ჩვენ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ ვერ ვიტანთ ერთმანეთს…

I HATE YOU

"I HATE YOU"

    “შეცდომებზე სწავლობენ” - ვიღაც ოპტიმისტი ფილოსოფოსი
    “მე საქართველოს ნაკრების ყველა საშინაო თამაშს ვესწრები” - ჩემი კონტრარგუმენტი

     ჩვენ, ქართველებს რომ გვკითხო, ”ძალიან ერი” ვართ – ყველაფერში ყველაზე მაგრები, სტუმარზეგადამყოლები, თხილის გულის რვა ძმისთვის გამყოფები, ივერიაგასაბრწყინებლები, სულით, გულით და სხეულის ყველა ორგანოთი მებრძოლები და ა.შ. თუმცა, ბოლო პერიოდში,  სიყვარულისა და პატივისცემის ბიუჯეტში დიდი გარღვევა რომ გვაქვს, ამას რატომღაც ვეღარ ვხვდებით. ხანდახან ისიც კი მგონია, რომ ერთმანეთს უბრალოდ ვერ ვიტანთ.
    ზოგჯერ ეს ვერატანა “სოციალური სტატუსიდან” მომდინარეობს: ახასიათებს ირონიული კომენტარები, სადაც ჭარბობს სიტყვები “სოფლელი” ,”გოიმი”, “ბანძი” და ნაწილაკი “ფუ”. ამა სოფლის მაღალთა მხრიდან ცინიკურ–ირონიული დაცინვისას  კი აქცენტი ძირითადად “ლ” ბგერაზე კეთდება.

     ხშირად ეს ვერატანა ეროვნულ მაშტაბებს იძენს: გამყიდველი ვერ იტანს მყიდველს, ოფიციანტი - კლიენტს, ნახევარი საქართველო – თეა თუთბერიძეს, ოპოზიცია – სააკაშვილს, ვიღაცეები – ოპოზიციას… ვუბღვერთ ყველას და ღიმილებს (“smiles”) მხოლოდ ინტერნეტ-საუბრებისა და მესიჯების წერის დროს ვიმეტებთ. ვინმე კიბეზე, ქუჩაში, ან სადმე თუ წაიქცევა, ჯერ ვიცინით და მხოლოდ ამის შემდეგ დავაყოლებთ ხოლმე სიმორცხვენარევი დანანებით: “უი, საწყალი…”
    ბოლოს, ეს ვერატანა აგრესიაში გადადის: გამყიდველი გიყვირის, თეა თუთბერიძეს უყვირიან და ინკვიზიციით ემუქრებიან, სააკაშვილს კაბინეტიდან ყურებით გამოთრევას პირდებიან, ოპოზიციის აქტივისტებს - დანაპირებს უსრულებენ და ა.შ. აი, მაგალითად, ცოტა ხნის წინ, მეტროში, ბავშვის უმოსწავლისბარათოდ გატარების გამო დაწყებული კამათი იმით დამთავრდა, რომ მეტროს მეთვალყურემ დედას “შე დეგენერატო და უზრდელო” ეძახა, ექსკავატორზე მდგომი დედა კი “შე ძროხა”-ს ძახილით რამდენჯერმე უკან ამობრუნდა…     
     არადა, ჩვენ გვიყვარს ღმერთი… მაგრამ ვერ ვიტანთ ერთმანეთს.
    ნაკრების თამაშებზე უფრო ამის გამო დავდივარ. “ამის” რა… მონატრებული სიყვარულის გამო. იქ სხვა მუხტია, მთელი სტადიონი ჰიმნს ერთად მღერის და ყველას ყველა უყვარს (მსაჯის გარდა)… მეორე ტაიმამდე! (მერე, გვიტანენ გოლებს და ისევ ვქართველდებით).

