ნოე 21
არარეალურმა 2012-მა წელმა მსოფლიოში უფრო მეტი გამოხმაურება ჰპოვა, ვიდრე ამავე წელს რეალურად ჩასატარებელმა ლონდონის ოლიმპიადამ. ამგვარი აჟიოტაჟის გამო, ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში ვანგას რძლის ახალი წინასწარმეტყველება გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოცაა ნახსენები:
-
2010 წელს “google”-ს საძიებო სისტემას სიტყვაზე “2012″ ალერგია დაემართება და “search” ველზე მუწუკები გამოაყრის;
- ამავე წელს არქეოლოგები აღმოაჩენენ თიხის ფირფიტას, სადაც ეწერება, რომ მაიას ტომის ქურუმები ხშირად რომელიღაც ბალახის ფხვნილის საშუალებით “ბოლდებოდნენ” და რაღაცეებს მაიმუნობდნენ ხოლმე;
- 2011 წელს ბოლოსდაბოლოს გამოჩნდება ნიბირუ…მსოფლიო კინოეკრანებზე;
- ამავე წელს, “2012″-ზე შექმნილი პროდუქტებით, ვისაც არ დაეზარება ყველა ფულს იშოვნის;
- 2012 წლის 20 დეკემბერს რონალდ ემერიხი მოხვეტავს თავის მილიარდებს და ოჯახთან ერთად მთვარეზე გაიხიზნება;

"იყო და არა იყო რა..."
- 2012 წლის 21 დეკემბერს… იქნება ყველაზე მოკლე დღე და გრძელი ღამე 2012 წლის განმავლობაში;
- 2012 წლის 21 დეკემბერსვე საქართველოში ზარზეიმით აღინიშნება “მიხეილობის” ახლადდაწესებული დღესასწაული;
- 2012 წლის 22 დეკემბერს მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რონალდ ემერიხს ისე დაცინებს, რომ ამ უკანასკნელს უკან დასაბრუნებელი პირი აღარ ექნება;
- 2013 წლის 5 იანვარს…”
***
ღორის გრიპმა საზღაპრეთამდეც მიაღწია, რის გამოც მთელ ტერიტორიაზე სრული ქაოსია გამეფებული. ამონარიდი ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს საიტიდან (www.zgapa.ru):
-
გუშინ, ნაპირზე გამოსვლის ხანგრძლივი, მაგრამ უშედეგო მცდელობის შემდეგ, რუში გმირულად ჩაიხრჩო ჭიანჭველა. “კი, ავხტი და დავხტი, მაგრამ ღორთან რა მიმიყვანდა? სამწუხაროდ, ვეღარც ვუჯაგრე და ვეღარც ვუჯიგრე” – განაცხადა აქვითინებულმა რწყილმა და ცხვირი ხმაურიანად მოიხოცა.
-
პერმანენტული აქციები იმართება ნიფნიფის, ნუფნუფისა და ნაფნაფის სახლებთან. ადგილობრივები გოჭებს გადახვეწას ეხვეწებიან. ფილტვებგაუბედურებული, მაგრამ ბედნიერი მგელი მოვლენათა განვითარებას კმაყოფილი სახით ტყიდან აკვირდება და გოჭებს თავშესაფრად საკუთარ კუჭს სთავაზობს.
"მამის სურათია საოცარი"
![]()
- დღეს, ვინი პუხმა ბაზარში შეიარა და რატომღაც მხოლოდ ერთი ცალი ბოლოკი იყიდა…
***
თბილისში მოძრაობა “ან მიწისა ვარ, ან ცისა”-ს საპროტესტო აქცია გაიმართა. მონაწილეების განცხადებით ფრაზა “შენ ვინც არ გიცნობს…” გარდაქმნას საჭიროებს. “ან დააკონკრეტეთ რას გულისხმობთ, ან სულ ნუ იტყვით” – ღშფოთავენ მოძრაობის წარმომადგენლები
***
ჰოროსკოპის ნიშნები ქართული ყვითელი პრესის წინააღმდეგ გამოდიან. ლომის თქმით (ღრიალით), ჟურნალ-გაზეთები თავიანთი მწირი ფანტაზიით მათ სახელს ბილწავენ და ცუდ იმიჯს უქმნიან. პროტესტის უმაღლეს ფორმას მიმართა ქალწულმა და აფექტის ნიადაგზე ტყუპებს დანებდა… პროტესტის შედეგსა და ბავშვის მამის ვინაობას მომავალი გვიჩვენებს.
* * *
მრავალთაგან ერთ-ერთი ქართველი ამბიციურის განცხადებით, ის თანამედროვეობის გალაკტიონია. ამის დასადასტურებლად მას თავისი ლექსი “მერ” მოაქვს…
“მერ…”
შენ “სკაიპობდი” იმ ღამეს, მერი
მერი, იმ ღამეს “სანეტმა” ჭედა
ჯერ კომპიუტერს ეძახე შტერი
მერი, იმ ღამეს “სანეტმა” ჭედა
ჯერ კომპიუტერს ეძახე შტერი
მერე ინტერნეტს აგინე დედა.
აფეთქებული და მოცახცახე
კლავიატურას თითებს აჭერდი
და ამ სმაილის
მწუხარე სახე
გევედრებოდა: “გეყო, გაჩერდი”
და ამ სმაილის
გევედრებოდა: “გეყო, გაჩერდი”

