მშობლიურ სოფელს, ანუ, თემა თემ(ქ)აზე…

 
“ძალა ერთ უბანშია”

skype“-ში  თბილისელებთან  საუბრისას ხშირად უბანთა ურთიერთგაცვლამდე რომ მისულა საქმე, “თემქაზე” უთქვამთ:  “გამიგია, მაგრამ აზრზე არა ვარ, სად არისო

ჰოდა, სპეციალურად მათთვის, მითიური თემქის მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები:

სრული სახელი: ბილისის ლმავალშენებელი არხანა;

საცხოვრებელი ადგილი: თბილისთან ახლოს; 

ოჯახი: გლდანისებრთა;

საყვარელი ზღაპარი: “კონკია” (“ოცნებას უბანი არ დაუნგრევიაო” – ნათქვამია); 

დადებითი მხარე: ხანდახან რაღაც სასარგებლო თვისებებსაც ამჟღავნებს; 

უარყოფითი მხარე: სასარგებლო თვისებებს მხოლოდ ხანდახან ამჟღავნებს; 

თემქის დახასიათება:

თემქა, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, აკრონიმში “” ასოს არსებობის გამო, თბილისს ეკუთვნის. ვიღაცამ ასეთი გაშიფვრა შეიძლება მაინც ეჭვქვეშ დააყენოს, მაგრამ იმხელა არგუმენტი ღელავს თემქაზე, თბილისის ზღვის სახით, რომ ყოველგვარი შეკამათების სურვილს წამიერად გიკარგავს. მოკლედ, თემქა თბილისია, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.

 თემქაზე ზაფხულში დემოკრატიის სრული ტრიუმფია. აქ შეგიძლია ნახო ჩაცმული ქალები (ქუჩაში), ნახევრად ჩაცმული ქალები (ზღვაზე) და ჩაუცმელი ქალები (მთაზე, ტყეში), ოღონდ ამ უკანასკნელ შემთხვევაში ჩაუცმელი კაცის ყურებაც მოგიწევთ. 

თემქის “ღირსშესანიშნაობებიდან” ღირს შესანიშნად სამშობიაროს წინ მდგარი ბაბუის ძეგლი, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს (ან ღამეს) ხელიდან აკვანი წაგლიჯეს. (ჩვენს დროში აკვნის საჭიროების არარსებობის გამო, რა თქმა უნდა… რა სპილენძი?!) 

“დიდებული ძეგლები უაკვნოდ იკარგებიან…”

ძეგლებზე გამახსენდა… ტყით შებურული მთის (სადაც უფასო ეროტიკული სპექტაკლები მიმდინარეობს) წვერზე ისეთი მონუმენტური კომპლექსი დგას, ქართველი მომღერლებიდან, ვისაც თემქის მოგნება არ უჭირს, ყველა იქ იღებს კლიპს. 

"რა ხელმა აზიდა..."

თემქა ღრმა და ჭაობიან ხევით ორ ნაწილადაა გახლეჩილი. აღმოსავლეთ და დასავლეთ თემქებად. ჩვენთვის ის თემქა “გაღმა თემქაა”, იმათთვის ჩვენ ვართ “გაღმა” და გადაწყვეტა ამ ზოგადსაკაცობრიო დავისა, თუ ზუსტად ვინ ვინ არის, საკმაოდ რთულ ფაზაშია შესული. 

თემქა უნიკალური წარმონაქმნია გალაქტიკაში. ქალაქიც არის, სოფელიც, მთაც და ზღვაც. მოკლედ, “4 ინ 1″-ს პრინციპი მოქმედებს. 

"თემქელი და...ზღვა"

თემქაზე შეხმატკბილებულად ცხოვრობენ ადამიანი და ძროხა. მერე რა, რომ ძაღლია ადამიანის მეგობარი… სამაგიეროდ, ძროხა რძეს გვაძლევს! ოღონდ ისე ნუ წარმოიდგენთ, თითქოს თემქა ძროხების სავანე იყოს და ფუნის ტაი-ფუნებს მიჰქონდეს აქაურობა. 

"ფაქიზო"

თემქის კიდევ ერთი ღირსება სასტუმრო “არაშენდა”-ა, რომელიც ერთი ჩვენგანის თქმისა არ იყოს, “მტრის ჯინაზე” ბოლოსდაბოლოს მაინც აშენდა. თუმცა, ამ შენობას “არ” ნაწილაკი იმდენად აქვს შესისხლხორცებული, რომ მას მხოლოდდამხოლოდ თემქელთა საყოველთაო ამნეზია თუ გამოგლეჯს. 

