მიშა, ნუ მარცხვენ, რა!

ჩვენმა სწორუპოვარმა პრეზიდენტმა დაჭრილ-გაცვეთილი არწივით დაწყებული, ფრიადოსანი მოწაფით გაგრძელებული და ”დაუმთავრებელი სინგაპურით” დამთავრებული, საქართველო უკვე ყველა შესაძლო სიმბოლოს შეადარა. შესაბამისად, ბოლო გამოსვლებისას შედარებათა რაოდენობამ შესამჩნევად იკლო და სანამ სააკაშვილი ინვესტორებზე საუბრისას საქართველოს მეძავს შეადარებდეს, მისთვის უფრო თანამედროვე ვარიანტების შეთავაზება გადავწყვიტე:

“NOTTING – personal”
  • საქართველო “ნოთინგ ჰილს” ჰგავს –  გრანტის გარეშე წარმატების მიღწევა მასაც გაუჭირდებოდა;
  • საქართველო არტურ რემბოს ჰგავს – როდესაც ქვეყნის გარეთ ვინმე ახსენებს, ყველას მაშინვე ამერიკელი რემბო ახსენდება;
არტურ რემბო – ფრანგი პოეტი
  • საქართველო შაგრენის ტყავს ჰგავს – რაც უფრო მეტი ახირება აქვს მის მფლობელს, მით უფრო პატარავდება;
  • საქართველო თავისუფლების ქანდაკებას ჰგავს – ვისაც ფული აქვს, ყველა “თავზე აჯდება”;

“აბა აქ ისე ვინ აგიშვებს, გენაცვალე?”

  • საქართველო “ემი”-თ დაჯილდოვების ცერემონიალს ჰგავს – აქაც ხშირად ახსენებენ “ემი, gracias!”;

“მადლობა, ემის”

  • საქართველო “და ვინჩის” ავტორ ბრაუნს ჰგავს – დენის გარეშე უკვე ფაქტობრივად წარმოუდგენელია;

დენ ბრაუნი

  • საქართველო საბავშვო ბაღს ჰგავს – თითქმის ყველას პრეზიდენტობა უნდა, მაგრამ მერე რა უნდა გააკეთოს, ეს უკვე აღარავინ იცის;
  • საქართველო ლუი მეთექვსმეტეს ცხოვრებას ჰგავს – მმართველ ძალას აქაც სახალხოდ მოეჭრა თავი;

“ლუი XVI-ს სიკვდილით დასჯა”

  • საქართველო პიზის კოშკს ჰგავს – ყველას ჰგონია, რომ წუთი წუთზე უნდა წაიქცეს, მაგრამ საუკუნეების მანძილზე მაინც ფეხზე დგას;

“ერთ–ერთი გაცვეთილი პოზა მსოფლიოში”

  • საქართველო ილფის და პეტროვის ცნობილ ნაწარმოებს ჰგავს –  სკამების ხელში ჩასაგდებად აქაც ყველაფერზე მიდიან;

“12 სკამი”

  • საქართველო სფინქსს ჰგავს – საუკუნეების წინ ცხვირი რომ წაიტეხა, დღემდე ასეა დარჩენილი;
  • და ბოლოს, საქართველო ბენჟამენ ფრანკლინს ჰგავს – მრავალფეროვანი წარსული ჰქონდა, მაგრამ მსოფლიომ ყველაზე უკეთ მაინც ფულის მეშვეობით გაიცნო…

“პიარი ჯოჯოხეთს ანათებს”

პ.ს: აბა შენ იცი, მიშა, ახლა. ნუ მარცხვენ ხოლმე, რა!

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
68 Responses
  1. St. Joke Maker says:

    კარგი იყო, ნოტინგ ჰილი ცოტითი და რემბო უფრო, მეგონა მსოფლიოში მარტო სამმა ადამიანმა ვიცოდით მიდი არსებობა, თურმე ოთხსაც ცოდნია. პიზის პოზა არ გააკრიტიკო კიდე, მე მასე გადაღებული სურათი მქონდეს და გაცვეთილი კი არა “შკურკაზე” ნასრიალები მეძახე თუ გინდა. (პირველი რო ვარ არ შევიმჩნიე, ისე კი გამეხარდა). მაგრამ ცოტა უკმაყოფილო ვარ ზემოდხსენებული მიზეზის გამო

