უკაცრავად, თქვენ დებილი თაობა ხართ!

“незнайк”–ების თაობა

“თქვენ დაკარგული თაობა ხართ”გერტრუდ სტაინი
“თქვენ ახალი თაობა ხართ” – იაპონელი ტექნოლოგები
“თქვენ დებილი თაობა ხართ” – ტელეკომპანია “იმედი”

“უწიგნურებო, ილია მართალი როგორ არ იცით” ან “ლოოლ, ღმერთო ურო ჩამცხე”-ს ძახილი ქართული ტელევიზიებისა და ”Facebook”-ელი ინტელექტუალებისთვის უკვე ტრადიციად იქცა.

ტელევიზიებს – სხვაგვარად გადაცემა ჩაუვარდებათ და იმიტომ, ინტელექტუალებს კი “უკვე საკმარისზე მეტი წაუკითხავთ” და პირად მოვალეობად ჰრაცხენ (რეკომენდებული სიტყვაა) “შოთა რუსთაველი მეხუთე საუკუნეში მეფობდა”–ს მთქმელი ადგილზევე ირონიულად გაძიძგნონ (თანაც ისე, რომ როგორმე საკუთარი ინტელექტის ზეობასაც ხაზი გაუსვან). მოკლედ, ერთნი აქილიკებენ და მეორენი აქ  ი–like-ბენ. ერთი შეხედვით, ყველა კმაყოფილია.

ჩანართი # 1: “ქრონიკის” ჟურნალისტი ელენე ახვლედიანის ნახატების გამოფენაზე მხატვრის მობილური ტელეფონის ნომერს ეძებდა, მისგან ინტერვიუ რომ აეღო;

“ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუცა მეფეთა და პოეტთა ერთად ემართათ ხალხი”

ცოტა ხნის წინ “იმედზე” “სპეციალური რეპორტაჟი” გავიდა, სადაც წამყვანმა ერის წიგნიერებაში არსებული მანკიერებანი შემზარავი სახითა და ცინიკური ღიმილით ამხილა. შემდეგ კი ხუთ თუ ექვს ადამიანზე (სავარაუდოდ, გადაცმულ უცხოპლანეტელებზე) დაყრდნობით დაასკვნა, რომ  საქართველო “მაგარ ფეკალურ მასებში” იყო ჩამჯდარი. რა თქმა უნდა, გადაცემის მსვლელობისთანავე გამოჩნდნენ იმ ტიპის ადამიანები (ფეხშიშველს უფეხოს დანახვა რომ ახარებს ხოლმე), რომელთაც “–სამკუთხედს რამდენი გვერდი აქვს? –ორი”, “–ბუდისტები რა რელიგიის არიან? მაჰმადიანები”, “–ვინ გაიმარჯვა საქართველო–ვიეტნამის ომში? –ამერიკამ” ციტატები სტატუსებად აიტაცეს და უმეცართა ხელმოცარულობაზე გულამოსკვნილი ხარხარი ( a.k.a “:)))))))” ან “ვხოხავ”) ატეხეს.  სამაგიეროდ, გადაცემა შედგა და მიზანი “ვაცინოთ უმრავლესობა უმცირესობის სისულელზე” წარმატებით იქნა მიღწეული. ტაში, მეგობრებო.

ჩანართი # 2: “ქრონიკის” ჟურნალისტმა სიუჟეტის ტექსტის წერისას “ადგილობრივი აბორიგენი” რომ გამოიყენა, მისი სინდისი ამის გამო ოდნავადაც არ შეწუხებულა;

“ამართლებს შიშველი ქალები რეიტინგის ამბავშიო” – ამბობენ

თუმცა, “იმედს” ალბათ დაავიწყდა, რომ ტელევიზიას გლამურულ–ელიტური გადაცემების მზადების, მონიკა ბელუჩის მკერდზე სიუჟეტის კეთების, მოდელური შოუებისა და მოდელირებული საინფორმაციოების ეთერში გაშვების, უზომო რაოდენობის უხარისხო სერიალების ჩვენებისა და ”მმკ”–ს “ამგდები” სისულელეების შექმნის გარდა, შემეცნებითი (დავაკონკრეტებ “საგანმანათლებლო”) ფუნქციაც აკისრია. აქედან გამომდინარე, სანამ  მათგან ვინმე ახალგაზრდების უწიგნურობაზე რამეს იტყოდეს, ჯერ ის უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, ყოველღამე (“ფლეიბოის” რომ გაუშვებს, იმის პარალელურად): “აბა მე დღეს ვის რა ვარგეო?”