"ა, აშენდა?"

ამ რამდენიმე წლის წინ თემქის მონუმენტურ კომპლექსზე ებრაელი ტურისტები იყვნენ ამოსული. ეტყობა სამყაროს შეცნობის (ან ინგლისურის შესწავლის) დაწყება თემქიდან ჰქონდათ გადაწყვეტილი, იმიტომ რომ სიამოვნებისგან მიბნედილი თვალებით თემქის ხედებს გადასცქეროდნენ და “what a beautiful“-ო ნეტარებით ოხრავდნენ. 

"არის მასში რაღაც ანტიკური"

თემქის დევიზი: “ძალა ერთ უბანშია“ 

თემქა ღამის შოუების იუმორის უშრეტი წყაროა. პარადოქსია, მაგრამ “თემქის” ხსენებაზეც კი ამ გადაცემებში, ყველას ეცინება. 

თემქამ იცის დეილ კარნეგის ფრაზა: “მე ვწუწუნებდი იმის გამო, რომ არ მქონდა ფეხსაცმელი, სანამ არ ვნახე კაცი, რომელსაც ფეხები არ ჰქონდა“, ამიტომ თემქამ ისიც იცის, რომ გლდანი არსებობს და გულზე ეშვება. 

თემქამ იცის, რომ ზაფხულში ზღვაზე მთელი თბილისი შემოესევა, მაგრამ ზამთარში მათი უმეტესობა იტყვის იმას, რამაც ამ თემის დაწერა გადამაწყვეტინა. 

თემქამ იცის, რომ მთავარი სულიერი სილამაზეა. 

"საამო არის საცქერად, დიაცის უბესავითა" :)

თემქამ იცის, რომ მე ახლა ზედმეტად გავაშარჟე მისი არსებობა, მაგრამ ისიც იცის, რომ ამ თემაზე სერიოზულად რაიმეს დაწერა უკვე ჩემს გაშარჟებას გამოიწვევდა.

უმადური პ.ს:  პარლამენტის პატივცემულო წევრებო, დიდი მადლობა გზისათვის, მაგრამ ჩემი ქუჩაც თემქაა და ორმოფილია ნამდვილად არ ჭირს, ახალ ასფალტზე უარი რომ ეთქვა… :)

 

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
57 გამოხმაურება
  1. lasha says:

    ბოდიშით, რომ ვარსებობთ გლდანელები, თემქელები და მუხიანელები….რაღა ზანგები აპარტეიდის დროს და რაღა ჩვენ :) )))))

    • Mchxapneli says:

      აპარტეიდის დროს ფსევდო-სახელმწიფოებად გამოცხადდა შავკანიანთა მიწები და ჩვენც რამე ხომ არ გვეფიქრა?

  2. lasha says:

    რაღა ფესვდო გლდანი ისედაც ცალკეა :) )))

    • მჩხაპნელი says:

      სხვათა შორის, სადღაც წავაწყდი ცოტა ხნის წინ, ინტერნეტის მომხმარებლის ადგილმდებარეობა Georgia – gldani-თი იყო აღნიშნული… wasntme

  3. vako says:

    ბექაააა…..თემქელი მაინც არ იყო ტოოოო, რა არის ეს არ გრცხვენია? :D :D )))))

    • Mchxapneli says:

      ხუმრობით, რა თქმა უნდა თორემ ჩვენთან, რომ სიწყნარე და სუფთა ჰაერია, ინატრონ ვაკელებმა

  4. temqofilia? says:

    ეს იყო თემქის ურცხვად კედელდან მიყენება და თუ კარგ მხარეებს უფრო მეტს ჩამოთვლი მაშინ დავინახავთ თემქის ეშხს :D მომიტევეთ თემქოფილია :D

  5. kate_alukard says:

    თემქაზე კარგი ჰაერია, თემქაზე სიმწვანეა :) ))

