“მრცხვენია ჩემი ორიენტაციის”, ანუ, გულწრფელი აღიარება…

ფანტაზიამ პოსტთან უფრო მეტად შესაბამისი სურათი ვერ მოძებნა, მიუტევეთ
“ფანტაზიამ პოსტთან უფრო მეტად შესაბამისი სურათი ვერ მოძებნა, მიუტევეთ”
ყოველგვარი პომპეზური შესავლის გარეშე, ბლოგოსფეროში ბოლო დროს გავრცელებული თამაშის ჩემეული ვერსია:

მიყვარსროდესაც ხატის წინ, ანთია წმინდა სანთელი;
ვოცნებობ2012 წლის 22 დეკემბერს დავამთქნარო, დავაცემინო, გავიზმორო ან პურის საყიდლად წავიდე;
ვფიქრობ – აქ რა დავწერო…

მძულსფაღარათის სამკურნალო წამლის რეკლამა, ხვნეშია მამა საპირფარეშოდან სანთლებს რომ აქრობს…
ვ-ნანობ -  ნანი ბრეგვაძეს;
 

პოლე ჩუდესის მერე ჩნდებოდა ეს ამაზრზენი არსება...

"პოლე ჩუდესის" მერე ჩნდებოდა ეს ამაზრზენი არსება...

 მენატრებაის დრო, ტელეკომპანია “ВИД”-ის ლოგოსი რომ მეშინოდა;
მსურს – თემქა სამყაროს ცენტრად გამოაცხადონ;
მაღიზიანებს – კაცები, რომლებსაც ცალი ხელით აწეული მაიკა უჭირავთ და მეორეთი ბანჯგვლიან მუცელს იფხანენ;
მეშინია
გუდიანი ბუების;
 ვიცი – რომ სოკრატემ იცოდა, რომ არაფერი იცოდა;
არ ვიცი – ლაპარაკი “ლენინა”-ს თქმით რატომ დავიწყე;

შემიძლია -  ყველაფერი, შეუძლებლის გარდა;
არ შემიძლია
ზედიზედ 9 სუდოკუს ამოხსნა;
ვმეგობრობ
ძირითადად ადამიანებთან;
ვაპატიებ – ღალატს (აბა სხვა ყველაფერი ბანალურია);
в ტირი
იშვიათად მიმართლებს;
ვიცინი
კარგი მსახიობია, განსაკუთრებით მომწონს “კავკასიელ ტყვე ქალში” ;

ვიცინი(თ)

"ვიცინი(თ)"

ვეძებ -”google”-ში;
ღირსი ვარ – ანჯელინა ჯოლიმ დამირეკოს და სიყვარული ამიხსნას;
ვკარგავ -  ყველაფერს, რასაც გახვრეტილ ჯიბეში ჩავიდებ;
მშურს – ჯესიკა ალბას საბნის;
ვე-მალები – ნებისმიერს, ვისაც მალა დააკლდება (თუ დაჭირდა);
ვემტერები – კოღოთა მოდგმას;
მაინტერესებს – ამხელა ანკეტას ბოლომდე ვინ წაიკითხავს;
არ მაინტერესებს – რას ფიქრობს ელტონ ჯონი ჩემზე;
მახსოვს – რას ვფიქრობდი მე ელტონ ჯონზე, სანამ ეთიკურობის შესახებ შევიტყობდი; 

ელ ტანჯული

"ელ ტანჯული"

