ვის ხელში ვართ?!

სხვადასხვა Add comments
როცა სპილო მთვარეზე დიდია

"როცა სპილო მთვარეზე დიდია"

     “ჩვენ ვიცით ის, რომ არაფერი არ ვიცით”განახლებული “ვის უნდა 20 000″-ის სტუმრების უმრავლესობა

     ”რამდენჯერ მოგვსვლია: შეხედავ კაცს — მოგეწონება, გაიცნობ — მოგეწონება, დაგელაპარაკება — მოგეწონება, დაგელაპარაკება ისევ — უიმე, მტრისას… შემოიკრავ თავში ხელს, როგორ შევცდი, ვინ მეგონა და…”გრიშა კეჟერაძე

     ამდენი ხალხი გამოვედით და ეს მიშა რატომ ვერ გადავაგდეთ?” – ამდენი ხალხი

     “ასეთი ცოდნის მქონე ოპოზიციის იმედად თუ ხართ, მაშინ დაივიწყეთ გამონათქვამი, რომ “იმედი ბოლოს კვდება” – ჩემი მიმართვა ხალხისადმი…

    ალბათ, არ არსებობს ქართველი, რომელსაც “ივერიის გაბრწყინების” იმედი არ აქვს. “განათებისათვის” კი  ”განათლებაც” რომ არის საჭირო ეს გაუნათლებლადაც ნათელია. თუმცა,  “ვის უნდა 20 000″-ის  ყოველი მომდევნო გადაცემა მხოლოდ იმის დასტურია, რომ ”ამა სოფლის მაღალთა და გამგებელთა”, მათ ენაზე “FACE”-თა ზოგადი განათლების დონე, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა დაბალია. მაგალითისათვის კი დღევანდელი შოუს მოტანაც შეიძლება:

გმირი # 1: გია თორთლაძე
იცის - კამერის წინ ბრტყელ-ბრტყელი პატრიოტული ფრაზებით საუბარი;
არ იცის – საკუთარი ქვეყნის ანბანი, კერძოდ კი მისი 27-ე ასო;  
საგანგაშოა:
რომ სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა დარბაზმა ეს ასევე არ იცის;

გმირი # 2: ლევან ვეფხვაძე

შეკითხვა # 1: ფულის გადახურდავების შემთხვევაში, ივანე ჯავახიშვილის გამოსახულებიანი რამდენი კუპიურით შევადგენთ თამარ მეფის გამოსახულებიან კუპიურას?

იცის: რომ ხუთლარიანზე ჯავახიშვილი ხატია;
არ იცის: სად არის გამოსახული თამარ მეფე და ვისი პორტრეტია ორლარიან კუპიურაზე;
ჰგონია: რომ 200 ლარიან კუპიურას დავით აღმაშენებელი ამშვენებს;  

შეკითხვა # 2: ჩვეულებრივ პირობებში, ჩამოთვლილთაგან რომელს ვერ შეხვდება თეთრი დათვი?

ცნობილი გამოცანაა: “რატომ არ ჭამს თეთრი დათვი პინგვინს?”, ცნობილი პასუხითვე: “ერთი არქტიკაში ცხოვრობს, მეორე ანტარქტიდაზე“.

იცის: “თეთრი დათვი თეთრია”
არ იცის: მეტი არაფერი
ჰგონია: რომ დარბაზი ცდება, როცა ამბობს “თეთრი დათვი ჩვეულებრივ პირობებში პინგვინს ვერ შეხვდებაო”
ეღიმება: დარბაზის უმეცრებაზე :)

 შეკითხვა # 3: ჩამოთვლილთაგან, რომელი ღმერთები არ არიან ერთმანეთის ანალოგები?

ა) დიონისე – ბახუსი
ბ) ჰეფესტო – ვულკანოსი
გ) აპოლონი – ჰერმესი
დ) არტემიდე – დიანა

იცის: რომ დაერხა და დიონისე ქეიფის ღმერთია (ქართული გენეტიკური კოდი ამოქმედდა);
არ იცის: არც ჰეფესტოს და არც ვულკანოსის რაობა;
ჰგონია: რომ სწორი პასუხი ეს არის მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არც ერთი მათგანი არ ეცნობა;

შეკითხვა # 4: სად ჩატარდება 2016 წლის ოლიმპიადა?