ასეც ვქართველობთ

"ასეც ვქართველობთ"

      დღეს “FACEBOOK”-ზე ერთ ტექსტს წავაწყდი:  “ჰმ, მაღაზიიდან ამოვდივარ სახლში და ვიღაც ქალს (სავარაუდოდ უცნობ მეზობელს) ამოაქვს ”სუმკები” და გახიდულა კიბეზე, ძლივს გავატარებინე თავი და: ”ეს ახალგაზრდები, ერთს არ მოიფიქრებენ, რომ აგატანინონ, უსაქმურები და უზრდელები არიან, ამათ ნამუსი აქვს ახლა? შენ არ გაეზარდე დედაშენს” – არ უნდა დააგორო თავის ”სუმკებიანად”???” და კომენტარებში, სადაც ძირითადად “მაწყევარს” “წყევლიდნენ” (საფუძვლიანადაც) არავის (ერთის გარდა) მოსვლია აზრად, რომ “სუმკებიანად დაგორებაც” (თუნდაც სურვილად გამოხატული) არანაკლები აგრესიაა…
      საქმე საქმეზე რომ მიდგება, ჩვენ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ მაინც ვერ ვიტანთ ერთმანეთს.
    ჩვენ დემოკრატიაც გვიყვარს,მიუხედავად იმისა რომ განსხვავებული აზრი გვაღიზიანებს. ჩვენ შეგვიძლია შევიძულოთ ადამიანი მხოლოდ იმიტომ რომ ის სააკაშვილის მომხრეა, რომ იეღოველია, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისაა, რომ ათეისტია, რომ ჩინელია, რომ აფროამერიკელია, რომ რუსია, რომ აზერბაიჯანელია, რომ სომეხია, რომ როკერია, რომ პანკია, რომ ენაზე საყურე აქვს, რომ გაშიშვლდა, რომ… დემოკრატიისდა სამწუხაროდ კიდევ ბევრი “რომ” არის.
     ჩვენ შეგვიძლია გავიყოთ ორად და “ომობანა” ვითამაშოთ. ჩვენ შეგვიძლია ფეხით შევდგეთ ტიტებს და ”ვატაკოთ ერთმანეთს თითები”.
    მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: “ჩემი დედა…(გარყვნილი ზმნა) ჩვენს უწმინდესზე ცუდის მთქმელს (გარყვნილი ზმნა მომავალი დროის დაქადნებით ფორმაში)…დედასო”.
    არა, ჩვენ მართლა გვიყვარს ღმერთი და მართლა ვერ ვიტანთ ერთმანეთს.

პ.ს: “ეგება ვეფხის დედაი, ჩემზე მწარედა ტირისა
წავიდე მეც იქ მივიდე, სამძიმარ ვუთხრა შვილისა,
ისიც მიამბობს ამბებსა, მეც ვუთხრა ჩემი შვილისა
იმასაც ბრალი ექმნების, უწყალოდ ხმლით დაჭრილისა”

ეს სტრიქონებიც ხო ჩვენმა წინაპრებმა დაწერეს… აბა ჩვენ რაღა გვჭირს?
 
 
You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
41 Responses
  1. Clown^^ says:

    კაი პოსტი იყო ^^

  2. domen says:

    შესანიშნავია! :)

  3. faqtia rom samyaroshi ar aris imdeni ram, ramdenic adamianebi vart.. amitom vibrdzvit am ragaceebistvis, rac sheidzleba iyos, fuli, sahli, statusi, pozicia & a. sh. imistvis rom am brdzolas sistematizirebuli & dalagebuli hasiati hqondes, arsebobs diskriminacia : D & ebrdzvi ara yvelas, aramed mholod shavkanianebs, milanis fanebs, DKNY-s momhmareblebs. amas emateba isic rom aris ragaceebi rac gveamayeba.
    me tu meamayea rom tetrkaniani var, aucileblad sheviyof deda ra caiges tvini am shavebmatko, tu minda saburtaloelobas gavushva hazi gamovlandzgav didubels.. hoda shedegad kvlavac diskriminacias vighebt roca kafehsi shesuli momhmarebeli cdlilobs momsahure personals daanahos rom ufro kai rojaa & tavismhriv personali cdilobs daanahos tavisi privilegiebi..

    ho, mec tbiliseli var & mec ver vitan holme hshirad. Ver vitan gagizianebul mimtanebs, utavmoyvareod shemacuhebel bichebs, chemze zarmac leqtorebs… ak nugeshi isaa, rom isini chemze ahdenen gavlenas & bunebrivia ver avitan, magram samcuharod ver vitan pankebsac, romlebic ahla rom vfiqrob srulebit ar mehebian. ubralod tavianti bunebit magizianeben.. magizianebs gogo romelsac fehebze hkidia tma daubaneli aqvs tu dasabani, romelic ver hvdeba rom sulac ar uhdeba shavi fanqari & 15 kg armatura saheze.. hoda ver vitan.. ver vitan & ase veratana-veratanit :D davdivar.. albat amit imaze vapelireb rom me miyvars avis movla ))

    who knows ))

    au ram gamamwara am giorgoba dges : D

  4. Samurai Girl says:

    ძალიან მაგარია :)
    კიდევ ერთი კარგი პოსტი :)
    საინტერესო კუთხით არის..

