საინტერესო და “ვგონებ” სახალისო ფაქტების კრებული 3

ვისი თვალი ვის ცხვირშია...

პაბლო "პიკავსო", ამბობენ...

1. ერთხელ პიკასომ დურგალს წითელი ხისგან ავეჯის დამზადება სთხოვა და წინასწარ აუხსნა, თუ რა სჭირდებოდა. მერე კი, თვალსაჩინოებისათვის, ერთი ხელის მოსმით ესკიზიც დაუხატა და ჰკითხა, თუ რა ღირდა ამ სამუშაოს შესრულება.  “–არაფერი!” – უპასუხა დურგალმა –  ”უბრალოდ მაგ ესკიზს ხელი მოაწერეთ“.

2. “სურრეალისტმა უნდა ჩამოაყალიბოს ლოგიკა და არასოდეს მისდიოს მას” – ამბობდა სალვადორ დალი.

ერთ–ერთი მაგალითი :)

"ერთ–ერთი მაგალითი" :)

3. წინა საუკუნის ბოლოს ერთი ინგლისელი პიანისტი გასტროლებით ახლო აღმოსავლეთში იმყოფებოდა. ინგლისში დაბრუნებულმა კი ცნობილ დირიჟორ ბილჰემთან საუბრისას უკმაყოფილება გამოთქვა: ”თქვენ წარმოიდგინეთ, არაბებმა მე ორჯერ მესროლეს ტყვია!”
“–ღმერთო ჩემო! მე არ მეგონა, რომ არაბები ასე კარგად ერკვეოდნენ მუსიკაში…”–გაუკვირდა ბილჰემს.

4. “მადლობა ღმერთს, რომ ათეისტი ვარ” – “ხუმრობდა” ბერნარდ შოუ.

5. ფრანგი იმპრესიონისტი ედუარდ მანე პარიზის მახლობლად ერთ-ერთ სოფელში ისვენებდა. იქ მან ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვარი გაიცნო, რომელმაც მხატვარს ტაძრის მოხატვა სთხოვა. სამუშაოს დასრულების შემდეგ, ეკლესიის წინამძღვარი, რომელმაც ფრესკები ნახა, სასტიკად აღშფოთდა და მანეს შესჩივლა: “კი მაგრამ, ბატონო, სად გინახავთ თქვენ ჩექმიანი ანგელოზები?”. მანემ წარბიც არ შეიხარა და კითხვას კითხვითვე უპასუხა: და თქვენ უჩექმოები სადღა გინახავთ?

6. “აი, ახლა კი ნამდვილად მესმის ჭკვიანური სიტყვა სენატში” – თქვა კალიგულამ, როდესაც სენატორად დანიშნულმა მისმა ცხენმა დაიჭიხვინა.

შიგადაშიგ ჰქონდა ამ კაცს... წამოფრენები
“შიგადაშიგ ჰქონდა ამ კაცს… წამოფრენები”

7.  უსაქმურობისგან შეწუხებულმა და “გამოგონებომანიით” შეპყრობილმა იაპონელებმა ახალი ტიპის სარეცხის სამაგრი შექმნეს. ეს იაპონური ინოვაცია  წინასწარ გრძნობს უამინდობას და პატრონს მობილურ ტელეფონზე შეტყობინებას უგზავნის  – “წვიმას აპირებს და სარეცხი ჩამოხსენიო”.

8. ”თვალთმაქცი მე მაგონებს ადამიანს, რომელმაც მოკლა მშობლები და სასამართლოს თხოვს შეწყნარებას იმის საფუძველზე, რომ იგი ობოლია” – ამბობდა აბრაამ ლინკოლნი.

9. ძველ საბერძნეთში სპეციალურ მხატვრებს, რომლებიც კურტიზანებს მაკიაჟს უკეთებდნენ  “პორნოგრაფები” ერქვათ.

10. გი დე მოპასანი პარიზში ეიფელის კოშკის არსებობას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა. თუმცა მოგვიანებით,  იგი მუდამ ეიფელის კოშკში მდებარე რესტორანში სადილობდა, რადგან ეს  იყო ერთადერთი ადგილი მთელს პარიზში, საიდანაც ეიფელის კოშკი არ ჩანდა.