"WoW, ძაან ფოტკაა"
იწვოდა გაზის ქურაზე კერძი,
იდგა მიმწვარი ხახვის სურნელი
ეს ინტერნეტიც გამოდგა ვერძი,
სიჯიუტისგან განუკურნელი.
იდგა მიმწვარი ხახვის სურნელი
ეს ინტერნეტიც გამოდგა ვერძი,
სიჯიუტისგან განუკურნელი.
მესმოდა შენი უგონო ფიცი,
მერი, ძვირფასო, შენი გინება…
არ გეკადრება, მაგრამ ჰო, ვიცი
უნდა თქვა ის რაც გეთქმევინება…
ჩაირთო… “ჩატში” ვიღაც გიცდიდა,
პოეტურ ხელით სიტყვებს ქარგავდა,
შეყვარებული იყო ის დიდად,
შეხვედრაც გთხოვა, ცუდ კაცს არ გავდა.
პოეტურ ხელით სიტყვებს ქარგავდა,
შეყვარებული იყო ის დიდად,
შეხვედრაც გთხოვა, ცუდ კაცს არ გავდა.
სახლიდან გასულს ნიავი, ქარი,
“რუსთაველისკენ” მიგაქანებდა
რომ გეცნო, ხელში ეჭირა ქნარი
და… გული შენი გრძნობას დანებდა.
“რუსთაველისკენ” მიგაქანებდა
რომ გეცნო, ხელში ეჭირა ქნარი
და… გული შენი გრძნობას დანებდა.
ბილეთის ყუა შემოგიხიეს
თავი მიადე მხარზე ნატიფი
ჰო, გადალახეთ უკვე ლიხი ეს!
მან ჩაიღიმა, იყო რა ტიპი…
თავი მიადე მხარზე ნატიფი
ჰო, გადალახეთ უკვე ლიხი ეს!
მან ჩაიღიმა, იყო რა ტიპი…
ასე მდუმარედ უცქერდით დიდხანს
ქვეყნის აღსასრულს კინოეკრანზე,
თქვენს წინ ვიღაცა მელოტ თავს იფხანს
თუმც გადარდებდა ახლა ეგ რაზე?
თქვი: “ჩემი ქცევა…არა არ მომწონს
ცუდს გაიფიქრებს, ჩემზე ახია”
და ფილმის შემდეგ როცა დაშორდით,
იმ წუთის მერე არც გინახია…
ცუდს გაიფიქრებს, ჩემზე ახია”
და ფილმის შემდეგ როცა დაშორდით,
იმ წუთის მერე არც გინახია…
…
წვიმდა და წვიმის წვეთები ხშირი,
მღეროდნენ, მათი ხმა იყო მჟღერი,
შენ თხოვდებოდი, ხოლო იმ კაცმა,
მღეროდნენ, მათი ხმა იყო მჟღერი,
შენ თხოვდებოდი, ხოლო იმ კაცმა,
ლექსი მოგიძღვნა, უწოდა “მერი”…
პ.ს: უთემისგარეშეობა რა სისულელეს აღარ დაგაწერინებს ადამიანს


magaria
dzalian magari iyo.. leqsze bevri vixalisee
rato kaia
pirveli surati da leqsi martla dzalian magari iko
მამის სურათზე მაგრად ვიხალისე;)კარგი იყო
::d sagool
”mer…” iyo dzalian kargi:)
:D 2 0 1 2 tema ukvdavia
:D (2012-mde)
:D
fotoebic
კარგია!
uuuh magari iko… leqsic da 2012 wlis temac
)
განაცხადა აქვითინებულმა რწყილმა და ცხვირი ხმაურიანად მოიხოცა. – esec
ვანგას რძალი
ჭიანჭველების მკვლეე-ლოო.რას ერჩი,დაგიშავეს განა რამე?
მე თქვენ “სტრასბურგის მწერთა დაცვის უზენაეს სასამართლოში გიჩივლებთ”.
http://doin.ge/?p=17
აჰაა, მაინც “მერიკო” გადააკეთე? მოგკლავს შენ გალაკტიონი, საწყალი, რა დღეში აგდებ, ჰმ!
ისე, მერიკოს ფოტკა მართლა ძნ cool-ია, დაგლიჯააააააააააააააააა
ჯიო
ჭიანჭველაზე სათნო, სპეტაკი და მიამიტი მწერი ჯერ არ შემხვედრია პურში,ჩაიში,თაფლში და სხვა პროდუქტებში
დამთხვევაა უბრალო
sg beqa sg magariaaaaaaaaa
Tema ar gqondao da ra posti dawere da ro gqonoda raghas izamdi…
yochag shen, shen agar xumrob
)
ai sagoooooollll!!!!! eg surati gochebs rom ukidiat letvebis saxlshic vnaxe da imasac “father“ ecera
lekvebis unda metqva uberavs chemi klaviatura :-D
ვაა, მალადცომ ….
ლექსი მომეწონა ნამეტნავად
საწყალი გოჭების მამიკო
ნიკორას გადაყვა თუ მითანას?
ალბათ, უფრო მეტად ადამიანთა კუჭებს
ყველა გზა მაინც მანდ მიდის
magrad vigadave!
yochag magari posti iyo
lekshi uamravi shecdoma iyo magram gepatieba leksis ambavshi, statiashic iyo, magram gascorebis tavi ar makvs…
gaasworaaaaaaa
“მამის სურათია საოცარი” magaze magra vixalise.da es leqsebi sheni shemoqmedebaa/?
გალაკტიონის და ჩემი:)