იცის: იმ მეგობრის ტელეფონის ნომერი, რომელმაც ამ კითხვაზე პასუხი არ იცის;
ჰგონია: რომ 2012 წელს ოლიმპიადა სიდნეიში ტარდება
არ იცის: აქ რატომ მოდიოდა…

რა ქვია ჯორჯ ბუშს? :)

"რა ქვია ჯორჯ ბუშს?" :)

ორიოდ მაგალითი წინა გადაცემებიდან – გმირი # 3: ირინა ონაშვილი:

არ იცის: რამდენი ციფრით გამოისახება 15 მილიონი, რომელი მუშკეტერის ცოლი იყო მილედი, რომელი ქართველი მეფის ძეგლი დადგეს რომში ანტონიუს პიუსის მმართველობის დროს, რომელმა მთავარსარდალმა მოიკლა თავი მტერს ტყვედ რომ არ ჩავარდნოდა;
იცის: რა სიმაღლისაა ირინა ონაშვილი, რა სიმღერა შეასრულა ირინა ონაშვილმა “მის მსოფლიოზე”, სპორტის რომელ სახეობაში ასპარეზობდა ირინა ონაშვილის მამა;
კიდევ კარგი: რომ დახმარებები აქვს;

რომელია დედამიწის უახლოესი ვარსკვლავი?

"რომელია დედამიწის უახლოესი ვარსკვლავი?"

გმირი # 4: მაია ასათიანი

დღის ფრაზა: “მოდით მე დავუჯერებ დარბაზს, რამეთუ იქ სხედან მამაკაცები და მათ ალბათ იციან ჭადრაკის თამაში” (მაიას აზრით, საქართველოში ჭადრაკი წესით რატომღაც მამაკაცებმა უფრო უკეთესად უნდა იცოდნენ… იმედია, იმასაც არ ფიქრობს, რომ ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია და მაია ჩიბურდანიძე მამრობით სქესს წარმოადგენენ)  

პ.ს (პ-ატივცემულო “ს-ელებრითებო”): გეთანხმებით, რომ “არცოდნა არცოდვაა”, მაგრამ როდესაც გაჭირვებულ, მძიმე ტრაგედიაგადატანილ ადამიანს რაღაცის იმედს უსახავთ და საბოლოო ჯამში, მხოლოდ 100 ლარით “ეხმარებით”, ძნელია ამასაც “არცოდვა” უწოდო…

ტეგები:, , , , , ,


34 Responses to “ვის ხელში ვართ?!”

  1. kate_alukard says: | პასუხი

    იცის: რა სიმაღლისაა ირინა ონაშვილი, რა სიმღერა შეასრულა ირინა ონაშვილმა “მის მსოფლიოზე”, სპორტის რომელ სახეობაში ასპარეზობდა ირინა ონაშვილის მამა;

    :D :D:D:D:D:D:D:D :lol: :lol:
    kinagam cudat var :D

  2. Mchxapneli says: | პასუხი

    მართლა ეგ იცოდა მარტო :) და რომ მეფის ასული სიზმარას და არა ლადო ვარძელაშვილის,ან ბრედ პიტის დანახვისას ამბობდა: “სული მეხუთება, ფეხი მეკეცებაო” :)

  3. invisible says: | პასუხი

    ნამდვილად სატირალია ასეთი ვიცე–სპიკერი რო გეყოლება… მოდი და მერე გვქონდეს რამის იმედი, კაცმა ის ვერ განსაზღვრა რო თუ 2012ში ლონდონში ტარდება ოლიმპიადა 2016ში ისევ ევროპაში აღარ იქნებოდა

  4. Mchxapneli says: | პასუხი

    საქმე იმაშია, რომ ეგეც არ იცოდა :)
    მტკიცედ სწამდა, რომ 2012 წელს სიდნეიში უნდა გამართულიყო :)

  5. Clown^^ says: | პასუხი

    გუშინ ვუყურე ვის უნდა 20 000-ს და რა ნერვები მომეშალა :|

    რა მარაზმი იყო რა :|

  6. qeet says: | პასუხი

    dzaan sentimentaluri dasasruli qonda :(

  7. nino says: | პასუხი

    magari xar raa.. momewona :) ))

  8. akaki says: | პასუხი

    გუშინდელ გადაცემას რომ ვუყურე შემრცხვა

  9. dv0rsky says: | პასუხი

    რა კარგი პოსტია :)
    არცერთი გადაცემა არ მინახავს მაგრამ მოკლე მიმოხილვა საკმარისი იყო რომ გავრკვეულიყავი საკითხში :) ))

  10. sabachka says: | პასუხი

    ise 2016 martla ssad imartba?

