
"ზოგჯერ რა მოსაწყენია სამყარო"
ყოველგვარი შესავლის გარეშე, შაბლონების რიგით მეოთხე ნაკრები…
შაბლონურია ერთ დროს გონებამახვილური ფრაზები თუ ქცევები, რომელიც ხშირი გამოყენებისგან დაჩლუნგდა:
- -ეგ რა შუაშია?! -შუაში, კი არა თავშია! (კამათის დროს)
-
მტვრიანი მანქანების ნაწილებზე წაწერილი: “გამრეცხე!”
-
-რას შვები?
-რასაც ვჭამ! -
ყველაფერი დაკავშირებული კინოდარბაზის უკანა რიგებთან
-
სიტყვები “რსებობს” და “დიახთ!”
-
“ნასკი გამხადე, ქალო!” – გამოყენებული ქართველი მამაკაცზე, მის მეოჯახეობასა და მსგავს საკითხებზე ირონიული საუბრის დროს;
როდესაც ვინმეს კომპლიმენტს ეუბნები, ან რაიმეს უმტკიცებ და შენი სახის სისპეტაკე მასზე გავლენას ვერ ახდენს, შენი ნათქვამი აუცილებლად უნდა განამტკიცო სიტყვებით: “ოღონდ მართლა!”
სურათის გადაღების დროს: 1 . უნდა აწიო ორი თითი (თან ისე რომ ამ ჟესტის მნიშვნელობაზე წარმოდგენა არ გქონდეს)

"დამკვიდრდა ჩერჩილის მიერ და ნიშნავს "გამარჯვებას" (victory)"
2. გოგოობის შემთხვევაში, ტუჩები წინ უნდა წამობზიკო (ამის მიზეზი ჩემთვის დღემდე უცნობია);
3. ჯგუფური სურათების გადაღებისას ბოლოს უნდა “შეახსენო”, რომ “ეგრე არ დარჩნენ”;
4. ასევე ჯგუფური პოზირებისას ხშირად უნდა გამოიყენო ორი პოზა:
ა)”დაკარგულების”;
ბ) აწეული და ერთმანეთზე მიდებული ცალ-ცალი ფეხის;
საინტერესო ფენომენია ისიც, დაიწყო წინადადება “რავი”-თი მაშინ, როცა ზუსტად იცი ის, რასაც ამბობ:
-რას შვრები?
-რავი, დავალებას ვწერ!
თუკი დაუკვირდებით, ასეთივე უდიერი დამოკიდებულებაა, “ანუ” ნაწილაკისადმი, რომელსაც ძალიან ბევრი უბრალოდ ენის მასალად იყენებს. რეალურად “ანუ” ხსნის იმას, რაც “ანუ”-მდე ცოტა გაუგებრად ითქვა, მაგრამ თანამედროვე “ანუ” ანუმანების მიერ უბრალოდ ერთი წინადადებიდან მეორეზე გადასასვლელად გამოიყენება…
არსებობს რამდენიმე შაბლონური, უაზრო, გაცვეთილი და რიტორიკული შეკითხვაც:
-
“უი, მოხვედი?” - როცა შეკითხვის ადრესატი შენ წინ დგას
-
“სახლში ხარ?” – როცა შეკითხვის ადრესატს შინ ურეკავ
-
“თმა შეიჭერი?” – როცა შეკითხვის ადრესატს აშკარად ეტყობა პარიკმახერის ნამოქმედარი
-
“ახალია?” – როცა შეკითხვის ადრესატს აშკარად რაღაც ახალი აცვია, უკეთია, უკავია და სხვა.
ხოლო, თუ ახალ რაღაცას იყიდი და ვინმე შეგიქებს, აუცილებლად უნდა დააყოლო რაიმე დეტალი ამ რაღაცის შესახებ: ღირებულება, შესყიდვის ადგილი, წარმომავლობა, დადებითი მხარე და სხვა.