რიტორიკული შეკითხვა იქნება, გეთანხმებით. თუმცა, არგუმენტები მაინც არ გვაწყენს.

ამონარიდი იმედის ორშაბათის ტელეპროგრამიდან:

10:00 – სერიალი “სილამაზის მსხვერპლი”, 11:30 – სერიალი “ბოშები”, 12:35 – სერიალი “ლობას საიდუმლო”, 16:00 – სერიალი “მონტეს ოჯახი”, 17:40 – სერიალი “სიყვარულის ზღვა”, 18:40 – სერიალი “ლობას საიდუმლო (ეს რატომღაც პრივილეგირებული სერიალია – ამეორებენ), 21:00 – სერიალი “ქალბატონი”.

შემეცნების სავარაუდო დონე: “მანუელას უყვარს ხორხე, ხორხეს – გვადალუპე, გვადალუპეს – ანდრესი, ანდრესს – მეზობლის ცხენი, რომელიც რეალურად გვადალუპეს ალალი ბიძაშვილია, მაგრამ ანდრესის დედისა და მის ფაზენდაში მომუშავე მეჯინიბის შვილიშვილის სასიყვარულო ურთიერთობებზე დაკვირვების გამო ამ ამბავს ბოლო სერიამდე არ ამხელს”

“უხდებიააან :X”

ამდენი სერიალის შემდეგ, რაღა ხმა ამოეღებათ, მაგრამ საკუთარ სინდისთან კონფლიქტი რომ არ მოგვივიდეს, სჯობს თვალი გადაცემებსაც გადავავლოთ. იქნებდა იქ მაინც ღვიოდეს შემეცნების მარცვალი:

“დღის შოუ” – “სამოთხის ვაშლების” გაუმჯობესებული ვერსია, სადაც სამი ქალბატონი – ცხოვრებისგან გამობრძმედილი ია, ღრმად ერუდირებული დოდოშკა და არაორდინარული ნანიკო – ზის და ყოფით საკითხებზე ჭორაობს. დროდადრო მათ მყუდროებას არღვევს სტუმარი და ის ფაქტი, რომ პირდაპირ ეთერში ყავის სმა (იგივე “წრუპვა”) მიზანშეწონილი არ არის.

შემეცნების სავარაუდო დონე: ბლოკნოტი სახელწოდებით “იას ფარული ფილოსოფია”, სადაც დიდი რუდუნებით გადაცემიდან უნდა ამოვიწეროთ და შემდგომში სათუთად შევინახოთ ერთ–ერთი წამყვანის ბრძნული ციტატები;

“აი ია”

“ყოფილი ცოლების კლუბი” – მინი–”პროფილი”, სადაც სამი წამყვანი (კვლავაც) ფაქტის ექსპერტული წიაღჭვრეტითა და ფილოსოფიურად მჭმუნვარე გრიმასით დაჩაგრულ ცოლთა ყოფის ფსიქოლოგიურ ჭრილში განიხილავს. გადაცემაში გაოგნებას იწვევს იას დედუქციური მსჯელობის ნიჭი (ვლინდება ცალკეული კადრების ხილვის შემდეგ მტკიცებითი ფორმით გამოტანილ დასკვნებში), ნუკის ნუგეშისცემის უნარი (ვლინდება მიტოვებული ქალის მარჯვენა მხარზე ხელის უნიჭო და ყალბ თათუნში) და სალომეს – გადაცემაში ყოფნა საერთოდ (თუმცა, ეს კრიტერიუმი დანარჩენი ორი წამყვანის და საერთოდ, გადაცემის არსებობაშიც არანაკლებ ვლინდება).

