ბიჭოლა, bye – bye, ანუკი!

“როსღა გვეღირსოს ჩვენ…”

“ახლა მოდაშია ჩურჩუტები” – თანამედროვე სიტყვათქმა

ქართველი “აი, რაღაჩნაირი” “село-ბრითების” უმეტესობას რამდენიმე საერთო თვისება ახასიათებს: ნებისმიერ საკითხს თითქმის ყოველთვის “ძაან მაგარია!”-თი აფასებს, უკმაყოფილებას კამერის წინ არასოდეს გამოთქვამს (ლოგიკურიცაა – აბა, “ბანძ ივენთზე” მისვლას ხომ არ იკადრებდა), ინტერვიუს პროცესში უდროო დროს და სრულიად უმიზეზოდ იცინის, აზრს ტალღასა და ტალღას შუა “გამოკიდული” რადიომიმღებივით გაჭირვებით გადმოსცემს, თავი გემოვნების ასი და მეტრი, სხვები კი მისი ასიმეტრიულები ჰგონია, ლექსიკური მარაგი ორი წინადადების შემდეგ (ზოგჯერ მანამდეც) საბედისწეროდ ეწურება (“როგორ გითხრათ”, “იცით რა”, “აი…”, “არც კი ვიცი, რა ვთქვა”) და… მოკლედ, ვალერიანის გარდა, ერთადერთი იმითღა შეიძლება დაიმშვიდოს გული, რომ ამ მითიური ბომონდის წევრია და “პროფილში” სამღერად იწვევენ ხოლმე.

საბედნიეროდ, მოდას არ მივსდევ და არც პოდიუმისაგან რამდენიმე დიუმის დაშორებით ჩამწკრივებულ სკამებზე ვზივარ ხოლმე თავის დიდაქტიკური კანტურით. შესაბამისად, ჩემი მაჩანჩალობის გამო, “ბიჭოლა By ანუკი”–ს შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ და ისიც სრულიად შემთხვევით გავიგე.

(WARNING: სათუთი ფსიქიკისა და ჩამოუყალიბებელი მორალის მქონე ახალგაზრდებისათვის ამ ვიდეოს ყურება იდეოლოგიურად სახიფათოა)


თავი (ან, უფრო ზუსტად “ყური”) რომ გავანებოთ ჟურნალისტის რაღაცნაირად ბომონდურ ტონს (რომელიც პერიოდულად თეა გვასალიას “ამბობენ”–ს გვაგონებს), თავად ტექსტიც არანაკლები ანომალიითაა გამორჩეული:

“ბიჭოლა ჩვეულ ამპლუაშია, არც ანუკასთვისაა უცხო გარემო, მაგრამ იტალიიდან ჩამოსულმა ახალი იდეები ჩამოიტანა და  განხორციელებას შეუდგა” – არაგრამატიკული ორგანიზაცია  “კავშირი კავშირისათვის” რომ არსებობდეს,   “მაგრამ” კავშირის ამ უგერგილო გამოყენების წინააღმდეგ, მინიმუმ საშლელით მაინც გაილაშქრებდა. სიტყვა, თან წინადადების შუაში იყოს და თან ასე –  არაფერ შუაში, დიდი ხანია აღარ მინახავს.

“ნაცისტური გერმანიის დროინდელი ფერები” – ასეთ დროს ადამიანს სურვილი გიჩნდება, რომ ჟურნალისტი გააჩერო და კონკრეტული ფერების ჩამოთვლა სთხოვო. შედეგად, ერთადერთი “ნაცისტური ფერი” ალბათ ის იქნება, რომელიც მას სახეზე (კერძოდ, ლოყებსა და ყვრიმალებზე) სიმორცხვისაგან გადაჰკრავს.

“Hitler kaput” by Anouki

“ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა” – ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე, მოლოდინის პირვანდელ დონესა და ნანახის შემდგომ ეფექტურობას ვინ ზომავს ისე სკრუპულოზურად, რომ ისინი ერთმანეთს ასე თამამად დაუკავშიროს. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტად თავად “ნანახი”–ს ასეთმა ჰიპერბოლიზებამ ჩამაფიქრა –  ჰიტლერის “ფოტოშოფში” დამუშავებული სურათის 10 ლარიან მაისურზე გადატანა იყო სასწაული, თუ, იმის ყურება, როგორ დადიოდნენ ”არც მეტი არც ნაკლები” 15 სანტიმეტრნახევრიან ქუსლებზე შემდგარი მოდელები (ყოველ ნაბიჯზე ფეხის უღმერთო მოღრეცვისა და პოდიუმზე, “მტვერში წაქცევის” პერსპექტივით ), აი ეგ უკვე ზუსტად ვეღარ გავიგე.

