ეჰ, ჟიური, ჟიური…

“შენ იყავი ჟიურიში…”ქართული წყევლა

ჟიურის საქართველოში იშვიათად უმართლებს. ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, მისი გადაწყვეტილებით გამარჯვებულის (და მისი საახლობლოს გარდა) ვინმე ბოლომდე კმაყოფილი რომ დარჩეს. შესაბამისად, მყისიერად ჩნდება  ”ამ ქვეყანაში ყველაფრის ჩაწყობის” თეორია, “არაკომპეტენტური”-ს იარლიყი – ჟიურისათვის და სახის ისტერიკული ხოკვის ფონზე ვინმესთან გულის მოოხების სურვილი.

არ მიყვარს მარცხსშეუგუებელი ადამიანები რომ გამოხტებიან და წაგების მიზეზს მხოლოდ ჟიურიში ხედავენ ხოლმე, მაგრამ მომიწევს.

ცოტა ხნის წინ “IREX”-მა მედია ინოვაციების ბანაკი “გახსნა”, რომელშიც რამდენიმე უნივერსიტეტი მონაწილეობდა. კონკურსის მიზანს კი ინდივიდუალურ თემებზე ორ დღეში რაიმე ინოვაციური, კრეატიული, არასტანდარტული და ახალმედიური პროდუქტის მომზადება წარმოადგენდა. “ჟიურიში ისეთი ჟურნალისტები იქნებიან და იმდენი აქვთ ნანახი, თქვენ ახლა იმათ სტანდარტული ჟურნალისტური სიუჟეტებით ვერ გააკვირვებთ, რამე ახლებური მოიფიქრეთო” – პრეზენტაციაზე გვითხრეს. თან თემაც ისეთი შეგვხვდა –  ”ურბანული გარემო თბილისში” – ბედნიერებით აღტკინებას მთელი დღე რომ ვერ ვმალავდით.

თუმცა, სიუჟეტების ჩვენებაზე აღმოჩნდა, რომ სახელდახელოდ შერჩეულ ჟიურის (რომელმაც, მგონი, საერთოდ იქ გაიგო, რისთვის იყო მოსული) არასტანდარტული, უხალხისუაზროგამოკითხვო, უსინქრონო და კეთილმოწყობისსამსახურისვინმეთანამშრომლისშაბლონურუუინტერვიუო ვიდეო გულს საერთოდ არ მოეფონა.

ორგანიზატორმა სხვა მოითხოვა, ჟიური – სხვას ელოდა. მოკლედ, კონკიაჟღარუნას რომ ეუბნება დედინაცვალი: “პური შენც ჭამე, ძროხასაც აჭამე, გამვლელსაც მიეცი და სახლშიც მთელი მოიტანეო” – რაღაც ისეთი სიტუაცია გამოვიდა.

"U R BANNED" - ურბანიზებული

განსაკუთრებული ვნებათ(ან უბრალოდ)ღელვა, ხუთწამიან კადრში ჰიგიენური საფენის გამოჩენამ გამოიწვია – მშვიდობის ხიდს რომ ადარებს ყველა, აი, იმის. როგორ გავბედეთ! ჩვენთან ხომ მასწავლებლები საპირფარეშოში არ დადიან და არც სექსი იყო საბჭოთა კავშირში. იმას არა უშავს, ქალების მთელი არმია “მო-ოდური… დამცავი ფენა. მოდი, ნახე, რო-ოგორ იწოოოოოვს… ხუთვარსკვლავიანი დაცვა მთელი დღე და კარგი განწყობა”-ს რომ მღერის და საფენების რეკლამა ყოველ მეორე ჭრაში თითქმის ყველას სახეზე გვაქვს აფენილი.

ისე, როდესაც სამი ვიდეოდან ორში ხმა ფაქტობრივად არ ისმის და ამის მიუხედავად, ჟიურის არც ერთ წევრს არ უჩნდება მათი მეორედ, თუნდაც ლეპტოპში ცალკე ნახვის სურვილი (გადაწყვეტილების მიღებამდე), ეს, რაღაც მხრივ, კონკურსისადმი “ოდნავ უდიერ დამოკიდებულებაზეც” უნდა მეტყველებდეს.