შემეცნების სავარაუდო დონე: ბლოკნოტი, სახელწოდებით “არა არს რა დაფარულავა, რაიცა არ გაცხადდების”, სადაც უსიკვდილოდ უნდა ჩავინიშნოთ ერთ–ერთი წამყვანის ბრძნული რჩევები;

“თბილისი live” – ამ გადაცემას უშვებენ და მერე კიდევ უკვირთ ბიჭოლა პეტრე მელიქიშვილზე პოპულარული რატომ არისო?
შემეცნების სავარაუდო დონე: “თანამედროვე ქართულ–ტყლარჭული ენის უფასო გაკვეთილები თიკო სადუნიშვილთან ერთად”

“იცნობდეთ და გეამაყებოდეთ”

“Faceკონტროლი” – “პირველ სტერეოზე” ხუთი წლის წინ “SMS-შოუ” რომ გადიოდა, იმისი “სვეტურ–ძერსკული” სახესხვაობა, სადაც ნინი ბადურაშვილი და ნანკა კალატოზიშვილი პირდაპირ ეთერში კითხულობენ იმას, თუ “რა ლამაზები, რა მაგრები და რა საყვარლები არიან ისინი”.

შემეცნების სავარაუდო დონე: ძალიან მაღალი… იმ შემთხვევაში, თუ ამ გადაცემის ყურების ნაცვლად, წიგნს წაიკითხავთ.

“ფლეიბოი” – “ღამე შორენასთან”–ის კრახით დაბოღმილი პროდუსერების ახალი იდეა, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ვნებისაღმძვრელი ანონსით იწონებს თავს… (და ქალის სხვა ორგანოებსაც).

შემეცნების სავარაუდო დონე: ადამიანის გარეგანი ანატომიის საფუძვლიანი ცოდნა;

ჩანართი # 3: საინტერესო იქნება ქრონიკის კიდევ ერთი ჟურნალისტის არგუმენტი, სიუჟეტის ტიტრებში “ბლოგერს” წინ “ინტერნეტ” “პრეფიქსი” რატომ დაურთო.

“ეს სამკუთხედია”

რა თქმა უნდა, ცუდია, როდესაც ვინმეს სამკუთხედი ორკუთხა და შოთა რუსთაველი – საქართველოს მეფე ჰგონია, თუ ფიქრობს რომ ლათინურ ამერიკაში ლათინურად საუბრობენ და ებრაელები ქრისტიანები არიან, დარწმუნებულია, რომ ობსერვატორია მუსიკას უკავშირდება და კინოლოგი – კინოებს ამზადებს, რომ ალ–ჯაზირა უფრო ძლიერი ტერორისტული ორგანიზაციაა, ვიდრე ალქაიდა და რომ ჰიროსიმა ნაგასაკთან ომით გახდა ცნობილი, რომ ჩვენ, ჩვენი მხრივ ვიეტნამი დავამარცხეთ ფიცხელ ბრძოლაში და კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პირველი პრეზიდენტი იყო… ცუდია, მაგრამ არ შეიძლება რამდენიმე ადამიანის უცოდინრობაზე დაყრდნობით “ქვეყანაში ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა” დაასკვნა. სულ მინიმუმ, ის ადამიანები მაინც აჩვენე, ვინც შეკითხვებზე სწორად უპასუხა და ნუ დადგამ სიუჟეტს ისე, თითქოს არავინ არაფერი იცოდეს.

გასაგებია რომ შემეცნებითი გადაცემები რეიტინგული არ არის, რომ “ტელევიზია კომერციული სუბიექტია”, რომ ჩვენ ოღონდ ვინმე დასაცინი მოგვცა და მის ვიდეოს მაშინვე ქვეყნის მასშტაბით გავიზიარებთ, რომ ეს გადაცემის პოპულარობაზე მოქმედებს და ა. შ. თუმცა, როგორც ერთი აგრონომიული ანდაზა იტყოდა – “ნამუსიც კარგი საქონელია” და სხვების დამუნათებამდე არც საკუთარ გულში (თუ ტელევიზიაში) ჩახედვა იქნებოდა ურიგო.