-ახალი შარვალი იყიდე? მომწონს…
-ჰო, ამერიკიდან ჩამომიტანეს/მამამ მაჩუქა/70 ლარი მივეცი/”ლევისის” მაღაზიაში ვიყიდე…
-
პირველ ტაიმში ჩვენი დარტყმული ძელს რომ არ მოხვედროდა, კალაძეს საკუთარ კარში რომ არ გაეტანა და იტალიას პირლო რომ არ ჰყოლოდა აუცილებლად მოვიგებდით…
-
დუმბაძესაც აქვს ამაზე ნათქვამი: ჩემში ეჭვს იწვევს- ღირს თუ არა იმის გამო ტირილი, რაც სულერთია ახლა აღარ იქნებოდა. ეს მახსოვრობის ყველაზე დიდი მანკიერი მხარეა. ნეტა ვინ მოიგონა? – რომ არ მომკვდარიყო, ახლა გენერალი იქნებოდაო.- ან- რომ არ მოეკლათ, ლეიტენანტი კი არა, ახლა გენერალი იქნებოდაო. კაციშვილმა არ იცის, რომ არ მოეკლათ, იქნებ ის ლეიტენანტობაც ჩამოერთმიათ. ვინ იცის?
პ.ს: მე მგონი, იმდენი ვწერე ამ შაბლონებზე, რომ აღნიშნული თემა ჩემს ბლოგზე უკვე შაბლონი გახდა
cool magram zogierti punqti ubralod vegarc gaqreba verasodes isea chamjdari ukve chvenshi
eg exla martla sasacilo iyo, tu me gamecina?
70 lari miveci
)))))))
აუცილებლად უნდა გქონდეს დაუოკებელი სურვილი ისტორიაში კვალის დატოვებისა (პირდაპირი გაგებით) და ჩხაპნო, კაწრო, ტვიფრო, ჯღაბნო საკუთარი სახელი ყველგან, სადაც მყარი ზედაპირია. – an… sakutari blogi aketo! (mm)
“ოღონდ მართლა!”:)
ვინმემ ამიხსნას “აუ” რა ნაწილაკია და რა შემთხვევაში იხმარება
ყური გვაქვს მიჩვეული და მაგიტომ. კარგი იყო
აუ გამოხატავს ზოგ შემთხვევაში გაკვირვებას, ზოგშიც სინანულს, ასევე – სიხარულს, კიდევ აღფრთოვანებას და ა.შ.
აუფ-ის შემოკლებული ფორმაა
მარა აი ვინც ამიხსნის (შაბლონური კითხვაა) “ტო” რას ნიშნავს (ასევე შაბლონური სიტყვა)…. : )
პ.ს. ავტორს როგორც ყოველთვის აპპლაუდ ჩემგან
raghac maghizianebs am blogshi & jer ver vayalibeb ra.. dziritadad shablonur postebs ukavshirdeba.. sheidzleba is rom am yvelafers yuradghebas aqcev, imahsovreb , shemdeg aketeb mat kritikas. magram tivton is faqti rom ase kargad ileqeba sens tvinshi msgavsi nagavi informacia, cota siyalbeze miutitebs or smthn.. ANU
am yvelafris dacinva & pahodu ase zedmicevnit kargad damahsovreba cota aratavsebadi mechveneba..
“ოღონდ მართლა” ჩემი აზრით ნიშნავს, რომ ადამიანს არ გააჩნია სიტყვის მარაგი იმ გრძნობისა თუ სათქმელის გამოხატავად რომელსაც ამბობს/განიცდის. ადამიანის გაუნათლებლობაზე მეტყველებს IMHO (კიდევ ერთი შაბლონი ოღონდ ამ შემთხვევაში აკრონიმი)
ბათუმში ყოფნისას, ბულვარში ვიჯექი. გვერდზე სკამზე იჯდნენ 2 გოგო და ერთი ბიჭი. უცებ ამ გოგომ ყვირილი ატეხა, გავიხედე და ვიღაც ბიჭს ეხუტება (რომელიც სავარაუდოდ იმ დროს ჩამოვიდა სიურპრზი გაუკეთა) და ამბობს ვაიმე ძალიან გამიხარდა რო ჩამოხვედი ოღონდ მართლაააა, აუუ იცი როგორ მინოდდა აქ რო ყოფილიყავიიი ოღონდ მართლაა, გუშინ შენზე ველაპარაკებოდი ნინის ოღონდ მართლააა, აუუუ როგორ გამიხარდაა ოღონდ მართლააა….
