იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყვნენ თანამედროვე ბავშვები, რომლებმაც ტექნოლოგიების გამო ზღაპრები საერთოდ გადაივიწყეს…
I თავი
პისტოლეტი აიღო, საფეთქელზე მიიდო, თვალები დახუჭა და სასხლეტს თითი გამოკრა.
II თავი
დაასტატუსა „წავალ, თავს მოვიკლავ და მოვალო“. ასეც მოიქცა.
III თავი
თავი კარადის ქვეშ შეყო და ოთხივე ფეხი მოახერხა.
IV თავი
მატარებელმა ისე გადაუარა კისერზე, არავის არაფერი უგრძვნია.
V თავი
სახურავიდან აგური ჩამოაგდო, თვითონ მოკლე გზით წამოვიდა, დაბლა დახვდა და თავი შეუშვირა.
VI თავი
ბანკიდან დიდი კრედიტი გამოიტანა.
VII თავი
თავი ლომის ხახაში შეყო, ცხვირში შეუღიტინა და “სტო ტიშის” თქმაც ვეღარ მოასწრო.
VIII თავი
მერვე თავი.
IX თავი
საბოლოოდ დაფიქრდა, მერე ფეისბუქი გააუქმა – „არ მაქვს ამათი კოცნისსმაილიანი გლოვის თავიო“ – ათას ერთივე საძილე აბი ერთდროულად გადაყლაპა, გადაბრუნდა და მოკვდა.
***
ყველაფერი კი დაიწყო იქიდან, რომ იყვნენ ბავშვები, რომლებმაც ტექნოლოგიების გამო ზღაპრები საერთოდ გადაივიწყეს და მოწყენილობისგან დეპრესიაში ჩავარდნილმა ცხრათავიანმა დევმა ცხრავე თავის მოკვლა გადაწყვიტა.
სამწუხარო რეალობააა ((
და მერვე თავი როგორ მოიკლა?
და მერვე თავი როგორ მოიკლა?