მე, რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ ჩვენი ვიდეო უნიკალური, საოცარი, წარმტაცი, ამღაღადებელი და ცაში ხელების ამპყრობი იყო. თუმცა, კონკურსში, სადაც სტანდარტული ჟურნალისტიკიდან გასვლას, ინოვაციას და კრეატიულობას ითხოვენ, წესით არ უნდა იმარჯვებდეს სიუჟეტი (თემით: “შოპინგი თბილისში”), სადაც ერთადერთი ის ხდება, რომ გოგო ტანსაცმლის საყიდლად მიდის და დანარჩენები მის ხარჯებს დეტალურად ითვლიან (“ჯიპას” მაგისტრანტებს არაფერს ვერჩი, კონკურსის კრიტერიუმებს ვგულისხმობ). მით უფრო, რომ რაიმე ჟურნალისტური ან ინოვაციური არც აქ ყოფილა რამე და ერთ ჭაღარა, თმაგაწეწილ კაცს თუ დავიმოწმებთ, სამყაროს მსგავსად, კონკურსებშიც ყველაფერი ფარდობითად უნდა წყდებოდეს.

არა, იმას არ ვამბობ, რომ ჟიური არაობიექტური ან არაკომპეტენტური იყო (სითავხედე იქნებოდა, ჩემი მხრიდან), მაგრამ დღევანდელ შედეგს ჩემთვის “უსამართლობა” ეთქვა და “ვინმეს განაწყენების შიშით” გაჩუმება ვეღარ შევძელი. სხვა თუ არაფერი, როდესაც კონკურსში სრულ თავისუფლებას გაძლევენ (რა თქმა უნდა, ჟურნალისტური სტანდარტების დაცვის ფარგლებში), სატირას გააკეთებ, ცხვარს მომწყემსავ, ნემსის ყუნწში გაძვრები, აქლემს მოიპარავ  თუ მაღაზიაში ტანსაცმელს იყიდი – უკვე კონკურსანტის გადასაწყვეტი უნდა იყოს.

ჟიურიც ხანდახან ორგანიზიტორებთან კოორდინირებულად თუ იმოქმედებს და კონკურსის პრინციპს (ან წესებს) უკეთ გაეცნობა, არც მაგით უნდა დაშავდეს რამე. ჩვენ კი საფენის ხუთწამიან კადრზე უარესი არაფერი გვენახოს ქართულ ტელევიზიაში.

პ.ს: დიდი ეჭვი მაქვს, რომ სოციალურ მედიას ჩვენთან “ახალი” კიდევ დიდხანს ერქმევა.

გამარჯვებული ვიდეო:

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
38 Responses
  1. ბექა, სად ცხოვრობ, შვილო, შენ?

  2. :D
    რა გამახსენდა იცი?
    მე3 კურსზე (და ეს იყო საკმაოდ დიდი ხის წინ, ალბატ 2001 ან 2002 წელს), აბორტისა და პროსტიტუციის დეკრიმინალიზაციის თემაზე მოხსენებას რო ვაკეთებდი უნივერსიტეტსი და ზოგიერთებს რომ ლოყები აუფაკლდათ :D ანუ , სიტუაცია დიდად არ შეცვლილა :)

    • მჩხაპნელი says:

      :D სიტუაციის შეცვლაზე რა გითხრა, მაგრამ აი, იმ ხიდისთვის რომ შეეცვალათ მეტსახელი და “ბალერინას კაბა”, “ფანტელების კორიანტელი” ან “ფარფატა ფარფლები” დაერქმიათ თავის დროზე, ალბათ, ჩვენთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა ^^

  3. ნინო says:

    იაზო ქალი იყო მაგ ჟიურიშიც ხო? :) )))))))))))))))

    • მჩხაპნელი says:

      :D თავზე გადავლის პროცესს ვერ დავესწარი მე, ამიტომ იმავე თავს ვერ დავდებ ვერაფერზე ^^

  4. მან ანუკა says:

    ვეთანხმები ვასასის. მჩხაპნელო, სად ცხოვრობ დაგავიწყდა? ეს საქართველოა და აქ კრიტკა მიუღებელია. “ხიდიც ძალიან ლამაზი გვაქვს” და საერთოდაც, “აქ ყველაფერი კარგი ხდება”. ამიტომაც, ჯობდა შენც შოპინგზე გაგეკეთებინა სიუჟეტი–უმტკივნეულო თემაზე, სადაც აქცენტი მხოლოდ იმაზე გაკეთდებოდა, როგორი კარგი სიტუაციაა ქალაქაში, ხალხმა ფული სად დახარჯოს, აღარ იცის… =))))

    • მჩხაპნელი says:

      :D თემა შეგვხვდა – “ურბანული გარემო თბილისში” :) პრინციპში, აქ კრიტიკაზე არ ყოფილა აქცენტი იმდენად, რამდენადაც იმაზე, რომ თბილისში ხიდთან დაკავშირებით გავრცელებული ასოციაციის ილუსტრირება მოვახდინეთ :) არაეთიკურიაო :S

      • Dv0rsky says:

        ორგანიზატორებმა მოითხოვეს ორიგინალური ნამუშევარი.
        მაგრამ ისიც იყო ნათქვამი, რომ ეს უნდა ყოფილიყო ჟურნალისტური ნამუშევარი, რეპორტაჟი, რაც გინდა ის დაარქვი.

      • მჩხაპნელი says:

        კი, უბრალოდ აქაც ფარდობითობის პრინციპი მოქმედებს. შეიძლება წმინდა ჟურნალისტური ნამუშევარი არ იყო, მაგრამ რა დოზითაც გამარჯვებულ სიუჟეტში იყო რეპორტაჟი, არანაკლები დოზით იყო ჩვენთანაც. მათ გადმოცემის პირდაპირი ფორმა არჩიეს, ჩვენ – რეალობის ამსახველი სატირული ინსცენირება, მხოლოდ ჟურნალისტური სტანდარტების ფარგლებში :)

        პრინციპში, ორგანიზატორებთან მადლობის მეტი რა გვეთქმის – ფოტო და ფლიპკამერა ასე მარტივად არსაიდან მოდის – უბრალოდ, ჟიურის მიდგომაზე დამწყდა გული (სუბიექტურად) და ვერ დავიტიე მარტო ჩემში : )

  5. Dreamar says:

    სად შეიძლება ამ ვიდეოს ნახვა? ძალიან მაინტერესებს :)

  6. ქეთი says:

    მოკლედ ამ ხალხისას ვერ გაიგებ: სახეში შეფურთხება ხელოვნებაა, ერთი საეჭვო ესთეტიკური ღირებულების მქონე ხიდის ჰიგიენურ საშუალებასთან შედარება არაეთიკურია, ჰოლივუდის ჭ კლასის ბლოგბასტერის კრიტიკა– სამშობლოს ღალატია……სად მიგვიყვანს ასეთი ლოღიკა ნეტაა????

  7. გიორგი says:

    მისულები ვართ უკვე :) მთავარია დროზე გამოვტრიალდეთ

  8. უკაცრავად says:

    რაღა დაგიმალოთ და არ მომეწონა ეს ვიდეო, სხვა ვიდეოები არ ვიცი, მაგრამ ერთ-ორ მიგნებულ ფრაზას თუ არ ჩავთვლით, ვერავითარი ღირებულება ვერ დავინახე, გარდა მარტივი სარკაზმისა.

    • ისევ სხვებთან შედარების პრინციპს გავიხსენებ, თორემ 6 საათში რომ ძალიან ღირებული რამე ვერ გაკეთდებოდა, კი ვიცი :)

  9. ადამიანი says:

    ბექა თემქაზე რა ადგილას ცხოვრობ ბექა? იმიტო გეკითხები, რომ მეც თემქაზე ვცხოვრობ.