მოკლედ გოგომ დაახლოებით 6-7 წინადადება თქვა და ყველას დაუმატა ბოლოში “ოღონდ მართლა” იმის მერე ალერგია მაქვს მაგ სიტყვის გაგონებაზე…
ეს ნიშნავს რომ … არ ვიცი რას ნიშნავს, ფაქტია რო დარხეული აქვს საქართველოს!
antimelancholy
ვერ დაგეთანხმები. ჩემს გონებაშიც ძალიან ილექება და საშინელი ანტიპატიები მაქვს ასეთი შაბლონებისადმი.
ლილიან, ისეთი რაღაცეები გამქრალა ისტორიაში, ერთ პატარა შაბლონუკასაც ეშველება რამე
ბლოგიც მშვენიერი ვარიანტია, მაგრამ საკუთარ თავს ხომ არ ჩავსვამდი საკუთარივე (ეს რა უცნაური სიტყვაა) შაბლონებში 

თამო, სულაც არ იყო სასაცილო, ღვინის ბრალია ეგ
fifi, ვეთანხმები შენს ქვემოთ არსებული პოსტის ავტორის “აუ”-სეულ ინტერპრეტაციას
snitch, როცა ვიღაც “ოღონდ მართლა”-ს ამბობს,ზოგჯერ მგონია,პირიქით, იტყუება.
მარტო საქართველოს რამდენად აქვს დარხეული,არ ვიცი. შეიძლება მსოფლიოშიც ასე ხდებოდეს, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ადვილად იტაცებს რაღაცას. გამოვიდა კოხორა, მეორე დღეს ყველა “ესაა ჩემი კომენტარი”-ს იძახდა, გამოვიდა “დნნ-დშნ”, მეორე დღეს ყველა მაგას მღეროდა, გამოვიდა “შუა ქალაქში” და მეორე დღეს ყველა მაგისი ტერმინებით მეტყველებდა (და დღემდე მეტყველებს), გამოვიდა…გამოვიდა კი არა, ამოვიდა ყელში
antimelancholy
მერე,როცა დავფიქრდები,რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს,ის მახსენდება და აქ გადმომაქვს
შემიძლია დავდო საზეიმო ფიცი, რომ უბრალოდ მამახსოვრდება და მეტი არაფერი
მაღიზიანებს აქ ჩამოთვლილ შაბლონთაგან ყველა და კიდევ ერთი :”რა მარაზმია” და მისი საოცარი ბრუნება -”მარაზმულია”.
P.S მომეწონა აქაურობა…
Mchxapneli cudad ar minda gaigo.. ert-erti sauketeso blogia & siamovnebit shemovdivar , ubralod ragaceebi cota yalbi mechveneba , an dzaaaaan cdilob rom kargad dablogo & amashi aqsov mtel gonebriv & droit resursebs, rac tavistavad gamagizianebelia
mokled ra, ver chamovyalibdi tviton ra magizianebs.. rom mivagneb, getyvi
sagol
ver mivxvdi ra ilaparake “ogonds martla” magram “ravi” ragac kai unda iyos,magram eg “rom ar” getkva albat “marazmuli” ikneboda shentvis
da “anu” imis tkma minda ro “rsebobs” is varianti ro es adamiani ar iyenebs am “marazmulobebs” da ubralod mounda da dawera ra
“ar xar aq?”
mokled, ikneb shenc ecade exla “kvali dagetovebina” istoriashi sheni gansxvavebuli azrit? an me dametovebina kvali, shens gansxvavebul azrze gansxvavebuli pasuxit?
dzalian bevri “rom” aris tak shto, ukacravad da daikide ra
ahahaha
magaze pasuxia “yo”
ეს შაბლონური გამონათქვამები პრივიმიტიულიც არის და ბანალურიც.
თამო ამაზე-”70 ლარი მივეცი”ვერ მინხვდი მე,ალბათ შენ ვიღაცის ნათქვამზე გაავლე პარალელი და ნაცნობის ნატქვამი გაგახსენდა
მომეწონა ოღონდ მართლა
შენ გგონია,რომ ვცრუობ მჩხაპნელო?

არა მე მატყუარა არ ვარ ტოო
“რავა ხარ”-ეს მძაღე საჭმელივით არის ჩემთვის
Rac ar unda sheblonuri edzaxos zog-zogiertma, xom icit aq shemomsvlelta da komentarta 80% ma rom aqedan gaxvalt tu ara mashinve daiwyebt am “egredwodebuli” shablonuri sityvebis gamotmqas!!!
