
- პორნოქიო – ადამიანი, რომელიც თავის სექსუალურ თავგადასავლებს აზვიადებს (ამერიკული სლენგიდან)
ტყუილის ისტორია ჯერ კიდევ იქიდან იწყება, როცა ორმა “ერთფოთლიანმა ლეღვმა” “apple”-ს ლოგოს პირველი პროტოტიპი “აჩუქა” შთამომავლობას და მერე ღმერთის მოტყუება განიზრახა. მას შემდეგ ადამიანი ყოველთვის, ყოველ დროს, ყოველგან იტყუება და პრინციპში მართალიცაა. სიცრუის გარეშე დაინგრეოდა ყველაფერი – ადამიანური ურთიერთობებიდან დაწყებული “რუსთავი 2″-ით დამთავრებული. ლექსიკაში კი გაიზრდებოდა ისეთი ფრაზების რაოდენობა, როგორებიცაა: “უიმე, დღეს რა საშინლად გამოიყურები“, “არ ცდები, ნამდვილად მსუქანი ხარ“, “არანაირად არ გიხდება ეგ კაბა“, “-სამაგიეროდ, მე არ მიყვარხარ“, ”საერთოდ არ ყოფილა სასიამოვნო შენი გაცნობა” და სხვა. რატომ შეიძლება იყოს ცუდი ის, რითაც ამ ყველაფრის დაფარვაა შესაძლებელი? ![]()
მეორეს მხრივ, ზოგი ფრაზა და სიტუაცია იმდენად ხშირად მეორდება, რომ მის სიცრუეს უკვე ყველა ხვდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ამას თითქმის არავინ იმჩნევს. ასე მაგალითად:
10. “შენ ყველაზე ლამაზი ქალი ხარ მთელს მსოფლიოში” – სრულიად მოკლეფეხა კომპლიმენტი, რომელიც ყველას სიამოვნებს, მიუხედავად იმისა, რომ ანჯელინა ჯოლი, ჯესიკა ალბა, აიშვერია რაი და მრავალი მსგავსი ჰყავს ნანახი. განსაკუთრებით, სასიამოვნოა ეს სიტყვები “ფიფქიას დედინაცვლის” სინდრომით შეპყრობილ ადამიანებისათვის. არადა, იმისათვის, რომ ეს ფრაზა სიმართლის მარცვალს შეიცავდეს, მის მთქმელს მინიმუმ 2 მილიარდი ქალი მაინც უნდა ყავდეს ნანახი, რათა ობიექტური შედარების გაკეთება მოახერხოს.

"თუ, რა თქმა უნდა, ფრაზის ადრესატი ეს ქალი არ არის"
9. “მე ყველაზე უბედური ადამიანი ვარ სამყაროში” – ამის მთქმელისთვის კი სულ მცირე ეს სურათიც საკმარისია იმისთვის, რომ საკუთარი ფრაზის სიცრუეში წამიერად დარწმუნდეს და ის “წუწუნის” კატეგორიას მიაკუთვნოს.

"საუზმის მოლოდინში"
( ფოტოგრაფმა ამ სურათში “პულიცერის” პრემიის მიღების შემდეგ, თავი მოიკლა)
8. “მე არასოდეს ვიტყუები” – თუკი ვინმე ამ ფრაზას იტყვის, ჩათვალეთ რომ მის “უმწიკვლო” ცხოვრებაში ეს უბრალოდ მორიგი ტყუილია. მარკ ტვენს აქვს ნათქვამი: “ადამიანი ყველაზე მართალი მაშინაა, როცა აღიარებს, რომ მატყუარააო“
7. როდესაც ვინმე ისეთ ნაცნობს ხვდები (აი, შესაძლებლობის შემთხვევაში “ნივიჟუ“-თი რომ “გადააგორებდი”), თქვენი დიალოგი ტყუილებისა და ცრუ-ინტერესის მთელი ფოიერვერკია.
