ვინ ვარ მე

13901305_10207190652507953_6129720985734036838_n

ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე არ ვარ, მაგრამ მაინც დავიბადე. რაც მთავარია, დავიბადე იმ წლებში, როცა მეცხრე ბლოკი ქართული სკაბრეზული ფოლკლორის მთავარ მუზას წარმოადგენდა და დენზე უფრო ხშირად – ინკასატორი მოდიოდა. მქონდა ძალიან ბანალური ბავშვობა, ანუ, მეც მინდოდა, რომ ფეხბურთელი, კოსმონავტი, პოლიციელი და ექიმი გამოვსულიყავი. ბოლოს გამოვედი… ბავშვობის ასაკიდან და ოთხწლიანი თავდადების  მიუხედავად, მაინც ვერ გამოვედი ჟურნალისტი.

დღეს მე მშობლებისთვის შვილი ვარ და კოსმოსისათვის – ტყუპები, დედამიწისთვის – ზედმეტი 64 კილოგრამი და გარშემომყოფთათვის – ცოტა მოსამატებელი, პედოფილებისათვის – ნამეტანი გვიან და ნეკროფილებისათვის – ნამეტანი ადრე,  სარკისათვის - საკუთარი თავი და საკუთარი თავისათვის - წყალწაღებული ოპტიმისტი, უფასო დონორი კოღოებისათვის და ფასიანი – ბანკებისათვის, ყველაფერი – რამდენიმე ადამიანისთვის და არაფერი – ბიძინა ივანიშვილისათვის (სამწუხაროდ), მშურს – ჯესიკა ალბას საბნის და არ მშურს – ცხრიდან ექვსამდე დასაქმებული ადამიანების, ვწერ – როცა ონლაინზე არ ვარ და ვკითხულობ – როცა არ ვწერ, საყვარელ ადამიანს ვაპატიებდი – ღალატს, მაგრამ რამე კურიოზს ვერ გავუხსენებდი, ვიტან (მაინც)- მატარებელში ხალხი იქამდე რომ შემოდის, სანამ გახვალ და ვერ ვიტან – ცალი ხელით მაისურაწეულ მუცელს მეორე ხელით რომ იფხანენ. ჯერჯერობით ვარ – დროებით დასაქმებული და არ ვყავარ ცოლს.

როცა გავიზრდები, გამოვალ მწერალი და გავხდები ცნობილი, ან ვერ გამოვალ მწერალი და უბრალოდ გავხდები – ნერვიულობისგან.

მაქვს სურვილი ვიყო ცნობილი და არ მაქვს სათანადო სქესი “ფლეიბოიში” გადასაღებად. ხშირად მომდის მუზა და იშვიათად – “მესიჯები”

ვარ ცნობისმოყვარე, მაგრამ ვიცი, რომ ცხვირი ღმერთმა სასუნთქად მომცა. ამის გამო ვეთანხმები “არამკითხე მოამბეს პრინციპს” და არ მსურს ის საკუთარ თავზე გამოვცადო!

ეს იყო და ეს. That’s all folks!

მზად ვარ ვუპასუხო ყველა შეკითხვას,  “რას შვრები, რავა ხარ?”, “რა არის შენკენ ახალი?” და “სხვა?”- ს გარდა.

საკონტაქტო ინფორმაცია: badamashvili@gmail.com
FACEBOOK: https://www.facebook.com/beqa.adamashvili

You can follow any responses to this entry through the RSS 2.0 feed. You can leave a response, or trackback from your own site.
288 Responses
  1. რუსალკა says:

    ძალიან ძალიან მაგარი ხარ…წარმატებებს გისურვებ ბექა…

    • კრისტი says:

      ვაა.ყოჩაღ შეეენ…………..ძალიან მაგარი დაწერილიაააა…………დამერწმუნე ნამდვილად არ ყოფილხარ ზედმეტი 64 კილოგრამი დედამიწისთვის

    • კრისტი says:

      ვაა.ყოჩაღ შეეენ…………..ძალიან მაგარი დაწერილიაააა…………დამერწმუნე ნამდვილად არ ყოფილხარ ზედმეტი 64 კილოგრამი დედამიწისთვის

  2. ნათია says:

    უსაინტერესოესი, არა ეს ძალიან პატარა სიტყვაა ჩემი ემოციის გამოსახატად.. !!
    აღფრთოვანებული ვარ, წარმატებები :) )

  3. ანა says:

    ყოჩაღ,კარგად წერ

  4. თათია says:

    მაგარიააა ძალიან :) :) :)

  5. :D ძალიან ორიგინალური და საინტერესო ავტობიოგრაფიაა :)
    მომეწონა…

  6. anano says:

    ravitsi ra ghitkhra.. dzaan raghatsnairi khar.. momtsons :) )

  7. lshისა says:

    რომ არ მომწონებოდა, გეტყოდი მომეწონათქო…
    რომ არ წამეკითხა, გეტყოდი წავიკითხეთქო…
    მაგრამ ორივე შემთხვევაში ღმერთმა ხელი მოგიმართოს!

  8. nino says:

    axali stumari var am blogze da dzalian saintereso chans

  9. ნინი says:

    ტყუპები ვარ და მეც მიყვარს წერა <3

  10. პუგი says:

    dzalian magari da orignaluრია :) ) წარმატებები…

  11. ლევანი says:

    კაი როჯა ხარ შენ :D

  12. Tamuna says:

    ძალიან მომწონს ეს გვერდი!
    განსხვავებულია ძალიან,
    სიმართლით….

  13. wuna says:

    ყოჩაღ ძალიან მაგარია :) ))) წარმატებები ;)

  14. eka says:

    :D ასჰკარად პერსპექტიული ახალგაზრდა ხარ :) ))

  15. ციცი says:

    მაგარი ხარ :)

  16. ანა says:

    ll,ვა რა მაგარიაააააააააააააააააააააააააააააააააააააD::DD::D

  17. შენგან მგონი მართლა კარგი ჟურნალისტი დადგება

  18. nutukidev arian shennairebi,megona agaravin dacerda sainteresod,gansxvavebulad.ase gaagrdzele

  19. ნინო says:

    საგოლ მაგარია

  20. თამრი says:

    ყოოოჩაღ,როგორც მიივხვდი ბიჭი ხარ..მეც ძალიან მიინდა ჟუურნალისტობა და არ ვიცი ჩემს ასაკში ამ საქმის კეთების წყურვილი რიიით მოოვიკლა..:D ისე შეენ ყოოჩაღ..ჟურნალისტებთან დაკავშირებით ჩეემი ფიქრებიცააა…ამიტოომ ორმაგად დიდ ბედნიერებას გიისურვებ:*:*:*:

  21. ქეთი says:

    მოვიხიბლეე <3

  22. tinatinitinitiki says:

    თუ შესაზლებელია თქვენი ჩანაწერი გადავაკოპირო, ავტორის და საიტის მითითებით რა თქმა უნდა. ისე მომწონს რაც წავიკითხე აქ.

  23. თაკო says:

    მიყვარს ასეთი ადამიანები..p.s აჩვენეთ ეს ბიჭი მსოფლიოს და.. )))

  24. lull's blog says:

    სწორედ ისე ეწრ, როგორც მომწონს.ბლოგებს შორის [რომელტა სტუმარი იშვიათად ვარ წუნიობის გამო[ბევრი ნაყარ–ნუყარი თემაა გარჩეული უინტერესოდ]] შენი განსაკუთრებულია.ყველაზე მეტად ის არის კარგი, რომარპატარა მაია ასათიანი რომ არ გვეზრდები საზოგადოებას. : ]

  25. მაგარია, Follow-ს ვეძებდი მაგრამ ვერ ვიპოვე, ვებსაიტად გადაგიკეთებია :D

  26. მარიამიიი says:

    ვაუუ. ორიგინალურიააა.. და ჟურნალისტის პროფესიაც შენიააააააააა ;) ;););););););)):))

  27. კატო says:

    ვაუ, ძალიან მომეწონა:)))) მზად ვარ ვუპასუხო ყველა შეკითხვას, “რას შვრები, რავა ხარ?”, “რა არის შენკენ ახალი?” და “სხვა?”- ს გარდა… -ეს, ჩემთვისაც აქტუალურია:-) შენ გაიხარეეეეეეეე<3

  28. ▲ Natsy says:

    ვააა, ამისთანა ორიგინალური და საინტერესო არაფერი წამიკითხავს (ებაუთებს ვგულისხმობ :პ)
    წამრატებები :) )

  29. Ltolvili says:

    გაფასებ!