P.S. imistvis rata sakutari imiji aimaglo da sxvis tvali kargi an kidev “kai” roja iyo ramden rameze wava kaci, mara es araferia imattan shedarebit!!!
G R C X V E N O D E T !!!! ” MUCLIS MONEBOOOOO ” !!!!!!
sagol rogorc Yoveltvis
ამ შაბლონების გამოყენება ყოველთვის მაღიზიანებდა
შემდეგ გარემოცვიდან გამომდინარე (ტიპიური ნინველის გარემოცვა) მეც დავიწყე გამოყენება, იმდენად ჩამიჯდა თავში
არადა არ მომწონს, თუ დავუფიქრდებიი….ახლა კი ყველანაირად ვცდილობ გადავეჩვიო
და მგონი პროგრესი აღინიშნება
ალბათ,იმიტომ, რომ ამ ბოლო დროს ხშირად მიწევს ოფიციალური სტატიების წერა…
სასაცილოა
ტუჩის გამოწევას რაც შეეხება ჯერ გამოსწიე და მერე მიხვდები რა საჭიროა..
თუ უკვე გამობზიკე და მაინც ვერ მიხვდი გეტყვი ოღონდ სხვა დროს..
antimelancholy
იმაში მართალი ხარ, რომ ყველა პოსტი ერთი აკრეფვით დაწერილი არ არის და მერე ვარედაქტირებ
თუ მაგას გულისხმობ
დროითი რესურსები უნივერსიტეტის გადამკიდე ისედაც შეზღუდული მაქვს
კარგი
ჯიო – “რას შვები” თუ მოსდევს მაგას, მით უმეტეს მაშინ უფრო მძაღდება
unicho-chkviani – არ ვიცი, ვის წინააღმდეგ გამოხვედი, მაგრამ პირადად მე ყველანაირად ვცდილობ ესენი არ გამოვიყენო, თუ თავისდაუნებურად არ შემომეყენა
ნინა – “გაიხსნა ცა და გამოჩნდა ნათელი”-ვით გამოვიდა
Gvancius – ეს ის საიდუმლოა, რასაც მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერასოდეს ჩავწვდები
ღენიალნო!
))) აღფრთოვანებული ვარ შენი ბლოგით!
კი, მართლაც რომ ღენიალნო. იშვიათად ასეთ ცქრიალა ბლოგს გადაწყდე. (სხვა სიტყვა ვერ მოვიფიქრე.. ოღონდ მართლა
:):) )
მე მახსოვს ერთი რესპოდენტის პასუხი კითხვაზე “ლელა დეკანოსიძის ლაპარაკის სტილის გადაღებაზე რას ფიქრობთ საზოგადოებაში” ო (ძილის წინ ვისაც ახსოვს სერიალი – ლელა დეკანოოოსიძე ის ქალი არააა.. ) ხოდა როჟამ უპასუხა “თუ ადამიანი ტელევიზორს უყურებს და სხვანაირად იწყებს ლაპარაკს, მის ფსიქიკაში უნდა ვეძებოთ პასუხიო”
ის კი არ იცოდა რა ძალა აქვს ტელევიზიას.
Mchxapneli says: ჯიო – “რას შვები” თუ მოსდევს მაგას, მით უმეტეს მაშინ უფრო მძაღდება”
ნამდვილად
dj-guro
აღარაფერს ვამბობ სიტყვებში ბოლო ასოს მოკვეთაზე… “ტელეფო-ო-ნ”, “კომპიუტე-ე-რ” და.შ
ნამდვილად დიდი ძალა აქვს, ნახევარი ქალაქი მგონი “მომიშალე ნერვები, რას მოვდიოდი”, “რა ვიცი? ვიცი? რა ვიცი?”, “ერთხელ, ორჯერ, სამჯერ…რვაჯე-ე-რ?”-ს იძახის
ჩამოთვლილთაგან პირადად ტანსაცმლის თემა მაღიზიანებს თან რომ არ ეკითხები და თავად იწყებენ, ან რაიმე გაცვია და გიკრიტიკებენ. ფეხსაცმელზე განსაკუთრებით რადგან შენსას მრგვალი ცხვირი არ აქვს და რეზინის ძირი აქვს უქუსლო.
