ჭიანჭველამ ხვნეშით მოიგდო ზურგზე შაქრის ნატეხი და შინისკენ მიმავალ გზას დაადგა.
“- მთელი დღე შრომა და შრომა, უზრუნველი ცხოვრება მომენატრა” – ბუზღუნებდა გაბრაზებული ჭიანჭველა და მაგიდაზე მიცოცავდა – “რა მოხდება, ერთხელ საჭმელი თავისით მოვიდეს, სულაც ციდან ჩამოვარდეს. ღმერთო, მომეცი პური… თუნდაც ერთი ნაჭერი პური!”
უეცრად ზევიდან ზუზუნი გაისმა. ჭიანჭველამ რაღაც მძიმე იგრძნო.
“-დედა, სამი პური ამოვიტანე, მაგიდაზე დავდე და ეზოში მივდივარ” – მხოლოდ ესღა მოესმა მწერს და სული განუტევა.