი says:

      :D დამავიწყდა დამეწერა: “არჩევნის შემთხვევაში, კარიერას აირჩევდით თუ ოჯახს?” – ესეც ძალიან პოპულარულია ახლა :)

  16. ჰოო ვნახე. სორი, არ მინახია პირეველი კომენტარი. ეგ ეგრეა, რა თქმა უნდა. კითხვები გამზადებული აქვთ. და ყველაზე რო მიდის ეგ კითხვები არ კაიფობ? :D

    • მჩხაპნელი says:

      :D უნივერსალური შეკითხვებია ესენი. მართლა შეიძლება, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეეხოს :) მაგიტომ არის რომ ერთ ჟურნალში 5 ინტერვიუს აქვეყნებს ზოგჯერ ერთი ჟურნალისტი :)

  17. ალუბალა says:

    დიდება შენს გამოჩენას… მე და მოდებილო ელემენტმა კინაღამ საკავშირო ძებნა გამოვაცხადეთ… lol lol lol რაც შეეხება პოსტს წყალ წაღებული და ხავსს მოჭიდებული ცინიკოსი ხარ…ყველაფერში ნაკლის ძებნა და ღადაობა არ შეიძლება, მეც მქონდა გაზეთი და სულა რ ვიღებდი ამ კითხვებით ინტერვიუებს… ყველას ერთ ქვაბში ნუ ხარჯავ მოკლედ… :( :( :D :D

    • მჩხაპნელი says:

      რომელი ჟურნალი გქონდა? :)
      ძირითადები რაც არის (ანუ, წიგნებს რომლებიც მოჰყვება) იმაზე დაყრდნობითაა შექმნილი :)

  18. ალუბალა says:

    ბოდიში ინტერნეტი მიჩედავს და უადგილოდ იკომენტარავა..არ შეიმჩნიო კაი?? ;) ;)

    • მჩხაპნელი says:

      :D ერთადერთი იმ კომენტარს დავწერ, რომ შეუმჩნეველი არაფერი სჭირს მაგ კომენტარს :P

  19. Esherihh says:

    პოსტი კარგია
    უბრალოდ ))) ეს თავის დარჩენაზე ხუმრობა უკვე ტრადიციად გაქვს ყოველ მეოთხე პოსტში აფიქსირებ.. მოასვენე ის ჰენრი საფლავში..ეგრევე თავის თავზე იღებს ამ პოსტებს..

    შ…. .ო……შ. .უ დ……..ე. ..მ თ… .ღ.. .ქ.ს :)

    • მჩხაპნელი says:

      :D ეს ჰენრიზე არ არის :) სურათმა მოიტანა უბრალოდ: სულ საშინაო დავალება რჩებათ სახლში და ეს ერთი გამონაკლისი აღმოჩნდა :)

      “რომ თავი აღარ აქვს” ჰო, მაგრამ დანარჩენს ვშიფრავ ჯერ კიდევ :)
      “თუ დააკვირდნენ” – მეეჭვება :)

  20. აგათა says:

    საჯაიას ლექსიდან ციტატა მომეწონა :)

  21. Esherihh says:

    დაივიწყე ) აღარაა საჭირო.. სხვა რაღაცისთვის იყო გამიზნული ))

  22. Zurriuss says:

    “და კბილის ჩოთქი და ტანის გუფკა ყველას ერთი გაქვთ თუ თქვენ თქვენი?” – გახსოვს? hah hah hah

    • მჩხაპნელი says:

      hah მაგას რა დამავიწყებს, მერე იმ ჟურნალისტმა თქვა: “მე იმას ვგულისხმობდი, ერთ ჩასაწყობში ალაგია ყველა თუ ცალ–ცალკეო” hah ეგ უკეთესი იყო ვითომ? :)

  23. მაგარი სტატიააააა

    • მჩხაპნელი says:

      სტატია დიდ სიხარულს გამოთქვამს ამ ფაქტის გამო :)

  24. ბექა, შენ რას კითხვადი რესპოდენტს?

    • მჩხაპნელი says:

      რესპონდენტს გააჩნია :)
      ზოგადად, როცა კარგი ინტერვიუ კეთდება, პორტრეტის სახით, წინასწარ ე.წ. “რისერჩს” აკეთებენ და უფრო კონკრეტულ შეკითხვებს უსვამენ :) მაგრამ, როცა კვირაში 6 ინტერვიუს წერ ამაზე მეტს ხშირ შემთხვევაში ვერ დასვამ, უბრალოდ შესაძლებელია, რომ ფორმულირება შეუცვალო და ერთნაირი არ იყოს ყველასთან :) (ნუ, ზოგი მოსაშთობია საერთოდ) :)

  25. gvantsa says:

    მართლა მჩხაპნელი გახდი.. მოსაწყენია სულ ერთი სტილი,რომელსაც ვერადა ვერ გასცდი..მრავალფეროვნება გაკლია..

  26. ძალიან მაგარია :D :D მკვლელი იუმორი გაქ რაა :D :P :P ყოჩაღ!!!! wasntme ;)

    • მჩხაპნელი says:

      :D არ ვიცი, როგორი იუმორია, მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსი იმედია არ იმოქმედებს მასზე :)

  27. kobra says:

    იპადის ღირსი მართლა იყავი, ის კიარა შენნაირები თუ გადაარჩენენ საქართველოს….

    • მჩხაპნელი says:

      მადლობა, უბრალოდ მაგდენი ამბიცია (და შესაძლებლობა, მით უფრო) არ მაქვს ნამდვილად wasntme აიპადამდე კიდევ “ვქაჩავ” :D

  28. ლაშა says:

    ყოჩაღ მაგრად მომწონს შენი პოსტები hah მაგარია

    • მჩხაპნელი says:

      ყველა მოწონებული პოსტის სახელით – მადლობა :P

  29. DONNA says:

    wasntme wasntme მე მომეწონა :>

  30. სალომე says:

    ძალიან მომეწონა შენი იუმორი და ესოდენ რთული თემის მსგავსი სტილით განსჯის და ანალიზის უნარი.. მართლა ბევრი ვიცინე, და ვიცინე სიმწრითაც.: ) wasntme

  31. კახა says:

    ეჰააააა ჩემო ერო…. რას გიშვებიან :) ) :O

Leave a Reply

Current month ye@r day *