ოღონდ მართლას ნუ ეხუმრებით, ძალიან ბევრ რამეს გამოხატავს.
ერთიანობაში ყველაფერთან დიდ ინფორმაციას იძლევა.
რაც შეეხება V-ს, ანუ მივმართავ ადამიანს რომელიც ამ ბლოგს წერს. ეს სიმბოლო არ დამკვიდრდა ჩერჩილის მიერ და მითუმეტეს მშვიდობის სიმბოლოდ, ეს გადააკეთეს შემდგომ მასე.
ინგლისი – საფრანგეთის ომის დროს, როდესაც ფრანგები იტყვევებდნენ ბრიტანელებს (რომლებიც კარგად იცით გამოირჩეოდნენ მშვილდისრის ძალიან კარგად გამოყენებით) აჭრიდნენ ზუსტად ამ 2 თითს, რომლითაც ისინი ისარს ისროდნენ. შესაბამისად დაფიქსირდა ფაქტები , როდესაც დამარცხებული ფრანგები უკან გარბოდნენ , ინგლისელები მათ ზუსტად ამ 2 თითს აჩვენებდნე , რითიც ეუბნებოდნენ კიდევ შემიძლია სროლაო.
იმედია გაითვალისწინებ.
რაც შეეხება თვითონ ბლოგს, აქვე დავამატებ, ძალიან მომწონს, ძალიან საინტერესოა და ასე განაგრძე.
Respect
არც მე მცოდნია
უფრო სწორად, ვიცოდი ის, რომ ეს ჟესტი ჩერჩილმა “გამარჯვების” სიმბოლოდ გამოიყენა. როგორც ახლა ვნახე, ვიკიპედია ორივეს გვეთანხმება:)
“During World War II, Winston Churchill popularised its use as a “Victory” sign (for V as in victory)”
“According to a popular legend the two-fingers salute and/or V sign derives from the gestures of longbowmen fighting in the English army at the Battle of Agincourt (1415) during the Hundred Years’ War.[4][14] The story claims that the French threatened to cut off the arrow-shooting fingers of all the English and Welsh longbowmen after they had won the battle at Agincourt. But the longbowmen came out victorious and showed off their two fingers, still intact.”
მადლობა
დაკვირვებულხართ როგორ დამოკლდა სიტყვები და სახელები,ეს ალბათ ინგლისურის გავლენით ხდება – ნათ, ქეთ, და ა.შ. მალე ალბათ აბრევიატურებით ვილაპარაკებთ. საერთოდ მე ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია მჭირს, მაგრამ თან ასე დამოკლებული სიტყვების შიშიც მაქვს:)(არ ვიცი ეს რა ფობიაა)
კი, არის ეგ ტენდენციაც
მაქვს უკვე წინა შაბლონებში აღნიშნული.
მაგალითად ტრანსფორმაცია სახელისა “ნინო”
ნინო – ნინიკო – ნინი – ნინჩო – ნინ – ნი
მალე “ნინოებს” რომ “ნ” დავუძახოთ, აღარ გამიკვირდება
Sablonebi mere “klasikad” iqceva xolme
ase rom yurshi xels nu kidebt
sagol
:D:D magrad vixalise
me mgoni is ar iyo vinmes rom hkitxav ras aketebo da mobezrebulad rom gipasuxebs “txas vkodavo” ra ususurobaa
rom maoceb eg ukve gitxari?
aset shablonebs ra dalevs
avtoro, vgijdebi shens postebze
beqa, aghfrtovanebuli vart sheni blogit me da chemi dzma… titkmis yvelaferi wavikitxet, konkretulad am chanawerze prosta tak vtoveb komentars. dzaaaaaaaaaaaaaan magaria “OGOND MARTLA” ogond martla!!!