პ.ს: ჩემს მტერს ჰქონდეს თქვენი იმედი!

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
383 Responses
  1. მარიამი says:

    ყველე ,ყველაფერი მაგრამ მართლა დავიღალეთ უხარისხო და საზიზღარი სერიალებით.. კმარა !! როგორც იქნა დავინახეთ საღი და ნორმალური აზრი ავტორის მხრიდან.

  2. TheBrolest says:

    ბლოგის ასე უპატრონოდ მიტოვება სად გაგონილა?
    ერთი თვე გავიდა უკვე.
    რამე დაწერე, თუნდაც “რამე” .
    გაგვაგებინე რომ ცოცხალი ხარ.
    ორი კვირაა მოლოდინით შემოვდივად და იმედგაცრუებული გავდივარ.
    (სასოწარკვეთილი სმაილიკი)

  3. ალუბალა says:

    მუზა უგზოუკლოდ დაკარგულო,სხვა საქმეებს გადაყევი აშკარად…მშობლიურმა ბლოგმა და მონუსხულმა მკითხველებმა რა დავაშავეთ?????????? :(

  4. g9gjeux says:

    უკაცრავად კი არა დებილები არიან აბა რა არიან ქართველს რომ შოთა რუსთაველი არ ეცოდინება ვინ იყო არის და იქნება სამუდამოდ დებილი არა მარტო ის არის არამედ ვინც გაზარდა ისიც დებილია და ვისაც თვითონ გაზრდის ისიც დებილი იქნება აი ესე :)

    • ადამიანი says:

      მთლად ეგრე რადიკალურიც ნუ იქნები, მცირე ნაწილი მიანც არი განათლებული, ყოველ შემთხვევაში მინიმუმ შოთა მაინც იცის.

  5. ზაზა says:

    ისე მართლა რა როგორ თქვეს კონსტანტინე გამსახურდია 1 პრეზიდენტი იყოოო 1 ხო ჯორდანია იყო ეგ იყო მეორე :D :D:D:D:D:D ( იმედია სწორად გაიგებთ ხუმრობის არსს და არ დაიწყებთ როგორც იტყვიან “ტყლარჭვას” )

  6. ბექა რამე შემოგვთავაზე, დიდადაღფრთოვანების კრიზისში ვარ თითქმის ერთი თვეა :) :):)

  7. ხატ says:

    au rame dawere raaa kai :S :S:S:S moviwyineT:S

  8. k@nudosel says:

    ცოცხალია ეს ადამიანი თუ გლოვა გამოვაცხადოთ? :P
    გაეკვეხა ეს პოსტი აშკარად

    • მჩხაპნელი says:

      ცოცხალია, მაგრამ, როგორც სჩვევია ხოლმე, უმუზოდ :D

  9. ელგა says:

    კი გეთანხმებით რომ მთლად მასე დაკნინებული თაობა არ უნდა ეჩვენებინათ, მაგრამ მართლა სამარცხვინოა უნივერსიტეტის სტუდენტი ერთი თუ მაინც მოიდძებნებოდა რომელმაც არ იცოდა პ. მელიქიშვილის ვინაობა და ილია მართლის , ამ სიუჯეთის მარტო ახალი თაობისთვის არ გაუსვიათ ხაზი ჩემი აზრით, აქ როგორც ხელისუფლების მიდგომა განათლების მიმართ, მშობლების დამოკიდებულებაც შვილების სწავლა განათლებაზე , ტელევიზიაც რა თქმაუნდა! ამ უკაცრავად და ,,დებილ” თაობის შექმნაში თვითოეული ჩვენთაგანი დამნაშავე!! და ნამდვილად დროული იყო და მსგავსი გადაცემები პირიქიტ უფრო ხშირად უნდა გავიდე რომ ჩვენ თაობას სირცხვილით თავის გამოყოფის შერცხვეს და წიგნი წაიკითხოს კლუბში ღამის გათენებას ნაცვალათ.