მრცხვენია – ჩემი ორიენტაციის;
უარვყოფ – შემოთავაზებას შევიმეცნო ნამდვილი ღმერთი;
ავადვმყოფობ – კვირაში ორჯერ: სამშაბათს და ხუთშაბათს;
ვმალავ - თვალის გუგებს, როცა მძინავს;
ვინახავ - დიდი რაოდენობით ფულს, საქართველოს ბანკის ანგარიშზე 4450 0098 7743 5122, პაროლია: ccz67BKr;
მწამს – თქვენი პატიოსნების;
მიკვირს –  რატომ იფიქრეთ ზემოთ მაინცდამაინც სექსუალური ორიენტაცია! :) პოლიტიკური ვიგულისხმე :)
მიხარია - რომ ასეთი გულკეთილი და სათნო საფეხბურთო ნაკრები გვყავს;
ვჭორაობ – (როცა) მეტი საქმე არა მაქვს;
ვდარდობ -  ჰექტორ რაულ კუპერის სათუთ ფსიქიკაზე;
ვამაყობ – რომ “თბილისური love story”-ს პრომომ ვერ მომატყუა;
ვეფერები – იაფად, ბინაზე მისვლით;
მსიამოვნებს – “ნავტიზინი” როცა გაციებული ვარ;
მესიზმრება - გადამდგარი სააკაშვილი (სახალისო სიზმარია);
ვეწევი - ანტინიკოტინულ კამპანიას საზოგადოებაში;
მწყინს – ძირსნაყარი პროდუქტები;
ვხარჯავ - ელექტროენერგიას, თუნდაც ამ სიტყვა “ელექტროენერგიის” აკრეფვის დროს;
ვღალატობ – ჯერ რა დროს ცოლია;
ვკამათობ – როდესაც ჭეშმარიტების ბებიაქალობა მსურს;
ვუხეშობ – “Enter”-თან მიმართებაში, ვურტყამ ხოლმე;
ვუსმენ –  რაც კომპიუტერში მაქვს;
ვყოყმანობ – “ჰოპლა” გადახტომამდე დავიძახო თუ მერე;
ვკითხულობ – ჟურნალ “რეიტინგსაც” კი;
ვამზადებ - აბიტურიენტებს ფსიქოლოგიურად;
ვუ-ყურებ – ვან-გოგს;

"ჩემი ყური ხომ არ გინახავთ?"

ვკლავ – მხოლოდდამხოლოდ დროს;
ვცხოვრობ – ოთახებში;
ვცემ - ბუკს, ნაღარას და ბოლთას;
ვყვირი – როცა მეცხრე სართულზე მცხოვრებ მეგობარს დაბლიდან ვესაუბრები;
ვმღერი – გულში;
ვასრულებ - გარშემომყოფთა სურვილს, მხოლოდ გულში ვიმღერო;
ვმკურნალობ – წამწამების გადახლართვას;
ვერიდები – მთვრალ და მსუქან ბიძასთან ჩახუტებას, როცა ასლოკინებს;
ვთამაშობ – მავანთა ნერვებზე (ხანდახან);
ვიტყუები – გაწითლებამდე;
ვეთაყვანები – იხ. “ვჭორაობ” (“როცა”-ს გარეშე);
ვგიჟდები – ადამიანზე, ვინც პარიზის ორკაციან და ერთკვირიან საგზურს მაჩუქებს;
ვაგროვებ – ქაღალდის ლარიანებს და ორლარიანებს, ოდესმე ძვირად გავყიდი;
ვეჭვიანობ – ბრედ პიტზე;
“ვკაიფობ” – სამარხვო აჭარული ხაჭაპურის არსებობაზე;
ვიზიდავ – კოღოებს და უსიგარეტო მწეველებს, ფრაზით: “სიგარეტი ხომ არ გაქვს?”;
ვა,ლამა,ზებ – რა?
მაპატიეთ - მზაკვრული სათაურისთვის, აბა ისე ამას ბოლომდე ვინ წაიკითხავდა? :)

პ.ს: ამ ანკეტის შესავსებად ვერ მოვიფიქრე ვინ გავწირო და ვისაც გინდათ დაი-თა(ნ)გ-ეთ თავი თქვენი სურვილით :)

 

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
53 გამოხმაურება
  1. max14characters says:

    ვხსნი – საქციელს, ჯადოს, ნოკიას კოდს, პიროვნებას

  2. Snitch says:

    აპპლაუდ :)

  3. c. says:

    ბღავო! ჯერ არც ერთ ბლოგზე არ წამიკითხავს ეს ანკეტა სათაურს ქვემოთ :) )) და აქ წავიკითხე თავიდან ბოლომდე!

    და რატომ შემოვედი, საერთოდ, რატომ დავინტერესდი მომენტალურად (მართალი გითხრა, სათაურს იმდენად არ მივაქციე ყურადღება რამდენადაც…): მგონი ყველგან ამ შეკითხვით იწყება, ეს ანკეტა, ხო? – “მიყვარს. და ყოველ ჯერზე, როცა კი ბლოგროლზე ვინმეს შევსებული ანკეტა ვარდებოდა პირველ გვერდზე და თვალში ეს სიტყვა – “მიყვარს” – მხვდებოდა, მომენტალურად მომდიოდა ენაზე, ხელებზე, კლავიატურაზე სიტყვები: როდესაც ხატის წინ ანთია წმინდა სანთელი :) ) და წარმოიდგინე, რა მომივიდოდა უცებ ჩემს უკვე რამდენჯერ გაფიქრებულს რომ დავინახავდი ბლოგროლის პირველივე გვერდზე :) )) მაგრა ვიკაიფე, შემოვედი და ბოლომდე წავიკითხე კიდეც :)