11. ამბობენ, რომ დევონშირის ჰერცოგინია ჯორჯიანას ოჯახში ერთგვარი თამაში არსებობდა. გართობის მიზნით ოჯახის წევრები უცნაურ ჟარგონზე საუბრობდნენ და ყველა ინგლისურ სიტყვას წინ ასო “S”-ს უმატებდნენ. ერთი ვერსიის თანახმად, სწორად ასე დაიბადა სიტყვა “სლენგი” (s-language – “განსხვავებული ენა”)

12. “სმაილების” ლექსიკონში მარჯ სიმფსონი @@@@8–) -ით, კბილმოტეხილი ვამპირი :–F -ით, შიშისაგან თმებყალყზე დამდგარი ადამიანი კი =8O -ით აღინიშნება.

თმა გავს? გავს...

"თმა გავს? გავს..."

13. “მე არასდროს ვიხდი ბოდიშს. ბოდიში, მაგრამ ასეთი ადამიანი ვარ” – ამბობდა ჰომერ სიმფსონი.

14. ერთხელ ბალზაკის სახლში ქურდი შეიპარა და მაგიდის უჯრების გაღებასაც ცდილობდა, როდესაც ის პატრონის ხარხარმა შეაჩერა. “რატომ იცინით” – შეეკითხა გაკვირვებული ქურდი. “შენ ეძებ იმას ღამით, რის ნახვას მე დღისითაც ვერ ვახერხებ” – აუხსნა ბალზაკმა

15. “ერი, რომელიც უარს ამბობს შეინახოს თავისი არმია, შეინახავს სხვისას” – აღნიშნავდა ნაპოლეონი.

16.  ალექსანდრე დიუმა–მამა ალექსანდრე დიუმა–შვილის პიესის პრემიერას დაესწრო და ნანახი მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. მის გვერდით მჯდომმა თეატრალურმა კრიტიკოსმა შენიშნა: “თქვენ ისე იქცევით, თითქოს თქვენ იყოთ პიესის ავტორი!” –მე ავტორის ავტორი ვარ! – ამაყად უპასუხა დიუმამ

17.  “საქმე გაკეთებულია, რიღასთვის ვიცადო?” – თქვა კოდაკის დამფუძნებელმა ჯორჯ ისტმენმა და თავი მოიკლა.

18.   ლევ ტოლსტოის ჟურნალისტები არ უყვარდა. ერთხელ ერთმა კორესპონდენტმა ინტერვიუ სთხოვა. “რად გინდათ?” – შეეკითხა მწერალი. “როგორ, რუსეთში ბოლო სულელიც კი ინტერესდება თქვენით!”
“–ამაში ახლა მე საკუთარი თვალითაც დავრწმუნდი” –
მიუგო მწერალმა.

19. “ჩვენს ქვეყანაში ისეთი სიღარიბეა, რომ ცისარტყელაც კი შავ–თეთრია” – ამბობდნენ ერთ დროს იტალიელები.

20. ერთმა ნიუ–იორკელმა ახალგაზრდა ცოლ–ქმარმა თავის საფოსტო ყუთში თეატრის ორი ბილეთი აღმოაჩინა წარწერით: “გამოიცანით ვისგან არის?”. თეატრიდან დაბრუნებულებს მათ ბინა გაძარცვული დახვდათ. კარზე კი მიკრული იყო მეორე წარწერა: “ახლა კი უკვე ნამდვილად იცით, ვისგანაც”

21. “გემოვნებაზე არ დაობენ” – ამბობდა მარკ ტვენი – მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ეომებიან.”

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
45 გამოხმაურება
  1. sabachka says:

    ბოლო და ბოლოს წინა მაგარი იყო

    • მჩხაპნელი says:

      ჰო, მარკ ტვენს რომ ეხერხებოდა ეგეთები, კია ცნობილია, მაგრამ ნიუ-იორკელი მძარცველებიც თუ ასეთი გამჭრიახობით გამოირჩეოდნენ, ვერც მე წარმოვიდგენდი (სანამ ფაქტს არ წავაწყდი) :P

  2. კაი რაღაცები იყო :D

  3. domen says:

    კარგი იყო :)

    15. “ერი, რომელიც უარს ამბობს შეინახოს თავისი არმია, შეინახავს სხვისას” – ეს ნაპოლეონისაა, მგონი.