sisxlshi gvak gamjdari es frazebi, me piradad ragaceebs vambob xolmee
)) ar vimchneevt
)))
დროდადრო თითი გავიჭრათ ხოლმე და გამოვა ნელ–ნელა :მაზოხისტიფილოლოგისსმაილი:
davijero shen arcert shablonur sityvas an prazas ar iyeneb? sheidzleba ar gsiamovnebs mati xshiri mosmena, magram imdenead bevri saubros ese rom gadamdebia
მე ამასობაში თვითფილტრი დავიყენე, მგონი
რაღაცეები რეფლექსურად მოდის ხოლმე თავში და ვცდილობ ავირიდო, მაგრამ ხანდახან მაინც უძლური ვარ შაბლონების წინაშე
nuuu postebia gulis upskrulamde shemadzrwunebeli… gavwitldi, gavmwvandii nu ravici shemrcxva…
nu erti is rom tuchebis gamobzekvas mec ver chavwvdi ogond martla…
xoda is dnn dshn da egeti klounobebi martla dzaan gamagizianebelia..vigac unicho gamova da mimiqaravs hitleri iseti popularuli xdeba.. xo is gamogrcha yvela masxaras ro gaidzaxis… nu egec shua qalaqis gavlena, magram didi gavlena..
xoda dzaaan magari xar…:*
უფრო პატარა ცხვირს აჩენს დიდი ტუჩებიო, თუ რაღაც, მითხრეს
ჯერ კოხორას ვეთაყვანეთ, მერე ამ დნნ–ს, ეხლა ველოდებით ვინმეს
და ატაცებაში ბადალი არ გვყავს
qartvelebi savse vart nichierebit da kide vipovit vinmes ra problemaa…
ai mag logikit ro msjelobn qartveli gogoebi imito vart shors wasulebi…
)) (vcdilob mat sias ar shevuertde..) =)))
tuchebis cin gamobzekaze tu rogor vtkva, gamoshveraze:DDD davpikrdi exla. saxels da gvars ar davasaxeleb da eg erti did da sexualur tucheba lamazmanis brali unda ikos, gvoneb:DDD davarkvat amas joliemania. tuchebis chasilikonebis shansi visac ar akvs, sxva ra gza rcheba, xom unda daakmakopilos ramenairad kriteriumebi:DDDDDDD
ანჯელინა ჯოლის ტუჩების გარდა კიდევ ბევრი რამე აქვს მისაბაძი და რაღაც მაგათი ტენდენცია არ იგრძნობა დიდად
sheidzleba zogi angelinas badzavs da imito “pruwavs” tuchebs maraa zogiertma saertod ar ici anjelina vinaa da mainc egeti daiareba… : ))) mand sxva logika unda
)
mchxapnelo iseti shtabechdileba mrcheba ro sicocxle gak mobezrebuli. yvelaferze cuds wer da dascini
PooL
არა, პირიქით სასტიკი ოპტიმისტი ვარ
უბრალოდ ცუდის წერა უფრო მარტივია, ვიდრე კარგის
გოგოობის შემთხვევაში, ტუჩები წინ უნდა წამობზიკო (ამის მიზეზი ჩემთვის დღემდე უცნობია)
ბექ მე შენ ერთი ჩემ მიერ ნაშანტაჟარ გოგოს ფოტოს გამოგიგზავნი და მაგ შეკითხვაზე პასუხის მიღების მოთხოვნილებას უფრო გაგიმძაფრებ: )))))
aaa, theo ra cudiaaaaaaaaaaaaaaa:DDDDDDDDDDDD pool mchaxneli ubralod misdevs logikas, mokvares pirshi udzraxeoooooo:DDDDDDD ar ari sicocxle mobezrebuli. nu nacmdzraobas jer ar ekilikeba da ravi:DDDDDDDDD
“ras shvebi?-rasac vcham”-ze gamaxsenda : exla axali shabloni “damugamda” : “ras cham?-rasac vshvebi” da am vitom shemtxvevit natqvamze didxans da bednierad kiskiseben … (aseti ramdenime faqtis mowme var)
სულ გავუკუღმართებულვართ
ყოჩაღ ჩვენ!
ui da xo kide, Mchxapnel, ori titis teoria tu racaa cherchils ar ekutvnis, sheidzleba mase suratis gadageba ki, magram ise, gamogoneba ara
magari kaci xar
da aravitari “ogonds martla”
kaia ro shens sakmes aketeb
da saertod, sakmes ro aketeb
pativsicema chemgan
ცოტა ზემოთ არის კომენტარებში “ვიკიპედიის” მონაცემი ორივე შემთხვევაზე
ჩერჩილს არ ეკუთვნის, მაგრამ დაამკვიდრა (როგორც ის პატივცემული, მაგრამ დროდადრო შემცდარი საიტი ამბობს)