შენ: -ვა! (ხელოვნური შეძახილი)
ის: -ოჰ! (არანაკლებ)
შენ: -რავა ხარ? (ფორმალობა)
ის: -არა მიშავს, შენ? (ასევე აუცილებლობით გამოწვეული)
შენ: -მეც ეგრე. რას შვრები? (არადა, საერთოდ არ გაინტერესებს)
ის: -რავი, არაფერს ისეთს, შენ? (ჩანს ერთადერთი სურვილი, რომ საუბარი მალე მორჩეს)
შენ: -მეც ეგრე. შენი ტელეფონის ნომერი ჩამაწერინე და დაგეკონტაქტები…
რა თქმა უნდა, როგორც წესი, არ ეკონტაქტები იქამდე, სანამ სადმე კიდევ ერთხელ შემთხვევით არ შეგხვდება. მერე იგივე დიალოგი, (შეიძლება ჰკითხო, “სად სწავლობს”, თან პერიოდულად, ყოველ შეხვედრაზე) და რა თქმა უნდა, იგივე პროცედურა ტელეფონის ნომერთან დაკავშირებით…
6. როდესაც სამარშუტო ტაქსში ზემოთხსენებული ნაცნობისებრი ამოვა, შენ ძირითადად ფანჯარაში იწყებ ყურებას იმ იმედით, რომ ის ვერ შეგნიშნავს. თუმცა, შემთხვევით თუ შეგეხედა, ან იმანაც “ფანჯარაში ყურების ნაცვლად” შეგნიშნა და დაგიძახა, უმანკო სახით, აუცილებლად უნდა თქვა გავრცელებული ტყუილი: “უი, ვერ დაგინახე”
5. “სახლში დამრჩა დავალება“, “საცობში მოვყევი“, “მაღვიძარამ არ დარეკა” – კლასიკური ტყუილები, უცოდინრობისა და დაგვიანების გასამართლებლად, რომლის წინაშეც მასწავლებელი უძლურია და მხოლოდ “თავის დარჩენის” მოძველებული ხუმრობით კმაყოფილდება.
4. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და თავად სააკაშვილის გამოსვლების 80 % (აქტიურად ფიგურირებს შემდეგი სახის საკვანძო საცრუე სიტყვები: ტალიავინი, ნატო, პენსია, სიღარიბე და ა.შ)

"რამდენს უძლებს ჩემი ცხვირი..."
3. ტყუილია, დიდი ნაწილი პასუხებისა კითხვაზე: “ბოლოს რა წიგნი წაიკითხეთ” – როგორც წესი, პასუხობ საყვარელ წიგნს ან იმას, რაც პირველი გახსენდება. ხშირ შემთხვევაში ეს პასუხი იწყება ფრაზით: “ამჟამად ვკითხულობ…” (აქვე მინდა აღვნიშნო ერთი საინტერესო ფენომენი: “საყვარელ მწერლად” დაასახელო გაბრიელ გარსია მარკესი ისე, რომ წაკითხული გქონდეს მხოლოდ მისი “მარტოობის 100 წელიწადი”. თან, კარგად ვერც გაიგო აზრი და მოგწონდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი აქებს)
2. “გენაცვალე“, “შენი ჭირიმე“, “ჩემს კონკურენტებს ვუსურვებ წარმატებას“ - ადამიანთა უმეტესობის ეგოიზმიდან გამომდინარე შეუძლებელია მას რეალურად ჰქონდეს სურვილი ვინმეს “ენაცვალოს” ან ვინმეს ჭირი თავისთვის ისურვოს. ისევე როგორც, შეუძლებელია რომელიმე კონკურსზე გამოსვლის წინ კონკურენტებს წარმატება გულწრფელად უსურვო.
1. ”მე შენ მიყვარხარ” – ფრაზა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, თავიდან ნამდვილად სიმართლეა, (თუ მთქმელს მატერიალური ან სხვა სახის მიზნები არ ამოძრავებს), ხოლო შემდეგ, როგორც წესი, საწყის სიწრფელეს კარგავს და ერთგვარად, მოვალეობას უფრო ჰგავს, ვიდრე გულიდან ამოსულ სიტყვებს…
და ბოლოს, გამარჯვებული “ტყუილის სახეობა”: კომენტარები მეგობრების სურათებზე, ლექსებზე, მოთხრობებზე… (“dz მაგრად ხარ” , “მაგარი ქალი ხარ”, “ვაიმეეეე, რა მაგარი ფოტოა”, “ძააან საყვარელი ხარ”, “მიყვარხარ :* :* :*”, “გენიალურ ლექსებს წერ”, “ჩემი სიცოცხლე”, “რა კაცი ხარ…” და ა.შ.)
პ.ს: გამარჯვებული ტყუილის წესი ბლოგებზეც ვრცელდება…
“სიცრუის გარეშე დაინგრეოდა ყველაფერი”
+1
ნუ ეგ უწყინარი ტყუილებიია…. კიარადა უხერხული სიტუაციიდან თავის ასარიდებელი ხერხები….