    • მჩხაპნელი says:

      :D ვერ გეტყვი, რომ არტურ რემბოს შემოქმედების თაყვანისმცემელი ვარ. მგონი, კარის მეხოტბე იყო თუ ტერორიზმს უჭერდა მხარს (არ მახსოვს) :P მეც პირველად რომ გავიგე “იმ რემბოს” გამო დამამახსოვრდა :)

      • ნემე ზიდა says:

        ჰო, ნიცშე, ვაგნერი და რობაქიძე ფაშისტები იყვნენ, საიათნოვა კარის პოეტი, პიკასო ეპილეპტიკი, პლატონი ჰომოსექსეუალი… გავაგრძელო თუ წაიკითხავ რემბოს (არტურს) და მერე გადაწყვეტ, მოგწონს თუ არა?)

    • TheBrolest says:

      მეხუთესაც ცოდნია. თუ იმ სამში მეც ვიყავი?
      ისე სოფელში მაქვს რემბოს ლექსების კრებული და გათხოვებ თუ გინდა. პირადად მე არასდროს გამირისკავს მაგის წაკითხვა.

  2. Snitch says:

    პ.ს.-ს გარდა ყველაფერი მომეწონა.
    ერტერთი ჩემგან ყველაზე გაცვეთილი, თუმცა დამსახურებული და “ატდუში” apploud

    ისე ჩემო ბექა არ გინდა სპეციალურად ანისათვის პაროლები პაროლინგში ჩააპაროლო?? :P

    • მჩხაპნელი says:

      :D p.s-ს ეშველება. დამირეკავენ ცოტა ხანში და ბოხი ხმით გამაფრთხილებენ, რომ წავშალო. ჰოდა, მერე მაგით ჩავანაცვლებ :)

      ეგ სულ დამავიწყდა კიდევ რომ ჩანს, შეხება არ აქვს პაროლინგთან, სხვა თემა იყო :)

  3. :D :D პიზასთან პოზა lol

    • მჩხაპნელი says:

      :D რამდენი განსხვავებული ასოციაცია გაჩნდება… :)

  4. :D
    კარგი იყო და + ხმაურიანი სათაურიც ;)

    • მჩხაპნელი says:

      მიშა ბრენდია დღესდღეობით და სათაურებში ამართლებს wasntme :)

  5. MaRo...=X says:

    მთავარია ის ვანო გვყავდეს კარგად :D ემი-ზე ვერ მივხვდი :s :დებილი სმაილი:

    • მჩხაპნელი says:

      ჯილდოებს რომ იღებენ, ხომ უხდიან ხოლმე მადლობას: “ემი, გრაციას” (მადლობა ემი) და “ემიგრაციას” (ემიგრაცია ანუ რაც ხშირია საქართველოში) :)

  6. Sea-Son says:

    იყო უკვე მუქარის ზარი? wasntme

    • მჩხაპნელი says:

      არა, გვიანია და მოერიდათ, როგორც ჩანს :)

  7. მძიმე) says:

    უი ემიგრაციაოო? :შემრცხვა სავით: :P

  8. jolioni says:

    თავისუფლების ქანდაკებას მართლაც რომ ძალიან გავს :D well done… :) მომეწონა ძააან. იმედია, მუქარის ზარებით არ შრუწუხებიხართ :D

    • მჩხაპნელი says:

      :D არა, ისეთები იდება ინტერნეტში, ამაზე რომ ვინმემ რამე გითხრას, უბრალოდ ბედი არ უნდა გქონდეს ადამიანს :)

  9. ალუბალა says:

    და მაინც ეგ დაგავიწყდა საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო,თბილისი კი შიგ ჩასმული ბადახში lol lol :D :D კაი იყო,მაგრამ ეს იმის ნიშანია რომ არც ისე წყალწაგებული ოპტიმისტი ხარ,როგორც ამბობ…რეალობის შეგრძნებაც ადგილზეა o_O o_O

    • მჩხაპნელი says:

      მთლად ეგეთი არა – ხავსსაც ვებღაუჭები ხოლმე :) ეგ ფრაზა ეწერა ხოლმე რომელიღაც გაზეთის გარეკანზე და იქიდან ჩამრჩა ფსიქიკაში, როგორც უხარისხო გაზეთის დანამატი და არა როგორც ქართული პოეზიის “პწკარედი” :)