  10. მე says:

    just a bit of writers block? is is true?

  11. კლავიატუროლოგი says:

    თითქმის ყველაფერში გეთანხმები მაგრამ ეს ხალხი რო მართლა დასაცინია და ქვეყნის სირცხვილია მგონი მაგაზე ორი აზრი არ არსებობს… იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ამათზე ვინც ღადაობს და დასცინის იმათმა 80 მა პროცენტმა თითონ ვერ უპასუხა ამ კითხვებს (ყოველშემთხვევაში კინოლოგებზე და ებრალებზე მაინც :) ) შორს ვარ იმ აზრისგან რომ ილიას იდეოლოგია და ტელეიმედის კომერციული მიზნები დავუკავშირო მაგრამ მაინც კარგია რომ საზოგადოებამ ნახა ქვეყნის ცუდი მხარე ანუ განათლების რა დონეა თუნდაც სრულ უმცირესობაში…

  12. ალქიმიკოსი says:

    კარგი პოსტია, როგორც ყოველთვის…

  13. მარი says:

    ბექა, მგონი შემიყვარდი და რა ვქნა ? : (( hah

    საოცრად წერ! მაგრამ ბლოგი რატომ მიატოვე ? :(
    შემოვდივარ უკვე თვეზე მეტია და არაფერი ახალი :(

    არა, მგონი არა, მართლა გულში ჩამივარდი wasntme

  14. am siteze rogor davregistrirde? siaxleebis deba minda says:

    am siteze rogor davregistrirde? siaxleebis deba minda

  15. Jessie says:

    მხოლოდ ახლა წავიკითხე ეს პოსტი.და მინდა გითხრა უმრავლესობაში გეთანხმები..
    კარგად გიწერია
    ….

  16. :))))))) says:

    ახალი არაფერიი უნდა დაწეროო? :S

  17. giorgi says:

    ებიჭო რამე ახალი პოსტი დადე, დამაწყდა ნერვები :S

  18. ნინო says:

    საოცარიაა…როგორ ყველაფერში გეთანხმებიიი…ხო წაიღეს იმის ძახილით ტვინი “ეს როგორ არ იცითო” ერთი ორი ასეთი გაუნათლებელი რომ იქნება ქვეყანაში მე მგონი ისედაც არავის ეპარება ეჭვი…ყველა “იმედის” დონის ხო არ იქნება. :|

  19. თქვენ დებილი თაობა ხართ. : D says:

    kitxva maqvs tqventan… maintersebs martla tu upasuxebt me magalitad tavidan ver mivxvdii.. traileri midis chveulebriv da gadaaqvs am trailers ragac da moxdeba ise rom daejaxeba bodzs… trailerii “gadaiguneba” da tviton trailershi vinc ijda mdzgoli eg mokvdeba.. xalxiic mogrovdeba da daiwyebs tiriils. rato tiroda xalxi?
    min : ra ido isetii trailershi ramac tirili gamoiwvia xalxis?? :)

  20. DEME says:

    კაი პოსტია, მაგრამ ძალიან საგანგაშოც არაა ეს პრობლემა :) ხალხს მათთვის გასაგებ ენაზე უნდა ესაუბრო სხვანაირად ვერ გაიგებენ. თან, მითუმეტეს, თუ იცი რომ ეს ხალხი შეგიძლია მართო და შემდეგ აკეთებნო ის რაც განათლებას არ საწიროებს და მხოლოდ ფიზიკური დატვირთვით შემოიფარგლება!

  21. M.N says:

    wasntme wasntme მართალი ხარ!!!!ჩემს მტერს ჰქონდეს თქვენი იმედი!

