ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე არ ვარ, მაგრამ მაინც დავიბადე. რაც მთავარია, დავიბადე იმ წლებში, როცა მეცხრე ბლოკი ქართული სკაბრეზული ფოლკლორის მთავარ მუზას წარმოადგენდა და დენზე უფრო ხშირად – ინკასატორი მოდიოდა. მქონდა ძალიან ბანალური ბავშვობა, ანუ, მეც მინდოდა, რომ ფეხბურთელი, კოსმონავტი, პოლიციელი და ექიმი გამოვსულიყავი. ბოლოს გამოვედი… ბავშვობის ასაკიდან და ოთხწლიანი თავდადების მიუხედავად, მაინც ვერ გამოვედი ჟურნალისტი.
დღეს მე მშობლებისთვის შვილი ვარ და კოსმოსისათვის – ტყუპები, დედამიწისთვის – ზედმეტი 64 კილოგრამი და გარშემომყოფთათვის – ცოტა მოსამატებელი, პედოფილებისათვის – ნამეტანი გვიან და ნეკროფილებისათვის – ნამეტანი ადრე, სარკისათვის - საკუთარი თავი და საკუთარი თავისათვის - წყალწაღებული ოპტიმისტი, უფასო დონორი კოღოებისათვის და ფასიანი – ბანკებისათვის, ყველაფერი – რამდენიმე ადამიანისთვის და არაფერი – ბიძინა ივანიშვილისათვის (სამწუხაროდ), მშურს – ჯესიკა ალბას საბნის და არ მშურს – ცხრიდან ექვსამდე დასაქმებული ადამიანების, ვწერ – როცა ონლაინზე არ ვარ და ვკითხულობ – როცა არ ვწერ, საყვარელ ადამიანს ვაპატიებდი – ღალატს, მაგრამ რამე კურიოზს ვერ გავუხსენებდი, ვიტან (მაინც)- მატარებელში ხალხი იქამდე რომ შემოდის, სანამ გახვალ და ვერ ვიტან – ცალი ხელით მაისურაწეულ მუცელს მეორე ხელით რომ იფხანენ. ჯერჯერობით ვარ – დროებით დასაქმებული და არ ვყავარ ცოლს.
როცა გავიზრდები, გამოვალ მწერალი და გავხდები ცნობილი, ან ვერ გამოვალ მწერალი და უბრალოდ გავხდები – ნერვიულობისგან.
მაქვს სურვილი ვიყო ცნობილი და არ მაქვს სათანადო სქესი “ფლეიბოიში” გადასაღებად. ხშირად მომდის მუზა და იშვიათად – “მესიჯები”
ვარ ცნობისმოყვარე, მაგრამ ვიცი, რომ ცხვირი ღმერთმა სასუნთქად მომცა. ამის გამო ვეთანხმები “არამკითხე მოამბეს პრინციპს” და არ მსურს ის საკუთარ თავზე გამოვცადო!
ეს იყო და ეს. That’s all folks!
მზად ვარ ვუპასუხო ყველა შეკითხვას, “რას შვრები, რავა ხარ?”, “რა არის შენკენ ახალი?” და “სხვა?”- ს გარდა.
საკონტაქტო ინფორმაცია: badamashvili@gmail.com
FACEBOOK: https://www.facebook.com/beqa.adamashvili
“ნიჭიერი” რომ ბლოგერებს ეძებდა იქაც ხო ეს გეწერააა?
აქ მეწერა და აქედან გადავიტანე იქ
ნამდვილად ნიჭიერი, ამბიციური, ჭკვიანი, ოპტიმისი ახალგაზრდა ხარ:) ნამდვილი ორატორი ხარ!!! წერ კიარა ხატავ.. ავტობიოგრაფია კიარა ხატობიოგრაფიაა
))
გვანცა მაგარიააა
ვა ეს პირველად ვნახე
)) და ვიღაც მენიშნა
))
საკმაოდ მაგარი დახასიათებაა
ამის წაკითხვის მერე მიხვდი,ვისთან გვქონდა საქმე
შესანიშნავიაააააა…
გეტყობა რომ ძალიან ახალგაზრდა ხარ, თუმცა ასაკს რა მნიშვნელობა აქვს როცა თავი მხრებზე ტყუილად არ გადევს და ისიც მშვენივრად იცი როგორ გამოიყენო
პირველად შემოვედი შენს ბლოგზე….დიზაინიც მომწონს და საერთოდ ყველაფერი
ძალიან საინტერესოდ, ლამაზად, შინაარსიანად და ორიგინალურად გიწერია შენს შესახებ….ისე რომ სიტყვები არ მყოფნის….ასე შევიცანი თავი შენი , ბევრად თუ არა არც ნაკლებად
shemiyvarda es bichiiiii))
ყოჩაღ პატარავ!!! :-)
რაღა პატარა…
ორ ათწლეულს მივაღწიე
გონებამახვილური ფრაზებით გავიგე ვინ ხარ D:D:D და ის დაგავიწყდა,არასოდეს თხოვო რესპოდენტს გაიხსენოს კურიოზი თავისი ცხოვრებიდან:D:D:D:D:D:D
რა მაგარი ხარ! მეშინია შენი!! …არაა, ძალიან მაგარი ხარ, საღოლ… გავოგნდი
წარმატებებს გისურვებ! მეტი რაღა უნდა გინდოდეს, მგონი (დიდი მგონი) კარგი ადამიანი ხარ… აბა, შენ იცი!!