  4. Dianiko says:

    P.S. “Despite the publicity generated by the 2012 date, Susan Milbraath, curator of Latin American Art and Archaeology at the Florida Museum of Natural History, stated that “We [the archaeological community] have no record or knowledge that [the Maya] would think the world would come to an end” in 2012.” (http://en.wikipedia.org/wiki/Mesoame…lendar#Summary)

  5. თეთრი მოლაპარაკე ძაღლი says:

    მოდი აქ ჩემო ყველაზე მალალეტკა ინტელექტუალო ჩაგეხუტო >:D<

  6. uahahahahhahah!!! ყველგან წავიკითხე მარა კომენტარებიანად ასეთი სიამოვნება არც ერთ ბლოგზე არ მოუნიჭებია!!!
    ბრავო!

  7. Mchxapneli says:

    c. – მხოლოდდამხოლოდ პირველ ჯერზე გადის წინასწარ კონტროლს, მერე სადავეებს ვკარგაც მე :) რაც შეეხება აკაკის, რატომღაც მეც პირველი ეგ მომივიდა თავში, თავისით ძალდაუტანებლად :) მით უკეთესი თუ სათაური დაჩრდილა და მისი ფუნქცია შეითავსა :)

    დიანიკო, მეც არ ვფიქრობ, რომ ეს სერიოზულად უნდა მივიღოთ და უფრო წინასაფილმე აჟიოტაჟი მგონია. მით უმეტეს,რომ პოსტ სკრიპტუმმა მაინცდამაინც ფილმის პრემიერას დაამთხვია ამ თემაზე სიუჟეტის გაშვება :) უბრალოდ, როცა მაგას ვწერდი, მაშინ გადიოდა “პ.ს”-ს ანონსი და მეც ამ ფორმით ჩავსვი :)

  8. Mchxapneli says:

    თეთრო მოლაპარაკევ :) (ბოლო სიტყვას შეგნებულად არ ვიყენებ)

    სანამ ჩავეხუტებოდეთ, იქნებ მითხრათ სად გაქრით თქვენი მეორე იდეიანად? :)

    max14characters – და ლიმონათის ბოთლს თვალით, ან წინა ორი კბილით :)

    ლილიან, snitch – “всегда рад” :)

  9. zurriuss says:

    ორიგინალური, გონებამახვილური და, მოკლედ, ჭკვიანი ადამიანის დაწერილია. ჰოდა +1 ქულა ჩემგან. იმედია, ვინმე დებილი არ გააბათილებს, როგორც ბლოგროლზე ჩვევიათ ხოლმე :|

  10. Andy says:

    ჰეეე …. ძალიან კარგი ანკეტაა , პოლე ჩუდესის ლოგოზე მეც ცუდი შეგრძნება მქონდა , საერთოდ რამ გაგახსენა ეგ ლოგო :mrgreen:

    სამარხვო აჭარული ხაჭაპური უკვე კურიოზია …

  11. vasasi says:

    ავადმყოფი ხარ.. :D
    კი არა, კარგი ბიჭი ხარ შენ.. :) )

  12. Taa says:

    მაღიზიანებს – კაცები, რომლებსაც ცალი ხელით აწეული მაიკა უჭირავთ და მეორეთი ბანჯგვლიან მუცელს იფხანენ;

    აბსოლუტურად გიერთდები, მე არა მხოლოდ მაღიზიანებენ, არამედ მძულს ეგეთი არსებები

  13. nino says:

    ბლოგს ხომ ვუხსენი ჩემი გრძნობები, ახლა დროა, მის მფლობელსაც გამოვუტყდე სიყვარულში:) შესანიშნავია, არ ვიცი, რა ვთქვა. აქ წესით კომპლიმენტების კორიანტელი უნდა მოვაყოლო. ძალიან მომეწონა.