    • Mchxapneli says: | პასუხი

      sabachka – რიო დე ჟანეიროში :)

  11. N.TABA says: | პასუხი

    vax vax…vai :P :(
    :D :D:D dzalian magari postia :D : yochaR!! “

  12. antimelancholy says: | პასუხი

    ochen’ hrenovo…

    mec tavmomwone gaunatlebeli gahlavart tbilisidan : D

  13. nino says: | პასუხი

    დღეს ვუყურე თორთლაძის თამაშს. ჯერ ისევ გაოგნებული და გაშტერებული ვარ. ბებიაჩემი შემეკითხა, რომელია სწორი პასუხიო. ზერელედ გადავთვალე თითებზე, დარწმუნებული ვიყავი, სწორ პასუხს გასცემდა. მერე დარბაზის დახმარება რომ მოითხოვა, ჯერ ხო იმაზე გავგიჟდი და მათაც რომ შეცდომით უპასუხეს, კინაღამ სასწრაფო – მეთქი შევკივლე. სირცხვილი ჩვენი, რომ ეგ კაცი დეპუტატია :(

  14. ჯიო says: | პასუხი

    მეც ვუყურე გუშინ “ვის უნდა 20 000″ და “თეთრი დათვის და პინგვინის” შესახებ მეც არ მქონდა პასუხი.განათლებაში ღრმა კრიზისი გვაქვს.

    ეს ნამდვილად მოხდა?
    რა ქვია ჯორჯ ბუშსო და დარბაზის დახმარება გამოიყენა მიიღო B42%,c3% და D55% დარბაზმაც ვერ გასცა პასუხი ლოოოოოლ :D და მერე 50/50-ზე გამოიყენა :D აუ მგონი სიაფანდია,ვერ ვიჯერებ ლოლ :)

  15. Snitch says: | პასუხი

    ეგრეა ეგრე!!!

    არადა რომ ვამბობ საქართველოს კიდე კაი ხანი არაფერი ეშველება თქო პირში მეემიან და – “შენ რეებს ამბობ შე არაპატრიოტოო” მეუბნებიან.

  16. Mchxapneli says: | პასუხი

    ჯიო, სადაც ვიღაცამ თქვა რომ სპილო მთვარეზე დიდიაო, ეგ რა გასაკვირია :) ეგ კი არადა, რაღაც გამოკვლევა ჩაატარეს ბრიტანელ მოზარდებში; ჰოდა, უმრავლესობას ჰიტლერი გერმანიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ეგონა :)

  17. Beso says: | პასუხი

    ძალიან, ძალიან კარგია, ასე განაგრძე!

    Bookmark-ებში მაქვს შენი ბლოგი, წინა პანელზე… : )

  18. dj-guro says: | პასუხი

    მაგარი ჯიგარი ხარ, ძია, შენ! ყოველთვის სავსეა შენი პოსტები “კრაზანით”, რაც ძალიან მომწონს. ძალიან, ძალიან მომწონს. :)

  19. rati-ciy says: | პასუხი

    beka არცოდნა ცოდვააა

  20. Sunny says: | პასუხი

    ვაი ბედკრულო მსოფლიოვ…

  21. n10a says: | პასუხი

    vaime dedaaaaaaaaaaaaa…. ara ufro corad vaime mamaaaaaaaaaaaaaaa…

  22. Lord Vader says: | პასუხი

    არაფერია მანდ საგანგაშო…
    ყველაზე დიდი კრეტინიზმი მაგ გადაცემის საქველმოქმედო-საპიარო ფორმატში გადაყვანაა.

  23. taa says: | პასუხი

    kargi postia
    aucileblad vukureb amis mere :)

  24. khato says: | პასუხი

    antarqtida da arqtika orive ,,a,, ze ar iwkeba?..

