
"მაიმუნური" თეორია
“ომი არის ყველაფრის შემოქმედი… ომი არის ყველაფრის მამა და მეუფე” – ჰერაკლიტე
ყოველთვის მინდოდა რაიმე აბსურდული დამემტკიცებინა. როგორადაც მაგალითად, თავის დროზე დარვინის ”ნამაიმუნარი”, ან, ჯორდანო ბრუნოს შებრაწვის გამომწვევი თეორია ჩანდა. დამემტკიცებინა, რომ მარსზე სიცოცხლეა, რომ ცამეტი მოუგებელი თამაშის შემდეგ, ყველაფერი მაინც კარგადაა, რომ ორჯერ ორი ხუთს, ხუთი ლარი კი შეიძლება 100 დოლარსაც უდრიდეს და სხვა. თუმცა, ამ ერთი შეხედვით უცნაური თეორიების დამტკიცება, დარვინით დაწყებული, ჰექტორ რაულ კუპერით გაგრძელებული და ჩვენი მთავრობით დამთავრებული, ყველამ დამასწრო…
სწორედ ამიტომ, დავიცავი რა საკუთარი თავი ყურების ჩამოცვენისაგან, თანამედროვეობისთვის მიუღებელი რაიმე საკითხის დაცვაც გადავწყვიტე. ასეთი საკითხი კი ჩვენი მშვიდობასმოწყურებული (მაგრამ ”ვერ დაწაფებული”) პლანეტისთვის აღმოჩნდა თეორია, რომ “ომი არათუ ცუდი, არამედ კანონზომიერი და აუცილებელიცაა…”
მივყვეთ ეტაპობრივად:
ბერტნარდ რასელს აქვს ნათქვამი, “მსოფლიო ისტორია წარმოადგენს ჯამს ყოველივე იმისა, რისი თავიდან აცილებაც შეიძლებოდაო“. ჩვენ კი, თუ ყველა ომს თავიდან ავიცილებდით, ფაქტობრივად, მსოფლიო ისტორია აღარც იარსებებდა. არ იქნებოდა ვარდების ომი, ასწლიანი და ამდენივედღიანი ომი, პუნიკური ომები, ჯვაროსანთა ომები, კონკისტადორების დამპყრობლური ომები, პირველი და მეორე მსოფლიო ომები, კორეის ომი, ვიეტნამის ომი, ტროას ომი, ოპიუმის ომი, ინდო-ჩინური ომი, თერმოპილეს ბრძოლა, დიდგორის ბრძოლა და სხვა და სხვა… ხოლო, რადგანაც საქართველოს ისტორია, მხოლოდ “საქართველოს ომია მცირედი შესვენებებით” აღარც ჩვენი მატიანე იარსებებდა. ჩვენ ალბათ, გვეყოლებოდა დავით მეოთხე, მაგრამ ნამდვილად, არ გვეყოლებოდა დავით აღმაშენებელი, გიორგი მეხუთე არ იქნებოდა “ბრწყინვალე”, დემეტრე არ იქნებოდა “თავდადებული”… ფრანგებს არ ეყოლებოდათ ნაპოლეონი, კუბელებს – ჩე გევარა, ინგლისელებს – ჩერჩილი, ჰიტლერი იქნებოდა უნიჭო მხატვარი, სამაგიეროდ საერთოდ არ იქნებოდა ალექსანდრე მაკედონელი, ჰანიბალი, იულიუს კეისარი… ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ არ იქნებოდნენ გმირები.

"ამ ხელით ოდესღაც, შედევრები თუ ვერა, მსოფლიოს რუკა ხომ მაინც დახატა..."
სწორედ ომი შობს რეალურ გმირებს. გმირები თავის მხრივ ქმნიან ისტორიას. ისტორია კი უპირველეს ყოვლისა, ერის გადარჩენას, მისი თვითყოფადობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ, “ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება, იქიდამ იწყება, როდესაც იგი თავის ისტორიას ივიწყებსო” და უისტორიო ერის განვითარება ხომ საერთოდ შეუძლებელი გამოდის.
მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ ქართველი, რომელიც ცხოვრობს არხეინად (ქართულად) საყოველთაო მშვიდობაში და არანაირ საფრთხეზე წარმოდგენაც კი არ აქვს. წამიერად იწყებს მოქმედებას თითოეულ ქართველ მამაკაცში ჩადებული გენეტიკური სამწვეროვანი კოდი: “ღვინო, დუდუკი, ქალები“. შედეგად ვიღებთ ძალიან ბევრი ლუარსაბ თათქარიძითა და გიორგი XII-ით დასახლებულ ქვეყანას. მათი ლიტერატურულ-ისტორიული შეფასება კი, ალბათ, ყველასათვის ცნობილია.
ომის გარეშე:
-
არ გვეცოდინებოდა არც “მშვიდობა” და ლევ ტოლსტოის თავისი უზარმაზარი ნაწარმოების სათაურზე ფიქრისას კეფა ფხანით გაუცვდებოდა;
-
ჰომეროსი იქნებოდა ერთი საწყალი ბრმა აედი, იმღერებდა ზევსის გარყვნილებაზე და მისი სახელი მხოლოდ “ვიღაციუსების” შთამომავლების მცირე ნაწილს ემახსოვრებოდა;
-
შესაბამისად, ჰაინრიხ შლიმანი ვერც ვერასდროს გაიგებდა ტროას შესახებ და მატლების ჩიჩქვნაში აღმოხდებოდა სული;
-
სააკაშვილის გამოსვლები იქნებოდა იმდენად მოკლე, (წარსული პარალელების გაუტარებლობის წყალობით), რომ “რუსთავი 2″ იმ გადაცემის დასრულებასაც მოასწრებდა, რომელიც ამ გამოსვლის გამო გაწყდა.
-
ენდი გარსიას კუჭი ვერასოდეს გაიგებდა ჭეშმარიტი საკვების გემოს;
-
აცტეკებისა და მაიას ტომები ისევ იარსებებდნენ, შესაბამისად შეადგენდნენ ახალ კალენდარს, რომელიც 25..რომელიღაცა წელს დამთავრდებოდა და მე ზეგ “2012″-ის პრემიერაზე ვეღარ წავიდოდი;
-
თემურ-ლენგი, ჩინგიზ-ყაენი, მურვან-ყრუ, აღა-მაჰმად-ხანი და სხვანი “დაგროვილი ბოღმის შეკრულობით” დაავადდებოდნენ და გასკდებოდნენ…
-
ფაქტობრივად არ იქნებოდა რელიგიებიც, რადგან ყველა რელიგია თავიდან მეტნაკლებად “ცეცხლითა და მახვილით” ვრცელდებოდა. შესაბამისად, ჩვენ ვიქნებოდით გაზულუქებული, უერო, არაპატრიოტი კაცობრიობა და მივეთაყვანებოდით მზეს, მთვარეს, მარსს, ან თუნდაც ნიბირუს…
მოკლედ თუ ვიტყვით, ომი ერთ-ერთი ლოგიკური რგოლია მსოფლიოს ისტორიისა. ის იქნება იქამდე, სანამ სამყარო იარსებებს, რადგან ადამიანის ბუნებას ვერც წარღვნა, ვერც დიდი გამყინვარება, ვერც გლობალური დათბობა და ვერც ის თავხედი პლანეტა გამოასწორებს, რომელთანაც ცოტა ხანში “კოსმოკატასტროფაში” უნდა მოვყვეთ.

"2+0+1+2=5" - მალე ამასაც სააკაშვილს დააბრალებენ
ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი, ომი თავისი არსით კანონზომიერი და აუცილებელია. (დროდადრო, რა თქმა უნდა!)
