“მაკონდო”

მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ “დოკუმენტური ფილმის გადაღებაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი” (ისე, ზოგადად, სიტყვა “გადაღება” ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე წვიმის ან გემრიელი კერძის გადაღებას ეხება). თუმცა, ზოგჯერ ცხოვრებაში ისეთი ეტაპებიც დგება, როდესაც უნივერსიტეტში “დოკუმენტური ფილმის საფუძვლების” კურსს გადიხარ და საგამოცდოდ ამავე ჟანრის პროდუქტის შექმნა გიწევს.

თავდაპირველი იდეით უნდა შეგვექმნა თბილისის პორტრეტი, რომელიც ასოციაციური ჯაჭვით ურთიერთდაკავშირებული კადრებისგან იქნებოდა შედგენილი.

ასოციაციური ჯაჭვი – ხმით, სიმბოლიკით, ვიზუალით თუ აზრობრივად შეზრდილი კადრები. მაგ: კადრი # 1 - ე.წ. “სტაიანშიკი”, რომელიც იქნევს ჯოხს; კადრი #2 – დირიჟორი, რომელიც ასევე ჯოხს იქნევს;

ფილმის სათაურის მოფიქრებაში დახმარებისათვის შემოქმედებითი ჯგუფი დიდ მადლობას უხდის ბატონ გაბრიელს

თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ასოციაციებზე ამგვარმა ჩაციკვლამ სიუჟეტური ხაზი (თუ რაც ჰქვია კინოდოკუმენტალისტიკის ენაზე) მთლიანად გააბუნდოვანა. შესაბამისად, მოგვიწია მიწაზე დავშვებულიყავით და ცოტა შინაარსზეც გვეფიქრა. ბევრი ვიფიქრეთ თუ ბევრი ვიფიქრეთ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ძირითადი – რაც ამ ალაგ-ალაგ შემთხვევით გადაღებულ კადრებს აკავშირებდა იყო…

…მაგრამ, ყველაფერი აქ თუ მოვყევი, ფილმსა და პოსტს შორის განსხვავება ხომ უმოწყალოდ გაქრება. მე უბრალოდ იმას დავამატებდი, რომ ასოციაციური ჯაჭვის იდეა  საბოლოო ვერსიაში მაინც შევინარჩუნეთ და თუ ფილმს (რა ხმამაღალი ნათქვამია, ღმერთმანი) დაკვირვებით უყურებთ, უმეტეს მათგანს (სავარაუდოდ, ყველას ვერა) თქვენც თავისუფლად აღმოაჩენთ.

პ.ს: არ დაგავიწყდეთ ძველი თავსამართლებელი ანდაზა – “პირველი მცდელობა წარმატებით იშვიათად მთავრდებაო”, ამიტომ ბევრმა კადრმა თუ იკადრა და არ ი-კადრ-ა, ჭეშმარიტად მოგვეტევება.

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
40 Responses
  1. David says:

    ნაგვის ურნისკენ მქროლავი პლოიეთილენის პარკი მომეწონა :დ :დ

    • მჩხაპნელი says:

      თავისით მოფრინდა ეგ – “ადამიანებს ჩემმა მტერმა უცადა”-ს ძახილით :)

  2. max14characters says:

    სგ სგ
    მარტოობა და გაუცხოვება
    ლამაზი კადრებია, განსაკუთრებით ერთ-ერთი ღამის კადრი ქუჩაში, სადაც სიჩუმეა
    ხმა რატომ დახტოდა ხან მარჯვნივ ხან მარცხნივ ვერ მივხვდი (“ნაუშნიკები” კი ვაწვალე)

    • მჩხაპნელი says:

      მე მგონი ეგ იმისი ბრალია, რომ ზოგი ხმა კამერით ჩავწერეთ, ზოგი – ბუმით. “აფსუს, ლაფსუს” ჰქვია მაგას და “შეცდომებზე სწავლობენ”-ის გამოთქმა ამართლებს შეძლებისდაგვარად :>

  3. მარო says:

    რომ გენახა რამხელაზე გამიფართოვდა თვალები ახალი პოსტის დანახვაზე :D ასე რა, კაცო, გაგვახარე ხოლმე! :>

    • მჩხაპნელი says:

      :D და პოსტის ნაცვლად აღმოჩნდა ვიდეო :>

  4. rainbow says:

    ლაზიერის და მოხუცი ქალის დაკავშირება ულამაზესად მეჩვენა <3

    • მჩხაპნელი says:

      “ჭადრაკის დაფად ქცეულ მიწაზე…” – ჰქვია მაგ კადრს :)