  10. Snitch says:

    საინტერესო იქნება გამარჯვებული ვიდეოს ნახვაც :)
    ამოიღლიავებაზე მაგარი ვიცინე :)

  11. hexe says:

    პეროს სცენის გაკეთება უკეთესად შეიძლებოდა :)

  12. hexe says:

    და კიდევ გამარჯვებული ვიდეო დაიდოს :)

  13. bex says:

    : ))))))))))))))

  14. ადამიანი says:

    მე მეხუთეს ქუჩას დაბლა რო ჩაუყვები 9-იანებში ვცხოვრობ 26=ე კორპუსში ასე რომ ახლოს ხარ.

  15. კეთილმოწყობისსამსახურისვინმეთანამშრომლისშაბლონურუუინტერვიუო ვიდეო

    ….მომწონს ასეთი კომპოზიტები :)

  16. hexe says:

    მე ვარ ობიექტური devilsmile
    რადგან თემა იყო ურბანული გარემო თბილისში
    ანუ თემა იყო თბილისი
    ვიდეოში (მხოლოდ) თბილისისთვის დამახასიათებელი პრობლემები უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი
    ეს კი მგონი თქვენმა ვიდოემ უკეთ მოახერხა.
    გამარჯვებულ ვიდეოს რაც შეეხება, რა ვიცი მგონი ძონძები, ბაზრობები და იაფი მაღაზიები სხვა ყველა ქალაქშიც არის.

  17. dj-guro says:

    ბჯოუ, ამ გამარჯვებულ ვიდეოზე მუსიკა მაინც დაედოთ ვარდისფერი პანტერადან, მომენტებში მაგარი მოსაწყენია. ზატო ფეხები ჩანს. პრინციპში თქვენი ვიდეოდან აზრი კი ვერ გამოვიტანე, მარა ზატო ჯიგრული ვიდეოა და სიცოცხლე იგრძნობა და კრეატიულობა.

  18. Tamu says:

    ბექა!ძალიან,ძალიან გთხოვ მამა–შვილ ივანიშვილებზე დაწერე რა რამე სტატია,ისეთი შენ რომ იცი,პლიზზზზზზზზზზზ ;( hah

  19. MARIO DEL MONACO says:

    დღეს 24-ია ეს პოსტი 2 შია დადებული მე მგონი შენს მუზასთან საჩხუბარი მაქვს

  20. MARIO DEL MONACO says:

    დღეს 24-ია ეს პოსტი 2 შია დადებული მე მგონი შენს მუზასთან საჩხუბარი მაქვს.

  21. obladi says:

    უკვე 28 დღეა შემოვდივარ ახალი პოსტის წაკითხვის იმედით..

  22. კიწი says:

    ეჰჰ ბექას აღარ ცალია ჩვენთვის,უბრალო მოკვდავებისთვის ;( ;( ;(

  23. WARNING! says:

    პირველად შემოვედი ამ საიტზე და ძალიან მომწონა, მასე გააგრძელეთ საღოლ )

  24. იყო და არა იყო რა says:

    სალამი : ))) რკინის ქალამნები ჩავიცვი და სადაც გამiცვდა იქ შემთხვევით ეს გვერდი აღმოვაჩინე : ))) ძალიან კარგად წერ, მომეწონა… განსაკუთრებით მადლობა : “პური შენც ჭამე, ძროხასაც აჭამე, გამვლელსაც მიეცი და სახლშიც მთელი მოიტანეო” <<< ამ ფრაზისთვის :D ვამბოდი მეც ამას ხშირად და რაც მივხვდი რომ მამაჩემის გარდა ვერავინ ვხვდებოდა რაზე ვსაუბრობდი შევეშვი :D და რაღაცნაირად მესიამოვნა რომ წავიკითხე…
    ტაშოვაციაშექებისგამომხატველისიტყვა.

Leave a Reply

Current month ye@r day *