ისე კიდევ კაციშვილმა არ იცის სად გადის საზღვარი სიმართლესა და ტყუილს შორის….
უწყინარი ტყუილები რომ არის, მაგიტომაა ხშირად გამოყენებადი
ყოველთვის ვერიდები ტყუილების თქმას
-და ჩემმა ცხვიმაც უკვე მერამდენედ სიგრძეში იწყო წასვლა:)
კარგია
თუმცა ადგილებში გადამლაშებულია
მაგის გარდა კიიდევ იმდენი მსგავსი ტყუილია, რომ სიის გაზრდა 100-მდეც შეიძლება
ვაიმე მესამე როგორი ტყუილია, მარკესი მართლა მიყვარს და ეხა ვკითხულობ ჰარი პოტერს
ძააალიან მაგარი იყო
:D:D
“სიცრუის გარეშე დაინგრეოდა ყველაფერი”
100%-ით გეთანხმები ^^
ყოველგვარი ცხვირის დაგრძელების გარეშე!!!
შენ იმსახურებ ძმაო ჟურნალისტობას
მამა ხარ
კარგიიი იყოო…
“შენ იმსახურებ ძმაო ჟურნალისტობას”
+1
სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდ ამ ბლოგზე და არ შემიძლია სიმპატიები არ გამოვხატო. :ყოველგვარიტყუილისგარეშე: : D
ამიერიდან, ხშირად გესტუმრები ხოლმე. : )
აუ კარგით რა, მთლად ასეც არაა ხოლმე
ბევრ რამეში არ გეთანხმები..პირველ რიგში კი იმაში, რომ სიცრუის გარეშე ყველაფერი დაინგრევა-ო. ადამიანები იმუტომ იტყუებიან, რომ ეშინიათ სიმართლის, სიმართლის კი იმიტომ ეშინიათ, რომ ფიქრობენ, რომ ამით სხვის თვალში დამცირდებიან ან შეურაცხყოფილნი დარჩებიან.. ამიტომ არის რომ არავინ არავის არ ენდობა..90% არ ვენდობით ერთმანეთს (ან 100%-ით). ჩვენ არასოდეს გვიცხოვრია “არაცრუ და მატყუარა” სამყაროში, ასე რომ არავინ იცის რა როგორ იქნებოდა
აუ, ლოგოდ რო გაქვთ რა ქვია მაგ მულტფილმს? მაგარი კაცია ის კურდღელი თუ რა ცხოველია
:D შემახსენეთ რაა
ნინო
)
“ადამიანები იმიტომ იტყუებიან, რომ ეშინიათ სიმართლის, სიმართლის კი იმიტომ ეშინიათ, რომ ფიქრობენ, რომ ამით სხვის თვალში დამცირდებიან ან შეურაცხყოფილნი დარჩებიან” – მხოლოდ მაგიტომ? ჰმ, არა მგონია
არც ციფრებში (90 da 100%) დაგეთანხმები (ყველაზე მეტად აქ არ დაგეთანხმები ამ პოსტში
“ლექსიკაში კი გაიზრდებოდა ისეთი ფრაზების რაოდენობა, როგორებიცაა: “უიმე, დღეს რა საშინლად გამოიყურები“, “არ ცდები, ნამდვილად მსუქანი ხარ“, “არანაირად არ გიხდება ეგ კაბა“, “-სამაგიეროდ, მე არ მიყვარხარ“, ”საერთოდ არ ყოფილა სასიამოვნო შენი გაცნობა” და სხვა. რატომ შეიძლება იყოს ცუდი ის, რითაც ამ ყველაფრის დაფარვაა შესაძლებელი?” – ერთ-ერთი სურათი “არაცრუ სამყაროსი” და კიდევ უამრავის წარმოდგენა შეიძლება, რომლებზეც უკვე გული მერევა
nino
“ბევრ რამეში არ გეთანხმები..პირველ რიგში კი იმაში, რომ სიცრუის გარეშე ყველაფერი დაინგრევა-ო. ადამიანები იმუტომ იტყუებიან, რომ ეშინიათ სიმართლის, სიმართლის კი იმიტომ ეშინიათ, რომ ფიქრობენ, რომ ამით სხვის თვალში დამცირდებიან ან შეურაცხყოფილნი დარჩებიან.. ამიტომ არის რომ არავინ არავის არ ენდობა..90% არ ვენდობით ერთმანეთს (ან 100%-ით). ჩვენ არასოდეს გვიცხოვრია “არაცრუ და მატყუარა” სამყაროში, ასე რომ არავინ იცის რა როგორ იქნებოდა ”
აი რა გამახსენდა იცი. ფილმი გეცოდინება მატყუარა, მატყუარა. (ჯიმ ქერი რო თამაშობს) იქ არის მაგაზე ლაპარაკი შვილს ეუბნება ტყუილი აუცილებელიაო; ეს შვილი ეკითხება რატომაა აუცილებელიო და ჯიმი (
) პასუხობს ეხლა წარმოიდგინე დედაშენი შენზე ფეხმძიმეტ, რომ იყო და რო მეკითხებოდა “როგორ გამოვიყურებიო” მე “ძალიან ლამაზი ხარ საყვარელოს” ნაცვლად გასიებულ ძროხას გავხარ რო მეთქვა წარმოგიდგენია რა მოყვებოდაოო. აი ზუსტად ეგეთი ვარიანტია
ეგეთი შემთხვევა უამრავია!!!