პ.ს: ესეც ჩემი თეორია, ერთი შეხედვით აბსურდული. თუმცა, სანამ ამ აბსურდულობაზე რამეს ვიტყოდეთ, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ჯორდანო ბრუნო ერთ დროს კოცონზე დედამიწის სიმრგვალის გამო დაწვეს. :)
mshvenieria, mshvenieri da unaklo… gmerto aseti jurnalistebi mieci saqartvelos, erti 20 mainc…
ხო ნუ გამომეკიდები ყველაფერზე
ar maxsovs zustad magram vici ro germaneli filosofosi amtkicebda rom bunebrivi resursebis da ekonomikuri krizisebis gatvaliscinebit omebis dacyebis grafiki ari shedgenili
ase rom sheni teoria arc tu ise usafudzvlo da absurdulia
ინგლისელი ფილოსოფოსი იყო, ვინმე მალთუსი, რომელიც ამბობდა, რომ კაცობრიობა იზრდება გეომეტრიული პროგრესიით, მაშინ როცა მათი საარსებო საშუალებები არითმეტიკული პროგრესიით იზრდებაო და სწორედ ამიტომ ომები, შავი ჭირები და ეგეთი რაღაცეები პერიოდულად აუცილებელიაო.
მერე კლდიაშვილმაც გამოიყენა ეს თეორია, პლატონის მსჯელობაში
ზოგ რამეში გეთანხმები, მაგრამ აბა გაიხსენე რამდენი უძველესი და უძლიერესი ცივილიზაცია გაანადგურა ომებმა… ამიტომ, მგონი ისევ შავი ჭირი ან შიდსი ჯობია, ადამიანის გარდა არაფერს ანადგურებს
პრინციპში გეთანხმები. ჯერ მარტო აცტეკების ცივილიზაცია რად ღირდა…
როცა ომში შენთვის ძალიან საყვარელი და ძვირფასი ადამიანი იღუპება, ან იმას გამოცდი, რაც ებრაელებმა გამოცადეს მეორე მსოფლიო ომის დროს,მერე ვინმე რომ მოვიდეს და ასეთი ნოტაცია წაგიკითხოს,რა რეაქცია უნდა გქონდეს? საქართველოში ბოლო ოცწლეულში უაზრო ომებს,რომ ამდენი ახალგაზრდა შეეწირა,ამას გამართლება აქვს? მე მაინც პაციფისტად ვრჩები
“საქართველოში ბოლო ოცწლეულში უაზრო ომებს,რომ ამდენი ახალგაზრდა შეეწირა,ამას გამართლება აქვს? მე მაინც პაციფისტად ვრჩები ”
საქართველოში ბოლო ოცწლეულშიც და ბოლო ათასწლეულშიც რომ შეეწირა ამდენი ახალგაზრდა (ანუ თვითონ ის ფაქტი რომ შეეწირა) რათქმაუნდა ცუდია, მაგრამ მეორე მხარე ყველაფერს აქვს – ქვეყანა, სადაც ახალგაზრდები სამშობლოსთვის თავს სწირავენ ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის უფრო საპატივსაცემოა, ვიდრე ქვეყანა, სადაც არ უნახავთ გაჭირვება, შესაბამისად ერთად დგომა და მხოლოდ საჭმელ/სასმელზე არის გადართული “ერი”.
აზრი აზრია მაგრამ შენ როგორც ასეთი არა რაღაცას ამბობ არამედ, როგორც ჩვენი ჩრდილოელი “ბასიაკი” მეზობელი იტყოდა “ძელა გავარიშ”
ერთსაც დავესესხები ამ ავად სახსენებელ მეზობელს და კიდე დავცერ “ტაკ დერაჯტ”
ყოჩაღ მართლაც რომ შექების ღირსი ხარ!!!
შესანიშნავი თემაა მეტად სწორი განსხვავებული აზრია პირადად გავიცნობდი ამ პოსტის ავტორს ემეილზე ტუ მომწერს