მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ “დოკუმენტური ფილმის გადაღებაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი” (ისე, ზოგადად, სიტყვა “გადაღება” ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე წვიმის ან გემრიელი კერძის გადაღებას ეხება). თუმცა, ზოგჯერ ცხოვრებაში ისეთი ეტაპებიც დგება, როდესაც უნივერსიტეტში “დოკუმენტური ფილმის საფუძვლების” კურსს გადიხარ და საგამოცდოდ ამავე ჟანრის პროდუქტის შექმნა გიწევს.
თავდაპირველი იდეით უნდა შეგვექმნა თბილისის პორტრეტი, რომელიც ასოციაციური ჯაჭვით ურთიერთდაკავშირებული კადრებისგან იქნებოდა შედგენილი.
ასოციაციური ჯაჭვი – ხმით, სიმბოლიკით, ვიზუალით თუ აზრობრივად შეზრდილი კადრები. მაგ: კადრი # 1 - ე.წ. “სტაიანშიკი”, რომელიც იქნევს ჯოხს; კადრი #2 – დირიჟორი, რომელიც ასევე ჯოხს იქნევს;

ფილმის სათაურის მოფიქრებაში დახმარებისათვის შემოქმედებითი ჯგუფი დიდ მადლობას უხდის ბატონ გაბრიელს
თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ასოციაციებზე ამგვარმა ჩაციკვლამ სიუჟეტური ხაზი (თუ რაც ჰქვია კინოდოკუმენტალისტიკის ენაზე) მთლიანად გააბუნდოვანა. შესაბამისად, მოგვიწია მიწაზე დავშვებულიყავით და ცოტა შინაარსზეც გვეფიქრა. ბევრი ვიფიქრეთ თუ ბევრი ვიფიქრეთ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ძირითადი – რაც ამ ალაგ-ალაგ შემთხვევით გადაღებულ კადრებს აკავშირებდა იყო…
…მაგრამ, ყველაფერი აქ თუ მოვყევი, ფილმსა და პოსტს შორის განსხვავება ხომ უმოწყალოდ გაქრება. მე უბრალოდ იმას დავამატებდი, რომ ასოციაციური ჯაჭვის იდეა საბოლოო ვერსიაში მაინც შევინარჩუნეთ და თუ ფილმს (რა ხმამაღალი ნათქვამია, ღმერთმანი) დაკვირვებით უყურებთ, უმეტეს მათგანს (სავარაუდოდ, ყველას ვერა) თქვენც თავისუფლად აღმოაჩენთ.
პ.ს: არ დაგავიწყდეთ ძველი თავსამართლებელი ანდაზა – “პირველი მცდელობა წარმატებით იშვიათად მთავრდებაო”, ამიტომ ბევრმა კადრმა თუ იკადრა და არ ი-კადრ-ა, ჭეშმარიტად მოგვეტევება.