უმეტეს შემთხვევაში არ მოსწონს ერთ ადამიანს მეორის გარეგნობა, მაგრამ საპირისპიროს ეუბნება (არ ვამბობ და ძმაზე და უახლოეს მეგობრებზე)
ასე რომ დამიჯერე nino სამყარო არც ისეთი ლამაზი და ვარდისფერია როგორიც შენ დახატე
max14characters და Snitch
კი ვიცი ეგ ფილმი

ანუ თქვენ გირჩევნით, რომ მოტყუებული დარჩეთ? მართალია, ადამიანს ურჩევნია ლამაზი ტყუილი უთხრან და არა სიმართლე.
იცით რატომ არარის ცხოვრება ვარდისფერი და ლამაზი? იმიტომ რომ ჩვენ,ადამიანები ვქმნით მას უხეშს და ისეთს, როგორიც არის. (მე ეს ცხოვრება ვარდისფერი არ მეჩვენება! პირიქით!)
ტყუილის თქმა/ართქმაზე ბევრი მსჯელობა შეიძლება, მაგრამ კიდევ ერთს რაღაცას გავუსმევ ხაზს: მარტო ტყუილის თქმა არარის ყველა უბედურების თავი და თავი (ასევეა სიძულვილი, ჭორაობა, შური, უმადურობა და ა. შ… ) ანუ მარტო არმოტყუებით ცხოვრება ლამაზი ვერ გახდება, მაგრამ ავადმყოფობის ერთ-ერთ სინდრომს ეშველება
მაგალითად მე, ვცდილობ რომ არ ვიცრუო,(რთულია ძალიან), თავი შევიკავო იმის თქმისგან რაც ზიანს მიაყენებს სხვის ემოციურ თუ ფიზიკურ მდგომარეობას (რა ჩემი საქმეა ვინ როგორ გამოიყურება?), მირჩევნია სიმართლე მითხრან (ამის მოსმენა ხშირად ყველაზე მტკივნეულია, მაგრამ ყველაფრის მიუედავად მაინც ვცდილობ რომ ამ პრინციპით ვიცხოვრო, (უბრალოდ დავიღალე ტყუილებით და უნდობლობით).
მაპატიეთ თუ რამე ზედმეტი მომივიდა
ნინო
ნუუ პირველი მაგალითი რაც მოგიყვანე იმას არ ეთანხმები???
იგივე იფიქრე აბა შენს თავზე (მითუმეტეს გოგო ხარ) ძალიან ბევრ კაცს ვაბშე არ მოსწონს ფეხმძიმე ქალი ვიზუალურად.
მითუმეტეს მაგ პერიოდში საკმაოდ სუქდებიან და კიდევ ათას ვიზუალურ დეფორმირებას (:D) განიცდიან, რა ქნან იმ კაცებმა აჯახონ ფუ რას გავხარო???
ეხლა მეორე მაგალითი.
წარმოიდგინე ბიჭი გაგაცნეს.
)
დიალოგი: ნინო გაიცანი ეს ჩემი მეგობარია, ნუუ პირობითად ჯორჯი
შენ: სასიამოვნოა…
ჯორჯი: ჩემთვის ჯერ არ არის სასიამოვნო კარგათ გაგიცნობ და მერე გეტყვი სასიამოვნოა თუ არა.
გაისეირნეთ ცოტა (სამივემ ერთად
და ამ დროს ჯორჯი გეუბნება – აუ საშინლად არ გიხდება ეგ კაბა.