  4. dv0rsky says:

    15-ს ვეთანხმები

    • მჩხაპნელი says:

      ისტორიაც კვერს უკრავს (თან მეტი დამაჯერებლობისთვის, მაგალითებითაც ადასტურებს) o_O

  5. Beso says:

    ძალიან კარგი იყო, ასე განაგრძე! : )

    • მჩხაპნელი says:

      მართალია, მესამე ნაწილის შემდეგ “ფაქტობრივი პოსტები” აღარ ყოფილა, მაგრამ მოწოდების მეორე ნაწილს (“განაგრძე”) კეთილსინდისიერად ვასრულებ :D

  6. N.TABA says:

    ძალიან კარგი იყო…:):)
    15. “ერი, რომელიც უარს ამბობს შეინახოს თავისი არმია, შეინახავს სხვისას” – აღნიშნავდა ნაპოლეონი (ჭეშმარიტად სიმართლეა :P )
    18. “ჩვენს ქვეყანაში ისეთი სიღარიბეა, რომ ცისარტყელაც კი შავ–თეთრია” – ამბობდნენ ერთ დროს იტალიელები. :D :D
    20. “გემოვნებაზე არ დაობენ” – ამბობდა მარკ ტვენი – “მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ეომებიან.” :D :D ვენაცვალე მარკს! მართალია! :D

    • მჩხაპნელი says:

      :D ჩემი მტერი ენაცვალოს მარკ ტვენს ახლა (მაგ სიტყვის პირდაპირი გაგებით)! :P

  7. lylite says:

    @@@@8–) <— ძალიან მაგარი იყო :D

    • მჩხაპნელი says:

      “ფანტაზია და მარჯვე ხელებში” იყო ხოლმე ერთი შეხედვით უსარგებლო რაღაცეებისგან კარგი სათამაშოების შექმნა :P სმაილების შემთხვევაშიც რაღაც მსგავსია :)

  8. salinka says:

    რა კარგი იყოო, ასეთ ინფორმაციებზე ვგიჯდები, დაღლილი რომ კომპიუტერს მივუჯდები ხოლმე საღამოს…

    • მჩხაპნელი says:

      რაც “რა, სად, როდის”–ის სპორტულ ვერსიაში მონაწილეობა დავიწყე, მას შემდეგ მეც განსაკუთრებით გამიმძაფრდა მსგავსი სიყვარული :)

  9. vasasi says:

    15. “ერი, რომელიც უარს ამბობს შეინახოს თავისი არმია, შეინახავს სხვისას” – ამბობს ანდაზა

    ანდაზა არა, ნაპოლეონი ამბობდა.. :) )

    • მჩხაპნელი says:

      უკვე მოვუხადე ბოდიში მონსინიორ ნაპოლეონს :D (თუკი, მას ესმის ჩემი, რა თქმა უნდა) :P

  10. kate_alukard says:

    :D :D :D lol რამდენიმე მართლაც რომ გენიალური იყო :D :D :D :D

    პ.ს. წეღან დეიდაჩემი მეკითხება რას აკეთებო? მე ვუთხარი იმ ბიჭის ბლოგს ვკითხულობ მეთქი და მიხვდა ვიზეც ვლაპარაკობდი :D მთელი ოჯახი გკითხულობთ მოკლედ :D :D :D :D :D

    • მჩხაპნელი says:

      :D დიდებული ენაა ეს ქართული. რაც ზედაპირზეა, ორი იმდენი ფესვებში აქვს აზრი გამჯდარი (ადამიანზე ითქმის ხოლმე ეს, მაგრამ ენაზეც წავა) :D

  11. hexe says:

    ერი, რომელიც ვერ ინახავს თავის არმიას
    მოუწევს შეინახოს სხვისი
    ამბობდა ნაპოლეონი
    :)