  6. lola says:

    dzn მაგრად ვიხალისე, აი ჩაფსმამდე ვიცინე :D :D :D წერის ნიჭი გაქვს გეტყობა D: კაი იყო :D :D :D
    მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ არის თემქაზე უკეთესი ვაკე ან საბურთალო, ბევრად უფრო ბანძი ადგილები არსებობს საბურთალოზე რასაც თემქის ცენტრი ბევრჯერ ჯობია, მაგრამ მაინც “სვეცკი” თბილისელები ნუ სად შეგვიძლია… P.S. მე არც თემქელი ვარ, არც გლდანელი და არც მუხიანელი და არც საბურთალოელი… სადღაც შუაში :D

  7. Snitch says:

    საღოლ ძალიან მაგარი იყო.
    მართალია უფრო მეტი დადებითი მხარე აქვს მარა მერე მარტლა თემქოფილიაში ჩაგეთვლებოდა :)

    მაგრად ვიცინე საღოლ ნიჭი გაქვს :)

  8. თემქელი says:

    ძალიან საინტერესო და სახალისო იყო… :) მიუხედავად იმისა რო ყოველდღე ვაგინებ როცა უნივერსიტეტში ვარ წასასვლელი და სახლიდან 1,5 საათით ადრე გამოვდივარ, მაინც ძალიან მიყვარს მშობლიური თემქა.. :D

  9. DGLIUMP says:

    ისევ და ისევ ყოჩაღ!! ;) ;)

  10. ჯიო says:

    თემქელები ჩვენა ვართ.
    სიმწვანეო,სუფთა ჰაერიო,მგელი და კრავი ერთად სძოვენო,ძროხებიც გყავთ,ზღვაც გაქვთ,ეგრე მეც მინდა თემქელი ვიყო :)

    “თემქის” შენებური აღწერა გეოგრაფიის წიგნში შეუტანია განათლების სამინისტროს.

  11. Luka Gvazava says:

    2 კილო გავიცინე

  12. gitara_wolf says:

    აუ ძალიან მაგრა წერ

  13. DatoRock says:

    თელავი და თელაველები

  14. Toretto says:

    თელავი და თელაველები < — გასცდა რამსებს :D :D ,,ყვავს თავის ბახალა უყვარდაო” :) ))

  15. LevanTed says:

    თემქის ყზეც უნდა დაგეწერა რამე :D
    ასეთი ღირსშესანიშნავი რამ არ უნდა გამოგეტოვებინა.
    ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გზა დაგვიგეს და ზედ რაღაც თეთრი ჯოხები დახატეს…
    მოკლედ, მაგარ პონტში ვართ, აეეეეეე…

  16. lui says:

    იმსახურებ ერთ კეთილმოწყობილ–მოასფალტებულ გზას!:–)

  17. stako says:

    აუუუუ ჩემ თემქაზე მაბოდებსსს მართლაააა ძააან და ზოგიერთი გოიმივით არ მოვიქცევი და არ ვიტყვი, აუ ჩემ უბანზე ვინც ეგ დაწერა თქო, მარა სადმე რო გავიგო, ვინაა ხო იცით რა თემქელებმა შუაში ხევი როა აი მანდ პრიამოი ჩამყავს :)

    • Mchxapneli says:

      მიხარია, რომ ხუმრობა გესმის და ეს სერიოზულად არ მიიღე :)
      პ.ს: ხევის ამოვსებას აპირებენ თურმე

  18. RooD says:

    მოკითხვა მეზობელი მუხიანიდან.. :D

    • Mchxapneli says:

      ჩვენგანაც ასევე :P
      “რა შორიდან გვკითხულობ, თითქოს სადღაც იქ ცხოვრობდე, გამოგვიარე ხოლმე” – ეს მეზობლები ერთმანეთს რომ ეუბნებიან ხოლმე :)

      • RooD says:

        აუცილებლად.. ესეც ჩვეული დაპირება.. რომალსაც ხშირად ივიწყებენ ხოლმე.. :)

        • მჩხაპნელი says:

          :D არც მეორე მხარის მახსოვრობა იკლავს დიდხანს ნერვიულობით თავს… :)

  19. ნენე ბარათელი says:

    აი შენ გაიხარე მართლა ოღონდ :D საშინელ ხასიათზე ვიყავი და იმდენი ვიცინეე :D 10 წლის სიცოცხლე მომემატაა :D ძაალიან ნიჭიერი ხარ მართლა :*:*:*

  20. TaKa... says:

    ვაიმეე ვაიმეე აი აი საღოლ =)))=))

  21. gvance says:

    საღოოლ მაგარიიაა ძააან, ბევრი ვიცინეე :D :D:D:D:D:D

  22. RooD says:

    “არის მასში რაღაც ანტიკური”
    აუ ერთი აქ ვერ ავედი რა.. ისე მიზიდავს ეგ ადგილი.. ყოველდილით ფანჯრიდან მაგის დანახვის იმედით ვიხედები ხოლმე.. ვხედავ და ეგრევე კარგ ხასიატზე ვდგები.. :D

    ეს ხუმრობით და მართლა მინდა მაქ ასვლა ყველას ვეხვეწები წამომყევითთქო და არ მომყვებიან.. მარტო კიდე მეზარება..

