
"ყველაფერი კარგად იქნება?!"
hallo, winnie!
რას შვრები? როგორ ხარ? “ამ მთავრობის თათში…” არ მიხსენო ოღონდაც, ბანალურია!
გაემზადე, დღეს რაღაცას ვზეიმობთ, თურმე. სიმართლე გითხრა, ზუსტად არც ვიცით რას და რატომ. მაგრამ არ გკიდია? ჩვენ ოღონდ მიზეზი მოგვცა და მალე წმინდა პატრიკის დღეც რომ აღვნიშნოთ, არც ეგ გამიკვირდება.
სამწუხაროდ, ყოველი წლის ამ დროს გოგრის საჭმელად რომ ვიკრიბებოდით, წელს გადადება მოგვიწევს. საერთოდაც გავაუქმოთ. რაღა დროს ძველი ტრადიციებია, ცხოვრება იცვლება და მაგ გოგრისთვისაც სხვა ფუნქციის მოძებნაა საჭირო.
ზოგი ამბობს, დღევანდელ ღონისძიებას რაღაც ამერიკული დისნეის ფონდი აფინანსებსო. არ უყვართ ეგ კაცი ჩვენთან, ამიტომ შეიძლება მმკ (მიკი მაუსის კრიტიკოსები)-დანაც შემოგვესწროს ვინმე და ყოველი შემთხვევისათვის ჩაფხუტი წამოიღე.
მუხა “მუმლიანში” ვიკრიბებით. ხომ იცი რა ადგილზე არის? თუ არა, განრისხებულ არმიას სადაც დაინახავ, გამოყევი და მოაგნებ. იჩქარე, თორემ ხვალ დილით წირვაზე წასასვლელად ადრე ვართ ასადგომები და თუ დავთვერით, კი მოგეხსენება მერე ჩვენი ხასიათი…
“გასვეტებული” გოჭუნა პიტაჩო და როკერი ჩოჩორი ”YO YO“
ძაან მაგარია :-)
აშკარად აღშფოთებულისმაგვარი ვიყავი ამ დღეს, ახლა რომ ვუკვირდები
ვაფასებ შენს კრეატიულობას hallo winnie ცოტას თუ მოაფიქრდებოდა ასე.
იმდენჯერ ახსენეს მაშინ ეგ სიტყვა და იმდენად აქტუალური იყო, რომ შემომეშალა თავისით მისი ინგლისური ვარიანტი
კარგია!
მუმლიანი მუხა განსაკუთრებით
ეს ის არის, რაშიც ზუსტად ვიცით (ვაჟას “არწივისგან” განსხვავებით)რა იგულისხმებოდა
მომწონს. ორიგინალურია : >
მცდელობა იყო, ყოველ შემთხვევაში
როკერი ჩოჩორი ”YO YO“
“იო იო”-ზე (ზუსტად არ მახსოვს ასეთი ორმაგი სახელი ერქვა თუ ერთმაგი) პირველად ეს ასოციაცია გამიჩნდა
“გასვეტებული” გოჭუნა პიტაჩო
ჩვენ ყველანი “ნინჩოების, თიკჩოების, ლუკაჩოების და ჩოთა მათთა” ეპოქის შვილები ვართ
“გასვეტებული” გოჭუნა პიტაჩო და როკერი ჩოჩორი ”YO YO“. ეს რომ არ წამეკითხა ჩავთვლიდი მთლად მჩხაპნელისეული “დუხი” ვერ მოიტანა ამ პოსტმათქო, მაგრამ ბოლოს მოიტანასავით
რაღაც ახლა რომ გადავხედე, მეც აღარ მომეწონა
აი, რას შვრება დრო
არადა, რომ დავწერე, მაშინ ასე არ ვფიქრობდი და მეგონა, რაღაც სიმბოლოებით მქონდა გატენილი