“გულები და ხელები”, ანუ, როდესაც მუზას კიდიხარ…

ნოველები Add comments
მუზის მუზ–მუზ–ელობა

"მუზის მუზ–მუზ–ელობა"

     “ძველი დრო მომენატრა და რამდენიმე დღით “რადის” მონახულება გადავწყვიტე” – მუზის “მესიჯიდან”

      საშინელებაა, როდესაც წერა გინდა და საწერად ფანტაზია არ გყოფნის.
      კიდევ უფრო დიდი საშინელებაა, როდესაც ფანტაზიასთან ერთად ნამუსის დეფიციტსაც განიცდი და მაინც წერ… 
      “ორი დღეა ჩემიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა…” თუ როგორც არის!
      მოკლედ, სანამ ჩემი მუზა უჩემობას განიცდის, არ მინდა ზემოთხსენებულ საშინელებებში გავერიო და სანაცვლოდ, ო’ჰენრის ერთ პატარა ნოველას გთავაზობთ (ბოლო სიტყვები სრული უმუზობის მაჩვენებელია).
     თუკი, ”google-moogle”-ს ვენდობით ქვემოთ მოცემულ სტრიქონების ქართულ ინტერნეტ სივრცეში ასო ჯერ არ დაუდგამთ.
     წინასწარი განწყობის შექმნას რომ არ ვერიდებოდე, გეტყოდით “თუ რა კარგი მოთხრობაა“, მაგრამ  მირჩევნია, შეფასება თქვენ მოგანდოთ… (ამ დასკვნით ფრაზას ჩემი მუზა რომ კითხულობდეს, ნამუსი ეყოფოდა და დაბრუნებას ცოტა დააჩქარებდა) :)

 

     დენვერის სადგურზე აღმოსავლეთისაკენ მიმავალ ექსპრესს ხალხი აწყდებოდა. ერთ–ერთ ვაგონში იჯდა ახალგაზრდა, ძალზედ მომხიბლავი, ელეგანტურად, გემოვნებით ჩაცმული ქალიშვილი, კომფორტის ყველა შესაძლო საშუალებით გარშემორტყმული, რაც კი გამოცდილმა მოგზაურმა შეიძლება მოიმარაგოს. სწორედ იმ ვაგონში შევიდა ორი ახალგაზრდა კაცი – პირველს გამბედავი, წრფელი გამოხედვა და ასეთივე მიხრა–მოხრა ჰქონდა, მეორე კი მოღუშული, მკვრივად ჩასხმული და სადად ჩაცმული ვინმე გახლდათ. ერთმანეთზე ხელბორკილებით იყვნენ გადაბმულნი.

    ახალშესულები ვაგონის დერეფანს დაუყვნენ, ერთადერთი თავისუფალი დასაჯდომი ახალგაზრდა მოხდენილი ქალიშვილის წინ იყო დარჩენილი. სწორედ იქ მოთავსდა გადაჯაჭვული წყვილი. ქალიშვილმა მათ  განყენებული, ინტერესმოკლებული მზერა შეავლო და უეცრად სახე გულითადმა ღიმილმა გაუნათა, ლოყები გაუვარდისფრდა, პატარა ნაცრისფერ ხელთათმანიანი ხელი აწია. დაილაპარაკა თუ არა, მისმა ხმამ, მჟღერმა და მელოდიურმა, ყველა მიახვედრა, ამ ხმის მფლობელი მიჩვეულია იმას, რომ უსმენენ.

   – მისტერ ისტონ, თუკი გნებავთ, პირველმა მე დავიწყო, კი ბატონო, იყოს ასე. ნუთუ ძველ მეგობრებს ვეღარ ცნობთ, როცა დასავლეთში ხვდებით?

    ამ ხმის გაგონებაზე ორი კაციდან უფრო ახალგაზრდა აშკარად შეკრთა, წამით თითქოს დაიბნაო, მერე კი ქალიშვილის გამოწვდილ ხელს თავისი მარცხენა ხელი მოუჭირა.

მის ფეირჩაილდი ბრძანდებით – თქვა მან ღიმილით – თუ შეიძლება, მაპატიეთ, მარცხენა ხელი რომ ჩამოგართვით, მარჯვენა ამჟამად სხვა რაღაცით მაქვს დაკავებული.