  14. Blackiii says:

    :D ხეხეხე :D მაგარი კაცი ხარ :D

  15. რაც არ უნდა დაგერქმია, მაინც ბოლომდე წავიკითხავდი. საღოლ ძმა, მაგრად ვხალისობ შენს პოსტებზე ;)

  16. qet says:

    სერიოზული ანკეტაა :) )) ვაგროვებ ქაღალდის ლარიანებს:))ვცემ ბუკს, ნაღარას, ბოლთას:)))მაგარი იყოოო

  17. ქეთო says:

    ვეფერები–იაფად,ბინაზე მისვლით:)
    როგორ გამოგიძახოთ?! :)
    მაგარი იყო რა,ვიხითხითე გულიანად :) :) :)

  18. ნ10ა says:

    ორი ლარი რა ამბავია გენაცვალე :)

  19. ქეთო says:

    ეგ ჩემი დაქალია, არ დაუკილო იცოდე :)

  20. ნ10ა says:

    უჰ მიდი აბა შენ მიეცი ორი ლარი როგორი მისაცემია :)

  21. ქეთო says:

    კარგი ვივაჭროთ: 2 ლარი და 50 თეთრი :)

  22. ნ10ა says:

    მეც ვეძებ ხოლმე google–ში, შენც მანდ გიპოვე :)

  23. Landish says:

    ჰაჰ, ქაღალდის ფულის შეგროვება მეც დავიწყე.. მალე ეგენი ორ დოლარიანზე ძნელად საშოვნი გახდება ))

  24. domen says:

    კარგი იყო! :D

  25. lali says:

    ვეთაყვანები – იხ. “ვჭორაობ”; – აი, აქ არ დამჭირდა, “ვჭორაობ”-ის ხილვა. მახსოვდა:| აი, რატომ უნდა დამმახსოვრებოდა? :| : ))))

  26. zina says:

    “მაინტერესებს – ამხელა ანკეტას ბოლომდე ვინ წაიკითხავს;” – მე წავიკითხე :)

  27. november rain says:

    მჩხაპნელოოო წამწამების გადახლართვა ინფექციურ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება

  28. teona-z says:

    :D :D სამარხვო აჭარული კი, მარა შენ ალბათ “სამარხვო რაფაელო” არ გაგიგია. 2 დღე შოკში ვიყავი მაღაზიაში კაცმა რომ მოიკითხა და გამყიდველმაც დახლიდან გადმოუღო მრავლისმეტყველი სახით…

  29. akaki says:

    როგორც c. იტყოდა ბღავო! საღოლ :D :D:D

  30. Mchxapneli says:

    რა რთულია ამდენ კომენტარს უპასუხო! :) და რა ჯადოსნური სიტყვაა: “გმადლობთ!” :) ყოველთვის ამართლებს!

    teona-z
    ჩვენ მალე სამარვო მწვადსაც მოვიგონებთ, ისეთი ყოჩაღები ვართ! :)

    november rain
    უფრო “ძილს” ვეძახი მაგ დაავადებას მე :) ხშირად მჭირს ხოლმე…

    zina

    “თქვენ მოჰკალით” ჩემი ინტერესი :)

    lali

    საინტერესო მოვლენაა, მეც ჩამაფიქრა :)

    Landish

    ორდოლარიანიც მაქვს მე და ორმაგად გავმდიდრდები მაშინ! :)

    ნ10ა,ქეთო

    მეც ორ ლარად მეფერებიან და ცოტა მეტი არ უნდა დამრჩეს? :( :)

  31. Mchxapneli says:

    zurriuss

    “ბლოგროლის კანონი” ამ შემთხვევაში არ ამოქმედდა, ჩემდა საბედნიეროდ! :)

    Andy

    ბავშვობის ტრავმაა ეგ :) და კიდევ “მოჩვენებაში” რომ შავი ჩრდილები და ის მელოტი, დიდთვალებიანი მსახიობი იყო :)

    ვასასი

    ხანდახან ავადვმყოფობ კიდევაც… :)

    nino – ბლოგიც და ბლოგის მფლობელიც ბედნიერები არიან :)

    Reply Leaver :D – სათაური ჟურნალ “რეიტინგის” გავლენაა :)

  32. სუხოთუზელი says:

    zina
    ბოლომდე წაკითხვას რაც შეეხება “მზესუმზირასავითაა” (ზოგიერთი რამე უკეთესსაც მოიფიქრებდა მაგრამ ცენზურეს ვიყენებ, პრინციპში ინგლისურად რაიმეს სქესსაც გამოხატავს :) ) სანამ ბოლომდე არ წაიკითხავ (მიხვალ) არ ეშვები.
    მგონი არ შემხვედრია:
    მკიდია- გულზე ოქროს ცეფი