ნაგვის ურნისკენ მქროლავი პლოიეთილენის პარკი მომეწონა :დ :დ
თავისით მოფრინდა ეგ – “ადამიანებს ჩემმა მტერმა უცადა”-ს ძახილით
ჰო,აი ზუსტად მაგიტო აღვნიშნე
ქართველებზე ხელჩაქნეული პარკი
ეგ პარკი ამ პოსტს ეხმიანება…
http://sjobs.ge/?p=692#more-692
საინტერესო კადრებია, ფხიზელ გონებაზეც გადავხედავ…. : ))
სგ სგ
მარტოობა და გაუცხოვება
ლამაზი კადრებია, განსაკუთრებით ერთ-ერთი ღამის კადრი ქუჩაში, სადაც სიჩუმეა
ხმა რატომ დახტოდა ხან მარჯვნივ ხან მარცხნივ ვერ მივხვდი (“ნაუშნიკები” კი ვაწვალე)
მე მგონი ეგ იმისი ბრალია, რომ ზოგი ხმა კამერით ჩავწერეთ, ზოგი – ბუმით. “აფსუს, ლაფსუს” ჰქვია მაგას და “შეცდომებზე სწავლობენ”-ის გამოთქმა ამართლებს შეძლებისდაგვარად
რომ გენახა რამხელაზე გამიფართოვდა თვალები ახალი პოსტის დანახვაზე
ასე რა, კაცო, გაგვახარე ხოლმე! :>
ლაზიერის და მოხუცი ქალის დაკავშირება ულამაზესად მეჩვენა <3
“ჭადრაკის დაფად ქცეულ მიწაზე…” – ჰქვია მაგ კადრს
და რა დაგიწერეს ამ ფილმში? ვუყურე და მინდა გითხრა, რომ მშვენიერი ჩანახატია და ემოციებს აღძრავს, თუმცა მეტისმეტად სიუჟეტურხაზიანია და ვერ გავიგე რისი თქმა უნდოდა რეჟისორს. ასე რომ დოკუმენტურ ფილმს თ დაარქმევთ ამას.. ეე.. მოდი არ დაარქვათ რა. :*
ჯერჯერობით შედეგი არ ვიცით
იყოს ვიდეო – რა პრობლემაა, მით უფრო, რომ “რეჟისორიც” ხმამაღლა ისმის
იდეა მომეწონა მონტაჟი არა…
ასეთი ვიდეო იტალიაზეც მაქ ნანახი
კარგია, მაგრამ 10-ზე მაინც არ არი შესრულებული მე 8-ს დაგიწერდი. თუმცა მე რომ მომცე ასეთი დავალებაბა 0-ზე შევასრულებ, მე და კამერა შორს ვართ ერთმანეთისგან.
დავითრგუნე!
გამიხარდა ახალი სტატია და ტანაც მოკლე ინტერვალით იყო ძველისგან დაშორებული
ჰო, რაღაცნაირად დაემთხვა
იქნებ ღმერთი გამიწყრეს და შევინარჩუნო როგორმე ეს ინტერვალი მაინც :”>
ბექა თეატრალურში სწავლობ? მეორე კორპუსში ვხედავ ხოლმე ადამიანს რომელიც შენ გგავს
ტაააკს:






1. რამდენი კადრი დადგი?
2. პანორამაზე “სკაჩოკი” იყო და არც გასწორებული ყოფილა
3. დეტალები რატომ არ გადაიღე, თუნდაც ის, თუ როგორ ღეჭავს დაცვა კევს. მარტო ერთი რაკურსით გაქვს გადაღებული და ეს “აშრობს” გამოსახულებას
4. კარგად დალაგებული კადრები გაქვს და მომწონს!
5. ფერებიც!
6.შუქ-ჩრდილებიც!
7. მეტი სიცოცხლე შეიტანე კადრში. ძაან ნუ მოკლავ და ნუ გაასტატიკურებ.
8. ნამეტან გრძელ კადრებს აღარ ვართ
9. გეტყობა, რომ ფოტოკადრებით აზროვნებ, რაც გამოსახულების ხარისხსაც ეტყობა და მასში განლაგებულ ფიგურებს. გინდა ყველაფერი ერთ ჯერზე მოაქციო, მაგრამ კინო იმისთვისაა, რომ დეტალები შეგიძლია, ცალ-ცალკე გადაიღო და მიაწყო გვერდიგვერდ. ასე აქცენტს უფრო გააძლიერებ. თუუუუმცა, მაშინ ყველა კადრზე ეგრე უნდა მოიქცე. შენი გადასაწყვეტია, რა
10. დემონტაჟის კადრებს, მეგონა, მშენებლობისა მოყვებოდა
11. კადრების ესთეტი ხარ :p ორჯერ ჩამომეძინა
12. ძალიან კარგი ხარ და დანარჩენს მერე გეტყვი, როცა პირადად გნახავ – უფრო მეტ დადებითს
1. დადგომა უხეში სიტყვაა – ერთი-ორგან იცოდნენ რომ ვიღებდით



2. ვიცი კი – მაგრამ სკაჩოკამდე იმდენად ცოტა ხნით ჩანდა, რომ კადრის გაწირვა გვიწევდა სხვა შემთხვევაში ან ძალიან გაფუჭება
3. წარმოდგენა არ მაქვს
4. იეს!!
