Tag-Archive for » ბიჭოლა «

უკაცრავად, თქვენ დებილი თაობა ხართ!

“незнайк”–ების თაობა

“თქვენ დაკარგული თაობა ხართ”გერტრუდ სტაინი
“თქვენ ახალი თაობა ხართ” – იაპონელი ტექნოლოგები
“თქვენ დებილი თაობა ხართ” – ტელეკომპანია “იმედი”

“უწიგნურებო, ილია მართალი როგორ არ იცით” ან “ლოოლ, ღმერთო ურო ჩამცხე”-ს ძახილი ქართული ტელევიზიებისა და ”Facebook”-ელი ინტელექტუალებისთვის უკვე ტრადიციად იქცა.

ტელევიზიებს – სხვაგვარად გადაცემა ჩაუვარდებათ და იმიტომ, ინტელექტუალებს კი “უკვე საკმარისზე მეტი წაუკითხავთ” და პირად მოვალეობად ჰრაცხენ (რეკომენდებული სიტყვაა) “შოთა რუსთაველი მეხუთე საუკუნეში მეფობდა”–ს მთქმელი ადგილზევე ირონიულად გაძიძგნონ (თანაც ისე, რომ როგორმე საკუთარი ინტელექტის ზეობასაც ხაზი გაუსვან). მოკლედ, ერთნი აქილიკებენ და მეორენი აქ  ი–like-ბენ. ერთი შეხედვით, ყველა კმაყოფილია.

more »

ბიჭოლა, bye – bye, ანუკი!

“როსღა გვეღირსოს ჩვენ…”

“ახლა მოდაშია ჩურჩუტები” – თანამედროვე სიტყვათქმა

ქართველი “აი, რაღაჩნაირი” “село-ბრითების” უმეტესობას რამდენიმე საერთო თვისება ახასიათებს: ნებისმიერ საკითხს თითქმის ყოველთვის “ძაან მაგარია!”-თი აფასებს, უკმაყოფილებას კამერის წინ არასოდეს გამოთქვამს (ლოგიკურიცაა – აბა, “ბანძ ივენთზე” მისვლას ხომ არ იკადრებდა), ინტერვიუს პროცესში უდროო დროს და სრულიად უმიზეზოდ იცინის, აზრს ტალღასა და ტალღას შუა “გამოკიდული” რადიომიმღებივით გაჭირვებით გადმოსცემს, თავი გემოვნების ასი და მეტრი, სხვები კი მისი ასიმეტრიულები ჰგონია, ლექსიკური მარაგი ორი წინადადების შემდეგ (ზოგჯერ მანამდეც) საბედისწეროდ ეწურება (“როგორ გითხრათ”, “იცით რა”, “აი…”, “არც კი ვიცი, რა ვთქვა”) და… მოკლედ, ვალერიანის გარდა, ერთადერთი იმითღა შეიძლება დაიმშვიდოს გული, რომ ამ მითიური ბომონდის წევრია და “პროფილში” სამღერად იწვევენ ხოლმე.

more »

“უუუუუუ…”

“არაფერი ახალი… წლის გარდა”საახალწლო სამზადისისა და კონცერტების შემხედვარე ადამიანი

ახალი წელი ის ერთადერთი დღესასწაულია, როდესაც ადამიანი (ჯერ კიდევ ერთი კვირით ადრე) ყველა საქმეს “ბარემ შემდეგი წლისთვის” დებს (“აი, ორშაბათიდან…”, “ხვალიდან, ნახე…”-ს მსგავსად) და იმაზე იწყებს ფიქრს – კუჭთან (ან, ღვიძლთან) ტანდემში დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად როგორ გაატაროს. ამ დღეებში განსაკუთრებით პოპულარული ხდება შეკითხვა “ახალ წელს რას აპირებ”, მისივე შესაბამისი - “რავი, რამეს მოვიფიქრებ” – პასუხით. პარალელურად ამისა ჩნდება კვაზიდეპრესიული სტატუსები, რომლებიც “რა მეახალწლება, თუ ძმა ხარ, სჯობს თავი მოვიკლა” პათოსითაა აღსავსე და იქით გამუნათებს კიდეც, ახალი წლის მოსვლა ზედმეტად თუ გიხარია.

more »

თქვენმა მზემ, რა…

“მაღაზიანები მაღიზიანებენ” – “ბუტკის” [გრამატიკის არმცოდნე] გამყიდველი

გაღიზიანება ორგანიზმის მახასიათებელი თვისებაა: კატას ჭერში დაკიდული ძეხვი აღიზიანებს, ღრძილს – თავწათლილი ასანთის ღერით ჩიჩქნა, “გემოვნებიან მსმენელს” – “ფულში მეტამორფოზირებული ტრულაილა”, მუწუკს – თითებით თათუნი, საცობში მდგარ მძღოლს – უკან მომდგარი მანქანის სიგნალი, მერვე სართულზე მცხოვრებ “საპირფარეშოს მოწყურებულ” ადამიანს – ლიფტის ლოდინი, მე – …

more »

ჩვენ ევროპელები (?) ვართ – პოლონეთიდან დანახული საქართველო

"თორმეტი მოციქული" – კრაკოვი

“მე ძილში, სიზმრად ვხედავ ვარშავებს
რა დავაშავე… რა დავაშავე?!”
მატარებელში, კრაკოვი-ვარშავას გზაზე დაწერილი

“ედგარ ალან პო ამერიკაში დაიბადა, მდინარე პო იტალიაში მოედინება და ვინ ოხრობისღა გამო ეწოდა ამ ქვეყანას PO – land ღმერთმა იცის” – დაბნეული ადამიანი

“მე ცოცხალი ვარ” – ჯეოსტარის ბენდი

“თუ გინდა რომ ბლოგი უმოწყალოდ მოკლა, ევროკავშირის პროექტით პოლონეთში გაემგზავრე და იქ უბრალოდ ათი დღით დარჩი”პირადი გამოცდილება

more »