    P.S. რაც კარგია კარგია ასე გააგრძელე (უკეთესი მრავალჯერგამეორებადი ფრაზა ვერ ვნახე :) )

  33. chaobeli says:

    ალბათ კოღოებსაც კლავ

  34. chaobeli says:

    გუშინ პირველად შემოვედი ამ საიტზე და ძაან მომეწონა! მაგარია

  35. roma says:

    გირჩევნია არ გჯეროდეს ჩემი პატიოსნების

  36. Mchxapneli says:

    ჩემის მხრივ, გირჩევდი არ დაგეკარგა დრო მაგ მონაცემების შემოწმებაში :)

  37. tamusa says:

    me wavikitxe bolomde:D
    (shen xom gainteresebda)

  38. Taboo says:

    quote: მაინტერესებს – ამხელა ანკეტას ბოლომდე ვინ წაიკითხავს
    answer: მე! და არა მარტო :)
    არცერთ სხვა ბლოგზე ეს ანკეტა ბოლომდე არ წამიკითხავს, მაგრამ ეს სულ სხვაა!
    ფორმაში ხარ :UP:

  39. teona says:

    ძალიან მაინტერესებს ამ ირონიით აღსავსე პოსტების ავტორი როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს!!! :D :D დაბალი, ოდნავ პუტკუნა, წითელი ლოყებით, ამ ცხოვრებაზე გაბოროტებული, მაგრამ ჭკვიანი თვალებით?????? ფაქტია, რომ ძალიან კარგად წერ….. ანკეტა კი ბოლომდე წავიკითხე :)

    • Mchxapneli says:

      :D საშუალო სიმაღლის, გამხდარი, ლოყისფერი ლოყებით, ოპტიმისტურად განწყობილი და ჩვეულებრივი თვალებით. მეტი კონკრეტიზაციისათვის იხილეთ “ვინ ვარ მე” :P

  40. teona says:

    ლოყისფერი ლოყები მომეწონა…. მეტი კონკრეტიზაცია არ მჭირდება, თუმცა მაინც ვნახე ვინ ხარ შენ :D :D მე უფრო უარესი მეგონე ვიდრე ხარ…

    • Mchxapneli says:

      ბედნიერი ვარ რომ უარესზე უკეთესი აღმოვჩნდი…
      ეს დღე ამის გამო ღირდა გათენებად! :P

  41. teona says:

    შეგიძლია იამაყო მაგით ;) მეტსაც გეტყვი, ბრედს სჯობიხარ…

  42. teona says:

    a arc magas ar mowons brediii? chemgan gadaeci magas rogor gayevi ras gavs tqo :) mshvenieri bichi iyo chveni avto, magram ar undoda da ra vuyo?

  43. eternal_error says:

    ეს ბავშვი შემიყვარდა . . .

  44. modebilo elementi says:

    ასეთი გრძელი და თან ასეთი საინტერესო ბიოგრაფიული პოსტი არასოდეს წამიკითხავს… აღვფრთოვანდი და ვისზეც ხელი მიმიწვდებოდა ყველას გავუგზავნე ლინკი,რომ მათაც წაეკითხათ :) ჩემი გული უცნობის სიყვარულისთვის მზად არ არის,თორემ ამის წაკითხვის შემდეგ შემიყვარდებოდი(გამოდის,დიდი ხანია უნდა მიყვარდე) :D სათაური იყო ტიპური რეიტინგული(ჟურნალს ვგულისხმობ) :D კლავიატურა არ მყოფნის ჩემი ემოციის გადმოსაცემად :) შენ გეწერა ერთგან no comment-იც კომენტარიაო(თუ ის მაღლივოლოგის შემოქმედება იყო,აღარ მახსოვს),ხოდა სხვა რა გზა მაქვს?!

  45. modebilo elementi says:

    ხო,კიდევ რა მაინტერესებდა(რაჭველი),ზედიზედ 8 სუდოკუს ამოხსნა შეგიძლია?:D მე მესამეზე უკვე უცნაური ამოძახილები მაქვს ხოლმე :D
    როდის ჭორაობ ის რომ წავიკითხე,განსაკუთრებით მძიმე ფორმებში დავმუნჯდი :D

  46. სალი says:

    შოკში ვარ ამ ადამიანის გამჭრიახობით:)

გამოთქვი აზრი