  5. domen says:

    antimelancholy:

    ფაქტია რომ სამყაროში არ არის იმდენი რამ, რამდენიც ადამიანები ვართ.. ამიტომ ვიბრძვით ამ რაღაცეებისთვის, რაც შეიძლება იყოს, ფული, სახლი, სტატუსი, პოზიცია & ა. შ. იმისთვის რომ ამ ბრძოლას სისტემატიზირებული & დალაგებული ხასიატი ხქონდეს, არსებობს დისკრიმინაცია : D & ებრძვი არა ყველას, არამედ მხოლოდ შავკანიანებს, მილანის ფანებს, DKNY-ს მომხმარებლებს. ამას ემატება ისიც რომ არის რაგაცეები რაც გვეამაყება.
    მე თუ მეამაყება რომ თეთრკანიანი ვარ, აუცილებლად შევიყოფ დედა რა წაიღეს ტვინი ამ შავებმათქო, თუ მინდა საბურთალოელობას გავუშვა ხაზი გამოვლანძგავ დიდუბელს.. ხოდა შედეგად კვლავაც დისკრიმინაციას ვიღებტ როცა კაფეში შესული მომხმარებელი ცდილობს მომსახურე პერსონალს დაანახოს რომ უფრო კაი როჟაა & თავისმხრივ პერსონალი ცდილობს დაანახოს თავისი პრივილეგიები..

    ხო, მეც თბილისელი ვარ & მეც ვერ ვიტან ხოლმე ხშირად. ვერ ვიტან გაღიზიანებულ მიმტანებს, უთავმოყვარეოდ შემაწუხებელ ბიჭებს, ჩემზე ზარმაც ლექტორებს… აქ ნუგეში ისაა, რომ ისინი ჩემზე ახდენენ გავლენას & ბუნებრივია ვერ ავიტან, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვიტან პანკებსაც, რომლებიც ახლა რომ ვფიქრობ სრულებით არ მეხებიან. უბრალოდ თავიანთი ბუნებით მაღიზიანებენ.. მაღიზიანებს გოგო რომელსაც ფეხებზე ჰკიდია თმა დაუბანელი აქვს თუ დასაბანი, რომელიც ვერ ხვდება რომ სულაც არ უხდება შავი ფანქარი & 15 კგ არმატურა სახეზე.. ხოდა ვერ ვიტან.. ვერ ვიტან & ასე ვერატანა-ვერატანით დავდივარ.. ალბათ ამით იმაზე ვაპელირებ რომ მე მიყვარს თავის მოვლა ))

    who knows ))

    ——-

    სხვა დროს დაწერე რა ქართულად, დამემტვრა თვალები :S

  6. mchxapneli says:

    antimelancholy:

    მე თუ თეთრკანიანი ვარ და ვიბრძვი ბევრი ფულის “მოსახვეჭად” ეს ამართლებს იმას, რომ პლანტაციაში მონებად შავკანიანები მყავდეს? :) აპარტეიდიც შეგვიძლია მაშინ ასე გავამართლოთ:)

    უბნით აპელირებაც არ ვიცი რამდენად გამართლებულია.”საბურთალოელით” და “დიდუბელით” შეიძლება ადამიანზე იმსჯელო? :)

    “ხოდა შედეგად კვლავაც დისკრიმინაციას ვიღებტ როცა კაფეში შესული მომხმარებელი ცდილობს მომსახურე პერსონალს დაანახოს რომ უფრო კაი როჟაა” – აი ეს ყველაზე ცუდი მომენტია, ზემოდან უყურო დამლაგებელს ან ოფიციანტს. რატომ არის ის შენზე (ზოგადად ვამბობ)ცუდი? იმიტომ, რომ ყოველდღიურად იმ თანხისთვის შრომობს, რასაც შენ (ისევ ზოგადად) მარტო ერთ ნაჭერ ნამცხვარში იხდი?