“ბევრი და განსხვავებული მოსაზრება უკვე კარგის ნიშანია” – ჯერ ერთი, ბევრი მოსაზრება, “ადამიანისა და აზრის ზუსტი თანაფარდობის” გამოთქმიდან გამომდინარე, ყოველთვის ჩნდება მაშინ, როდესაც რაიმე ღონისძიებას ბევრი ადამიანი ესწრება და მერე მეორეც, “უშინაარსო აღტკინების” გარდა, განსხვავებული მოსაზრება ამ სიუჟეტში არც არსად ყოფილა.

“არ ვიცით ვისგან წამოვიდა ინიციატივა… (აქ უკვე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სიუჟეტს უიღბლო მარჩიელი ამზადებს, თორემ ჟურნალისტი ბიჭოლასა და ანუკის შორის ინიციატორის ვინაობის დადგენას, მოახერხებდა როგორმე), მაგრამ ფაქტია, რომ სულ მალე ახალი ბრენდი “ბიჭოლა By ანუკა” ტრენდიც გახდება.” (აქ ეჭვი იმაზე, რომ სიუჟეტის ავტორი ნამდვილად მარჩიელია, დასტურდება, რადგან ის მომავალს მტკიცებითი ტონით უკვე აწმყოშივე გადმოსცემს. თუმცა, “ბრენდის” “ტრენდად” სამომავლო გარდაქმნის მიზეზს არ გვიმხელს და პირში თხელკაშნეგამოვლებულებს გვტოვებს).

“მე ვხედავ… ბიჭოლა ჭიკარტზე ჰკიდებს ნემსს და მიდის…”

უცნაურია ისიც, რომ მაისურების (რომელიც ჩემი ღრმა რწმენით “მაისის” თვიდან უნდა იწარმოებოდეს) კოლექციის წარმოსადგენად ზამთრის სეზონი იქნა შერჩეული. თუმცა, პარადოქსულობას არც რესპონდენტთა ტექსტები უჩიოდა:

ანუკა არეშიძე: “უფრო მსიამოვნებს ესეთი ნერვიულობა, ვიდრე როგორ გითხრათ… რო, ესე ვიჯდე და ვუყურებდე. ძაან მომწონს… (ამ წინადადებიდან აზრის გამოტანა უფრო რთულია, ვიდრე ბანკიდან – ნებისმიერი კრედიტისა)  ბიჭოლა არის… ფრჩხილებში ვიტყვი… გარეკილი დიზაინერი (“ბრჭყალების” არცოდნის გამო ბრჭყალები გამოაჩინაო – ამაზეა ნათქვამი)

“ყოველდღიური მაიკებია, იუბკები და ფეხსაცმელი ცოტა ისეთი (რატომღაც იცინის), მარა მაინც მთლიანობაში კაი…” – შეცდომაა! უნდა იყოს: “მაიკები, იუბკები და ტუფლი!”

“ცოტა რთული სასიარულოა, ძალიან” – “წინააღმდეგობრივი შეცბუნების” (მიმართულება შეიძლება იყოს ასეთი – ფილოსოფიაში) საუკეთესო მაგალითია, სადაც უზომოდ დაბნეულებს ერთადერთი შეკითხვაღა – “ცოტა რთული” თუ “ძალიან რთული” – გვიტრიალებს თავში.

ჯიჯი რეჯინი: “მაისურები არის ხიტი… ეს იყო პიკი” – ენა “დაშოკილეაააა” და არ მიბრუნდება ამას კიდევ რამე რომ დავამატო. საწყალი ხიტლერი…

შორენა ბეგაშვილი: “მე მივესალმები, რომ ქართველები დადიან… (რატომღაც ესეც იცინის) ქუსლებზე” – მეც მივესალმები თუ ბომონდის წარმომადგენლები ივლიან ფეხის წვერებზე და თავის ხმას აღარ გაგვაგონებენ.

კონტექსტიდან აშკარად ამოგლეჯილი, ამოთხრილი, ამოძირკვული, ტატუამომწვარი და ყველა სიღრმისეული ზედსართავი სახელია დუეტი “ჯორჯია”, სადაც მაკა ზამბახიძის “დამთრგუნავ ვარაუდს” თუ არ ჩავთვლით, მივხვდებით, რომ საბედნიეროდ მათი გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ არსებობს.