  10. ROVINCIELI says:

    19 იანვრიდან 20 იანვრამდე,ერთი დღე უკვე სერიოზული განაცხადია სიტყვის თავისუფლების არსებობისთვის,იმედია არც აწი შჰეგაწუხებენ: :) ;)

    • მჩხაპნელი says:

      :D მე მგონი ახლა მართლა დარეკავენ, პრესტიჟის საკითხი ხდება უბრალოდ :D

  11. modebilo elementi says:

    აუფ :) სასიამოვნო იყო თქვენი პოსტების კითხვა :) 10-15 წელი საკნიდან მოგიწევთ პოლიტიკური მოვლენების შეფასება :D ეცადეთ ნაცადი ხერხი არ გამოიყენოთ და მეხუთე საკანი არ აირჩიოთ(ვინ აგარჩევინებს,მაგრამ მაინც :D ) :D
    ისე,ლინგვისტობასთან ერთად,მხატვრული ხერხების ოსტატიც იქნბოდი წინა ცხოვრებაში შენ :D

  12. Ani* says:

    საქართველო საბავშვო ბაღს ჰგავს – თითქმის ყველას პრეზიდენტობა უნდა, მაგრამ მერე რა უნდა გააკეთოს, ეს უკვე აღარავინ იცის;
    საქართველო ილფის და პეტროვის ერთ–ერთ ნაწარმოებს ჰგავს – სკამების ხელში ჩასაგდებად აქაც ყველაფერზე მიდიან;

    esenii momewonaa ))))))))) :D

  13. tamaRa says:

    კარგზე უკარგესი პოსტია!!! სიტყვების თამაშზე აგებული პოსტებიდან საუკეთესოა ჯერჯერობით :) :)

  14. Agasfer says:

    ვაიმე
    LOL :D
    მაგარია :D

  15. TheBrolest says:

    რაც წამიკითხავს ამ ბლოგზე საუკეთესო პოსტია. განსაკუთრებით ა.რემბო-ჯ.ჯ.რემბოს შედარება მომეწონა.
    არადა მიშიკოს რო კითხო ჯორჯიას ხსენებაზე უკვე უცხოელებს “ამერიკელი” ჯორჯია აღარ ახსენდებათ.

    • მჩხაპნელი says:

      :D მიშიკოს რომ ჰკითხო, ქვეყანაში თითქმის ყველაფერი ყვავის, მაგრამ მაინცდამაინც ვერ ვგრძნობ მე… თემქაზე, ყოველ შემთხვევაში :D

      • TheBrolest says:

        ვერც მე ვგრძნობ , განსაკუთრებით ქუთაისში. “პარლამენტი”" თუ მიშველის, ოღონდ არაყი, აბა “იმ” პარლამენტის თვითონაც აღარ ჯერათ.
        არადა რომ შეხედო ქუთაისის ახალი ოპერის თეატრის გახსნა ორჯერ მოასწრო უკვე (ეს ის თეატრია ვენის ოპერის თეატრის ასლი რომ არის და ევროპაში რომ ასეთი თეატრი არსად არაა, ჩვენმა დიდმა ძმამ ასე თქვა ყოველ შემთხვევაში), შიგნიდან მთლიანად დანგრეული თი-ბი-სი ბანკიც ზედ მიაყოლა და ალბათ როცა ინტერიერს გაარემონტებენ იმ ბედ-დ ა მ წ ვ ა რ ბანკს მეორედაც გახსნის. ყველაზე სასაცილოა როცა წარმოვიდგენ იმ ახალ პარლამენტს რამდენჯერ გახსნის. 10-ს იკმარებს ვითომ???