    როგორც იტყოდი: who knows? :)

  7. N.TABA says:

    ;( ;(;(
    ”who knows?” ki ara da… ”who anderstands?!”
    gaigeben?! sheigneben?! agasruleben?! shecvlian tavis tavshi rames?! (aramgonia)

  8. kartulad rogor davwero?

    ra tkma unda diskriminaciis ahsna ar gulishmobs imas rom es kanonzomieria & avoie shevesiot 1manets.

    ise recently diskriminacia shemcirebulia samyaroshi.. tetrkanianis mier shavkanianis daqiraveba( monad ara :D normalur poziciaze ) karg tipobad itvleba.. bevri amit sargeblobs kidec & tavis SAMARTLIANOBAS hazs usvams.

    is razec sheni postia ubralod masobrivi agresiaa. rasac raime jgufisadmi mikutvnebuloba ar ganapirobebs.

    sa1od chemi gagizianeba, gabraZZeba & aghshfoteba dzalian dznelia, imitom rom rogorc ki shevnishnav holme vinmes shemotevis mcdelobas, vedzeb motivebs & mere mecineba )) magalitad rola leqtori mipatologebs dagvianebaze, ashkaraa rom gushin ghame misi tineijeri shvili sahlshi ar mosula, an mezobelma charecHa wina dges, an sulac klimaxis simptomebi sheamchnia sakutar tavs.

    tkvenc girchevt ecadot dainahot situaiis backgroundi & dzalian agar gabrazdebit, is tavisi uary. M20iebis ganiavebas moahdens, tkven ar sheepasuhebit & konfliqti ar mohdeba. tu konfliqti ar mohdeba ahali uary. M20iebi agar agmocendeba : )

    mokled mtavari problema isaa rom gvaqvs tendencia chveni gagizianeba mivabat pirvelive kritikul situacias. amas tu shevamcirebt vse” budzet at’lichna )

  9. ttaaattt says:

    dzalian davigruze,magram egrea raa :(

  10. sabachka says:

    sauketesoa rac dagiweria

  11. ჯიო says:

    შეგვეწიოს ყველას დიდმოწამე გიორგი.
    ვეთანხმები ავტორს მის მიერ დაწერილ ყველა აზრსა და ფაქტს.ასევე ჩემს ზემოთ გამოთქმულ აზრებს.

    mchxapneli says:”აბა ჩვენ რაღა გვჭირს”?რა გვჭირს და 200 წელზე მეტი მიზანმიმართულად ახორციელებდნენ ჩვენს გადაგვარებას.ისეთ გარემოს ქმნიდნენ,რომ ქართველი ადამიანი აღარ შედიოდა ელესიაში…
    წინადადებაში სიტყვათა წყობაც კი შეგვეცვალა,ასევე მიმართვის ფორმაც(შენობითი-თქვენობითით).გადავხედოთ უძველეს ნაწარმოებებს და დავინახავთ უამრავ განსხვავებას…

    უჰ რა ჩამოთვლის იმ შედეგებს რა მიზეზითაც ხდება ყოველივე არასწორი.მხოლოდ ძალიან ვრცლად შეიძლება ამის გაკეთება.

    მე თამამად ვამბობ,რომ ვემიჯნები მზგავს რადიკალურ და მახინჯ აზროვნებას და სხვებსაც ვცდილობ მივანიშნო,მაგრამ არადაარ გამომდის.ესეიგი მეც მაქვს პრობლემები,მარა ნორმალურად არ მანიშნებს არავინ და ვაარ ესე გაცხარებულ კამათში…
    ყველა ჯიუტობს… :(
    “ბატონო კახი გვეშველება რამეე?”

  12. Cardinal says:

    au mokle shinaarsebi moayolet xolme ra magxela komentarebs :(
    mchxapnel, shecuxdi da mokled dacere raze “kamatobt” :-W

  13. unicho-chkviani says:

    P.S. ” diax me var saaakashvilis momxre!! diax misha magaria!!! dzirs tea tutberidze!!! dzirs!!!
    me miyvars chemi temqa ? !! -albat ara kiarada namdvilad ara!!! dzirs teqma!!! :D :D :D

  14. lasha (henry_m) says:

    რასაც წერ ყველაფერში მართალი ხარ….დროა ქართველებმა დროს ფეხი ავუწყოთ, მაგრამ არც წარსული დავივიწყოთ ;) ))

  15. c. says:

    კარგი იყო, როგორც ყოველთვის! არააა, ძალიან კარგი იყო! და გეთანხმები ყველაფერში. და ბოლოს ვეფხი და მოყმემ დაგლიჯა :)