  30. tea says:

    სახალისო

  31. ნინი says:

    ძალიან მაგარიაააააააააააააააა
    ძალაინ მომეწონაააააააააააააა
    ძალაინ კარგიააააააააააააააააა

  32. ნარ says:

    როგორი ვარ მე? არ ვიცი და იკნებ დამეხმაროტ ამ კიტხვაზე პასუხის გასაცემად

  33. salita says:

    რაღაც ორიგინალურია და ამავე დროს ამომწურავი :) მომეწონა ძალიან :)

  34. MარIEმ says:

    პოზიტიური განწყობა შემექმნა რატომღაც ^_^

  35. ლილიანა says:

    ყველაფერი სასიამოვნოა

  36. გვანცა says:

    “განგნამ სტაილზე” რამე დაჩხაპნე რა ))))

  37. საღოლ ძალიან კარგი ადამიანი ხარ

  38. : D msgavsi araferi wamikitxavs , kvelaze banaluri da kvelaze originaluri :D

  39. ანი says:

    იმედია აღარ ხარ უმუშევარი და კარგი ჯურნალისტი ხარ. :) არაფერი კონკრეტული მგრამ კველაფერი გასაგებაია როფორი ადამიან ხარ :)

  40. ანნე says:

    როგორ მახსივს შენი სტატიები, მართლაც რომ ყველასგან გამორჩეული იყო და არაორდინარული პასუხები კითხვებზე “როგორ ხარ? რას შვრები?” წარმატებებს გისურვებ

  41. მომეწონა მართლაც, განსაკუთრებით დასაწყისი :)

  42. მარი says:

    კარგი ბიჭი ხარ მართლა ერთი პატარა შეცდომა გაქვს დაშვებული, გავკადნიერდები და შეგისწორებ (დააკავეს ორი საქართველოს მოქალაქე კიარა, — დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე ეს მომხვდა თვალში უხეშად,ბოდიში კიდევ ერტთხელ. დძალიან კარგი ბიჭი ხარ წარმატებებიიი :*

    • მჩხაპნელი says:

      მადლობა, პირველ რიგში.
      მანდ სპეციალურად წერია მაგ ფორმით, იმის მისათითებლად რომ მაგ ტიპის შეცდომას ჟურნალისტები ხშირად უშვებენ :)

  43. კეკელმარო says:

    იქ, სადაც ინტელექტი და იუმორი თანხვდება , ყველაფერი ასე კარგია . ყოჩაღ

  44. დათა says:

    მაგარი კაცი ხარ ძმა მარტო მე მეგონა ჩემი თავი (“წყალწაღებული ოპტიმისტი”,და ჩემი იდიალისტობით ისტორიის მსვლელობა კი არა მხოლოდ ჩემი მიზნები რომ შევცვალე :) ))
    გაიხარე და ეცადე მთელი ცხოვრება დარჩე ადამინად .
    best regards.

  45. :D :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D :P :P:P:P:P::P:P:P:P:P:P:P:P:P

  46. დამირი says:

    ფაქტიურად მწერალი ხარ უკვე. არა მართლა კარგი იყო მომეწონა

  47. ნია says:

    საოცარი ადამიანი ხარ და ასე შორიდან ძალიან დიდ პატივს გცემ:) შენს სარკასტულ და მიუხედავად ამისა, საოცრად ოპტიმისტურ ნაწერებში ვკითხულობ ყველაფერს იმას, რისიც არ მჯერა, თუმცა ძალიან მინდა მჯეროდეს:) კითხვისას შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცნაირად დანაკლისს მივსებ, ოღონდ რისა ჯერ არ ვიცი:) იმედია, უჩემოდაც იცი, მაგრამ მაინც გეტყვი, რომ არასდროს არ ჩაიქნიო ამ საქმეზე ხელი:)) შენ უნდა იჯდე და წერო!:) დიდი მადლობა!

  48. საბა says:

    მართლა

Leave a Reply

Current month ye@r day *