და ვაბშე არც ისე სიმპატიური ხარ.
აი მითხარი რას იფიქრებ რაა. იდიოტია ეს ვიღაცააო არ იტყვი?? ყოველგვარი ურთიერთობის სურვილი არ გაგიქრება?
არ შეიძლება, რომ ადამიანი სულ სიმართლეს ამბობდეს!!!
ტყუილი აუცილებელია.
ძალიან ბევრი სიმართლე იმდენად მწარეა, რომ ქმედებებზე პასუხს ვერავინ აგებს
Snitch
ძალიან ჩავებით დისკუსიაში ხომ იცი
.
მაგ კაცს კი რაც შეეხება უზრდელი გამოდის და არა სიმართლის მთქმელი
, თუ მე დამაინტერესებს რას ფიქრობს იგი ჩემს ჩაცმულობაზე და თუ როგორ გამოვიყურები,მაშინ მისი აზრი ჩემთვის მისაღები იქნება (ხშირად ვეკითხები ჩემს მეგობრებს რჩევებს, და მხოლოდ მათ ვეკითხები ვინც მჯერა რომ მართალს მეტყვის და არა იმას, ვინც წამიაფერისტებს ან “ჰკიდია”). ყველას აზრი არ უნდა გაინტერესებდეს საკუთარ თავზე, იმიტომ, რომ ყველა თავისებურად უყურებს და აღიქვამს გარემოს და სილამაზეს ან სიმახინჯეს.
ძალიან ადვილია თავი გაიმართლო იმით, რომ “სიმართლეს ამბობ” როცა ვიღაცას შეგიძლია თავისუფლად მიაყენო შეურაწყოფა და დასცინო.
ფეხმძიმე ქალბატონებს რაც შეეხებათ ჩემო კარგო, ყველა მასე არ ფიქრობს (ზუსტად ვიცი). და თუ მაინც ასე ფიქრობ, არამგონია საჭირო იყოს თქვა ეს როცა არ გეკითხებიან და თუ გეკითხებიან, მაშინ აუცილებელი არარის უხეშად (ხაზი მინდა გავუსვა “უხეშს”)უთხრა. ყველა ფეხმძიმე ქალს აქვს ამის კომპლექსი რომ ფეხმძიმობის დროს ფორმას კარგავს (და ასეც არის), მაგრამ ქალს თუ აინტერესებს შენი აზრი, მხოლოდ იმიტომ აინტერესებს, რომ იცოდეს, რომ მიუხედავად იმისა რომ ფორმა დაკარგა, შენ მაინც ისევ გიყვარს და არ გაცვლი მას სხვაში ამის გამო.
დამიჯერე სიმართლის თქმა ჯობია, მაგრამ არა დაცინვით და უხეშად.
nino
“ძალიან ჩავებით დისკუსიაში ხომ იცი ”
არა მგონია ბატონი მჩხაპვნელი წინააღმდეგი იყოს
რა მნიშვნელობა აქვს შენ აზრს ეკითხები თუ არა?!
წარმოიდგინე მისეირნებთ შენ, შენი მეგობარი და ის ბიჭი.
დებილივით გაჩუმებული ხომ არ იქნება და მარტო მაშინ ილაპარაკებს როცა რამეს კითხავენ.
შენ ამბობ გუშინ ვიყიდე ეს კაბა…
შენი მეგობარი გეუბნება კარგია ან არ არის კარგი (რა თქმა უნდა ამბობს თავის სუბიექტურ მოსაზრებას)
და ამ დროს ის ბიჭიც ამბობს თავის სუბიექტურ მოსაზრებას (სიმართლეს) და გეუბნება საშინელებაა ეს რამ გაყიდინა ვაბშე არ გიხდებაო.
არამგონია რაღაც, ძალიან გესიამოვნოს და საერთოდ ნორმალური შთაბეჭდილება დაგრჩეს მაგ ბიჭზე.
ფეხმძიმეებს რაც შეეხება არ ვამბობ რა თქმა უნდა არცერთ მამაკაცს არ მოსწონს მეხმძიმე ქალი. ავიღოთ მაგალითი, როცა მეუღლეს არ მოსწონს ფეხმძიმე ქალები ვიზუალურად.
მითხარი, როგორ უნდა უპასუხოს ქმარმა ცოლს სიმართლე ზემოთ დასმულ შეკითხვაზე ისე, რომ ცოლს არ აწყენინოს?
თავი აარიდოს შეკითხვას და უთხრას, რომ მე შენ ყველანაირი მიყვარხარო??