  16. zurriuss says:

    პოსტის აზრი ვერ გავიგე, მარა მგონი პრობლემა ჩემშია. აბა 18 კომენტარს არ დაწერდნენ :( (

  17. zurriuss eg tendenciurobis ambavia..

    aitaces ahali produqti rasac es bichi tavazobt )

  18. გვანცი says:

    მე ასეთი არ ვარ… :)

  19. dj-guro says:

    მოიცა და.. არ ჯობია.. დეილ კარნეგს აქვს ასეთი რჩევა: “შეეცადე მოგეწონოს ადამიანი”. ხოდა როგორ შეიძლება ადამიანს, რომელსაც შენ ეურთიერთობი, ერთი პლუსი მაინც არ ქონდეს? იგივე საქართველოს ნაკრებს. ძალიან მშვიდად და დინჯად შეგიძლია ადევნო თვალი სად არის ბურთი. თან შედეგიც იცი წინასწარ. აბა სხვა ქვეყნის თამაშია კარგი, ვერ გაიგებ ბურთი სადაა და ვერც იმას, რა ანგარიშით დამთავრდება? :D :D

  20. Mchxapneli says:

    :D ძალიან მარტივი და საინტერესო რჩევაა. ეტყობა კარნეგს არ უნახავს ადამიანი, რომელიც მატარებლის მოლოდინში ლიანდაგებში აფურთხებს :) ან იმავე მატარებელში მზესუმზირას ჭამს და ქერქებს იქვე ყრის :)
    ეს უბრალოდ ერთი კუთხიდან დანახული სიტუაციაა, თორემ იმ თვისებებს რა დაგვილევს, რის გამოც ერთმანეთის მოწონებაა შესაძლებელი :)

  21. მაგის “”"”"”"”კულტურა”"”"”" რომ მაინც აქვს რომ ლიანდაგში ჩააფურთხოს & არა ადამიანების სავალ ნაწილზე არ უნდა დააფასო ? ? : D უმადურები ხართ რააააა : ))))))

    თან ზოგიერთებს ფურთხებაში 12 ოსკარს აძლევენ …

    ქერქმყრეველს რაც შეეხება მეეზოვეებზე ზრუნავს.. თუ არ დაყრის დამლაგებლის პოზიციას საერთოდ ამოიღებენ .. მერე ის დარჩება უმუშევარი, რაც საქართველოს ეკონომიკაზე პირდაპირპროპორციულად აისახება

    წინ უნდა იყურო, წინ : D

    ვინმე თუ მირჩევს როგორ გადმოვაქართულო ასოები, კმაყოფილი დარჩებ : ))

  22. Mchxapneli says:

    ქართული უნიკოდი უნდა მაგას და მეც რომ ვაყენებ ხოლმე შემთხვევით გამომდის :) მირჩევნია მე გადაგიქართულო, თუ ვინმე კომპიუტერთან უფრო ახლო ურთიერთობებში არ არის და მარტივი გზები არ იცის :)

    “თან ზოგიერთებს ფურთხებაში 12 ოსკარს აძლევენ …” :D მკვლელი არგუმენტია… :)

    ეხლა, მივხვდი რა სათნოა ყველა, ვინც ქუჩაში ნაგავს ყრის და რა უმეცარი ვყოფილვარ მე, ეს რომ ცუდი საქციელი მეგონა :)

    როგორც ლინდგრენის ერთ წიგნშია: “აი ახლა კი ამეხილა თვალები” – თქვა ქალმა,რომელმაც ორივე ქუთუთო მოიჭრა” :)

  23. qututoebi rom ar mqondes & tvalebis dzalian magrad dahuchva rom ar shemedzlos, ra meshveleboda.

    movichra ki ara qututos donori unda movdzebno & qvevidanac mivikra : D

    astrid lindgrenis “pepi dlinni chulok” chemi pirveli cigni iyo rusulad : D qarTulad ar mkonda & idzulebul sheviqeni camekitha : D hoda zeimze viyavi kide pepi : D

  24. taa says:

    მე ადამიანები მიყვარს და არა კონკრეტულად ქართველები …
    ხანდახან კიდევ ქართველები ყველაზე ნაკლებად

  25. salinka says:

    martla gadasarevad wer, ragac gansxvavebuli jurnalisti iqnebi…

  26. Taboo says:

    მჩხაპნელო კი არა და მწერალო, არ ვიცი ჩემი პატივისცემა რა სიტყვებით გამოვხატო…
    ქედს ვიხრი შენი წერის ნიჭის და კიდევ უფრო მეტად აზროვნების წინაშე!

