
"ამორძალის ოცნება"
დილით, როგორც კი ავდექი,
პამელამ ყავა მომართვა:
“დალიე, საყვარელოო” -
ალერსიანად მომმართა.
შაქარი აკლდა, ვიხმარე
მასზე კარატეს ილეთი,
შესარიგებლად ვაჩუქე
“ბიტლზის” კონცერტის ბილეთი.
ობამას “დავუმესიჯე”:
“რა დედისგან ხარ შობილი?”
ბუს სამი კვერცხი გავყიდე
ვიყიდე ავტომობილი.
ზარს მიშვებს რონალდინიო
ფულს მომთხოვს ასე მგონია,
ჩვენი ნაკრები ფეხბურთში
მსოფლიოს ჩემპიონია.
ელტონ ჯონსა და მადონას
მივეცი ავტოგრაფები,
ბრიტნი სპირსს გავაწმენდინე
მთელს სახლში ფანჯრის რაფები.
“ევრონიუსი” დავხურე,
არ მომწონს გადაცემები,
კარიბის ზღვაში ჩავძირე
მეკობრეების გემები.

"კარიბის ზღვის ფსკერის დამანაგვიანებლები"
ზუსტად ათ წამში გავტეხე,
“მაიკროსოფტის” საიტი,
თემქაზე დავიბარე და
ვამღერე ბარი ვაიტი.
იმდენი ვურტყი ბინ ლადენს,
ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან,
სარკოზის გადმოვაფურთხე
პირდაპირ ეიფელიდან.
ჯეკი ჩანს ვთხოვე, “ბუტკიდან”
ამომიყოლა ნაღები,
ორივე ფეხზე მეკიდა
სემირამიდას ბაღები.
ამპუტირებულ ვენერას,
კვლავ დავუბრუნე ხელები,
შაკირამ გამიპრიალა
დილისთვის ფეხსაცმელები.

"ან ხელები მომეცით, ან რამე მაინც ამაფარეთ, სირცხვილია!" - ვენერა
ბავშვების ძიძად ჯოლი მყავს,
პირადი მძღოლი – პიტია!
ჯესიკა ალბა გულს მირევს,
იმდენჯერ შემომიტია.
სანტა-კლაუსი გავპარსე
არ დაუჯეროთ, ფარსია!
როლს მთავაზობდნენ, დავცინე -
ვურჩიე ენდი გარსია.
ღამით პამელა მათბობდა
კვლავ ცხელი ყავით, გათოშილს,
ჯერ ინტერნეტში შევედი,
მერე, ბარეღამ, ”ნატოში”.
რაცა ვთქვი, არის სიმართლე
მეტის თქმა არა მინდა რა,
თქვენს დარწმუნებას არც ვცდილობ,
გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა!
კაი იყო
მჯერა
ან დაუჯერებელი რა არის რომ
აუ, მაგარი ვიღადავე
მიხარია ერთობ
რასაც შენ ენდი გლოცააავს : ))))
ოლღასეული დალოცვა არ იყოს მთავარია და…
აი ამის გარდა ყველა მჯერა-
ამპუტირებულ ვენერას,
კვლავ დავუბრუნე ხელები,
სურათში კარგად ჩანს,როგორც დაუბრუნე.ამის მოტყუება რაში დაგჭირდა ესეთ ადამიანს ვერ ვხვდები
http://www.literatura.ge/index.php?composition=252
ამაზე გამახსენდა
სავსებით სამართლიანად გაგხსენებია
ანთაძის მოთხრობები ყოველთვის მომწონდა
(rofl)
(sun)
სმაილი სმაილზე ნაკლები ფრჩხილებმა შეჭამოსო
ნუუუ, თუ ფანკლუბი გყავს, მეც იქ ჩამწერეთ
აღფრთოვანებული ვარ შენი ნიჭიერებით… :X
“სანტა-კლაუსი გავპარსე
არ დაუჯეროთ, ფარსია!”
ამაზე ბევრი ვიხალისე
ბავშვობისდროინდელი ტრავმის შედეგია ეგ, როცა თოვლის ბაბუის არარსებობა აღმოვაჩინე
“სარკოზის გადმოვაფურთხე
პირდაპირ ეიფელიდან”
ხა ხააააააააააააააააააააააა
მეტის ღირსია ეგ “მისტრალით” თამაშის გამო, მაგრამ რას ვიზამ
“თემქაზე დავიბარე და..” მშობლიურ უბანში დაგიბარებია ))
ვზრუნავ თემქის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე
“ჯეკი ჩანს ვთხოვე, “ბუტკიდან”
მაგრამ- “ვიღაც რომ აღიარო, ამისთვის რამეს უნდა წარმოადგენდე” …
ამომიყოლა ნაღები,
ორივე ფეხზე მეკიდა
სემირამიდას ბაღები.” აუ, რაა მაგარი ხარრ! აღარ ვიცი, რა ვქნა! (:D ) ძალიან გამიმართლა, ამ ბლოგს რომ წავაწყდიი… მთელი დღე ვერ მოვწყდი… :> :> ააუ, ააი, უნდა გაღიაროს ვიღაცამ, რაა… გაღიარებდი