    ეს თქვა და მარჯვენა ხელი ასწია – მაჯაზე ლაპლაპა “სამაჯური” ეკეთა, რომელიც მისი კომპანიონის მარცხენა ხელზე იყო ჯაჭვით გადაბმული. ქალიშვილის მზერაში სიხარული უცებ ჩაქრა, შიშითა და განცვიფრებით შეიცვალა. ლოყები ისევ გაუფერმკრთალდა. ტუჩები წყენითა და იმედგაცრუებით დაუმრგვალდა. ისტონმა ჩაიცინა, თითქოს გახალისდაო და უკვე რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ მეორემ დაასწრო. მთელი ამ ხნის განმავლობაში დაღვრემილსახიანი კაცი ქალიშვილს გამჭრიახი, საზრიანი მზერით აკვირდებოდა.

    – მაპატიეთ, მის, ლაპარაკს რომ ვბედავ, მაგრამ ვხედავ, შერიფს იცნობთ… იქნებ სთხოვოთ, სიტყვა შემაწიოს, ციხეში როცა მიმიყვანს, ეს ჩემთვის დიდი დახმარება იქნება. ლივენვორთის ციხეში გადავყავარ. შვიდი წელი მომისაჯეს გაყალბებისთვის.

     – ო! –წამოიძახა ქალიშვილმა და ლოყები ისევ გაუვარდისფრდა – აი, თურმე რას აკეთებთ აქ. შერიფი ყოფილხართ!

    – ჩემო ძვირფასო მის ფეირჩაილდ – მიუგო ისტონმა მშვიდად – ფულს აქვს გაქრობის თვისება, ხოლო იმათთან კომპანიაში ყოფნა, ვისთანაც ჩვენ ვიყავით ვაშინგტონში, ფულის გარეშე არ გამოდის. მოკლედ, ეს ვაკანსია გამოვნახე დასავლეთში და… მართალია, შერიფი არც ისეთი მაღალი თანამდებობაა, როგორიც ელჩი, მაგრამ…

    – ელჩი! – შესძახა ქალიშვილმა მხურვალედ – ჩვენთან აღარ დადის და ჯობდა, საერთოდაც არ ევლო. თქვენ ეს უნდა იცოდეთ. ახლა თქვენ, ესე იგი, ველური დასავლეთის ნამდვილი გმირი ხართ, დააჭენებთ, ისვრით და ყოველ ნაბიჯზე ხიფათი გემუქრებათ. ვაშინგტონის ცხოვრებისაგან ეს მართლაც მეტად განსხვავდება… ჩვენს ძველ კომპანიაში ძალიან გვაკლდით!

    ქალიშვილს თვალები ოდნავ გაუფართოვდა, მონუსხულივით ისევ ლაპლაპა ბორკილებს მიაჩერდა.

    – ამაზე არ იფიქროთ, მის – უთხრა მეორე კაცმა – ყველა შერიფი ასე იბამს ხელზე პატიმარს, გაქცევა რომ ვერ მოახერხონ. მისტერ ისტონმა თავისი საქმე კარგად იცის…

    – ვაშინგტონში ისევ მალე გნახავთ? – იკითხა ქალიშვილმა

    – მალე, მე მგონი, არ გამოვა – თქვა ისტონმა – ეტყობა დამთავრდა ჩემთვის უდარდელი ცხოვრება.

    – დასავლეთში ძალიან მომწონს – წარმოთქვა ქალიშვილმა წინა ნათქვამთან ყოველგვარი კავშირის გარეშე. თვალები უბრწყინავდა. ვაგონის ფანჯარაში გაიხედა. წრფელად და მარტივად ალაპარაკდა, ისე არა, როგორც ეტიკეტი და კარგი აღზრდა ავალდებულებდა – დედაჩემმა და მე ზაფხული დენვერში გავატარეთ. ვაშინგტონში ერთი თვის წინ დავბრუნდი, რადგან მამა ავად გახდა. მაგრამ სერიოზული არაფერი აღმოჩნდა. მე შემიძლია დასავლეთში ვიცხოვრო და ბედნიერიც ვიყო. ვფიქრობ, აქაური ჰაერი მიხდება. ფული არაა ცხოვრებაში მთავარი, მაგრამ ადამიანები ისეთი სულელები არიან, ყველაფერი სხვანაირად ესმით…

