ვინ ვარ მე

ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე არ ვარ, მაგრამ მაინც დავიბადე. რაც მთავარია, დავიბადე იმ წლებში, როცა მეცხრე ბლოკი ქართული სკაბრეზული ფოლკლორის მთავარ მუზას წარმოადგენდა და დენზე უფრო ხშირად – ინკასატორი მოდიოდა. მქონდა ძალიან ბანალური ბავშვობა, ანუ, მეც მინდოდა, რომ ფეხბურთელი, კოსმონავტი, პოლიციელი და ექიმი გამოვსულიყავი. ბოლოს გამოვედი… ბავშვობის ასაკიდან და ოთხწლიანი თავდადების  მიუხედავად, მაინც ვერ გამოვედი ჟურნალისტი.

დღეს მე მშობლებისთვის შვილი ვარ და კოსმოსისათვის – ტყუპები, დედამიწისთვის – ზედმეტი 64 კილოგრამი და გარშემომყოფთათვის – ცოტა მოსამატებელი, პედოფილებისათვის – ნამეტანი გვიან და ნეკროფილებისათვის – ნამეტანი ადრე,  სარკისათვის - საკუთარი თავი და საკუთარი თავისათვის - წყალწაღებული ოპტიმისტი, უფასო დონორი კოღოებისათვის და ფასიანი – ბანკებისათვის, ყველაფერი – რამდენიმე ადამიანისთვის და არაფერი – ბიძინა ივანიშვილისათვის (სამწუხაროდ), მშურს – ჯესიკა ალბას საბნის და არ მშურს – ცხრიდან ექვსამდე დასაქმებული ადამიანების, ვწერ – როცა ონლაინზე არ ვარ და ვკითხულობ – როცა არ ვწერ, საყვარელ ადამიანს ვაპატიებდი – ღალატს, მაგრამ რამე კურიოზს ვერ გავუხსენებდი, ვიტან (მაინც)- მატარებელში ხალხი იქამდე რომ შემოდის, სანამ გახვალ და ვერ ვიტან – ცალი ხელით მაისურაწეულ მუცელს მეორე ხელით რომ იფხანენ. ჯერჯერობით ვარ – დროებით დასაქმებული და არ ვყავარ ცოლს.

როცა გავიზრდები, გამოვალ მწერალი და გავხდები ცნობილი, ან ვერ გამოვალ მწერალი და უბრალოდ გავხდები… ნერვიულობისგან.

მაქვს სურვილი ვიყო ცნობილი და არ მაქვს სათანადო სქესი “ფლეიბოიში” გადასაღებად. ხშირად მომდის მუზა და იშვიათად – “მესიჯები”

არ მიყვარს ზღვა, იმიტომ რომ გემოს ვერ ვატან და მიყვარს… მთელი გულით.

ვარ ცნობისმოყვარე, მაგრამ ვიცი, რომ ცხვირი ღმერთმა სასუნთქად მომცა. ამის გამო ვეთანხმები “არამკითხე მოამბეს პრინციპს” და არ მსურს ის საკუთარ თავზე გამოვცადო!

ეს იყო და ეს. That’s all folks!

მზად ვარ ვუპასუხო ყველა შეკითხვას,  “რას შვრები, რავა ხარ?”, “რა არის შენკენ ახალი?” და “სხვა?”- ს გარდა.

საკონტაქტო ინფორმაცია: badamashvili@cu.edu.ge
FACEBOOK: https://www.facebook.com/beqa.adamashvili

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
288 Responses
  1. ნოდ.) says:

    ესე იგი…
    შენ უფრო კარგად წერ, ვიდრე ჭამ ,
    უფრო კარგად სვავ, ვიდრე წერ .
    და უფრო კარგად წერ, ვიდრე სვავ .

    :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D

    ეს ისე …

    სინამდვილეში ძალიან საინტერესოდ და მიმზიდველად გიწერია საკუთარი ბიოგრაფია და წარმატებები )))

  2. გიკო says:

    ესე იგი…
    შენ უფრო კარგად წერ, ვიდრე ჭამ ,
    უფრო კარგად სვავ, ვიდრე წერ .
    და უფრო კარგად წერ, ვიდრე სვავ .

Leave a Reply

Current month ye@r day *