    • მჩხაპნელი says:

      ხანდახან ისეთ რამეს აკეთებენ ისე, მტერიც კი ცოდოა :>

  22. ქეთი says:

    ძალიან ძლიერი სტატიაა…(გული მოვიფხანე გმადლობთ)…საქართველოში წიგნიერებისა და განათლების დონე საკმაოდ მაღალია…(კომპეტენტური ვარ ამ საკითხში):Dრაც იმედის ტელევიზიამ საკუთარ ხალხს გაუკეთა ეს ნამდვილი უსინდისობა და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაა.არ შეიძელაბ ერზე იმსჯელო რამდენიმე (შეიდზლება უბრალოდ დაბნეული ან თუნდაც უცოდინარი)ადამიანის მაგალითზე…თან დარწმუნებული ვარ ბევრი ისეთი რესპოდენტიც ეყოლებოდათ ვინც სწორად უპასუხა მათ შეკითხვებს მაგრამ ეს სინქრონები უბრალოდ არ გამოიყენეს იმ მარტივი მიზეზით რომ მათ გადაცემას ამ შემთხვევაში “მზგავსი კულმინაციური” შედეგი არ მოყვებოდა…ერტი სიტყვით სხვას არც უნდა ელოდე საინფორმაციო არხისგან რომელიც დგის პროგრამის 8 საათს სერიალს უთმობს:)

  23. Gasto says:

    http://goo.gl/PvC95 პასუხი რეპორტაჟზე :) ))

  24. გიო says:

    …მართლაც სირცხვილია,რომელიმე თაობას გამოეპაროს ილიას ან შოთას ღვაწლი,პითაგორა ალბათ იქიდან იცინის (ჩვენ რომ “მარილს”) ვუწოდებთ,დაგეთანხმებით წიგნიერების დონესთან დაკავშირებით(არც ისე დაბალია,როგორც ჩვენი ღრმად პატივცემული ტელეკომპანია და მისი გონება გასხივოსნებული ჟურნალისტები იხარჯებიან “ჩასარეცხი” არხის რეიტინგიანობისთვის)…ცინიზმით სავსე,”სპეციალური რეპორტაჟები,ქრონიკა,სერიალები.”ალბათ მალე მომავალი თაობის “მო”წიგნიერებაში გაწეულ ღვაწლზეც ალაპარაკდებიან…მეც კარგად მოვიფხანე გული :)

  25. ვანო says:

    ყველაფერში გეთანხმები და კიდე ერთს დავამატებდი, განა ქართველ ქალს მანდილი უხდება?! შიშველი ჭიპი არ სჯობია?!

  26. : )) მაქსიმალური მოწონება ავტორს.

    ყოველთვის ჭეშმარიტება “ღაღადებს” შენს ბლოგზე 8-)

  27. ო.მ says:

    აუუუ შენ გაიხარე! ჩემ გულში იჯექი ალბათ ამას, რომ წერდი!შვება ვიგრძენი და თან რამხელა :)

  28. ანინა says:

    ამდენი რამე საიდან იციიიი, მომწონს სჰენი ბლოგების კითხვა 8-)

  29. NODARA says:

    gamarjobat me giorgi mqvia var 17 wlis gushin rustavelze viyavi 38 qucastan magari maisuri davbechde I guli TBILISI dzalian magari xarisxiani maiusri da kontrastuli gamomivida damijeret martla dzalian magar maisurebs aketebs qaci saxelad nodari eg magis telefonis nomeri da shegidzliat daurekot 577-74-92-04 mobi daureket da damijeret ar inanebt martla dzalian magaria

  30. profe says:

    ყველაფერი კაი, გეთანხმები და ასე შემდეგ

  31. ტამო says:

    ძლივს მოვისმინე ის რისი მოსმენაც ამდენი ხანი მაკლდა!!!
    სიმართლეეეეეეეე!!!!!!!