თუმცა, იგივეს ვეღარ ვიტყოდი ქართველი მისის “სარკევ, სარკევ, მითხარი…”–ს კომენტარის შემდეგ: “–მოუთმენლად ველოდი კოლექციას, სიმართლე რომ გითხრათ (“მის საქართველოს” გადამკიდეს – ტყუილი როგორ შეჰყვარებია), იმიტომ რომ მეტ–ნაკლებად (ანუ, “თითქმის არ”) ვიცნობ ბიჭოლას ხელწერას (ბიჭოლას ხელწერა არ გაიშვა დიდ სამოდელო კალიგრაფიაში), ვთვლი რომ შედგა (ეს ტრადიციულად სათქმელია, რა თქმა უნდა). უბრალოდ, ეს სხვა… ასე ვთქვათ… სტილის ტანსაცმელია და ჩვენ გლამურულები ვართ (რამდენი ჯიგრიანი მამაპაპური გამოთქმა შეიძლება ჩამჯდარიყო ახლა ამ კომენტარის ნაცვლად) იქ სადაც ეს საჭიროა.”

“მის”–ი “მის”–ია: და მე მაინც ყველაზე ლამაზი ვარ

ამავე ეპიზოდში, ირმა შარიქაძე ისეთი სერიოზული სახით აქნევს თავს ვერტიკალური მიმართულებით, ერთი პირობა იმასაც გაიფიქრებ, რომ ქართული მოდის ინდუსტრიას ბიჭოლას მხრების გარდა თხუთმეტსანტიმეტრიანი ქუსლის გარდა დასადგომი აღარსად დარჩენია. თუმცა, როდესაც ირმა მიკროფონს ისე წაეპოტინება, როგორც პატარა ბავშვი – ჰაერში მოქანავე კანფეტებს, მისი თავის ქნევა მაშინვე უფერულდება და მთელი სიმკვეთრით ჩნდება ჯემალ ქარჩხაძის (არცთუ) ცნობილი, მაგრამ ჭეშმარიტი სიტყვები: “ცხოვრება ყოველთვის კარგი არის, რადგან შეიძლებოდა უფრო უარესიც ყოფილიყო…”

პ.ს: არ ვიცი, რომელი უფრო სწორია: “ბიჭოლა by ანუკი” (წყარო: მოციმციმე წარწერა) თუ “ბიჭოლა by ანუკა” (ჟურნალისტის დაჟინება), მაგრამ ფაქტია, რომ ორივე ვერსიას შუაგულში “e” ასო ნამდვილად დაამშვენებდა.

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
117 Responses
  1. mari... says:

    ნუ პოსტი მართლა ძალიან მაგარია :D

  2. xoara says:

    auu vidoeze ramdeni vicine da postze kidev meti ..mec machanchala var rogorc chans eget ambebshi da dges pirvelad gvaige modis samyaros ukve arasiaxleebi :) ))
    tan agmovahcine rom kartvelebi turme kuslebze ar dadian :D :D

  3. აჰა says:

    ამ ჩვენებაზე გახლდით, ასეთი უსუსურობა დიდი ხანია არ მინახავს. კიდევ კარგი ”ჟურნალისტმა” მეც არაფერი მკითხა, თორემ ერთადერთი რის თქმასაც ამ ჩვენების შესახებ შევძლებდი(ეკრანზე ყველაფერი გაცილებით ლამაზად ჩანს), იქნებოდა – უიმეეეეეეე (და გავივლიდი კიდეც ამ ბლოგერის კრიტიკის ქარ-ცეცხლში:)))))
    პ.ს. ჰო მართლა, ჟურნალისტს ძალიან ნუ დაადანაშაულებთ იმაში, რომ ვერ გაარკვია ინიციატივა ვისგან მოდიოდა, მეც ვიკითხე ეს ”სასწაული” ვინ მოიფიქრა-მეთქი და ვერ მითხრეს :) ))))))))

  4. თურმან თორელი says:

    ამ ტექსტის ავტორის ფანი ვარ რაა :) )))
    აი, რაღაჩნაირი ჯაან მაგარი ტექსტია რაა :D
    საღოლ, ოღონდ მართლა :) ))

  5. ეთუსიკ says:

    როგორც კი სიუჟეტი დაიწყო, ეგრევე ჟურნალისტის ხმაზე ავხარხარდი და შენი კომენტარიც წავიკითხე :) ) აი ძააააააააააააააააააააააან მონდომებული ტონი რო აქვს:)))

    ,,ანუკამ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება ცხოვრებაში” – აი, ამ ,,ცხოვრებაში”-ს რო აკვეხებენ ყველა წინადადებაში, ეგრევე უარყოფითი განწყობა მექმნება მოსაუბრის მიმართ. უფრო სწორად, უინტელექტობის მანიშნებელია თითქოს. ან მე მაქვს ეგეთი ასოციაცია.