    – შერიფო – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მოღუშულსახიანმა – ეს რა წესია. ყელი გამიშრა, მთელი დღეა არ მომიწევია. რამდენი შეიძლება ილაპარაკოთ? ახლავე წამიყვანეთ მწეველების ვაგონში. ვკვდები, ისე მინდა ჩიბუხის მოწევა.

      ერთმანეთზე გადაბმული მგზავრები წამოდგნენ, ისტონის სახეზე ზანტი ღიმილი ისევ გაკრთა.

     – ასეთ თხოვნაზე უარს ვერ ვეტყვი – ჩაილაპარაკა სასხვათაშორისოდ – ესაა ამ გაჭირვებულების ერთადერთი ნუგეში. კარგად ბრძანდებოდეთ, მის ფეირჩაილდ, რას ვიზამთ, სამსახური სამსახურია.

      დამშვიდობების ნიშნად ხელი გაუწოდა.

      – ძალზე საწყენია, რომ აღმოსავლეთში არ მოდიხართ – თქვა ქალიშვილმა და ეტიკეტისა და კარგი აღზრდის აბჯარი ისევ აიფარა – არაფრით არ შეგიძლიათ ლივენვორთში არ ჩახვიდეთ, არა?

      – დიახ – მიუგო ისტონმა – არაფრით არ შემიძლია.

      და ორი ახალგაზრდა კაცი დერეფანს გვერდულად გაუყვა მწეველების ვაგონისაკენ.

      გვერდით სკამზე ორმა მგზავრმა თითქმის მთელი ეს საუბარი მოისმინა. ერთ–ერთმა თქვა:

    – როგორი გულიანი კაცია ეს შერიფი. აქ, დასავლეთში შეხვდები ეგეთებს.

    –მეტისმეტად ახალგაზრდაა შერიფობისთვის, არა? – ჩაურთო მეორემ.

   –ახალგაზრდა! – შესძახა პირველმა – რატომ… ო! ნუთუ ვერ მიხვდით? სად გინახავთ შერიფი, რომელიც პატიმარს ბორკილით მარჯვენა ხელზე მიიბამს?  

 

წყარო: “მოკლე მოთხრობები” (ო’ჰენრი)
                  გამომცემლობა “პალიტრა L”
                  2009. გვ 290–293
                  თარგმნა: ირაკლი ლომოურმა
                  :)

 

 

ტეგები:, ,


29 Responses to ““გულები და ხელები”, ანუ, როდესაც მუზას კიდიხარ…”

  1. domen says: | პასუხი

    კარგია :)

    რეკომენდაციას ვუწევ ო’ჰენრის მოთხრობების კრებულს “ზაფხულის შუადღის სიზმარი”, მთარგმნელი და გამომცემლობა, სამწუხაროდ, არ მახსოვს.

  2. antimelancholy says: | პასუხი

    ver mivhvdi : |

    megona o’ henris novelebi miyvarda ; D an imis bralia rom dilaa & chemi gonebrivi resursebi satanadod ar funqcionireben, an imis rom tradiciulad cherez adno xaza vkithulob : ))))) an williamis fiaskoa es novela ))

    aha )) amit gindoda getkva rom umuzoba TviT O’ HENRYSAC ACUHEBS ))) GOT IT )))

    AHLA AIVSEBA ISEV: AU RA MAGRA WEEEEEEEEER :d :d

  3. antimelancholy says: | პასუხი

    domen AHLA ROM AR AMIHSNA RA ARIS KARGI :d
    tendenciuroba sucks : D

    eg mgoni is krebulia “mogvta sachuqtebit” rom icyeba ho?