    ძალიან კარგი პოსტია
    :)

    • მჩხაპნელი says:

      სიტყვის კაცი იყო ნაპოლეონი :) (სიტყვისა და არმიის გარდა, მგონი, სხვა არაფერი შეუნახია ცხოვრებაში) :P

  12. MamuuK says:

    შვეიცარია გამონაკლისია

    კარგი პოსტია

  13. fifi says:

    “ჩვენს ქვეყანაში ისეთი სიღარიბეა, რომ ცისარტყელაც კი შავ–თეთრია” – ამბობდნენ ერთ დროს იტალიელები :) მომეწონა
    ნაპოლეონზე იმდენმა შეგისწორა…
    “ბალახზე დაბალი იყავი, რომ წაიქზე არ გეტკინოს”(ჩემი საყვარელი გამონათქვამია) ვერ ვიხსენებ ვისი სიტყვებია. და, “ჭეშმარიტი გმირობა, გმირობაზე უარის თქმაა” – ჩარკვიანი.

    • მჩხაპნელი says:

      მე გმირობაზე ქარჩხაძის “ქარავანში” წავიკითხე და შესაბამისად, უფრო მეტია შანსი იმისა (წლების გათვალისწინებით), რომ ეს ქარჩხაძის ნათქვამის გამეორება იყოს wasntme

  14. akaki_G says:

    13 მაგარია თანაც 13ია :P :P :P :) ;)

    • მჩხაპნელი says:

      პირველ ნაწილში გეთანხმები :P მეორეში ზუსტი კავშირი ვერ ვიპოვე (შეიძლება, ცრუმორწმუნე რომ არ ვარ, იმიტომ) :P

  15. lasha (henry_m) says:

    ყველა მაგარია :)

  16. BasS says:

    ყოჩაღ! მომეწონა.. : ))

  17. dj-guro says:

    ნაპოლეონი რა კაცია! მაგარი ფრაზა თქვა. ეგა და მარკ ტვენი მევასება მაგრად.

  18. teitt says:

    “მადლობა ღმერთს, რომ ათეისტი ვარ” =D>

  19. ქეთო says:

    5 იყო ყველაზე მაგარი :) მარკ ტვენი თავისთავად

    • მჩხაპნელი says:

      ეგ იგივეა, მხატვრებს რის გამოც ყველაზე მეტად ეშმაკის დახატვა უადვილდებათ :) არავინ იცის, როგორია და ვერც ვერავინ შეედავება :P

  20. გ*გ* says:

    ესეთი სტატიები მომწონს კარგი იყო :)

  21. lady georgiana says:

    შენადა, მგონი ნელნელა მიყვარდები და რაღა ვქნა :D DDDDDDDDDDDDDD კარგი იყოოოოოო :*******+++

  22. Basa says:

    მარკ ტვენმა ისიც თქვა: “ხალხი, რა უნდა სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებებას, ერთი ათასჯერ მაინც მაქვს დანებებული”-ო :) :P

  23. ზურა ჯავახაძე says:

    ყველა ძაან მაგარი იყო :D ესეთი პოსტები მოამრავლეთ ძააან მაგარიაა ;) ;) ძაან სახალისოა და თან ძაან საინტერესო ;)

    • მჩხაპნელი says:

      როდესაც მინიმუმ ოცჯერ შთავიბეჭდები მსგავსი სიახლეებისგან, ახალი პოსტიც ჩაეშვება წარმოებაში hah

  24. ნათუ says:

    აუ მაგრად ვიხალისეეეე კარგი იყოოო…მარკ ტვენი მეც მიყვარსსს

    • მჩხაპნელი says:

      მარკ ტვენი (ვისაც თუნდაც ტომ სოიერი წაუკითხავს) ალბათ, ყველას ეყვარება :P მთელი ბავშვობა “ტომ სოიერის” კითხვაში მაქვს გატარებული (წელიწადში ერთხელ გამოწერილი მქონდა) :)

  25. ლევანი says:

    18-ე არ აგვცდება — ზე-პესიმისტის ნათქვამი :D :D

გამოთქვი აზრი