    ჟურნალისტი ამბობს ტექსტში ,,ბიჭოლაში ეჭვი არავის არ ეპარება” და მერე სინქრონშიც მეორდება იგივე: ,,ბიჭოლაში ეჭვი არავის არ ეპარება”. პროფესიონალიზმი ვახსენო, უადგილო იქნება :) ) ააა, მივხვდი, განმეორება ცოდნის დედააო. მეც გავიმეორებ: ,,ბიჭოლაში ეჭვი არავის ეპარება” :) )

    * ბიჭოლა არის… ფრჩხილებში ვიტყვი… გარეკილი დიზაინერი (“ბრჭყალების” არცოდნის გამო ბრჭყალები გამოაჩინაო – ამაზეა ნათქვამი) – მეც დავაფიქსირე ეგ და ვიცინე :)

    * ჯიჯი რეჯინი – “მაისურები არის ხიტი… ეს იყო პიკი” – ენა “დაშოკილეაააა” და არ მიბრუნდება ამას კიდევ რამე რომ დავამატო! საწყალი ხიტლერი… – ვხოხავ

    ეხლა ჩემი მოკრძალებული კომენტარი: მოდისგან, გლამურისგან და ,,ახალი ტენდენციებისაგან” საკმაოდ შორს ვარ, მაგრამ ფეისბუკზე ,,შემთხვევით”რაც მინახავს ფოტოები, ბიჭოლა, მინიმუმ განსხვავებულ ტანსაცმელს ქმნის. ანუ, სხვა ქართველი დიზაინერების კოლექციებისგან განსხვავებით (ჩავიხვიე განსხვავებულზე), ,,ნამდვილად ინარჩუნებს ინდივიდუალიზმს” (ც) ნოსიკა. ჰო, და ,,თუ სწორად მახსოვს”, სრულიად ჩამკვდარი ქართული მოდის სამყარო გამოაცოცხლა ამ ,,პატარა ბიჭის” გამოჩენამ.

    პოსტი კარგია, კარგი იუმორით. შენი ბლოგი ჩემს გუგლ-რიდერში ჩანიშნულია :) )

  6. ლაშა says:

    lol lol lol საღოლ.. ძაან მაგარი გარჩევაა… hah hah hah

  7. ანო says:

    აუ მიყვარს ეს ბიჭი

  8. ჰენრი says:

    :D :D:D მაგარი ვიხალისე

  9. monte kristo says:

    კაცი მატიანე lamp

  10. ადასდასდისფჯს says:

    მეც ძალია მომეწონა და ბევრი ვიცინე… მიხარია როცა ვხვდები რომ კიდევ არსებობენ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები…
    და კიდევ ”ჰო, და ,,თუ სწორად მახსოვს”, სრულიად ჩამკვდარი ქართული მოდის სამყარო გამოაცოცხლა ამ ,,პატარა ბიჭის” გამოჩენამ. ” – ამ პატარა ბიჭის ( ამხელა ვირს თუ კიდე პატარა ბიჭი ქვია) გამოჩენამ ქართული მოდის სამყარო კი არა, ქართული მთავრობის სამყარო გამოაცოცხლა… პირველ თუ არა მეორე სუტინიორად შეიძლება მოისაზროს ”ქართულ ბომონდურ სივრცეში”…. =))))))

  11. ანა says:

    შორენა მიესალმება იმას რომ ქართველები დადგნენ ქუსლებზე hah hah hah

  12. დოლიძე says:

    ქართველ თინეიჯერებს უნდა წავაკითხოთ ეს იქნებ ცოტა აზრზე მოვიდნენ…მაგრამ მაგათ აღარაფერი ეშველებათ :S

  13. სააა says:

    მაგარი ხააააარ და კიდე შენაირი მაგარია
    http://paran0idandr0id.blogspot.com/
    ;-)

  14. მარიამი says:

    lol lol lol რა სირცხვილიააა lol lol lol

  15. მე says:

    დიდი ხანია ასე კარგად დაწერილი კრიტიკული წერილი არ წამიკითხავს. :)
    მადლობა ავტორს.

Leave a Reply

Current month ye@r day *