P.S. მაპატიე რომ გეკითხები, რამდენი წლის ხარ
ისე კარგად კამათობთ, რომ ვერ ჩაგერევით
(ისე snitch-ს და მის არგუმენტებს ვეთანხმები)
“მატყუარა,მატყუარა” მშვენიერი მაგალითი იყო
alf1 – “მხიარული მელოდიები”(looney toons”) ქვია მულტფილმების სერიას და მაგ კოიოტს “ვილი”, როგორც მახსოვს
domen, nuk – ცოტა მეც მოვიტყუე და მაგიტომ
თუ ეგეც ტყუილი ყო?? სარკეში ჩაიხედე ცხვირმა ხომ არ მოიმატა ან ფეხებმა ხომ არ მოიკლო??
MIRROR MIRROR ON THE WALL …
მიყვარს უწყინარი ტყუილები.
ერთხელ ჩემს დაქალს ვატყუებ რომ ეხლა აქ რომ მოვდიოდით მეთქი ნინი კიბეზე დაგორდა მეთქი,ნინიც იქ იყო,ჯერ იმდენი ვიცინეთ,კინაღამ დავიჯერე:))) და მერე ნინის მტკიცებაზე,არ წავქცეულვარო, ცუდად გავხდი:)))
აუ dz მაგრად წერ რაა.
ჰოდა, სიმართლე ისაა, რომ მართლა მომწონს შენი ბლოგი.
Snitch
მიხარია რომ არ გვიშლიან წერას და კამათს
და ჩხაპნასაც
გამარჯობათ კიდევ ერთხელ ყველას
ეს არგუმენტები ჩემთვის ძალიან სუსტია, იმიტომ რომ თუ ვიღაცამ ჩემი კაბის შესახებ თავისი აზრი გამოთქვა და მარტო თავისი შეხედულებით შემოიფარგლა და ზედმეტებში არ გადავიდა, ამაში არც ვხედავ დიდი პრობლემას (სიმართლე გითხრა არამგონია ამით ხდება იმის დამტკიცება რომ ადამიანი “სიმართლეს” ამბობს ხოლმე)
ქმარს შეუძლია უთხრას ცოლს რომ “მართალია ფეხმძიმობის დროს მოიმატა და შეიცვალა მაგრამ ამით არაფერი იცვლება მათ დამოკიდებულებაში” (მხოლოდ იმ დროს თუ ამაზე ცოლი ხშირად იმეორებს) არ დაგავიწყდეს, ფეხმძიმობის დროს ქალის ხასიათიც იცვლება ჰორმონების ცვლილების გამო.
ფეხმძიმე ქალს ვერ გავცდით არა?
მაგრამ საქმე იმაში კი არარის მხოლოდ, თუ რა დროს როგორ უნდა თქვა სიმართლე. რატომ ფიქრობთ, რომ ტყუილს უფრო მეტი სიკეთე მოაქვს ვიდრე სიმართლეს? ტყუილი უფრო ტკბილია და მისაღებია ვიდრე სიმართლე? რომელ ადამიანს ესიამოვნება შეყვარებულიდან, მშობლიდან, მეგობრიდან ტყუილების მოსმენა და სიყვარულების და ერთგულების მტკიცება? რა ფასი აქვს ასეთ მეგობრობას, ასეთი გზით ოჯახის შექმნას? გინდა სწავლას ან მუშაობას? არანაირი!!!! ტყუილებზე აშენებული არაფერი გრძელდება დიდხანს და ამას არასოდეს მოაქვს სიკეთე.
მე ასე მჯერა და ასე ვიქნები მუდამ
ჩემმა ასაკმა რატომ დაგაინტერესა? რომ გითხრა ასაკი, ამით რა დასკვნას გამოიტან?
nino
გამარჯობა
კარგი გავანებოთ თავი ფეხმძიმეებსაც და შენი მეგობრის მეგობრებსაც.
მოდი ავიღოთ ასეთი შემთხვევა.
) საავადმყოფოში ხარ ან ნათესავი დამეღუპა ან ვირაცას მანქანით დავარტყი და პოლიციაში ვარ ან რაიმე ამდაგვარი. უფროსიც გიჯერებს და სამსახურიდან არ გაგდებს.
