ჩათრევას ჩაყოლა ჯობია - (ქართული ანდაზა)
“ჩათრევას ჩაყოლა ჯობია” – (ქართული ანდაზა)

თქვენს წინაშეა სრულიად ახალი თამაში ქართულ ვებ-სივრცეში, მარტივი წესებითა და ერთმანეთისგან განსხვავებული დავალებებით:

1. ყოველ მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად პაროლის გაგება არის საჭირო;
2. აღნიშნული ეტაპები მოცემულია “გვერდების” გრაფაში;
3. პაროლები იწერება ქართულად ინგლისური ასოებით (გამონაკლისები მითითებული იქნება);
4. ზოგიერთი ეტაპის გასავლელად დაგჭირდებათ რამდენიმე ინტერნეტ-საიტისა და კომპიუტერული პროგრამის არცთუ ღრმა ცოდნა;
5. ყოველი ეტაპის სათაურში ჩადებულია მინიშნება;
6. პირველი ეტაპის პაროლის გასაგებად უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვას და ჩაწერეთ ის “1-ლი ეტაპის” პაროლში;
7. შენიშვნები და შეკითხვები გამოგზავნეთ ამ თემის კომენტარებში;
8. გისურვებთ წარმატებას! :)

პირველი პაროლის მისაღებად საჭიროა გაიხსენოთ ქვეყანა, რომლის ენაზეც თარგმნილი საკუთარი წიგნის გარეკანზე დახედვისას, ნოდარ დუმბაძემ დანანებით წარმოთქვა: “აქამდე თავი კაცი მეგონა და თურმე ორი ჯოხი ვყოფილვარო:)