  27. dgliump says:

    უნიჭიერესი ადამიანი ხარ ”მჩხაპნელო”, ღმერთმა გვიმრავლოს შენისთანები.. დღეს სწორად მოაზროვნე და თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანები მართლა გვაკლია..
    წარმატებას გისურვებ, ეგრე განაგრძე.. ;)

  28. me var qarTveli says:

    me vicini da tan vtiri :’(

  29. Geko says:

    ავტორი მორალს კითხულობს… რასაც არანაირი აზრი არ აქ :D ჯობია ყველამ თავის პრობლემას მიხედოს და რაღაც სასაცილოდ მეჩვენება ესეთი რაღაცეები მე პირადად ჩემ თავზე ვაგებ მარტო პასუხს და სულ ცალ ფეხზე მკიდია სხვა როგორ მოიქცევა :D

    • Mchxapneli says:

      მარტივი გამოსავალია :)
      “მე ვიყო და ჩემს მერე ქვა ქვაზე ნუ დარჩენილას” მსგავსი :) მორალის წაკითხვა არასოდეს მდომებია და არც ახლა მაქვს სურვილი :) თუ რამე მსგავსია, ჩემდაუნებურად…

  30. nukaaaaaa says:

    მომწონს უმრავლესობა იმის რასაც წერ, მაგრამ ამ შემთხვევაში ზოგ რაღაცაზე მინდა კომენტარი გავაკეთო…საერთოდ რაღაც ჩვენმა თაობამ ყველანაირი კულტურა და ზრდილობა დაასამარა. თითოოროლაღა თუ მოიძებნება ნორმალურად აღზრდილი. არავის გაკრიტიკება არ მიყვარს, მაგრამ რატომ არ შეიძლებოდა, იმ გოგოს შეეთავაზებინა იმ “სუმკებიანი ქალისთვის” დახმარება… ვიტყოდი, რომ უამრავ სხვა ქვეყანაში ბევრად უარესი მდგომარეობაა და სადაც არ უნდა წავსულიყავი, სულ ის მეამაყებოდა რო ქართველი ვარ. ხალხს ბევრად უფრო კარგი ურთიერთობა აქვს ერთმანეთში, ვიდრე სხვაგან, მითქვამს, რომ სრულიად უცნობს დავხმარებივართ ნივთების წაღებაში და უბრალოდ გზაზე გადაგვიყვანია… მაგრამ ეხლა ამას აქაც ისევე ასამარებენ, როგორც ეს ერთ დროს ამერიკასა და ევროპაში დასამარდა…ჩემი აზრით საშინელებაა… ყველაფერი ადამიანების პატივისცემიდან იწყება და შენი ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი იმაში არ უნდა იყოს მხოლოდ, რომ ვიღაცასთან იტყვი, მიყვარს ჩემი ქვეყანაო…

    ათეისტობაზე, ჰომოსექსუალისტობაზე და პოპულარობის მიზნით ათასი იდიოტობის გაკეთებაზე არ მაქ საუბარი. ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე რეაქციებია ამასთან დაკავშირებით, დამიჯერეთ… ამერიკაში გაკვეთილზე ფრანგულის მასწავლებელმა კითხვა დამისვა, თბილისშიო ბიჭმა კაშნეთი რომ გაიაროს, რას იფიქრებენო? მეთქი რა ვიცი, რა უნდა იფიქრონ, თუ მოდაშია, რატომაც არა… მერე ამერიკელ ბავშვებს კითხა და ბიჭებმა, რა უნდა ვიფიქროთ, გეი–აო. უამრავ რამეზე დაცინიან ერთმანეთს და მეტი შეურაცხყოფებია ერთმანეთში ტანსაცმლის ტარებასთან დაკავშირებით სკოლაში… მე თბილისის სკოლაში სამი ბავშვი მყავდა, რომლებსაც სხვა რელიგია ჰქონდათ მიღებული და არ მახსოვს არანაირი დამცირება ამასთან დაკავშირებით… ამერიკაში კი სკოლაში ჩემი თვალით ვნახე როგორ უყურებდნენ და ითვალწუნებდნენ სხვა რელიგიის მქონე პირებს… ყველა ქვეყანაშია ეს მაჰრამ ჩვენ ასევე გაგვაჩნდა და ზოგს ისევ გააჩნია რაღაც კარგი, რისი დაკარგვაც ნამდვილად არ მინდა. თინეიჯერების უმრავლესობას კი საქართველოში უნდა გააკეთოს ის, რაც უცხოეთშია, მიბაძონ მათ ცხოვრების სტილით, მაგრამ უმრავლესობამ არ იცის, რომ ეს საერთოდ არ არის კარგი… მივბაძოთ განათლების სისტემით, ვიკითხოთ მეტი წიგნები (ბავშვების უმრავლესობა ამერიკაში კვირაში 1 წიგნს მაინც კითხულობს); საერთოდ არ ველოდებოდი ამ ფაქტებს, სანამ მათ წინაშე არ აღმოვჩნდი