  5. dj-guro says:

    და რა დაგიწერეს ამ ფილმში? ვუყურე და მინდა გითხრა, რომ მშვენიერი ჩანახატია და ემოციებს აღძრავს, თუმცა მეტისმეტად სიუჟეტურხაზიანია და ვერ გავიგე რისი თქმა უნდოდა რეჟისორს. ასე რომ დოკუმენტურ ფილმს თ დაარქმევთ ამას.. ეე.. მოდი არ დაარქვათ რა. :*

    • მჩხაპნელი says:

      ჯერჯერობით შედეგი არ ვიცით :)
      იყოს ვიდეო – რა პრობლემაა, მით უფრო, რომ “რეჟისორიც” ხმამაღლა ისმის :)

  6. DEME says:

    იდეა მომეწონა მონტაჟი არა… ;) ასეთი ვიდეო იტალიაზეც მაქ ნანახი :)

    • მჩხაპნელი says:

      :D ადობე პრემიერის სიდიადემ დაგვთრგუნა და ფუნქციებში ჩავიკარგეთ :)

  7. ადამიანი says:

    კარგია, მაგრამ 10-ზე მაინც არ არი შესრულებული მე 8-ს დაგიწერდი. თუმცა მე რომ მომცე ასეთი დავალებაბა 0-ზე შევასრულებ, მე და კამერა შორს ვართ ერთმანეთისგან. :D

    • მჩხაპნელი says:

      :D აბსოლუტურად თანახმა ვიქნებოდი 8-ზეც, თან დიდი ტყუილი გამოვიდოდა პირველივე ცდაზე 10-დან 10-ს რომ წერდნენ :)

  8. Snitch says:

    დავითრგუნე!

    გამიხარდა ახალი სტატია და ტანაც მოკლე ინტერვალით იყო ძველისგან დაშორებული :)

    • მჩხაპნელი says:

      ჰო, რაღაცნაირად დაემთხვა :D იქნებ ღმერთი გამიწყრეს და შევინარჩუნო როგორმე ეს ინტერვალი მაინც :”>

  9. ბექა თეატრალურში სწავლობ? მეორე კორპუსში ვხედავ ხოლმე ადამიანს რომელიც შენ გგავს :D

    • მჩხაპნელი says:

      :D არა, არც კი ვხვდები ხოლმე მაქეთ! უკვე დიდი ხანია მესმის ამ ორეულზე :D

  10. Zurriuss.GE says:

    ტაააკს:
    1. რამდენი კადრი დადგი? :D
    2. პანორამაზე “სკაჩოკი” იყო და არც გასწორებული ყოფილა :D
    3. დეტალები რატომ არ გადაიღე, თუნდაც ის, თუ როგორ ღეჭავს დაცვა კევს. მარტო ერთი რაკურსით გაქვს გადაღებული და ეს “აშრობს” გამოსახულებას :D
    4. კარგად დალაგებული კადრები გაქვს და მომწონს!
    5. ფერებიც!
    6.შუქ-ჩრდილებიც!
    7. მეტი სიცოცხლე შეიტანე კადრში. ძაან ნუ მოკლავ და ნუ გაასტატიკურებ.
    8. ნამეტან გრძელ კადრებს აღარ ვართ :D
    9. გეტყობა, რომ ფოტოკადრებით აზროვნებ, რაც გამოსახულების ხარისხსაც ეტყობა და მასში განლაგებულ ფიგურებს. გინდა ყველაფერი ერთ ჯერზე მოაქციო, მაგრამ კინო იმისთვისაა, რომ დეტალები შეგიძლია, ცალ-ცალკე გადაიღო და მიაწყო გვერდიგვერდ. ასე აქცენტს უფრო გააძლიერებ. თუუუუმცა, მაშინ ყველა კადრზე ეგრე უნდა მოიქცე. შენი გადასაწყვეტია, რა :D
    10. დემონტაჟის კადრებს, მეგონა, მშენებლობისა მოყვებოდა :P
    11. კადრების ესთეტი ხარ :p ორჯერ ჩამომეძინა :D
    12. ძალიან კარგი ხარ და დანარჩენს მერე გეტყვი, როცა პირადად გნახავ – უფრო მეტ დადებითს hah

    • მჩხაპნელი says:

      1. დადგომა უხეში სიტყვაა – ერთი-ორგან იცოდნენ რომ ვიღებდით :)
      2. ვიცი კი – მაგრამ სკაჩოკამდე იმდენად ცოტა ხნით ჩანდა, რომ კადრის გაწირვა გვიწევდა სხვა შემთხვევაში ან ძალიან გაფუჭება :)
      3. წარმოდგენა არ მაქვს :D
      4. იეს!!
      5. იეს!!
      6. იეს!!
      7. კონცეფციაში არ ჯდებოდა ძალიან ცოცხალი კადრები :>
      8. ერთგან იყო ნამეტანი გრძელი – როგორც ის მოხუცი იტანჯებოდა, ჩვენც ისე უნდა დავტანჯულიყავით :>
      9. ჰო, ეგ არის – ბევრი კადრი გვინდოდა, მაქსიმალურად და ერთზე დიდხანს ვერ გავჩერდებოდით :> ისე ეს მესამე პუნქტსაც ეხმიანება :>
      10. ძალიან ბევრი მშენებლობა გამოდიოდა და :”>
      11. ეს კარგი იყო თუ ცუდი ვერ მივხვდი :D
      12. შევხვდებით სადმე – ვაგზალზე, მატარებლის ზღურბლთან :>

    • ზურიუს გვესროლე!!! ფლზ SHOT us უბრალო მოკვდავთ…

  11. მე მომწონს! <3

  12. გვანცი says:

    მომეწონა მომეწონა, გილოცავთ ;)

    • მჩხაპნელი says:

      რა კარგია! რა კარგია! გმადლობ! :>

  13. ძალიან მომწონს შენი ბლოგი. ნელ–ნელა ვკითხულობ.:) რაც შეეხება ამ დოკუმენტურ ფილმს. ვთვლი, რომ პირველი ცდისთვის კი არა საერთოდ კარგი გადაღებულია, არ მომბეზრდა ისე ვუყურე ბოლომდე. მარტო ჩინელები შემეცოდნენ დაუკითხავად, რომ იღებდნენ და მგონია ამის გამო თავს უხერხულად გრძნობდნენ მეთქი.
    მოკლედ კარგი იყო. წარმატებებს გისურვებ! ;)

    • მჩხაპნელი says:

      :D შორიდან ვიღებდით – ზუმია მანდ, მაგრამ რა იმხელა კამერაა კი დაინახავდნენ. თან იმდენად მარტო და მოწყვეტილი იჯდა ის შუა ქალი დანარჩენებისგან თითქოს არც იყო იქ და იდეურად ძალიან “გვაწყობდა” :) Thanks

  14. ნინო says:

    არ ვიცი შეიძლება მე ვერ ჩავწვდი, მაგრამ რაღაც ისე არ მომეწონა,როგორი მოლოდინიც მქონდა…ქალაქის ხალხმრავლობა რომ მარტოობას იწვევს ეგააა ჩემი აზრით მნიშვნელოვანი და არა ისედაც ცარიელი ქუჩები…
    მგონია პოსტების წერა გაცილებით უკეთ გამოგდის…:):):)
    p.s. ლაზიერის ასოციაცია მართლა კარგი იყო..

  15. კლავიატუროლოგი says:

    მჩხაპნელო პაროლინგში უნდა მიშველო 82 ტურში თორე ავიკიდე უკვე ინსომნია hah

  16. ეს says:

    რა კარგია თანდათან უახლოვდები ჩემ დიდი ნის ოცნებას, “ვიდეო ბლოგებს”

  17. SHOOT-ს ვწერდი, ბლია!!! !!! !!! !!!

  18. შეილა says:

    მმ ხმაურიანი ფილმია

  19. ადამიანი says:

    ტემპს ნუ დააგდებ ხშირად დადე პოსტები. თუ მუზა არ მოგდის გამოაცხადე მაინც და დაგელოდებით მორჩილად.

  20. Devi says:

    ზღვაში წვეთი კომენტარები არ მიყვარს, მაგრამ შეიძლება შენთვის მნიშვნელოვანი იყოს ასე რომ მაინც ვწერ ჩემ დადებით შეფასებას. მომეწონა, ნამდვილად კარგი კადრებია (შინაარსობრივად) დანარჩენში ჯერჯერობით ნაკლებად კომპეტენტური ვარ. რაღაც შეფერხებები შევატყვე მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი OK-ია!

  21. freaky says:

    მაკონდოოო დაა გარსიაა ჩემი სიყვარულიია :> :D ტავისიი წიგნებიანად:P

  22. სალომე says:

    მომეწონა, ძალიან : ))

  23. თთ says:

    აზრს ვერ მივხვდი

  24. კახა says:

    საღოლ………………..

Leave a Reply

Current month ye@r day *