        • modebilo elementi says:

          აუ,ე.ი.ის მართალია,რომ ორჯერ გახსნა ერთი და იგივე თეატრი?და ისიც,რომ მისი წამოსვლის შემდეგ ქვაფენილი აყარეს და თავიდან დაიწყეს კეთება თუ დამთავრება დაწყებულის? რა მძიმე შემთხვევაა რა ეგ კაცი :) არ მეგონა ცხრამეტი წლის გოგონებიც თუ ვიტყოდით ოდესმე_ესაა ცხოვრება?კომუნისტების დროს რო იყო,ის იყო თუ იყო ცხოვრება :D
          ა-ყვავ-ებას ვეღირსებით აუცილებლად,მალე გახდება ყვავებით სავსე ჩვენი ფირუზ-ზურმუხტი სამშობლო-მხარე :D

          • TheBrolest says:

            კი,მართალია. და ეგ სულ დამავიწყდა. არადა მთელი ქალაქი იცინოდა თავიდან რომ დაიწყეს დაგება. მძიმე შემთხვევაა ნამდვილად. და ნამდველად ესაა ცხოვრება? ამას გამსაკუთრებით მაშინ ვგრძნობ “კურიერის” წამყვანი რომ ბედნიერი სახით ამბობს : თურმე გუშინ რესტორანში ვიღაცას ვიღაცა გაულახავს და იქ ალასანიაც ყოფილაო. არც მე მეგონა თითქმის :D 21 წლის ბიჭებიც თუ დაგეთანხმებოდნენ კომუნისტების საკითხში.

  16. aXali says:

    პირველად წავიკითხე შენი პოსტები და მართლა ძაან მაგარი ხარ ძმა, წესიერ ქვეყანაში იმენა ტვინს წაგიღებდნენ ჟურნალ- გაზეთების რედაქტორები

  17. თეა says:

    შაგრენის ტყავთან შედარება განსაკუთრებით მომხვდა გულზე…

    პოსტი შესანიშნავად ასახავს დღევანდელ სიტუაციას
    კარგია, მომწონს :)

  18. ხატ says:

    ჰაჰაჰა ძალიან მაგარია, და მართლა ასეა, საღოლ :D :D მე აღფრთოვანებული ვარ :D

  19. ალუბალა says:

    წყალწაგებული ლეიბორისტივით საუბრობ lol lol lol -პ.ს. ეს იმისთვის დავწერე რომ მე მაინც არ დამირეკონ hah lol lol lol lol lol შვრიის ნამცხვარს და ალუბლის წვენს მოგიტან ხოლმე :P :P :P ტატუები არ გაიკეთო ოღონდ და იუმორის გრძნობა არ დატოვო კიდე იქ :P :P :P :P

  20. გატლეკილი says:

    შენი შეფასებისას ფანტაზიის უნარს ვკარგავ! :D wasntme
    რა ბედნიერები არიან შენი მეგობრები :)

  21. გ.გ.გ. says:

    პოლიტიკურები და ქურდები პრიორიტეტებით სარგებლობენ საკანში…:D კარგად ”ჩხაპნი” ძმობილო…

  22. QEთI says:

    საქართველო საბავშვო ბაღს ჰგავს – თითქმის ყველას პრეზიდენტობა უნდა, მაგრამ მერე რა უნდა გააკეთოს, ეს უკვე აღარავინ იცის; << :> wasntme

  23. D.J. says:

    გული მიმშვიდდება ცოტათი ამდენ თანამოაზრეს რომ ვხედავ . ამდენი მიშისტის შემხედვარე მთლად წამიხდა რაღაცისკენ სწრაფვის ხალისი .

    შენ ალბათ შეგეჩვიენ , თორემ ჩემზე პირველად მაგარი “ნიტო” რეაქცია ჰქონდათ . :d :D
    აწი იმედია შეეჩვევიან . :d :D :d

  24. ნანკა says:

    “საქართველო თავისუფლების ქანდაკებას ჰგავს – ვისაც ფული აქვს, ყველა “თავზე აჯდება” ეს მომეწონა სყველაზე ძააან, მარტლა ესეა ბრავოოოო მჩხაპნელო !!! და სჰენი აზრიტ, რამდენ ხანში ამოიწურება ადგილები? hah hah

  25. Niccolo says:

    ძააან მაგარია ოღონდ თავში ავარდნებს არ ვართ, დაგასწარიი :D :D

  26. GeGG says:

    ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში ვინც კი ყოფილა საქართველოში მაღალ თანამდებობებზე მიშა ყველაზე ნაკლებად გვარცხვენს…

    ისე კაი სტატიაა ;)

    • D.J. says:

      სხვისი უ-სირ-ცხვილ-ობა არ ნიშნავს ჩემს უსირცხვილობას .