  32. ვაიმეე სერიალებზე რამდენი ვიცინეე :D

  33. Mariamii says:

    Srulii Cheeshmaritebaaaa )) Roogor mesiamovna am statiis wakitxva… : XX Rooca gavige rom logikurad da damoukideblad moazrovne Adaamianebi kidev Sheemogvrchenia : XX )
    Kaargit raa ?! Abaa ratom ar gviichvenes im xalxiis natqvami vinc swori pasuxi gasca a shekitxvebs?? Gaognebuli var : XX .. imiis nacvlad rom Chaoobidan amoiyvanon is uwiignuri xalxi romlebic chveni qveynis ragac nawils warmoadgenen.. mtlianad errss aknineben : X
    utavmoyvareoo xallxii : XX .. : XX ))))))))))

  34. Mariamii says:

    Naamdvilad kargia rom sazogadoebam naxa Qveeyniis es Samarcxvino mxaree : XX Maagram isiic unda ganesazgvrat Room tavi ar daecmcirebinaat.. magram tu es ase dzalian undodat.. uketesi iqneboda sazogadoebis ganatlebuli nawilic echvenebinat Piirdapir etershi da Sheedaarebinaat : XX )) ..

  35. ირი says:

    აი, ასე რაა!
    არანაირად არაა გამართლებული ის უცოდინრობა, რაც ამ რეპორტაჟშია, მაგრამ კარგი რა “იმედი”, კარგი რა!

  36. მარიამი says:

    -როგორ დავრეგისტრირდე ? :\\

  37. სოფო says:

    მე ამ ბლოგზე პირველად შემოვიხედე, არც არაფერი წამიკითხავს ამ სტატიის გარდა და სინდისიც არ მაწუხებს, რადგან ვიცი არც ბლოგერი მოიკლავს თავს ჩემი კომნეტარის კითხვით :დ მაგრამ ჟინი ისეთი რამეა, თუ არ მოიკალი მერე ცუდადაა საქმე :დ ავტორი ბჭობს ამა სოფლის ამაოებაზე … :) იმ ჟურნალისტებს არავისზე არაფერი არ აქვთ სათქმელი, მრავლობითი და მხოლობითი ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან. რაც შეეხება ზოგად პრობლემას, ადამიანი სხვისი დაბალი დონით ცდილობს საკუთარი “ვითომ” მაღალი დონე გამოაჩინოს, ეს ისეთივე ყოველდღიურობად იქცა, როგორც სუნთქვა, ჭამა, ძილი, სექსი და სხვა ამათთანანი, რის გარეშეც არ ძალგვიძს :) შენი სტატია მაგას ვერ უშველის, ვერც ჩემი წუხილი და ვერც ის რომ უკვე ყელში ამოვიდნენ ეს ჩემის ვითომ ინტელექტუალები თავიანთი გაზეპირებული ფრაზებით :|

  38. თამრი says:

    ოხ ეს ჟურნალისტები..ზუსტად იიმედის ჟურნალისტმა თქვა ვაჟა-ფშაველას სოფელი ჩარგლიანიო..მასეთი როომმ გეყოოლება ტელევიზიაში ..:( ეს ბიჭი და მე გადავარჩენთ ქართულ ჟურნალისტიიიკა..მიუხედავად იმისა რომ ასეთ ტემებს არ ვწეერ..თუმცა შეიძლება ვწწეეერ კიდეც,უბრალოდ არ მიიცდია:(:(:(:( ღმერთო შენ მოგვიმართე ხელი..:*:*:

  39. თამუნია says:

    იმდენად მდარე გადაცემებით გვკვებავენ ტელევიზიები, ნამდვილად არ აქვთ მორალური უფლება სარკაზმით აღსავსე სიუჟეტები აკეთონ საქართველოს წიგნიერებაზე. სულაც არ ვთვლი რომ გაუნათლებელი თაობა ვართ, რამდენიმე ერთეული რესპოდენტის გამოკითხვა საერთო სურათს ვერ შექმნის. ჟურნალისტების საყურადგებოდ(ყველას არ ვგულისხმობ), გადაამოწნეთ საკუთარი წიგნიერება, ფამუქის “უმანკოების მუზეუმი” არ არის წიგნი, რომლის წაკითხვითაც თქვენი ინტელექტის ხაზგასმაა შესაძლებელი.( ფამუქს არაფერს ვერჩი, უბრალოდ ზედმეტად მნიშვნელოვანი გახადეს რატომღაც)

Leave a Reply

Current month ye@r day *