    beka modi lexebis cerashi shegejibrebi : D

  4. kate_alukard says: | პასუხი

    უმუზელობა მთელ ინტ-სივრცეს აწუხებსავით =((((( მიუხედავად იმისა რომ მასაში გარევა არასდროს მიყვარდა იძულებული ვარ ვაღიარო =))))))) ნუ ისე ვამბობ უმუზობა მეთქი გეგოონება სანამ ის ვაჟბატონი აქ იყო შედევრებს მაქმნევინებდა რააა =)))))) ნუ მაგისგან ხო ერთ იდეას ვერ მოისმენ სულ მეუბნება დაიწყე და დაგეხმარებიო თან თავზე რომ დამფარფატებს ნერვები მეშლება … მოკლედ რა სხვა მუზა მყავს მოსაძებნი :( (( თუ გამოსწორდება დავტოვებ :D

  5. Mchxapneli says: | პასუხი

    antimelancholy
    “megona o’ henris novelebi miyvarda ; D” – ერთმა ნოველამ თუ დაგაეჭვა მაგაში, მართლა არ გყვარებია :)
    an imis rom tradiciulad cherez adno xaza vkithulob : ))))) – ამის ბრალი უფრო მგონია :) მაგალ ლიტერატურული ხალტურა ქვია (ალბათ) :)
    an williamis fiaskoa es novela )) – ძირს ტავტოლოგია, გეთანხმები! :)
    amit gindoda getkva rom umuzoba TviT O’ HENRYSAC ACUHEBS ))) – ამით მინდოდა ჩემი უმუზობით გამოწვეული ბლოგის სიძველე ცოტათი გამომესწორებინა :)
    AHLA AIVSEBA ISEV: AU RA MAGRA WEEEEEEEEER :d :d – სამწუხაროდ, ამ ნოველის ავტორისთვის ეხლა მნიშვნელობა აღარ აქვს კომენტარებს :) და მე რატომ უნდა მითხრან “მაგრად წერაზე” არ ვიცი :)

  6. Mchxapneli says: | პასუხი

    ჰო, სიკარგეს რაც შეეხება :)
    1. ო’ჰენრის მოთხრობები იმით გამოირჩევა, რომ მოულოდნელი დასასრულები აქვს ხოლმე (ამ შემთხვევაშიც ასე იყო. მე პირადად, მთელი მოთხრობის მანძილზე იმ ქალის ნაცნობი მართლა შერიფი მეგონა :)
    2. ერთი შეხედვით უბრალო სათაური მშვენივრად გადმოცემს ნოველის აზრს
    3. ადამიანური კუთხით თუ მივუდგებით, თბილი და სასიამოვნოდ წასაკითხი მოთხრობაა :)

    “მოგვთა საჩუქარით” იწყება კი :) და ლექსებში როგორ პირობას მთავაზობ? :)

  7. Mchxapneli says: | პასუხი

    kate_alukard

    დაწყებაა მთავარი, თორემ მერე მუზა კი არა, შუქიც რომ წავიდეს, მაინც დავწერ :) (”ლეპტოპი” იყოს კარგად…)

    მუზის სქესის საინტერესოა, ვისთვის ვაჟბატონია, ვისთვის… :P

  8. Mchxapneli says: | პასუხი

    domen გამოსულია კიდევ რომელიმე კრებული ქართულად? :O მე როგორც ვიცოდი, ეს პირველი იყო :)

  9. akaki says: | პასუხი

    (ამ შემთხვევაშიც ასე იყო. მე პირადად, მთელი მოთხრობის მანძილზე იმ ქალის ნაცნობი მართლა შერიფი მეგონა

    არ იყო როო??? :| :|
    თუ მე ვერ მივხვდი? :(

  10. mchxapneli says: | პასუხი

    “ნუთუ ვერ მიხვდით? სად გინახავთ შერიფი, რომელიც პატიმარს ბორკილით მარჯვენა ხელზე მიიბამს?”