  25. domen says: | პასუხი

    Lord Vader: რა არაა საგანგაშო, შენი და ჩემი ქვეყნის პარლამენტის თვალსაჩინო წევრები რომ 100 ლარს ვერ ცდებიან? :blink:

    მჩხაპნელო – ბრავო! :)

  26. fifi says: | პასუხი

    კარგია ის რომ კიდევ ერთი კარგი პოსტი წავიკითხე და კიდევ ერთხელ ვიხალისე. კარგია, კიდევ, ის რომ აქ იციან იმ კითხვებზე პასუხი:) კარგია რომ ამ სისულელეებზე მაინც ვიცინით:) (არადა სატირალია მგონი)
    ცუდი იმდენი რამეა რა ჩამოთვლის…
    ესეთი სტუმრების მიწვევა, ჩემი აზრით, გადაცემის ფორმატითაა დადგენილი. აბა წარმოიდგინეთ მართლა განათლებული ადამიანები რომ მიიწვიონ სათამაშოდ, ხომ დაიხურება გადაცემა,თანაც თუ ნამდვილად საქველმოქმედოა და წამყვანიდან დაწყებული, რედაქციით დამთავრებული,ყველა იმაზე ოცნებობს რაც შეიძლება მეტ კითხვაზე გასცეს პასუხი მოთამაშემ და დიდი თანხა მოიგოს, მაშინ შე დალოცვილო წინასწარ უთხარი სწორი პასუხები, ხომ ხედავ საკუთარი სახელის და გვარის გარდა არაფერი იციან,
    და ბოლოს – როდესაც გაჭირვებულ, მძიმე ტრაგედიაგადატანილ ადამიანს რაღაცის იმედს უსახავთ და საბოლოო ჯამში, მხოლოდ 100 ლარით “ეხმარებით”, ძნელია ამასაც “არცოდვა” უწოდო…
    რა გვეშველება?..

  27. Nugi says: | პასუხი

    bolo martla satiralia 9000 swirdeboda kacs da 100 larit “daexmara” :S

  28. lylite says: | პასუხი

    Tan yvelaze metad imitom mtkiva guli rom kacs, romelsac 6 Svili usaxlkarod hyavs 100 larit exmarebi, magram tan saqveynod acheneb da ise…. da tan ragac bituruli tamashit…
    im adamianis abuchad agdebaa rom natamashebi fulit exmarebi. me ese vtvli

  29. BaSs says: | პასუხი

    lylite ___ getanxmebi. natamshebsac gaacnia, tu sheni tavis imedi ar gaqvs, arc unda waxvide satamashot, mit umetes roca eseti gachivrebuli adamianis bedi shenit wydeba.

  30. Mchxapneli says: | პასუხი

    “თანაც თუ ნამდვილად საქველმოქმედოა და წამყვანიდან დაწყებული, რედაქციით დამთავრებული,ყველა იმაზე ოცნებობს რაც შეიძლება მეტ კითხვაზე გასცეს პასუხი მოთამაშემ და დიდი თანხა მოიგოს, მაშინ შე დალოცვილო წინასწარ უთხარი სწორი პასუხები”

    აი, მაგიტომ დაერხათ მონაწილეებს, რომ აღარ ეხმარება წამყვანი, თორემ მაია ასათიანი ამდენ ფულს კი არ მოიგებდა :) სათითაოდ ჩამოთვლიდა ხოლმე: “სწორი პასუხია “ა”, მერე გადაათქმევინებდა წამყვანი, “სწორი პასუხია “ბ”, კიდევ შეედავებოდა, სწორი პასუხია “ცე” და ეგრევე უყვითლებდა სწორს :) ბოლო გადაცემაში, “დაუნდობელი” იყო და კი ვნახეთ შედეგი…

  31. fifi says: | პასუხი

    Mchxapneli, არა მე ასეთ დახმარებას არ ვგულისხმობდი, შენწარმოიდგინე ესეც რთულია მათთვის,გადაცემის ჩაწერამდე ერთი კვირით ადრე უნდა მიეცათ სწორი პასუხები, რომ კარგად დაესწავლათ…
    და იცი რა, ის გაჭირვებული, მძიმე ტრაგედიაგადატანილი ადამიანები ხომ მეცოდებიან, ასეთი “განათლებულების” იმედად რომ არიან,და მოთამაშეებიც საცოდავები არიან, წარმოიდგინეთ თავის გამოსაჩენად მოდიან და… ეჰ, ეს უსუსური, ადამიანური ამბიციები…

  32. ..... says: | პასუხი

    არა ჭადრაკი კაცებმა აშკარად უკეთ იციან ქალებთან შედარებით, ეს ყველგან ასეა, საქართველოშიც კი მაგრამ ქართველმა ქალებმა სხვა ქვეყნების წარმომადგენელ ქალებთანბ შედარებით ყველაზე კარგად იციან თამაში ) ხოლო კაცები ვერ ქაჩავენ მთლად მსოფლიო დონეზე

  33. svani says: | პასუხი

    ბრავო!!!

Leave a Reply

Power By Doin.Ge Design By Mchxapnel