შენ მუშაობ სდღაც (რა მნიშვნელობა აქვს სად) და რაღაც პირადი მიზეზის გამო, რაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია (სამსახურზე მეტადაც კი) გიწევს სამსახურის გაცდენა. (უკვე რამდენჯერმე გაქვს გაცდენილი სამსახური და საყვედურიც გაქვს მიღებული) დარწმუნებული ხარ რომ თუ შენ, შენს უფროსს ეტყვი ჭეშმარიტ მიზეზს, რაც სამსახურთან არანაირ კავშირში არაა და მისთვისაც სულაც არაა საპატიო მიზეზი შენი გაცდენის, სამსახურიდან გაგაგდებს. შენ ეუბნები ტყუილს, რომ (ჯვარი გეწეროს
მითხარი რა არის ცუდი იმაში რომ შენ მოიტყუე??
თუმცა ეხლა დავფიქრდი და არამგონია შენ საერთოდ ტყუილის არარსებობაზე ლაპარაკობდე. შენ უფრო ტყუილის არსებობას ურტიერთობის დროს ამბობ. მაგაში თითქმის 100%-ით (ვაიმე ეს რანაირი პროცენტია
) გეთანხმები. ახლო ურთიერთობაში ტყუილი საერთოდ არ უნდა იყოს (მაგრამ ეს იდეალური სამყაროს მაკეტის ერტერთ ნაწილს მაგონებს) და ტუ არის ეს უკვე ნორმალური ურთიერტობა აღარაა და დიდხანსაც ვერ გაქაჩავს (თუ ანგარების ამბავი არაა) მგონი მეთანხმები ხო?!
( Mchxapvnelo აი გადავაწყდი პირველ პრობლემას კოპირებასთან დაკავშირებით ეგრედ წოდებუი quote-ს გაკეთება მინდოდა მაგრამ
)
რაც შეეხება ასაკს…
რადგენ ამდენი დღეა სიცრუე სიმართლეზე ვლაპარაკობთ…
პირდაპირ გეტყვი
დამაინტერესე როგორც პიროვნებამ.
ხოოდა მაინტერესებს ჩემსა და შენს ასაკებს შორის ძალიან დიდი სხვაობა ხომ არაა
მეტყვი ასაკს ასეთი გულწრფელი აღიარების შემდეგ??? (გაითვალისწინე შესაძლოა ესეც ტყუილი იყოს
)
რაც შეეხება პროცენტს როცა დავწერე საშინლად გამოიყურებოდა მაგრამ დაპოსტვის შემდეგ გასწორდა
Snitch,
უკვე მეცინება ამ ჩვენი საუბრის გამო
მაგრამ დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ ამ საუბარს.
, მართლა ყოველთვის ვუხსნი იმას, რატომ მჭირდება განთავისუფლება, და ყოველთვის მოუციათ დამატებითი თავისუფალი დღე და მხოლოდ იმიტომ რომ იცოდა რომ არ ვატყუებდი.
სამსახურში ასეთი შემთხვევა არაერთხელ მქონია, ადამიანები ვართ და სამსახურის გარდა უამრავი საქმე მაქვს გასაკეთებელი, რომელიც შაბათ-კვირას ვერ ესწრება. სამსახურში ყველაზე ნაკლებად მჭირდება მოტყუება,უფროსმა ყოველთვის იცოდა რომ თავს არ ვიამატმყოფებდი და ახლობლებს არ “ვხოცავდი” ყტუილუბრალოდ
ახლა ახალი უფროსები მყავს, მაგრამ მათთანაც იგივე პოზიცია მიკავია.
იმის მჯერა, რომ თუ ადამიანი აფასებს სიმართლის თქმას იმ საზოგადოებაში, სადაც ტყუილის თქმა ჩვეულებრივი ცხოვრების წესია, მაშინ ასეთი უფროსი ყოველთვის გაგიგებს, და თუ უფროსი არ აფასებს ამას, მაშინ მასთან მუშაობა საშინელებაც კი იქნება ჩემის აზრით.
ტყუილი რათქმაუნდა არსებობს და თუ ჩემი ახლობლების ურთიერთობისთვის სიმართლის თქმას ვირჩევ, მაშინ რატომ უნდა მანტერესებდეს სხვას რა რეაქცია აქვს ჩემს სიმართლეზე?
არ მინდა ისე გაიგო თითქოს ტყუილი არასოდეს მითქვამს, (და ძალიან ვწუხვარ რომ მითქვამს), სიმართლის თქმას ჯერ კიდევ ვსწავლობ
შენი აღიარება მიღებულია თუნდაც ტყუილი იყოს
34 წლის ვარ.
nino
არ შეიძლება, რომ ტყუილი არ არსებობდეს.