    არაუშავს..
    მე მაინც ავალ!!

    • მჩხაპნელი says:

      :D ერთხელ ასვლად ნამდვილად ღირს
      შემეცნებითი ძეგლებია, საქართველოს მთელს ისტორიას ისწავლის ადამიანი, მთელი დღე რომ იქ გაატაროს :)

      • RooD says:

        :s ისე არ მოვკვდები მანდ რო არ ავიდე.. :D ან დავიბარებ ჩემი ფერფლი მანდ მოაბნიეთთქო.. :D

        ისე ეტყობა ბევრმა არ იცის ეგ ადგილი.. თორე ყველა პოზაში გადაიღებენ სურათებს.. :)

        • მჩხაპნელი says:

          ჰო, საკლიპესთან ერთად სასურათე ადგილიც არის ეგ :) განსაკუთრებით დიდი სვეტების ფონზე არსებული კიბეებია პოპულარული მათ შორის,რაც ნანახი მაქვს :)

  23. lilly says:

    რაც არ უნდა თქვათ,თბილისი თემქის გარეშე არ არსებობს…………
    ნათქვამია: “კაცი ცხენითაო და თბილისი თემქითაო”.

    • მჩხაპნელი says:

      ჰო, და კიდევ: “თბილისი ხომ ბეჭედია ბაჯაღლო და თემქა კი შიგ ჩასმული ბადახში” :P

  24. მეკა says:

    შენი ბლოგიდან ვეღარ გავდივარ )) კარგად წერ..
    ბევრი ვიცინე, მადლობა ყველაფრისთვის :D

    • მჩხაპნელი says:

      ჩემი ბლოგის კარი ყოველთვის ღიაა… ორივე მხრიდან – ანუ, სრული დემოკრატია :P
      დანკე! :)

  25. ვაა მჩხაპნელ ცვეტში თემქელი ხარ და რამეეე?
    ისე მიყვრას ამ ბიჭის ნაწერები რომ სულ ბოლო გვერდზე გადმოვხტი და ყველაფრის წკითხვას ვაპირებ…
    დგეს თუ მოვრჩი კიდე დავპოსტავ :D :DD

    • მჩხაპნელი says:

      :P მე მგონი, უკვე გიპასუხე ამ შეკითხვაზე, მაგრამ “დასტურს” კიდევ ერთხელ გავიმეორებ :)

  26. ტინგიცა-მატრაკვეცა says:

    :D ძალიან გამახალისე. როცა გავიხსენებ ილიას “რჩევას” ვკითხო ყოველ საღამოს ჩემს თავს “…აბა, მე დღეს ვის რა ვარგე”?, ამჯერად ეგოიზმი გადამძალავს და ვიტყვი, რომ ამჯერად მხოლოდ საკუთარ თავს “ვარგე” ვინაიდან, ეს ბლოგი “აღმოვაჩინე” ინტერნეტის უკიდეგანო სახარაში…. wasntme

    • მჩხაპნელი says:

      :D არა, შენ შეგიძლია მშვიდი სინდისით დააბალანსო ეგოიზმი, რადგან ამ კომენტარით გარკვეულწილად მეც მარგე ვერბალური მხარდაჭერით :)

  27. ვიწყებ კატეგორიების თანმიმდევრობით და სტანდარტულად, ზემოდან ქვემოთ და მოუყვები ბოლოდან თითოეულ სტატიას . . . p.s ხანდახან შემომძახეთ ან ხელი მიმკარით ხოლმე “ე” მანდ სიცილმა ან ძალიან ბევრის გაგებამ არ მაწყინოს და “გულიშვარდი დიდოუდო ნანინა” არ ეკვეთოს ჩემ გულსა :::)))

გამოთქვი აზრი