  31. სუხოთუზელი says:

    antimelancholy რაც ასოების გადმოქართულებას შეეხება მე გირჩევ არის ასეთი საიტი http://www.convert.ge შედიხარ კრებ ინგლისური ასოებით მერე გადაყვანას აძლევ და ქვემოთ უკვე ქართულად წერია, უნიკოდის დაყენებაც არაა ძალიან სართულო თუ ვისტა ან ვინდოუს 7 გაქვს. შემიძლია დაგეხმარო იგივე ნიკით თუ სკაიპში მომძებნი. ოგონდ “Please add me in your contact list” წერილით მომმართე შეიძლება “მიგაშალო” :)

  32. Babuta says:

    vuertdebi taboo-s….xoda geko morals ki ar kitxulobs ubralod tavis azrs wers da me magalitad misi temebis kitxvit bevri rame davinaxe razec manamde yuradgeba ar mimiqceviaa… :P xoda visac ar moswons “gaiaret :) )))

  33. თამუნა says:

    უკვე სული დამეღალა ამდენი საშინელებით… ყველაზე ცუდი ისაა,რომ მეც ასეთი ვაი-ქართველი ვარ

  34. ნინია says:

    მემგონი სიტყვები ზედმეტია…ძალიან მომ(გვ)ეწონა,მაგრამ მარტო მოწონება არ შველის საქმეს,უნდა ვეცადოთ ჩვენი ცუდის გამოსწორება…შენს პოსტებზე სულ რატომღაც ილიას სიტყვები მახსენდება:’ეს მოთხრობა სარკე იყოს და მე თუ გინდა მთქმელი ვიქნები…’ძალიან მიხარია და მეამაყება რომ შენისთანა ქართველი ახზალგაზრდები არსებობენ…გაიხარე

  35. იკა says:

    antimelancholy
    ისე თუ კარგად დააკვირდები ქუთუთოები ქვემოთაც გაქვს… :)

  36. იკა says:

    ამ პოსტის წამკითხველი 99% დაგეთანხმება და იმას გაიკვირვებს მართლა თუ არსებობენ ეგეთები მე მატ რიცხვს არ მივეკუტვნებიო… არადა ბევრი არის რომ არ უფიქრდება რას აკეტებს უკვე გამჯდარი გვაქვს ეგ ქართველებს და ვეღარც ვამჩნევთ რომ ბევრი რამ გვეშლება…

  37. მე says:

    ეს სტატია მხოლოდ მცირე აღწერაა პრობლემისა, რომელიც მალე გაგვაქრობს ქართველებს. უაზრო სიამაყე და სუბიექტური თვითშეფასებაც გვღუპავს. რატომღაც ითვლება რომ ძალიან კარგები ვართ არადა ნაგვამდე ცოტა გვიკლია. არაფერი გვაქვს საამაყო დღევანდელ დღეს, სამწუხაროდ…. ყველაზე ცუდი ისაა რომ ამ სტატიას უმეტესად ისედაც საღად მოაზროვნე ადამიანები წაიკითხავენ ალბათ, რომლებიც ხედავენ პრობლემას. ისინი კი, ვინც დაბრმავებულია ქართველების ნიჭიერებით და საუკეთესოობით ასეთ საიტზე ალბათ არც ხვდებიან ხოლმე და რომც წაიკითხონ ეს სტატია ავტორს გალანძღავენ. ცუდი ერი ვართ ცუდიიი :) არაფერი გვეშველება ალბათ

დატოვეთ კომენტარი