    იმ ტიპმა მარცხენა ხელი ჩამოართვა (მარჯვენათი მიბმული იყო) :) პოლიციელები დამნაშავეებს მარცხენა ხელზე იბამენ (თუ ცაციები არ არიან), ანუ პირიქით ის მოღუშული იყო შერიფი და რომ ნახა ნაცნობს შეხვდა დამნაშავე, შეეცადა, რომ ქალის თვალში ცუდად არ გამოეჩინა :)

  11. fifi says: | პასუხი

    უმუზობას რა ვუთხარი თორე ო’ჰენრის ეს არ ეკადრება:)))
    მოულოდნელი დასასრული მართლაც ახასიათებს მის ნოველებ, მაგრამ აქ, სიმართლე გითხრა, თავიდანვე მივხვდი რომ შერიფი მეორე იყო:)))

    სხვათა შორის უმუზობის დაძლევის ჩემი მეთოდი მაქვს, ლექტორმა მასწავლა:)) როცა რაღაცა მაქვს დასაწერი, თან სასწრაფოდ და მუზამ როგორც წესი მიღალატა,ვჯდები, ვიღებ ცარიელ ფურცელს და კალამს,და ვწერ რაც იმ წუთში თავში აზრად მომდის.ბოლომდე რომ გავავსებ ფურცელს ნაწერით გადავიკითხავ ერთხელ, ორჯელ, თუ არ დამეზარა მესამედაც და აბა გამოიცანით… ზუსტად ისაა, რაც უნდა დამეწერა:))) მაგრამ რა თქმა უნდა ყოველთვის არ ამართლებს, ისეც ყოფილა დაკუჭული ქაღალდების გროვაში გამიღვიძია:)))
    მაინც ვინ გონია თავი ამ მუზას?!..

  12. lali says: | პასუხი

    უი,ეს მოთხრობა არ ვიცოდი. ველოდი, რომ ცჰვეულებრივი დასასრული არ ექნებოდა, მაგრამ ასეთიც არ მეგონა.
    მიყვარს მე ეს ბლოგი!

  13. MamuuK says: | პასუხი

    motxrobas araushavs ise kargi saitia momwons :)

  14. antimelancholy says: | პასუხი

    ერთმა ნოველამ თუ დაგაეჭვა მაგაში, მართლა არ გყვარებია _____ ძალიან პატარა ვიყავი როცა გადავწყვიტე რომ ო’ჰენრი მიყვარდა ))) “უკანასკნელი ფოთოლის” წაკითხვის შედეგად. ხოდა მეც ისეთივე ტენდენციური ვარ როგორც შენი ბლოგის მიმდევრები & 1 რაღაც რომ ძალიან მომეწონა გადავწყვიტე ყველაფერზე გამეფანატებინა რაც კი ჰენრის ეხებოდა : D
    მაგალ ლიტერატურული ხალტურა ქვია (ალბათ) ______ :D :D ალბათ მოუხდა : D მემგონი უფრო დროის დეფიციტი ))
    ამით მინდოდა ჩემი უმუზობით გამოწვეული ბლოგის სიძველე ცოტათი გამომესწორებინა ______ ჩემი ბლოგი სტრუქტურით & თემატიკით რომ გავდეს შენსას აქ კარგი რჩევა იქნებოდა ამ ტექსტის ნაცვლად ))
    ადამიანური კუთხით თუ მივუდგებით, თბილი და სასიამოვნოდ წასაკითხი მოთხრობაა ________არაადამიანურად? : D
    ლექსებში როგორ პირობას მთავაზობ?______ არ ვიცი, ერთ თემატიკაზე დავწეროთ * ექსპერტებს შევაფასებინოთ : D

    რა თქმა უნდა ძალიან მომწონს ეს ბლოგი მაგრამ თან მაღიზიანებს & რა ვქნა : D
    თავს ისე ვგრძნობ , როგორც უკიდურესად პატრიოტი შვეიცარელი იგრძნობდა მის ქვეყანაში ვინმეს თურქული შოკოლადის დიდი პარტია რომ გაეყიდა უწარმატებულესად : D

  15. antimelancholy says: | პასუხი

    ფიფქის ნაცვლად (რომელიც ხშირად სიყვარულის & კოცნის სიმბოლოდ აღიქმება ) &- კავშირი უნდა ეწეროს…

  16. domen says: | პასუხი

    მჩხაპნელო: კი, “ზაფხულის შუადღის სიზმარი” ჰქვია :) რახან დაგაინტერესა, ვნახე: ზურაბ ცერცვაძის ნათარგმნია, გამომცემლობა ააფ–მენეჯმენტი (ააფ, ანუ ქ–ა–რთულად ნ–ა–თარგმნი მსო–ფ–ლიო).