ტყუილი, რომ არ იყოს ელემენტარული ანეკდოტი და ხუმრობაც კი არ იარსებებდა.
ფილმი არ იარსებებდა.
ტეატრი არ იარსებებდა.
ილიზიონისტები არ იარსებებდნენ თავისი (ზოგიერთი მართლაც რომ განსაცვიფრებელი) ფოკუზებით.
მთელს მსოფლიოში ატყდებოდა პანიკა სხვადასხვა მოსალოდნელი თუ უკვე მიმდინარე უბედურების გამო (რომლებიც ან მოგვარებადია ან კიდევ აღარაფერი ეშველება)
რაღა მექნა?? პირადად შენზე მაგალითებმა არ გაჭრა და გადავედი საზოგადოზე
“შენი აღიარება მიღებულია თუნდაც ტყუილი იყოს 34 წლის ვარ”
არა რაა არ მიმართლებს საპირისპირო სქესში
Snitch,
“არა რაა არ მიმართლებს საპირისპირო სქესში
”
მადლობა რომ გულიანად გამაცინე
nino
всегда пожалуйста
სიცრუის გარეშე არ! დაინგრეოდა ყველაფერი.
reality bites.
სიცრუის გარეშე ადამიანს აღარ ეყოლებოდა ისეთი მსუქანი იდიოტები მეგობრად, რომელიც გეკითხება მსუქანი ვარ? – ს როცა იცის რომ მსუქანია. პასუხით, რომელიც მან კარგად იცის რომ ტყუილია სავსებით კმაყოფილი რჩება.
სიცრუის გარეშე არ იარსებებდნენ ცრუ მეგობრები, პოლიტიკოსები, მატყუარა ეკონომისტები ასე შემდეგ ასე შემდეგ.
სიცრუის გარეშე რაც იქნებოდა, ყველაფერი იქნებოდა სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა.
და სნიჩ, შენ არ იცი ტყუილი რას ნიშნავს.
arada marTla magari xar
და ბოლოს, გამარჯვებული “ტყუილის სახეობა”: კომენტარები მეგობრების სურათებზე, ლექსებზე, მოთხრობებზე… (”dz მაგრად ხარ” , “მაგარი ქალი ხარ”, “ვაიმეეეე, რა მაგარი ფოტოა”, “ძააან საყვარელი ხარ”, “მიყვარხარ :* :* :*”, “გენიალურ ლექსებს წერ”, “ჩემი სიცოცხლე”, “რა კაცი ხარ…” და ა.შ.)
dzan magrad wer, “martla ogond”
PS MAAAAAAAAARTLA ai sityvebi ar myofnis!
auu marshutkis tkuilze ramdeeeni vicine….
)) bravooo magraad momeconaa…..
es ra kargi saiti gavchite )) magra vixalise
GZ
paktia, rom adamianebi ertmanets vaidzulebt vicruot… sxvanairad sheudzlebelia. sadac ori adamianis interessi ikveteba, an cdilob vinme daicva da gauprtxilde chndeba tkuilic. kidev uamravi mizezia, ris gamoc sheidzleba icruo. zogs akvs motxovnileba tkvas tkuili, zogic aucileblobitaa gamocveuli. gaachnia adamians da situacias. me chemdatavad vcdilob dzalian romm averido da sheidzleba amis gamo xshi9rad davzaralde, magram ar xis es chems bunebashi da ar shemidlia. xoda kvelas sakuradgebod, ar arsebobs tkuili, romelic didxans daimaleba, ar arsebobs… jobs koveltvis simartle tkva, gendobodnen da shens sitkvas cona kondes. me ese mirchevnia magalitad…
ტყუილის თქმა რომ არ შეგვეძლოს ბევრად რთული იქნებოდა ცხოვრება. თუმცა ტყუილის თქმის რამდენიმე თავის გასამართლებელი მოტივი არსებობს. ერთი ის რომ საყვარელ ადამიანებს გული არ ატკინო, შენი პრესტიჟი არ დაეცეს და ა.შ.
ყველა ვინ ამ პოსტს წაიკითხავთ და მოგეწონებათ აუცილებლად უყურეთ ფილმს
“ტყუილის გამოგონება
The Invention of Lying”
აგერ ლინკი http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=CLEKH
ზუსტად ამ თემაზეა რაც აქ განიხილება.
მჩხაპნელო შენც უყურე და შეიძლება განავრცო კიდევაც ეს თემა