  27. თუკა says:

    შაგრენი ვიცოდი, პიზა და სფინქსი მომეწონა, თავისუფლებაც… ძალიან მომწონხარ ეს ახალგაზრდა! გაეზარდე დედას! :> :D ,,უკანასკნელი მოჰიკანივით” აღმოგაჩინე. გამრავლდი რა ,,მოჰიკანო”, შენნაირებია საჭირო. ,, პიზა”ს არქიტექტორი უნდა, ,,სფინქს”ს – ცხვირის ოპერაცია და ჰე, საქმეა ბევრი! დაუმთავრებელი მშენებლობის შემყურე

  28. თიკო says:

    ძალიან მაგარი პოსტია,
    აი ძალიან.
    აღფრთოვანებული ვარ :დ hah

  29. თაკა says:

    :D :D :D :D ვააა გაასწორა

  30. მარიამი says:

    უფრო ხშირად დადე რა პოსტები ))))

  31. თაკო says:

    აუუუუ, თავისუფლების ქანდაკება მაგარი იყო… :P

  32. მე says:

    არ მომწონს შენი პასიურობა, პოსტები კი პირიქით wasntme

  33. ანი says:

    საქართველო საბავშვო ბაღს ჰგავს – თითქმის ყველას პრეზიდენტობა უნდა, მაგრამ მერე რა უნდა გააკეთოს, ეს უკვე აღარავინ იცის;

    ჰაჰააააა, ეს ძაააალიან მაგარი იყო!

  34. mari... says:

    ვიღაც მაინც აზროვნებს hah

  35. Babatunde says:

    ფოტოზე არტურ რემბო არ არის გამოსახული, ეგ შარლ ბოდლერია

    http://www.google.com/images?hl=en&q=charles+baudelaire

  36. Mr. Gio says:

    იშვიათი ნიჭის პატრონი ხარ ძმაო. შენნაირი ადამიანები ჰაერივით სჭირდება ქართულ ჟურნალისტიკასაც და საერთოდ, ქვეყანასაც. თვითონ პუბლიკაციას რაც შეეხება, ძაან მაგარია :O უბრალოდ, რამოდენიმე მეგობრული შენიშვნა მექნება :O პირველი აბზაცი იწყება ასე : “ჩვენმა სწორუპოვარმა პრეზიდენტმა….” მემგონი, ამ ფრაზაში სწორუპოვარი ზედმეტია. თვითონ პუბლიკაცია უკვე თავისთავად მეტყველებს შენს პოზიციაზე და რა აუცილებელია ტექსტის გადატვირთვა ზედმეტი ზედსართავებით. საერთოდ, მოერიდე ხოლმე ვინმესთან მიმართებაში შემფასებლური ზედსართავების გამოყენებას. არავინ არ უსმენსო ერთგან გიწერია, ქართულისათვის ორმაგი უარყოფა დაუშვებელია. ის “არ” ზედმეტია :O

    ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ ძალიან მომეწონა შენი პუბლიკაცია. გაითვალისწინებ თუ არა ეგ უკვე შენი საქმეა :O

  37. ნაგასაკი says:

    ეხლა ვნახე პირველად ეს საიტი და უკვე გაკვირვეული ვარ….ძაან მაგარი პოსტებია…. hah

  38. giorgi says:

    მხოლოდ ერთი შენიშვნა ძმაო… იმ სურათზე არა რემბო, არამედ შარლ ბოდლერია გამოსახული:; :D :D სხვა მხრივ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა .

    • მჩხაპნელი says:

      შენიშვნა მიღებული, გათვალისწინებული და ჩასწორებულია :) რემბომ უწყის, საიდან მოვიტანე ბოდლერის სურათი მის ნაცვლად :)

  39. giorgi says:

    რემბომ (ამერიკელმა) ყველაფერი უწყის :D

  40. One_O says:

    momewona.kargia

  41. Unk says:

    რა დალევს ნიჭიერებით გაჟღენთილ ხელცქვიტ ახალგაზრდობას , აჰმ რაში ხარჯავს ეს ხალხი დროს

  42. მაგარი იყო:DDD

Leave a Reply

Current month ye@r day *