    ესეც გარეკანი: http://img209.imageshack.us/img209/7163/ssso.jpg

    P.S. ბოლო გვერდზე შევნიშნე – ო’ჰენრის სხვა კრებულიც (”მოგვთა საჩუქარი”) ჰქონიათ ნათარგმნი.

  17. kate_alukard says: | პასუხი

    Mchxapneli
    მეც სულ მაგას ვეუბნები დალოცვილო მე თუ დავიწყე შენი დახმარება ვიღას უნდა მეთი მარა ნუ მერე იბუტება ჩაყოფს ხოლმე ფრთებში თავს და ზის ჭაღზე სანამ ხვეწნას არ დავუწყებ… :( :(:(:( მოკლედ მაგარი ფხუკიანი ტიპია თქვენ კაცებს იქნებ უფრო გიმართლებთ მუზის სქეში :D ნუ თუ ტრადიციული ორიენტაციისაა კაცი და მუზაც კაცი არ ყავს :lol:

  18. domen says: | პასუხი

    antimelancholy – ვერ მიგიხვდი? :S

    ხომ, მუზაზე გამახსენდა, ვინც ინგლისური იცით, გირჩევთ TED-ის ლექციას Elizabeth Gilbert–ისგან სათაურით “A new way to think about creativity”

    http://www.youtube.com/watch?v=86x-u-tz0MA

  19. dgliump says: | პასუხი

    ყოჩაღ შერიფს.. :) :)

  20. N.TABA says: | პასუხი

    :) :) :) kargi iyo !

  21. salinka says: | პასუხი

    vaime ra kargi iyoo, o’henri sul aseTi sasiamovnoa, ras ver mixvdiT, patimari iyo is kaci, da sherifma Tavis Tavze daibrala..

  22. salinka says: | პასუხი

    ადვილი მისახვედრი კი იყო, მაგრამ ეს მიყვარს ო’ჰენრის, მაღალი ღირებულებების ადამიანებზე წერს სულ, ძალიან მარტივად თანაც…

  23. max14characters says: | პასუხი

    რატომღაც, თავიდანვე მივხვდი, რომ პირიქით იქნებოდა “პროფესიები”…
    უკანასკნელი ფოთოლი რულზ

  24. Mchxapneli says: | პასუხი

    max14characters
    გეთანხმები უკანასკნელი ფოთოლზე
    domen, მადლობა, მომავალ “BOOKING”–ზე ვიკითხავ აუცილებლად, “მოგვთა ძღვენის” კრებული გადავიკითხე უკვე:)
    fifi–მე სხვა მეთოდი მასწავლა ჩემმა ლექტორმა, “წერე იმაზე, თუ როგორ ვერ წერო” :) და კალაპოტში ჩადგები ნელ–ნელაო…
    antimelancholy – “ადამიანური კუთხით თუ მივუდგებით, თბილი და სასიამოვნოდ წასაკითხი მოთხრობაა ________არაადამიანურად?”
    :D არაადამიანურად – უაზრო ასოების ხროვა ალბათ :)
    “არ ვიცი, ერთ თემატიკაზე დავწეროთ * ექსპერტებს შევაფასებინოთ” – ვიჭერ ხელთათმანს :) შეარჩიე თემა… :)

  25. akaki_G says: | პასუხი

    http://lib.ge/authors.php?548

  26. George Garchagudashvili says: | პასუხი

    LALI შენ რა გითხარი :D ეგ რისთვის მომაცდინე :D

  27. svani says: | პასუხი

    mmmagaria….

  28. lui says: | პასუხი

    კიდევ დადე რა რამე ო’ჰენრის შემოქმედებიდან!! ძალიან გხოვ!

  29. SaLoMea_Mze says: | პასუხი

    საყვარელი იყოო :) მაგრამ თავიდანვე მივხვდი ფინალს…

    ტუმცა ეს ო’ჰენრის სულაც არ აკნინებს :)

Leave a Reply

Power By Doin.Ge Design By Mchxapnel