5. იეს!!
6. იეს!!
7. კონცეფციაში არ ჯდებოდა ძალიან ცოცხალი კადრები :>
8. ერთგან იყო ნამეტანი გრძელი – როგორც ის მოხუცი იტანჯებოდა, ჩვენც ისე უნდა დავტანჯულიყავით :>
9. ჰო, ეგ არის – ბევრი კადრი გვინდოდა, მაქსიმალურად და ერთზე დიდხანს ვერ გავჩერდებოდით :> ისე ეს მესამე პუნქტსაც ეხმიანება :>
10. ძალიან ბევრი მშენებლობა გამოდიოდა და :”>
11. ეს კარგი იყო თუ ცუდი ვერ მივხვდი
12. შევხვდებით სადმე – ვაგზალზე, მატარებლის ზღურბლთან :>
ზურიუს გვესროლე!!! ფლზ SHOT us უბრალო მოკვდავთ…
მე მომწონს! <3
მე მომწონს, რომ მოგწონს
მომეწონა მომეწონა, გილოცავთ
რა კარგია! რა კარგია! გმადლობ! :>
ძალიან მომწონს შენი ბლოგი. ნელ–ნელა ვკითხულობ.:) რაც შეეხება ამ დოკუმენტურ ფილმს. ვთვლი, რომ პირველი ცდისთვის კი არა საერთოდ კარგი გადაღებულია, არ მომბეზრდა ისე ვუყურე ბოლომდე. მარტო ჩინელები შემეცოდნენ დაუკითხავად, რომ იღებდნენ და მგონია ამის გამო თავს უხერხულად გრძნობდნენ მეთქი.
მოკლედ კარგი იყო. წარმატებებს გისურვებ!
არ ვიცი შეიძლება მე ვერ ჩავწვდი, მაგრამ რაღაც ისე არ მომეწონა,როგორი მოლოდინიც მქონდა…ქალაქის ხალხმრავლობა რომ მარტოობას იწვევს ეგააა ჩემი აზრით მნიშვნელოვანი და არა ისედაც ცარიელი ქუჩები…
მგონია პოსტების წერა გაცილებით უკეთ გამოგდის…:):):)
p.s. ლაზიერის ასოციაცია მართლა კარგი იყო..
მჩხაპნელო პაროლინგში უნდა მიშველო 82 ტურში თორე ავიკიდე უკვე ინსომნია
რა კარგია თანდათან უახლოვდები ჩემ დიდი ნის ოცნებას, “ვიდეო ბლოგებს”
SHOOT-ს ვწერდი, ბლია!!!
მმ ხმაურიანი ფილმია
ტემპს ნუ დააგდებ ხშირად დადე პოსტები. თუ მუზა არ მოგდის გამოაცხადე მაინც და დაგელოდებით მორჩილად.
ზღვაში წვეთი კომენტარები არ მიყვარს, მაგრამ შეიძლება შენთვის მნიშვნელოვანი იყოს ასე რომ მაინც ვწერ ჩემ დადებით შეფასებას. მომეწონა, ნამდვილად კარგი კადრებია (შინაარსობრივად) დანარჩენში ჯერჯერობით ნაკლებად კომპეტენტური ვარ. რაღაც შეფერხებები შევატყვე მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი OK-ია!
მაკონდოოო დაა გარსიაა ჩემი სიყვარულიია :>
ტავისიი წიგნებიანად:P
მომეწონა, ძალიან : ))
აზრს ვერ მივხვდი
საღოლ………………..