რეგისტრაციას ვერ გავდივარ?
გავთიშე რეგისტრაცია, ფუნქციას ვერ ვხვდებოდი
“არ ვკითხავს პანაშვიდზე შვილმკვდარ დედას “რას გრძნობს”, იმიტომ რომ მხრებზე თავის გარდა-გულიც გაქვს. მიხარია, რომ მარტო ტინგიცა-მატრაკვეცები არ იზრდებიან ალგეთს….
ბექა შენ არ იღლები ხოო??
საყვარელი ჩანხარ
არა, მზაკვარი ვარ
არ ვიცოდი, მაგრამ თურმე რაღაცაში მგავხარ
ან უფრო სწორად მე გგავარ შენ, ჯერჯერობით 2 ათწლეულსთვის არ მიმიღწევია
p.s. უბრალოდ მაგარი ხარ!!!
მაგარი ხარ ბექა რას შვები რავა ხარ???
რა-ვი, შენ?!
(ამაზე მეტს ვერ გამომტყუებ მაგ შეკითხვაზე)
ძალიან მაგარი დახასიათებაა, მაგარი ვიხალისე
, ბლოგიც მომეწონა, კარგი ბლოგია და თემებიც,
საღოლ იმენა მაგარი ხარ. მართლა მომეწონა. მომწონს ცარიელი იუმორი რო არაა შენი ბლოგები.
ძალიან მაგარი დახასიათებაა
მომეწონა
ყოჩაღ რა, აღფრთოვანებული ვარ და მომავალი მიხარია შენნაირი ახალგაზრდების ხელში…მშვენიალურ
საღოლ ძმაო…. ამ დახასიათებას, რომ თავი დავანებოთ ჯერ მარტო საიტის დიზაინს, რომ გადავხედოთ, სტატია-ბლოგები გადავიკითხოთ, მაშინვე მიხვდება ადამიანი, რომელსაც ტვინის ორი უჯრედი მაინც, რომ უმუშავებს, როგორი ნიჭიერი ადამიანიც ხარ . . . გენაცვალე ძმაო, ასე გააგრძელე . . .
ეს ის შემთხვევაა, როცა “მადლობა” ყოველგვარი სმაილის გარეშეა სათქმელი
კარგი ახალგაზრდა სჩანხარ!.
მე ვარ თაკო მზარელუა 14 წლის ვცხოვრობ თბილისსში კერდზოდ აფრიკაში ჩემი ნომერია 874812231 შემეხმიანეთ
“:რაღაცასმოწყურებულისმაილი:” დაავიწყდა ბოლოში :დ :დ
მარა აფრიკაში თუ ცხოვრობს წყალის გარდა სხვარამემოწყურებული იქნება ვითომ ?
მარა ამნაირი კომენტარის მნახველი რას არ იფიქრებ კაცი
ცოტა გუდიანკაცურია, მაგრამ საინტერესო….
აუ რა საკაიფოდ გიწერია
მართლა ნიჭიერი ხარ
შენი ბლოგის დათვალიერების შემდეგ, სასამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, რაც იშვიათად ხდება. საინტერესო და ნიჭიერი ადამიანი ჩანხარ.რაც მთავარია, არ იცავ დოგმებს ე.წ ”ჟურნალისტიკაში” და წერ იმას, რასაც გრძნობ. ჩემთვის ძალზე ახლობელია შენი თითოეული სიტყვა… წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში. უფალი შენთან
აუუუ რა დებილი ვაააააააააააააააააააააააარრრრრრრრრრრრრრრრრრრრრ
შემიყვარდი
am blogze titkmis yvela posti wavikitxe da moxibluli var agmatebit xarisxshi….
warmatebebs gisurveb shens saqmianobashi…
shensavit moazrovne adamianebi tu mravlad arian, mashin imedi maqvs, rom martla gveshveleba rame
საინტერესოა!!! ჰამ-ჰამ!
მოომწონს ეს არსება:)))))
კარგია..მართლა კარგი! ახლა შენ რომ შეუზღუდავი რაოდენობის და მაღალი “ხარისხის” ინფორმაციაზე მიგიწვდებოდეს ხელი..?
აღბრთოოოვანებუუულიი ვარ : )))))
მმმ… დამაინტერესაა!!
ინტელექტს 2 ცუდი თვისება მოსდევს, – პატივმოყვარეობა & სიფლიდე!
მიყვარს :X
ai dzaaan momewonaa
:D “ავტობიოგრაფია კიარა ხატობიოგრაფიაა ” <— zustaad
))
dzalian magari xar :* ukve shemiyvardi
ნიჭიერი ადამიანი ხარ.
უიი ეს პირველად ვნახე
) ზუსტად საშენო დახასიათებაა : )
ესს ტექსტი წაიკითხეს, ”დეტექტივების” დღევანდელ სერიაში
იმედია იცი
დღეს ტელევიზორს ვუყურებდი და ქართული სრიალი როა აი ეხლაც გადის ის სერია
იქ იყო ეს
წაკითხული მაქვს დიდიხანია და ცოტა არ იყოს და გავოცდი :
მეც მეცნო. იმედია იცოდი და ეს ტექტი არ მიითვისეს. პლაგიატობა ხომ ძალიან მოდაშია ამ ქვეყანაში.
- უკან ჩემიი როონი :> :>
:> :>